შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოქტომბერი (1)


29-03-2016, 10:34
ავტორი LonelyBones
ნანახია 2 121

მე უბრალოდ გადავდიოდი ქუჩაზე.
ქუჩაზე, რომელიც ზედმეტად ნაცნობი და ერთფეროვანი იყო ჩემთვის. ქუჩაზე, რომლის ყოველი დეტალი ვიცოდი ზეპირად. ქუჩაზე, სადაც გავიზარდე, ჩამოვყალიბდი პიროვნებად და გავატარე ჩემი ცხოვრების 19 წელი.
მე უბრალოდ გადავდიოდი ქუჩაზე, ყურსასმენებში საყვარელი მუსიკა ჟღერდა, მე კი, სადღაც შორს, ჩემთვის ამოუცნობ ადგილას ვიმყოფებოდი ფიქრებით, როდესაც შემთხვევით, რეფლექსურად შევჩერდი, ერთ ადგილას გავშრი და გაუანალიზებლად შევატრიალე თავი მარჯვნივ. ის მიყურებდა, მიყურებდა როგორც არასდროს არავის შემოუხედავს ჩემთვის, ის მიყურებდა შეშინებული და ამავდროულად გაოცებული, ხელები საჭესთვის მაგრად ჰქონდა მოჭერილი, წუთიერი დუმილისა და გაუქანებლობის შემდეგ გამოფხიზლდა, მანქანის კარები სწრაფად გააღო და მკითხა:
– მოგხვდა? კარგად ხარ?
ეს კითხვა იმდენად ბანალურად მომეჩვენა, რომ ერთადერთი რაც გავაკეთე იყო, ის რომ გამეცინა. სიტყვა არ მითქვამს მისთვის, ყურსასმენები მოვიძრე, გავისწორე და ქუჩაზე სვლა გავაგრძელე. რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ, ვიგრძენი, რომ უკან მომყვებოდა, გავიხედე, ისევ ის საოცარი გამოხედვა დავინახე, ფარები აათამაშა, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია, თითქოს და არც არსებობდა იმ მომენტში ის მანქანა, ის გამოხედვა, ის სახე და თითები... ხო, თითები, რომლებიც საკმაოდ გრძელი და სათუთი იყო. სახლთან მისულს, შუქნიშანთან ვიდექი, როცა მანქანა იქვე მოაყენა, ვიცოდი და თვითონაც იცოდა, რომ დააჯარიმებდნენ, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია. მანქანიდან გადმოვიდა და წინ დამიდგა, ვითომც არაფერი მომხდარა.
– ცუდად ხომ არ ხარ? შემეშინდა უცებ, სიტყვაც არ გითქვამს, ექიმთან წაგიყვან.
გავღიზიანდი, მინდოდა მეყვირა მისთვის „დამანებე თავი!!“. წამში, როცა დავაპირე პასუხის გაცემა, იქვე საპატრულო გაჩნდა, წამში, როცა უნდა მეყვირა აივნიდან გადმომდგარმა ნინამ შემომძახა „ლიზა მალე ამოდი, ბებია ცუდადაა“
უთქმელად, დამშვიდობების გარეშე სახლისკენ გამოვიქეცი. ის, უცნობი იქვე დავტოვე უსიტყვოდ, შუქნიშანიც დავტოვე, უყურადღებოდ. ალბათ მაშინ ასე იყო საჭირო. გულში გავიფიქრე „მაპატიე, რომ ჩემს გამო დაგაჯარიმებენ“ და სახლებს შუა გავირბინე.
ბედისწერამ ცუდად ითამაშა მისი როლი, მაგრამ დარწმუნეუბლი ვიყავი, რომ ჩვენ კიდევ ოდესმე, ამ ან სხვა ცხოვრებაში შევხვდებოდით ერთმანეთს.



№1  offline მოდერი LonelyBones

ტომა
საინტერესო დასაწყისია..
ველოდები შემდეგს

love love
--------------------
https://www.flickr.com/photos/anncorpse1/

 


№2  offline წევრი Frigga

ვიტყოდი, რომ ნორმალურია, შენს ადგილას უფრო მრავალფეროვანს გავხდიდი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent