შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კუზნეჩიკ, მიყვარხარ !!! (3)


28-03-2016, 00:09
ავტორი ირინა
ნანახია 6 690

– მამუკა ბიძია, შეიძლება? კარზე დავაკაკუნე და ფრთხილად შევიხედე ოთახში.
– კი შვილო , შემოდი. აბა როგორ ხარ?
– ნორმალურად, გმადლობთ. სახლში რომ წავსულიყავით, ზუსტად ვიცი, ლაზარეც ფიქრს დაიწყებდა მომხდარზე და მეც. აქ კი ორივემ ყურადღება სხვა რაღაცებზე გადავიტანეთ და აშკარად უკეთ ვართ.
– ძალიან მიხარია. ნია, შვილო, რას აპირებ ახლა მომიყევი ყველაფერი, რომ ვიცოდე და გვერდში დაგიდგე. სახლის გაყიდვა ხომ გადაიფიქრე? ან სამომავლოდ რას უპირებ? რა გეგმები გაქვს მამაშენის რესტორანზე?
– სახლის გაყიდვა გადავიფიქრე, თქვენი საუბარი კარგად გავაანალიზე და მართალი ხართ, რომ დავმშვიდდებით, ვიცით, რომ ვინანებთ, ამიტომ იმ დრომდე, სანამ თქვენ შეგვიფარებთ , სახლს გავაქირავებთ, რომ ჩვენი შემოსავალი გვქონდეს და თან, მინდა რაც დამრჩება ხოლმე მამას რესტორანს დავახარჯო, რომ მუშაობა არ შეწყდეს და სამომავლოდ გაფართოებაზეც ვფიქრობ , მაგაში თქვენი რჩევების იმედი მაქვს, ვერ ვერკვევი რესტორნების ბიზნესში. ჰო, ვაპირებ, რომ მანქანები გავყიდო, ჩემიც და მშობლებისაც, ის კი დამტვრეულია, მაგრამ რაღაც ფასში მაინც გაიყიდება და რაც მექნება ფული, მთლიანად ჩემი ძმის განათლებას დავახარჯავ და ჩემი უნივერსიტეტის დარჩენილ თანხას გადავიხდი. ეს ყველაფერი რაც სავალდებულოა და ჩემს პროფესიას არ ეხება, მაგრამ მინდა ყოველდღიური სამსახურიც მოვძებნო, ოღონდ უკვე ჩემი განხრით. მამას რესტორანში ისედაც არაა საჭირო დილიდან-საღამომდე ყოფნა და რაღაც საბუთების მოწესრიგებაში თქვენი იმედი მაქვს. მაგრამ მინდა , ჩემი საქმითაც დავკავდე, გულსაც გადავაყოლებ და თან დატვირთული ვიქნები. ამასთან, მუდმივი შემოსავალიც მექნება , რომ არც ლაზარეს მოვაკლო არაფერი და თქვენს ოჯახშიც პატარა წვლილი მაინც შემოვიტანო.
– ეე, შენ მგონი მამაშენს ხომ აჯობე უკვე აზროვნებაში და რამდენიმე წელიწადში ჩემი ბიზნესკონკურენტიც გახდები. ეს ხუმრობით. ახლა კარგად მომისმინე, ამ სახლში შეგიფარებ კი არა, ეს არის შენი საკუთარი სახლი და არსად არ გაგიშვებთ არც შენ, არც შენ ძმას, ვიდრე არ დაოჯახდებით და საკუთარ ოჯახებს არ შექმნით. ეს რაც შეეხება სახლს. მანქანების გაყიდვა საჭირო არაა, მგონი ხედავ, რომ საჭიროზე მეტი ფული მაქვს და თქვენთვის განათლების მოცემა, ჩემთვის ჩაის დალევაზე ადვილია, ეგაც რომ არ იყოს, შენს უნივერსიტეტში ერთ-ერთი მსხვილი მეწილე ვარ, ამიტომ ფულს საერთოდ არ გადაგახდევინებ. სახლზე და მამაშენის ბიზნესსზე ნამდვილად გეთანხმები, ჭკვიანი გოგო ხარ. სახლი ამ დღეებშივე გავაქირაოთ და რესტორნის მართვაში მე მოგეხმარები. აი, სამსახურს რაც შეეხება, შენი წვლილი ამ ოჯახში უბრალოდ მეტი ღიმილი იქნება, დანარჩენს არაფერს ვითხოვ, სანაცვლოდ არაფერს მოგაკლებ, მაგრამ პატივს ვცემ შენს გადაწყვეტილებას, მუშაობა რომ გინდა და მე დაგეხმარები. შენ ხომ PR-ს სწავლობ, ჰოდა, ვაჩე მოგეხსენება წყალბურთელია , საკმაოდ წარმატებულიც, მაგრამ მისი გუნდის მენეჯერი 2 კვირის წინ გაათავისუფლეს ნარკოტიკების მოხმარების გამო და სჭირდებათ ვინმე ნოვატორი, ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც მიზნის მისაღწევად ძალიან ბევრს შრომობს, ამასთან, ვაჩე არის გუნდის კაპიტანი და მოგიწევს, რომ ვაჩეს პირადი მენეჯერიც იყო, მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვადასხვა ქვეყნების გუნდებთან და დამხმარე სჭირდება, ისეთი , რომელიც ფაქტიურად 24 საათის განმავლობაში მასთან იქნება. ამაზე კი მოგეხსენება არც ერთი ნორმალური ადამიანი არ დამთანხმდება, მაგრამ შენ აქვე ცხოვრობ და ერთად სწავლობთ, ამიტომ სულ ერთად გიწევთ ყოფნა, თან ისე, რომ სწავლაშიც არ შეგეშლებათ ხელი, შეგიძლია წინააღმდეგობა გაუწიო მაგ ვაჟბატონს, რასაც ვერავინ ახერხებ, ფლობ ძალიან ბევრ ენას, განათლებული ხარ, მიზანდასახული, ახლა რაც ილაპარაკე , მივხვდი, რომ საკმაოდ კარგი გათვლების გაკეთებაც შეგძლებია. მეტი რა მინდა, ხელფასი ამ ეტაპზე 1200 ლარი გექნება, გუნდის წინსვლის შემთხვევაში და მოგებების შემთხვევაში, როგორც გუნდზე გაიზრდება თანხა ისე შენზე, გუნდის პარალელურად, თუ ვაჩეს პირადი მონაცემებიც გაიზარდა ეს კიდევ უფრო გაზრდის შენს ხელფასს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არაჩვეულებრივ გამოცდილებას შეიძენ. ახლავე ჩამოვა ვაჩე და დეტალებზე მერე გავაგრძელოთ საუბარი. მანამდე შენ რაც გინდა მკითხე, შენი მომავალი სამსახურის გარდა.
– კარგით, მაშინ სამსახურზე მერე მოგახსენებთ. განათლებაზე, უბრალოდ არ შემიძლია ამხელა ზარალში გადაგაგდოთ, მინდა დამოუკიდებლად მივცე ჩემს ძმას განათლება და არ მინდა თქვენი სიკეთით ბოროტად ვისარგებლო. არც ის მინდა , რომ თქვენი სახელი გამოიყენოთ და ფული არ გადამახდევინოთ უნივერსიტეტში. ნება მომეცით, ეგ მაინც გავაკეთო დამოუკიდებლად, უფრო მშვიდად ვიქნები და უხერხულადაც აღარ ვიგრძნობ თავს. თან იმ მანქანებს ყველა შემთხვევაში გავყიდი, მომხდარის შემდეგ საჭესთან აღარ მინდა ცოტახანს დაჯდომა.
– ეგ სულ არ გამხსენებია. კარგი ნია, თუ ასე უფრო მშვიდად იგრძნობ თავს, ისე მოვიქცეთ, როგორც შენ იტყვი.
– გმადლობთ, პირობას გაძლევთ , არასდროს დაგივიწყებთ ამ სიკეთეს.
– მე შენ რა გაგაფრთხილე. მორჩი ამ თემაზე ფიქრს და ლაპარაკს, არაფერი არ გამიკეთებია ისეთი, რასაც მშობელი თავის შვილს არ უკეთებს ხოლმე. მე პასუხად მხოლოდ გავუღიმე.
– მამა , მეძახდი? ოთახში შემოვიდა ვაჩეც. -დედამ მითხრა , დაახლოებით 15 წუთში ჩადიო და რა ხდება? მამუკამ ყველაფერი აუხსნა და პასუხის მოლოდინში გაინაბა.
– არ მინდა. ერთდროულად ვუპასუხეთ ორივემ და გაოგნებულ მამუკას მივაშტერდით.
– მამა, შენ არ იცი, მაგრამ მე და კუზნეჩიკს ცოტა დაძაბული ურთიერთობა გვაქვს და ჩემს გვერდზე აუზზეც უკვე ვეღარ ავიტან.
– მართალია, არც მე ვაპირებ ამ არანორმალურთან მუშაობას. აუტანელი ხასიათი აქვს და ვიცი ამის გამო სულ პრობლემები უნდა მქონდეს.
– აი , მამა ხომ გესმის, ახლაც როგორ ცილს მწამებს.
– მე გწამებ ცილს? არ გაქვს აუტანელი ხასიათი?
– ბავშვებო, ერთ წამს მეც მომისმინეთ. თქვენ რამდენიც გინდათ იკამათეთ, მე თქვეს საქმეში დღეიდან აღარ ჩავერევი. მაგრამ ერთი იცოდეთ, რომ ნია უკვე აყვანილია სამსახურში, მე წარვადგინე მენეჯერის პოსტზე, როგორც გუნდის , ისე ვაჩეს პირად მენეჯერად და დიდი ხნის განხილვის შემდეგ ჩემი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. გუშინ მთელი დღე მაგიტომ ვიყავი გადაკარგული. შემდეგ იყო პრესკონფერენცია, სადაც უკვე საჯაროდ განაცხადეს გუნდის ფლობელებმა, რომ ნია ოგბაიძე იქნება დღეიდან მათი გუნდის და ვაჩე აბაშიძის პირადი მენეჯერიო, თქვენ თუ უარს იტყვით, ერთის ისედაც ცუდ სახელს, კიდევ უფრო ლაფს შეასხამენ, ვერც ახალმა მენეჯერმა გაუძლო და წავიდაო, ხოლო თუ მეორე იტყვის უარს, სახელი გაუფუჭდება დაკისრებულ მოვალეობას თავი ვერ გაართვა და დაწყებული საქმე მიატოვაო, რის შემდეგაც საორჭოფო იქნება, შეძლებს თუ არა იმავე პროფესიით კიდევ სადმე მუშაობას . გადაწყვეტილება თქვენ უნდა მიიღოთ , მე კი არაფერს გაძალებთ, რა სისულელეა. გვითხრა მამუკამ და ოთახიდან სტვენა-სტვენით და ღიმილით გავიდა. სანამ მე და ვაჩე გონს მოვეგებოდით, უკან შემობრუნდა. -ბავშვებო, კონტრაქტები მაგიდაზე დევს და თუ თანახმა იქნებით, შეგიძლიათ ხელი მოაწეროთ. დიდხანს ნუ გააჭიანურებთ, ხვალიდან პირველი სამუშაო დღე იქნება. ამჯერად უკვე ვეღარ შეიკავა მამუკამ სიცილი ჩვენი სახეების დანახვაზე.
– სხვა გზა არ გვაქვს, მოგვიწევს ერთმანეთის ატანა. მამაჩემმა უკან დასახევი გზა არ დაგვიტოვა.
– ჰო, მართალი ხარ, მაგრამ პირობას გაძლევ, შენი კიდევ ერთი იდიოტური გამოხტომა და მაშინვე მივდივარ სამსახურიდან.
– აი , მე კი პირობას გაძლევ, კიდევ ერთხელ ესე დამელაპარაკები და მე დაგითხოვ. და შეგიძლია ამის მერე თქვენობით მომართო. ჩემი მენეჯერი ხარ მაინც. ჩაიცინა თვითკმაყოფილმა, მაგრამ ჩემში ვაჩესთვის „თავზე ცივი წყლის დასხმის“ იმპულსი ჩაირთო და პასუხი მაშინვე გავეცი.
– როგორც ინებებთ, თქვენო უკრეტინესობავ.
– ვა , ეგ რაღაც ახალია. მიდი ჩქარა მოაწერე ხელი და წამოდი ვჭამოთ, არ მოგშივდა კუზნეჩიკ? ისე საჭმლის გაკეთება ხომ იცი? გამიგია მენეჯერების მოვალეობაში შედის გემრიელი სადილების მომზადებაო.
– კი , როგორ არა, მაგაზე ვფიქრობდი სულ და თქმა მაინც დამასწარი რა.
– წამო, წამო ჩქარა. ვაჩემ ოთახიდან თითქმის ძალით გამიყვანა და სამზარეულოში შემათრია.
სამი ღამის უძილობამ აშკარად იმოქმედა. ემოციებისგან გადაღლილს, მაშინვე ჩამეძინა , როგორც კი დავწექი. გადავწყვიტე, რომ უნივერსიტეტი აღარ გამეცდინა, თან გულის გადაყოლებასაც ვლამობდი, თან ჩემი პირველი სამუშაო დღე იყო და სულ ვაჩესთან ერთად უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ რა თქმა უნდა, მაღვიძარას დაყენება ისევ დამავიწყდა და ჩემი შავი რეალობიდან ვარდისფერ სიზმრებში ფრენას კიდევ დიდხანს გავაგრძელებდი, კარზე კაკუნს რომ არ გავეღვიძებინე.
– ახლავე. დავიძახე მე , ხალათი მოვიცვი და კართან მივბარბაცდი, მაგრამ არავინ დამხვდა. შემობრუნებისას კი სრული შოკი მივიღე, როდესაც ჩემს საწოლზე გაშხლართული ვაჩე დავინახე. -აქ რა ჯანდაბა გინდა? საიდან მოხვედი?
– მოჩვენება ვარ. საიდან მოვიდოდი, აივნის კარიდან შემოვედი, რომ იცოდე და აღარ შეგეშინდეს, ამის მერე სულ მაგ კარით შემოვალ ხოლმე აქ.
– ვინ გეპატიჟება ვერ მეტყვი?
– რად მინდა დაპატიჟება, მოულოდნელად უფრო მაგარია, ეგაც რომ არა, ყოველ დღე ჩემი სექსუალური სხეულის ხილვა შენს ოთახში ერთგვარი საჩუქარია.
– კარგი რა, დილიდან? არ ხარ ნორმალური.
– დილიდან ჩემო კუზნეჩიკ, დილიდან და სულ ასეთ ხასიათზე ვიქნები. ისე ძალიან მიყვარს წელს ზემოთ შიშველს სიარული და ხომ არ გამეხადა?
– რა გჭირს? რამ გადაგრია? რის მიღწევას ცდილობ?
– რისას და მინდა , რომ სამსახურიდან შენი ნებით წახვიდე და მინდა ამის მისაღწევად წყობიდან გამოგიყვანო.
– აა.. თურმე რაში ყოფილა საქმე. იცი რა? მე ძალიან მიყვარს წელს ზემოთ შიშველი მამაკაცების ყურება. იქნებ საერთოდ მე დაგეხმარო მაისურის გახდაში? ვუთხარი და მივუახლოვდი.
– ეე.ეეე... კარგი ხო. აქ გავჩერდეთ. მოემზადე, ქვევით გელოდები და თბილად ჩაიცვი ცივა.
– ვნახოთ, აბა ვინ ვის გააგდებს სამსახურიდან. ვთქვი და ხალათი გავიხსენი, მაგრამ ვაჩემ სწრაფად დახუჭა თვალები და ხელის ცეცებით მივიდა კარებამდე. როდესაც გავიდა მხოლოდ მაშინ გავიხადე ხალათი და დათუნიებიანი პიჟამათი დავიწყე ოთახში წინ და უკან სიარული. ჯერ ვერ ვხვდებოდი ნორმალურად სად რა იდო. შემდეგ ჩემს ტუმბოს მოვკარი თვალი. სადაც მშობლების სურათი დავინახე, ნელა მივუახლოვდი და ხელში აღების ნაცვლად, სურათთან დავიჩოქე. იქიდან მომღიმარმა დედამ, ის დღეები გამახსენა , როცა ყოველ დილით მაღვიძებდა ხოლმე და მე ამაზე ვჯაჯღანებდი. -ნეტა დღესაც დედას გავეღვიძებინე. სიზმარში კი ნამდვილად მშობლებს ვხედავდი, მაგრამ ოცნებიდან -რეალობაში ვაჩემ დამაბრუნა, რომელიც ქვევით მელოდებოდა და მალე თუ არ ჩავიდოდი, შტურმით აიღებდა ჩემს ოთახს. მოსამზადებლად ახლაც არ დამჭირვებია დიდი დრო და კიბეზე თავპირისმტვრევით დავეშვი. ის იყო, ვაჩე დავინახე, რომ ლაზარეც გამახსენდა და ისეც უკან გავიქეცი.
– რა მარათონი მოაწყვე, რა დღეში ხარ? ამომძახა ვაჩემ ქვევიდან.
– ლააზარეს გაღვიძება დამავიწყდა.
– შენი ძმა მამას გაყვა ბათუმში. მამუკამ თქვა, უკეთესი იქნება ერთი კვირა მაინც დაისვენოს და არ იაროს სკოლაშიო. დღეს დილას რაღაც საქმეებზე მიდიოდა ბათუმში და ლაზარეც წაიყვანა, ცოტას გაერთობაო. 2 დღეში ჩამოვლენ.
– მართლა? როგორ დამამშვიდე, მამუკასთან უყვარს ძალიან ყოფნა.
– არადა, მე ვიფიქრე აუზზე წავიყვანთქო. როგორ მაინტერესებს, რატომ არ გავხარ არაფრით შენს ძმას.? ის მაგარი კაცია, შენ ვის დაემსგავსე ეგეთი . შენს მშობლებსაც ვიცნობდი, სხვათაშორის, მამაჩემზე დიდ პატივს მგონი მამაშენს ვცემდი. მე ყურადღება არ მიმიქცევია, იმისთვის რაც წამის წინ ჩემზე თქვა. როგორც კი ჩემი მშობლების სახელი გავიგე,მაშინვე ყურები ვცქვიტე.
– შენ ჩემს მშობლებს იცნობდი? და ხო ამერიკაში ცხოვრობდი? აქ იშვიათად ჩამოდიოდი და მაშინაც წინ და უკან დაეხეტებოდი, მაშინ ვერ გაგიცნობდნენ ჩემები.
– არა, სამი წლის წინ ამერიკაში რომ ჩამოვიდნენ 1 თვით, ჩვენთან იყვნენ. მამამ სასტუმროში არ გაუშვა და ჩვენთან ცხოვრობდნენ. აღფრთოვანებული ვიყავი შენი მშობლებით და მშურდა მათი შვილების. მე უბრალოდ გამეღიმა და მაშინვე მოვიწყინე. - დანარჩენს ხვალ მოგიყვები, თუ არ გამაბრაზებ.
– აუ .. მართლა მომიყვები? მპირდები?
– ჰოო. თუ არ გამაბრაზებ მაგ შემთხვევაში.
– 1 დღეში შეძლებ ყველაფრის მოყოლას?
– ალბათ შევძლებ, რატომ მეკითხები?
– მაშინ 1 დღე როგორმე შევეცდები და არ გაგაბრაზებ. მეტს უბრალოდ ვერ შეგპირდები. ვაჩეს გულიანად გაეცინა, ეზო გადაჭრა და მანქანის მიმართულებით წავიდა.
– შენი მანქანა სადაა?
– სახლში. უნდა გავყიდო, მომხდარის მერე, არ შემიძლია საჭესთან დაჯდომა, ალბათ დროთაგანმავლობაში გადამივლის, მაგრამ ახლა მართლა არ შემიძლია. მამუკამ მითხრა მე გაგიყიდიო. შენ წადი, მე ავტობუსით წამოვალ, არც ისე დიდი მანძილია.
– ეეე... კუზნეჩნიკ, შენ სულ გაუბერე რა.. მითხრა ვაჩემ თავის ქნევით. მერე მომვარდა, მკლავში ჩამავლო ხელი , მანქანის კარი გამომიღო და ძალით შემსვა შიგნით. სანამ მე გონს მოვეგებოდი, უკვე გვერდით მეჯდა. -ხომ გითხარი თბილად ჩაიცვითქო, ნოემბერია უკვე, კუზნეჩიკ, აღარაა შენი სეზონი-ზაფხული და ადვილად გაცივდები.
– და თბილად არ მაცვია ისედაც? მე ჩემს ჩაცმულობას დავაკვირდი.
– არა, მაგას ქვია-„მოდი ქარო, დამიბერე და დამმართე ფილტვების ანთება“. შენ ხო არაფერში გამოსადეგი არ ხარ რა, მოიცადე ერთ წამს. ვაჩე უკანა სავარძლისკენ გადაიხარა და იქიდან დიდი, თბილი კაშნე გადმოიღო და თვითონვე მომახვია ისე, რომ მარტო თვალებიღა მიჩანდა.
– ვეღარ ვლაპარაკოობ.. დავიწუწუნე მე და კაშნეს მოხსნა ვცადე, მაგრამ ისეთი ძალით მქონდა მოჭერილი, ვერ მოვახერხე.
– მართლა?? აქამდე მაინც გამეკეთებინა, ეხლა მთელი გზა მშვიდად ვივლით. ვაჩემ ნელა დაძრა მანქანა და ეზოდან გაიყვანა. რამდენიმე წუთში უკვე უნივერსიტეტში ვიყავით. საკმაოდ ციოდა და თან წვიმდა, ალბათ ეს იყო იმის მიზეზი, რომ ეზოში არავინ დაგვხვდა. მანქანიდან ჯერ მე გადავედი და რამდენიმე ნაბიჯში ვაჩეც წამომეწია.
– რამდენი ლექცია გაქვს დღეს? მკითხა, როცა უკვე ჩემ გვერდით აღმოჩნდა.
– ორი. პირველის შემდეგ მაქვს 1 საათიანი შესვენება და თუ გინდა წავიდეთ აუზზე, რომ დავიწყო რაღაც საბუთების გაცნობა.
– არა, აუზზე ბევრი საქმეა დღეს, ამიტომ, ლექციების მერე წავიდეთ. მეც ორი ლექცია მაქვს. დაგირეკავ და მე წაგიყვან. მენეჯერო.
– კარგი, როგორც იტყვი.
ლექციებზე ისე შევედით, არავის დავუნახივართ და ვიფიქრე, ყველაფერი მშვიდად ჩაივლიდა და გადავრჩებოდი მისამძიმრებების მოსმენას. არ მინდოდა ვინმეს შევცოდებოდი და სინანულით შემოეხედა ჩემთვის, მაგრამ კარის გაღებისთანავე, ჩემი იმედები სადღაც გაქრა. დაახლოებით ოცი სტუდენტი, ლექტორის ჩათვლით, დანახვისთანავე ჩემკენ გამოქანდა და ტირილით გამანდეს თავიანთი გულისტკივილი და ის, თუ როგორ ვეცოდებოდი ყველას. მაინც მოხდა ის, რაც ყველაზე მეტად არ მინდოდა, ყველას ვეცოდებოდი. ყველა რაღაცას მეკითხებოდა, ზოგი ჩუმად იდგა და უბრალოდ სევდიანად მიყურებდა, ზოგი ტიროდა, ზოგი ყვიროდა „მეც მაცადეთ კითხვის დასმაო“. ვგრძნობდი, რომ თავბრუ მეხვეოდა, მაგრამ ეს ალიაქოთი მაინც არ მთავრდებოდა. „გაჩუმდით, გეხვეწებით ნუ მიყურეებთ ეგეთი თვალებით, თქვენი სიტყვვები მკლავს, ნუ გეცოდებით“... ვფიქრობდი ჩემთვის, მინდოდა მთელი ხმით მეყვირა, მაგრამ აღარც ხმა მემორჩილებოდა.
– საკმარისია. გავიგე ვაჩენს ბუბუნა და მაშინვე დავმშვიდდი. ძალიან გთხოვთ, ნიას მშობლებზე უბრალოდ ხმა აღარ ამოიღოთ, გასაგებია, რომ გეწყინათ მომხდარი ამბავი, მაგრამ დღეს დაამთავრეთ ამ თემაზე საუბარი სამუდამოდ. ქალბატონო თამარ, როგორც ხედავთ, ნია შეუძლოდაა და ვერ შეძლებს ლექციაზედარჩენას, ხომ შეიძლება წავიყვანო?
– კი, კი შვილო. კარგად მიხედე.
– დიახ, არ ინერვიულოთ. ვაჩემ ხელი ჩამკიდა და სწრაფად გამიყვანა აუდიტორიიდან. სწრაფად მიდიოდა და მეც ინერციით მივყვებოდი, ასე იარა, ვიდრე მანქანასთან არ მივედით. ჯერ მე გამიღო კარი და ჩამსვა, მხოლოდ ამის შემდეგ ჩაჯდა თვითონ და არანორმალურივით მოწყვიტა მანქანა ადგილს. ხმას არ იღებდა. საჭისთვის ისეთი ძალით ჰქონდა ხელები ჩაბღუჯული, რომ თითები გაუფითრდა, კისერზე ძარღვი ამოებერა და საკმაოდ მძიმედაც სუნთქავდა. ვგრძნობდი , რომ მალე იფეთქებდა და ვცადე სიტუაცია განმემუხტა.
– ეე.. არანორმალურო, სად მივდივართ?
– შორს, მაგ გამოშტერებული ხალხისგან შორს უნდა წაგიყვანო. მითხრა და შემომხედა, შევამჩნიე, როგორ მოადუნა ხელები და შედარებით დამშვიდდა. -შეგცივდა?
– ჰო, ცოტა.
– მერე , ხომ გითხარი დილით, თბილად ჩაიცვითქო. ვაჩემ ცალი ხელი საჭეს გაუშვა და კაშნე გამისწორა.
– გეხვეწები წინ იყურე და სიჩქარეს ოდნავ მოუკელი.
– უი, ბოდიში. სულ დამავიწყდა. მალე შევამჩნიე, რომ მცხეთაში ვიყავით და „ჯვარზე“ მივდიოდით. ხმას არც ერთი არ ვიღეებდით. მალე მივედით. ვაჩე მანქანიდან გადავიდა და მეც მას მივბაძე.
– აქ რა გვინდა?
– ცუდ ხასიათზე რომ ვარ, სულ აქ მოვდივარ ხოლმე და სულიერად ვმშვიდდები. მიდი შენ ეკლესიაში შედი, მე გარეთ დაგელოდები. პასუხად მხოლოდ გავუღიმე და ეკლესიაში შევედი, რომ გამოვედი ვაჩეს დავუწყე ძებნა, მაგრამ ვერ მივაგენი. სამაგიეროდ მცხეთის ულამაზესი ხედი შევნიშნე. ახლოს მივედი კიდესთან და ფრთხილად გადავხედე ამ უძველესი ქალაქის სილამაზეს. ცა სულ ნაცრისფერი იყო, მის ფონზე ოქროსფერი ხეები და უზარმაზარი ეკლესიები დაუვიწყარ სანახაობას ქმნიდნენ.
– ღმერთო, რა ლამააზია. აღმომხდა გაოცებულს და მეც გადავეშვი სიჩუმის სიტკბოებაში.
– ვიცოდი, რომ მოგეწონებოდა. მომიახლოვდა ვაჩეც და გამიღიმა. -დამშვიდდი ცოტა?
– კი, მადლობა. უბრალოდ , ვერ ვიტან, როცა ვიღაცას ვეცოდები.
– ვიცი და მაგიტომაც წამოგიყვანე ლექციიდან. მეორე რა გაქვს?
ისტორია.მართლა? მეც ისტორია მაქვს და ჩემთან შემოდი და იქ მოისმინე, არ გიცნობს ხალხი იმ ჯგუფში და მშვიდად იქნები.
– კარგი აზრია, ეგრეც მოვიქცევი.ამასობაში გაწვიმდა კიდეც და მანქანამდე სირბილით მივაღწიეთ. უკანა გზაზე, ვაჩე ნელა ატარებდა და საკმაო დროც დაგვჭირდა ადგილზე დასაბრუნებლად. უკან ზუსტად ლექციის დაწყების დროს მივედით და მაშინვე აუდიტორიაში შევედით. ის თავის კუთვნილ ადგილას დაჯდა, მე ბოლოში წავედი, რომ ყურადღება არ მიმექცია და თავი წიგნში ჩავმალე.ლექციის ერთი საათი მალე მიიწურა და ის იყო, მეორე საათი უნდა დაწყებულიყო, რომ ვაჩეს ტელეფონზე დაურეკეს და გარეთ გავიდა. მე კი ვიღაც გაბურძგნული ტიპი ამესვეტა წინ და წიგნი ამაცალა.
– შენ ხომ ჩვენს ჯგუფში არ ხარ? რატომ ზიხარ აქ? მკითხა და გამომწვევად გამიცინა.
– და რა შენი საქმეა? შენ უნდა შეგითანხმო , მე სად შევალ? როგორც ვიცი, ხელი არშემიშლია შენთვის ლექციის მოსმენაში. გავმწარდი მე და რაც მომაფიქრდა ეგრევე ვუთხარი.
– არა, მართალი ხარ, მაგრამ .... უცნობი დაიბნა და უცებ გამოასწორა ტონი. -მე უბრალოდ შენი გაცნობა მინდოდა და მაგიტომ მოვედი, არ მეგონა ასეთი რეაქცია თუ გექნებოდა. ბოლო სიტყვები თითქმის ჩურჩულით ჩაილაარაკა და მზერა მომაცილა.
– ჰოო.... ცოტა სხვა ხერხი უნდა აირჩიო გოგოს გასაცნობად, ახლა კი მომიტევე, მაგრამ ნამდვილად არ მაქვს არავის გაცნობის არც თავი და არც სურვილი. სწრაფად ავდექი და ოთახიდან გავედი და კარზე მიყუდებულ ვაჩეს შევეჩეხე.
– რა ხდება?
– არაფერი, მგონი, შენს ლექციაზე მეტჯერ აღარ შემომიშვებენ.
– კუზნეჩიკი ხარ რა, ერთხელ შარს გადაეყრები. მითხრა ვაჩემ სიცილით და თმაზე ხელი მომითათუნა.
– ეე.. თმა ამეწეწა.. თავი გავწიე ჯუჯღუნით.
– ჰოო აქამდე ძლიან დალაგებული გქონდა და... აუ, შენ ისე რა მაგარი ყოფილხარ ეე.. გისმენი და ყურს ვერ ვაშორებდი კარს. ეგეთ ლაპარაკს მაგ ბიჭს ვერავინ უბედავს.
– ზედმეტი მომივიდა ხო?
– არაა.. მაგარი ხარ კუზნეჩიკ. ვაჩემ ხელი გადამხვია და სიცილ -სიცილით მიმათრია მანქანამდე.
– მძიმე ხარ შე არანორმალურო. გამიშვი ხელი.
– ოჰ.. აბუზღუნდა ისევ. დაჯექი დროზე, აუზზე მივდივართ. პირველად ვხედავდი ვაჩეს ასეთ ხალისიანს.
გუნდის წევრების გაცნობას საკმაოდ დიდი ხანი დასჭირდა. აღმოჩნდა, რომ ვაჩეს გარდა ყველას ძალიან გაუხდა ჩემი სამსახურში აყვანა და ყველა გულთბილად შემხვდა.
– რაო კუზნეჩიკ, ხო მართლა კარგი ბიჭები მყავს? სიამაყით გადახედა ვაჩემ გუნდის წევრებს.
– ძალიან, ნეტა შენც ამათნაირი იყო.
– ნია, რამდენ წლიან კონტრაქტს მოაწერე ხელი? მკითხა წელში ოდნავ მოხრილმა, ზედმეტად მაღალმა წყალბურთელმა , რომელსაც როგორც გავარკვიე გიორგი ერქვა. სახელების დამახსოვრება არასდროს მიჭირდა და გუნდის ყველა წევრის სახელი მაშინვე დამამახსოვრდა.
– ჯერ-ჯერობით ერთწლიანს გიორგი და ვნახოთ, როგორ დაგეხმარებით წინსვლაში, იმის მიხედვით, შეიძლება გამიგრძელონ კიდეც ვადა.
– არ დაუჯეროთ ბიჭებო. მაქსიმუმ ერთ თვეში მოვიშორებ.ჩააქსოვა ჩვეული „სითბო“ ვაჩემ.
– ნია, როგორ მოახერხებ და ვაჩეს პირად მენეჯერობას? მგონი გაგიჭირდება. ცუდი ხასიათი აქვს.
– თქვენ ჯერ ჩემი ხასიათი არ იცით ბიჭებო. ვინ ვის გააგდებს მაგასაც ვნახავ. ყველას სიცილი აუტყდა.
– ვაჩე, თუ შეიძლება ორი წუთი გავიდეთ, სალაპარაკო მაქვს. უთხრა ასაკით ყველაზე დიდმა-ვანომ და ისე , რომ პასუხს არ დალოდებია, აუზის მიმართულებით წავიდა. ვაჩეც ხმის ამოუღებლად გაყვა. მე კი ამასობაში ბიჭებთან ერთად საბუთების გაცნობას შევუდექი, აღმოჩნდა, რომ ვანოს ასაკიდან გამომდინარე, ყველაზე დიდი გამოცდილება ჰქონდა და შესაბამისად, თუ რამე მაინტერესებდა მისთვის უნდა მეკითხა, ამიტომ მის დასაძახებლად წავედი, მაგრამ როდესაც დარბაზში შევედი , მათი ჩხუბის მომსწრე გავხდი.
– ბიჭო, ხომ იცი ძალიან მიყვარხარ და პატივს გცემ, მაგრამ რა გავაკეთო, ანა უფრო მეტად მიყვარს. ერთ კვირაში ჩამოვა და დაივიწყე, ამოიგდე თავიდან საერთოდ. წარსულს ჩააბარე ყველაფერი რაც იყო და ახალი ცხოვრება დაიწყე.
– შენ არავინ გეკითხება მე რას ვიზამ. იცი , ჩემი ძალიან ახლო მეგობარი ხარ, მაგრამ ნუ ერევი ჩემი და ანას ურთიერთობაში.
– და იმდენს რატომ არ ფიქრობ, რომ მასზე პასუხისმგებლობა მეც მაქვს და რომ შენზე მეტად მიყვარს? სიცოცხლეს დავთმობ მის გამო. მე მოვუფრთხილდები, ცივ ნიავს არ მივაკარებ, მხოლოდ შენ ჩამოშორდი.
– ჰოო.. როგორც 5 წლის წინ დაიცავი? რით ვერ გაიგეთ, რომ მიყვარს და მის დათმობას არ ვაპირებ. დამანებეთ ყველამ თავი. არ მაინტერესებს აღარც შენი მეგობრობა, აღარც სპორტი, აღარც ოჯახი. ყველაფერზე წინ ვაყენებ მაგ გოგოს და ასე იქნება სულ.
– ვაჩე, წყობიდან გამოგყავარ, მე არ მოგცემ მაგის უფლებას. ვანომ მაისურში ჩასჭიდა ხელები, თავისკენ მიიზიდა რაღაც უთხრა და შემდეგ სწრაფად გაუშვა, მაგრამ ვაჩეს ფეხი დაუცურდა, იატაკზე დაეცა, თავი დაარტყა და ინერციით აუზში გადავარდა. ყველაფერი თვალის დახამხამებაში მოხდა და სანამ ვანო გონს მოეგებოდა , მე აუზისკენ გავქანდი. წყალში თვალს ვადევნებდი, როდის გამოცურავდა ვაჩე. მაგრამ არ იძვროდა, ტივტივებდა და წითელი ფერის სითხეც ნელ-ნელა ლურჯში იხსნებოდა. მივხვდი, რომ თავიდან სისხლი მოსდიოდა და ვანოს მივუბრუნდი.
– რას დგახარ, მიეხმარე ამოსვლაში , დროზე. ვანო ადგილიდან არ იძვროდა, თვალი ერთ ადგილას გაშტერებოდა და ხმასაც კი ვერ იღებდა. რა თქმა უნდა, ახლაც ისე მოვიქეცი , რომ წინასწარ შედეგი არ გამიანალიზებია და მიუხედავად იმისა, რომ ცურვა კარგად არ ვიცოდი წყალში გადავეშვი. ვაჩე ახლოსვე იყოდა მასთან მიცურვა არ გამჭირვებია. ცალი ხელი მკლავში ამოვდე, მეორეთი კი გამოცურვა დავაპირე, მაგრამ აშკარად მიჭირდა,საკმაოდ მძიმე იყო და ვერ ვახერხებდი წონასწორობის შენარჩუნებას. რაც ძალა მქონდა ვიქნევდი ხელს და ფეხებს, ნაპირამდე მივაღწიე, ვანო ისევ ისე იდგა, ველაპარაკებოდი და არ ესმოდა. მისი ნაპირზე ამოყვანა ვეღარ შევძელი და ამჯერად მთელი ძალით ყვირილი დავიწყე, რომ ვინმე შემოსულიყო დარბაზში. რამდენიმე წამში მთელი გუნდი იქ იყო. ორმა ბიჭმა ვაჩე ამოიყვანა ,დანარჩენები კი მის გარშემო მოგროვდნენ. მე წყლიდან ამოვედი, მასთან ჩავიმუხლე და ყური ცხვირთან მივუტანე. საედნიეროდ, სუნთქავდა , მაგრამ ძალიან სუსტად.
– დიდხანს არ მოუწია წყალში ყოფნა, ალბათ, თორემ წყალს ბევრს გადაყლაპავდა და ესე ადვილად ვერ გადარჩებოდა. ჩაილაპარაკა ერთ-ერთმა.
– ბიჭებო, სასწრაფოში დარეკეთ. სანამ წყალში ჩავარდებოდა, თავი დაარტყა და რამე არ მოუვიდეს. ვთქვი მე და ისევ ვაჩეს მივუბრუნდი. მისი თავი კალთაში ჩავიდე. ხელი რომ გავუშვი, სისხლით მქონდა დასვრილი. ჭრილობა დიდი არ ჩანდა, მაგრამ შესაძლოა შერყევა ყოფილიყო. ვაჩემ თვალები ნელ-ნელა გაახილა.
– ვაა.. კუზნეჩიკ.. იმ ქვეყნადაც არ მასვენებ ხო? ამოიხრიალა საწყლად და ისევ თვალები დახუჭა.
– არანორმალურო, მაგრად ვერ დაარტყი მგონი თავი, მეორეჯერ მე დაგარტყმევინებ. ოდნავ შესამჩნევად გაეღიმა, მაგრამ აღარაფერი უთქვამს. სასწრაფო 10 წუთში მოვიდა და სანამ წაიყვანდნენ ვანოსთვის დამაძახებინა.
– ჩემი მეგობარი ხარ, მაგრამ ანას ვერ დავთმობ. გაუღიმა ძალიან თბილად და ხელი დაუქნია, სანამ მანქანაში აიყვანდნენ. მეც სასწრაფოს გავყევი.
საბედნიეროდ, ვაჩეს სერიოზული არაფერი სჭირდა, თავზე რამდენიმე ნაკერის დადება დასჭირდა და სტრესის გამო დასვენებას საჭიროებდა, ამიტომ მისი მშობლებისთვის არ დამირეკავს, რადგან ბათუმში იყვნენ ჩემს ძმასთან ერთად საქმეებზე წასული და არ მინდოდა ტყუილად შემეწუხებინა.
მიღებული ჭრილობის გამო, თავი ძალიან სტკიოდა და ექიმები დამამშვიდებლებს აძლევდნენ. ამიტომ, ორი საათის განმავლობაში ვაჩეს თითქმის არ გაუღვიძია. საავადმყოფოში ყოფნით მეც ვისარგებლე და მშობლების დაღუპვის დღეს მიღებული ჭრილობიდან ნაკერები მოვიშორე.
ვცდილობდი მომხდარი გამეანალიზებინა, მაგრამ არაფერი გამომდიოდა, ამიტომ გადავწყვიტე, მის გაღვიძებას დავლოდებოდი, რომ თვითონ აეხსნა მომხდარრი. საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში, როდესაც პირველად გაიღვიძა ნაკერების დადების შემდეგ, მთხოვა, ვანოსთვის დამერეკა , საუბარი სურდა, მე თავდაპირველად ვიუარე, მაგრამ არ დაიშალა და ვანოს დაძახება მართლა დამჭირდა. თუმცა , დიდხანს ლოდინი არ დაგვჭირვებია, ის გარეთ გველოდებოდა და როგორც კი დანაბარები გადავეცი პალატაში შევიდა. მათი საუბარი დიდხანს არ გაგრძელებულა, ვანო დაახლოებით 10 წუთში გამოვიდა ღიმილით და ისევ მე შემიშვა ვაჩესთან იმ პირობით, რომ კარგად მივხედავდი.
საავადმყოფოდან ფეხი მართლაც არ მომიცვლია. იმ დილითაც ვიდექი მის პალატაში და ფანჯრიდან გადავყურებდი ფოთლებდაცვენილ ნაცრისფერ ეზოს. მალე ზამთარი აპირებდა გაბატონებას და ნოემბერიც ნელ-ნელა ადგილს უთმობდა ცივ და სუსხიან ამინდებს. ალბათ, მალე მოთოვდა კიდეც.
– კუზნეჩიკ, დიდი ხანია აქ ხარ? მომესმა ხრინწიანი ხმა. მე ნელა შევბრუნდი და ვაჩეს გადაღლილ სახეს დავაკვირდი.
– კი, მას შემდეგ , რაც აქ დაგაწვინეს.
– რამდენი ხანია უგონოდ ვარ?
– ორი დღეა უკვე. ახლა როგორ გრძნობ თავს? ვაჩე, შენი მშობლებისთვის არ დამირეკავს, არ მინდოდა, შემეშინებინა, მაგრამ თუ გინდა ახლავე დავურეკავ.
– არაა, არაა, კარგი ბავშვი ხარ, რომ არ დარეკე. ეხლა უკვე კარგად ვარ. მოდი წამოდგომაში მომეხმარე რა. ზურგი მაქვს გაბუჟებული, ალბათ, ამდენი წოლისგან. მე მაშინვე მასთან გავჩნდი და წამოდგომაში მივეხმარე. -ვაა.. კუზნეჩიკ, ნაკერები მოგხსნეს? მკითხა , როდესაც მისკენ დავიხარე.
– ჰოო.. შრამი დამრჩება.
– არაუშავს, გიხდება. ეხლა მართლა ბავშვს გავხარ, პატარა , მუხლებგადატყავებულ და შუბლზე შრამიან ბავშვს.
– და ამას მეუბნება ბიჭი, რომელმაც ორი დღის წინ თავი გაიტეხა.
– კუზნეჩიკ, მადლობა.
– რა თქვი?? კარგად ვერ გავიგე, ხმამაღლა გაიმეორე თუ შეიძლება.
– მადლობათქო.
– უფრო ხმამაღლა.
– მადლობა, რომ გადამარჩინე, შენ რომ არა, არ ვიცი , რა მოხდებოდა.
– ღმერთო, ამ არანორმალურს მადლიერების შეგრძნებაც ჰქონია. პირადული არაფერი, უბრალოდ პირველივე კლიენტს ხომ არ დავკარგავდი არაა, ჯერ პირველი ხელფასიც არ ამიღია. კონტრაქტს ვადა რომ გაუვა, მერე რაც გინდა ის გიქნია.
– ოოხ.. რა უნდა გელაპარაკო . ვაჩემ ერთი ხელი კისერზე შემომხვია , მეორეთი კი თმა ამიბურძგლა.
– აუუ.. თმა ამეწეწა, პატარა ბავშვი ხომ არ ვარ, მამაჩემი აკეთებდა ხოლმე ასე, რაღაც კარგს რომ ვამბობდი. უცებ მივხვდი რაც ვთქვი და დავსერიოზულდი.
– ვანო რომ იყო მოსული, იმან მომიყვა შენი გმირობის ამბავი. გადაიტანა თემა ვაჩემ.
– ჰო მართლა, მგონი ვიმსახურებ , ვიცოდე , რა მოხდა აუზზე.
– კი, იმსახურებ, მაგრამ ახლა არ გვინდა მაგაზე საუბარი გთხოვ, თორემ წყობიდან გამოვდივარ ხოლმე და სისულელებს ვლაპარაკობ. ხომ ნახე, როგორ გამოვიყვანე წყობიდან ვანოც.
– ანუ რაც მოხდა შენი ბრალია?
– ჰოო,ვანო არის ადამიანი, რომელსაც თვალდახუჭული ვენდობი და ალბათ, ჩემი მშობლბის მერე , ყველაზე მეტად ვუყვარვარ, მაგრამ ისეთი რაღაცები ვუთხარი, რამაც წყობიდან გამოიყვანა, აქაც იმიტომ დავიბარე, რომ ბოდიში მომეხადა.
– მართლა არ ხარ შენ ნორმალური. მე კიდევ ისე... დაწყებული წინადადება აღარ დავასრულე და ვაჩე საწოლზე ჩამოვსვი.
– შენ კიდე ისე.. რაა?? ინერვიულე??? ხომ ინერვიულე? მითხარი რა!
– ჰო , როგორ არა, ხომ გითხარი, პირველივე დღეს არ მინდოდა ჩემი პირველი კლიენტი მომკვდარიყო. უი, შენი ყელსაბამი სად არის? სულ თან გქონდა ხოლმე და მოიხსენი? ვაჩეს ვერცხლის ცეპზე ჰქონდა ორი ბეჭედი აცმული, რომლებიც ნიშნობისას გავდნენ და არასდროს იხსნიდა, სულ თვალში მხვდებოდა და მინდოდა მეკითხა , რას წარმოადგენდა მისთვის ეს ნივთი, მაგრამ რატომღაც არასდროს არ დამისვამს ეს კითხვა. მან მაშინვე კისერზე მოისვა ხელი და როდესაც ცეპს ვერ მიაგნო, დავინახე, მომენტალურად როგორ შეიცვალა მისი მშვიდი სახე სიმწრისგან და როგორ გაფითრდა.
– ჩემი კულონი... ჩემი კულონი... გაიმეორე რამდენჯერმა თავისთვის. -ალბათ, აუზში ჩამივარდა, ვანოსთან ჩხუბის დროს. ვაჩეს სიმწრისგან სახე მოეღრიცა.
– არაუშავს, უბრალოდ კულონია, ვის არ დაკარგვია. ვცადე მისი დამშვიდება.
– უბრალოდ კულონი? ოდესმე გქონია ისეთი ნივთი, რომელიც შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და სიცოცხლეს გირჩევნია?
– არ ვიცი, ალბათ, აქამდე არც მქონია.
– ჰოდა, როცა არ იცი , გაჩუმდი რა. ხომ სულ მაგას გეხვეწები, სხვის საქმეში ნუ ყოფ ცხვირსთქო.
– რა დაგემართა?! მე უბრალოდ...
– ჰო, შენ უბრალოდ გინდოდა დაგემშვიდებინე. დიიდი მადლობა მცდელობისთვის, მაგრამ ახლა თუ შეიძლება, მარტო დამტოვე ცოტახნით. მე რამდენიმე წამი გაშტერებული ვუყურებდი ვაჩეს გამძვინვარებულ სახეს, შემდეგ კი შემოვბრუნდი და ხმისამოუღებლად გამოვედი პალატიდან.
საავადმყოფოში კიდევ ორი დღე უნდა დარჩენილიყო. ამ დღეების განმავლობაში, არც ერთხელ არ დამლაპარაკებია. მე პარალელურად აუზზეც მივდიოდი ხოლმე, საქმეების მოსაგვარებლად და როდესაც ვაჩეს გაწერის დღე დადგა, ისევ ხმისამოუღებლად შევედი მასთან და მომზადებაში დავეხმარე. სახლი ცარიელი დაგვხვდა.
– ჩემი მშობლები და ლაზარე არ დაბრუნებულან? მკითხა როდესაც უზარმაზარ მისაღებს მოავლო თვალი.
– არა, დამირეკეს კიდევ ერთი კვირა ვერ დავბრინდებითო. შენ ვერ გიკავშირდებოდნენ და ვუთხარი, რომ დაკავებული ხარ და ტელეფონისთვის არ გცალია, მაგრამ თუ გინდა ვეტყვი, დაბრუნდნენ.
– არა, ეხლა ლიას ისტერიკების თავი ნამდვილად არ მაქვს. კარგი, წავალ ცოტას დავიძინებ.
– ჰო, მე აუზზე მივდივარ. რამე ხომ არ გინდა?
– არაფერი. მომაძახა კიბეზე ამავალმა ისე, რომ ჩემთვის არ შემოუხედავს.



№1  offline მოდერი sameone crazy girl

ოო ეს ანა ვინაა ახლა კაი რა recourse ნიშნობის ბეჭედიო, საიდუმლოო მოკლედ მაგარი ამბავი მელის წინ ვატყობ და ცუდად ვარ უკვე ისე მინდა წაკითხვა არ მყოფნის wink wink

 


№2  offline წევრი miyvarxar1992

აუ ეს ანა ვინღააა ნეტავ ჰააა. ძალიან მომეწონააა და კიდევვვ მინდააა არ მეყოო :-*

 


№3 სტუმარი ნია

აუუუ, ეგ ანა რა იყო ახლა, თან როგორც ეტყობა გიჟდება მასზე :( მე კი არ მიყვარს როცა გულში ერთის სიყვარული ექვთ და მერე რაღაცეების გამო იყვარებენ სხვას.კუზნევიკი მომწონდა ამ ბიჭისთვის თან ძალიან :( ახლა კი არ ვიცი რა ვთქვა, მაგ ანას გსმო ჭკუაზე არაა, ძალიან არ მომწონს ეს ყველაფერი :(

 


№4 სტუმარი smile

ანა? კარით რა, კარგით რა. ძლივს მომეწონა ეს ბიჭი და რას გავს ახლა ეს?თან როგორ გიჟდება, ყველაფერს დავთმობ მაგ გოგოს გამოო ოჯახს კარიერას მეგობრებს... ეჰჰ, რა ვქნა რომ არ მომწონს იმ ანაზე ასე უგონოდ შეყვარებული ვაჩე. ასეთი შეყვარებული წარმომედგინა ნიაზე, თან სათაურიც მაგაზე მეტყვლებდა. ანაზე ასე გიჟდება და ნიას რანაირად შეიყვარებს, თან არც მჯერა ასეთი სიყვარულის დავიწყების და სხვის შეყვარების, ამიტო ვეთანხმები წინა კომენტარის ავტორს დ მეც არ მომწონს მსგავსი რამ, უფფფ. არ დაემთხვა ჩემი გეგმები ამ ისტორიასთან. ძალიან ვარ დათრგუნული ახლა და იმედია რაღაც სასიამოვნოს გვიმზადებ ახალ თავში, რათა გამომიკეთდეს განწყობა sad
პ.ს. ირი, მაპატიე ზედმეტი ემოციურობა, ცხადია შენ უკეთ იცი რა და როგორ გსურს, რომ შენს ისტორიაში განვითარდეს შენეული წარმოსახვის მოვლენები, მკითხველები უბრალოდ მივეჩვიეთ შენი ისტორიებიდან გადმომავალ სითბოს. ძალიან შემაყვარე თავი და იცოდე ისე მოუთმენლად ვუცდი ახალ თავს, რო გავაფრენ სადაცაა love

 


№5  offline აქტიური მკითხველი lalita

საიდან გამოჩხრიკე ახლა ეს ანა ჰააა.
ჩვენი გოგო ჯობია.

 


№6  offline წევრი ირინა

gogoebo dzalian ar mogwont ana magram sanam nias gaicnobda iqamde icnobda vache anas da uyvarda da araperi araa magashi cudi, magram nu nerviulobtv❤️❤️ yvelaperi kargad iqneba

smile
ანა? კარით რა, კარგით რა. ძლივს მომეწონა ეს ბიჭი და რას გავს ახლა ეს?თან როგორ გიჟდება, ყველაფერს დავთმობ მაგ გოგოს გამოო ოჯახს კარიერას მეგობრებს... ეჰჰ, რა ვქნა რომ არ მომწონს იმ ანაზე ასე უგონოდ შეყვარებული ვაჩე. ასეთი შეყვარებული წარმომედგინა ნიაზე, თან სათაურიც მაგაზე მეტყვლებდა. ანაზე ასე გიჟდება და ნიას რანაირად შეიყვარებს, თან არც მჯერა ასეთი სიყვარულის დავიწყების და სხვის შეყვარების, ამიტო ვეთანხმები წინა კომენტარის ავტორს დ მეც არ მომწონს მსგავსი რამ, უფფფ. არ დაემთხვა ჩემი გეგმები ამ ისტორიასთან. ძალიან ვარ დათრგუნული ახლა და იმედია რაღაც სასიამოვნოს გვიმზადებ ახალ თავში, რათა გამომიკეთდეს განწყობა sad
პ.ს. ირი, მაპატიე ზედმეტი ემოციურობა, ცხადია შენ უკეთ იცი რა და როგორ გსურს, რომ შენს ისტორიაში განვითარდეს შენეული წარმოსახვის მოვლენები, მკითხველები უბრალოდ მივეჩვიეთ შენი ისტორიებიდან გადმომავალ სითბოს. ძალიან შემაყვარე თავი და იცოდე ისე მოუთმენლად ვუცდი ახალ თავს, რო გავაფრენ სადაცაა love



nu me ver gaidzulebt wakitxvas(( ubralod es ori tavi iyo cota dramatuli danarcheni upro xalisdeba da tu ese dagtrguna ar vici ra gitxra, magram vaches nias tacnobamde uyvarda ana da su araa eg cudi magram sheicvleba yvelaperi ise araa❤️ hoda ravi tu ginda gaagrdzele da naxav ro araa vache cudi mxolod imito ro vigac uyvarda tavdaviwyebit)))

 


№7 სტუმარი გიჟი

ჩემი აზრით ყვველაფერი გაირკვევა და ვაჩე უბრალოდ შეჩვეულია ანას, ხოლო ნია ნამდვილად შეუყვარდება feel

 


№8  offline წევრი ირინა

გიჟი
ჩემი აზრით ყვველაფერი გაირკვევა და ვაჩე უბრალოდ შეჩვეულია ანას, ხოლო ნია ნამდვილად შეუყვარდება feel



auuu zustad mimixvdi chanapiqrss❤️❤️❤️ rogor gamaxaree❤️❤️ madloba

 


№9 სტუმარი გიჟი

ირინა
გიჟი
ჩემი აზრით ყვველაფერი გაირკვევა და ვაჩე უბრალოდ შეჩვეულია ანას, ხოლო ნია ნამდვილად შეუყვარდება feel



auuu zustad mimixvdi chanapiqrss❤️❤️❤️ rogor gamaxaree❤️❤️ madloba

თავიდანვე ეგრე ვიფიქრე.. მერე შენმა კომენტარმაც დამარწმუნა wink
მიხარია, რომ სწორი ვარ wink
გელოდები.. feel

 


№10 სტუმარი Black

Opaa dadzaba situaciaa!:)magaria dzaan da veli shemdegs

 


№11 სტუმარი Dzadzy

Dzalian momwons usayvarlesrbi arian^_^

 


№12  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

მაგარია ადმინ დარჭმუნებული ვარ გაგრძელებებიც არაჩვეულებრივი გამოვა და ველოდები ახალ "თავს" მალე დადე რა <3 <3 <3 love

 


№13 სტუმარი smile

ირინა
gogoebo dzalian ar mogwont ana magram sanam nias gaicnobda iqamde icnobda vache anas da uyvarda da araperi araa magashi cudi, magram nu nerviulobtv❤️❤️ yvelaperi kargad iqneba

smile
ანა? კარით რა, კარგით რა. ძლივს მომეწონა ეს ბიჭი და რას გავს ახლა ეს?თან როგორ გიჟდება, ყველაფერს დავთმობ მაგ გოგოს გამოო ოჯახს კარიერას მეგობრებს... ეჰჰ, რა ვქნა რომ არ მომწონს იმ ანაზე ასე უგონოდ შეყვარებული ვაჩე. ასეთი შეყვარებული წარმომედგინა ნიაზე, თან სათაურიც მაგაზე მეტყვლებდა. ანაზე ასე გიჟდება და ნიას რანაირად შეიყვარებს, თან არც მჯერა ასეთი სიყვარულის დავიწყების და სხვის შეყვარების, ამიტო ვეთანხმები წინა კომენტარის ავტორს დ მეც არ მომწონს მსგავსი რამ, უფფფ. არ დაემთხვა ჩემი გეგმები ამ ისტორიასთან. ძალიან ვარ დათრგუნული ახლა და იმედია რაღაც სასიამოვნოს გვიმზადებ ახალ თავში, რათა გამომიკეთდეს განწყობა sad
პ.ს. ირი, მაპატიე ზედმეტი ემოციურობა, ცხადია შენ უკეთ იცი რა და როგორ გსურს, რომ შენს ისტორიაში განვითარდეს შენეული წარმოსახვის მოვლენები, მკითხველები უბრალოდ მივეჩვიეთ შენი ისტორიებიდან გადმომავალ სითბოს. ძალიან შემაყვარე თავი და იცოდე ისე მოუთმენლად ვუცდი ახალ თავს, რო გავაფრენ სადაცაა love



nu me ver gaidzulebt wakitxvas(( ubralod es ori tavi iyo cota dramatuli danarcheni upro xalisdeba da tu ese dagtrguna ar vici ra gitxra, magram vaches nias tacnobamde uyvarda ana da su araa eg cudi magram sheicvleba yvelaperi ise araa❤️ hoda ravi tu ginda gaagrdzele da naxav ro araa vache cudi mxolod imito ro vigac uyvarda tavdaviwyebit)))

დავიჯერო ასე ცუდად გადმოგეცი სათქმელი? არადა არ მიფიქრია რამე ცუდად მეთქვა, უბრალოდ რაკი ასე თავდავიწყებითაა ადამიანი შეყვარებული ეს უბრალო მიჩვევა არა მგონია იყოს. მე უბრალოდ ნია მომწონს ამ ბიჭისთვის და სხვა არაფერი. მაპატიე თუ კი უტაქტოდ გამომივიდა სათქმელი, ვეცდები ჩემი ემოციურობა სხვადროს კომენტარში არ გადმოვცე, ძალიან მიყვარხარ და მეწყინა ასე ცუდად რომ გამიგე. კითხვას არ გავაგრძელებო არ მითქვამს, უბრალოდ ვთქვი, რაც ვიფიქრე და პირიქით მოუთმენლად ველოდები ახალ თავს თქო. მართლა მაპატიე თუკი გაწყენინე :(

 


№14  offline წევრი ირინა

smile
ირინა
gogoebo dzalian ar mogwont ana magram sanam nias gaicnobda iqamde icnobda vache anas da uyvarda da araperi araa magashi cudi, magram nu nerviulobtv❤️❤️ yvelaperi kargad iqneba

smile
ანა? კარით რა, კარგით რა. ძლივს მომეწონა ეს ბიჭი და რას გავს ახლა ეს?თან როგორ გიჟდება, ყველაფერს დავთმობ მაგ გოგოს გამოო ოჯახს კარიერას მეგობრებს... ეჰჰ, რა ვქნა რომ არ მომწონს იმ ანაზე ასე უგონოდ შეყვარებული ვაჩე. ასეთი შეყვარებული წარმომედგინა ნიაზე, თან სათაურიც მაგაზე მეტყვლებდა. ანაზე ასე გიჟდება და ნიას რანაირად შეიყვარებს, თან არც მჯერა ასეთი სიყვარულის დავიწყების და სხვის შეყვარების, ამიტო ვეთანხმები წინა კომენტარის ავტორს დ მეც არ მომწონს მსგავსი რამ, უფფფ. არ დაემთხვა ჩემი გეგმები ამ ისტორიასთან. ძალიან ვარ დათრგუნული ახლა და იმედია რაღაც სასიამოვნოს გვიმზადებ ახალ თავში, რათა გამომიკეთდეს განწყობა sad
პ.ს. ირი, მაპატიე ზედმეტი ემოციურობა, ცხადია შენ უკეთ იცი რა და როგორ გსურს, რომ შენს ისტორიაში განვითარდეს შენეული წარმოსახვის მოვლენები, მკითხველები უბრალოდ მივეჩვიეთ შენი ისტორიებიდან გადმომავალ სითბოს. ძალიან შემაყვარე თავი და იცოდე ისე მოუთმენლად ვუცდი ახალ თავს, რო გავაფრენ სადაცაა love



nu me ver gaidzulebt wakitxvas(( ubralod es ori tavi iyo cota dramatuli danarcheni upro xalisdeba da tu ese dagtrguna ar vici ra gitxra, magram vaches nias tacnobamde uyvarda ana da su araa eg cudi magram sheicvleba yvelaperi ise araa❤️ hoda ravi tu ginda gaagrdzele da naxav ro araa vache cudi mxolod imito ro vigac uyvarda tavdaviwyebit)))

დავიჯერო ასე ცუდად გადმოგეცი სათქმელი? არადა არ მიფიქრია რამე ცუდად მეთქვა, უბრალოდ რაკი ასე თავდავიწყებითაა ადამიანი შეყვარებული ეს უბრალო მიჩვევა არა მგონია იყოს. მე უბრალოდ ნია მომწონს ამ ბიჭისთვის და სხვა არაფერი. მაპატიე თუ კი უტაქტოდ გამომივიდა სათქმელი, ვეცდები ჩემი ემოციურობა სხვადროს კომენტარში არ გადმოვცე, ძალიან მიყვარხარ და მეწყინა ასე ცუდად რომ გამიგე. კითხვას არ გავაგრძელებო არ მითქვამს, უბრალოდ ვთქვი, რაც ვიფიქრე და პირიქით მოუთმენლად ველოდები ახალ თავს თქო. მართლა მაპატიე თუკი გაწყენინე :(


vaime araa piriqit me vtqvi cudad chemi satqmeli shen didi madloba komentaristvis da rac sheexeba nias is iqneba vachestanunrod me xazi gavusvi ro vaches sxva drosac uyvarda vigac. piriqit madloba shen me Ar mwyenia❤️

 


№15  offline წევრი Guitaristxati

ძალიან მაგარი გოგო ხარ , საუკეთესო ისტორიით <3 ველი გულით და სულით შემდგ თავს <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent