კუზნეჩიკ, მიყვარხარ!!! (5)
სიაში მომდევნო ყაზბეგი აღმოჩნდა. მაგრამ ანანურიდან იქ პირდაპირ არაფერი მიდიოდა, ამიტომ თბილისში მომიწია დაბრუნება და იქიდან პირდაპირ ყაზბეგში წასვლა. ამ დღეების განმავლობაში სახლში მისვლაც კი ვერ მოვახერხე, ამიტომ ყაზბეგისთვის ძალიან თხლად ვიყავი ჩაცმული, თან კი მხოლოდ ერთი შარვალი და სვიტერი მქონდა, რომელიც კახეთში გავრეცხე და გაშრობაც კი ვერ მოასწრო. გზა საკამოდ რთული და დამღლელი იყო. როცა მოსახლეობას სურათი ვაჩვენე და ვკითხე იქამდე როგორ უნდა მივსულიყავი, ყველა შეშფოთდა, რადგან იქამდე საამანქანო გზა არ იყო და მხოლოდ ფეხით თუ მოვახერხებდი ასვლას, როგორც გავიგე, ის ერთადერთი ქოხი იყო მთის წვერზე და ამ სეზონზე უკვე მგლებით იყო იქაურობა სავსე. ამიტომ, საკმაოდ საშიში იყო იქ წასვლა , მითუმეტეს მარტო და თან თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ უკვე ბინდდებოდა. იმ სახლამდე დაახლოებით 4-5 კილომეტრი ყოფილა, მაგრამ ციცაბო და თან თოვლისგან მოყინული გზა , უფრო გრძელი და დამღლელი ეჩვენებოდა ადამიანს. მაგრამ მე ჩემი მაინც არ დავიშლე და ჯიუტად დავიძარი ვაჩესკენ. რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ იქ დამხვდებოდა და ყველანაირი შიში სადღაც გაქრა. აღარც მგლები მაშინებდა, აღარც ციცაბო, თოვლისგან მოყინული გზა, აღარც -10 გრადუსამდე ტემპერატურა და აღარც ის, რომ დაახლოებით 1 საათში უკვე დაბნელდებოდა, მე კი ზუსტად ისიც კი არ ვიცოდი სად მივდიოდი. უბრალოდ უნდა მევლო წინ და არაც ერთი ნაბიჯით არ გადამეხვია ბილიკისთვის, რომელიც ძლივსღა აჩნდა მიწას. ერთი ფანარი თან მქონდა, მაგრამ რამდენიმე მაინც ძალით შემაჩეჩეს ხელში, რა იცი რა ხდებაო. მეც სწრაფად დავიძრი. იმაზე უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე მე მეგონა. ერთი საათი იყო უკვე გასული, მაგრამ მე ერთი კილომეტრი არ მექნებოდა გავლილი, ციცაბო გზა მართლაც სსაშინელი იყო, ყოველ წინ გადადგმულ ნაბიჯზე ფეხი მიცურავდა, ვიქცეოდი და რამდენიმე ნაბიჯით ისევ უკან ვიწევდი. თითქოს , საპიროსპიროდ მოძრავ ესკალატორზე ავდიოდი, ამგრამ ვატყობდი, რომ ძალა ნელ-ნელა მეცლებოდა. ამას ისიც დაემატა, რომ ძალიან ჩამობნელდა და გზას ვეღარ ვარჩევდი. მეორე ფანარიც ავანთე. ბილიკს ძლივს ვარჩევდი. ხელებს და სახეს საერთოდ ვეღარ ვგრძნობდი, ფეხები აღარ მემორჩილებოდა, მაგრამ მაინც ჯიუტად მივიწევდი წინ... 3 საათი იქნებოდა გასული, მე ნებიჯს შევუნელე, მაგრამ მაინც არ გავჩერებულვარ. 4 საათი.. ვკვდები, ვიყინები, ვეღარ გავძლებ, მაგრამ მაინც არ ვჩერდები. 5 საათი.. გზა შედარებით გასწორდა, აღრ იყო ისეთი ციცაბო და მეც იმედის ნაპერწკალი გამიღვივდა და ნაბიჯს ავუჩქარე. 6 საათი, ისევ შევუნელე ნაბიჯს, სიმღერა დავიწყე გამამხნევებლად. - ნეტავ სად ვარ, გზას ხომ არ ავცდი? -შემდეგ ისევ ვმღეროდი, ოღონდ არაადამიანურ მელოდიაზე გავკიოდი ჩემსავე სიტყვებს..-ვაჩეეე.... სადაც გნახავ იქ მოგკლაავ... ვაჩეე.. შე არაადამიანოო.... ვაჩეე... თვალით არ დამენახოო... ვაჩეე .. შე არანორმალუროო... ვაჩეე... სად ხაარ?? ვაჩეე.. მიშველე ვკვდები.... ვაჩე... ვერ გიტაან... ჩემმა საოცარმა სიმღერამ და ბოლო ხმაზე კივილმა ცოტა გამამხნევა და განახლებული ძალებით განვაგრძე ხმა, მაგრამ მოულოდნელად რაღაც ფხაკუნი გამიგე, შემდეგ ეს ფხაკუნი ჩუმი ნაბიჯის ხმაში გადავიდა, ბოლოს კი სირბილშო გადაიზარდა.. მოულოდნელად მოხუცი ქალი გამახსენდა, რომელიც თავს იგიჟებდა, არ უნდოდა, მარტო წამოვსულიყავი ვაჩესთან, რადგან ყველა სიკეთესთან ერთად, შესაძლოა მგლებს დავეგლიჯე. მოულოდნელად ცივმა ოფლმა დამასხა, რამდენიმე ნაბიჯი ინსტინქტურად გადავდგი უკან და ხეს ამოვეფარე, იქვე ჩავიკუზე, ორივე ფანარი გამოვრთე და ვცადე სუნთქვა შემეკავებინა, მერე ხეს ავხედე, საკმაოდ დიდი იყო და ვერ ავძვრებოდი, თავი ამჯერად მუხლებში ჩავრგე. აღარც სირბილის თავი მქონდა, აღარც ყვირილის, გულიც კი მშვიდად მიფეთქავდა, მიუხედავად იმისა რომ ვკვდებოდი ნერვიულობისგან, სამაგიეროდ სიცივეს ვეღარ ვგრძნობდი, მეგონა , რომ მთელი სხეული გავარვარებული მქონდა. ასე ვიჯექი ჩემთვის და ველოდი განაჩენს. გონებაში ვცდილობდი გამეხსენებინა ყველაზე მტკივნეული მოვლენა რაც კი გადამიტანია, რომ ამასთან შემედარებინა მგლის კბილის მოხვედრით გამოწვეული სიმწარე, მაგრამ მშობლების სიკვდილის გარდა არაფერი მახსენდებოდა . მოულოდნელად გამახსენდა დედას ზღაპრები, რომლებსაც ძილის წინ მიკითხავდა ხოლმე, რამდენჯერმე მითხრა, რომ თუ მგელს თვალებში ცეცხლს მიანათებ, შეეშინდება და ვეღარ მოგეკარებაო. ფანრებს გადავხედე, ორი საკმაოდ დიდი იყო, დანარჩენები უფრო პატარა,მაგრამ იმათაც თვალის მომჭრელი სინათლე ჰქონდათ, ყველა ერთად ავანთე , ხელები ოდნავ წინ გავწიე, მაგრამ თვალების გახელას მაინც ვერ ვახერხევდი, იმ წამს ალბათ , დავემულ ეიფელის კოშკს ვგავადი, ისე ვანათებდი. მაინც მიყვარდა საშინელებათა ფილმები და ახლა მე თვითონ ვგავდი მთვარ პერსონაჟს, ნეტავ მინახავ ისეთი ფილმი, გმირი რომ მგლებს ელოდება?? უცებ მზეთუნახავი და ურჩხული გამახსენდა, როცა ბელა გამოიპარება სასახლიდან ღამით, მამის გადასარჩენად და მგლები დაესხმებიან თავს, მოულოდნელად კი ურჩხული გამოჩნდება და დაიცავს. ნეტა მეც დამიცავდა ვაჩე? ისე უკვე აღარ მეშინოდა, ალბბათ, შევეგუე სიტუაციას, ადამიანს ხომ მხოლოდ დრო სჭირდება, ადაპტაციისთვის, მერე კი ყვეფერს ეგუება, ყველანაირი ტკივილი უყუჩდება.. დრო ყველაფრის მკურნალია... – კუზნეჩიკ შენ ხარ? მომესმა ნაცნობი ხმა. თვალები გავახილე და ყველა ფანარი ერთდროულად მივანათე ჩემ წინ მდგარ არსებას, რომელიც მგელი ნამვილად არ იყო, თან ლაპარაკობდა, თან ორზე იდგა. – ვაჩე, ვაჩე მართლა შენ ხარ? ამოვიკლავლე საცოდავად. – ჰო მე ვარ, რას აკეთებ გოგო აქ? მე ისე რომ პასუხს არ დავლოდებივარ, ფანრები გვერდზე მივყავრე და ვაჩეს ჩამოვეკიდე კისერზე. – იცი როგორ შემეშინდა? 6 საათია მოვდივარ, გავიყინე, სულ გადამიტყავდა მუხლები იმდენჯერ წავიქეცი, მერე იმ ქალმა მგელბი არიანო და ფეხის ხმა რომ გავიგე , გული გამისკდა. დეგენერატო.. სად ხარ აქამდე... – მართლა ასე შეგეშინდა? მკითხა ვაჩემ და უფრო მეტად ჩამიკრა გულში. – ხომ გითხარი , რომ შემეშინდა ვაახ.. – წამოდი სახლში წავიდეთ და იქ ვილაპარაკოთ. ვაჩე მოულოდნელად გვერდზე გადგა და დაელოდა, როდის წავყვებოდი. მე ორივე ხელით ქურთუკზე მოვეჭიდე, პატარა ბავშვები რომ მოეჭიდებიან ხოლმე მშობლების ტანსაცმელს, როცა რამის ეშინიათ, მაგრამ ვაჩემ ხელი გამაშვებინა. ხმა არ ამომიღია, ისე ვაპირებდი უკან გაყოლას, მაგრამ მოულოდნელად ხელი ჩამკიდა. – ასე ჯობია, ქურთუკიდან რომ ხელი გაგეშვას და ისევ რამე იტკინო? მე კი ხელს არ გაგიშვებ. მითხრა და გამიღიმა. დაახლოებით 20 წუთში უკვე სახლში ვიყავით. სახლს უბრალოდ ვეძახი, თორემ ისე იყო ხისგან აშენებული ქოხი, სადაც მხოლოდ ერთი სიძველისგან დაბრაცილი ღუმელი იდგა, ზედ გაშვებული ჩაიდანით, ცენტრში პატარა ლამპა ეკიდა, კუთხეში კი ვაჩეს ჩანთა იდო. – სად გძინავს კი მაგრამ? მივუბრუნდი, როცა ოთახი მოვათვალიერე. – აი იქ, ღუმელის გვერდზე ჩალა რომ ყრია, იცი რა თბილია. მითხრა სიცილით და მერე გამომცდელად შემომხედა. -ეხლა კიყველაფერი დეტალურად მომიყევი, რა მოხდა, აქ საიდან მომაგენი და ა.შ. მე ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი, პრესკომფერენციის შესახებაც, იმაზეც რომ ახალი პრეზიდენტი ვანოა, ძველი კი დაითხოვეს. ეს ამბავი ძალიან გაუხარდა და თვზე ისე გადამისვა ხელი, როგორც იცოდა ხოლმე, მაგრამ მე აღრ ავბუზღუნებულვარ, მოყოლას განვაგრძობდი. ისიც მოვუყევი როგორი სირთულით ვიარე ექვსი საათის განმავლობაში და როგორ შემეშინდა, ამასობაში ვაჩეს ღუმელიც აენთო და ჩაიც მოემზადებინა. ოთახის ცენტრში ანთებულმა პატარა ლამპამ და ღუმელის ცეცხლმა გაანათა იქაურობა. – ღმერთო, ტუჩები სულ გალურჯებული გაქვს. მომვარდა ვაჩე ,რ ოცა ჩემი სახე დაინახა.მაშინვე გამხადა ქურთუკი, ფეხსაცმელი, წინდები და ხელის და ფეხის გულები დამიზილა, შემდეგ თავისი ტანსაცმელი ჩამაცვა და ერთადერთი პლედი მომახურა, რომელიც ქონდა. – შენ რა გინდოდა ამ დროს ტყეში? – მე შეშაზე გამოვედი და მოულოდნელად მომესმა ნაცნობი ხმა, რომელიც ბოლო ხმაზე გაჰკიოდა ნაცნობ სალანძღავ სიტყვებს.. როგორ იყო?? ჰოო „ვაჩე.. მოგკლაავ... ვაჩე არანორმალუროო... ვაჩე მიშველეე“... გოგო რა გაკივლებს ამ შუაღამისას? თან გაგაფრთხილეს, რომ მგლები იყვნენ? ეხლა რომ ვფიქრობ უფრო ვმწარდები, რამ წამოგიყვანა აქ მარტო? რა უნდა გელაპარაკო რაა... – ოო.. რა გინდა შენ, იმიტომ ვმღეროდი ხმამაღლა, რომ თავი გამემხნევებინა. ლაპარაკსაც ვეღარ ვახერხებდი. არ მახსოვს როდის ჩამეძინა, მაგრამ რომ გამეღვიძა ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს. ოთხს მოვავლეთ ვალი. ღუმელი ისევ ენთო, მაგრამ ლამპა ჩაექრო, მიუხედავად ამისა, ოთახი მაინც განათებული ჩანდა. – გაიღვიძე? მთელი ღამე ვერ ისვენებდი, ალბათ, ძალიან დაიღალე და მაგის ბრალია. მითხრა ვაჩემ და ჩემ წინ დაჯდა. – რა დროა? – დილაა უკვე. – ვაიმე, ჩქარა მოემზარე, თბილისში უნდა წავიდეთ, დღეს გადაწყება შენი საქმე. მოულოდნელად წამოვხტი ფეხზე, მაგრამ ძლიერმა სისუტემ თვბრუ დამახვია და წავიქცეოდი, ვაჩეს რომ არ დავეჭირე. – კუზნეჩიკ რა დაგემართა? ცუდად ხარ? შუბლზე დამადო ხელი.- სულ ცხელი ხარ, სიცხე გაქვს. მან ძალით დამაწვინა სადაც მეძინა, ყველაფერი დაამაფარა რაც იქ იყო, ბოლოს კი თავის ქურთუკიც გაიხადა და ისიც გადამაფარა. ღუმელს უფრომ მეტი შეშა შეუკეთა და ისევ ჩემ წინ დაჯდა , თვალს არ მაშორებდა. – ეე არანორმალურო, რას აკეთებ? ვერ გაიგე რა გითხარი? დღეს გადაწყდება შენი ამბავი თბილისში უნდა წახვიდე. მე აქ ვიქნები, ცოტას დავიძინებ და დაგეწევი, წადი შენ. – ბევრს ნუ ლაპარაკობ და თვალები დახუჭე. მითხრა ისეთი მკაცრი ტონით, დედა რომ მეჩხუბებოდა ხოლმე, როცა სიცხიანი საბანს ვიხდიდი. თვალები არ დამიხუჭავს, მაგრამ გავიტრუნე. -კუზნეჩიკ, ეს რა არის? ყველგან იყავი? ვაჩემ ის სია ამიფრიალა თვალწინ, სადაც მისი სავარაუდო ადგილსამყოფელი მქონდა ჩამოწერილი. – მხოლოდ იქ, რომლებიც გადახაზულია. – მხოლოდ იქ? გოგო 20 ადგგილია გადახაზული, მხოლოდ სამია დარჩენილი და გამოდის , რომ ოცივეგან იყავი? – ...... – რამდენ დღეში მოასწარი? – თითქმის 5 დღე დამჭირდა, აღარც მახსოვს ნორმალურად. სულ ავტობუსში ვზივარ. ამერია დღედაღამე და ჰო, ფულიც სულ გამითავდა, იმდენი ბილეთები ვიყიდე, ამ თვეში მეტი უნდა გადამიხადო. ვაჩეს სახე თითქოს ქვის ქონდა, პირველად ვერ ვხვდებოდი, რას ფიქრობდა, ვერ ვხვდებოდი, მიბრაზდებოდა თუ არა. მე გამაკანკალა და დამაცემინა. მოულოდნელად წამოდგა , ჩემთან დაწვა და მთელი ძალით მიმიკრა გულზე. – რას აკეთებ? ვკითხე როცა თავი ოდნავ გავითავისუფლე. – ნუ გეშინია, თითს არ დაგაკარებ, უბრალოდ სხვანაირად ვერ გათბები მალე. დაიძინე და რომ გამოკეთდები ერთად დავბრუნდებით თბილისში. ვაჩემ უფრო ძლიერად ჩამიხუტა. მე ხმას აღარ ვიღებდი. უკვე თითქმის მეძინა როცა ყურში ჩამჩურჩულა -მადლობა კუზნეჩიკ. შემდეგ კი შუბლზე მაკოცა . მე ხმა არ გამიცია, მისი გულის ცემას მივაყურადე და ჩამეძინა. რამდენჯერმე გამეღვიძა, ვაჩე გვერდიდან არ მომშორებია. ხან ცხელ ჩაის მასმევდა, ხან ცივ საფენებს მადებდა შუბლზე. მეორე დილით უკვე კარგად ვგრძნობდი თავს და გადავწყვიტეთ, რომ წავსულიყავით. სამწუხაროდ, იმ ადგილას ჩემი ტელეფონი არ იჭერდა და ახალი ამბებიც ვერ გავიგე თბილისიდან. ვაჩესთან ერთად აღარც შემშინებია და არაც სიარული გამჭირვებია, 3 საათში უკვე ავტობუსში ვისხედით და ჩვეულებისამებრ ვჩხუბობდით. – კუზნეჩიკ რა გინდა? ხომ იცი, რომ ცურვაში მაინც ვერ მაჯობებ? – ბოლოს შენ გამო იცი რამდენი ვიცურე? მარტო ერთ საღამოს 5 საათის განმავლობაში შეუჩერებლად ვცურავდი და გავვარჯიშდი , თან შენ მაგხელა თავი გოგრის თესლით გაქვს გამოტენილი, მე კი ვფიქრობ და ხომ გაგიგია, ხერხი სჯობია ღონესაო.. – რა ხერხი გაქვს ერთი ამისთანა? – რომ გითხრა მერე შენ გამოიყენებ და არ მინდა. – მოდი მაშინ შევეჯიბროთ გინდა? თბილისში როგორც კი ჩავალთ და ოდნავ გამოკეთდები, მაშინვე შევეჯიბროთ. – ეგ რა წესია? შენ ბიჭი ხარ და უფრო მეტი ძალა გაქვს. – და შენ გოგო ხარ? რა გიგავს გოგოსი? რაც გიცნობ მის მერე კეტებით და ჯინსებით დადიხარ, თმა სულ გაბურძგნული გაქვს, მაკიაჟს შენ არ ხმარობ და სამკაულებს. – არც მჭირდება რა. უბრალოდ არ მინდა შენთან შეჯიბრი, უსამართლობა იქნება. – რაო, კუზნეჩიკ, შეგეშინდა?? ჩაიცინა ვაჩემ და გამარჯვებულის სახით შემომხედა. – შემეშინდააა?? მეე??? არც იოცნებო. ჩავალთ თუ არა შევეჯიბრებით. – რა ადვილია შენი დაყოლიება, ოღონდ არავინ თქვას რომ გეშინია და სიცოცხლესაც დათმობ, ნუ ხარ ეგეთი ამაყი, შიში სირცხვილი არ არის. – ნუ ბოდიალობ რაა და თქვი რაზე დავნაძლევდეთ. – მმ.. რაზე და თუ მე მოვიგებ, შენ ჩაიცმევ იმას, რასაც მე გეტყვი და წამოხვალ იქ, სადაც მე გეტყვი. ვაჩეს კმაყოფილებისგან ეღიმებოდა. – ძალიან კარგი, მაგრამ , თუ მე მოვიგებ, შენ ტრენაჟორებზე ერთი დღე წახვალ კაბით და ისე ივარჯიშებ. ვაჩე შეცბა, მაგრამ მაინც დამთანხმდა. ამ ჩხუბში თბილისამდეც ჩავედით და პირდაპირ აუზისკენ ავიღეთ გეზი. ვაჩემ მამუკას მასინვე დაურეკა და უთხრა, რომ საღამოს ერთად მივიდოდით სახლში. მთელი გუნდი დარბაზში დაგვხვდა, მათ შორის იყო ვანოც. მოვიდა, გადამეხვია და კიდევ ერთხელ მითხრა მადლობა. – ეეე.. მე არ მეხუტები? ყველას კუზნეჩიკუ უყვარს ჩემზე მეტად რა. აბუზღუნდა ვაჩე. – მაგას დამსახურება უნდა. ერთდროულად ვთქვით მე და ვანომ და სიცილი აგვიტყდა. – შენ მე ჩაგეხუტები. მოგვიახლოვდა , მაღალი , ულამაზესი ქალი, რომელსაც პროფილი ბერძენ ქალღმერთს მიუგავდა, თვალები კი ზღვასავით ლურჯი და კამკამა ჰქონდა. – ღმერთო რა ლამაზია... აღმომხდა მე. და სანამ გონზე მოვიდოდი, ეს ზღაპრული ქმნილება ვაჩეს გადაეხვია. – ვაა.. ნატაა, ქა რა ქარმა გადმოგაგდო. ჩაეხუტა ვაჩეც. - ეე.. ხომ ხედავ შენს ცოლს მაინც ვუყვარავარ. მოუბრუნდა ვანოს და პატარა ბავშვივით დაეჯღანა. – ცოლს?? ჩავილაპარაკე ისევ მე. – ჰო ნია, გაიცანი, ჩემი მეუღლე ნატა. მითხრა ვანომ და ამჯერად ჩემი დაბნეული სახის დანახვაზე გაეცინა ყველას. – სასიამოვნოა ნია, ბევრი მსმენია შენზე. იმედი მაქვს დავმეგობრდებით. – ჩემთვისაც სასიამოვნოა, მე არა ვიცოდი თუ დაოჯახებული იყავი. მივუბრუნდი ვანოს. – რას იფიქრებდი, იმისთანები დაგვაბრალე... წამოიყვირა ვაჩემ და თვალი ჩამიკრა. – აუუ .. შენ საერთოდ გაჩუმდი რა. – ნია, ვაჩე ჩვენი ოჯახის წევრია. პატარა ბიჭი გვყავს დათო და იმისგან ვერ ვარაჩევთ, ესეც ჩვენი შვილია. მითხრა ნატამ სიცილით და მხარზე ხელი გადამხვია. – ჰოო.. ჭკუა კი ნამდვილად 2 წლის ბავშვის აქვს. ამჯერად მე გავეღრიჭე ვაჩეს. – მოვკლავ... შემომაკვდება. მოიცა, მე შენ გაჩვენებ სეირს, ნაძლევს რომ წააგებ. – რა ნაძლევს? რა ხდება? – რას , ჩემო ვანო და მე და შენი ძმაკაცი დავნაძლევდით, რომ თუ ცურვაში ვაჯობებ, კაბით უნდა მოვიდეს ტრენაჟორებზე და ერთი დღე ეგრე ივარჯიშოს, მაგრამ თუ მე წაგვაგე რასაც მეტყვის იმას ჩავიცვა და სადაც მეტყვის იქ წავალ. – ვა.. საინტერესოა, მაგრამ არ გეშინია? ვაჩე საუკეთსო სპორტსმენია ჩვენში. – მე ჩემი სტრატეგია მაქვს ვანო. ახლა მოვემზადოთ და ვნახოთ ვინ მოიგებს. თქვენ დარბაზში დაგველოდეთ. მანამდე სამინისტროდანაც ეგებ დამირეკონ და მითხრან რა მოიფიქრეს ამ ნეანდერტალელზე. სიცილის აახალი ტალღა წამოვიდა, უფრო სწორად ხარხარის და როცა ყველა დამშვიდდა მე და ვაჩე გასახდელში შევედით. ჩემი საცურაო კოსტუმი დაცვამ მომიტანა და მეც მალე მოვემზადე, მაგრამ როცა ვაჩემ ჩემი გადატყავებული მუხლები დაინახა, საყვდურების ახალი ტალღა წამოვიდა. – რას გიგავს მუხლები, მერე კიდე იტყვი გოგო ვარო. რომელ გოგოს უნახე ეგეთი ფეხები? – დაუნახავო, შენ გამო ვარ ესეთ დღეში და ვერ აფასებ. – ჰოო კარგი, ნუ ბუზნუნებ. შევალთ ეხლა დარბაზში და შევეჯიბროთ . მე ვაჩეს გავყევი უკან და როგორც აღმოჩნდა მთელი გუნდი ჩემს მხარეს იყო, ვანოს და მისი ცოლის ჩათვლით. – თქვე მოღალატეებო, ამაში გამცვალეთ? შენც ნატა? შენს არამზადა ქმართან ერთად? – დიდი ბოდიში ვაჩე, მაგრამ ძალიან გვინდა გნახოთ, როგორ ვარჯიშობ კაბაში. უთხრა ნატამ და ყველას სიცილი აგვიტყდა. სანამ სტარტზე დავდგებოდით, ყველა რაღაც რჩევას მაძლევდა, მაგრამ მე ვეღარავის ვუსმენდი. სტარტზე დავდექით და როგორც კი სროლის ხმა გავიგე, მაშინვე წყალში გადავხტი. ვაჩე რამდენიმე წამით გვიან გადმოხტა, ალბათ გადაწყვიტა ცოტახნით წინ გავეშვი. ჩემი სტრატეგია იმაში მდგომარეობდა , რომ ვაჩეზე ბევრად დიდხანს შემეძლო სუნთქვის შეკავება. მიუხედავად იმისა, რომ საუკეტესო სპორტსმენი იყო, ყველას აქვს თავისი ნაკლი და მისი ზუსტად ის იყო , რომ სუნთქვის შეკავება უჭირდა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საათობით ვარჯიშმა კი ჩემი შედეგი დაახლოებით 2წუთამდე გაზარდა. ამიტომ ვფიქრობდი, რომ ისე გამეცურა და გამომეცურა უკან, რომ სუნთქვისთვის არ დამეთმო დრო, ამით უფრო გავმსუბუქდებოდი და დაახლოებით ნახევარ წუთს მაინც მოვიგებდი, ეს კი საკმარისი გახდებოდა მოსაგებად. არც შევმცდარვარ, წინ აშკარა უპირატესობით მივიწევდი, საერთოდ არ მიჭირდა, მაგრამ უკან აშკარა დაღლილობამ იჩინა თავი, მუხლებმა მტვრევა დამიწყო და ხელები აღარ მემორჩილებოდა. ვაჩე ნელ-ნელა წამომეწია, როგორც კი გამისწორდა ზურგზე დაწვა და ისე განაგრძო ღიღინით ცურვა. სუნთქვის შეკავება აღარ შემეძლო, ბევრად უფრო ძლიერი იყო, უბრალოდ ამის აღიარება არ მინდოდა, ისიც იმდენ ხანს მიშვებდა წინ, რამდენიც შეეძლო. ბოლოს აშკარა უპირატესობით დაწინაურდა და მომიგო კიდეც. ყველა უსტვენდა, არავის არც გაკვირვებია და არც გახარებია მისი გამარჯვება, მაგრამ თვითონ იყო იმდენად კარგ ხასიათზე, რომ ალბათ, მიღირდა კიდეც ასეთი წაგება. პატარა ბავშვივით დახტუნაობდა ადგილზე და სიხარულის შეძახილებს აფრქვევდა. თან მე დამცინოდა. ძლივს მივცორე ნაპირამდე, წყლიდან ამოსვლაში რეზი დამეხმარა. ეს ბიჭი ყოველთვის დიდი ყურადღებით გამოირჩეოდა ჩემ მიმართ და არც ამჯერად შეცვლილა რამე, პირველმა გამომიწოდა დახმარების ხელი. ცოტახანში გასახდელში წავლასლასდი და ის იყო, საშხაპეში უნდა შევსულიყავი, რომ ჩემი ტელეფონიც აწკრიალდა. – გისმენთ?! – ვაჩე აბაშიძის მენეჯერს ვესაუბრები? – დიახ , მე გახლავართ. – გამარჯობა, მე საქართველოს სპორტისა და აახალგაზრდობის განვითარების მინისტრის მოადგილე გახლავართ, მინდა პირადად გითხრათ მადლობა, რადგან თქვენი წყალობით სამსახურიდან გავათავისუფლეთ ისეთი უღირსი პიროვნება,როგორიც ძველი პრეზიდენტი იყო და თქვენივე წერილიდანვე მიღებული ინფორმაციით, სადაც რეკომენდაციას უწევთ ბატონ ვანოს, ის დავაწინაურეთ და იმედი მაქვს , ჩვენი თანამშრომლობა სარფიანი იქნება. – დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ვანოზეკარგად ამ საქმეს ვერავინ გაართმევს თავს, თან მის კონტრაქტს ერთ თვეში უკვე ვადა ეწურებოდა და ასაკის გამო თამაშს ვეღარ შეძლებდა. – მართალი ბრძანდებით, ახლა კი ბატონ ვაჩეზე მსურს გითხრათ, მინდა მოგილოცო და ვაღიარო თქვენი ტალანტი, პირველად ვნახე, ასეთი პატარა გოგონა, რომელიც ასე გულმოდგინედ მიიწევს მიზნისკენ და იცავდეს თავის კლიენტს. საბედნიეროდ, თქვენმა განცხადებებმა ჩვენზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა და გადავწყვიტეთ, ვაჩე გუნდში დაგვეტოვებინა და კონტრაქტი გაგვეგრძელებინა, ამასთან მისი ხელფასი გაიზრდება ჯერ -ჯერობით 2300 ლარამდე, კარგად თამაშის შემთხვევაში კი ეს თანხა რა თქმა უნდა მოიმატებს. კიდევ ერთხელ გილოცავთ, ეს თქვენი წარმატებაა. თუ სამსახურის შეცვლას გადაწყვეტთ, აუცილებლად მობრძანდით ჩვენთან, პირობას გაძლევთ, რომ თქვენისთანა მიზანდასახულ და მებრძოლ ადამიანს კარგ ადგილს შევთავაზებთ. – ვაიმე, უღრმესი მადლობა , როგორ გამახარეთ წარმოდგენაც არ გაქვთ. კარგად ბრძანდებოდეთ. მადლობა. აღარ ვიცოდი რას ვლაპარაკობდი, ფეხშიშველი კივილით გავვარდი გასახდელიდან. – ვაჩეეეეე...... ვაჩეეე...... გავკიოდი ბოლო ხმაზე და როცა ამ უკანასკნელს დარბაზში მოვკარი თვალი სხვა ბიჭებთან ერთად, მათკე ნ ავიღე გეზი, რაც ძალა მონდა მივრბოდი, მაგრამ რა თქმა უნდა, ბედმა ამჯერადაც მიმუხთლა, სველი ფეხი იატაკზე ამისხლტა, მოსხლეტით დავეცი და თავი დავარტყი, რამდენიმე წამი დამჭირდა აზრზე მოსასვლელად, როცა თვალი გავახილე ყველა ჩემ გარშემო შეკრებილიყო. ვაჩე ჩემთან იკუზებოდა , მაგრამ მე არ ვადროვე, ისევ ფეხზე წამოვტი და კივილი დავიწყე.. – დაგტოვეეეს... გუნდში დაგტოვეს, გესმის ვაჩე??? გესმის შე არანორმალურო?? კონტრაქტს გიგრძელებენ. თქვეს , რომ მართალი ვიყავი და გადაწყვიტეს , გუნდში დაეტოვებინე, მადლობა მითხრეს რომ ვანოსნაირ ადამაიანს გავუწიე რეკომენდაცია და ის საძაგელი პრეზიდენტი ჩამოვიშორე. გასმის შეენ?? ხელფასს 2300 ლარამდე გიზრდიან დათუ კარგად ითამაშე , უფრო მოუმატებენ თანხას. ვაიმეეე... არ მჯერაა... – კუზნეჩიკ, როგორ მიყვარხაარ... ყველაზე მაგარი მენეჯერი გვყავს გესმით ბიჭებოოო?? ვაჩ მომვარდა, ხელში ამიყვანა და დამატრიალა, მაგრამ რომ დამსვა თავბრუ დამეხვა და ნატას დამიჭირა. ყველა ხტუანავდა, ხან მე მეხვეოდნენ, ხან ვაჩეს, ხან ვანოს ულოცავდნენ. – ესეიგი, შენ დაწერე ხომ ჩემს სახელზე რეკომენდაცია? მომიახლოვდა მომღიმარი ვანო და ცოლის გვერდზე დადგა.. – არაა.. ანუ.. ის.. არასწორად ვთქვი.. უბრალოდ არ მინდოდა, ამ სპორტს ჩამოშორებოდი და ისაა.. გადავწყვიტეე.. – ვაიმეე.. მართლა რა საყვ არელია არა ნატა??დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. – ბიჭებო, ეს ამბავი მგონი აღნიშვნას ნამდვილად იმსახურებს. წამოიყვირა ერთ-ერთმა და დანარჩენებმაც აუბეს მხარი. – მართალი ხარ, მე გეპატიჟებით ყველას. სადაც გინდათ იქ წადით და მერე დამირეკეთ სად იქნებით , მოვალთ ჩვენც მალე, ხომ არ დაგავიწყდათ, რომ კუზნეჩიკს ნაძლევი აქვს ჩასაბარებელი? – ეეე.. რა წესია. კარგი რაა. მე ხომ ესეთი კარგი ამბავი გაგაგებინე? მეგონა დამეთანხმებოდნენ, მაგრამ ყველა ვაჩეს მხარეს დადგა. – მართალია ნია, ნაძლევი ნაძლევია, შენ ხომ სიტყვა მიეცი და იმ სიტყვას ხომ არ გადახვალ? მხოლოდ დავიჯღანე და ვაჩესთან ერთად წავედი გასახდელისკენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.