ორმაგი ცხოვრება (1)
ყოველ დილით სევდიანი ჩამოივლიდა ხოლმე ოთახის კიბეებს. გვერდით კართან გაჩერდებოდა ,მაგრამ აგერ უკკვე მე-13 წელი ილეოდა ზღურბლზე გადაბიჯება ვერა და ვერ გაებედა. ეჩვენებოდა,რომ მდგომარეობა ყოველ წამს უფრო და უფრო მძიმდებოდა. თითქოს უნდა შემსუბუქებულიყო,მიჩვეოდა... მაგრამ არა...მძიმდებოდა და მძიმდებოდა. ჯერ კიდევ კიბის თავში გაიგონა ‘’სკაიპიდან’’ მჟღერი დის ხმა რომელიც დედამისს ამერიკიდან ელაპარაკებოდა. ქალს სათვალე მოერგო და მისთვის უჩვეულოდ ახლოს მიციცინებდა ეკრანს. -შვილო აქედანაც კი ვხედავ შენს გამონაყარს. თავს მოუარე..._ ხელები გაასავსავა ქალმა. -დილამშვიდობის დედა_ჩვეული დაბალი ტონით მიესალმა ქალს მერე კი დიდი ხნის უნახვ დას. -ანა როგორ ხარ? მაპატიე ამ დილაუთენია მგონი გაგაღვიძე ,მაგრამ დროის სხვაობას ვუჩივით. -არაფერია. ისედაც ადგომას ვაპირებდი. დღეს ვმუშაობ... -ლილი არ უნდა ადგეს და სკოლაში წავიდეს? ანას უცნაურად მოეჭმუხნა წარბები. დედამისი კი წამოდგა და ბავშვის დასაძახებლად წავიდა. -ანა რას აკეთებ? -რას უნდა ვაკეთებდე?ყავა დავისხი ამწამს... -არ იცოდე მაინც რაზე გეკითხები. -ეგ თემა დახურულია. -კარგი რა. გეყოფა ბოლოს და ბოლოს. -შენ არ იცი რას ვგრძნობდა როცა არ იცი გთხოვ ნუ ერევი სხვის ცხოვრებასა და განცდებში. -როდის გადაგყავთ ახალ სკოლაში? -წარმოდგენა არ მაქვს. -მაგ სახლში არ ცხოვრობ? -არა... -დეიდა...დეიდა..._კიბეზე ფეხის ბრახუნის ხმა გაისმა და ბავშვმა ელვის სისწრაფით ჩამოირბინა საფეხურები. როგორც კი მაგიდას მოუახლოვდა ანამ გვერდი აქცია და ოთახის მეორე ბოლოში გადადგა. ბავშვი უხერხულად შეიშმუშნა ,მაგრამ მიჩვეული იყო და მალევე გაურა. -ჩემო სიხარულო. -დეიდა... -ახალ სკოლაში მიდიხარ? -კი, ბებომ საბუთები უკვე გადაიტანა. -სექტემბერში,რომ გემარჯვათ კარგი იქნებოდა. -არაუშავს. -შვილო დირექტორმა მითხრა რომ დამატებითი გაკვეთილებიც აქვთ სკოლაში და თუ დასჭირდება იქაც ივლის. -ძალიან კარგი. ახლა უნდა წავიდე. მიყვარხარ პატარავ _ჰაეროვანი კოცნა გამოუგზავნა ქალმა და ბავშვმაც იგივე დაუბრუნა. -წადი ჩაიცვი_თავზე ხელი გადაუსვა ბებომ და ბავშვიც შეტრიალდა. -ყავა დაგისხა? _უხერხულად აწრიალდა ანა და დედას ზურგი აქცია. -ლილი პატარა აღარაა. უკვე რამდენი ხანია გიმეორებ რომ ის უკვე ყველაფერს ხვდება? ცამეტი წლისაა... -დედა სამსახურში მეჩქარება. -შვილო გთხოვ...დრო მოვა და ყველაფერს ინანებ. -მე უკვე მთელს ჩემს ცხოვრებას ვნანობ მისი ჩათვლით და ეს ახალი ამბავი არავისთვის არაა. კარი გაიჯახუნა ანამ და მანქანაში ჩაჯდა. საჭეს ხელი ჩასჭიდა ,მაგრამ ნერვებმა უმტყუნა და ცახცახმა აიტანა. უკვე მერამდენეჯერ ემართებოდა ასე აღარც ახსოვდა... არც ის ახსოვდა პირველად ეს როდის მოხდა. ცამეტი წლის წინ პლაჟზე თუ, ცოტა მოგვიანებით საავადმყოფოში როცა ლილი დაიბადა... ხანდახან ლილის დაბადებასაც ვერ იხსენებდა. ან არ უნდოდა ,რომ გაეხსენებინა... ეს ე.წ. ''ლომკა'' სულ რაღაც ორ-სამ წუთს გრძელდებოდა. მერე გონს მოდიოდა და ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდებოდა. უკანასკნელი კადრი ,რომელსაც წარსულისგან იხსენებდა კისერთან ნატიფად ამოსვირინგებული სიტყვა იყო ''LORD'' . ეს ერთადერთი იყო რის დავიწყებასაც ცდილობდა ,მაგრამ არ გამოსდიოდა... რა უცნაურია ცხოვრება. რის დავიწყებასაც ცდილობ სწორედ ის გიჭამს ცხოვრებას. რის გახსენებასაც ნატრობ საგულდაგულოდ იმარხება შენში. მანქანა დაქოქა... ახლა შედარებით მშვიდად იყო. რამდენჯერმე საკუთარ თავს თვალი გაუსწორა სარკეში. არც ისე ცუდად გამოიყურებოდა. VVV -ჩემო გოგო ადექი გაგვიანდება. ადექი თორემ დედაშენი გაბრაზდება ხომ იცი? _ ქერა თმაზე ხელი გადაუსვა შუახნის ქალმა მშვენიერ გოგონას ,რომელიც საწოლში აწრიალდა ,მაგრამ თვალები არ გაუხელია. -ადექი ჩემო პრინცესავ თორემ სადილობას ვერ მოასწრებ. ადექი გთხოვ... -ძიძა შემეშვი... -ვიკააააა..._დაიყვირა ვიღაცამ ცივი ხმით და საძინებლის კარი გაიღო. გოგონა ელვის სისწრაფით წამოხტა საწოლში. ჯერ გონზე არ მოსულიყო ,მაგრამ თვალებს ძალას ატანდა არ დაეხუჭა. კარში თითქოს მისი დიდი ასლი იდგაო. ლამაზი,დახვეწილი და მიმზიდველი ქალბატონი, რომელიც ისე გამოპრანჭულიყო თითქოს რამე დიდებულ წვეულებაზე წასასვლელად ემზადებოდა. -დედა რა მოხდა ასეთი? -ცხრა ხდება და ისევ საწოლში წევხარ და მეკითები კიდევაც? სასწრაფოდ ადექი და არ გაბედო მასწავლებელმა სკოლაში შენი დაგვიანების გამო დამიბაროს და მის წინაშე თავის მართლება მომიწიოს თორემ შავ დღეს გაყრი. გეუბნები ადექი-თქო და არც ირყევი? გოგონა წამობარბაცდა. ძიძამ სკოლის ფორმა მიაწოდა და ჩაცმაშიც დაეხმარა. -რმერთო რამხელა ხმაზე დაიკივლებს ხოლმე. -გითხარი ჩემო პატარავ და არ გამიგონე. მხოლოდ მისი ხმა გაღვიძებს სხვა ვერაფერი. -გეგონება სკოლასი ფეხით მივდიოდე და ათის ნახევრამდე ვერ მივასწრებ. -საცობებია გზებზე შვილო. ხომ იცი დედაშენი რა მტკივნეულად აღიქვამს შენს ცუდად მოქცევას. -მამა ქვევითაა? -დილის მერე გაზეთებს კითხულობს. -გმადლობ ძიძა ჩავალ რამეს შევჭამ. _ გადაკოცნა ქალი და ჩანთა ზურგზე მოიკიდა. -მოსაცმელი საყვარელო დღეს ცივა. -დილამშვიდობის გოჩა. _ გაიღიმა ქალმა და ქმარს გვერდით მოუჯდა. -რა საზეიმოდ გამოწყობილხარ? რამე ხდება? -დღეს კრება არაა? -კი არის ...ამისთვის გამოიპრანჭე? -მე სულ გამოპრანჭული ვარ. -მეგონა არ მოხვიდოდი. -მომწყინდა სახლში ჯდომა. მოვალ და დავესწრები. საერთოდ ამ ბოლო დროს მუშაობის სურვილმა შემიპყრო. თავს გამოუსადეგარ ქალად ვთვლი. -ვინ დაგიშალა რო?... -მეზარებოდა აქამდე. შენ გამაზარმაცე... _ლოყაზე აკოცა ქმარს ქალმა და თვალი კიბისკენ გააპარა საიდანაც მუზღუნით მოდიოდა გოგონა._ადგა შენი ქალიშვილი. სანამ არ დავიკივლე... -მამა როგორ ხარ? -დილამშვიდობის ჩემო ლამაზო. როგორ გიხდება სკოლის ფორმა..._მოესიყვარულა სვილს კაცი და მის ფორმასაც გაუსვა ხაზი რადგან იცოდა როგორ ვერ იტანდა მისი შვილი ამ ტანსაცმელს. ყოველთვის უმეორებდა ,რომ უხდებოდა რათა თავი უფრო კომფორტულად ეგრძნო მასში. -დაცინვასაც ხომ აქვს საზღვარი მამა. ეს საზიზღრობა როგორ შეიძლება ვინმეს უხდებოდეს. -შვილო, ეს ხომ სკოლაა... -არ მინდა ამ თემაზე საუბარი. გოგონამ ელეგანტურად მოიმარჯვა ხელში დანა-ჩანგალი და ჭამას შეუდგა. ჯერ სულ რაღაც ცამეტი წლის იყო ,მაგრამ ძალიან ბევრ რამეზე უწევდა ყურადღების მიქცევა. დედამისი პირდაპირ ატერორებდა როგორც კი რამე გადახრილს გაბედავდა. -ბეჭებში გასწორდი_მაინც მონახა ქალმა შენიშვნის მიზეზი -უკვე მოვრჩი... გოჩამ ცოლს გადმოხედა. აშკარად გააღიზიანა ცოლის შენიშვნამ ,მაგრამ არაფერი უთქვამს. -ზედმეტად ატერორებ თამარ. ის ჯერ სულ ბავშვია. -აქედანვე უნდა ისწავლოს. ხომ იცი როგორ ვერ ვიტან უწესრიგობას? -ჩემთან ერთად წამოხვალ? -კრება რომელ საათზეა? -სამზე... -მაშინ არა. მანამდე საყიდლებზე წავალ თიკოსთან ერთად. ისედაც დიდი ხანია მეწუწუნება წამყევიო. -მეზობლებთან დადაქალება აქამდე შენი სტილი არ იყო. გამკვირვებია... -ჩვენ უბრალოდ ერთნაირი შეხედულებები და გემოვნება გვაქვს. მისი მხრიდან სასიამოვნო ჟესტი იყო სტუმრობა და საჩუქრის მოტანა. ჭკვიანი და კარგად აღზრდილი ქალბატონია. ზუსტად ისეთი როგორთანაც სიამოვნებით ვიმეგობრებდი. -რაღაც არ მახსოვს რომელიმე სტუმრისთვის ამ უბანში გადმოსვლა მიგელოცოს. -ეგ რა შუაშია? -როგორც შენ გესიამოვნა მისი ჟესტი ასევე შენგანაც ესიამოვნებოდა სხვას. -ანუ ამით იმის თქმა გინდა ,რომ მე უყურადღებო ვარ? -არა ამით იმის თქმა მინდა რომ ყოველთვის გგონია რომ სხვამ უნდა შეგასხას ხოტბა. შენი პრობლემა ამაში მდგომარეობს თამარ. კარგი წავედი... -მოიცა ახლა ამისთვის უნდა ვიჩხუბოთ? -მე არ ვჩხუბობ თამარ მხოლოდ ჩემს შეხედულებას ვაფიქსირებ. მე ისეთი მომწონხარ როგორიც ხარ ,თუმცა არ ნიშნავს რომ იდეალური ხარ. -მგონი მართლა სჯობს წახვიდე. -მივდივარ. თუ რამე მოხდა დამირეკე... -რა უნდა მოხდეს? -როგორც წესი მუშაობასთან დაკავშირებული აღტაცება რამდენიმე საათში გადაგივლის ხოლმე. თუ რამე შემატყობინე ,რომ ტყუილა არ გელოდოთ. -ამჯერად მობილიზებული ვარ... -მე ეს მხოლოდ გამახარებს გოჩამ ცოლს შუბლზე აკოცა და იქაურობას გაშორდა. ქალი სულ რაღაც ერთ წუთს იჯდა დაფიქრებული, მაგრამ როგორც კი მსახური შემოვიდა ოთახში მასინვე გაიღიმა თითქოს აქ არაფერიო. VVV -ბებო გინდა შემოგყვე? ხელი თავზე გადაუსვა ქალმა ლილის და პასუხს დაელოდა -ახალი სკოლა. რა აუცილებელი იყო? _ჩაფიქრებით იკითხა ბავშვმა. -დეიდას უნდა, რომ ყველაფერი საუკეთესო გქონდეს -სამწუხაროდ მხოლოდ დეიდას... -მაგას რატომ ამბობ? -ისე... თუ გინდა ნუ შემომყვები. მე თვითონ ავალ. -დარწმუნებული ხარ? -ჰო. თანაც იტყვიან პატრონს ხელჩაკიდებული დაჰყავსო და... პირველ დღესვე თუ დამცინეს მერე ბოლომდე ასე იქნება. -ღმერთმა დაგლოცოს შვილო. ‘’შვილო’’ გაიფიქრა , როგორც კი ქალს გასცილდა. ამ სიტყვას ხომ მისი მიმართულებით მხოლოდ ბებიისგან ისმენდა. რატომ? ამაზე პასუხი არ ქონდა. არც მას და არც უფროსებს. თავად ბებია როცა კი დაუძახებდა მერე ნაღველი შემოაწვებოდა და მთელი დღე ვერ აღწევდა თავს. განიცდიდა, მაგრამ აბა ქალს ხომ არ ეტყოდა ასე აღარ დამიძახო მწყინსო. თუმცა არ წყინდა. უბრალოდ ბუნების ძალით ეს სიტყვა დედას ან მამას ეუთვნოდა. დედა კი ‘’შვილოს’’ კი არა საერთოდ არც ერთ სიტყვას არეუბნებოდა. მამაზე კი ლაპარაკი ზედმეტი იყო. იმის კითხვაც ვერ გაებედა სად იყო ან საერთოდ ვინ იყო. მხოლოდ ის იცოდა ,რომ მარტო ‘’დედა ანა’’ ვერ გააჩენდა. მეორე სართულზე ავიდა. როგორც ბებომ უთხრა კიბის თავში მისი კლასი პირველსავე იყო. კარზე ეწერებოდა კიდევაც ‘’მერვე კლასი’’. ეს ფასიანი სკოლა იყო და დიდი გადასახადის გამო პარალელი კლასები იშვიათად იქმნებოდა. ღია კარში ფეხებგადაჯვარედინებული იდგა ორი გოგონა. ტელეფონში იყვნენ ჩამძვრალი და დრო და დრო თავიანთი ‘’აიფონებით ‘’ ე.წ. ‘’სელფებს’’ იღებდნენ. ერთ-ერთ მათგანს ქერა თმა ლამის წელამდე გაეშალა. სკოლის მოსწავლეს კი არა პოდიუმის მოდელს წააგავდა. ასაკთან შედარებით აშკარად მაღალი იყო. მეორე უფრო წაბლისფერთმიანი მაგრამ ისიც კარგა ცხვირაწეული. ლილიმ თავის თავს და ბებიის მიერ საგანგებოდ ჩაწნულ ნაწნავებს დახედა. ‘’ახალ სკოლაში სანიმუშოდ უნდა გამოიყურებოდეო’’ , რომ დაუბარა. ახლა მიხვდა ,რომ სანიმუშოდ კი არა სასაცილოდ უფრო გამოიყურებოდა. ‘’ჩემი ადგილი აქ არ არისო’’ გაიფიქრა გულში და ხმადაბლა ამოიხვნეშა. ღია კარს ხელი მოჰკიდა ,რომ გარედან წარწერა დაენახა. ის ორი უკანასკნელი ადგილიდან არც გარყეულა. არც მაშინ გარყეულა როცა ლამის ცხვირწინ ჩაუარათ და ლამის მათ ფეხებს წამოედო . თუმცა ის კი შენიშნა როგორ გამოაპარეს მისკენ ქვემოდან თვალი. ალბათ იმას ამოწმებდნენ ღირდა თუ არა იმად ვისთანაც საქმე შეეძლოთ დაეჭირაათ. როგორც ჩანდა არა, თორემ ასეთი მეტიჩარა გოგონები ხომ ყველა სკოლაში არიან. ყველა კლასში გამოერევა ერთი-ორი. მის ძველ სკოლაშიც იყვნენ ახლა კი არ შეხვედრია პირველად. სათვალიანი საშუალო ასაკის ქალი მაგინდასთან იჯდა და რაღაცას წერდა. ლილიმ საშვი გაუწოდა და გაეცნო, როგორც სკოლის ახალი მოსწავლე. -გელოდი საყვარელო. დირექტორმა მითხრა რომ ახალი სემესტრიდან გადმოხვიდოდი. მიხარია შენი გაცნობა მე ქეთევანი ვარ. -სასიამოვნოა -მოდი მთელი კლასის წინაშე წარგადგენ ‘’საჭირო არ არისო’’ გულში გაიფიქრა, მაგრამ თქმა ვერ მოასწრო. რატომ ხდებოდა ყოველთვის ასე. რასაც გაიფიქრებდა იმის თქმას ვერასდროს ასწრებდა. ცერემონია სულ ერთ ან ორ წუთს გაგრძელდა. ქალის საუბარში ოთახს მოავლო თვალი. ძველი სკოლისგან და კლასისგან განსხვავებით ბევრად თანამედროვედ იყო მოწყობილი. მზერა კართან რომ მივიდა მაშინ შეამჩნია ,რომ ის ორი იქ აღარ იდგა. ფანჯრის მხარეს ბოლო მერხზე გადაენაცვლათ და სწორედ მათ წინ მიუჩინა ადგილი ახლადგაცნობილმა მასწავლებელმა ლილის. მთელი გაკვეთილი ყველას მზერა მისკენ იყო მოპყრობილი თითქოს გასაყიდი ექსპონანტი იყო. ნერვები ისე ეშლებოდა უნდოდა ის კიკინები სათითაოდ ჩამოეგლიჯა , მაგრამ ასე ხო უფრო მეტად დიმცირებდა თავს. იფიქრებდნენ რომ მიხვდა თავის ‘’დანაშაულს’’. თავი მხოლოდ ერთხელ ასწია და გასწორდა. საზურგეს მიყრდნობილი უფრო ახლოს აღმოჩნდა უკან მერხის წყვილთან. ისე ახლოს ,რომ მათი დიალოგიც გაიგო. -გინდა დღეს ‘’მაკდონალდსში’’ წავიდეთ? _საქმიანი ტონით თქვა წაბლისფერთმიანმა. -შეიძლება. დღეს დედა ვერ გამომივლის და ჩვენ მძოლს მარტივად დავითანხმებ. -დედაშენი ხო კარგადაა? -საყიდლებზე მიდის თავის დაქალთან ერთად. იმედია ერთ-ორ რამეს ჩემთვისაც წამოაყოლებს ხელს. -არ იცოდე მაინც რომ მასე იქნება. ტყუილა ნუ წუწუნებ გეგონება რამე გაკლდეს. -არ ვწუწუნებ უბრალოდ ჩანტებით ხელდამშვენებული, რომ მოდის მეც მინდება რამე ახალი თორემ მამაჩემს რომ ვუთხრა მთელ მაღაზიას მიყიდის. მე უბრალოდ მისგან მიხარია ... წაბლისფერთმიანმა რაღაცნაირად გაიღიმა და ამ თემაზე საუბარი შეწყვიტა. დიდად არც მეორეს მოუკლავს თავი. გაკვეთილები ისე დასრულდა კლასში ერთი ბავშვიც კი არ გაუცვნია. მოწყენილი, გულნატკენი და დამცირებული წამოვიდა სახლში. თავს კეთროვანივით გრძნობდა. ჩანთა მაგიდაზე დაახეთქა და ბებოს გასძახა ,მაგრამ არავინ გამოეხმაურა. -ალბათ სუპერმარკეტშია სკამზე დაჯდა. ცრემლები კისერში ებჯინებოდა. ლამის იყო ეყვირა და ასეც მოიქცეოდა შემოსასვლელის კარი ,რომ არ გაღებულიყო. ‘’დედა ანა’’ გაიფიქრა გულში და თვალი აარიდა. ისიც ხომ ასე იქცეოდა ყოველთვის. განა მას რატომ უნდა მოეკლა თავი. ყველაფრის მიმართ პროტესტის გრძნობა ახლა ასმაგად გაუმძაფრდა. ჩანთას ხელი წამოავლო და ხმაურით ავიდა კიბეზე. -ბებო რა გჭირს? ჩამზინებია და შენი ხმა ჩამესმა_შემოხვდა ქალი კიბეზე და მიეფერა. -არაფერი... -ლილი... -რა გჭირს? -არაფერი... -ლილი-მეთქი... -ჩემს თავს ვეკითხები რატომ ვარ ასეთი უიღბლო. პასუხი გაქვს? არა ... საერთოდ რისთვის გავჩნდი ამ ქვეყანაზე? ნერვიულობისგან ჩანთა კიბეზე დაუარდა ,მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია. ოთახში შევარდა და კარები მოაბრახუნა. ___ ვაი, რამდენი ხანია მე აქ არ ვყოფილვარ და არაფერი დამიდია. როგორ მომენატრეთ ყველა და როგორ მოემნატრა თქვენი კომენტარები. აბა დიდი ხნის მერე ველი თქვენს კომენტარებს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.