შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულში დავიკარგე (სრულად 1 ნაწილი)


29-03-2016, 23:50
ავტორი Ioana
ნანახია 3 345

4 წლის წინ...
ნინა ნუცუბიძის ანუ ჩემი კლასელისა და საუკთესო მეგობრის დაბადების დღე იყო.18 წელი უსრულდებოდა,ამიტომ მშობლებმა გრანდიოზულად აღუნიშნეს სრულწლოვნება.ერთ-ერთ ძვირადღირებულ რესტორანში იხდიდა,ისეთებიც კი ჰყავდა დაპატიჟებული,მხოლოდ ერთხელ რომ მისალმებია.აბა სხვანაირად როგორ იქნებოდა,მდიდარი ოჯახის მდიდარი ქალიშვილი იყო.მიუხედავად ამისა,არასდროს ავარდნია თავში,მუდამ იცოდა სიკეთის,მეგობრობის და ერთგულების ფასი.ამიტომაც ვაფასებდი,ამიტომაც მიყვარდა და შემეძლო თვალდახუჭული მევლო მასთან ერთად,რადგან ვიცოდი,რომ არცერთი ორმოსკენ არ მიბიძგებდა.მე? მე ზედმეტად ჩვეულებრივი ოჯახის,ზედმეტად ჩვეულებრივი ქალიშვილი,მარიამ კალანდაძე გახლავართ,ცოტა შერეკელი,ცოტა ქარწაღებული,ცოტაც უცხოპლანეტელი.მოკლედ,ჩემ შესახებ არ არსებობს ერთი ჩამოყალიბებული აზრი.ბევრი რომ არ გავაგრძელოთ აგერ უკვე რესტორანში შევდგი ჩემი თეთრი ადიდასის კეტებით შემოსული მარჯვენა ფეხი და თავში კაი ბათქანიც ავიკიდე.
-ოეე გოგო კენჭის გავლა ხო არ გაქვს?-შევკივლე და მუჯლუგუნის ავტორს შევხედე.
-კენჭის გავლა ახლა შენ დაგეწყება! ეს რა გაცვია,ოლიმპიურ თამაშებზე ხარ?-რა თქმა უნდა ჩემი ნინაჩკასგან ველოდი ამ რეაქციას.
-რა გინდა? შენი ნაყიდი კაბა ჩავიცვი,რომლის არჩევისთვის ჩემი ცხოვრების საუკეთესო ექვსი საათი დამაკარგინე.
-ბიჯოოოო,ბიჯოოო-ჩაუშტვინა ნინამ-შენ გაკლია ხო? მერე მე ის გითხარი წითელ გამოყვანილ კაბაზე ადიდასის კეტებით გაეძრეთქო?
-შემიძლია დავიხადო!-ვთქვი სრული სერიოზულობით და ნუცუბიძის ქალბატონმაც იცოდა,რომ გავაკეთებდი და მთელი დღე ფეხშიშველა ვივლიდი.
-ღმერთო შენ გვიშვილეე-ხელები მაღლა აღაპყრო ნინამ,თან ბუტბუტებდა რაღაცეებს.დამიახსოვრეთ ფრაზა:"ღმერთო შენ გვიშველე"-ეს ნიშნავს რომ ნინა ბრძოლაში ნებდება.
მოკლედ ამ ამბებიდან აგერ უკვე ორი საათია გასული და ქეიფიც გახურდა.ყველა ცეკვავს,ერთობა,მოკლედ ჩვეული სიტუაცია.ხო და აი ამ ჩვეულ სიტუაციას ფერს უცვლის დარბაზში შემოსული ნინას ძმა და მისი საძმაკაცო.გიორგი (ნინას ძმა) ჩემი ძმაკაცია,გოგოდ თითქმის ვერ აღმიქვამს,ისიც დასავით კეთილი და ჯიგარია.გიორგის რამდენიმე ძმაკაცს ვიცნობ პირადად,თუმცა არა ყველას.იმდენი არიან მაინც ვერ დავიმახსოვრებ მათ სახელებს,ამიტომ დიდად თავს არც ვიტკიებ ხოლმე.
-ვაა ვაა ხულიგანკას ვახლავააააართ-ჩემკენ წამოსული გიორგი მიყვიროდა და თან მის უკან მომავალი ძმაკაცების ნახირიდან ყველა მე მიყურებდა.
-ჩმორების ბელადს ამხანაგური სალამიიი!-ვიცით როგორ შევარცხვინოთ ხალხში ერთმანეთი რაა.
-გოგო რამდენჯერ გითხარი ხალხში ეგეთებს ნუ ბაზრობთქო! ვიღაცა უნდა შემომაკვდეს მერე,რომ დაიჯეროს!-უკვე მოახლოებული გიორგი ჩემკენ გადმოიწია,გადამკოცნა და კარგად შემომაპროწიალა.-აუუ ჩემიიიიი-ატეხა უაზრო ჭიხვინი-ბიჯოოო,ბიჯოოო,აი ამ კაბაზე კეტებით მარტო შენ თუ გაეძრობოდი-ისევ განაგრძობს ჭიხვინს.გულზე ხელდაკრეფილი მე კი ვდგავარ და თან მარჯვენა ფეხს ვაბაკუნებ.
-მორჩი პატარა კაციი?-ვუყურებ გიორგის და თან მის უკან მდგარ არმიას ვათვალიერებ,ამდენი ხანი რომ ჩვენ საუბარს უსმენენ და უცებ თვალში მხვდება ერთ-ერთის გარუჯული კანი,განიერი მხარბეჭი და ძალიან შავი თვალები.მომენტალურად ვშტერდები,მაგრამ თვალს ვარიდებ და გიორგის ვუბრუნდები.
-ვაახ მარიამ,აი ვაფშე ყველაზე სხვანაირი გოგო ხარ,ვინც კი ოდესმე შემხვედრია-ისევ იკრიჭება გიორგი და თან თავზე ხელს მისმევს.
-გოგოს ნაკლებად ვუწოდებდი-მესმის ძალიან ბოხი ხმა და ვხედავ იმ შავი თვალების მეპატრონეს.და თქვენ, ჩემო თანამემამულენო,დაიმახსოვრეთ ეს დღე,რადგან ამ მომენტიდან იწყება ომი,ამბოხი,რევოლუცია,მესამე მსოფლიო ომი.ზუსტად ამ წუთიდან,მთელი განვლილი ცხოვრება არ შეწყვეტილა დაპირისპირება ჩემსა და მიშკას შორის (ასე ერქვა იმ ზედმეტად შავი თვალების პატრონს,მიშკა დანელია).სადაც წავიოდი ყველგან იყო,სულ თვალებში მეჩხირებოდა,სულ ვჩხუბობდით,არ არსებობდა ჩვენთვის დათმობა,შეთანხმება,ზავი.ვჩხუბობდით სახლში,ქუჩაში,სადარბაზოში,წვიმაში,თოვლში.უკვე ვეღარ გვიტანდნენ ერთად,სადაც ის იყო მე აღარ მირეკავდნენ,სადაც მე ვიყავი,იმას არ ეძახდნენ.მაგრამ ვერც ესე გვიშველეს და ბოლოს ასე მოგვაძახეს: "არცერთი ხართ დალაგებული და ნეტამც ერთმანეთი დაგიხოციათო".ხო და ჩვენც რა გვინდოდა მეტი,ორმაგად ვხოცავდით ერთმანეთს.ერთ-ერთი ასეთი კამათისას:
-მარიამ შენი აზრით ეს ფერი მომიხდება?-მეკითხება ნინაჩკა და თან ინტერნეტში რაღაც კაბის სურათს მანახებს.
-რავი ნინ,შენ ყველაფერი გიხდება!
-ამას რას ეკითხები,ქალად ეს არ ვარგა,გემოვნება ამას არ აქვს და მოდაში ეს ვერ ერკვევა-მესმის მიშკას როხროხა ხმა,რომლესაც თავი ტელეფონში აქვს ჩაყოფილი და ზედაც არ მიყურებს.
-და შენ რა იცი,მე რაში და როგორ ვერკვევი? შენნაირი შიმპანზეები ეგეთებს ვერ აღიქვამენ!-ჯერ კიდევ მშვიდი ვარ.
-შენ წარმოიდგინე ჩემო მარიამ და შიმპანზეების კლასის წარმომადგენელიც კი შენიშნავს როგორი არაქალური და უგემოვნო ხარ!
-შენ სილამაზის აღქმის უნარი არ გქონდეს,მე ნუ დამაბრალებ!-ამ ფრაზას თან სდევს მიშკას ჩასაბჟირებელი სიცილი,თან ისეთი გონებას რომ მაკარგვინებს.საოცარი ღიმილის პატრონია ეს ბიჭი.
-გოგო შენნაირები მეხვეწებიან სექსს,მარა ჯერ არცერთი გამიხარებია.და იცი რატომ?იმიტომ,რომ მარტო სექსისთვისაც არ დავწვები შენნაირებთან!
-პირველი: ჩემნაირებს შენ ვერასდროს იშოვი,იმიტომ რომ ეგ ჯიში გადშენდა და მარტო მე დავრჩი და მეორე: ცხოველთა სამყაროდან რომ ხარ,ხომ უნდა გეტყობოდეს.მარტო ველური ვნებების დაკმაყოფილება გაკერია პირზე დილიდან მეორე დილამდე.
-მერე ვიცხრობ კიდევაც მაგ ვნებებს,შენ იდარდე ცხოვრებაში რომ ვერ გაუგებ გემოს.
-და რა იცი რომ არ მაქვს გაგებული რა გემოსია?-ვეკითხები გამომცდელად და ისეთ იერს ვიღებ,თითქოს მართლაც გამოცდილი ვიყო სექსუალურ ამბებში.ვხედავ სახე და ძარღვები ეჭიმება,მაგრამ მომენტალურად იმორჩილებს მიმიკებს,ტელეფონს გვერდით დებს და ჩემკენ მოდის.აი ორი ნაბიჯიც და მისი ცხელი სუნთქვა ტუჩებზე მეფრქვევა.მთელი სხეული მეჭიმება,გულის ცემა წუთში ორასი მაქვს,სახეზე ვხურდები და ვიცი ჩავიკეცები.მიშკა კი არ ჩერდება,მაინც მოიწევს ტუჩებისკენ და აი როდესაც მგონია,რომ უნდა მაკოცოს წკაპ და უკან იხევს,თან გამაყრუებლად იცინის.
-და გინდა შენ მითხრა,რომ სექსი რა ხილია იცი? აჰაჰაჰაჰ-არ წყვეტს სიცილს.მე კი ვბრაზდები,ცეცხლი მეკიდება,ყელში დიდი ბურთი მეჩხირება,ცოტაც და ვიცი ავტირდები,ამიტომ ყველას ვემშვიდობები და სახლში გავრბივარ.მეტირება,რომ თავი გავისულელე,რომ წამიერმა სისუტემ შემიპყრო.მრცხვენია მიშკასი,მრცხვენია საკუთარი თავის და იქ მყოფი ხალხისაც.
ამ ამბებიდან რამდენიმე თვეა გასული,კიდევ ერთი ძმაკაცურ ამხანაგური შეკრება გვაქვს ნუცუბიძეების რეზიდენციაშია.თუმცა რაღაც ისე ვერაა,ამ ყველაფერს აკლია რაღაც,არა უფრო სწორედ ვიღაც.ვინ? მიშკა,მიშკა დანელია.არ ვიმჩნევ უმისობას,არ ვიმჩნევ რომ უმისოდ იქ ყოფნა არ მინდა,არ ვიმჩნევ რომ მაკლია მასთან ჩხუბი.გადის ერთი კვირა,უკვე ორიც და ის არ ჩანს,მაგრამ საძმოში ახალი ამბებია: "მიშკას გოგო შეუყვარდაო","მიშკას გოგო მაგარი ნაშააო","მიშკა ცოლად მოყვანას აპირებსო"! ყველგან,ყოველთვის ტრიალებს ეს ფრაზები და მე სიგიჟის ზღვარზე ვარ.აღარ მინდა იმ ძმაკაცურ ამხანაგურ შეკრებებზე სიარული,აღარავინ მინდა! ისედაც გიჟს,სიგიჟე ორმაგად მიპყრობს,სულ გარეკილთა სიაში მწერენ მეგობრები,მაგრამ ვერ ხვდებიან რა მჭირს.ნინამ ბევრჯერ სცადა,მაგრამ არც მასთან მინდა ამჯერად საუბარი.სულ ავიჭერი,ყინვაში ლამის მოკლემკლავიანი ზედებით ვიარო,სასაცილო ამბებზე ლამის ვიტირო და სატირალზე ვიცინო.მოკლედ ორმაგად დავუქნიე,ალბათ იმიტომ რომ პირველი იყო ვისაც მივეჩვიე,ვისითაც მოვიხიბლე და რა მივიღე? არაფერი.ლამის ერთი წელი გავიდეს და მისგან არაფერი ისმის,იმაზე ვბრაზობ,რომ ვერ დათმო ის გოგო თუნდაც ორი წუთით,რომ მოსულიყო და უბრალოდ ძველებურად გვეჩხუბა.ვერ შეძლო,რომ ორი წუთით მოეკლო მისთვის ყურადღება და ერთხელ მაინც ვენახე იმ ძმურ შეხვედრებზე.მაგრამ დრო ყველაფრის მკურნალიაო გაგიგიათ ხო? ხო და მეც ეგ დამეტაკა,თითქოს მივეჩვიე უმისობას.შევეგუე იმ აზრს,რომ სხვა უყვარს,რომ სხვისია და მე იქ ზედმეტივარ.
ზუსტად ერთი წელია გასული,იგივე რესტორანი და იგივე ხალხი.ისევ ნინა ნუცუბიძის დაბადების დღე,ამჯერად მეცხრამეტე წელი უსრულდება.ისევ კლასიკური კაბა და ჩემი ადიდასები,ნინას წიკვინი და გიორგის გულთბილი კომენტარები ჩემს არაორდინალურობაზე.ზუსტად იგივე შავი თვალები და მომნუსხველი ღიმილი,თუმცა არა მიშკასი,არამედ ვინმე დავითის თანაც რა გვარის? რა თქმა უნდა დანელია. რა ხდება? მაშ ასე,წარმოგიდგენთ გარეგნულად საშინლად მსგავსს,მაგრამ ხასიათებით რადიკალურად განსხვავებულ მიშკას ძმას,დათუნა დანელიას. და ჩემი ცხოვრება ისევ იცვლება,ისევ ყველაფერი ირევა.მე მიყვარს ეს შავი თვალები,ზუსტად ერთნაირი მაგრამ ვერ ვხვდები,რომლის მიყვარს?! დათუნასი თუ მიშკასი.ვიცი,ვიცი საშინელი სულმდაბლობაა ერთი ძმიდან მეორეზე გადასვლა,მაგრამ რა ვქნა თვალები მიზიდავენ,მაგიჟებენ.რამდენჯერ მივშტერებულვარ დათოს,რამდენი საათი მიცქერია მისი შავი თვალებისთვის,რამდენჯერ ჩავძირულვარ მასში და მერე რამდენჯერ მიჩხუბია იმის გამო,თვალს რატომ ახამხამებთქო.ამაზე დათუნა საშინლად ბევრს იცინოდა ხოლმე,არ ხარ შენ დალაგებულიო თან დააყოლებდა.გასული ნახევარი წელი და კვლავ არაფერი მიშკასგან,მაგრამ ყველაფერი დათუნასგან.საშინლად მზრუნველი,კეთილი,ერთგული და თბილი,მუდამ დამთმობი და რადიკალურად სხვა დანელია,არანაირი მსგავსება წინა დანელისათან,გარდა გარეგნობისა.ახლა უკვე დათუნა იყო ყველაფერი,ახლა უკვე მას ვეძებდი ყველგან და ყოველთვის.ბევრი ტკბილი წუთი მასთან გატარებული და წელიწად ნახევარში ნათხოვი ხელი.სულ გადავიწყებული მიშკა და საქორწინოდ გამზადებული მე.ბედნიერი,უზომოდ ბედნიერი მარიამ კალანდაძე,აი ისეთი თავი სამყაროს მბრძანებელი რომ მეგონა.მეგონა რომ შევძელი და სიყვარულში სამუდამოდ დავიკარგე,სამუდამოდ ჩავედი მის ფსკერზე და მეგონა რომ ვერავინ ამომათრევდა.მაგრამ თურმე ჯერ სად ხარ მარიამ?! ქორწილის წინა დღე და გამაყრუებელი სირენების ხმა,საშინელი საავადმყოფოს სუნი და დათუნას გარდაცვალება.არ იცით ეს რა გრძნობაა,როცა სრულლყოფილ ბედნიერბას აღწევ,პოულობ ადამიანს,რომელიც გგონია რომ სამუდამოდ შენთან იქნება და ყოველთვის იზრუნებს შენზე და ერთ დილითაც იგებ,რომ სამუდამო არაფერია.იგებ რომ დაგტოვეს,წავიდნენ შენგან,ვეღარასდროს იგრძნობ მის სურნელს,მის საშინლად გამაგიჟებელ ღიმილსაც ვეღარ დაინახავ და რა გრჩება ამ დროს? სიცარიელე,უიმედობა,დაკარგული და გამქრალი გრძნობები.ბნელით მოცული მომავალი,უსინათლო დღეები და ამაო მცდელობა თვითმკვლელობის.დათუნას სახლში ნანახი კვლავ შავი თვალები,თანაც ისეთი ახლა რომ დათუნას გაგონებს და არა მიშკას.კვლავ ეს უძირო სიშავეები,მაგრამ ისიც ისეთივე განადგურებული,როგორიც ჩემი სული.ამჯერად ეს მიშკას თვალებია,მაგრამ ჩემგან წამოსული არანაირი გრძნობა მისდამი.უემოციო მე და რატომღაც ზიზღით სავსე თვალები,რომლებიც მხოლოდ ცემკენ იყო მომართული.არცერთი სიტყვა,მხოლოდ მზერა,ჩემი უემოციო,მისი კი სიძულვილით სავსე.მერე? მერე იყო დაკრძალვა,ეს კიდევ ცალკე კოშმარი.როცა ხვდები რომ მის ხორცსაც გართმევენ.ხვდები,რომ დღეიდან ვეღარასდროს შეეხები,ხვდები რომ ის ლამაზი და მოვლილი თითები ასე რომ გიყვარდა,ვეღარასდროს შეგეხებიან,ვეღარ იგრძნობ მის სუნთქვას და თუკი მისი კანის სურნელი მოგენატრება,ვერც ამ შემთხვევაში დაგეხმარება ვინმე.დათუნას სული მენატრება,ახლა უკვე ხორცსაც მართმევენ.გამუდმებით ვკოცნი,მის კანს ვყნოსავ,მინდა რომ ეს სურნელი ჩემში სამუდამოდ დარჩეს.ის ისეთი სუფთა იყო,გარდაცვლილსაც კი ტკბილი სუნი ასდის.ღმერთო რა ტკბილია ეს სურნელი და როგორი სუფთა.ეს მარტო დათუნას სუნია.მარტო მისი.და აი მიწას მიბარებული მისი ხორცი და ლეშად ქცეული მე.
გაგრძელებული ცხოვრება,თუმცა განა ამას ცხოვრება ჰქვია? აღარაფერია დარჩენილი ჩემგან,მხოლოდ ძვალი,ჩაშავებული უპეები და შავი სამოსი.კიდევ ერთი შეხვედრა მიშკასთან,ამჯერად ორმოცზე და კვლავ ის თვალები,ასე რომ ჰგავს დათუნასას.ვდგავარ და სხვას ვერაფერს ვამჩნევ,მხოლოდ ამ თვალებს ვუყურებ და ჩემთვის გავიძახი: "დათუნა","ჩემო დათუნა"! შემდეგ ჩემი დანახვით გამოწვეული ზიზღი იმ თვალებში და გონს მოსული მე,რადგან დათუნას თვალებში ზიზღი არასდროს იკითხებოდა.ამისთვის ზედმეტად კარგი იყო.ორმოცის ბოლოს მიშკას სიახლოვე და ორი წლის მერე პირველი საუბარი ჩვენი,უფრო სწორედ კვლავ ჩხუბი:
-ძალიან შეგტკივა არა გული?
-არ ვაფირებ შენთან კამათს,მიშკა!
-საინტერესოა,დათუნამ შენში რა დაინახა ასეთი.იმაზე უარესად გამოიყურები,ვიდრე ბოლო შეხვედრისას.
-შენგან განსხვავებით დათუნა ადამიანი იყო,ნამდვილი კაცი და არა ცხოველი!-გამოვცარი კბილებში და ზურგი ვაქციე.გამაჩერა,მაგრამ აღარ მომისმენია მისთვის,ვიცოდი მას ჩემზე მეტად სტკიოდა უდათუნობა.ვიცოდი,რომ ჩემთან შხამის მოსხმით,სულის დამშვიდებას ცდილობდა.ამიტომ არ იყო ეს კამათი ისეთივე,როგორც ორი წლის წინ.ვიცოდი მიშკას გულის ამბავი და ვიცოდი,რომ არც მასთან აღარ იქნებოდა ყველაფერი ძველებურად.
ამ ამბებიდან გასული ერთი წელი და ლამის უუნაროდ ქცეული მე.კვლავ ცხოვრება დათუნას გარეშე,საშინელი ტკივილი და ორმოცის მერე უნახავი მიშკა.კვლავ მოახლოვებული ნინას დაბადების დღე და ჩემთვის უკვე შეძულებული ეს პერიოდი.
-იცოდე მარიამ თავს აწევ დღეს საწოლიდან,გაიხდი შავებს და დაემსგავსები ნორმალურ ახალგაზრდას! დავიღალე იცი? დავიღალე,შენ დათუნა მოგიკვდა,მე კი ერთადერთი დაქალი.ერთი წელია არ მელაპარაკები წესივრად,ერთი წელია არ იცი რა ხდება ჩემ ცხოვრებაში,ერთი წელია დამიკიდე.რამდენი ღამე მიტირია,მიტირია იმიტომ რომ მენატრები,ძველი,გიჟი და არაადეკვატური მარიამი.გთხოვ მარიამ,გემუდარები ჩემთვის გააკეთე,გთხოვ დაუბრუნდი ძველ ცხოვრებას.განა დათუნა ბედნიერი იქნებოდა,ასეთი რომ ენახე? განა მას შენი სიხარული უფრო არ გაახარებდა? გემუდარები,თუ კიდევ დაგრჩა რამე წმინდა,გთხოვ ადექი,ჩამეხუტე და ისევ მეჩხუბე თავში ხელს რომ ჩაგარტყავ.მარიამ,აღარც მე შემიძლია,მეც დავიტანჯეე.რა გინდა? გინდა რომ მეც მოვკვდე და მერე გამიხსენებ? მერე გაგახსენდება რომ სადღაც დაქალი გყავდა? გთხოოვ მარიამ,ჩემთვის იბრძოლე-უკვე ხმამაღლა ტიროდა ნინა და მუხლებზე დაჩოქილი მევედრებოდა,მევედრებოდა ძველი მარიამის დაბრუნებას და მე იმ წამს მივხვდი,რომ არსებობდნენ ადამიანები,რომლებსაც ვჭირდებოდი,ცოცხალი და ნორმალური.ჩემ ნინას ვჭირდებოდი,ჩემს ცხოვრებაში დარჩენილ ერთადერთ ნათელ წერტილს და მე მისთვის აუცილებლად ვიბრძოლებდი.
ჩემი მობრუნებით გახარებული ნინა,კვლავ მისი დაბადების დღე.გახდილი შავი ტანისამოსი,ისევ წითელი ტანზე მომდგარი კაბა და თეთრი ადიდასები.გიორგის უკბილო იუმორი და ამჯერად ჩემი გულწრფელი ღიმილი.კვლავ "ჩმორების ბელადი" და მის უკან შემჩნეული შავი თვალები,ისევ გარუჯული კანი და კვლავ ჩემკენ ირონიით მომართული ბგერები-"შენ შენი თავი ქალი გგონია?"-ისევ კამათი,და ისევ შავი თვალები.ამჯერად ყოველგვარი ზიზღის გარეშე,თუმცა დიდი ტკივილით სავსე.[left][/left]



ვიფიქრე დავამთავრებთქო,მაგრამ ამდენი ტანჯვის მერე ბედნიერებაც ხომ უნდათ არა? ხო და მგონი გაგრძელებად ღირს! :დდდ



№1 სტუმარი vera™

განაგრძე კარგია ძალიან:) გელოდებიი...

განაგრძე, მომწონს და გელოდები:-)

 


№2  offline წევრი Firefly

ღირს რათქმაუნდა!
--------------------
M.T

 


№3 სტუმარი nin_nitsa

ra kitxva iyo axla ess ratqmaunda girs

 


№4 სტუმარი LaNa

Ho da ro ghirs imito unaa gaagrdzelo. Cota didi tavic dado.

 


№5 სტუმარი მია

კიკიკი ნამდვილად ღირრს

 


№6 სტუმარი სტუმარი ლია

რა თქმა უნდა, ღირს. მოუთმენლად ველი გაგრძელებას. ძალიან კარგად წერთ. წარმატებები დაგბედებოდეთ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent