შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არასდროს უშენოდ! (13)


1-04-2016, 23:22
ავტორი natia_888
ნანახია 2 116

***

სწორედ მაშინ როცა სალო სახლთნ ჩამოვსვი, მობილურზე შეტყობინება მომივიდა.
- „ კატ სად ხარ?“ -სანდრო იყო.
- „ სალო გავიყვანე და ახლა სახლში მივდივარ, შენ?“
- „ მანქანით ხარ?“
- „კი, რაიყო?“
- „რიყეზე გამოხვალ? ნახვა მინდა“
- „სად ხარ შენ?“
- „მეც მალე მივალ.“
- „ კაი გამოვალ.“
- „ მიყვარხარ. „
- „მეც.“
მანქანა მოვაბრუბნე და სახეზე ღიმილგადაფენილმა განვაგრძე გზა.
ჩემგან რამდენიმე მეტრით დაშორებული სანდროს სახე, რომ დავინახე მაშინვე სხეულში უსიამოვნო შეგრძნებამ დამიარა, აი ისეთმა, ცუდს რომ მოგასწავებს...მაგრამ ყურადღება არ მივაქციე და ფიქრი იმ ახალგაზრდა მამაკაცზე დავიწყე, რომელიც შორიდან მომზირალი თვალებითაც კი მატყვევებდა.
გული სანდროს ყოველ დანახვაზე გამალებით იწყებდა ძგერას და ირგვლის ყველაფერი სულერთი ხდებოდა, მხოლოდ ის არსებობდა... მხოლოდ მისი უძიროდ ცისფერი თვალები, მისი მომნუსხველი ღიმილი გამაჩნდა და ეს ორი სამყაროზე ძვირად ფასობდა.
- მომენატრე. - სანდრო ნელი, მაგრამ მაინც მოუთმენელი ნაბიჯით შემომეგება და ძლიერ მკლავებში მომიქცია.
- მეც მომენატრე. - მის მკლავებში გავინაბე და სურნელი, რომელიც მიყვარდა ღრმად ჩავისუნთხე.
- კატ, რაღაც უნდა გითხრა. - დასძინა ასათიანმა, მას შემდეგ, რაც გამათავისუფლა...
- მეც უნდა გითხრა რაღაც. - თამამი ღიმილით ვუთხარი.
- მაშინ შენ დაიწყე.
- კარგი. - დავთანხმდი და სანამ თხრობას დავიწყებდი ეშმაკურად გავუღიმე. - დღეს მე და სალო უნივერსიტეტიდან გამოვდიოდით და თან ზაფხულზე ვსაუბრობდით.ყველაზე კარგად შენ მოგეხსენება ჩემი „მოხერხებულობის“ ამბავი, ოცნებებში წასული კიბის საფეხურზე ციბრუტივით დავტრიალდი და... - სპეციალურად გავჩუმდი.
- და? - სანდროს სახესაც ღიმილი შეეპარა.
- და? - კიდევ ეშმაკურად გავუღიმე.
- დაეცი?
- ნწუ.
- აბა?
- დამიჭირეს.
- ვინ? - ღიმილგადაფენილი სახე დაასერიოზულა.
- დემეტრემ. - მე კი სახიდან ღიმილს არ ვიშორებდი.
- ეგ ვინაა? - ასათიანს წარბები ერთმანეთთან მიეზიდა და შუბლი ავისმომასწავებლად შეეკრა.
- თოდუა.
- გოგო რას მეღადავები? ვინ ჯანდაბაა დემეტრე თოდუა.
- ნუ მეძაბები ძმაო. - თვალი ჩავუკარი.
- კატო მოგხვდება. - დრო იყო გავჩერებულიყავი, თორე სანდროს მოთმინებამ პიკს მიაღწია.
- ეჭვიანობ?
- შენი აზრით?
- კიი. - სიცილით ვუპასუხე.
- შენ პატარა მავნე! - სანდრო ხელში წამოსატაცებლად წამეტანა მაგრამ მოხერხებულად დავუსხლტი ხელიდან.
- დემეტრე თოდუა. - როცა თავი უსაფრთხოდ დავიგული მივუბრუნდი და ენის გამოყოფით დავუძახე. სანდრო წამით გაჩერდა, ვიფიქრე დანებდათქო, მაგრამ მოულოდნელად ადგილს მოსწყდა და თვალის დახამხამებაში მის მკლავებში ამოვყავი თავი.
- რაო რაო? - გამიღუტუნა და ყელში მაკოცა.
- მიყვარხარო! - მისკენ მივბრუნდი და თვალი თვალში გავუყარე.
- ჩემი სუნთქვა ხარ შენ, ჩემო პატარა ქალბატონო! - გულში ძლიერ ჩამიკრა. - ახლა კი მითხარი ვინაა ეგ დემეტრე თუ ვიღაც.
- აზრზე არ ვარ. მაგან დამიჭირა თორე დავეცემოდი. მერეც გაგვეცნო მე და სალოს და ცოტახანს ვისაუბრეთ.
- სერიოზულად?
- კი. - მაიმუნობას მოვრჩი და სერიოზულად ვუპასუხე.
- და ამას ასე მშვიდად მიყვები? - სანდრომაც სერიოზული სახე მიიღო.
- და სანერვიულო რა მაქვს?
- ვიღაც ბიჭს მკლავებში ჩაუვარდი, მერე გაგიცნო კიდეც, დაჟე იჭორავეთ და სანერვიულო არ ჰქონია ქალბატონს.
- ჯერ პირველი მკლავებში არ ჩავვარდნილვარ, უბრალოდ ხელი შემაშველა, რომ არ დავცემულიყავი.მეორე, რა დაშავდა იმით რო გაგვეცნო? და მესამე, არ გვიჭორავია, სამი წუთი ვილაპარაკეთ პირველკურსელი, შეყვარებული გოგონების სენზე.
- და რაო მისტერ გადამრჩენელმა, რა დაადგინა, რა სენი გჭირს?
- კიბეებზე ოცნება.
- მაღალი ინტელექტის უნდა იყოს ეგ დემეტრე.
- ვიღაც ძალიან, ძალიან ეჭვიანობს. - გულწრფელად გამეღიმა და ამ წამს სანდრო კიდევ უფრო შემიყვარდა.
- მეორედ მაგ დემეტრეს გვერდით აღარ დაგინახო.
- არის სერ! - სიცილით ვუთხარი და მხარზე თავი დავადე.
- მე გაგაფრხილე. - ასათაიანი ცდილობდა სიცილის შეკავებას, მაგრამ ამაოდ.
- კარგი სანდრო, კარგი. - ლოყაზე ვაკოცე. - შენც რაღაც უნდა გეთქვა. - უკანასკნელი სერიოზული სახით ვთქვი.
- არაფერი კატ, დაივიწყე. - სანდრომაც სერიოზული სახით მიპასუხა.
- რას ნიშნავს დავივიწყო? მითხარი.
- არ ღირს.
- გთხოვ.
- კატო... - სანდრო გაჩერდა, ჩემ წინ აისვეტა, თვალებში დაჟინებით დამიწყო ცქერა და ცოტახანს გაჩუმდა.- გიყვარხარ? - მოულოდნელად მკითხა.
- კი. - დაუფიქრებლად ვუპასუხე.
- რამდენად?
- ძალიან.
- რამდენად?
- სანდრო რა ხდება? - თვალს არ მაცილებდა და მეც თვალისმოუცილებლად ვუმზერდი.
- კატ მიყვარხარ... და იცი შენ ეს... მიცნობ, თან ძალიან კარგად... ახლა რასაც გეტყვი შეიძლება ყველაფერი შეცვალოს... კარგისკენ ან ცუდიასკენ... ეს ჩვენზეა დამოკიდებული...
- სანდრო მაშინებ...
- კატ... უნდა წავიდე და მინდა შენც ჩემთან ერთად წამოხვიდე. - და აი, კვლავ ვიგრძენი ის შეგრძნება... ავისმომასწავებელი...
- სად? - დაზაფრული ვლაპარაკობდი...
- არ აქვს მნიშვნელობა... სადმე...
- რატო?
- აღარ შემიძლია... სამი წელია ერთ ადგილზე ვარ გაჩერებული... ასე აღარ შემიძლია. - გულს მიკლავდა მისი სიტყვები...
- სამი წელია ჩემს გამო ხარ ერთ ადგილზე გაჩერებული...
- არა, ასე არ გაიგო... შენ საუკეთესო ხარ ჩემში... უბრალოდ ეს უმოძრაობა მკლავს.
- სამი წლის წინ მოხვედი ჩემთან და მითხარი მივდივარო... ყოველგვარი კითხვების და ცრემლების გარეშე გაგიშვი... შენ დარჩი... როცა მკითხე რატო არ შეგაჩერე, მე გიპასუხე, რომ თავს დამნაშავედ ვიგრძნობდი შენი ბედნიერებისთვის ხელი რომ შემეშალა... მას მერე სამი წლი გავიდა... დღეს დგახარ ჩემ წინაშე და წასვლას მთხოვ... მთხოვ დავტოვო ყველაფერი... ოჯახი, მეგობრები, სამშობლო... დავანგრიო კარიერისთვის ჩაყრილი საფუძვლები და უმისამართოდ გავემგზავრო, მხოლოდ შენთან ერთად. შენ თავს... ამ ქვეყნად ყველაფერს ძვირფასს გეფიცები დაუფიქრებლად ვიტყოდი უარს ზემოთ ჩამოთვლილ ყველაფერზე და შენთნ ერთად წავიდოდი სამყაროს დასალიელში, მაგრამ ახლა ამას არ ვიზამ... არ ვიზამ, რადგან ეს არ არის ჩვენი სიყვარულის გამო გაღვიძებული სურვილი, ეს არ არის სწრაფვა ჩემთან ყოფნისკენ... ეს გაქცევაა, ისეთივე გაქცევა, როგორსაც სამი წლის წინ გეგმავდი... მაშინ გაჩერდი, რადგან სიახლე ვიყავი შენთვის და გადაწყვიტე გეცადა, გაგეგო რა ჯობდა, მე თუ უმისამართოდ ხეტიალი... არ გამტყუნებ სანდრო, მეტიც... მესმის შენი... მესმის ის ყველაფერი რაც გამოიარე და მესმის რას ხარ შეჩვეული... არც იმას გეტყვი მატყუებდი, არ გიყვარვართქო. არა, მჯერა რომ გიყვარვარ, თან ძალიან გიყვარვარ, მაგრამ ეს შენ ხარ.... ახლა არჩევანს აკეთებ და რადგანაც გიყვარვარ გსურს მეც ამ არჩევნის ნაწილად მაქციო... მე არ მირჩევ, ჩემთნ ერთად ირჩევ და ვიქცეოდი კიდეც მის ნაწილად, სადღაც, მომავალში ამ ყველაფრის დასასრულს რომ ვხედავდე... რომ გხედავდე შენ, ვხედავდე საკუთრ თავს, ვხედავდე ბავშვებით ავსებულ სახლს... ოჯახს რომ ვხედავდე, რომელიც ბედნიერია, სტაბილური და ურყევია... მაგრამ ასე არ იქნება და თუ იქნება მხოლოდ ჩემ გამო, იქ შენ ბედნიერი ვერ იქნები... მე კი არ მინდა ყოველთვის გავრბოდეთ... მიყვარხარ სანდრო და ის ადგილი რომელშიც ახლა შენ ხარ აქ - მისი ხელი ჩემს გულს შევახე - ყოველთვის შენი იქბნება, და სწორედ იმიტომ რომ მიყვარხარ არც ახლა შეგაჩერებ. შენ იცნობ საკუთრ თავს და გთხოვ, თუ ის ყველაფერი რაც ახლა ვთქვი სიმართლეა, ნუ გაჩერდები... შენი ოცნებებისკენ წადი, წადი და გახსოვდე... - გული ტიროდა, ტიროდა მთელი ხმით, მაგრამ სხეულს წარბიც არ შეუხრია.
- მიყვარხარ... - მომიახლოვდა. შუბლზე წამეტანა და ცხელი ტუჩებით დამეკონა... შემდეგ ტუჩებს დაეწაფა... ათრთოლებულ ხელში ჩემი გაყინულ ხელი აიღო... თვალებში კიდევ ერთხელ ჩამხედა და წავიდა....



............................

აბა რა იტყვით? რას ელით? როგორ მოგწონთ?... ყველაფერი მაინტერესებს... რა გინდათ, რომ შემდეგში მოხდეს?



№1  offline წევრი natia_888

ყველაფერს კარგს ვერ დაგპირდები, მაგრამ ყველაფერს საინტერესოს გპირდები ^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent