შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კუზნეჩიკ, მიყვარხარ!!! (6)


31-03-2016, 19:32
ავტორი ირინა
ნანახია 6 626

გასახდელისკენ. ნახევარ საათში ტაქსში ვისხედით და მივდიოდით დიზაინერთან , რომელიც თეატრისთვის კერავდა კოსტუმებს. ვაჩეს დიდხანს არ დასჭირვებია კაბის ძებნა და გადმოიღო ყველაზე უშნო კაბა, რომელიც ფერითაც ყველასგან გამოირჩეოდა.ეს იყო ტყის ბოროტი ჯადოქრის კაბა, გიგანტური საყელოთი, რომელიც ფაქტიურად თავზე მაღალი იყო, მხრებთან და მკავებთან ძალიან ბევრი ღრუბლები იყო ჩატენილი, რომ ჯადოქარი უფრო მსუქანი და ძლევამოსილი გამოჩენილიყო. ასეთ მკავებთან არაპროპორციულად გამოიყურებოდა კორსეტი, რომელიც წელზე ისე მქონდა მოჭერილი , რომ ვეღარ ვსუნთქავდი, ხოლო ბოლო კაბის ქვეშ, რომელიც ბევრად გრძელი მქონდა, დაემაგრებინათ უზარმაზარი მავთულები, რომ მოცულობით უფრო სქელი და ფუშფუშა გამოჩენილიყო. რაც მთავარია, როგორც არ უნდა მდომებოდა დამალვა, ამის საშუალებას კაბის ფერი არ მომცემდა, რადგან იყო ღია , ხასხასა ბალახისფერი. ფაქტიურად ფოსფორისფერი. ფეხსაცმელებმა კი სრული შოკი მიმაღებინა , ალბათ, ალადინი გახსოვთ, წვეტიანი ფეხსაცმელებით, რომელსაც ცხვირები დახვეული ჰქონდა და ვინმეს რომ მოენდომებინა და გაესწორებინა, ალბათ ქალაქის თუ არა ოთახის ბოლომდე აუცილებლად გასწვდებოდა. სანამ გასახდელიდან გამოვიდოდი, სულიერად ვემზადებოდი ვაჩეს რეაქციისთვის და ვწყევლიდი იმ დღეს, როცა გავიცანი. გარეთ რომ გავედი , მისმა რეაქციამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. რამდენიმე წამი მშვიდად იდგა და მიყურებდა, მაგრამ მერე ისეთი ხარხარი აუტყდა , სახეზე სულ გაწითლდა, შემდეგ გალურჯდა, გაყვითლდა, ასე იცვლიდა ქამელეონივით ფერებს იქამდე, სანამ სიცილისგან არ ჩაიკეცა და ბოლოს საერთოდ არ წაიქცა. დიზაინერიც დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა თავის შეკავებას, მაგრამ ბოლოს მაინც ვერ მოახერხა. დავინტერესდი, რაა მჭირდა ამისთნა , რომ ასე იცინოდნენ და უზარმაზარ სარკეში ჩაავიხედე. გრძელი თმა ჩაცმაში მიშლიდა ხელს და ამიტომ მაქსმიმალურად მაღლა, თითქმის შუბლამდე გადმოვიტანე და გიგანტური „კოსა“ გავიკეთე. ამას ემატებოდა დაახლოებით 10 ზომით დიდი კაბა და 15 ზომით დიდი ფეხსაცმელები. ტანსაცმელი იმდენაც დიდი მქონდა , რომ ნორმალურად სიარულს ვერ ვახერხებდი და ნაბიჯის გადასადგმელად ფეხს მაქსიმალურად მაღლა ვწევდი, რომ არც
კაბას წამოვდებოდი და არც ფეხსაცმელი გამძვრალიყო. დაახლოებით ისე ვმოძრაობდი, როგორც კოსმონავტები მთვარეზე, სადაც არაა ჰაერი , აცვიათ დიდი სკაფანდრები და დგამენ სასაცილო ნაბიჯებს წონასაწორობის შესანარჩუნებლად, მართლაც კოსმონავტს ვგავდი, უბრალოდ ჩემი ფორმა ფოსფორისფერი იყო, კოსმონავტი თუ არა, ბაბაიაგა კი ნამდვილად ვიყავი ცოცხის გარეშე. ჩემი თავის დანახვაზე მე თვითონ ვერ შევიკავე სიცილი. ვაჩე ვევრ წყნარდებოდა.
1 საათში უკვე რესტორანთან ვიყავით და ტაქსში ვისხედით. ვაჩე სწრაფად გადახტა მანქანიდან და კარი გამიღო.
– გეხვეწები არ გვინდა რაა.. ვემუდარებოდი და მანქქანიდან გადასვლას ვაჭიანურებდი, მაგრამ თითქმის ძალით გადამათრია და რომ დამინახა, კიდევ ახლიდან აუტყდა სიცილი. გამვლელები პირღიები მიყურებდნენ. თვითონ კი ჩაეწყო ქურთუკის ჯიბეებში ხელები და სტვენით მომყვებოდა უკან. რაცა რესტორნის კართან მივედით , დაცვა იმდენად გაოგნდა, რომ კარის კედელს შეასკდა. ყველაზე საშინელება კი კიდევ წინ მელოდა. შევედით დარბაზში, სადაც ჩვენი გუნდი ისხდა და როგორც კი კარი გაიღო, მაშინ მივხვდი რა იყო ჯოჯოხეთი. წამით მთელი დარბაზი გაიყიდა, გიოს, რომელსაც ღვინო მოეყუდებინა, ჩემ დანახვაზე ხველა აუტყდა და წინ მჯდომს გადაასხა პირში ჩაგუბებული სასმელი. რეზისაც ლუკმა გადმოუვარდა პირიდან, ვახოს, რომელსაც ცხელი წვნიანი ეჭირა ხელიდან გაუვარდა,შარვალზე გადაესხა და სიმწრისგან ცალფეხზე დაიწყო ხტუნვა, მიმტანები ერთმანეთს შეეჯახნენ და უამრავი თეფში დალეწეს. ორმა ბიჭმა, ინსტიქტურად ისეთი ძალით მიუჭახუნა ჭიქები ერთმანეთს, რომ მხოლოდ სადგამებიღა შერჩათ ხელში. თამადა კი რომელიც ფეხზე წამომდგარიყო უზარმაზარი თასით ხელში, სადღეგრძელოს სათქმელად, თავის გვერდზე მჯდომს გადაასხა თავზე ღვინო.
– ვაჩე... მოგკლავ.წავჩურჩულე ხმადაბლა, მაგრამ მას ადამიანის ფერი აღარ ედო, სკამს მოსჭიდებოდა და ისე იცინოდა, რომ აღარ წაქცეულიყო. თავი ამაყად მოვიღერე, ნამდვილად ვიმსახურებდი იმ საღმოს დედოფლის ტიტულს და ცარიელი ადგილი გამოვნახე ვანოს და ნატას გვერდზე, რომლებსაც უბრალოდ გაეცინათ ჩემ დანახვაზე და ჭამა განაგრძეს.
– ნია, შენ არ ინერვიულო. ამაზე უარესებიც გვინახავს ყველას. დამამშვიდა ნატამ
– და ვინ თქვა , რომ ვნერვიულობ, ვერ ხერდავ როგორი ამაყი ვარ?კისერი მოვიღერე სასაცილოდ და ამჯერად კი გულიანად გავახალისე ცოლქმარი.
– მართლა ძალიან საყვარელი ხარ. მითხრა ვანომ.
– საყვარელი ეგ კი არა მე ვარ. ხომ კარგად გაგახალისეთ. მომიჯდა გვერდზეე ვაჩე და თმაზე დააპირა ხელის გადასმა, მაგრამ შეეშინდა , რომ ჩემს გიგანტურ „კოსას“ დააზიანებდა, ამიტომ გადაიფიქრა.
– ვაჩე, მე შენთვის არაჩვეულებრივი სიურპრიზი მაქვს იცი?? უთხრა ნატამ და თვალი ჩაუკრა.
– მართლა? რა სიურპრიზი?
– კიბეზე ამოდის ეხლა.. სიტყვა არ ჰქონდა ნატას დამთავრებული, რომ დარბაზში შემოვიდა ულამაზესი ქალი. მოკლე ქერა თმა , ლამაზად დასთმაშებდა იმ სეზონისთვის ზედმეტად მოშიშვლებულ, მაგრამ არაჩვეუელებრივ მხრებზე. მოკლე კაბა კი ხაზს უსვამდა მის უნაკლო სხეულს, სახეზე დადებითი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. სიცილის დროს ლოყები ეჩვრიტებოდა და თაფლისფერი თვალები უციმციმებდა.ვაჩეს შევხედე. გაქვავებული იჯდა. შემდეგ კი ნელა წამოდგა ფეხზე და სტუმარს ისე დააკვირდა.
– ანა... აღმოხდა მოულოდნელად და მისკენ გაქანდა. სტუმარიც მოურიდებლად კისერზე ჩამოეკიდა. უცებ არანორმალური აგრესია ვიგრძენი ამ ერთი შეხედვით უწყინარი გოგოს მიმართ. ის იყო ულამაზესი, დახვეწილი, ქალური.. პირველივე შეხედვაზე ,რომ თავბრუს ახვევდა და თავს აკარგვინებდა კაცებს. მე კი??? მე ბაბაიაგას კოსტუმში გამოწყობილი მწვანე გობლინი. რომელის დანახვაზეც მთელი თბილისი სიცილით იგუდებოდა.
რამდენიმე წუთში აღარავის ვახსოვდი ჩემი სასაცილო კოსტუმით. საღამოს ნამდვილი დედოფალი გამოცხადდა მეჯლისზე. ყველა გაოგნებული მიშტერებოდა ანას გამომწვევ მიხვრა- მოხრას და გულიან სიცილს. ვაჩე კი არასდროს მინახავს ისეთი.. თითქოს სამყაროს იყო მოწყვეტილი და სადღაც შორს დაფრინავდა ანასთან ერთად. საღამომ კიდევ ერთ საათს გასტანა, მერე კი ყველა ნელ - ნელა დაიშალა. მაგიდას ჩვენ ხუთნიღა ვუსხედით. ვანო თავის მეუღლესთან ერთად და ვაჩე თავის ანასთან ერთად. სრულიად ზედმეტად ვგრძნობდი თავს.
– ანა, ისე რამ გამოიწვია შენი ასე ნაადრევად ჩამოსვლა? ჰკითხა ვაჩემ, როცა ღრუბლებიდან დაეშვა.
– ნატამ დამირეკა და მომიყვა რა ამბებიც ტრიალებდა აქ ჩემ გამო. ვაჩეე, მოდი ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. მე წვენის ჭიქა ხელში გამიშეშდა და გაოგნებულ ვაჩეს შევხედე, რომელიც ანასთვალს არ აშორებდა. ვანოს ხველა აუტყდა.
– აი წინადადებაც ამას ქვია, კიდევ ესეთი პირდაპირი ხარ გოგო?
– რა ვქნა ვანო, რაც ვარ ეს ვარ. გაიკრიჭა ანა და ისევ რჩეულს მიაშტერდა.
– ვაჩე, რატომ გაჩუმდი? დავიჯერო აღარ გიყვარს ჩვენი ანა? მხარი აუბა ნატამაც. თუმცა რაღაცნაირი ეშმაკური ღიმილი არ შორდებოდათ სახიდან.
– ისაა... დრო მჭირდება... ისეთი მოულოდნელია.. არ ვიცი რა ვთქვა.. დაჩურჩულა ვაჩემ და ჩემსკენ გამოაპარა სევდიანი მზერა.
– უკაცრავად, მაგრამ ვფიქრობ, რომ ვაჩესთვის ახლა ანასთან ურთიერთობის განახლება ახალი ჭორების საფუძველი გახდება და იქნებ ცოტახნით თავი შეგეკავებინათ.
– ნია, ბევრს ლაპარაკობ, დღეს შენი საქმეები მომთავრებულია, შეგიძლია წახვიდე. მითხრა ვაჩემ და ისევ ანასკენ მიბრუნდა. მე ჯერ გავოგნდი, შემდეგ რამდენიმე წამი ვიფიქრე, რომ მეხუმრებოდა, მაგრამ როცა დავრწმუნდი, რომ სრულიად სერიოზული იყო, სიმწრისგან გამეღიმა და სკამიდან წამოვდექი.
– დიახ, მართალი ხარ. მე დაგტოვებთ. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ.ვთქვი ღიმილით და ნელა შემოვბრუნდი.
– რა საყვარელი ბავშვია, როგორი უცნაური სტილი აქვს. მომესმა ზურგს უკან ანასხმა. -ბავშვი?? 1 წლით თუ იქნები ჩემზე დიდი. მეტიჩარა გოგო... ვფიქრობდი და ვმწარდებოდი საკუთარ თავზე.
– ვაჩე, მარტოს გაუშვებ ნიას? ასე გვიან, თან ასეთ ფორმაში? თქვა ნატამ.
– ნუ ნერვიულობ, სახლამდე გზას ადვილად მიაგნებს, არდაიკარგება. გული მომიკვდა, ---რამ გამოიწვია მასში ასეთი ცვლილება? რატომ მომექცა ასე?
– ვაჩე, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დის გამო აკეთებ მაგას, ხანდახან მართლა მაკარგვინებ ხოლმე თავზე წარმოდგენას. ამაზრზენი ხარ. ვანოს ხმა იყო ბოლო, რაც იმ დარბაზში გავიგე, რადგან უკვე კიბეზე დავაპირე ჩასვლა, მაგრამ ვანოც და ნატაც წამომეწივნენ.
– ჩვენ წაგიყვანთ ნია. მითხრა ნატამ და ხელი შემომხვია.
– არაა.. არ შეწუხდეთ, ტაქსს გავაჩერებ და მე თვითონ წავალ.
– შენ ბევრს ნუ ლაპარაკობ და რასაც ჩემი ცოლო გეუბნება გააკეთე და კიდევ, ცოტა ბანალურად ჟღერს, მაგრამ ეს ის არაა, რაცშენ გგონია, ვაჩეს აღარ უყვარს ჩემი და, ხოლო ანას რაც შეეხება, ისეთი სიურპრიზი აქვს მომზადებული, შეიძლება გაგიჟდე, მალე გაიგებ ყველაფერს... და რაც იქ ჩემმა დამ იბოდიალა, ყველაფერი დაივიწყე, ტყუილია, არ აპირებს ვაჩესთან შერიგებას და რომც მოინდომოს, ეჭვი მეპარება ის ვაჟბატონ შეურიგდეს. ასე რომ....
– კი მაგრამ , მე არ მანტერესებს, ვაჩეს და შენი დის ცხოვრება და ვფიქრობ, არც ვაჩეს აინტერესებს ჩემი აზრი.
– ჰოდა ძალიან ცდები , თუ ეგრე ფიქრობ, შენც ძალიან გაინტერესებს და იმასაც ძალიან აინტერესებ, მაგრამ ჯობს დამოუკიდებლად გაერკვეთ ყველაფერში.
20 წუთში უკვე სახლში ვიყავით. არავის თავი არ მქონდა, არ მინდოდა, რომ ასე ჩაცმული დავენახე ვინმეს და შემდეგ ამეხსნა რა და როგორ მოხდა, ამიტომ მაქსიმალური სიფრთხილით შევიპარე მისაღებში და როცა დავრწმუნდი, რომ არავინ იყო, კისრისტეხით ავირბინე კიბე მეორე სართულამდე და ჩემი ძმის ოთახისკენ გადავუხვიე. დაუკაკუნებლად შევაბოტე და კართან გავიჭიმე. იმ წამს ალბათ უფრო მეტად ვგავდი საფრთხობელას. ველოდი როდის დაიწყებდა ლაზარე ჩემ დაცინვას, მაგრამ მხოლოდ სარკაზმით შემოიფარგლა.
– ვაა .. ნიაკოო? რა ხდება, ფსიქიატრიულში გამოსაშვები საღამო გქონდათ?
– შენღა მაკლდი რა სრული ბედნიერებისთვის. რას აკეთებ?
– ვერ ხედავ? ისტორიას ვკითხულობ.
– აუ მიდი რა რამე მაისური მათხოვე. მეზარება ჩემს ოთახში ასვლა.
– მიდი და შენ თვითონ აიღე. მე უჯრა გამოვაღე და ნაცრისფერი მაისური ამოვიღე.
– ცოტახნით ოთახიდან ვერ გახვალ?
– ჩემი ოთახიდანაც მაგდებს, ეს ვინარის რა.. წამოდგა ლაზარე ბურდღუნით და გარეთ გავიდა. მე ბაბაიაგას კოსტუმი სწრაფად გავიხადე, ჩემი ძმის მაისური გადავიცვი , რომელიც თითქმის მუხლებამდე მწვდებოდა და მის დასაძახებლად გავედი. ლაზარე ისევ ისტორიის წიგნს მიუჯდა, მე კი მის საწოლზე წამოვწექი და ჭერს გავუშტერე თვალი.
– ლაზარე, მოგწონს ამ სახლში ცხოვრება?
– კი, მართლა მომწონს, თავიდან მეგონა, რომ გამიჭირდებოდა, მაგრამ ძალიან კარგია. ისე ვარ , როგორც საკუთარ სახლში. მამუკაც და ლიაც ბუნებრივად იქცევიან და მართლა ვუყვარვართ. მაგრამ ვაჩე ყველაზე მაგარი კაცია და მომენატრა მაგრად. უიი მართლა მომიყევი აბა ყველაფერი. სად მიაგენი ბოლოს?
– გეხვეწები რა , ოღონდ ახლა ვაჩეზე არ მალაპარაკო და რაც გინდა ის მთხოვე.
– კარგი ჰოო.. შენ არ გაქვს სამეცადინო? ან საბუთები მოსაწესრიგებელი?
– ახლა არ მაქვს არაფრის თავი.დავიღალე და უბრალოდ მინდა კარგად გამოვიძინო.
– მოიცა, ათ წუთში მოვრჩები და ჩავაქრობ შუქს. აქ დაიძინე დღეს თუ გინდა.
– აუ ხო რა..
– ისედაც აპირებდი, მე რომ არ მეთქვა და აზრი?
– ნუ ბოდიალობ რა, მალე წაიკითხე. ლაზარემ მალე მართლა ჩააქრო შუქი და დასაძინებლად დაწვა. მე ჩავეხუტე და მართლა ისე ჩამეძინა, რომ სიზმარიც არ მინახავს.
დილით საკმაოდ გვიან გამეღვიძა. ლაზარე უკვე წასული დამხვდა. საწოლი გავასწორე და ჩემი ოთახისკენ ავიღე გეზი. მაგრამ კართან ატუზული ვაჩე შემრჩა ხელთ.
– დილამშვიდობის. ვუთხარი მე ღიმილით და დასახული მიმართულებით გავაგრძელე სვლა.
– არ შევმცდარვარ. ესეიგი მიბრაზდები. რომ არ ბრაზობდე, დამიწყებდი ისევ ლანძღვას, ან რამე ეგეთს და შენ ღიმილით დილამშვიდობისას მეუბნები, ჭკვიანი გოგოსავით, რაც იმას ნიშნავს, რომ ნამდვილად გაბრაზებული ხარ.
– ეს ოჯახი ამდენ შერლოკს ვეღარ დაიტევს. რატომ უნდა ვიყო გაბრაზებული?
– გუშინდელის გამო, შენ იმდენნი რაღაც გააკეთე ჩემთვის, მე კი ისე მოვიქეცი გუშიინ.
– არაფერი განსაკუთრებული არ გამიკეთებია. მენეჯერი ვარ და ჩემი მოვალეობა შევასრულე.
– ჰოო.. რომელი მენეჯერი გინახავს კიდევ, რომ მთელი საქართველო შემოევლო კლიენტის ძებნაში და ღამით , მგლებით სავსე მთებზე? მაგრამ მე ცუდად მოვიქეცი.
– გითხარი , სანერვიულო არაფერი გაქვსთქო. ამდენი ხნის მერე აპირებ რომ შეურიგდე ანას., ამაში ცუდი არაფერია..ვაჩე, დიდი ბოდიში, მაგრამ მეჩქარება, უნივერსიტეტში უნდა წავიდე ჯერ და მერე აუზზე მაქვს საქმეები მოსაგვარებელი, ასე რომ თუ შეიძლება ჩვენი საუბარი საღამოსთვის გადავდოთ.
– აუუ.. კარგი რაა.. ის მაინც მითხარი როგორ გამოვისყიდო დანაშაული.
– გითხარი, არაფერში ხარ დამნაშავეთქო და არც ბოდიში გაქვს მოსახდელი, მეტი რა გავაკეთო. მართლა მაგვიანდება, უნდა მოვემზადო.
– მე წაგიყვან უნივერსიტეტში.
– შენ არ გაქვს ეხლა ლექციები და.
– კი, მაგრამ შენ წაგიყვან, რა გინდა.
– არაა. არაა საჭირო, წადი აუზზე და ივარჯიშე, მეც მალე მოვალ. ვაჩეს სიტყვის თქმა აღარ ვაცადე, ოთახში შევვარდი და კარი ცხვირწინ მივუკეტე. დაახლოებით ერთ საათში უკვე უნივერსიტეტში ვიყავი, მაგრამ აღმოჩნდა , რომ იმ დღის ლექციები მთლიანად მიცდებოდა, არც ჩემი მეგობრები იყვნენ იქ, არც სახლში წასვლა არ მინდოდა და მითუმეტეს ვაჩესთან შეხვედრა. გადავწყვიტე, ლაზარესთვის დამერეკა, მას შემდეგ, რაც მშობლები დაიღუპნენ, ერთად აღარსად ვყოფილვართ.
– ლაზარე, სად ხარ?
– ბუდაპეშტში, სუვენირი წამოგიღო?
– ნუ ბოდიალობ რა, მართლა სად ხარ?
– სკოლაში, სად ვიქნები.
– მისმინე, დამრიგებელს დავურეკავ ეხლა და გაგათავისუფლებს და ჩემს უნივერსიტეტთან სანაყინე ხომ იცი? მანდ მოდი. დღეს სადაც მეტყვი იქ წაგიყვან.
– საწოლიდან გადმოვარდი?
– ეე, რასაც გეუბნები გაიგე და ბევრს ნუ ლაპარაკობ.
– მართლა ამბობ? არ მატყუებ?
– და როდის მომიტყუებიხარ, მალე მოდი , თორე გადავიფიქრებ.
– აუუ.. მოვდივარ უკვე, არსად წახვიდე, ნახევარ საათში მანდ ვიქნები. ლაზარემ ტელეფონი გამითიშა. მე მის დამრიგებელს დავურეკე და ძმის მოლოდინში ნაყინი შევუკვეთე. საბედნიეროდ, დიდხანს არ დამჭირვებია ლოდინი, კარის ხმაურიან გაღებაზე მივხვდი, რომ ლაზარე მობრძანდა, მაგრამ ის კი ვერ ამეხსნა, ასე სწრაფად როგორ მოახერხა. ზანტად შევტრიალდი უკან და სახტად დავრჩი, როცა კართან ატუზული ვაჩე დავინახე, რომელსაც ჩემი ძმისთვის გადაეხვია ხელი და საცოდავად მიყურებდა.
– შენ აქ საიდან გაჩნდი? რატომ აუზზზე არ ხარ და არ ვარჯიშობ?
– ვაჩე, ჩემს დას შენც ესეთ დღეში ყავხარ? ტირანია ხო? ორივეს გაეცინა, მაგრამ როცა ჩემი სახე დაინახეს, მაშინვე დამშვიდდნენ.
– მართლა საიდან გამომეცხადეთ ორივე ერთად?
– წეღან დამირეკა ვაჩემაც, შენი და გავაბრაზე და როგორ შემოვირიგოვო, მერე შენც დამირეკე, ავუხსენი საქმის ვითარება და გადაწყვიტა, ჩვეენთან ერთად წამოსულიყო, გეყოს ეხლა ჯაჯღანი და შეურიგდი რა.
– რა დებილები ხართ, ნერვებს მიშლით ორივე. ჩემი წყენა უგზოუკვლოდ გაქრა, დადებითი ემოციით დავიმუხტე და ბიჭები დაკავებულ მაგიდასთან მივიყვანე.
– სად მივდივართ? ლაზარე, შენ უბრალოდ გვითხარი, მე და შენი და ყველაფერს შეგისრულებთ დღეს.
– რამდენიმე ადგილი რომ ვთქვა?
– ოჰ.. მომზადებული მოსულა ვაჟბატონი, კი ბატონო, თქვი. გავიცინე მე და ვაჩეს გადავხედე.
– სად და.. კარტინგებზე მინდა პირველ რიგში. მერე ვაჩე შემპირდა, ჩემთან წაგიყვან აუზზე და წყალბურთს გათამაშებო, კიდევ მითხრა, რომ კალათბურთს მეთამაშებოდა დიდ სტადიონზე და საღამოს მთაწმინდაზე მინდა. ჰო, შუალედებში თუ დამაპურებთ, ძალიან დამავალებთ.
– ვაიმე, მგონი ერთი დღისთვის ზედმეტად ბევრია, როგორ ფიქრობ ვაჩე?
– მე მომწონს, მართალია შენი ძმა, დანაპირებს ყოველთვის ვასრულებ, ასე რომ დრო აღარ დავკარგოთ და გეზი კარტინგებისკენ ავიღოთ. ლაზარე თვალის დახამხამებაში წამოფრინდა სკამიდან და გარეთ გავარდა.
– ვაჩე, თუ გეზარება წადი შენ, ვალდებული არ ხარ უკან გვდიო.
– შენ კაცების საქმეში ნუ ყოფ ცხვირს და წამოდი დროზე.
– თუ საერთოდ არ გამაგდებთ, კარგს იზამთ, გადი შენ , საპირფარეშოში შევალ და გამოვალ.
– კარგი, მანქანაში დაგელოდები. ვაჩე გარეთ გავიდა. თვალი გავაყოლე, თითქოს შეცვლილი მეჩვენა, კონკრეტულად რა, არ ვიცოდი, მაგრამ სხვანაირი გახდა, უფრო თბილი... გარეთ როცა გავედი, კართან მჯდარი 3-4 წლის ბიჭი შემეჩეხა, დაკონკილი ტანსაცმლითა და სიცივისგან გალურჯებული ტუჩებით.
– 10 თეთრი არ გაქვთ? წარმოთქვა მორცხვად , ისე რომ სახეში არ შემოუხედავს. გული მომიკვდა. მე ჩემი ძმა სასეირნოდ მიმყავდა. მთელი თბილისის გასართობი ადგილები უნდა შემომეტარებინა და იმ ბავშვს ტანსაცმელიც კი არ ჰქონდა, რომ დეკემბრის სუსხისგან დაეცვა თავი.
– რამდენი წლის ხარ? ჩავიმუხლე პატარასთან და შევეცადე რაც შეიძლება თბილად დავლაპარაკებოდი.
– 4 წლის . ისევ არ შემოუხედავს თვალებში.
– მშობლები არ გყავს?
– დედა არა, მამა მყავს მარტო, მაგრამ არ ვიცი სადაა, სულ სვამს, მერე მცემს , ფული მომიტანე სასმლის საყიდლადო. ცხვირში რაღაც ამეწვა, ყელში ბურთი გამეჩხირა. ხელი ჩავკიდე და უფრო თბილი ტონით ვკითხე.
– გცივა?
– კი...
– გშია?
– კი...
– მაშინ წამომყევი კარგი? დღეს მე მოგივლი. ხომ არ გეშინია ჩემი?
– არა. მართლა წამიყვან შენთან? მკითხა საცოდავად და პირველად შემომხედა თვალებში. ღრმა , ზღვისფერი თვალები ჰქონდა. სიცივისგან გაუხეშებულ , ჭუჭყიან სახეზე წამიერად ღიმილმა გადაურბინა, მაგრამ მაშინვე დასერიოზულდა და გამომცდელად შემომხედა. -მართლა წამიყვან? არ მატყუებ?
– მართლა, მაგრამ ჯერ წავიდეთ, ტანსაცმელს გიყიდი, თორემ გაცივდები ასე.. კიდევ რაღაცის თქმას ვაპირებდი, თუმცა ვაჩეს ბუბუნა ხმამ არ მაცადა.
– რა ხდება? აღარ მოდიხარ კუზნეჩიკ?
– თქვენ წადით, მე რაღაც საქმეები გამომიჩნდა, დაგირეკავთ ცოტახანში და პირდაპირ იქ მოვალ სადაც იქნებით.
– ოო ... კარგი ნიაკო რა, ხომ თქვი ერთად წავიდეთო. აბუზღუნდა ლაზარე. ან ეს ბავშვი ვინაა?
– ეს ჩემი მეგობარია და ტყუილად არ დაგპირებივარ, დაახლოებით ორ საათში იქ მოვალ სადაც მეტყვით, მაგრამ ჯერ ჩემს საქმეებს მივხედავ.
– არსადაც არ გაგშვებ მარტოს, მშვენივრად მივხვდი, რა საქმეებიც გაქვს. მითხრა ვაჩემ ღიმლით და ნიკას მოკიდა ხელი. -წავედით, წავედით, დროზე... თქვა მან და მანქანისკენ გავარდა. მისი გაბრწყინებული სახის ყურებისას, ისეთი სითბო ჩამეღვარა გულში, რომ მინდოდა მაგრად ჩავხუტებოდი, მაგრამ.......... მაგრამ ! დაახლოებით 3 საათში, მორთულ მოკაზმული, დაბანილი, დავარცხნილი და დანაყრებული ნიკა უკვე კარტინგებზე გვყავდა და ჩვენთან ერთად ერთობოდა.
– ვაჩეე... მერე რა უნდა ვქნათ? არ მინდა, რომ იმ ლოთ კაცთან დაბრუნდეს და ისევ მუშაობა აიძულოს. ვუთხარი ვაჩეს და ნიკასკენ გავაპარე მზერა, რომელიც ჩემს ძმას გაბრწყინებული უყვებოდა რაღაცას.
– შენ მაგაზე არ ინერვიულო, მაგ კაცთან არ დაბრუნდება... ჩვენს ბავშვთა სახლში წავიყვანთ. მე თვითონ მოვაგვარებ ყველაფერს და მაშინ ვნახავთ, როცა მოგვინდება... გამმანდო თავისი გემგა... აი აქ კი ვეღარ შევიკავე ემოცია, მივედი და კისერზე ჩამოვეკიდე.
– ვაჩეე..... არც კი ვიცი რა გითხრა... ჯერ კიდევ მაშინ აღვფრთოვადნდი შენით, როცა გეძებდი და ამ ადგილებს წავაწყდი, ყველაზე კარგი ხარ... ყველაზე თბილი... ყველაზე აუტანელი, მაგრამ მე მაინც მიყვა...... უეცრად გავიაზრე რას ვამბობდი და ტუჩზე ისეთი ძალით ვიკბინე, რომ სისხლი გამიჩერდა... ვაჩემ გვერდით გამწია, ჩემსკენ დაიხარა და თვალებში ჩამაშტერდა.. დავიბენი, ვეცადე თავი გვერდზე გამეწია, მაგრამ მან თავის დიდ ხელებში მოიქცია ჩემი სახე და დაჟინებით ჩამაშტერდა თვალებში, იძულებული ვიყავი მეც შემეხედა და აი მაშინ გავოცდი, როცა მზერა გავუსწორე. იმდენად თბილად მიღიმოდა, ისე უბრწყინავდა თვალები... ჩემი მცდელობა სადღაც გაქრა, თვალის არიდებასთან დაკავშირებით და დაჭყეტილი მივაჩერდი, რაზეც გაეღიმა.
– ოჰ კუზნეჩიიკ.... ამოილაპარაკა ჩუმად და გულში ჩამიხუტა... იმდენათ თბილად მეხვეოდა, რომ მთლიანად მოვითენთე და მოვდუნდი. -ცოტაც მადროვე ნია... სულ ცოტაც... ჩამჩურჩულა ყურში, შემდეგ შუბლზე მომაკრო ცხელი ტუჩები და ისე წავიდა ბიჭებთან, რომ ჩემთვის აღარ შემოუხედავს. -არა, ნორმალურია ახლა ეს?! რა იგულისხმა ნეტა.... როდის იყო სახელით მომმართავდა.. ან როდის აქეთ გახდა ასეთი თბილი... ფიქრები ერთმანეთს ცვლიდა, სანამ ისევ ძველმა ვაჩემ არ დამაბრუნა მიწაზე.
– ეე.. კუზნეჩიკ წავედით ... შენ მაღაზიებში დაგტოვებთ და მე და ლაზარე კი ნიკას საქმეებს მოვაგვარებთ.
– მოიცა, რა მაღაზიებში, რა მინდა მაღაზიებში?
– ხვალ, საღამოს წვეულებაა, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მართავს. ვანოს, შენ, მე, ჩვენ გუნდს, ყველაფერს შეეხება რა... ასე, რომ რაც შეიძლება ლამაზი კაბა იყიდე, რომ ერთი დღით მაინც დაემსგავსო გოგოს .... ჩაილაპარაკა მან და კიდეც მიიღო მოქნეული ჩანთა მუცელში. სულ სიცილ-სიცილით ჩამომაგდეს სავაჭრო ცენტრში და თვითონ ნიკას საქმეებზე გაქანდნენ. დაახლოებით 4 საათიანი ბოდიალის შემდეგ, ძლივს მივაგენი სასურველ კაბას, რომელიც პირველივე დანახვისას შემიყვარდა, სწრაფად ვიყიდე და ტაქსი გავაჩერე... რომ როგორმე სახლამდე მიმეღწია... მოულოდნელად კი ტელეფონის წკრიალმა გამომაფხიზლა. ვაჩე იყო..
– რა ჯანდაბა გინდა? შევუღრინე მაშინვე.
– ერთხელაც იქნება და შემომაკვდები შე საზიზღარო.. არ ჩამომრჩა ვაჟბატონიც.
– რა გინდა რაა.. აღარ იტყვი?
– იყიდე კაბა?
– კი, რა იყო ?
– აუზზე მოდი მაშინ რა... ვიცურაოთ ცოტა... თორემ დღეს ნიკას საქმეებმა ძალიან დამსტერსა და ცოტა განტვირთვა მინდა ... ისეთი შეცვლილი და მოწყენილი მეჩვენა მისი ხმა, გული ლამის გამისკდა.
– 10 წუთში მანდ ვარ... არსად წახვიდე. მივაძახე და ტელეფონი მაშინვე გავთიშე. ტაქსის მძღოლს კი კომპლექსის მისამართი ვუკარნახე. 10 წუთში მართლაც ადგილზე ვიყავი... ეგრევე აუზისკენ ავიღე გეზი... ვაჩე უკვე წყალში დამხვდა. ძლიერად უსვამდა დაკუნთულ მკლავებს და წყალს ორად აპობდა... რამდენიმე წამი გაშტერებული ვუყურებდი... და ადგილიდან ვერ ვიძვროდი, სიმართლე რომ ვთქვა, არც ვიძროდი, გული საგულედან ამოხტომას ლამობდა... ვუყურებდი და წარმოდგენა არ მქონდა, რას ვიზამდი მის გარეშე... მაგრამ დიდი ბარიერი იყო ჩემს წინ აღმართული- სახელად -ანა...
– მოხვედი უკვე? გასახდელში შენი საცურაო კოსტუმი შევიტანე, სახლში ვიყავი, რომ ლაზარე დამეტოვებნა და წამოგიყოლე.. მიდი გამოიცვალე და ერთად გავცუროთ რაა... წყლიდან თავი ამოოყო აბაშიძემ. ისეთი დასევდიანებული თვალებიჰქონდა, გული მომიკვდა. ხმისამოუღებლად გავედი გასახდელში, უცებ გამოვეწყვე და უკან დავბრუნდი... რამდენიმე წუთი ხმისამოუღებლად ვცურავდით ორივე... ბოლოს კი დაღლილ-დაქანცულებმა კიბესთან მივცურეთ, თუმცა წყლიდან არ ამოვსულვართ...
– ვაჩე... ნიკაზე მინდოდა რაღაცის კითხვა, მაგრამ მან შემაწყვეტინა.
– ნია... მიყვარხარ...მაჯახა და ამღვეული თვალებით შემომხედა... იმდენად გავოგნდი, რომ კიბის სახელურზე, რომელსაც ვეჭიდებოდი, ხელი გამისრიალდა, თავი ჩამოვარტყი და წყალში ჩავეყუდე... ვაჩე რომ არა ალბათ დავიხრჩობოდი. -რას აკეთებ გოგო გადაირიე? აჯაღანდა მაშინვე.
– მოიცა, წეღან რა თქვი? ვკითხე ხმააკანკალებულმა და გასკდომამდე მისულ გულზე ხელი მივიჭირე.
– არ მოგეჩვენა.. მიყვარხარ ნია... ძალიან.. არაადამიანურად მიყვარხარ... არასდროს არ გაგიშვებ ჩემგან, სულ რომ მომკლა... წარმოდგენა არ მაქვს და არც მაინტერესებს რატომ, ან როდის შემიყვარდი, მაგრამ იმდენად მიყვარხარ , რომ ჭკუიდან გადავდივარ... მინდოდა ანასთან მომეგვარებინა ყველაფერი და მერე მეთქვა შენთვის... მაგრამ არა, აღარ შემიძლია.. წეღანდელმა შენმა სიტყვებმა გადამრია... ვიცი, რომ შენც იგივეს გრძნობ, ისიც ვიცი , რომ თავის არიდება გინდოდა ანას გამო... მაგრამ ყველაფერიკარგად იქნება რა.... ხომ გჯერა ჩემი... მითხარი , რომ შენც გიყვარვარ... ნია, გონზე არ ვარ რას ვლაპარაკობ, ტვინი გახურებული მაქვს, მგონია რ, რომ გონგს უბრახუნებენ შიგნით, გული გასკდომას მაქვს... მითხარი რამე გეხვეწები... ვაჩე შეშლილი სახით მიყურებდა და ხელებს არ მიშვებდა სახიდან.
– მე ... მე.... ვაჩე... კი მაგრამ ანი??
– გითხარი, რომ ანი არ მიყვარს, კი არადა, აღარ მიყვარს, უბრალოდ მარტოს ვერ ვტოვებდი, მეშინოდა, თავისთვის რამე არ აეტეხა და მაგის გამო გვერდიდან ვერ ვშორდებოდი, მაგრამ აღარ მაინტერესებს, ეგოისტურად გამომდის. მაგრამ ფეხებზე ყველა და ყველაფერი შენ გარდა... საკმაოდ დიდი დრო გავატარე ანიზე ნერვიულობაში, მაგრამ შენ რომც არ ყოფილიყავი, მაინც ვერ შევძლებდი მის გვერდით ყოფნას უსიყვარულოდ... ასე რომ ნუ ღელავ, მე მოვაგვარებ ყველაფერს... შენ უბრალოდ მითხარი, შენ რას გრძნობ? ?? იმდენად დაჟინებული თ ვალებით მმიყურებდა, ჩემდაუნებურად ამოვილაპარაკე.
– მიყვარხარ.... ამის გაგონებაზე ისეთი ძალით ჩამეხუტა, მეგონა ძვლებში გადამამტვრევდა... წყალში ჩაყვინთა და მეც შიგ ჩამიყოლა... კამკამა ცისფერ წყალში ცხადად ვხედავდი მის გაბრწყინებულ თვალებს და დარწმუნებული ვარ, იმ წამს მეც მასავით ვბრწყინავდი... ძალიან ახლოს მოიწია ჩემთან... იმდენად ახლოს, რომ მისი ცხვირი ჩემსას ეხებოდა, ბოლოს კი ტუჩებზე მომეწება.... ლამის ხელში ჩავადნი... თავბრუსხვევა, ჟრუანტელი, ციებ-ცხელება, ყველაფერი ერთდროულად დამემართა... ან როგორ არ დამემართებოდა... საყვარელი კაცი მთელი ძალით მეხვეოდა და მიკოცნიდა ტუჩებს , წყლის ქვეშ....



№1  offline წევრი miyvarxar1992

ჩემი თბილი და ყველაზე კარგი ხარ სულ სულ ყველაზე:-)ძალიან მაგარი იყოოო როგორც იქნა მიხვდნენ რომ უყვართ. წარმატებები

 


№2  offline წევრი mimimimo

ჩემსკენ - არა, ჩემკენ.

ვაიმე..
რა სიცოცხლეები არიან..
ერთი მეც მინდა ვაჩესნაირი.
რა იქნება განა?
ნიკო.. რა კარგი ბავშვია.
იმედია ჩართავ მასაც შემდეგ თავში.

რამდენი ვიცინე შენ ხომ ვერ წარმოიდგენ.
ძალიან კარგია, გააგრძელე, გელოდები!

 


№3  offline წევრი შამხათი

მგონი ერთხელაც გული გამისკდება შენი ისტორიების კითხვისას...სიტყვები არ მყოფნის, ისე ახლოს მოგაქვს გმირების ყველა ემოცია მკითხველამდე, რომ სადღაც ჩემი თავი მგონია იქ...
რაღა გითხრა, საუკეთესო ხარ love

 


№4  offline წევრი natia-natia

ვოვ აი ძაან მაგარი გოგო ხარ

 


№5  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

უმაგრესი იყო საოცარი მალე დადე გაგრძელება რა

 


№6  offline წევრი kora

შენ ხარ სუპერ გოგო, სუპერ ფანტაზიის ნიჭით! ❤️ ვგიჟდები შენზე და შენს ისტორიებზე თავის პერსონაჟებიანად. სასიამოვნოდ გამაოცე ამ თავში, თავდან ვაჩეს მოკვლა მინდიდა იმდენად არ მომეწონა მისი ქცევა და ტონი რესტორანში, მაინც ვერ მივხვდი ასე უხეშად რატომ მოექცა მანდ??? თუმცაააა, სიყვარულის ახსნამ და გაბრწყინებული თვალების ხილვამ გამათბო. იმედია არ აურევენ ❤️
--------------------
kira.G

 


№7 სტუმარი Black

Sashinelad gamousworebeli romantikosi xar:Dmagari tavi iyo da veli shemdegs

 


№8 სტუმარი tamuna

Yvelaze magaria

 


№9 სტუმარი Maria_mari

Umagresi xar male Dade tkbilo

 


№10  offline წევრი Guitaristxati

სასწაული ხარ , უმაგრესი თავი იყოო , ვგიჟდები შენზე ,ნიაზე და ვაჩეზე და საერთოდ ამ ისტორიაზეე <3 <3

 


№11  offline წევრი ირინა

miyvarxar1992
ჩემი თბილი და ყველაზე კარგი ხარ სულ სულ ყველაზე:-)ძალიან მაგარი იყოოო როგორც იქნა მიხვდნენ რომ უყვართ. წარმატებები


dzalian didi madloba❤️❤️

შამხათი
მგონი ერთხელაც გული გამისკდება შენი ისტორიების კითხვისას...სიტყვები არ მყოფნის, ისე ახლოს მოგაქვს გმირების ყველა ემოცია მკითხველამდე, რომ სადღაც ჩემი თავი მგონია იქ...
რაღა გითხრა, საუკეთესო ხარ love


dzalian disi madlobaa❤️❤️

kora
შენ ხარ სუპერ გოგო, სუპერ ფანტაზიის ნიჭით! ❤️ ვგიჟდები შენზე და შენს ისტორიებზე თავის პერსონაჟებიანად. სასიამოვნოდ გამაოცე ამ თავში, თავდან ვაჩეს მოკვლა მინდიდა იმდენად არ მომეწონა მისი ქცევა და ტონი რესტორანში, მაინც ვერ მივხვდი ასე უხეშად რატომ მოექცა მანდ??? თუმცაააა, სიყვარულის ახსნამ და გაბრწყინებული თვალების ხილვამ გამათბო. იმედია არ აურევენ ❤️



pirvel rigahi didi madliba❤️ da momdevno tavshi gaigebt vaches qcevis mizezs))

Black
Sashinelad gamousworebeli romantikosi xar:Dmagari tavi iyo da veli shemdegs



xooo samwuxarod tu sabednierod martla var❤️

ტომა
თუ ნია უყვარს მაშინ ანის ნახვამ ასეთი რეაქციები რატო გამოიწვია მასში, ან რას გავდა მისი საქციელი როცა გაუცილებლად "გააგდო" ნია... no

momdevno tavs daelode ))

Guitaristxati
სასწაული ხარ , უმაგრესი თავი იყოო , ვგიჟდები შენზე ,ნიაზე და ვაჩეზე და საერთოდ ამ ისტორიაზეე <3 <3


❤️ madlobaa

 


№12 სტუმარი Mari

Auu agar dadeb?dzaan magari tavi iyo ♥ velodebi rodis dadeb me7 tavs♥♥

 


№13 სტუმარი tamuna

Dges dadeb?

 


№14  offline წევრი ირინა

სამწუხაროდ, დღეს ვერ ვახერხებ დაწერას :( ახლა მივედი სახლში და არ მაქვს არაფრის თავი , ბოდიშს გიხდით sad

 


№15  offline წევრი kora

ირინა
სამწუხაროდ, დღეს ვერ ვახერხებ დაწერას :( ახლა მივედი სახლში და არ მაქვს არაფრის თავი , ბოდიშს გიხდით sad

ეგ ახლა საპირველაპრილო ხუმრობაა, თუუუ მართლა არ დებ? :( ანუ არ გელოდო და წავიდე დავიძინო?? sad
--------------------
kira.G

 


№16  offline წევრი Bobo

Ai movcydi akaurobas da rogor gazrdilxar gogoo ♥♥♥♥♥♥♥ mokles sascauli xar raaaaa sarko :-D (lile) axla ar mitxra ver gicanio :-D:-D:-D

 


№17  offline წევრი Nini123456

დღეს არ დადებ??❤❤

 


№18  offline წევრი chupika

აუ როდის დადებ?

 


№19 სტუმარი alisaa

auu rodis dadeb shemdegs????:* gtxov ra male ar daasrulo es istoria :D :Ddzalian,dzalian magari gogo xar:*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent