შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რთულია კიდევ ენდო (დასასრული)


2-04-2016, 20:16
ავტორი Gauqmda Gauqmda
ნანახია 3 422

სწრაფად ჩაირბინა ფოიეში,ელენე ისევ იქ იყო,მაშინვე მასთან მივიდა,ხელი დაავლო და ლიფტში შეათრია.
-ახლა კარგად მომოსმინე ნაბ...რო,ახლავე მარიამთან ავალთ და სიმართლეს ეტყვი,თორემ იცოდე ჩემი ხელით მოგიღებ ბოლოს,რაც დავიწყე იმას დავასრულებ.გასაგებია შენთვის?
-ხომ ვერ მეტყვი ეს რატომ უნდა გავაკეთო?შენი გულისთვის?შენ ხომ აღარ გიყვარვარ,შენ ხომ გინდა რომ შვილი წამართვა.მე რატომ უნდა დაგეხმარო?
-ელენე,მოთმინებიდან ნუ გამომიყვან გთხოვ.თორემ შენც იცი რისი გაკეთებაც შემიძლია.ნუ მაიძულებ ისე მოგეგცე,როგორც ამას ნამდვილად იმსახურებ.
-კარგი,მივალ მარიამთან და სიმართლეს ვეტყვი,ოღონდ არ გეგონოს რომ შენი მეშინია და ამას იმიტომ ვაკეთებ.არა,მხოლოდ მარიამის გამო.მე მისი ვალიდან ვერ ამოვალ,არც ისეთი უმადური ვარ რომ ეს ვერ დავინახო.ამიტომ მივალ მასთან,მაგრამ არა შენი თანდასწრებით.
-მეც იქ უნდა ვიყო,რა დარწმუნებული ვარ რომ უარესებს არ ეტყვი და სულ არ აურებ თავგზას.შენ ხომ ამის დიდოსტატი ხარ.
-არა მეთქი,თუ გინდა მარიამს დაველაპარაკო,მაშინ მასთან მარტო უნდა მივიდე,თუ არადა არაფერსაც არ ვიყვი,რომ მომკლა მაინც.
-ოხ შენი... როგორ მინდა რომ აქვე ამოგხადო სული ამ დამპალი სხეულიდან.კარგი ოღონდ გაფრთხილებ,ზედმეტი არაფერი თქვა.
ლიფტი გაჩერდა.ელენე გავიდა და მარიამის ოთახთან მივიდა.კარზე დააკაკუნა,მაგრამ არავინ გამოეხმაურა.
-მარიამ ელენე ვარ,შენთან ლაპარაკი მინდა.უნდა მომისმინო.
მარიამ აქ სიმართლის სათქმელად მოვედი,არ გეგონოს რომ ალექსანდრემ ძალით მომიყვანა და რაიმის თქმას მაიძულებს,ის აქაც არ არის.რომ არ მინდოდეს სიმართლე გითხრა,რომც მომკას მაინც არ ვიტყოდი. მარიამმა კარი გააღო.
-გისმენ,მაინტერესებს რას მეტყვი,იმას რომ ყველაფრის მიუხედავად ალექსანდრეს მაინც უყვარხარ და როცა შენს გვერდითაა ცდუნებას ვერ იძლებს?რა უნდა მითხრა..
-ერთი წუთით გაჩუმდი და მომისმინე.შენ ჯერ პატარა ხარ და ბევრ რამეს არასწორად იგებ.მისმინე ალექსანდრე არაფერ შუაშია,მას მე ვაკოცე,იმის გასარკვევად მართლა არაფერს გრძნობდა თუ არა ჩემს მიმართ.
-და რა ქენი გაარკვიე?
-შენ წარმოიდგინე გავარკვიე.მისგან არანაირი სითბო,არანაირი აღელვება ჩემი კოცნის დროს,არავითარი რეაქცია გაკვირვების გარდა.როგორც სჩანს გამოჩნდა ადამიანი ვინც მე კი არ შემცვალა მის გულში,არამედ ალექსანდრეს გული შეცვალა საერთოდ,სადაც ჩემი ადგილი არ არის.შენთან ვალში ვარ,ამიტომ არ ვაპირებ შენსა და ალექსანდრეს შორის ჩადგომას.მას ტყუილად ნუ დაადანაშაულებ,შენთვის არ უღალატია.მას შენ უყვარხარ.ამაში შეგიძლია დარწმუნებული იყო.ხო და კიდევ როცა მას უყვარს ის მხოლოდ იმ ადამიანს ეკუთვნის და მორჩა.ის უბრალოდ ასეთია.ასე რომ არასდროს შეგეშინდეს მისი დაკარგვის.მე ჩემი გითხარი.ახლა შენ გადაწყვიტე როგორ მოიქცევი.იმედია დამიჯერებ.
ელენე წავიდა,მარიამს კი თვალებში სიხარულის სხივი ჩაუდგა.მაშინვე შეიმშრალა ცრემლები და დერეფანში გავარდა.ალექსანდრე იპოვა და ისე რომ ერთი სიტყვაც არ უთქვამს,მისკენ გაიქცა და აკოცა.კოცნიდა მანამ სანამ უჰაერობამ არ შეაწუხა.შემდეგ მოშორდა მის საყვარელ ბაგეებს და ალექსანდრეს პატიება სთხოვა.
-მაპატიე ალექსანდრე.უბრალოდ რაც დავინახე იქიდან გამომდინარე ვიფიქრე რომ...
-არა პატარავ,ბოდიშს ნუ მიხდი,შენ დამნაშავე არაფერში ხარ.მე არ უნდა მიმეცა ასე ახლოს მოსვლის საშუალება.უბრალოდ მხოლოდ ერთს გთხოვ,მენდე,ჩემში ეჭვი არასდროს შეგეპაროს. ჩემთვის სხვა არავინ არსებობს და ვერც იარსებებს.იცი რატომ?იმიტომ რომ სიგიჟემდე მიყვარხარ.ეს არის ჩემთვის მთავარი.შენ ერთადერთი ხარ ჩემთვის,ერთადერთი ქალი,ქალი რომლის გვერდითაც ვისურვებიდი მთელი ცხოვრების გატარებას.მიყვარხარ და ეს ყოველთვის ასე იქნება.ჩემი პატარა ბავშვი.ალექსანდრე მოეხვია გოგოს და შემდეგ ერთად წავიდნენ გასასვლელისკენ.მოკლეთ,მარიამზე ბედნიერი მართლაც არავინ იყო.ნუ თვითონ ასე თვლიდა.ხვდებოდა ამას და მთელი არსებით გრძნობდა რომ ყოველი მისი ამოსუნთქვა,სიტყვა,ქმედება,ყველაფერი ალექსანდრეს ეკუთვნოდა.ის პირველად იყო შეყვარებული.პირველად განიცადა ტკივილი სიყვარულის გამო და ბედნიერებაც სიყვარულის გამო.თვითონაც უკვირდა,მაგრამ მისი ყველა ფიქრი ალექსანდრეს უკავშირდებოდა.მიუხედავად ყველაფრისა ალექსანდრეს მიმართ მისი ქცევები არ შეცვლილა,უბრალოდ უფრო თბილი გახდა და მის მზერაში მკვლელის მზერის ნაცვლად,სიყვარულით სავსე მზერა იყო.უყურებდა ხოლმე მას ალექსანდრე და ისიც ისევე ბედნიერდებოდა როგორც მარიამი იყო იმ წუთებში.
ერთი კვირის შემდეგ ყველანი თბილისში დაბრუნდნენ.საღამოს ჩამოვიდნენ და რათქმაუნდა ყველა სულმოუთმენლად ელოდა მათ ჩამოსვლას.

ალექსანდრესთან შეიკრიბნენ სახლში,ზურაც მათთან ერთად იყო.მოკლეთ მთელი სამეგობრო წრე იყო თავმოყრილი.ზოგი წყვილი და ზოგიც მარტოხელა.მთელი საღამო ერთობოდნენ და ბოლოს სალო სიტყვით გამოვიდა.
-ყურადღებას ვითხოვ ბავშვებო.რადგან ყველანი აქ ხართ,ერთი ამბავი უნდა გაცნობოთ,რომელიც მხოლოდ ზოგიერთებმა იციან.მე და ბექამ დაქორწინება გადავწვიტეთ და ქორწილი ორ კვირაში იქნება.
-რა?ასე მალე?თქვენ რა სულ გაგიჟდით?(მარიამი)
-ახლა რაღა დავაშავეთ მარიამ,შენ ხომ სრულიად ჩანმრთელი ხარ და სანამ კიდევ რამეს დაიმართებ,ან ვინმე დაგმართებს მანამდე უნდა მოვასწროთ დაქორწილება თორემ დავრჩებით ასე.არ გეცოდებით მაინც?(ბექა)
-ხო ეგ მართალი თქვი,ამ ბოლო დროს სულ რაღაც მემართება ხოლმე და თქვენმა ქორწილმა რომ ჩემს გარეშე ჩაიაროს ვერ გადამირჩებით.უბრალოდ ორი კვირა ძალიან ცოტა დროა მოსამზადებლად.
-აბა უფრო დიდხანს არამგონია შენ მოითმინო,მანამდე ანთავს გაიტეხავ,ან ხელს მოიტეხავ,ნუ მოკლეთ გადაწყვეტილია საყვარელო,ქორწილი ორ კვირაშია.(სალო)
-რაღა გითხრათ მაშინ წინასწარ გილოცავთ(მარიამი)
-მეც გილოცავთ სალ (ნინი)
-მადლობა საყვარელო და იქნებ თქვენც გვაღირსოთ რა.რაღას ელოდებით?(სალო)
-ვინ თქვენ?თქვენში ვის გულისხმობ,მე და იმ იდიოტს მანდ რომ დგას?თან გიოზე მიანიშნა(ნინი)
-მოიცადე,ახლა არ მითხრა რომ დაშორდით.მერე ჩემი მომავალი ნათლული(მარიამო)
-მოიცადე გოგო რა დროს ნათლულზე ფიქრია,ხომ ხედავ ერთადაც კი აღარ ყიფილან და ჩვენ არაფერი ვიცით.ნათლულს წერო ხომ ვერ მოგიყვანს.სასწრაფიდ უნდა შევარიგოთ ესენი.(სალო)
-გამორიცხულია.მე არ შევურიგდები,ჰყავს თავისი კატუსა და ის მოიყვანოს ცოლად,ისიც გაგიჩენს მარიკუნა ნათლულს არ ინერვიულო.(ნინი)
-გოგო შენ სულ ნუ გამაგიჟე,რამდენჯერ უნდა გითხრა რომ ის არავინ არ არის?ის არაფერა წარმოადგენს ჩემთვის.კარგი რა ნინ.(გიო)
-ნინი ხომ იცი ბიჭს როგორ უყვარხარ,დარწმუნებული ხარ რომ არ გინდა მასთან შერიგება?(მარიამი)
-დიახ,სავსებით.თავის საყვარელ თოჯინას მიხედოს,მე არაფერში მჭირდება.(ნინი)
-მოიცადე გიო,ახლა ნინი იმ კატუსაზე ლაპარაკობს ჩვენ რომ ვიცით?(ბექა) და თან ახარხარდა ბექა.
-რა გაცინებს არანორმალურო?(ნინი)
-კარგი რა ნინი,არ გრცხვენია?მასზე როგორ ეჭვიანობ?შენს თავს იმას როგორ ადარებ ტო?ის გოგო მთელი თბილისის ნაშაა და შენ როგორ ფიქრობ გიო იმაში გაგცვლოდა.ნუ ხარ გოგო სულელი და პატარა ბავშვივით ნუ იქცევი.ვერ ხედავ რა დღეშია ბიჭი?იწვის შენი სიყვარულით.(ბექა)
-მე არ მაინტერესებს ვისი ნაშაც უნდა ის იყოს,მთავარია რომ ამ ვაჟბატონთან ერთად ბრძანდებოდა და დანარჩენი არ მაინტერესებს.(ნინი)
-ამას მოვკლავ,გეფიცები მე შენ გასწავლი ჭკუას(გიო)
გოგოს ხელი დაავლო და სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას.
-სად მიდიან?(მარიამი)
-დამშვიდით გიოს კარგად ვიცნობ,ნინის დაამშვიდებს და უკან დაბრუნდებიან,უფრო სწორად აზრზე მოიყვანს რა.(ალექსანდრე)
გიომ ნინი მანქანაში ჩასვა და მანქანა ადგილს მოსწყდა.
-გიორგი მანქანა გააჩერე,ან სად მივდივართ ის მაინც მითხარი.
-სიმარათლის გასარკვევად.უნდა გაგაგებინო რომ ნამდვილი შტერი ხარ,სიმართლეს დღეავე გაიგებ.
-წესიერად მელაპარაკე.მე იმ სიმართლის მჯერა რაც დავინახე.
-ხოდა ახლა იმ ლამაზ თვალებს სხვა სიმართლე უნდა დავანახო.იცოდე შენი ხმა აღარ გავიგო და ნუ გამაბრაზებ,ისედაც დისი ხანია ვითმენ შენს აუტანელ საქციელს.ნინი მართლაც გაჩუმდა და ხმა აღარ ამოუღია.მერე გიომ მანქანა ერთ-ერთ კლუბთან გააჩერა და ნინი მანქანიდან გადაიყვანა
-აქ რა გინდა?ცეკვის ხასითზე ნამდვილად არ ვარ.
-გაჩუმდი და წამომყევი.
კლუბში შევიდნენ,გიორგი თვალებით ვიღაცას ეძებდა,შემდეგ კი ნინის ხელი მოკიდა და ერთ-ერთი მაგიდისკენ წაიყვანა.ადგილზე მისულ ნინის თვალები გაუფართოვდა როდესაც კატუსა,სწორედ ის კატუსა ვისზეც ეჭვიანობდა სხვა ბიჭთან ერთად დაინახა,რომელსაც კოცნიდა.
-კატო ერთი წუთით.(გიო)გოგონამ გამოხედა,მერე ფეხზე წამოდგა და გიოსთან მივიდა.ცხვირზე აკოცა,მერე ნინი ათვალიერჩაათვალიერა და ბიჭს მიესალმა.
-გიო,საყვარელო შენ ხარ?რაო რამ შეგაწუხა?ეს არის ის გოგო ვისზეც მითხარი?ყოჩაღ მართლაც კარგი გოგოა,თუმცა გამოუცდელი ჩანს.
-რას ვიზამთ ყველა შენსავით გამოცდილი ვერ იქნება(ნინი)
-ოჰ გესლიანი მართლაც ყოფილა,მართალი ხარ.ამის გაგონებაზე ნინიმ გიოს ისეთი თვალებით შეხედა რომ კინაღამ მზერით მოკლა ბიჭი. აბა რამ შეგაწუხა საყვარწელო?
-კატუს გთხოვ აუხსენი ამ სულელს რომ მე და შენ არავითარი საერთო არ გვაქვს.და ის კოცნა,რამდენიმე დღის წინ რომ დაინახა არაფერს ნიშნავს და მე და შენ უბრალოდ...
გოგონამ იმხელა ხმაზე გადაიკისკისა გიომ ლაპარაკი შეწყვიტა.
-კარგი რა საყვარელო,შენ მართლა იეჭვიანე?ვაიმე რა საყვარელი ხარ.სანერვიულო არაფერი გაქვს პრინცესა,ეს ჩემი მისალმების ერთგვარი სტილია და კიდევ ერთი,სიმართლე რომ გითხრა შენი გიორგი არც არასდროს მაინტერესებდა,ის ასე რომ ვთქვად ვერ აკმაყოფილებს ჩემს მოთხოვნებს.
-რა?ამას სერიოზულად იძახი?ანუ მე არასოდეს მოგწონებივარ?ცოტა არ იყოს ეწყინა გიოს კატუსას სიტყვები,თუმცა ნინი დარჩა სანცვლოდ უსაზღვროდ კმაყოფილი.
-არა,შენ წარმოიდგინე არასდროს.ალბათ იმიტომ რომ ყოველთვის თინეიჯერი ბიჭივით იქცეოდი და შენში ნამდვილი მამაკაცური მხარე ვერ დავინახე...
-რა?ამას ჩემზე იძახი?შენ აშკარად რაღაც ვერ გახსოვს კარგად.ჩემზე ხომ ყველა გოგო გიჟდებოდა.
-ხო შეიძლება სხები კი მაგრამ მე არა.
-არ არსებობს...
-კარგით საყვარლებო,მე დაგტოვებთ.იმედია ყველაფერი გაარკვიეთ.ნინის თვალი ჩაუკრა და ისევ იმ ბიჭთან დაბრუნდა.ნინიმ კი გიოს სახე რონ დაინახა,თავი ვეღარ შეიკავა და გადაიკისკისა.
-რა გაცინებს?სიმართლე ხომ გაიგე,რაღა გინდა,ისევ უნდა გამაგიჟო?მაგრამ ახლა უკვე აღარ მოგცემ ამის უფლებას.წამომყევი.
გოგოს ხელი მოკიდა,გარეთ გაიყვანა,მანქანაში ჩასვა და თვითონაც ჩაჯდა.
-ნინი ახლა კარგად მო.ისმინე.სანამ ლაპარაკს არ დავამთავრებ ხმა არ გავიგო იცოდე შენი,გასაგებია?გოგონამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
-კარგი,მაშინ ამით დავიეყოთ,ჯიბისკენ ხელი წაიღო და იქიდან პატარა ყუთი ამოაცურა.მოკლეთ,ნინი შენ კარგად იცი როგორ მიყვარხარ,ეს ეჭვიანობა შენი უბრალო ახირება იყო,შენ იცი რომ მე არასდროს გიღალატებ.მხოლოდ შენ ხარ ის ერთადერთი ვისთანაც მინდა რომ მთელი ცხოვრება გავატარო.ამისთვის სრულიად შეუფერებელი ადგილია,მაგრამ ან ახლა ან არასდროს,ამის მოცემა ჯერ კიდევ ჩვენს ჩხუბამდე მინფოდა მაგრამ არ დამაცადე.ახლა კი უბრალოდ არ მი და გაჩუქო,მინდა რომ ეს ჩვენი ერთი მთლიანობის გახდომის დასაწყისი იყოს.ბიჭმა ყუთი გახსნა სადაც ულამაზესი ბეჭედი იდო.
-ნინი თანახმა ხარ გახდე ჩემი ცოლი?თანახმა ხარ მთელი დარჩენილი ცხოვრება ჩემთან ერთად გაატარო?
-რა?შენ სულ გაგიჟდი?
-გავგიჟდი?რატომ?არ გინდა ჩემი ცოლი გახდე ანუ?ბიჭს თვალები ცრემლებით აევსო.
-არა სულელო,გაგჟდი მეთქი იმიტომ გითხარი რომ,ამას კითხვა სჭირდება?რათქმაუნდა თანახმა ვარ.ჩვენ ხომ ეს უკვე დიდი ხანია გვინდა.თანახმა ვარ,თანახმა ვარ.გიომ ბეჭედი თითზე გაუკეთა გოგოს და შემდეგ თავის საყვარელ ბაგეებს დაეწაფა.
ერთმანეთს კოცნიდნენ და ტკბებოდნენ ამ ბედნიერი წუთებით.შემდეგ ერთმანეთს მოშორდნენ.
-ნინ მიყვარხარ.
-მე უფრო მეტად.
-არა მე უფრო და ამას არ უნდა ლაპარაკი.
-რა გინდა ახლა ამაზე ვიკამათოთ?რომ გეუბნები მე მეთქი,ესეიგი ასეა.
-არავითარ შემთხვევაში,მე...
-გიო შესანიშნავი აზრი დამებადა იცი?
- და რა აზრი?
-ორ კვირაში ვიქორწინებთ?
-რა?გადაირიე?
-კი მაგრამ,რატომ,არ გინდა მალე დავქორწინდეთ?
-რას ამბობ,მე ახლავე თანახმა ვარ,უბრალოდ ისეთი ქირწილი მინდა გვქონდეს,როგორსაც იმსახურებ.ორ კვირაში კი ვერაფერს მოვასწრებთ.
-არა მოვასწრებთ.მე და შენ,სალოს და ბექას ერთ დღეს გვექნება ქორწილი.ხიმ ძალიან მაგარია?
-ხო,ეგ მართლაც კარგი იდეაა.მოდი ბექას დავურეკავ და...არა არა,ახლავე წავალთ მათთან და ყველაფერს გეტყვით.ღმერთო ჩემი ცოლი გახდები,მალე ჩემი იქნები,სამუდამოდ ჩემი რა ბედნიერი ვარ. გიომ მანქანა დაქოქა და ისევ ალექსანდრესთან დაბრუნდნენ.ყველა ისევ ადგილზე იყო.როდესაც ერთად შემოსული წყვილი დაინახეს,ყველასთვის ნათელი გახდა რომ ისინი ისევ ერთად იყვნენ.თუმცა ახალმა ამბავმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა.
-ანუ ორ კვირაში თქვენი ქორწილიც იქნება?(ლენა)
-კი და წინააღმდეგი თუ არ იქნებით სალ,მინდა რომ ქორწილი ერთად გადავიხადოთ.(ნინი)
-რას ამბობ,მართლა?აუ რა მაგარია?ორი ქორწილი ერთ დღეს.ორი საუკეთესო დაქალის ქორწილი ერთ დღეს და ორი საუკეთესო ძმაკაცისაც.
-ძალიან მაგარია,ხვალიდან მზადებას ვიწყებთ.(მარიამი)
ყველამ მიულოცა წყვილს და თან დაიწყეს იმაზე ფიქრი თუ რა როგორ უნდა გაეკეთებინათ.მოკლეთ ყველა ჩაერთო ქორწილის საქმეში,ორი ქორწილი ერთ დღეს სახუმარო საქმე ხომ არ იყო.ამიტომ ყველა დიდი მონდომებით მოეკიდა საქმეს.განსაკუთრებით მარიამი აქტიურობდა.მხოლოდ ალექსანდრე იყო შედარებით შორს ამ საქმეებიდან რადგან გაბრიელის საქმით იყო დაკავებული.ელენე და გაბრიელი თბილისში დაბრუნდნენ.ზურამ სასამართლო პროცესი წამოიწყო ელენეს წინააღმდეგ,მას ბავშვი უნდა დაებრუნებინა.არც ისე მარტივი პროცესი იყო ამიტომ საკმაოდ გაიწელა.თუმცა ორი კვირა მალე გავიდა და ქორწილის დღეც დადგა.აი აქ კი ნამდვილი საგიჟეთი იყო.ორი პატარძალი,ორი ნეფე.ნინი და სალომე მართლა დედოფლებს ჰგავდნენ.უმშვენიერესი იყვნენ.სანაცვლოდ ბიჭები ჰგავდნენ მიცვალებულებს ნერვიულობისგან.ბექა და გიო,ორი ბავშვობის ძმაკაცი,ერთმანეთის გვერდით იდგა და ერთმანეთს ამხნევებდა.ორივე მიჩერებული იყო ერთ კარს,საიდანაც ელოდნენ მათი საოცრებების გამოსვლას და როგორც იქნა დადგა ეს წუთიც.კარი გაიღო და კარში ჯერ სალომე შემდეგ კი ნინი გამოჩნდა.ორივე უმშვენიერეს,ლამაზ თეთრ კაბაში,სადა ლამაზი მაკიაჟით და გაბრწყინებული თვალებით იყურებოდა,რომელიც მათ მშვენიერებას კიდევ უფრო მეტ ხიბლს მატებდა.ბექასა და გიოს გული ამ დროს ისე ძგერდა რომ ამოხტომას და გაფრენას ლამობდა.გოგოები მათთან მივიდნენ და ერთად დატოვეს სახლი.

ჯერ ხელი მოაწერეს,მერე ჯვარი დაიწერეს და ბოლოს რესტორანში გადაინაცვლეს სადაც უამრავი ადამიანი ელოდა მათ გამოჩენას.მოკლეთ დაიწყო ნამდვილი ქართული ქორწილი,მთელი თავისი სადღეგრძელოებითა და ყანწების ტრიალით.სხვათაშორის უნდა აღინიშნოს რომ მარიამი და ალექსანდრე ქორწილში ერთად მივიდნენ და იმ საღამოს თვით ნეფე-დედოფლის წყვილებზე უკეთესად გამოიყურებოდნენ. მარიამი ნამდვილი ანგელოზი იყო,აი ალექსანდრეს გ ერდით კი ისე იდგა და ეჭირა თავი როგორც ნამდვილ ქალბატონს შეჰფერის.მთელმა ქორწილმა შესანიშნავად ჩაიარა,გოგონებმა თაიგულები ისროლეს და ერთი მარიამმა მეორე კი ნიამ დაიჭირა.მარიამის თაიგულის დანახვაზე ალექსანდრეს გაეღიმა და გოგონას უჩურჩულა.შემდეგი ჩვენ ვიქნებით პატარავ.თან სულ მალე. მარიამი გაწითლდა,თუმცა არაფერი უთქვამს,რადგან ალექსანდრეს სიტყვები ძალიან ესიამოვნა.აი ნიას ბედი კი ყველასთვის უცნობი იყო,რადგან მის გვერდით ჯერ ვერავის ხედავდნენ.მხოლოდ ერთი ადამიანი იდგა და არ აშორებდა თვალს,მხოლოდ ის ერთი უყურებდა განსაკუთრებული სითბოთი და განსხვავებული თვალებით.ეს ერთი მი თვით ზურა აბაშიძე იყო. და აი არც ეს მზერა არ გამოეპარა ჩვენი კუბიდონის თვალებს.მარიამმა მაშინვე გამოიტანა დასკვნა,ნია და ზურა არაჩვეულებრივი წყვილია.

მართლაც ასე იყო,ზურამ ვერც კი გააცნობიერა როდის,მაგრამ ახლა უკვე ხვდებოდა რომ ნია ძალიან მოსწონდა,უნდოდა მის გვერდით ყოფილიყო,უფრო მეტი დრო დაეთმო მისთვის და გაეგო მის შესახებ ყველაფერი.უბრალოდ გრძნობდა რომ ეს გოგო სხვანაირად იზიდავდა.ამიტომ დიდხანს არ მჯდარა უმოქმედოდ.ზურაც სწორედ იქ ჩნდებოდა ხოლმე ყოველთვის სადაც ნია და ნიასაც ძალიან სიამოვნებდა მისგან ეს ყურადღება.ნელ-ნელა მათი ურთიერთობა წინ მიიწევდა და უკვე ორივე ხვდებოდა რომ ეს მხოლოდ მოწონება არ იყო და აქ გაცილებით უფრო დიდი გრძნობა იყო ვიდრე მოწონებაა.შესაბამისად პირველი ნაბიჯი ზურამ გადადგა.
-ნია შენთან სერიოზული საქმე მაქვს,უნდა ვილაპარაკოთ.
-გისმენ ზურა,რა ხდება?
-არა ტელეფონზე ვერ გეტყვი,მოდი საღამოს შევხვდეთ,ვივახშმოთ და თან ვილაპარაკებთ.
-კარგი როგორც გინდა.საღამოს შევხვდებით,დროებით.
-საღამომდე ფერია.
გოგომ ტელეფონი გათიშა და მაშინვე ტანსაცმელი გადმოყარა,უკვე მზადება დაიწყო,უნდოდა რომ განსაკუთრებულად მომხიბვლელი ყოფილიყო და შედეგმაც არ დააყოვნა.ნიაკო ნამდვილი ფერია იყო.ოღონდ სექსუალური ფერია. ძალიან ლამაზი წითელი,ტანზე გამოყვანილი მოკლე კაბა,შავი ქუსლიანი ფეხსაცმელი,შავი ტყავის ქურთუკი,წითელი პომადა და ზემოთ აწეული თმა.ზურას მის დანახვაზე ლამის სუნთქვა შეეკრა,გული აუჩქარდა და სისხლმა თუხთუხი დაიწყო ძარღვებში. ნია ნამდვილ ქალღმერთს ჰგავდა.გოგონას მანქანისკენ გაუძღვა,ჩასვა და რესტორანში წავიდნენ.მაგიდა წინასწარ ჰქონდათ დაჯავშნილი.მშვიდი გარემო და ასევე მშვიდი,სასიამოვნო მელოდია.ყველაფერი ისე მიდიოდა როგორც ფილმებში და განვითარებაც ასეთივე მოჰყვა.ლაპარაკი ზურამ დაიწყო
-ნია დღეს მართლაც რომ უმშვენიერესი ხარ,ამის აღნიშვნა მინდა მთელი საღამოა და ძლივს მოვახერხე რომ მეთქვა.
-მადლობა ზურა.
-მართლა ასეა.იცი საიდან დავიწყო არ ვიცი.
-თავიდან,ყოველთვის ასე სჯობს ხოლმე.
-მართალი ხარ,ამიტომ თავიდან დავიწყებ და ყველაფერს პირდაპირ გეტყვი.ზურამ მაგიდაზე დადებული პატარა ყუთი აიღო და ნიას მიაწოდა.ნიამ გახსნა და ბეჭედი რომ დაინახა დაიბნა.
-ზურა ეს რა არის?ან როგორ გავიგო?რას ნიშნავს ეს?
-ნია,პატარავ,მინდა რომ მთელი ცხოვრება შენს გვერდით გავატარო.ეს ბეჭედი კი მინდა ჩვენი ერთად ყოფნის სიმბოლო იყოს.არ მინდა ლოდინი და სხვა რაღაცეებზე ფიქრი.შენ თუ თანახმა ხარ მინდა ჩემი ცოლი გახდე.მაპატიე,მე არ ვარ რომანტიკოსი,ვერც საოცარ რომანტიკულ გარემოში ვერ გთხოვე ცოლობა და ამასაც თუ ხელის თხოვნას დავარქმევთ,მაშინ მინდა რომ ჩემი ცოლი გახდე და თანახმა ხარ? ნიას თვალები ცრემლებით აევსო,მერე ბეჭედი მაგიდაზე დადო და თვალები შეიშრო.
-ზურა,ეს არ გამოვა.
-კი მაგრამ რატომ?შენ არ გიყვარვარ?არ გინდა ჩთან ერთად ყოფნა?
-დარწმუნებული ხარ შენი გადაწყვეტილების სისწორეში?
-და ამას რატომ მეკითხები?დარწმუნებული რომ არ ვიყო ხომ არ გეტყოდი.პატარა ბავშვი ხომ არ ვარ ადამიანის გრძნობებზე ვითამაშო.
-მაგრამ სულ ცოტახნის წინ შენ ელენე გიყვარდა თავდავიწყებით.
-ისევე როგორც ალექსანდრეს,მაგრამ დგეს მარიამი უყვარს და თან სიგიჟემდე და ბრმა უნდა იყო რომ ეს ვერ დაინახო.შენ როგორ ფიქრობ,ადიანს მხოლოდ ერთხელ უყვარდება დათელი ცხოვრება ის უყვარს?მე ასე არ ვფიქრობ.ყველაზე დიდი და ძლიერი სიყვარულის გაქრობაც კი შეუძლია ძალიან დიდი ტანჯვასა და გულის ტკივილს.ასე რომ ყველაფერი შეიძლება.ელენე ჩემთვის არაფერს ნიშნავს,მე მხოლოდ ერთი რამ ვიცი,ნია მე შენიყვარხარ.ამაში დარწმუნებული რომ არ ვიყო არ გეტყოდი,მითუმეტეს კი არ ვთხოვდი ცოლობას.ხო და კიდევ რაღაც უნდა გითხრა.გაბრიელი ჩთან დაბრუნდება დარწმუნებული ვარ,ელენეს ბავშვს წავართმევთ და მწარედ ვანანებ ყველაფერს.მაგრამ შენ გენდომება ისეთ კაცთან ცხოვრება ვისაც შვილი ჰყავს?იქნებ სულაც არ გინდა და მე ჩემი შემოთავაზებით უბრალოდ გაწყენინე,იქნებ მე არ ვარ ის ვისთანაც შენ გინდა შენი ცხოვრების გატარება,მაგრამ მე ეს უნდა მეთქვა,შენთვის,შენ უნდა გცოდნოდა ჩენი გრძნობების შესახებ.ახლა კი მხოლოდ ისღა დამრჩენია შენს პასუხს დაველოდო.დიდი იმედი მაქვს რომ პასუხს ახლავე მეტყვი,თუმცა დრო თუ დაგჭირდება მოსაფიქრებლად,ამაზეც თანახმა ვარ.შემიძლია მთელი ცხოვრება გელოდი.ბოლოს კი ისევ იგივეს გეტყვი რომ მიყვარხარ ნია და ეს სიყვარული იმაზე გაცილებით დიდი და ძლიერია ვიდრე ელენესთა მქონდა.ის ამასთან ახლოსაც ვერ მოვა და შენ არასდროს იფიქრო იმაზე რომ მის გამო ჩემგან შენ რაიმე პრობლემა შეექმნება.მიყვარხარ და ყოველთვის მეყვარები,ყოველთვის უფრო შემიყვარდები და გასაძლიერებლად ამ გრძნობას,თუ ამის საშუალებას მომცემ.
-ზურა ჩემთვის არ წარმოადგენს პრობლემას ის რომ შენ შვილი გყავს,მითუმეტეს გაბრიელი,რომელიც ჩემთან ერთად იზრდებოდა და ძალიან მიყვარს.ჩემთვის ერთადერთი დაბრკოლება ელენე იყო.თუ ის მართალია რასაც შენ მეუბნები...
-რას ნიშნავს თუ,რათქმაუნდა მართალია.რადაც არ უნდა დამიჯდეს და როგორც არ უნდა გამიჭირდება,დაგიმტკიცებ რომ სიმართლეს გეუბნები,დაგიმტკიცებ რომ შენ ხარ ერთადერთი ქალი ჩემთვის და ის ვისაც ვერავინ შეცვლის.დაგიმტკიცებ გპირდები.
-გეყოფა ზურა,არ მჭირდება დამტკიცება,საკმარისია.თანახმა ვარ,თანახმა ვარ ვიყო შენს გვერდით და გავატარო მთელი ცხოვრება შენს გვერდით.მოგიძღვნი მთელი დარჩენილი ცხოვრება მხოლოდ შენ ერთს იმიტომ რომ მეც მიყვარხარ.
-მართლა გიყვარვარ?მართლა ნია?ამას სერიოზულად ამბობ?
-კი ზურა სერიოზულად ვამბობ,ასეთი სერიოზული ჯერ არასდროს ვყოფილვარ.
ზურა ფეხზე წამოდგა,ნიას ხელი დაავლო და ხელში აიტაცა,ატრიალებდა და თან ხმამაღლა იძახდა "ნია მიყვარხარ,შენ ჩემი ხარ" ყველა მათ უყურებდა და როდესაც მიხვდნენ თუ რა ხდებოდა,ოვაციებით მიულოცეს წყვილს,რომელთა ბედნიერებაც უსაზღვრო იყო.მალე ყველამ შეიტყო ამის შესახებ და აი მაშინ მართლაც ნამდვილი საგიჟეთი დატრიალდა მთელს სამეგობროში.მარიამის გარდა ყველა გაკვირვებული დარჩა ამ ამბით.არავინ ელოდა ნიასა და ზურას წყვილს,თუმცა ყველა გაახარა ამ ამბავმა.ასე რომ ქორწილი მაშინვე იქნებოდა,როგორც კი სასამართლო დასრულდებოდა.სასამართლო კი საკმაოდ მალე იმართებოდა,რამდენიმე დღეში სასამართლო დაინიშნა.ყველა იქ იყო,ელენეც რათქმაუნდა.მისი ნახვა არავის გახარებია,ყველა ისე უყურებდა რომ ადამიანი ასეთი თვალების დანახვისას სიკვდილს ინატრებდა,თუმცა არა ელენე.უკვე მერამდენე პროცესი იმართებოდა და დღეს უკვე საბოლოო იყო.ალექსანდრე,ზურა და კიდევ რამდენიმე მოწმეების სტატუსით გამოვიდნენ.პროცესი დასრულდა და გაბრიელი ზურას დაუტოვეს,ელენეს კი დედობის უფლება საერთოდ ჩამოართვეს.მარიამიც იქ იყო და პროცესის დასრულების შემდეგ ელენე ძალიან შეეცოდა.რადგან პირველად დაინახა რომ ელენე რაღაცას გულით მისტიროდა,ის სრულ ისტერიკაში იყო.
-ზურა გთხოვ არ გინდა,არ წაიყვანო,ის ჩემი ერთადერთი იმედია,მისით ვცოცხლობ,მისით ვსუნთქავ.ის ჩემი შვილია,ჩემი დანაშაულის გამო ჩემს პატარას ნუ წავართმევთ.სხვანაირად დამსაჯეთ,ყველანაირ სასჯელზე თანახმა ვარ,ოღონდ ჩემი პატარა დამიტოვეთ,არ წამართვათ.
-რისი ღირსიც ხარ,ის მიიღე,ყველა შენნაირის ბოლო მარტო ასეთი არა,უარესია.შენ მხოლოდ ცუდს იმსახურებ.
-ალექსანდრე გთხოოვ,ბავშვს ნუ წამართმევთ,ვიცი რომ ცუდი კი არა საშინელი ადამიანი ვარ,მაგრამ შენც ხომ იცი რომ დედა არ ვარ ცუდი,ის ჩემთვის ერთადერთია.გთხოვ დამეხმარეთ.არ წამართვათ,მის გარეშე არ შემიძლია,გაბრიელ ჩემო პატარავ,ჩემთან მოდი,არ წახვიდე.მოდი დედიკოსთან პატარავ.გაბრიელი ზურამ შემოიყვანა და დედის დანახვაზე მისკენ გაიქცა და დედას მოეხვია.
-ჩემო პატარავ,ჩემო ერთადერთი,დედას სიხარულო,იცოდე რომ დედიკოს ძალიან უყვარხარ და ყოველთვის შენთან იქნება.მიყვარხარ ჩემო ანგელოზო.ზურამ გაბრიელი ხელში აიყვანა და წაიყვანა.ელენემ კი ისევ ტირილი და ხვეწნა მუდარა დაიწყო.გთხოვთ,ხალხი არ ხართ.მუხლებზე დაემხო და უკვე კივილის თავიც აღარ ჰქონდა,მხოლოდ მარიამს ამოხედა მუდარის თვალებით და დახმარება სთხოვა.
-მარიამ გემუდარები,როგორც დედა გთხოვ დახმარებას,ხომ იცი ალექსანდრეს შენი სჯერა,გთხოვ უთხარი გაბრიელი დიბრუნონ.მარიამ გთხოვ,შენ ხომ კეთილი ხარ,შენ ერთხელ გადამარჩინე და გთხოვ კიდევ ერთხელ დამეხმარე.გთხოოვ მარიამ.მარიამს თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე და უკვე აღარ შეეძლო ელენეს ასეთ მდგომარეობაში ყურება,რადგან ხვდებოდა რომ ელენე ნამდვილად განიცდიდა ამას და აღარ შეეძლო მეტის ყურება.

მაშინვე შებრუნდა ალექსანდრესკენ.
-ალექს გთხოვ,მართლა ცუდ დღეშია,იქნებ ცოტახნით მაინც დაუტოვოთ გაბრიელი.ცოდოა გთხოვ.
-მარიამ იცი რას მთხოვ?ვის იცავ იცი?შენ გგონია ახლა ამას რასაც იძახის და აკეთებს გულით ნანობს?მას გაბრიელიც არ აინტერესებს,ისევ მსახიობობა,ის ამისთვის არის გაჩენილი.
-არა ალექსანდრე,ამჯერად სიმართლეს ამბობს.გთხოვ ადამიანობა გამოიჩინე,მესმის რომ გინდა შური იძიო,მაგრამ გთხოვ,შენ ხომ არ ხარ ასეთი,შეხედე და მიხვდები რომ სიმართლეს ამბობს,მართლა გულით ნანობს.
-შენი ხმა არ გავიგო იცოდე,მორჩა,მოსამართლემ განაჩენი გამოიტანა,შესაბამისად გასაჩივრებას არ ექვემდებარება.ახლა კი წამომყევი.მარიამს ხელი დაავლო და კარისკენ მიჰყავდა როდესაც ელენეს სიტყვებმა შეაჩერა.
-ამას განანებ ალექსანდრე ონიანო.ძვირად დაგიჯდება.მწარედ განანებ რომ ასე მომექეცი.
ალექსანდრემ შეხედა ელენეს და მის თვალებში იმხელა ბოროტება დაინახა,რომ გააჟრჟოლა,არაფერი უთქვამს,უბრალოდ შებრუნდა,მარიამს ხელი მოჰკიდა და გარეთ გაიყვანა.გაბრიელის დაბრუნების აღსანიშნავათ პატარა წვეულება გამართეს და გაბრიელისთვის უამრავი საჩუქარი იყიდეს და ბავშვს ნამდვილი ზღაპრული სამყარო მოუწყვეს სახლში.ყველა ბედნიერი იყო,მხოლოდ მარიამი გრძნობდა თავს ცუდად,თვალებიდან არ ამოსდიოდა მუხლებზე დამხობილი ელენე,რომელიც დახმარებას ითხოვდა.თვალები ცრემლებით აევსო,მაგრამ შეძლო და მოერია საკუთარ თავს,რომ არ ეტირა.
ზურა ადგა და სიტყვით გამოვიდა.
-ბავშვებო თქვენს ყურადღებას ვითხოვ ცოტახნით.იქდან გამომდინარე რომ გაბრიელი უკვე ჩვენთანაა და ის საშინელი არსება თავიდან მოვიშოროთ,მინდა რომ ჩემი და ნიას ქორწილის შესახებ გაცნობოთ.ერთ კვირაში ვიქორეინებთ.დიდი ქორწილი არ უნდა ამიტომ მხოლოდ თქვენ და კიდევ ახლო ნათესავები იქნებით,ასე რომ დრო მოსამზადებლად მხოლოდ ერთი კვირა გაქვთ.დროა საქმეს შევუდგეთ.
ყველამ მიულოცა და რათქმაუნდა დაიწყო კიდევ ერთი ქორწილისთვის მზადება.მარიამი სახლში ალექსანდრემ წაიყვანა.
-მარიამ,ხელავ?ჩვენს გარდა ყველამ იქორწინა.მემგონი დადგა დრო იმისა რომ ჩვენც მათ მივბაძოთ.

-ალექსანდრე,მემგონი ძალიან ჩქარობ.ჯერ ხომ მხოლოდ 17 წლის ვარ,დაგავიწყდა?რამდენიმე დღეში 18-ის გავხდები და აი მერე დავფიქრდები.
-ანუ დაფიქრდები ხო?
-ხო,დავფიქრდები.აბა ახლა ასე ხომ არ დავთანხმდები,ჯერ უნდა კარგად გაგიცნო,მე რა ვიცი შენ ვინ ხარ?იქნებ მანიაკი ხარ.
-კარგი რა მარიამ,შენ ღადაობ და აბა მე მკითხე,დავდნი ამხელა კაცი შენი სიყვარულით.მოსვენება დავკარგე და დღე და ღამე აღარ ვიცი,შენც ხომ ხედავ.

მარიამმა სიცილი დაიწყო.
-მოდი ზურას და ნიას ქორწილმა ჩაიაროს და მერე ვიფიქროთ ჩვენზე.ახლა კი არ გეწყინოს მაგრამ დასვენება მინდა.დღეს საკმაოდ მძიმე დღე იყო.
-რატომ?დღეს ყველა ბედნიერია და მემგონი არც არავინ დაღლილს შენს გარდა.შენი დაღლილობის მიზეზი კარგად ვიცი და გირჩევნია იმ უნამუსო ქალზე აღარ იფიქრო.
-ალექს,ის მართლა ნანობდა,ეს მის თვალებში დავინახე.
-მან იცის შენ როგორიც ხარ და სწორედ ამიტომ გთხოვა დახმარება შენ,იცის რომ ამას ვერ გავუძლებდი და ასე არ დავტოვებდი.მაგრამ უკვე იმაზე კარგად ვიცნობთ ყველა ვიდრე საჭიროა და აღარ გამოუვა ახალი ნომერი.
-ალექსანდრე გთხოვ,არ გინდა,ის მართლა ნანობდა,მას მართლა სტკიოდა.
-გეყოფა პატარავ ამაზე ფიქრი.ადი ახლა სახლში და დაიძინე.

მარიამს ლოყაზე აკოცა,გოგონა მანქანიდან გადავიდა და სახლში შევიდა.მთელი ღამე ელენეზე ფიქრობდა და დილით როგორც იქნა ჩაეძინა.თავზე კი ნინი და სალო დაეცნენ სულ მალე და ახალ ჩაძინებული გოგო ფეხზე წამოაგდეს.ნიას ქორწილისთვის დაიწყეს მზადება.დილიდან საღამომდე მაღაზიებსა და რესტორნებში დადიოდნენ.ყველაფერს თვითონ აგვარებდნენ და ქორწილისთვის ყველაფერი შესანიშნავად იყო მოწყობილი.

ქორწილში როგორც ყოველთვის ყველა იდეალურად გამოიყურებოდა.ყ ელაფერი კარგად მიდიოდა.შუა ქორწილის დროს ალექსანდრე ფეხზე წამოდგა.მიკროფონი ხელში აიღო და ყურადღება ითხოვა.ყველა განაბული უსმენდა და ელოდებოდა თუ რას იტყოდა ალექსანდრე.
-დღეს მინდა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ გაგანდოთ რაღაც.აქ მყოფთაგან უმეტესობამ იცის ჩემი წარსულის შესახებ,მათ იციან რა გამოვიარე,რა მოხდა ჩემს ცხოვრებაში და ამიტომ თავიდან არაფრის მოყოლას არ დავიწყებ,უბრალოდ მხოლოდ ერთს ვიტყვი წარსულიდან,აღარ მეგონა თუ როდესმე ცხოვრებაში ისევ ვენდობოდი ვინმეს.დღეს კი დავრწმუნდი იმ გამონათქვამის სისწორეში,როდესაც ამბობენ არასდროს თქვა არასდროს. ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა გოგონა,პატარა ბავშვი,ხო ასეა ბავშვი რომელმაც ჩემი მთელი ცხოვრება თავდაყირა დააყენა და მერე ისევ დაალაგა.გამოჩნდა გოგონა,რომელმაც იმდენი გააკეთა ჩემთვის ის და არა მხოლოდ ჩემთვის რომ დამარწმუნა,არსებობენ ადამიანები რომლებსაც მართლა შეგ იძლია ვენდოთ.ამ გოგონამ მხოლოდ გამოჩენა არ იკმარა და მთელს ჩემს გულს დაეპატრონა.ისე მომპარა გული რომ ვერც მივხვდი.მან დამანახა რომ ამ ქვეყნად ცხოვრობენ კეთილი ადამიანები,რომლებიც მხოლოდ საკუთარ თავზე არ ფიქრობენ და სხვის კეთილდღეობაზეც ფიქრობენ.არ ვიცი როგორ და როგორი სიტყვებით გადმოვცე ის რასაც ამ ადამიანის მიმართ ვგრძნობ.შესაფერის სიტყვებს ალბათ ვერასდროს ვიპოვნი.უბრალოდ და მარტივად ვიტყვი,მარიამ დვალო მე შენ მიყვარხარ.დარბაზში ამ დროს ძალიან დიდი ვარდების თაიგული შემოიტანეს და მარიამს მიართვეს.ზედ პატარა ყუთი და ბარათი იდო.მარიამმა აიღო ჯერ ბარათი და წაიკითხა."მარიამ,ჩემი ფერია,ჩემო პრინცესა,გამომყვები ცოლად?თუ თანახმა ხარ,ის პატარა ყუთი აიღე,რომელიც თაიგულზე დევს და გახსენი.ამით მივხვდები შენს პასუხს.მე თვალს ვადევნებ."მარიამმა მაშინვე ყუთი აიღო და გახსნა.შიგ ულამაზესი ბეჭედი იდო,ლამაზი დიდი ბრილიანტის თვლით.
-თანახმაა ხალხო.ყველაზე ბედნიერ ადამიანად მაქცია ჩემო პატარავ.(ალექსანდრე)
მარიამი ალექსანდრესკენ წავიდა,მასთან ძალიან ახლოს დადგა და თვალებში დაუწყო ყურება,სადაც უსაზღვრო ბედნიერებას ხედავდა.მერე კიდევ უფრო ახლოს მივიდა,იმდენად ახლოს რომ ალექსანდრეს გახშირებულ გულისცემას უკვე კარგად გრძნობდა.გრძნობდა რომ ახლა ალექსის გული საფულეში აღარ ეტეოდა,სალტოებს აკეთებდა და ამოხტომას ლამობდა.იმასაც შესანიშნავად გრძნობდა რომ,რაც უფრო ახლოს მიდიოდა მით უფრო ხშირდება გულისცემა და სუნთქვა.დიდხანს აღარ უწამებია ბიჭი.მიკროფონში ხმამაღლა ჩასძახა.
-მე თანახმა ვარ ალექსანდრე ონიანო.თანახმა ვარ მერქვას შენი ცოლი,შენი შვილების დედა და მოგიძღვნა მთელი ცხოვრება.მიყვარხარ. სიტყვა დაასრულა,ალექსანდრესკენ შებრუნდა და აკოცა.მათი ბაგეები ერთმანეთს შეერწყა და ისეთი ვნებით კოცნიდნენ ერთმანეთს რომ გარშემო მყოფებს დასცხათ მათ ნაცვლად.კოცნა აცადეს და მერე ატყდა ერთი ამბავი.ყველა მათ ულოცავდა და ეხვეოდა.მარიამი ბედნიერებისგან ტიროდა.ალექსანდრე კი ამ სამყაროში მყოფს საერთოდ არ ჰგავდა.მოკლეთ მთელმა ქორწილმა კარგად ჩაიარა.მარიამის და ალექსანდრეს ქორწილი ერთ თვეში დაინიშნა.მარიამის მშობლები ამერიკიდან უკან დაბრუნდნენ.ალექსანდრე მათთან მივიდა და მარიამის ხელი როგორც წესი და რიგია ისე ითხოვა. სასიძოთი აღფრთოვანებული დარჩა დავალების ოჯახი.

მარიამი განსაკუთრებულ კაბას ეძებდა და ვერსად იშოვა.სწორედ ამიტომ თავისი დიზაინით შეაკერინა საქორწილო კაბა.მართლაც რომ ულამაზესი კაბა იყო.სადა და საკმაოდ ლამაზი.მარიამი კი აღფრთოვანებული დარჩა თავისი კაბის დიზაინით.

ალექსანდრე დღეებს ითვლიდა და უკვე მოთმენა აღარ შეეძლო.მხოლოდ ალექსისთვის გაიწელა ეს დღეები ხოლო დანარჩენებისთვის კი ელვისსისწრაფით გაიარა ერთმა თვემ და დადგა ყველასთვის ნანატრი დღე.ალექსანდრეს ნერვიულობისგან ფერი აღარ ედო სახეზე.მარიამი კი დილის შვიდი საათიდან ემზადებოდა.უკვე შუადღე იყო.ყველა შეკრებილი იყო ონიანების სახლში და ქალბატონი დვალის მობრძანება,რომლის მოსაყვანადაც მძღოლი იყო გაგზავნილი.

მარიამმა ყველა გამოუშვა სახლიდან და მხოლოდ თვითონ დარჩა,მანქანას ელოდებოდა და მალე ისიც მოვიდა.ნამდვილი დედოფალი იყო თეთრ კაბაში,ანგელოზს გავდა რომელსაც მხოლოდ ფრთები აკლია.მანქანა როგორც კი დაინახა მაშინვე გარეთ გავიდა და მანქანაში ჩაჯდა.მანქანა დაიძრა,მარიამი ისე გაერთო ფიქრებში ვერც კი შენიშნა სად მიდიოდა მანქანა,გონს მხოლოდ მერე მოვიდა როდესაც საკმაოდ დიდი ხანი გაატარა მანქანაში.შემდეგ გზას გახედა და მიხვდა რომ უკვე თბილისშიც კი აღარ იყო.მაშინვე მძღოლს მიუბრუნდა.
-სად მივდივართ?ან ახლა სად ვართ?მემგონი რაღაც გეშლებათ.
-არაფერი არ მეშლება,დამშვიდდით,სადაც ბატონმა ალექსანდრემ მთხოვა იქ მიმყავხართ?
-მოიცადეთ თქვენ ახალი მძღოლი ხართ?რაღაც არ მახსოვხართ.
-დიახ ბატონი ალექსანდრეს მძღოლი მასთან დარჩა,დღეს რამდენიმე მძღოლი დაგვიქირავეს,მე კი თქვენთან გამომიგზავნეს.
-გასაგებია და მაინც სად მივდივართ?
-ცოტაც მოითმინეთ და მალე ადგილზე ვიქნებით.
-ანუ სიურპრიზის მოწყობა გადაწყვიტა ქორწილის დღეს ბატონმა ალექსანდრემ.
-კი და თანაც ძალიან დიდის. კიდევ ცოტა იარეს და მანქანა საკმაოდ მოშორებით გაჩერდა დასახლებული პუნქტიდან.მარიამი გონს ვერ მოდიოდა რა ხდებოდა.მხოლოდ მაშინ მიხვდა ყველაფერს როდესაც მანქანის წინ მდგომი ელენე დაინახა.მანქანიდან გადმოვიდა და ელენეს მივარდა.
-რას აკეთებ სულ გაგიჯდი?ანუ ეს შენი კაცია,აქ რატომ მომიყვანე?ახლა ჩემს ჯვრისწერაზე უნდა ვიყო,აქ რა მინდა,ელენე,რას აკეთებ,ან რის გაკეთებას აპირებ?
-მაპატიე მარიამ,შენ არაფერს გერჩი,უბრალოდ შენმა საყვარელმა ალექსანდრემ სხვა გზა არ დამიტოვა.
-რას გულისხმობ ელენე?
-მან ის წამართვა ვინც ყველაზე ძალიან მიყვარდა და ახლა ჩემი ჯერია.ახლა მე წავართმევთ მას იმას,ვისთვისაც ცოცხლობს და სუნთქვას.
-კი მაგრამ ელენე,მომისმინე... სიტყვის თქმა აღარ დააცადეს მარიამს,ცხვირზე უსიამოვნო სუნი და ღაღაც ნაჭრის მიფარება იგრძნო და თან ნელნელა დაბნელდა ყველაფერი.გონს კი რაღაც დანგრეულ შენობაში მოვიდა.ამასობაში კი ონიანებსა და დვალებთან სრული გაურკვევლობა სუფევდა.ვერავინ მოდიოდა გონს,ვერ გაეგოთ სად გაქრა მარიამი,ასე უგზოუკვლოდ როგორ დაიკარგა.ალექსანდრე,ბექა და მარიამის მამა ირაკლი მთელს თბილისში დაეძებდნენ გოგოს,მაგრამ უშედეგოდ.ცამ ჩაყლაპა თუ მიწამო,ვერაფერი გაიგეს.გიორგი და დათა თბილისის გარეთ და ეძებდნენ და ვერც იმათ გაიგეს ვერაფერი.

სახლში გაჩერება არავის შეეძლო,გოგოები უკვე თავს ვეღარ იკავებდნენ.მხოლოდ ნინი იჯდა ჩუმად და ფიქრობდა.ყ ელა ბოლთას სცემდა,ყველა დაბნეული იყო და ნინიც წამოხტა ფეხზე.
-აქამდე როგორ ვერ მოვიფიქრე ეს.
-რა ხდება ნინი?(ნია)
-გუშინ ელენეს შევხვდი შემთხვევით,მასთან ლაპარაკს არ ვაპირებდი,თვითონ მოვიდა ჩემთან.რაღაცეებს მელაპარაკებოდა გაურკვევლად,წინადადებებს აზრს ვერ უყრიდა,ბოლოს კი ეს მითხრა რომ ყველას დიდი სურპრიზი გელით წინო.ის იქნებოდა,ახლა მივხვდი,მარიამი მას ეყოლება,ყველაფერი წინასწარ გათვალა,აი მისი დიდი სურპრიზი.
-ნინ დარწმუნებული ხარ?
-რათქმაუნდა,არ ვცდები,დროზე სანდროს დაურეკეთ,ახლავე ელენეს ძებნა დაიწყონ,ასე უფრო გაგიადვილდებათ. მაშინვე დარეკეს ალექსანდრესთან და ყველაფერი უთხრეს,მთელი პოლიცია და საახლობლო ფეხზე დააყენა ალექსანდრემ,ყველა მათ ეძებდა და როგორც იქნა ელენეს კვალს მიაგნეს.მის ბინაში იპოვეს გეგმა,სადაც ყველაფერი დეტალურად ჰქონდა დაგეგმილი და მოფიქრებული.თუმცა მაინც ბევრი გაურკვეველი რამ იყო,მის გეგმაზე,ამიტომ იმის გასარკვევად თუ სად შეიძლებოდა ეპოვნათ ისინი საკმაოდ ბევრი მუშაობა დასჭირდათ.ამასობაში კი ელენე თავის გეგმას წარმატებით განხორციელება.
მარიამი ძველ,დანგრეულ შენობაში ჰყავდა დაბმული და თვითონაც იქ იყო.მარიამი უყურებდა და უფრო და უფრო რწმუნდებოდა რომ ელენე სრულ ჭკუაზე არ იყო.მასთან დალაპარაკება სცადა,თუმცა ...
-ელენე,ცოტახნით მომისმინე გთხოვ,დაგეხმარები,ყველაფერში დაგეხმარები რასაც მთხოვ,ოღონდ ახლა გამიშვი,დღეს ხომ ჩემი ქორწილია.
- გაჩუმდი მარიამ.შენ ვერ შეძლებ ჩემს დახმარებას,ვეღარ შეძლებ.მე კი შურისძიების სურვილი მკლავს,ალექსანდრეს ვანანებ რომ ზურგი მაქცია.ძალიან ვატკენ,ამაში კი შენ დამეხმარები.
-კი მაგრამ ელენე,მე ხომ შენთვის არაფერი დამიშავებია.თან თუ გამიშვებ არავის არაფერს ვეტყვი და დაგეხმარები რომ გაბრიელი დაიბრუნო. გაბრიელის ხსენებაზე ქალს სახე შეეცვალა,შეშლილის მზერის ნაცვლად,გამოხედვა უფრო დაუთბა,უცებ მუხლებზე დაემხო და ხელების უმისამართოდ ტრიალი დაიწყო,თან ლაპარაკობდა.ამის დანახვაზე მარიამი გაოცდა,თავიდან ვერ ხვდებოდა რას აკეთებდა ელენე,თუმცა ბოლოს მიხვდა რომ ელენე საბოლოოდ შეშლულიყო ჭკუიდან,ის ბავშვს ეფერებოდა,გულში იკრავდა და ელაპარაკებოდა.ამას ისე აკეთებდა რომ თითქოს გაბრიელი მართლაც იქ ჰყოლოდა.ამის შემხედვარე მარიამს ცრემლები წოუვიდა და გული მოუკვდა მისი ყურებისას.ახლა კიდევ უფრო დარწმუნდა რომ მაშინ სასამართლოში ელენე სრულიად გულწრფელი იყო,ახლა კი ხედავდა არა ქალს,არამედ სასოწარკვეთისგან გზააბნეულ და გონება არეულ დედას,რომელიც შვილის დაკარგვამ ჭკუიდან შეშლა.ისეთი სანახავი იყო ეს ყველაფერი რომ,ვერცერთი ნორმალური ადამიანის გული ამას ვერ გაუძლებდა.
მარიამი უფრო და უფრო რწმუნდებოდა რომ ელენესთან ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა,მხოლოდ ხანდახან აზროვნებდა სათი გონებით და მაშინაც მხოლოდ შურისძიების სურვილით იყო შეპყრობილი.გაქცევაზე ფიქრს აზრი არ ჰქონდა,რადგან კაბა იმდენად დიდი იყო რომ ვერაფერს მოახერხებდა.თან იქვე ახლოს ის კაცი იდგა ვინც მარიამი მოიტაცა და ელენეს რიმც ორეიდა,იმ კაცს ვერაფერს დააკლებს.ამიტომ მხოლოდ უფლის იმედზე იყო დარჩენილი.კიდევ რამდენჯერმე მაინც სცადა დალაპარაკება მარიამმა,თუმცა ელენესგან მხოლოდ ერთი და იგი ე პასუხი ესმოდა.
-შენ ზედმეტად კარგი ხარ,მისთვის,ის არ გიმსახურეს შენ და კიდევ,არც ეს სამყარო არ იმსახურებს შენნაირის.მერე უცებ წამოდგა,მარიამთან მივიდა,თოკები მოხსნა,ფეხზე წამოაყენა,ხელი მოკიდა და სწრაფი ნაბიჯებით კიბეებისკენ წაიყვანა,რომელიც ზემოთ მიუყვებოდა ნანგრევებს,უფროდა უფრო მაღლა ადიოდნენ.მარიამს უკვე შიში იპყრობდა,ბოლოს კი როცა სახურავზე აღმოჩნდნენ,ელენეს სიტყვები გაახსენდა "ეს სამყარო არ იმსახურებს შენნაირის"მაშინვე მიუბრუნდა ელენეს
-ელენე რას აპირებ,გთხოვ გაჩერდი.
-შენი ადგილი აქ არ არის საყვარელო,შენ იქ უნდა წახვიდე სადაც შენნაირები არიან,ეს სამყარო ზედმეტად ცუდია შენთვის.ამაში კი მე დაგეხმარები,თან იდეა მომივიდა,ახლა დავურეკავ ალექსანდრეს, ეტყვი სადაც ვართ და მოვა,მერე კი თვითონ დაინახავს როგორ დატივებ მას სამუდამოდ.
-ელენე გაჩერდი,შენ დახმარება გჭირდება,მე კი ეს შემიძლია.დაგეხმარები,არავინ არაფერა დაგიშავებს,გაბრიელს დაიბრუნებ და ბედნიერად იცხოვრებ.ოთონდ გთხოვ ახლა გამიშვი.
-არა საყვარელო,გამორიცხულია.მერე ტელეფონი აიღო და სანდროსთან დარეკა
-ალექსანდრე საყვარელო როგორ ხარ?ძალიან ვწუხვარ რომ შენი ქორწილი ჩაიშალა,მართლაც რომ ძალიან მეწყინა.
-შე ნაბ...რო,მარიამს რომ რამე დაუშაო იცოდე მოგკლავ,ჩემი ხელით დაგახრჩობ,სად გყავს მითხარი თორემ ხომ იცი მაინც გიპოვნი და მერე უკვე გვიან იქნება შენთვის.
-არ არის საჭირო ჩემი ძებნა,მე გეტყვი მისამართს და მოდი.აქ არის შენი ძვირფასი მარიამი,მას შენს მოსვლამდე არაფერს დავუშვებ და რომ მოხვალ შენთან ერთად გავუშვებ ანგელოზებთან.
-იცოდე ამას მწარედ განანებ შე ბო...ო.გაგრძელება აღარ დააცადა ტელეფონი გათიშა ელენემ.ალექსანდრე და დანარჩენები კი იმ ადგილისკენ წავიდნენ სადაც ელენემ უთხრა.მარიამმა მიუხედავად უიმედობის გაქცევა რამდენჯერმე სცადა მაგრამ უშედეგოდ და ბოლოს რამდენჯერმე იმ ახმახი კაცის ხელიც მიიღო სახეში.ბოლო მცდელობისას კი იმდენად ძლიერად გაარტყა კაცმა გოგონამ გრძნობა დაკარგა და დაცემის დროს თავიც გაიტეხა.დიდხანს ეგდო უგონო მდგომარეობაში და გონს მოსვლის შემდეგ,ძალა საერთოდ აღარ ჰქონდა შერჩენილი.აღარც გაქცევის თავი ჰქონდა და აღარც ლაპარაკის რომ ელენესთვის რამე ეთქვა.

ამასობაში კი მთელი ონიანების და დვალები მოვიდნენ დაბადებულ ადგილზე.ელენემ როგორც კი ხმა გაიგო მათი,მარიამს მაშინვე ხელი დაავლო და საზურა ის ნაპირზე დააყენა.მერე კი ხმამაღლა დაიწყო ლაპარაკი.ალექსანდრე ონიანო,ხომ გითხარი რომ შენს საქციელს განანებდი.რატომ არ დამიჯერე მაშინ?ახლა ხომ ეს უცოდველი არსება არ დაისჯებოდა ამისთვის.
-ელენე მარიამს რომ რამე დაუშაო მოგკლავ, იცოდე თავბედს გაეყევლინებ.
-მე თავბედს დიდი ხანია ვიწყევლე,აღარაფერი დამრჩა დასაკარგი,ყველაფერი დავკარგე,ახლა კი მინდა იმ წუთებით დავტკბე,როდესაც განადგურების დავინახავ შენც და ყველა დანარჩენსაც.
ალექსანდრე შენობაში გიჟივით შემოვარდა,ის კაციც მისკენ დაიძრა და დაბლა დაეშვა კიბეებზე,უცებ სროლის ხმა გაისმა,მარიამს სუნთქვა შეეკრა,გული თითქოს გაუჩერდა მოლოდინში და როდესაც სახურავზე ალექსანდრე დაინახა და დარწმუნდა რომ ის ცოცხალი იყო,სიხარულის ცრემლები წამოუვიდა.მაშინვე მათკენ დაიძრა,მაგრამ ელენემ შეაჩერა.
-კიდევ ერთ ნაბიჯს გადმოდგამ და შენი საყვარელი გოგონა უსასრულობაში გადაეშვება იცოდე.
-ელენე რე რომ დაუშაო მოგკლავ,გაუშვი,ის გაუშვი,მე ხომ აქ ვარ და მე რაც გინდა ის მიქენი.
-ჯერ იარაღი გადმომიგდე ჭკვიანო.
-ჯერ მარიამი გამოუშვი თორემ დაუფიქრებლად მოგკლავ იცოდე.
ელენემ ისევ გაურკვევლად დაიწყო ლაპარაკი,მერე საშინელი ხმით იცინოდა,ისე როგორც ბოროტი დედინაცვლები იცინიან ზღაპრებში.შემდეგ კი ისევ სანდროს შეხედა და უთხრა
-გირჩევნია კარგად დააკვირდე შენს დედოფალს,რადგან მას მეტად ვეღარ ნახავ.
ალექსანდრემ იარაღი აწია და ელენეს დაუმიზნა.
-ალექს არ გინდა გთხოვ,ის სრულ ჭკუაზე არ არის,გაგიჟებულია.არ ესროლო,სხვანაირად დაელაპარაკე და დაიჯერებს,არ ესროლო გთხოვ... მარიამს წინადადება არ ჰქონდა დამთავრებული,როდესაც იარაღის ხმა გაიგო და ელენეს შეხედა რომელიც სახურავის კიდეს მალე გადააბიჯებდა და მალე გადავარდებოდა კიდევ,რომ არა ისევ მარიამი,მან მოასწრო და დაიჭირა,მისკენ მოქაჩა და ისევ მის წინ დავარდა ელენე.
-რატომ არ მომეცი მარიამ უფლება მოვმკვდარიყავი.
-ელენე შენ დახმარება გჭირდება,არ ილაპარაკო,დაჭრილი ხარ.ალექსანდრეც მაშინვე მივარდა მათთან და მარიამს მოეხვია.
-მარიამ,ჩემო მარიამ,ჩემი ერთადერთი,ხიმ კარგად ხარ?

-ალექს ის შეიშალა,ის იმის გამო შეიშალა რაც ჩვენ გავუკეთეთ,ის ჩვენ გამოა ასეთ დღეში.
-არა პატარავ,თავს ნუ იდანაშაულებ,ის იმის გამოა ასეთ დღეში რაც დააშავა,ცხოვრებაში ყველა იმას მივიღებთ რასაც დავიმსახურებთ.
-მართალი ხარ ალექსანდრე,ყველა იმას რაც დავიმსახურეთ,ასე რომ შენც უნდა ელოდე ჩემნაირ დასასრულს,რადგან შენს კისერზეც ბევრი ცოდვაა.ელენეს კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა მაგრამ ვეღარ შეძლო,თვალები ნელა დახუჭა.მარიამი სანდროს მიუბრუნდა
-საავადმყოფოში წავიყვანოთ მალე,არ მისცე სიკვდილის უფლება,გთხოვ ალექს,ამ ცოდვას ნუ დაგიდებთ,გთხოვ. ალექსანდრე უსიტყვოდ დაემორჩილა.ელენე ხელში აიყვანა,მანქანამდე მიიყვანა შიგ ჩასვა,დათამ კი მარიამი ჩამოიყვანა და ისიც ალექსანდრესთან ჩაჯდა მანქანაში.მერე სანდრომ მანქანა ადგილს მოწყვიტა და უახლოეს საავადმყოფოში მივიდნენ.ელენე საოპერაციოდ მოამზადეს,მარიამს კი ნაკერები დაადეს თავზე,ტვინის შერყევა ჰქონდა და ამიტომ მას ადგომა აუკრძალეს.ძალიან დიდი სტრესი ჰქონდა მიღებული და დამამშვიდებელი გაუკეთეს,შემდეგ კი ტკბილად ჩაეძინა. ელენეს ოპერაციამ კარგად ჩაიარა.ყველაფერი კარგად დამთავრდა.

მარიამი მალე გამოწერეს,ქორწილი კი რათქმაუნდა მის სრულ გამოჯანმრთელებამდე გადაიდო.ელენეც მალე გამოკეთდა და ფსიქიატრიულში გადაიყვანეს.სრულიად შეიშალა და უკვე ნამდვილად აღარ ჰგავდა ადამიანს.ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაყვანიდან რამდენიმე დღეში ტელევიზიით გადმოსცეს რომ ერთერთმა პაციენტმა ფსიქიატრიულ კლინიკაში თავი ჩამოიხრჩო.მალე ყველასთვის ცნობილი გახდა რომ ეს პაციენტი ელენე იყო.მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

თავიდან ყველა ამაზე საუბრობდა,თუმცა მალე ყველამ დაივიწყა ელენე,მხოლოდ მარიამი იხსენებდა ხოლმე მას,მის საფლავზე ადიოდა და ყვავილები აჰქონდა.მარიამი მალე სრულიად გამოჯანმრთელდა,მაგრამ ამჯერად დიდი ქორწილი გადაწყვიტეს და ასე მალე ვერ გაიმართებოდა.მანამდე კი რამდენიმე ახალი და კარგი ამბავი გახდა საახლობლოში ცნობილი. ნია,სალომე და ნინი,სამივე მათგანი ორსულად იყო და პატარებს ელოდებოდნენ.ყველა მათ დასტრიალებდა თ თავს,განსაკუთრებით კი მეუღლეები.

როგორც იქნა დადგა ნანატრი დღე და ალექსანდრემ და მარიამმა იქორწულეს.ამჯერად მარიამი კიდევ უფრო ლამაზი იყო ვიდრე ადრე,ალექსანდრე ცოცხლებში აღარ ეწერა,ისე ნერვიულობდა,ნერვიულობისგან ხან თეთრი იყო და ხანაც ნაცრისფერი.მარიამის დანახვისას კი თითქოს ცისარტყელამ გადაურბინა სახეზე. საკურთხეველთან იდგნენ და ორივეს თვალები ისე უბრწყინავდა ბედნიერებისგან,რომ ეს ბედნიერება ყველას გადაედო და არანაკლებ ბედნიერები იყვნენ ისინიც.მართლაც საოცარი ქორწილი იყო,მარიამის და ალექსანდრეს შესრულებულმა დაისმა ხალხი გააოცა.ერთ-ერთი ყველაზე ულამაზესი და შესაფერისი წყვილი.ასე მოიხსენიებდა ყველა მათ.

ქორწილმა მთელ ღამეს გასტანა.თუმცა ნეფე-დედოფლის გარეშე.რადგან შუა ქორწილიდან სადღაც გაქრნენ,თუმცა სტუმრებმა მათ გარეშეც კარგად შეძლებს მოლხენა.მარიამი და ალექსანდრე ქორწილის შემდეგ,დიდ და დამღლელი გზას დაადგნენ,სვანეთში წავიდნენ,ალექსანდრეს სახლში.ალექსს ყველაფერი წინასწარ ჰქონდა მომზადებული.გოგონა აღფრთოვანებული დარჩა იქ ხილულით.ჭიშკრიდან იწყებოდა ვარდების ფურცლის ბილიკი და მათი საძინებელში,საწოლზე მთავრდებოდა.დადგა ალექსანდრეს თვის ნანატრი წუთები,როგორც იქნა მარიამი მხოლოდ მისი იქნებოდა,როგორც სულიერად ასევე ხორციელადაც.მასთან ახლოს მივიდა,ხელები წელზე შემოხვია და თავის საყვარელ ბაგეებს დაეწაფა.იგრძნო რომ გოგო კანკალებდა.
-გცივა?
-არა,მეშინია.
-კი მაგრამ რისი ჩემი პატარავ?
-იმის რაც ახლა უნდა მოხდეს.
ალექსანდრე მარიამს მოშორდა და გაოცებულმა ჰკითხა.
-ჩვენ ამაზე არასდროს გვისაუბრია და იტომ არც ვიცი მაგრამ,გოგონა რომელიც ამერიკაში გაიზარდე,მთელი ცხოვრება იქ გაატარე,შენ რა არასდროს არავინ გყოლია?ანუ ქალიშვილი ხარ?
-შენ სულ გაგიჟდი?რადგან ამერიკაში ვცხოვრობდი ეს იმას ნიშნავს რომ აუცილებლად უნდა მქონოდა სექ...ი?ამას ამდენ ხანს ვერ მიხვდი?ნამდვილი იდიოტი ხარ რა..
ალექსანდრეს ამის გაგონებაზე თვალები გაუბრწყინდა.მარიამი ხელში აიტაცა და ატრიალა მანამ,სანამ თავბრუ არ დაეხვა და საწოლზე არ დაენარცხნენ.
-ღმერთო რა სულელი ვარ,ყველაფერს ველოდი ოღონდ არა ამას და იცი რა ბედნიერი ვარ.ჩემი პატარავ ჩემს ხელში იქცევი ქალად,მე ვიქნები შენთვის პირველიც და უკანასკნელიც,იმიტომ რომ მთელი ცხოვრება ჩემთან უნდა გაატარო.მიყვარხარ ჩემი საოცრებავ.მერე ისევ გოგოს ტუჩებს დაეწაფა.ახლა გაცილებით უფრო ფრთხილად და ნაზად ექცეოდა.

მალე გაათავისუფლა გოგონა ზედმეტი სამოსისგან თვითონაც განთავისუფლდა და სათითაოდ დაიწყო შესწავლა გოგონას სხეულის ნაკვთების.მარიამს გული გამალებით უცემდა,ამას სანდრო კარგად გრძნობდა და მაქსიმალურად ფრთხილად ეპყრობოდა.
ეფერებოდა,მის სხეულზე თითებს უმისამართოდ დააცოცებდა და გოგონას სიამოვნების მორევში უშვებდა.ამ სიამოვნებას შემდეგ ერთი პატარა ბიძგი მოჰყვა თუმცა გოგოსთვის საკმაოდ მტკივნეული,მთელი ძალით მოუჭირა ხელები ზეწარს და თვალებიდან ცრემლები ჩამოუგორდა,თუმცა ამ ტკივილს უფლება არ მისცა ეს ბედნიერი წუთები ჩაეშხამებინა როგორც საკუთარი თავისთვის ასევე საყვარელი მამაკაცისთვის.მალე ტკივილი დიდმა სითბომ და სიყვარულმა ჩაანაცვლა.მთელი ღამე ერთმანეთის ალერსში გაატარეს და გამთენიისას ჩაეძინათ.დილით ალექსანდრე მაინც ადრე ადგა,მოწესრიგდა,შემდეგ სამზარეულოში ჩავიდა და მეუღლეს გემრიელი საუზმე მოუმზადა.საძინებელში დაბრუნებულს მარიამი ისევ მძინარე დახვდა.ლანგარი გვერდზე დადო და ცოლის საყვარელ ტუჩებს დააკვდა.რამაც ნამდვილად გამოაფხიზლა ქალბატონი აწ უკვე დვალი ონიანისა.
-დილამშვიდობისა მძინარე მზეთუნახავი.
-დილამშვიდობის ურჩხული.
-რაო?ურჩხულოვო?ახლა გაჩვენებ მე შენ როგორი ურჩხული ვარ. ცოლს ზემოდან მოექცა და ისევ გადაეშვნენ უძირო სიამოვნების მორევში,გუშინდელისგან განსხვავებით,ტკივილის ნაცვლად სიამოვნებისა და ვნებიანი ხმები ისმოდა მხოლოდ ოთახში.მარიამი ალექსანდრეს შეხებაზე მართლაც სანთელივით დნებოდა,ამას გრძნობდა ვაჟბატონი და საკმაოდ კარგადაც სარგებლობდა ამით. საკმაოდ დიდხანს დარჩნენ სვანეთში,იქიდან კი პირდაპირ თბილისში დაბრუნდნენ და მეგობრებს სურპრიზი მოუწყვეს.
ახალდაოჯახებული წყვილი ყ ელას ყურადღების ქვეშ ექცეოდა.ერთი წუთითაც კი არ ტოვებდნენ ერთმანეთს.სამსახურსა და სახლშიც სულ ერთად იყვნენ.ნელნელა დრო გადიოდა,ორსული ქალბატონები იბერებოდნენ და დროც ახლოვდებოდა პატარა ბარტყების დაბადებისდღეც.ალექსანდრე და მარიამიც სულ მათ ირგვლივ ტრიალებდნენ,გასაკვირიც არ იყო,მეგობრების შვილების გარდა ერთი დისშვილი ელოდებოდა მეორე კი ნათლულს.
-ალექს არ გინდა რომ ჩვენც გვყავდეს პატარა?
-სერიოზულად ამბობ?შენ ხომ იცო რომ ძალიან მინდა,მაგრამ შენ ხარ წინააღმდეგი,შესაბამისად დავყევი შენს ნებას,ჯერჯერობით ისედაც ხომ მყავხარ ერთი პატარა და შენც ხომ გინდა გაზრდა,მეორე პატარაზე კი შენ რომ გაიზრდები მერე ვიფიქრებ.
-კარგი რა ალექს,მე სერიოზულად გეუბნენბი.
-და რატომ მეკითხები,პასუხი ხომ ისედაც იცი?
-რაღაც უნდა გითხრა.
-მართლა?და მაინც რა ჩემო საოცრებავ?
-ალექსანდრე ონიანო,გილოცავთ,თქვენ სულ რაღაც ორ შვიდ თვეში მამა გახდებით.
ალექსანდრე ცოტახანს აგონიაში იყო და ხმას ვერ იღებდა,ადგილზე გაქვავდა და თითქოს ამ სამყაროს მოწყდა.
-ალექს გესმის? ალექსანდრემ მარიამი ხელში აიტაცა,მერე ფრთხილად დასვა,მუხლებზე დადგა და მუცელზე მოეფერა.
-შენ მარათლა არსებობ?შენ მართლა აქ ხარ?ვაიმე არჯერა მარიამ,მართლა ორსულად ხარ?მართლა მამა გავხდები?ჩემი ოცნება ასრულდება ანუ?მარიამ მიყვარხარ.
ცოლს მოეხვია შემდეგ კი ხმამაღლა დაიწყო ყვირილი,ხალხო მამა გავხდებიო.მალე ყველამ გაიგო ეს ამბავი.ალექსანდრეს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა,უსაზღვრო იყო მისი სიყვარული მარიამისადმი,მაშინაც კი, შიაღამით სამ-ოთხ საათზე რომ გაიღვიძებს ხოლმე საყვარელი ცოლუკა და საყვარელი სახით ხან მარწყვს ითხოვდა,ხანაც ბალსა და ხანაც ალუბალს.



როგორც იქნა დავბრუნდი და დავდე ახალი თავიც.იმდენი გალოდინეთ და ბოდიში ამისთვის.დავასრულე და ველი თქვენს შეფასებებს.არ ვივცი როგორი გამოვიდა საბოლოოდ,ძლივს ვახერხებდი წერას და რა დავწერე ეს თქვენ შემიფასეთ.მადლობა რომ იყავით ჩემთან ერთად და კითხულობდით და მაძლევდით სტიმულს.მიყვარხართ ყველა



№1 სტუმარი Teo...

Dzalian gamexarda rom davinaxe,martla didixania velodebi.kargi iyo dasasruli.gamatbo amatma siyvarulma.imedia male dabrundebi axali istoriit..

 


№2 სტუმარი avadmyofi

მშვენიერი დასასრული ჰქონდა გამიხარდა რომ წავიკითხე love კარგად სწერ ასე გააგრძელე წარმატებებს გისურვებ <3

 


№3  offline წევრი gvanciii kereselidze

Auu ra kargii iyoo ... girda lodinadd <3

Auu ra kargii iyoo ... girda lodinadd <3
--------------------
G.ke

 


№4  offline წევრი Gauqmda Gauqmda

Teo...
Dzalian gamexarda rom davinaxe,martla didixania velodebi.kargi iyo dasasruli.gamatbo amatma siyvarulma.imedia male dabrundebi axali istoriit..



გამიხარდა რომ მოგეწონა,დიხანს არ გალოდინებთ :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent