შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ХуЛиГаН'ка


30-03-2016, 23:15
ავტორი ХуЛиГаНка
ნანახია 3 172

-ჰეიი დებილოო! (სიცილით გავხედე ლუკას)
-რააოოო რა გინდაოო? (ლუკა)
-რა და შე სულელო გამომყევი მაღაზიაში! (მე)
-აუ რა გინდა მაღაზიაში 04:00ია! (ლუკა)
-კევაა! (სიცილით წამოვიყვირე)
-ოო კევის გულისთვის მაღაზიაში წასვლაა? ლიკა მეზარებაა რაა... (ლუკა)
-აუ გცეემ! (ხითხითით გავხედე მას და თვალი ჩავუკარი)
-კაი ჰო მოვდივარ (დაიბღვირა ლუკა)
-რა იყო ჩემი შეგეშინდაა? (გადავიხარხარე)
-არა კაცოო, წამოო ჰა შენი ხათრით (გაეცინა მასაც)
მოდი მოკლედ გეტყვით რა. იმ დღეს მაღაზიაში წავედით და არა მარტო საღეჭი არამედ უამრავი სასუსნავი ვიყიდეთ. აბა მე ტკბილეულის გარეშე როგოორ? სახლში ამოვედით და დანარჩენებს დავურეკე. ისინიც მალევე ამოლაგდნენ.
ამოვალაგეთ ტკბილეული და კინოს ჩავუჯექით. ისეთი ამაღელვებელი იყო გიჟივით ვკვნიტავდი ჩუპა-ჩუპსს; ნამდვილი ბავშვივით რაა. ისე მაინტერესებდა რა მოხდებოდა კინოში, სულ გავითიშე და ვერც კი შევამჩნიე როგორ მივეხუტე ლუკას. თან ისე თბილად რომ მოშორება აღარც კი მინდოდა! ლუკა სულ გაწითლდა, ეს შევამჩნიე და გამეღიმა... რაღაც სითბო ვიგრძენი, მაგრამ ბუბამ გამოგვაღვიძა თავისი ყვირილით:
-აეე ბიჭოო ნახეე გაუხიააა პირიი! (ბუბა)
იმხელაზე დაიყვირა შიშისგან შევხტი.
-გაგიჟდი შე შტეროო? (გაეცინა მარის)
-ნახეე გოგო? რა მაგრა გაუხიაა ეე! (ბუბა)
-გავიგეთ (დაეჯღანა მარი)
ბოლოს უკვე მომბეზრდა და როგორც იქნა დამთავრდაა რაა.
ლუკას რო ჩავეხუტე ისეთი დიდი სიყვარული ვიგრძენი! მეგობრული რა თქმა უნდა! მაგრამ სითბო ნაღდად!.. ნუ გვეყო. ლუკა როგორც მიხვდით ჩემი მეგობარია და მას ძმასავით ვუყურებ, თან გეტყვით და მე სხვა მომწონს. მოდი ჩემს შესახებ მოგიყვებით:
მე ვარ ლიკა, 16 წლის. ვარ შავგვრემანი და თმა მაქვს კარეზე. თვალები ღია ნაცრისფერი. ზოგი ამბობს ძალიან ლამაზი ხარო, მაგრამ მე მგონია რო ვარ ჩვეულებრი და არაფრით გამორჩეული. მაღალი ვარ 16 წლისთვის, მაგრამ ეხლა სულ ჟირაფიც არ წამომიდგინოთ. ჩვეულებრივი, არც ძაან სუსტი და არც ფუმფულა.
ჩემი მშობლები საზღვარგარეთ ცხოვრობენ გარკვეული მიზეზების გამო და 2-3 წელიწადში უნდა ჩამოვიდნენ. კი ვეკონტაქტები სხვადასხვა სოციალური ქსელებით, მაგრამ ძალიან მენატრებიან დედიკო და მამიკო. მყავს 21 წლის დაიკო - თაკო, რომელიც ჩემზე ზრუნავს და ძალიან ვუყვარვარ. მას ჰყავს შეყვარებული გიო 23 წლის, მარა სიმართლე რო გითხრათ ძაან არ მევასება ეგ მასტი.
მე ვარ ცურვით დაკავებული. ძალზე კარგად ვცურავ. 9 წლიდან დავდივარ ცურვაზე და ეს სპორტი მაგრად მევასება.
იცით რა არის...რაც არ უნდა ცუდი და აუტანელი იყოს... მაინც გეტყვით! მამაჩემი არის კანონიერი... თქვენც ხვდებით. ეს კი ასოცირდება სიბოროტესთან და ცუდ საქმეებთან, მაგრამ მე არ ვაპირებ გავიზარდო ასეთი, მე უფრო კეთილი და მხიარული ვარ. არა, მე მაწყობს ასეთი ცხოვრება. ყველაფერში მაგარი ვარ... მაგრამ მაინც რავი, რაღაც მაწუხებს. მამაჩემიც მხიარული და მოსიყვარულე მამაა, მაგრამ...
ამაზე ლაპარაკი რაღცნაირად მკუმშავს და სხვა თემაზე გადავალ. მყავს უამრავიი, აიი ძააან ბევრი მეგობარი. მტერიც რამდენიმე, მაგრამ მე მათნაირ დებილებს და სულელებს ყურადღებას აღარ ვაქცევ. უთვალავი მეგობრიდან კი ვარჩევ ოთხს: მარის, ბუბას, ლუკას და თორნიკეს. ისინი და-ძმებივით მიყვარს.
მე ხულიგანკას მეძახიან უბანში, რადგან ცელქი და მოუსვენარი ვარ. მაგალითიც შემიძლია მოგიყვანოთ.
იმ დღეს მე და მარი ღამის კლუბში გავიჩითეთ. მაგრად გავერთეთ. ვიცეკვეთ და ცოტა დავლიეთ; ცოტა რა ეხლაა... სახლში წამოსვლა რომ დავაპირეთ ვიღაც ბიჭები შეგხვდნენ და ფლრიტაობა დაგვიწყეს. ძაან არ მევასება ეგეთები რაა! მარისაც შევატყვე რო უნდოდა ერთი-ორი ჩაებეგვა, მაგრამ ვიტანდით. ვიტანდით რა... იტანდა (მარი) ვეღარ მოვითმინე და წინ დავუფურთხე. შეურაცყოფის მიყენება დაშლო მაგათ დუბინა თავებამდე და რავი რა დააპირეს, მაგრამ ერთი წინ წამოიწია. არ ვიცოდი მის თავში რა აზრები ტრიალებლდა, მაგრამ სახეში გავარტყი და გამოვიქეცი. მარიც გამომყვა რა თქმა უნდა. ის ვიღაც იდიოტებიც გამოგვეკიდნენ. მე ხან ღობეს ვახტებოდი, ხან მანქანას. იმ მომენტში ვერც ვგრძნობდი რა დიდ სიმაღლეზე ვხტებოდი, თან მეცინებოდა და თავი მაგარი მასტი მეგონა. ნუ იმათ ბოლოს მაინც დავუსხლტით, მაგრამ გზად უამრავი რამ დავაშავეთ. მოყოლა აუცილებელი არ არის... წინა კვირას კი უბანში დანა ვიპოვე. გზად ხის ტოტიც შევნიშნე და უაზროდ თლა დავიწყე, მერე კი ადამიანების თლაზეც გადავედი. სწორედ იმ წამს დამირეკა ლუკამ, ჩემთან მოდიო. წასვლა დავაპირე, ვიღაცის მანქანის სარკეს გამოვკარი ხელი და მოვატეხე. პატრონი ვიღაც უსიმპატიურესი ბიჭი იყო. მეთქი ბოდიშს მოვუხდი, ავუნაზღაურებ-თქო და მთელი ამბავი ამიტეხა! ჰოდა დანაც გამოვიყენე... თქვენ თვითონაც მიხვდებით.
ბავშვობაში კი ვიღაც ქალს ფანჯრები ჩავუმტვრიე და კარის სახელური მოვუტეხე. ხმაურს და თამაშს გვიშლიდა და... კაროჩე ცელქი და მოუსვენარი ვარ. იმდენი უაზრო და ხულიგნური რამ მაქვს ჩადენილი, მერე რო ვუფიქრდები თავი მაგარი დებილი მგონია, მაგრამ რო მახსენდება ეს ყველაფერი აშკარად მეცინება.
უკვე გითხარით ის რომ ერთი ბიჭი მომწონს-თქო. მას დემეტრე ჰქვია. დიახ! ჩემი სკოლელია და ჩემზე 2 წლით დიდია. მე-12 კლასშია. ძალიან ცუდად ვხდები როდესაც გვერდზე ჩამივლის ხოლმე და ყურადღებასაც არ მაქცევს. ისე, მოდი ვაღიაროთ სიმპატიჩნი გოგჩო ვარ, მაგრამ ის არც მიცნობს. ჰო ისე როგორ დავევასები? მე მასზე აფსოლუტურად ყველაფერი ვიცი. სკოლაში ყველაზე ცნობილი ბიჭია, გავიგებდი ყველაფერს აბა რაა...
ამ ბოლო დროს ნელ-ნელა ვიკიდებ, რადგან ყურადღებას არ მაქცევს. იმ დღეს ჩემთვის ვიწექი და ვფიქრობდი, მოდი ვაფშე შევეშვები-თქო და ასეც ვიქცევი. უკვე . ნუ რაღაც არის მაინც... რაღცნაირად მომწონს, მარა ვცილობ დავიწყებას. ვცდილობ ჰოო!
...
ისეთი რაღაც გადამხდა თავს დავივიწყებ კი არა კიდევ უფრო მიყვარს მგონი!
გუშინ მათემატიკაზე მასწავლებელს საპირფარეშოში გასვლა ვთხოვე. დერეფანში რომ გავედი ეგ შემხვდა. ვაიმე რა ვქნა, რა ვქნა-თქო და აფერისტობას მივმართე. თავზე ხელი მივიდე და აფერისტულად დაცემა გადაწყვიტე, თოთქოს ძალიან ცუდად ვიყავი... ამ დროს ეგ მომვარდა და დამიჭირა. ან როგორ მოასწრო? თვალები დავხუჭე, ვითომ გული წამივიდა. მან ხელში ამიყვანა! და ექიმის კაბინეტში შემიყვანა. ეს იყო შოკი, ალბათ მართლა გული წამივიდა, იმ წამს კი ვერ ვიგრძენი. მართლა დიდ შოკში ჩავარდი! თქვენ ვერ გაიგებთ იმ წამს ჩემს შინაგან სამყაროში რა დიდი ფეიერ ვერკი ააფეთქეს სიყვარულმა და ბედნიერებამ. ეს იყო ფერადი წამები! სიტყვებით ვერ ავღწერ ისეთი ბედნიერი ვიყავი. იმ ადამიანმა, რომელიც ვერ მამჩენვდა, წელზე ხელები მომხვია და ამიყვანა. იმ მომენტში გავითიშე და მეცხრე ცაზე დავფრინავდი! აი აქ უკვე მივხვდი რო დაკიდება აღარ გამომივიდოდა! რაც ძალიან ცუდიააა...
მეორე დღეს რომ ვნახე შემომხედა და ჩემსკენ წამოვიდა!.. (ვაი!!)
------------------------------------------------------------------------------------------------
შემიფასეთ:) გავაგრძელო? ახალი ვარ და ჩემი პირველი სიახლეა იმედია მოგეწონებათ.



№1  offline წევრი lagvilava lagvilava

Vaime ra magaria, aba ra gaagrdzele da axali tavebis dadeba ar daagviano :-)

 


№2  offline წევრი elo123

გააგრდძელე მართლა ძალიან მაგარია გელოდებითთ...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent