შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გიჟი და უფრო გიჟი(4)


30-03-2016, 00:05
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 10 829

ამ საზიზღარმა ჭკუით მაჯობა, მეორე გამოსასვლელიდან გამოვიდა ,გზა მომიჭრა და მოულოდნელად დამიჭირა
-აბა ქალბატონო სად გარბოდი?
-აუუ ლააშ კარგი რა ვიხუმრე უბრალოდ- მისკენ შევბრუნდი და ყელზე მოვხვიე ხელები, წამით შეიშმუშნა ,მერე მიხვდა რომ ვეთამაშებოდი და მაგრად მომიჭირა
-ქალბატონო არასწორად შეარჩიე მოთამაშე - სიცილით მითხრა და მხარზე გადამიკიდა, ვაიმე ისეთი თავბრუსხვევა მქონდა, მეშნოდა არ დავვარდნოდი, ყოველ ნაბიჯზე მეგონა მიწას დავეხატებოდი და ვკიოდი კიდეც. ვერაფრით გავაჩერე ბოლო ისეთი საშინელი სასჯელი გამიკეთა ლამის მოვკალი. იჯდა მთელი საღამო წრუპავდა ღვინოს მე კი პირობა დამადებინა თვის ბოლომდე ერთ ჭიქაც არ უნდა დამელია.
-ბოროტი ხარ
-აბაა ? ძალიან ძალიან ბოროტი ბიძია ვარ - სერიოზულად თქვა და ჩემს ნახატს დააკვირდა - ძალიან ლამაზი გამოვიდა ჩემს ბინაში დავკიდებ
-არ მოგცემ მაგ ნახატს გაბრაზებული ვარ
-შევთანხმდით რომ მაჩუქებდი სიტყვას უკან წაიღებ?
-რომელი კანონიერი ქურდი და სიტყვის კაცი მე მნახე რა შემიშლის ხელს
-შენ ხო ცუდი გოგო არ ხარ
-ბავშივით ნუ მელაპარაკები თორემ არ ვიცი რას გიზავ
-ვერაფერსაც ვერ გააკეთებ ქალბატონო . ისე დაღამდა უკვე და მომშივდა
-მე გავაკეთებ რა საქმე არაფერი მაქვს
-გთხოვთ
-უნდა მიყურო?
-დიახ - მითხრა და მაღალ სკამზე შემოსკუპდა.
-ასე ვერ ვამზადებ არ შემიძლია - უცებ დავიწუწუნე და დანა დავაგდე. მართლა არ შემიძლია, როცა რამეს ვაკეთებ ყოველთვის სიმღერას ვუსმენ ,ვღიღინებ და ვცეკვავ . ახლა ასე მშვიდად ვერ დავდგები და ვერ მოვამზადებ, ორი დღეა „არ მიცელქია“ ეს ბიჭი ჩემს დაჭკვიანებას აპირებს და არ მომწონს . ვგრძნობ მოახერხბს მე კიდევ მინდა ისეთი ვიყო როგორიც ვარ და არ მესმის მისი. ეს მაბრაზებს.
-სამწუხაროდ ვერ გიმღერებ არ მეხერხება
-ლეპტოპი ხომ გაქვს სიმღერა ჩართე რამე კლასიკა ხომ არ გაქვს ყველა
-მოკლედ რა - ოთახი დატოვა და მალე სიმღერის ხმა გავიგე. ჯესი ამოვიცანი და მეც ინსტიქტურად ავაყოლე სხეული მელოდიის რიტმს. აი ჩემი კიდევ ერთი სისუსტე , არ შემიძლია დუნედ ყოფნა, თუ არ ვიმოცძრავე ,ვიცეკვე, გავიცინე ვერ ვიგღძნობ სიმსუბუქეს. შეიძლება არაა ნორმალური , შეიძლება არა მართლა არანორმალური ქცევაა 27 წლის ქალი ასე რომ იქცევა მაგრამ ყოველთვის არაორდინალური, გამორჩეული , ცოტა გიჟი, ცანცარა და საყვარელი. ვფიქრობ ჩემი ხასიათს ყველაზე დიდი პლიუსი ის ააქვს რომ ასაკი არასდროს დამეტყობა. თუმცა დიდი პრობლემა არ მაქვს ამასთან დაკავშირებით, ბუნებრიობის მომხრე ვარ და მინდა ისე გამოვიყურებოდე როგორიც სინამდვილეში ვარ .
მომზადება დავასრულე , ლაშიკოსაც დავუძახე ეზოში ელაპარაკებოდა ვიღაცას მობილურით. გაბრაზებული შემოვიდა მაგრამ არაფერი უთქვამს, ჩანგლით თამაშობდა და ლუკმა არ უჭამია
-რამე მოხდა?
-არა არაფერი . ყველაფერი კარგადაა -გამიღიმა მაგრამ მისი თვალეის ფერი ნაცრისფერი იყო ,ვერ მომატყუებ ვაჟბატონო .მაგრამ კარგი იყოს ასე რადგან არ გსურს არაფერს გკითხავ.
როცა მივალაგე ,საძინებელში შევედი , იქ არ იყო აივანზე დავინახე, საშინლად ციოდა, აღარ წვიმდა . ის კი იდგა და ეწეოდა. ვერც კი შეამჩნია როგორ მივუახლოვდი, სიგარეტი რომ გამოვართვი, გაბრაზებულმა შემომხედა . სხვა დროს ალბატ მოვწევდი მაგრამ იქედან ვისროლე და ლაშას თვალებში შევეცადე ამომეკითხა ინფორმაცია
-სიცივეა სახლში შედი- სახეზე მომეფერა და თმა კურს უკან გადამიწია
-შენც წამოდი და შევალ-მის გარეშე არსად წასვლას არ ვაპირებდი . ხელი ჩავკიდე და შევიყვანე -რა მოხდა არ მეტყვი? თუ არ მეტყვი უფრო ცუდად ვიქნები
-მამიდა მყავს საქართველოში, გავიგე რომ კიბიდან დაგორდა . ფეხი მოუტეხავს ,საკმაოდ მძიმედ .მე კი ჩასვლას ვერ მოვახერხებ . მას ძალიან ვუყვარვარ და ვიცი ჩემი ნახვა ძალიან გაახარებს . შვილები არ ჰყავს ,მისი გაზრდილი ვარ დედასავით მიყვარს .
-დაბრუნდი ცოტა ხნით სანამ გამოჯანმრთელდება
-არ შემიძლია ,ძალიან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს ორ დღეში ვიწყებ და თუ არ დავრჩი რამდენიმე მილიონს დავკარგავ . ეს ჩემზე არაა მარტო დამოკიდებული , ეს თანხა ბევრ ადამიანს დაეხმარება
-ცუდია რომ ვერ მიდიხარ. მასტან ახლა ვინაა
-მხოლოდ მოსამსახურეები, ჩემი დაქირავებული ექთანი და რამდენიმე მოსამსახურე
-შენი მშობლები რომ მივიდნენ? და დარჩნენ? -ეს რომ ვუთხარი უფრო გაუმუქდა თვალები, თავი დახარა, ვგრძნობდი რომ ტკიოდა, ხელები დაეჭიმა-მაპატიე მე რამე ისე ..
-ჩემი მშობლები გარდაიცვალნენ . დედა ჯერ კიდევ მაშინ როცა შვიდის ვიყავი მამა კი ...მამა სამი წლის წინ -არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა, უბრალოდ ვგრძნობდი რომ მის ტკივილს ვერ გავიგებდი არ შემეძლო გააზრება რა შეიძლება ყოფილიყო მშობლების დაკარგვა . უბრალოდ მისი ტკივილი მტკიოდა . მოვეხვიე და ვიგრძენი როგორ მოეშვა- ეს დიდი ხნის წინ იყო აღარ მინდა გახსენება. მოკლედ ასე მე მხოლოდ მამიდა და ბებო მყავს საყვარელი ბებო რომელსაც აუცილებლად გაგაცნობ .
-მომაწევინე სიგარეტი რა -გვერდით მივუჯექი და ერთი ღერი ვთხოვე . მაიმუნს ჰქონია დამალული სიგარეტი და არ მითხრა,მაგრამ ჯანდაბას ახლა მომაწევინოს
-რა პირობა მომეცი?
-მე სასმელზე შეგითანხმდი და არა სიგარეტზე
-კარგი მოწიე, რა უფლება მაქ აგიკრძალო . შენი ორგანიზმი შენ გეკუთნის - კოლოფი მაგიდაზე დადო და ნამუსზე შემაგდო ფაქტიურად, ძალიან მინდოდა მაგრამ არ მოვწიე , უბრალოდ ჩავეხუტე და გავიტრუნე,მაგრამ ვინ მაცადა. თორნიკე მირეკავდა
-სად ხარ საშინელი ამინდია, ჩემთან გამოდი გთხოვ მეშინია რამე არ დაგემართოს არ ვიცი
-მომესალმე ჯერ თოკჩუნა -მისი ხმის გაგონებამ შვება მომგვარა. როგორ ნერვიულობს ჩემი ბიჭი მაგრამ ის კი არ იცის სანდო ხელშ რომ ვარ- მეც მომენატრე, მადლობა რომ გამანთავისუფლე ვგიჟდები ჩემზე რომ ღელავ. მარტო ყოფნა თუ არ გინდა შენს რომელიმე ნაშას დაურეკე და მოცუნცულდება, მერე უარეს ამბავს დაატრიალებთ ვიდრე ქარიშხალია და დასრულდება ყველაფერი
-რამდენჯერ უნდა გითხრა
-რამდენჯერ უნდა მითხრა რომ უზრდელი ბავში ვარ მეც მაგას არ გეუბნები? რამდენჯერ უნდა მითხრა
-სად ხარ შენ რამე მოწიე? ხომ გითხარი აღარასდროს მოწიოთქო
-არაფერი მომიწევია , ორი დღეა სიგარეტსაც კი არ გავკარებივარ შენს თავს ვფიცავარ
-ნუ მიფიცებ ტყუილზე , სად ხარ საერთოდ რა შვებულება აგიტყდა, მივედი სამსახურშ და მდივანმა მითხრა განთავისუფლდა ხუთი დღითო . სად წახვედი ამჯერად რა მოიფიქრე ეშმაკუნა ჰა?
-სვამ შენ? -უცებ მივხვდი რომ რაღაც გადაყლაპა, ფხიზელიც არ იყო
-ხო არ შეიძლება? უბრალოდ დღეს რაღაც გავიგე და რომ არ დამელია არ შემეძლო. მჭირდები შენ კიდევ არ ხარ ჩემთან, საერთოდ არც ვიცი სად ხარ- მისი შეწუხებული, სევდიანი ხმა რომ გავიგე , სწრაფად მოვშორდი ლაშას და ფანჯრის რაფას დავეყრდენი. ვგრძნობდი რომ სუნთქვა მეკვროდა. რაღაც ცუდი მოხდა ,ვიცოდი რაღაცას არკვევდა და მეშნოდა, მეშინოდა რომ ვინმე რამეს დაუშავებდა. თორნიკე არ იყო ის კაცი ვისაც ბოროტების ჩადენა შეეძლო, კეთილი ადამიანები კი შურისძიებას ვერასდროს ასრულებენ
-თორნიკე რა მოხდა? მითხარი რა გაარკვიე.. მე მე ახლავე წამოვალ თუ გინდა
-სად წამოხვალ გოგო რა ამინდია იცი? ახლა რომ სახლიდან გამოხვიდე მოგკლავ მითუმეტეს ქალაქში არ ხარ მგონი . სად წახვედი ვისთან ერთად ხარ
-ქალაქიდან გასული ვარ მაგრამ ორ საათში შენთან ვიქნები მართლა
-აღარ გაიმეორო ეგ , კარგად ვარ . უბრალოდ მელაპარაკე , მითხარი ვისთან ერთად ხარ ვინმე გყავს?
-არავინ არ მყავს რას სულელობ . მომიშალა ახლა ნერვები, შეწუხებულია ბიჭი ჩემი მარტოობით
-კარგი ნუ ბრაზობ აბა ვისთან ერთად ხარ ,გოგონები დღეს ვნახე , ბიჭთან ხარ უეჭველი მაგრამ ვინაა
-იფიქრე და იქნებ მიხვდე ბატონო თორნიკე ,თუმცა რაღაც ეჭვი მეპარება
-ლაშასთან ერთად ხარ? -მოკლედ რა ყველა რატომ ხვდება
-არა
-ნუ მატყუებ- ვერც მოატყუებ. მაგარი ვიღაცაა რა ფიქრების ამოცნობა შეუძლია, კილომეტრების მოშორებით ხვდება ვატყუებ თუ არა. - კარგი წავედი. კარგი დროის გატარებას გისურვებ, არ იცელქო იცოდე , ჭკვიანად
-კარგი თოკ ნახვამდის. გავუთიშე და ბუხართან დავჯექი. ვერ დამარწმუნა, არც ისეთი სულელი ვარ დადეშქელიანმა რომ მომატყუოს, ვიცი რაღაც ხდება, რაღაც ცუდი ან პირიქით კარგი მაგრამ აუცილებლად ნატალიასთან ექნება კავშირი. ცუდ ხასიათზე ვარ , ლაშას მუხლებზე დავდე თავი და გავიყურსე . როგორ მინდოდა მომეყოლა მაგრამ არ მინდოდა ცუდად გამეხადა, ისედაც დარდობდა მამიდაზე, ცემი პრობლემა რატომ უნდა მოვახვიო თავს , სხვა დროს ვეტყვი აუცილებლად
-არ მომიყვები?
-სხვა დროს აუცილებლად. ახლა უბრალოდ დაძინება მინდა. თბილად და მშვიდად ძილი- მხურვალე ტუჩები საფეთქელზე მომაკრო და ხელში ამიყვანა. არაფერი მითქვამს უბრალოდ მივეკარი და გავიტრუნე. ოთახში დამსვა და ზურგით დადგა
-გამოიცვალე ,ჩემი მაისური ჩაიცვი
როგორ მეზარებოდა იმ წამს გახდა, საერთოდ ხელების ამოძრავებაც მეზარებოდა. მაგრამ რა მექნა, სწრაფად გამოვიცვალე , ლაშას მაისური გადავიცვი და სასწრაფოდ დავწექი, საბანსი ჩავიმალე სანამ ლაშიკო არ ჩამეხუტა და გამათბო. სითბოს, სიმყუდროვის და სიმშვიდის შეგრძნება, სხვა რა იყო საჭირო .

მეორე საღამოს სასეირნოდ წავედით. ის რამდენიმე დღე სამუდამოდ დარჩა ჩემს მეხსიერებაში . ლაშიკოსთან ერთად არაჩვეულებრივი დრო გავატარე. რამდენიმე თვე კიდევ გავიდა. არაფერი იცვლებოდა, ისევ ისე მექცეოდა არაფერს მაძალებდა, სიყვარულზე და გრძნობებზე საერთოდ არ მესაუბრებოდა, მაგრამ საჭირო არც იყო. მართალია ლაპარაკის მოყვარული ვარ მაგრამ როცა გრძნობას ეხება საქმე ზედმეტი სიტყვები არაფრად მიმაჩნია,მთავარია გრძნობა .
ერთი წელი გავიდა მას შემდეგ რაც ლაშიკო გავიცანი. ერთი ბედნიერი წელი ჩემ ბიჭთან ერთად . რატომღაც დილიდან კარგ განყობაზე ვიყავი. ლაშიკო არ ჩანდა ,ერთი კვირაა საქმეები აქვს და არ მინახავს . დღეს რატომღაც ძალიან მომენატრა, დავურეკე არ მიპასუხა, არც თავად მირეკავდა, გავბრაზდი და გაბუტული ჩავუჯექი სახლში ჩვენ საყვარელ ფილმს. ხო მართლა ისე ხშირად აღარ ვეწევი ,მაგრამ მაინც ვერ გადავეჩვიე . უცებ ამრერდა ჩემი მობილური და ძლივს ვუპასუხე ბატიბუტით გამოტენილი პირით
-გისმენ
-რა ხმა გაქ გოგო ჭამ?-სიცილი დაიწყო და დიდხანს იცინოდა, დარწმუნებული ვარ წარმოიდგინა ჩემი გამობერილი ლოყები
-დიდხანს იცინებ თუ მეტყვი რა გგნებავს
-სასწრაფოდ ჩაიცვი და ერთ საათში მზად ყოფნაში დამხვდი
-რატომ
-აივანზე დაწექი მოგიტაცებ- ჩემი საყვარელი ფილმიდან სიტყვები და ისევ სიცილი.
-კარგი მოვემზადები თანახმა ვარ მომიტაცო ,მაგრამ მოტაცებული ისევ შენ არ დარჩე წაბუკო- გავიცინე და სასწრაფოდ დავბზრიალდი. ჩემი სისწრაფის ამბავი კო მოგეხსენებათ საუკეთესო კაბა ამოვარჩიე ,ახლახან შევიძინე და ჯერ არსად მცმია . მწვანე კაბა, შავი ფეხსაცმელი, ჩემი ანგელოზი რომელიც ლაშკომ მაჩუქა და ფირუზისფერი საყურეები. შავი კლატჩი და საოცრება ვიყავი. ნუ ეხლა მე ხომ ისედაც საოცრება ვარ საოცრებათა შორის იმიტომ რომ ბედნიერება ალამაზებს, ჩემს შემთხვევაში საოცარი გამხადა ამ ბედნიერებამ.
როგორც ყოველთვის დროულად მოვიდა, სახლში შემოაბიჯა, პერანგი და შავი შარვალი ეცვა. ჩემი სიმპაწიურიიი . რომ დამინახა გაღიმებული ღიმილი სახეზე შეაშრა და რამდენიმე წამი თვალის დაუხამხამებლად მიყურებდა.
-გეყოფა ახლა დიდხანს უნდა მიყურო? დავიწვი უკვე ასე მგონია ეგ მწვანე თვალები ლაზერს წარმოადგენს და ბოლი ამდის - უცებ მივაყარე და გიჟივით მოვეხვიე- მომენატრე საზიზღარო. გაბრაზებული ვარ საშინლად ,მტელი კვირაა არ გინახივარ, რა საქმე გქონდა ჩემზე მნიშვნელოვანი? არ იცი რა ეგოისტი ვარ? გაგებუტები იცოდე
-მეც მომენატრე - შეცვლილი ხმით მითხრა, ჩაახველა და გაიწია- წავიდეთ
-სად მიგყავარ ლაშიკო?
-სადღაც
-უი მართლა? - შევიცხადე და მის ხელებს დავაკვირდი, დაძაბული იყო, ვენებიც დაბერილი ჰქონდა ყელზე საფეთქელზეც და საერთოდ ძალიან ღელავდა - ლააშ?
-ხო
-მალე მივალთ?- მინდოდა მეკითხა რას ხდებოდა მაგრამ დაცდა ვარჩიე
-კი სულ რამდენიმე წამიც -მივხვდი რომ ტბის სახლში მივყავდი . დავმშვიდდი ,შევეცადე უარესად არ ამენერვიულებინა. მანქანა ტბასთან გააჩერა და გადავიდა ,ფარები ანათებდა წინ ყველაფერს , ტბა ძალიან ლამაზი იყო ,გრილი სიო უბერავდა და თმებს მირევდა. გარემოს ვუყურებდი , სავარძელში მოვკალათდდი მაგიდასთან და ღვინო მოვსვი . ვიცოდი რაღაც მნიშვნელოვანი უნდა ეთქვა ,თავს ფიქრი ავუკრძალე. თითები მაგიდაზე აათამაშა, ძალიან რელავდა , სიგარეტიც კი მოწია. მიყურებდა და თითქოს გადაწყვეტილების სისწორეში რწმუნდებოდა
-ლაშ გახსოვს რა გითხარი ადრე?
-ვიცი .. უნდა გითხრა პირდაპირ რასაც ვფიქრობ და არ ვინერვიულო რადგან ყველაფერს გაიგებ. მაგრამ ... მეშინია ,რომ არ მოგეწონება რასაც გეტყვი - კვამლს სიტყვები ამოაყოლა და თლილი თითები თმაში შეიცურა - არ ვიცი გახსოვს თუ არა .. დღეს ერთი წელი გავიდა მას მერე რაც გაგიცანი ...ერთი წელია მთელს ჩემს არსებას იპყრობ და უკვე ერთი წერტილის არ შემომრჩა შენით რომ არ არსებობდეს , ვიცი რომ ის გიყვარს ... ძალიან ბევრი ვიფიქრე და მივხვდი რომ ვერასდროს შევიყვარებ სხვას ,რაც არ უნდა მხოდეს, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს . არასდროს მითხოვია შანსი , შანსი შენი სიყვარულის მოსაპოვებლად. ვცდილობდი შენთვის მხოლოდ მეგობარი ვყოფილიყავი ახლა კი ... ახლა შანსი მჭირდება... უაზრო იქნება ხელის თხოვნა რადგან ვიცი არ დამთანხმდები უბრალოდ მინდა ეს ბეჭედი გქონდეს ,უბრალოდ შენთან იყოს და როცა მიხვდები რომ შანსს ვიმსახურებთ ორივე გაიკეთე . ესეც საკმარისი იქნება ,მანამდე კი არ მინდა რამე შეიცვალოს ჩვენს ურთიერთობაში ამ ბეჭდის გამო . არ აქვს მნიშვნელობა როდის გაიკეთებ, იქნებ არასდროს დავინახო ეგ ბეჭედი შენს თითზე ,მაინც შენს გვერდით ვიქნები უბრალო მეგობრის სტატუსით, რომელიც არასდროს მიგატოვებს და სულ ეყვარები
ყველაფერი გაჩერდა, სუნთქვაც დამავიწყდა, გულისცემა აღარ მესმოდა. ყველაფერი იმიტომ რომ ვხედავდი როგორ უწირდა ამ სიტყვების თქმა. ვიცოდი რომ არაფერს შეცვლიდა ჩვენთვის ეს ბეჭედი. მეშინოდა რომ ვერასდროს მოვირგებდი ამ ბეჭედს, რომ გულს ვატკენდი ადამიანს რომელსაც ჩემი ბიჭებისგან არ ვარჩევდი, ისევე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის როგორც ანდრო, გიო, ცოტნე და თორნიკე მაგრამ არ ვიცოდი რამდენად შესაძლებელი იყო ისევე მყვარებოდა როგორც ვატო, ისევე მქონოდა მასთან სხვაგვარი ურთიერთობის სურვილი და მეოცნება საერთოდ დილაზე რომელიც მისი ღიმილით და ვნებიანი კოცნით დაიწყებოდა. არ მემართებოდა ის ყველაფერი რაც ვატოს დანახვისას . მასზე ფიქრში არ დამთენებია, ვერ ვიტირებდი მისი დაკარგვის გამო . ალბათ სურვილიც არ მქონდა მისი სხვაგვარად შეყვარების რადგან უკვე ჰქონდა მას ჩემს ცხოვრებაში უცვლელი ადგილი,რომელსაც ვერავინ დაიკავებდა. ია არ იყო შეყვარებული, ბოიფრენდი, საქმრო, არც მეგობარი რადგან როგორც არ უნდა მომენდომებინა მსიტვის მეგობარი ვერასდროს ვიქნებოდი, ვერასდროს შემომხედავდა გულდრილად . ის უბრალოდ ლაშა იყო ჯაფარიძე და ეს მეტს ნიშნავდა
-ყველაფერი გასაგებია . ვმახსოვრებ ამ შემოტავაზებას და იცოდე ოდესმე თუ გავიკეთებ ამ ბეჭედს და არ გემახსოვრება ტრუპი ხარ -გაეცინა
ვერ ვეტყოდი ჩვეულებრივ სიტყვებს მე მაპატიე და ბლა ბლა ბლა . ბეჭედის ყუთი ავიღე კლატჩში ჩავდე და გავუღიმე -დღეს ჩემო კარგო ის დღეა როცა ორივე უნდა დავთვრეთ გათიშვამდე - წამოდი სახლში - ხელი ჩავკიდე, ღვინის ბოთლი და ჭქები ავიღე და სახლში შევიყვანე. საძინებელში ის მოკლე კაბა ჯანდაბაშ მოვისროლე ლაშას მაისური ჩავიცვი და მასთან გავედი.
რამდენიმე წუთში დივანზე ვიყავით მიწოლილები და გიჟებივით ვიცინოდით , ძველი ამბების გახსენებისას . რამდენი ბოთლი დავლიეთ, რამდენი სიგარეტი მოვწიეთ არ მახსოვს მაგრამ ირგვლივ კვამლში რომ იყო ყველაფერი გახვეული ზუსტად მახსოვს. ბოლოს საწოლში დაწოლის თავც არ გვქონდა, დივანზე მივწექით და დავიძნეთ, უფრო სწორედ გავითიშეთ. ასე და ამრიგად მე მიზეზმა თავის ტკივილისა თავად გავუყუჩე ტკივილი.ცოტა ხნით მაგრამ იმ დროს ასე იყო საჭირო. დილით რომ გამახსენა ლაშას „პპარხმელია „ მოვუმზადე ჩემი წვნიანი და საძინებელში შევუტანე . მალე წამოდგა, მოწესრიდგა და ავედით. მანქანაში ვიჯექით როცა დაურეკეს . ცოტა ისაუბრა შემდეგ მოისროლა მობილური და ღრმად ამოისუნთქა
-რა ხდება?
-მივდივარ! სხვა ვარიანი არაა . აუცილებელი საქმე მაქვს . არ მინდა მაგრამ საქართველოშ უნდა დავბრუნდე
-რამდენი ხნით- ვიფიქრე ჩავიდოდა და წამოვიდოდა
-არ ვიცი თვეებით ან შეიძლება წლით ...
-ერთი წლით? - წამოვიყვირე და მანქანა გააჩერა . ისიც მიდიოდა? მარტო უნდა დავრჩენილიყავი? თორნიკეც წავიდა , მგონი სამუდამოდ ახლა კი ის მიდიოდა
-შენც ხომ ბრუნდები რამდენიმე თვით
-მე უბრალოდ ზაფხულს გავატარებ საქართველოში სულ კი არ ვბრუნდები ერთი წელი ბევრია . მაგრამ კარგი როდის მიდიხარ?
-ხვალვე უნდა წავიდე
-კარგი ხვალვე წავიდეთ
-თ? შენც მოდიხარ?
-რა მინდა აქ ბარემ წამოვალ . ჩემს ბავშვებს ვნახავ, ყველანი მომენატრნენ, თან ახალი ამბებია თორნიკეს ამბავს გავიგებ, ვინაა ის გოგო ვისთანაცაა. ბავშვებს ვნახავ, ჩემი ნატალიას შვილი უნდა ვნახო, რომ დავინახავ მივხვდები ნამდვილად ისაა თუ არა ,ისე ეჭვი მეპარება, ვერ ვიჯერებ .მგონია რომ უბრალოდ ბავშვები იშვილა და მორჩა - თორნიკეს ვთხოვე ბავშვები არ ეჩვენებინა. არ მინდოდა, შოკი იყო ჩემთვის როცა თქვა რომ ჩემი ნატალიას შვილი ცოცხალი იყო.რომ იმ ყველაფერს გაუძლო და უკვე ხუთი წლის იყო .
-ანუ ერთად მივდივართ?
-ხოო მომენატრნენ ჩემები. ბარგს რა ჩაალაგებს როგორმეზარებააა აუუუუ- დავიმანჭე და ლაშამ ისე გამომხედა მივხვდი არ დამეხმარებოდა
-ხომ არ გავიწყდება მეც რომ მოვდივარ
-კარგი ხო რა იყო. არაფერშ გამოადგები კაცს მარტო ბუზღუნი იცი
-შენ თავს ახასიათებ?
-საზიზღარო- ხელი მივარტყი გაბრაზებულმა მაგრამ მაინც გამეცინა ისე საყვარლად იცინოდა- მოკლედ იქ რომ ჩავალთ ამბავი დაგხვდება შეგჭამენ გოგოები.
- მერე შენ რა
-რას ქვია რა ვიღაც გატაპრანჭულ ქალებთან რა გინდა ვერ გავიგე . ნუ ახლა გემოვნება კი გაქ კაი მე მჯერა შენი
-ვერ ხარ შენ
-შენ ხო რას ამბობ დალაგებული ხარ- ენა გამოვუყავი და დავეჭყანე. მანქანიდან გადავედი და იმ წამიდან დავიწყე ბარგის ჩალაგება. თითქმის ყველაფერი ჩავალაგე , ძალიან ცოტა ნივთები დავტოვე მხოლოდ ისინი რაც არ მიყვარდა და სიედაც არ ვიყენებდი. რატომღაც მინდოდა სულ დავბრუნებულიყავი. მითუმეტეს მას შემდეგ რაც თორნიკემ მითხრა რომ ბავშვებთან ერთა დიქ ცხოვრებას აპირებდა. მეც მაგარი ვარ რა ვერ ვათქმევინე იმ გოგოს სახელი ვინც ასე მოსწონს? მე თუ მკითხავთ ჩემს ბიჭს ისევ შეუყვარდა და ძალიან ბედნეირი ვარ მაგრამ ეგ რომ თორნიკეს ვუთხრა შეიძლება მომკლას.
მეორე დღეს საქართველოსკენ გამოვფრინდით. მგზავრობამ ამაღელვებლად, ჩაიარა. ლაშიკოს ძალიან უწირდა ამდენი წლის შემდეგ უკან დაბრუნება ის ჯერ კიდევ მაშინ ამოვიდა როცა 20 წლის იყო, მას შემდეგ უკან აღარ დაბრუნებულა. არუყვარდა საქართველოთქო ვერ გეტყვით უბრალოდ ცუდი მოგონებები ჰქონდა . მესმოდა მისი , ალბათ არასდროს დავბრუნდებოდი ქალაქში სადაც შვიდი წლის ასაკში დედა მომიკვდა თვალწინ. დედა რომელიც ღალატობდა მამას . ადგილს სადაც ხედავდა როგორ ჩხუბობდნენ მისი მშობლები, გარეთ ყველასთვის მოსიყვარულე,, სეძლებული ოჯახი სახლში გიჟი მამა, ბოზ.. დედა რომელსაც ათობით საყვარელი ჰყავდა. ამ ყველაფერს ხედავდა შიდი წლის ბავშვი და წარმოიდგინეთ მისი ფსიქიკისთვის როგორი გადასატანი იყო ამ ადგილას დაბრუნება, სულ რომ არ მდომოდა საქართველოში წამოსვლა იმ ეტაპზე მარტო ვერ გავუშვებდი .
როგორც იქნა ჩავედით. ლაშიკოს ხელი ჩავკიდე და მაგრად მოვუჭირე თითები. მონატრებული ქვეყანა. ჰაერიც კი სხვანაირი იყო, ცაც სხვა ფერი მეჩვენებოდა. ლაშას მხარზე მივეკარი და ლოყაზე ვაკოცე
-ყველაფერი კარგად იქნება ლაშ - ჩურჩულით ვუთხარი და დავმშვიდდი როცა მისი თვალები ჭაობისფერი დავინახე და არა ნაცრისფერი. არავისთვის მითქვამს რომ ვბრუნდებოდი ამიტომ აეროპორტში არავინ დაგვხდვა. ლაშიკოს მძღოლი და ჟურნალისტების კოლონა შეეგება. მე ისე გავედი იქედან ვერავინ შემნიშნა თორემ დაიწყებოდა ჭორები . ჩემს საყვარელ გიუნას იმ დროს დავადექი როცა აგარაკზე აპირებდნენ წასვლას. ისე მომენატრნენ როგორ ჩამოვეხსენი არ მახსოვს. გზაშ ყველაფერი მოვაყოლე და გაგიჟებული ვიყავი ის გოგო ანაბელი რომ აღმოჩნდა, ბავში კი შავთალება დამიანე რომელსაც ანაბელი საკუთარი შვილივით უვლიდა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ბედის არსებობაში, და იმაშიც რომ მაგარი მოთამაშე რაღაც იყო. სამშობლოში დაბრუნებამ ჩემზე დადებითად იმოქმედა. ლაშიკოს ვესაუბრე როცა მივხვდი უკეთ იყო და მამიდას ნახვამ გაახარა, მშვიდად განვაგრძე სიგიჟე. ხომ მაგარი მშვიდად სიგიჟე .
რთული იყო ვატოს ნახვა , იმ დღეს გამოვყოფ .ყველანი ერთად ვიყავით და არ ველოდი მის გამოჩენას, ძალიან ბევრი დავლიე აბა როგო . ამდენი ხნის შემდეგ ერთად ვიყავით და გამოჩნდა კიდეც , სწორედ მაშინ როცა მინდოდა გიორგისთვის მიმეხვედრებინა აეწია ერთი ადგილი და მისულიყო ცემს ანგელოზ სარძლოსთან და ეთქვა რომ მაგრად უყვარდა. ვერასდროს ვიგებდი ხალხის რომლებიც გრძნობებს არ ამჟღავნებდნენ, ეს ხომ სირცხვილი არაა, პირიქით ბედნიერებაა როცა გიყვარს და შეგიძლია გამოსცადო ეს გრძნობა. მიტუმეტეს ნათელი იყო რომ ლილესაც უყვარდა .
ვიცი რომ გიჟი ვარ , ალბათ არ უნდა მეკოცნა მაგრამ ვაკოცე და არ ვნანობ . შეიძლება ვნანობ მაგრამ კოცნა უმნიშვნელოა ჩემთვის. მისი დანახვაც კი სიამოვნებას მგვრის და არ იყო აუცილებელი კოცნა. რაღაც მომენტში როცა გამოვფხიზლდი მივხვდი რომ ცუდად მოვიქცეი, ეს რომ ლიკას გაეგო არ მოეწონებოდა ალბათ ,მე კი მატ შორის უთანხმოების გაჩენა ყველაზე ნაკლებად მსურდა. მაინც მაგრად გავერთე.
ყველაფერი კარგად მიდიოდა ერთხელ ლაშიკომაც მომაკიტხა თოკოს სახლში მორიგი ქეიფისას. ძალიან მომნატრებოდა და არ მყოფნიდა მისი უბრალო ჩახუტება. ვიცოდი არ შემოვიდოდა მაგრამ მაინც ვთხოვე.
ყველაფერი კარგად მიდიოდა, ლაშამ საქმეები ააწყო, ახალი სახლი იყიდა და ახალი ფურცლიდან დაიწყო სამშობლოსთან კავშირი. მართალია ვერ დაივიწყებდა კრიმინალ მამას, როგორ ჭორაობდნენ მათზე როცა დედა აღარ ჰყავდა, ჟურნალისტების გაუთავებელი შემოტევები და ფარად ქცეული მამიდა რომელიც სიცოცხლეზე მეტად უყვარდა .ის იყო მისთვის დედაც , მამაც და ყველაფერი. მისი მეშვეობით მიიღო ყველაფერი, მისი დამსახურებით იყო კაცი . ჯერ კიდევ პატარა იყო ქალბატონი ლენა როცა მარტო დარცა ლაშა. მან კი მოახერხა განათლების მირება, ძმის ქონების განკარგვა და ძმისშილის აღზრდა. არ გათხოვილა ახლა კი 50 წლის ქალი იყო უკვე . მისი გაცნობით დიდი სიამოვნება მივიღე, მივხვდი რატომ იყო ასეთი კარგი ლაშა .
ჩემი ანდრიკოს ქორწილის დღეც დადგა. დიდი ფიქრის შემდეგ მორიგი სიგიჟე ჩავიდინე რითაც ახალი ცხოვრება დავიწყე . ლაშიკოს წინადადება მივიღე არათითზე მოვირგე ბრილიანტის უმშვენიერესი ბეჭედი რომელსაც ის გრძნობა საოცარს ხდიდა ,რითაც მომიძღვნეს და პირველად ჩემივე ინციატივით შეეხო ჩემი ტუჩები ლაშას წითელ ბაგეებს. არ მეგონა ეს კოცნა ასე თუ მომეწონებოდა . როცა გაიაზრა რაც გავაკეთე ისე დაეკონა ცემს ბაგეებს მეგონა ამ სამყაროში ვეღარ დავბრუნდებოდი. უნდა ვაღიარო კოცნაც საოცარი იცის . ნუ მერე დავხვეწე მაგრამ მაინც( ვხუმრობ თორე მე რა დავხვეწე, ასეთი უმწიკლოც არაა ბატონი ლაშა, იმდენი ქალი ჰყავდა პრაქტიკისთვის ნამდვილად გამოადგებოდა. კი არ იცის რა შარში გაყო თავი. დღეიდან რომ დაემშვიდობება ყველა ქალს და მარტო მე ვიქნები არა მარტო გულის მესაკუთრე.
გონს მოსვლა გაუჭირდა. მას კი არა მეც ვერ ვიაზრებდი რა შარში ვყოფდი თავს. ყველა გაოცებული იყო. ვხედავდი თორნიკეს მზერას და მასთან დალაპარაკებაც კი არ მინდოდა, ვიცოდი გამომლანძღავდა, მაგრამ თვითონაც ასე არ მოიქცა ანაბელი რომ მიიყვანა სახლში?
-მიყვარხარ უსაზღვროდ- ყელში მაკოცა და სახე ქვე ჩამალა. ვცეკვავდი და კიდევ ვერ გამოვდიოდი სასიამოვნო ბურუსიდან რომელიც ჩემს ირგვლივ იყო გამებეფული.
საღამოს დასასრულს სახლში დავბრუნდით და დაიწყო მაინც დაიწყო ლექციები. ყველა მხრიდან მიტევდნენ. ამ შუაღამით ძალა საიდან ჰქონდათ ვერ ვხვდები მაგრამ მაინც მიტევდნენ
-რას ნიშნავდა გოგო შენი ქცევა რა წესია ,ამდენი ხალხი იყო მთელი თბილისი ლამის .ხვალ უკვე ყველას ეცოდინება მთვრალმა რაღაც სისულელე წამოაყრანტალე მივარდი ბიჭს და აკოცე. სირცხვილით ლამის დავიწვი. ორი დღის ჩამოსული ხარ და უკვე აალაპარაკე მთელი თბილისი, არა რა დასვენებული ვიყავი რომ გაგიშვი, მაინც ხშირად ჩამოვდიოდი და წორაობის საგანი მაინც არ იყო ჩემი ოჯახი
-კესარია რამ მოგაფიქრა ეს სიგიჟე ჰა? როგორ აპირებ ახლა ამ ამბის გამოსწორებას. ჯერ ხომ აურიე ყველაფერი . შენს ძმასაც აურიე და საერთოდ ქორწილშიც
-ჩემთვის არაფერი აურევია მამა
-მართალია მას თუ მოჰყავს ცოლი და გიხარიათ მე რა დავაშავე . ერთი შვილის გაბედნიერება თუ გახარებთ მე პატარა გოგო ვარ თუ რა
-ხანდახან მგონია რომ17 წლის ბავში ხარ . არც ვცდები ასაკი გემატება და ჭკუა არა
-აღარ მორჩებით? დავიღალე უკვე ერთი და იგივეს მოსმენით . ჯერ იმაზე მიტარებდით ლექციებს ვატო რომ არ უნდა მყვარებოდა. მიყვარს და რა გავაკეთო ტავი მოვიკლა? ვერაფერს ვერ შევცვლი ის ლიკასთანაა და მე ? მე ცხოვრება დავიმახინჯო? მალე დავბერდები.მინდა შვილები მყავდეს და ბედნიერი ვიყო. შევძლო მიყვარდეს ის კაცი ვისაც მტელი გულით ვუყვარვარ ისეთი როგორიც ვარ, ვუყვარვარ და მზადაა იბრძოლოს ჩემი სიყვარულის მოსაპოვებლად. საუკეთესო ადამიანია და არ ვხუმრობდი როცა ვტქვი რომ ცოლად მივყვები. შესაძლოა გრანდიოზული ქორწილიც გავმართოთ. ლაშას ძალიან უყვარს ქორწილები და ისე იქნება როგორც მას სურს. ცემთვის კი სულ ერთია მათავარია მასთან ვიყო. გავერთობი და ვიმხიარულებ. ათჯერ ხომ არ გავთხოვდები . იმედია სასიძოს არ იწუნებთ ყველამ იცის ვინცაა. ნუ თუ არ მოგწონთ ჩემი პრობლემა არაა , დიდი ვარ საიმისოდ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად რომ მივიღო . ახლა კი ნახვამდის. ძამიკო გილოცავ კიდევ ერთხელ როგორც იქნა გეღირსათ. ბოდიში თუ დრო ვერ შევარჩიე
-დარწმუნებული ხარ რომ ღირს?
-ღირს რას ნიშნავს გიორგი? კი არ ვთამაშობ . ვიცი რომ მასთან ბედნიერი ვიქნები და მორჩა! ამ თემაზე აღარ მელაპარაკოთ არასდროს
მშვიდად დავასრულე საუბარი რადგან მსგავს თემებზე ნამდვილად არ ვიშლი ნერვებს.მათიც მესმის სხვა თაობის ხალხი არიან, არ შეუძლიათ ასე მშვიდად ჩემი განსხვავებული ქცევის და ხასიათის ატანა. უბრალოდ ჩემთვის კარგი უნდათ და ამას ვაფასებ. ვუჯერებ კიდეც ზოგ რჩევას უბრალოდ არა იმ ვითარებაში, აი სხვა მომენტი რომ არის როცა საჭიროა გამოყენება მაშინ.
საწოლზე დავეხეთქე საცვლების ამარა და დავიძინე. საშინლად ცხელოდა . დავიწვი, მაინც ვერ მოვისვენე და გამთენიისას მისულს სულ რაღაც სამი საათით მეძინა. ჩემმა ბიჭმაც არ დააყოვნა და მამლის როლი მოირგო . დილაადრიან დამირეკა და ისე ნარნარი ხმით გამაღვიძა ვერ გავუბრაზდი. ერთი ამას როგორ ვერ უნდა მოვუშალო ნერვები რა , მაგრამ მებუტება და რომ გამებუტოს მერე რა ვქნა მე
-დილამშვიდობის კესუნა
-მშვიდობიანი როგორ იქნება სამი საათი ეძინა სხვათაშორის შენს კესუნას და თავი უსკდება, პარონი არავინ ჰყავს, მამა სამსახურში იქნება, დედა ოფისში, ძამიკო სარძლოსთან მე რა ვქნა საწყალმა უპატრონო გოგომ რომელსაც საქმრო აღვიძებს ყველაფერთან ერთად- უცებ დავიწყე წუწუნი, ისეთი ხმით შეუძლებელი იყო ეჭვი შეჰპარვოდა. დარწმუნებული ვარ ისეთი სახით იდგა ახლა მე რომ მიყვარს, წარბებს შეკრავდა, შუბლს შეჭმუხვნიდა და ქვემოდან გამოიხედავდა რაღაცნაირად .

ველი შეფასებებს მთელი გულით მაინტერესებს რას ფიქრობთ



№1  offline წევრი Pepper

უფუფუფ <3
როგორ გამიხარდა ამათი ამბავი
ამაზე კარგი გადაწყვეტილება კესოს არ მიუღია ჯერ
დიდი იმედი მაქვს შეიყვარებს ლაშიკო <3
მომწონს ეს ორი გიჟი მეე <3
კარგი თავი იყო ძალიააან <3
ველი მომდეცნო <3

 


№2  offline აქტიური მკითხველი uchveulo

vaime saocreba iyoo... lashikoze vgijdebii ra sayvareliaaa <3 kesunaac iseti tkbilia nu es wyvili magijebs... shen kide avtor saocreba xaar.... ver movitbine ro ar damekomentarebiaaa <33

 


№3 სტუმარი darina

Chemi gogoc Mosula, uh ra magari tavi iyo, gamixarda ukve saqartvelos ambebi rom daiwyo, chemi tornike ganochndeba, ai lashaze vafren ra magari vonmea, kesariaze ki cota nervebi meshleba amas ar uyvars vato ubralod amochemebuli yavs, shen xom ici chemi ppziti i xar.

 


№4 სტუმარი smile

აი ვგიჟდები ისე ძალიან მომწონს ლაშა. ისტორიის წინა ნაწილშიც ავღნიშნე რომ ვატო არ შეეფერებოდა ამ გოგოს მითუმეტეს ოჯახი ჰყავს რომელზეც გიჟდება. ძალიან მინდა იმაზე მეტად აივსოს ლაშას სიყვარულით ვიდრე ვატოსადმი გრძნობს ამას love

 


№5 სტუმარი taso

ძალიან სწორი გალაწყვეტილება მიიღო კესომ. უნდა მოხდეს ვფიქრობ ისტორიაში ისეთი რამ რაც დაარწმუნებს კესოს ლაშიკოს სიყვარულში. სათაური აქვს სუპერ მორგებული ისტორიას<3 ღიმილით ვკითხულობ ყველა სიტყვას. კარგი გოგო ხარ მარიამ :*

 


№6  offline წევრი lokokina

გამიხარდა რომ ეს ნაწილი დაიწყო. ძალიან მომწონს ლაშას პერსონაჟი, მგონია რომ ესეთი კარგი ადამიანები არ არსებობენ:((( ძალიან მინდა რომ კესოს ისევე შეუყვარდეს ლაშა როგორც ლაშას უყვარს იგი. ძალიან
მომწონს კესოს ურთიერთობა თორნიკესთან, რაღაცნაირად განსხვავებულები არიან. მთლიანობაში ძალიან
მომწონს შენი ნაწარმოებები<3

 


№7  offline აქტიური მკითხველი lalita

უგემრიელესი თავი იყო გამიხარდა კესოს გადაწყვეტილება, ლაშა მაგარი ბიჭია ყველა კიარ გამოირჩევა ასეთი მოთბინებით მჯერა რომ კესოს თავს შეაყვარებს ის ამას ნამდვილად იმსახურებს.

 


№8  offline წევრი ირინა

uuux ra magari iyoo. au minda rom dzaluan sheuyvardes lasha dzalian da es ar iyos unralod pativiscema❤️❤️

 


№9  offline მოდერი sameone crazy girl

უღრმესი მადლობა ყველას wink wink სტიმულს მაძლევს თქვენი კომენტარები მიხარია თქვენს გამხიარულებას თუ ვახერხებ wink wink ღამით თუ ვერ დავდე ხვალ აუცილებლად ავტვირთავ

 


№10  offline წევრი nin-nitsa

დედა რა მაგარია love თუმცა სხვას რას ველოდი სჰენი ყველა ისტორია უმაგრესია love

 


№11  offline წევრი თათულიTN

dzaan magaria. vgijdebi am wyvilze :* mariam shen kide namdvili saocreba xar :*

 


№12  offline წევრი mimimimo

მარიამ, წინადადებაში ორი უარყოფა არ შეიძლება.
მაგ.: არაფერი არ გამომდის.
ვერაფერი ვერ ვიპოვე. - ეს არასწორია.

არაფერი გამომდის.
ვერაფერი ვიპოვე. - ეს სწორია. (უარყოფითი ნაწილაკი არაა საჭირო)

კესუნა რა საყვარელია.
იმედია რაღაც უხილავი გრძნობა მაინც გაჩნდება ლაშას მიმართ..
დავბერდი და შვილიშვილებს არ უნდა მომასწრო? wink wink

ძალიან კარგია, გელოდები, წარმატებები! love

 


№13  offline მოდერი sameone crazy girl

mimimimo
მარიამ, წინადადებაში ორი უარყოფა არ შეიძლება.
მაგ.: არაფერი არ გამომდის.
ვერაფერი ვერ ვიპოვე. - ეს არასწორია.

არაფერი გამომდის.
ვერაფერი ვიპოვე. - ეს სწორია. (უარყოფითი ნაწილაკი არაა საჭირო)

კესუნა რა საყვარელია.
იმედია რაღაც უხილავი გრძნობა მაინც გაჩნდება ლაშას მიმართ..
დავბერდი და შვილიშვილებს არ უნდა მომასწრო? wink wink

ძალიან კარგია, გელოდები, წარმატებები! love


ასე უცებ ბავშვი საიდან მოვიყვანო ახლა მე wink wink მაგ ამბავზე ვფქირობ და ვერ გადავწყვიტე რა ვქნა am

 


№14 სტუმარი Teo...

Gasagijebeli xar Mariam.dzalian kargia .shen ki sheudarebeli xar.martla magijeb nijiero....

 


№15 სტუმარი

Auu mixvdes raa vatoroar uyvars uuf memivxvdi ukve rolashiko uyvars da tviton ver khvdeba?:DD

 


№16 სტუმარი avadmyofi

მოიცათ ეს იმ ისტორიის გაგრძელებაა? ეხლა მივხვდი ძლივს

 


№17  offline წევრი კალლ აია

❤️❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent