შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არასდროს უშენოდ! (11)


28-03-2016, 23:06
ავტორი natia_888
ნანახია 1 849

***
- ბევრი მინახავს... მაგრამ ასეთი ჯერ არაფერი... - სანდრომ იდუმალი მზერა მომანათა და ამ მზერამ გულამდე ჩაახწია.
- მართლაც საოცარია... - თვალი მოვავლე გარემოს და თვალი მედიდურ კავკასიონზე შევაჩერე.
- გატყვევებს.
- თავიდან ბოლომდე.
- კატ... იცი ცხოვრება რა ძნელია? - თვალი სანდროს გავუსწორე და მივხვდი ეს კითხვა პასუხის გასაცემად არ იყო დასმული. სანდრო რაღაცის მოყოლას იწყებდა და ისეთი გრძნობა მქონდა, ეს რაღაც შემცვლიდა. - ბავრჯერ მიფიქრია, სად იყო ჩემი ადგილი... რა უნდა მეკეთებინა... რისთვის ან ვისთვის უნდა მეცოცხლა... დიდხანს ვფიქრობდი, ვფიქრობდი იქამდე სანამ ყველაფერმა ამქვეყნად აზრი არ დაკარგა... დრამატიკოსად არ შემრაცხო კატო, რეალობაა ის რასაც ვამბობ... რეალობაა ის, რომ ადამიანს საზრდო სჭირდება, სულიერი საზრდო, მიზანი რომ ამ დედანატირებ ცხოვრებას გაუმკლავდეს და ყოველ გაღვიძებაში მეტი დაინახოს, ვიდრე არაფერი... მე უკვე სამი წელია სიცარიელეში ვცხოვრობ... სამი წელია ვიხრჩობი... ვიხრჩობოდი... - სანდრო გაჩუმდა. მისი თვალები, რომელებიც დაჟინებით მიმზერდნენ, მწვავდა... განაბული ვუსმენდი და გულმა სიჩუმე ვეღარ აიტანა.
- იხრჩობოდი? - მილეული ბგერით ვიკითხე.
- კი კატო... ვიხრჩობოდი... იმ მთვარეს ხედავ? - ხელით უზარმაწარი დისკოსკენ მანიშნა, მწვერვალებს რომ მბრძანებლურად გადმოჰყურებდა.
- კი ვხედავ.
- ხედავ რა ლამაზია?
- კი...
- მეც ვხედავ... მეც ვამჩნევ მის სილამაზეს და ეს უკვე ნიშნავს რომ ვსუნთქავ. სამი წელია იმ მთვარეს, ცას, ბალახს... ადამიანებს... ყველას ერთნაირი ფერი აქვთ, სიცარიელის ფერი... ახლა კი ვხედავ, თითოეულ კონტურს ვარჩევ და ვსუნთქავ. იცი პირვლად რა დავინახე სიცარიელის მიღმა?
- რა? - ვუსმენდი და ყურებს დაჯერება უჭირდათ. სანდრო ასათიანი ამბობდა ამ სიტყვებს, გულს და სულს ერთიანად რომ მტაცებდა?
- შენ კატო. -ჟრუანტელმა დამიარა. - შენ დაგინახე, შენი ანთებული თვალები და სიბრაზიზგან წამოწითლებული ღაწვები დავინახე, შენი ბავშვური გამომეტყველება, სავაჭრო ცენტრში მე რომ მიყურებდა და მზად იყო ნებისმიერი ნივთი დაუნდობლად ჩაერტყა ჩემთვის. იცი როგორი ცოცხალი იყავი? იცი როგორი ნამდვილი? შენი სინათლე მომედო და შემდეგ ჩემდა უნებლიედ ყველგან გეძებდი, გეძებდი რადგან ვგრძნობდი რომ მაგ სინათლის გარეშე სუნთქვა მიჭირდა... როცა იმ საღამოს კიდევ დაგინახე, ღრმად ჩაგისუნთქე და ვსიო, იმ დღის შემდეგ ჩემში ხარ! სიბნელეში შენი ათრთოლებული სხეული კედელსა და ჩემს შორის რომ გაჭედილიყო, შენი შიშითა და ამავდროულად ჩემდამი უმიზეზო ნდობით გაჟღენილი სუნქვა სახეზე რომ მეცემოდა, შენთავს ვფიცავარ მე არა, შენ სიცოცხლეს გეფიცები გულმა ამოღერღა რომ უყვარდი... შენ ტუჩებს რომ შევეხე, მაშინ გავიხსენე რას ნიშნავს იყო ადამიანი. კატო... ძმის სულს ვფიცავარ! შენ წმინდა თვალებს გეფიცები ასეთი „მე“ არასდროს მინახავს, არასდროს მიფიქრია ვინმე ან რამე სხეულს და გულს ერთნაირად თუ ამითრთოლებდა... შენ თავს ვფიცავარ ასეთი სიტყვები არასდროს მცოდინა და შენ გარდა ვერავინ შეძლებს ასე ამალაპარაკოს. არ ვარ რომანტიკოსი, არ ვარ ბანალური სიტყვების მოყვარული... არც ვარდების ჩუქება მეხერხება და არც ცეცხლით გულის დანთება, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი გულიდან მოდის! შენთან მოდის, მხოლოდ შენთვის მოდის და ამ გულს სწყურია, რომ გაუგო. კატო!!! მიყვარხარ!!!
დამიჯერებთ რომ გითხრათ? განაბული ვუსმენდი, არც კი ვსუნთქავდი... მხოლოდ მთელი სხეულით ვთრთოდი და თან ვტიროდი... ჩემს თვალზე ცრემლი მაშინ ვიგრძენი როცა გაყინულ ლოყას მისი ცხელი ტუჩები შეეხო... შემდეგ ასათიანმა ჩემი თავი ხელებში მოიქცია და მის თვალებში საკუთარი თავი დავინახე, დავინახე ჩემი გული, გული რომელშიც სანდროს გარდა აღარავის ადგილი იყო!!! მთვარეს გავხედე, შემდეგ სანდროს თვალებს და გაუაზრებლად, თუმც შეგნებულად, თავხედურად დავეწაფე მის ტუჩებს.

***
სხვა დროს ამას არასდროს ვიზამდი...
მაგერამ ახლა „სხვა“ დრო არ იყო...
ახლა მთვარე იყო ჩემთან...
ახლა ცრემლი მარტო ლოყას კი არა, გულსაც მისველებდა...
ახლა გაშმაგებით ცემდა გული...
ახლა ჩემს წინ ის იდგა...
ახლა სანდრო ასათიანი მიყვარდა!...
თავდავიწყებით მიყვარდა!!!

..............................

პატარაა, მაგრამ მთელი გულია ჩაქსოვილი <3 :დ




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent