ბადარები (თავი 2)
ირაკლის სიტყვა გამართლდა .. ყველა ერთად მიადგა „წყვილს“ სახლში.ერთი ალიაქოთი შექმენს,ზოგი რას აკეთებდა,ზოგი რას.გოგონებმა სამზარეულო დაიპყრეს,ბიჭებმა მისაღები. -მე არაფრის გაკეთება არ ვიცი .. - ხელში მიჩეჩებული დანა მის ადგილად დააბრუნა დიანამ - ლიკა გთხოვ რაიმე გააკეთე რა .. და ნიაც მოგეხმარება - აფერისტულად გაუღიმა ორივეს და უკმაყოფილო ამოხვნეშებას ღიმილით უპასუხა - წამო მარიამ იქეთ გავიდეთ ჩვენ .. სამზარეულოში მოფუსფუსე დაქალები დატოვეს თვითონ კი ბიჭებთან გავიდნენ მისაღებში.ირაკლი,სანდრო,ნიკა და თემო ჯოკერს თამაშობდნენ,თორნიკე ტელეფონში იყო ჩაყირავებული.გოგონებიც მის გვერდით ჩამოსხდნენ და ლაპარაკი დაიწყეს. -ჰო თაკო - აზუზუნებულ ტელეფონს უპასუხა მარიამმა - არა .. დიანასთან და ირაკლისთან ვართ .. ჰოო? კაი მაშინ ხვალ გნახავთ,კაი მიდი მეც - გაღიმებულმა გათიშა და ინტერესიანი თავლებით მოცქერალ დიანას გახედა - დღეს ვერ გამოვალ ცუდად ვარო .. ხვალ გნახავთო - ტელევიზორის გადამრთველს დაავლო ხელი და საფეხბურთო არხიდან საკალათბურთოზე გადართო. -მოიცა ჩვენ ეხლა ტელევიზორს არ ვუყურებდით? - ჯოკრის თამაშით გართულმა თემომ გამოყო თავი. -ორი საქმის ერთად გაკეთება არ შეილება - თვალი ჩაუკრა და ისევ ტელევიზორს მიუბრუნდა. -ენას ამოვაცლი უნამუსო ვიყო - ირაკლის გადაჩურჩულა და დაძაბულ დიანას გახედა - რაჭირს რძალოს? - ირაკლის ანიშნა დიანაზე. -არვიცი .. - ვითომც აქ არაფერი ისე ჩაილაპარაკა და ისევ თამაშს მიუბრუნდა. -ადექი ბიჭო და კითხე მერე .. - მეორე მხრიდან სანდრომ დაუყვავა - რანაირი ქმარი ხარ! -ოო ნუ შემე*ით რაა .. - ხელი აიქნია და დიანას გვერდით გადაჯდა - ცუდად ხარ? -არა - დანაღვლიანებული ხმით ამოიჩურჩულა და ცრემლიანი თვალების დასამალად თავი დახარა - უბრალოდ,ცუდად ვარ .. მაგიდა გააწყვეს,ბიჭებმა სმა დაიწყეს,გოგონები კი ამათ ბოდიალს უსმენდნენ. -რძალო,ჩვენ შენ დაქალებს არ ვიცნობთ .. ერთი მარიამი ვიცი,ისიც იმიტომ რომ მეჯვარე იყო .. - გაიღიმა და ნიასკენ ჩუმად გააპარა თვალები. -აა უიჰ,კარგი ესეიგი - ლიკა სანიკიძე,ნია ხაჩიძე,მარიამ კუპრავა და თაკო ეხლა არა მაგრამ თაკო გაბრიჩიძე .. ეს დღე უაზროდ გაიწელა ბიჭების ხმაურში ვერაფერიც ვერ გააკეთეს.ბოლოს იმდენი დალიეს,ყველამ ერთად რომ გადაკონწიალებულები გავიდნენ სახლიდან და „წყვილი“ მარტო დატოვეს.ირაკლი სააბაზანოში გაუჩინარდა,დიანამ ანგრეული სახლის დალაგებას მიჰყო ხელი.ყველაფერს რომ მორჩა მისაღებში დივანზე ვარსკვლავის ფორმაში გაიშალა და თვალებზე ხელები აიფარა.როგორ დაიღალა,არ უნდოდა ასე.არა!ასე ვერ გაძლებდა.გულში საშინელ ტკივილებს გრძნობდა,სხეული ეყინებოდა ირაკლის რომ უყურებდა.უყვარდა მაგრამ არ შეიძლებოდა რომ ყვარებოდა. -დაგეძინება ეგრე - სიჩუმეში ირაკლის ბოხი ხმა გაისმა და სწრაფად წამოწია თავი - დაწექი,გვიანია .. - საათს გახედა,ისრები 2 საათს უჩვენებდნენ. -ჰო შენ გელოდებოდი .. - ჩაიჩურჩულა და ფეხზე წამოდგა. -მე? -სააბაზანოში ძალიან დიდხანს ჩერდები .. გვერდი აუარა და სააბაზანოს მიაშურა.ცხელმა წყალმა დაღლილობა მოუხსნა მაგრამ წყლის ჭავლის ქვემოთ დაყუდებულს ეტირებოდა .. იმდენი იტირა სანამ არ დაიღალა,სანამ ცრემლებმა არ დაღალა.ასეთ ცხოვრებას ვერ შეეგუებოდა! ჩაბნელებულ ოთახში შუქი აანთო და ფანჯარასთან მდგომი ირაკლის დანახვისას ლამის გული გაუსკდა.შეშინებულმა გულზე ხელი მიიჭირა,ღრმად სუნთქავდა დასამშვიდებლად. -რა ემოციური ხარ .. - რაღაცნაირად ამოილაპარაკა და ისევ ფანჯრიდან გადაშლილ პეიზაჟს გაუსწორა მზერა - გიჭირს არა? -ძალიან - საწოლზე ჩამოჯდა და შიშველ ტერფებზე დაიხედა - იმდენად ძალიან რომ უკვე ვფიქრობ თუ გავუძლებ .. შენ? - ზურგშექცევით მდგარს გახედა და ახლა შეამჩნია პატარა ტატუ ყელზე რომ ჰქონდა მიხატული. -მე? .. მე ჯერ ეგრე ძალიან არ მიჭირს .. - ამოიოღრა და კარისკენ წავიდა - გავალ დაწექი და დამიძახე .. .... ერთი კვირა ასე ვაი ვაგლახით გალიეს.დილა იწყებოდა უკმაყოფილო გამომეტყველებით,შუადღეც გრძელდებოდა ასე,მერე ბავშვები შემოირბენდნენ,ისინი წავიდოდნენ,ისევ მარტტობა სუფევდა შემდგომ.ღამდებოდა აწითლებული თვალებით და ჩაფიქრებული სახით .. რუტინულ ცხოვრების წესს მიჰყვეს ხელი .. ერთამენთს იშვიათად ელაპარაკებოდნენ,ისიც რაიმე თუ აინტერესებდათ რაც ძალიან იშვიათად ხდებოდა .. ნაჩხუბარ მეზობლებს უფრო გავდნენ გამარჯობას რომ ზრდილობის გამო ეუბნებოდნენ ერთმანეთს ვიდრე ცოლ-ქმარს.ირაკლისმხრიდან ძლიერად გამოხატული აგრესია დიანას ანადგურებდა,დიანას მხრიდან ურეაქციობა,უმოქმედობა ირაკლის აცოფებდა.უნდოდა ეყვირა,გაელანძღა ბოლო დონემდე,მაგრამ არა .. დადიოდა აჩრდილივით და სიტყვასაც არ ეუბნებოდა ზედმეტად,ირაკლის ეს კიდევ უაზიანებდა დანგრეულს ფსიქიკას და რაღაც არაადამიანურ გრძნობებს უღვიძებდა. ... დივანზე იყო წამოწოლილი,ცალ ხელში ტელეფონს ათამაშებდა მეორე ხელში ნაყინით სავსე კონტეირნერი ჰქონდა მომარჯვებული,კარზე ზარმა იმდენად გააღიზიანა,აბუზღუნებული წამოდგა გასაღებად და სტუმარში ლიკა რომ ამოიცნო ბედნიერებისგან გაიბადრა.უსიტყვოდ შეატარა სახლში და პირდაპირ მისაღებში გაიყვანა. -აბა რაშვებით ოჯახი? - ჩანთა მოიშორა და მაგიდის ფეხთან დააყუდა - დავიღალე ლექციებზე ძალიან .. - თმები გაიშალა და დიანას გვერდით მიწვა დივანზე - ჰე რაშებით მოყევი! -რავი,ვშვებით - ურეაქციოდ ჩაილაპარაკა და კიდევ ერთი ნაყინის ლუკმა გადაუშვა სასულეში - ამას თუ რამე ქვია მე არვიცი .. იცი როგორ ვიღლები ხანდახან? დამღალა ასე უაზროდ ცხოვრებამ,ამას ლექციებზე ჯდომა და ტვინის ჭ....ტა მირჩებია - დანანებით გააქნია თავი და ტელევიზორს უინტერესოდ გახედა. -ჰო ძნელია,მაგრამ არც ცდილობთ რომ რაიმე შეცვალოთდა .. - საყვედურივით ჩაიჩურჩულა. -არც კი არა ვერც ლიკა .. თითქმის მთელი დღე სახლში არა .. ჰო ვიცი რო ვარჯიშობს და მის კარიერას სჭრიდება,გვიან მოდის მე კიდე ველოდები აქ .. - ნაყინი მაგიდაზე გადადო - იცი როგორ მიჭირს რამის თქმაც კი? ისე მიყურებს ხანდახან გული მისკდება - ჩაილაპარაკა და ხელებს დააკვირდა,გული ტკიოდა,ძალიან! ასეთი ტანჯვისთვის პატარა იყო,გამოუცდელი - მიდი მაცივარში შოკოლადია და მომიტანე რაა - შეევედრა და დივანზე ისევ გადაწვა,დასიებული თალები რამოდენიმეჯერ დაახამხამა და მოხატულ ჭერს პირველად დააკვირდა.შოკოლადის შეკვრას სწრაფად დაწვდა,გემრიელად ჩაკბიჩა მაგრამ სახე წამებში შეეცვალა.პირზე ხელი სწრაფად აიფარა და სააბაზანოში კისრის ტეხით გავარდა,ლიკაც უკან მიყვა.წინ ჩამოყრილი თმები ხელით უკან გადაუწია და აწითლებულ სახეზე დააკვირდა. -კარგად ხარ? - ხელი წყლით გაისველა და შუბლზე გადაატარა,მერე პირსახოცი მიაწოდა. -ვაიმე .. ეს რაიყო .. ალბათ რაიმემ მაწყინა .. - სარკეში ჩაიხედა და მის სახეს დააკვირდა.როგორ შეცვლილა,ამდენმა დარდმა სულ ჩამოუღვენთა სახე,არადა არ იყო ასეთი.შარვლის ჯიბიდან მოწკრიალე ტელეფონი ამოიღო და მარიამის ნომერს გულშეწუხებულმა უპასუხა - ხო მარიკო .. კარგად ვარ .. ლიკა ჩემთან - ჩაიფრუტუნა დალიკას გაუწოდა ტელეფონი - შენი არ მჯერა მე-ო - ჩაიდუდღუნა და მისაღებში გავიდა ისევ. -ჰო მარო .. რავი გოგო შოკოლადი მინდაო,მოვუტანე და როგორც კი ჩაკბიჩა გული აერია .. არვიცი,კაი გელოდებით - ტელეფონი გათიშა და დიანასთან გავიდა - გოგონები მოვლენ ეხლა და გამოგიკეთდება ხასიათი ცოტა .. -ეგ ეხლა გაწიე უკან - დაფეთებული გადახტა უკან როცა ნიას მიერ გამოწვდილ ნივთში ორსულობის ტესტი ამოიცნო - გეფიცებით,გავგიჟდები ... ეგ გაწიეთ - პატარა ბავშვივით წუწუნებდა და უკან იწევდა თითქოსდა ძაღლი მისდევდა. -დიანა,ნუ პანიკობ! - თაკომ დააკავა და გადაფითრებულ სახეზე ფრთხილად გადაუსვა ხელი - მისმინე,ყველაფერი შეიძლება რომ მოხდეს არა? თუ კი გქონდათ ურთიე ... - სიტყვის დამთავრება დიანას ამოოღრებამ არ აცადა. -ხალხოო ეგ იყო ერთხელ და ისიც ორი კვირის წინ ... რას მებოდიალებით?! -დიანა აი ახლა ნუ ამჭრი რაა! - ჩუმად მყოფმა მარიამმაც ამოიღო ხმა ძლივს - გაიკეთე ადამიანო ეს ტესტი,რა უდგას ცდას წინ? დროზე ადექი - ხელის კვრით წამოაგდო და სააბაზანოში შეუშვა - გელოდებით! -ათი წუთი გავიდა,თხუთმეტიც დიანა რომ არ გამოჩნდა ცოტა ანერვიულდნენ .. დაზაფრულები ელოდნენ ყველანაირ პასუხს.კარის ხმა რომ გაიგონეს ფეხზე წამოცვივდნენ და რაღაცნაირად იმედგაცრუებულ თვალებს კითხვის ნიშნით სავსე მზერა შეავლეს ყველამ ერთდროულად .. -ხომ გითხარით .. იმ საღამოს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა,ირაკლი რომ მოვიდა გოგონებს მიესალმა და მალევე გაუჩინარდა არ შეგაწუხებთო.აი ეს იყო მიზეზი იმისა რომ ორი კვირა ასე ცხოვრობდნენ,უაზროდ.არც ერთი და არც მეორე ცდილობდნენ რაიმე შეეცვალათ.ვერ ხვდებოდნენ როგორ ნადგურდებოდნენ ასე შინაგანად,ვერ ხვდებოდნენ! იმ საღამოს არა,მაგრამ მეორე დღეს,დიანა სასეირნოდ გავიდა,შემთხვევით შეხვდა ქუჩაში მისი ყოფილი კლასელი და თბილადაც მოიკითხა.ტროტუარზე მისეირნებდნენ,ირაკლის მანქან არომ გამოჩნდა სადღაც ამოუცნობი ადგილიდან და პირდაპირ ფეხებთან გაუჩერა მეგობრებს.დიანამ დაზაფრულმა გადახედა გაცეცხლებულ ირაკლის და ინატრა,ეს უნდოდა კიდევ? ისედაც ეღრინება დაა .. -ირაკლი - ჩაიჩურჩულა და მის გვერდით მდგარ ზურას შეშინებულმა გახედა. -დიანა ამიხსნი რახდება? - საშინლად ცივი ჰქონდა ტონი,საშინლად. -რა უნდა ხდებოდეს? - უტეხად შეუბრუნა კითხვა,აშკარად იწვევდა. -ხო აი ამისხენი აქ რა ხდება? - მკლავში წვდა და მისკენ დაქაჩა. -უკაცრავად მემგონი ზედმეტია - მაჯაში ჩავლებულ ხელზე ანიშნა ზურამ და დიანას მეორე ხელზე დაექაჩა.ირაკლი ამაზე სულ ხომ გადაირია და გაცოფდა.ზურას ხელი მოაშორა გოგონას და გვერდით აიკრა,წელზე ხელი მტკინვეულად მოუჭირა,აგრძნობინა რომ საშინლად გაცოფებული იყო ... -რაღაცეები გეშლება .. - მტრულად გახედა ზურას. -უკაცრავად მაგრამ მემგონი ყველაფერი არასწორად გაიგეთ .. - მოკლედ ის სიტვაცია „ჩაწყნარდა“.სახლში ჯერ დიანა შეატარა მერე თვითონაც მიყვა და კარი მიაჯახუნა.გაცოფებული დაეტაკა მკლავში და მისკენ მიაბრუნა.იმდენად ახლოს აღმოჩნდა ბიჭთან რომ სუნთქვა შეეკრა,გულმა რამოდენიმეჯერ მიყოლებით დაიბრაგუნა და მერ ესაერთოდ გაჩერდა. -იცოდე,შენ ჩემი ცოლი ხარ და არ გაქვს უფლება ქუჩაში ვიღაც ტიპებთან ერთად იარო - ეტყობოდა ყვირილს ძლივს რომ იკავებდა. -აი რა არის იმაში საგანგაშო რომ ჩემს კლასელთან ერთად ქუჩაში გავიარე? - გაურკვევლობაში მყოფმა ამოიბურტყუნა და ერთი თავით მაღალ ქმარს ახედა. -დიანა მდგომარეობიდან ნუ გამომიყვან ... ნუ გამაცოფებ! გაფრთხილებ - ხელი უშვა მაგრამ არ მოშორებია. -გამოდი! გამოდი მდგომარეობიდა,გაცოფდი ... გაიგე როგორია ტკივილი! - გამწარებულმა დაუყვირა,უკან გაწეული ირაკლი გაავებული დაეტაკა ტუჩებზე და წამოყვირება ბუბუნში გადაეზარდა.იმდენად მოულოდნენლი იყო ახლა მისაგან ასეთი საქციელი რომ ჯერ დაბნეული იდგა,შემდეგ ცდუნებას ვეღარ გაუძლო და ხელები უნებურად გაექცა მოზრდილ თმებში.დიანასგან წამოსული ინიციატივა რომ იგრძნო უფრო გახელდა ბიჭი,წამით მოშორდა და შემდეგ ისევ ველურივით დაეტაკა. ... ბოოოოოოოოოოოოოოოდიშით! ძააალიან დიდი ბოდიშით! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.