სექსუალური ადვოკატი (თავი 5)
-მაგარი გოგო უნდა გაგაცნო,ძალიან მოგეწონება. -აი,ისევ..კარგი რა..რომელი საუკუნეა?-ხმას აუწია,თუმცა მალევე გაჩუმდა,როცა გაიგო,რომ მისაღებში ვიღაცები იყვნენ. -ძალიან მაგარი გოგოა ,მართლა. -დეეე.. -წამოდი,მოგეწონება-შვილისთვის არც კი მოუსმენია,ისე გაიყვნაა მისაღებში. -ანასტასია!-ხელი გამოუწოდა ცოტა გამომწვევად ჩაცმულმა გოგონამ,რომელსაც სახეზე ღიმილი აკროდა,არ იყო გამაგიჟებელი გარეგნობის,თუმცა თავისი შარმი ჰქონდა,ასე იფიქრა დავითმაც. -ლენა-გოგოს დედამაც,რომელსაც სახეზე მთელი გაჯი ესვა,გაუღიმა მამაკაცს და ვარდისფერი ტუჩებიდან გაკეთებული კბილები გამოაჩინა. -სასიამოვნოა!-ამ სიტყვის გარდა არაფერი უთქვამს მთელი საღამოს განმავლობაში.არ მოსწონდა სიტუაცია და ცდილობდა,თავი როგორმე დაეღწია.მთელი საღამო უაზროდ გაატარა,“ტაქსით“ გაშვება იუარა გულიკო,შენ წაუყვანეო,სახლამდე მიიყვანა ანასტასია და დედამისი,უშინაარსო კითხვებს უპასუხა და სახლამდე ძლივს მოაღწია,როგორ ვერ იტანდა დედამისის ახირებებს,ეს ყველაზე მეტად აღიზიანებდა. -როგორ ჩაიარა?-დაინტერესდა ნატა. -ძლივს მორჩა,დამეხმარა შენირ რჩევა. -იქნებ კარგი გოგო იყო-არ ეშვებოდა ნატა. -არა,არ იყო. -ასეთი პესიმიზმი? -პესიმისტი რომ არ ვარ,მაგიტომ არ მომწონს მასეთი გოგონები. -ოჰ,შენ პრეტენზიული ყოფილხარ. -კი,ძალიან.საქმეზე გადავიდეთ!-საბუთებს ხელში აიღო და წელში გასწორდა. -მხოლოდ ერთი თვე და ..-გაუღიმა ქალმა და თვალი თვალში გაუყარა. ლამაზი საღამო იყო,იმ დღეს ნატას დაბადების დღე იყო,მთელი დღე ღელავდ,დაბნეული იყო და სტუმრების სიასაც ყოველ წამს აშტერდებოდა,სხვათაშორის უთხრა დავითს,მოდიო...ისიც კი არ იცოდა,მან როგორ გაიგო ეს.არ მოელოცა ჯერ დაბდების დღე.ჰო,მის გარდა ყველას მოელოდა...და მხოლოდ ამის გამო გრძნობდა ნატა სიცარიელეს.ვერ კი ხვდებოდა,რა უნდოდა ამ კაცისგან,მხოლოდ კლიენტი იყო,მეგობარი თუ კიდევ უფრო მეტი-საყვარელი მამაკაცი... ალბათ,ყველაზე რთულია,როცა ცხოვრება ასეთი ვითარების წინაშე გაყენებს.როცა უნდა ამოხსნა ასეთი ჩახვეული ამოცანა,ამოცანა,რომელიც ლოგარითმულ განტყოლებასაც კი სჯობნის სირთულით... არითმეტიკა ვის არ უსწავლია,მაგრამ გრძნობები...არა,ეს სხვა თემაა,ეს უფრო რთული და ჩახვეული რა...იცით,როგორი? როგორიც სიმბოლიზმია პოეზიაში და სემიოტიკა მეცნიერებაში...ეს ...ეს..უბრალოდ ენით აღუწერელია! -არ მოდის შენი ბიჭი? -ჩუ რა!-ტუჩებზე თითი მიიდო. -კაბა აგეწია. -უი,ძალიან მოკლეა,არა?-სევდიანად გახედა დაქალს. -არა,მშვენიერია...ძალიან მშვენიერი... -ჩემი სტილია!-ამაყად თქვა და ცეკვა-ცეკვით გავიდა სტუმრებისკენ.მხიარულება იყო,დიჯეიც არ აკლდათ,მაგრამ ნატას მაინც აკლდა რაღაც და ეს დავითი იყო..თითქოს ხვდებოდა,რა ხდებოდა და თანაც ვერ ხვდებოდა... -მოდი,ვიცეკვოთ..მალე შენი ტორტი მოვა!-შესთავაზა სალიმ და ისიც გაჰყვა.ვნებიანად,დამაბნევლად,ჰარმონოიულად ცეკვავდა..ისე,როგორც სხვა ქალებს არ გამოსდით..სწორედ ისეცეკვავდა,როგორც ელი გველთან,ოღონდ მას გველი არ ჰყავდა,თუმცა ეს უკანასკნელი მისთვის დავითი იყო...მისი არმოსვლა შხამავდა.. -გ..იიი...ლლ...ოო...ც..ავ! ნაცნობი ფრაზები.ძალიან დიდი ტორტი,ნატას შესაფერისი ტორტი,მაგრამ დავითი არაა.... -დავითი სადაა?-თაკოს ჰკითხა,რომელიც მშვენივრად ერთობოდა. -საქმე ჰქონდა. არ ესიამოვნა ეს „საქმე ჰქონდა“,მაგრამ როდი ჰქონდა გამოსავალი...არ ჰქონდა,ამიტომ ისევ გაერია ხალხში,უბრალოდ აცეკვდა,როცა უკნიდან თითქოს ნაცნობი,თითქოს მშობლიური ხმა მოესმა.. -ვინაა?-მხოლოდ ამის თქმაღა მოასწრო ნატამ. -გიორგი...ინტერნეტის საშუალებით გავიგე,რომ... -ღმერთო-ხელები პირზე აიფარა ქალმა,ცოტა აკლდა,რომ არ ჩაკეცილიყო... -ვიცი,რომ არ უნდა მოვსულიყავი.ამდენი ხნის მერე..იმ დღის მერე,აღარ მინახავხარ.. -იმ დღის მერე ბევრი თქვენგანი არმინახავს-თავი გააქნია და სკამზე დაეშვა,გიორგიც წინ მიუჯდა. -ვიცი,უბრალოდ მაინტერესებდა,როგორ იყავი. -ახლა ხედავ..კარგად ვარ..დღეს ოცდაოთხი წლის გავხდი,სამსახური მაქვს კარგი,სახლი მაქვს,კარგად ვარ... -არ მკითხავ როგორ ხარ? -ანუ ეს ყველაფერი იცოდი,ჰო? -კი,ვიცოდი..გავიგე.რასაც გინდა,კი გაიგებ კაცი. -ანუ შენ რას შვრები? -მერიაში ვმუშაობ,მარტო გადავედი დიდი ხანია და ვარ რა..-უემოციოდ თქვა და სასმელი აიღო-დიდი ხანია ყლუპი არ დამილევია. -გეტყობა!-ჩაეცინა ნატას. -კარგი. -რატომ მოხვედი? -არ მქონდა უფლება,რომ მომნატრებოდი? -არ გქონდა,იმ დღის მერე არ გქონდა და იმ ყველაფრის მერე...მაშინ 17-ის ვიყავი..იცი,რამდენი ხანი გავიდა? -ვიცი და,იმედია,მაპატიებ. -ჰო,გაპატიე,რადგან ამაზე სულ არ ვფიქრობ,მაგრამ.. -მაგრამ ვერასდროს შემომხედავ ისე,როგორც მაშინ.. -მაშინ ბავშვები ვიყავით...7 წელი ბევრია,გიორგი.. -ნატა!-ენაზე ეკბინა მამაკაცს. -არ მინდა ამაზე საუბარი..არც დღეს და არც არასდროს!-ხმამაღლა თქვა და ფეხზე წამოდგა. -მეცეკვე მაინც.. -კარგი,თუ გაჩუმდები,კარგი.. უცნაურად ეჩვენა შვიდი წლის შემდე პირველი შეხება,ნერვიულობდასავით,მაგრამ გრძნობდა,რომ მისი სიახლოვე აღარ ათრთოლებდა,მას ხომ დიდი ხნის დავიწყებული ჰყავდა გიორგი.. -გამიხარდა,რომ არ მცემე-ირონიით უთხრა მამაკაცმა. -არც ვაპირებდი..შენზე ხელს ვერ დავისვრიდი. -კარგდ ჟღერს. ცეკვას მორჩნენ თუ არა,მისი მხარიდან ხელი ჩამოიღო და სალის ხმაც მოესმა,თუმცა ვერ არჩევდა,თუ რას ეუბნებოდა დაქალი. -ღმერთო..ეს ვინაა?-თვალები გაუფართოვდა ქალს. -ჰო,გიორგი..შემოვიარე-უბრალოდ უთხრა და ხელის ჩამორთმევით მიესალმა. -დამაგვიანდა?-ამ დროს დავითიც გამოჩნდა და უკნიდან მიეპარა ნატას,მხრებზე ხელი დაადო და თავისკენ შეატრიალა. -არა,არ დაგაგვიანდა-გაეღიმა ქალმა და უცნაური რამ იგრძნო.არ იცოდა,ეს რა იყო,მაგრამ გრძნობდა,გრძნობდა მოულონელ სიხარულს... -არ ვიცეკვოთ?-სულ არ დაუნახავს არც სალი და არც გიორგი.ეტყობოდა,რომ მხოლოდ ნატაზე იყო ორიენტირებული,თვალებით ჭამდა ქალს. -ჰო,წამოდი-საცეკვაოთ გაჰყვა და ზუსტად იმ წამს შეიცვალა მუსიკა,უფრო ძლიერი და ენერგიული გახდა. -ჩა-ჩა?-ჰკითხა დავითმა. -უი,შენც ხარ ცეკვების მოყვარული.. -კი,არც გცოდნია ეს დეტალი,არა? -არა და ახლა გავიგებ... და ეს საოცარი,ენერგიული ცეკვა წავიდა,ბევრის თვალი უყურებდა წყვილს,მათ შორის გიორგისიც,რომელიც ვინ იცის,რას ფიქრობდა,ვინ იცის,რას გრძნობდა,როცა წარმოიდგენდა ნატას სახეს მის ახლოს,როცა იმ ბედნიერ დროს იხსენებდა,როცა ნატა მისი იყო. -ღმერთო-ცეკვა დაასრულა თუ არა,წინ წავიდა,სწრაფად მიდიოდა.ეტყობოდა,რომ სადღაც მიეჩქარებოდა. -რა იყო? -დედაჩემი..-ელისოს დანახვამ ძალიან გაახარა,გადაეხვია ქალს და კინაღამ გაგუდა. -ჩემი გოგო.. -მადლობა,რომ მოხვედი..აღარ მეგონა,თუ მოხვიდოდი.. -ძალიან მომენატრე..-დედის სითბო მონატრებოდა ნატას,ამას მთელი არსებით გრძნობდა. -ღმერთო,ბოლოს რას შევუტიე,ამდენი ალკოჰოლი ბოლოს მომიღებს..არავინაა უკვე?-გახედა დავითს,რომელიც გვერდიდან არ შორდებოდა. -არა,არავინაა.. -შენ არ სვამ? -არა,მერე შენვინ მოგხედავს?!-გაიკვირვა მამაკაცმა. -რატომ?რატომ ასეთი მზრუნველობა? -გითხრა? -ჰო.. -რადგან ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხარ.. -ჰო,კომპანიის გარეშე,რთული იქნებოდა..-ჭიქა აიღო ქალმა და პირისკენ წაიღო.სასმელი თავისკენ იწევდა და ერთი სული ჰქონდა,როდის დალევდა,თუმცა არა..დავითის თვალები მიაძგერდა,ქალის გული აძგერდა,აფართხალდა და ხელი გაეყინა,გაეყინა ჭიქიანი ხელი,დავითს გახედა და მზერითვე უპასუხა,პასუხს ელოდა,ელოდა,არ იცოდა,თუ რას ეტყოდა დავითი,მაგრამ მაინც ელოდა... -მე შენ მჭირდები..მიყვარხარ,ნატა...-თავისკენ მისწია,ჭიქა გამოსტაცა და ტუჩებზე დაასკდა საშინლად ემოციური ბაგეებით,აკანკალებული ტუჩებით,გრძნობებისგან გაცრეცილი ხელები მოხვია წელზე. ქალი საკუთარ თავს არ ეკუთვნოდა,აბნევდა დავითის კოცნა და სასმელიც ემატებოდა ამას..ვინ იცის.გაჩერდებოდნენ თუ არა,რომ არა,ნაცნობი და სასტიკი ხმა.. -ნატა!-მთელი ტკივილითა და წარსულის ტვირთით სავსე ხმამ გაიჟღერა დარბაზში. -მითვალთვალებდი?-ფეხზე წამოვარდა ნატა,რომელიც თვალებიდან მთელ ბრაზს ანთხევდა. -ეს ვინაა?-დავითი გიორგისკენ წაიწია. -გიორგი,შენ 7 წლის წინ დაგშორდი,თავიდან ნუღარ მედევნები.. -შენი სიყვარული არასდროს შემიწყვეტავს!-უეცრად ამოხდა გიორგის დამუხლებზე დაემხო. -ადექი!-მკაცრად უთხრა ქალმა და შუბლი შეკრა. -მაპატიე,ნატა... -შეეშვი რა-დავითი წინ წაიწია,იმ წამს ვინ იცის,რისი გამკეთებელი იყო,ნატას რომ არ შეეჩერებინა. -მე უკვე გაპატიე და ახლა შეგიძლია,მშვიდად წახვიდე ჩემი ცხოვრებიდან. -არ შემიძლია.. -წადიო!-დავითმა ნატას წელზე ხელები მოხვია და გულზე მიიკრა,ქალიც არ შეწინაღმდეგებია. -კარგი,წავედი..თუ გადაიფიქრე.. -არასდროს!-შეაწყვეტინა ქალმა. -ნუთუ,არ შეგიძლია.. -არა,აღარ მიყვარხარ. -ეს გიყვარს?-„ეს“ისე გამომწვად უთხრა,რომ დავითს თვალები შუბლამდე აუვიდა. -გაეთრიე,ჩემი ცხოვრებიდან..-თვალები დახუჭა ნატამ და დავითის მხარს მიაყრდნო. -სად ვართ?-დილას თავის ოთახში გაეღვიძა,გვერდზე სალი ეწვა.გაუკვირდა,აქ რა უნდაო და ფეხზე წამოვარდა. -შენი სახლია,დავითმა მოგიყვანა..დავურეკავო..ძალიან საყვარელია.. -ვიცი,ძალიან..გიორგისგან გუშინ მან მიხსნა.. -ოჰ,ვერაა ეგ-გაეცინა სალის. -ნატა,როგორ ხარ?-პირდაპირ ქალისკენ წამოვიდა და გულში ჩაიკრა.ეუხერხულა დავითის ეს მოქმედება,მაგრამ არ შეუმჩნევია,გაიტრუნა და ჩახუტების დასრულებას დაელოდა. -კარგად ვარ. -ის შენი ყოფილი იყო? ____ ახალი თავი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.