შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გადამიყვარდი


2-04-2016, 20:55
ავტორი Marry Henderson
ნანახია 1 462

–უკაცრავად თქვენ მეხუმრებით?–თვალებგაფართოებული ვლაპარაკობდი.
–არა ,ვიზას ვერ მოგცემთ! მერამდენედ გიმეორებთ!–თვალები აატრიალა დაბალმა გოგომ და კევის ‘’ხმამაღლა’’ღეჭვა განაგრძო
–არავის ვუსურვებ თქვენნაირ დებილებთან მოხვდეს!–სკამს ფეხი ავკარი და წავაქციე,კარი კი გამოვიჯახუნე.
როცა დერეფანში დიდი სისწრაფით,გამწარებული მივდიოდი ერთი ბიჭი შევნიშნე.შავი სათვალეები ეკეთა,ქერა და გამხდარი იყო.როცა გვერდზე ჩამიარა მისკენ გადავიხარე და ვუჩურჩურჩულე–არ გირჩევ იქ შესვლას…–გაეცინა.მე კი მოვშორდი და მობზრიალე კარში გავედი.
ვფიქრობდი როგორ შემეძლო ლონდონში მოვხვედრილიყავი,ვიზის გარეშე. რამდენჯერმე ისიც გავიფიქრე საზღვარი უკანონოდ ხომ არ გადავკვეთო –მეთქი.
იმის მერე რაც რორის წერილი საზაფხულო ბანაკში მომიტანეს,სულ რამდენიმე დღის წინ გავხსენი და ახლა შურისძიების წყურვილი მღრღნის.
იმ კოლექციონერის გამო მოკვდა დედაჩემი, კოლექციონერის გამო მოკვდა ბებო…ბებო რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვრდა და მის გარდა არავინ მყავდა. კიდევ ძალიან ბევრი რამ გავიგე ჩემი გვარის შესახებ,იმ ანტიკვარის შესახებ რომელიც კოლექციონერს სჭირდება და…გადავწყვიტე ეს მეთვითონ მოვაგვარო!
სწრაფი ნაბიჯებით კაფეში შევედი და ‘’ჩემი’’ადგილი ფანჯრასთან,დავიკავე.
–დიზი!რგორ ხარ?–მომესალმა მეგი და გადამკოცნა.
–როგორ უნდა ვიყო…–თვალები გადავატრიალე.–ვიზას არ მაძლევენ.
–ოჰ,არ ინერვიულო…რა მოგიტანო?
–როგორც ყოველთვის…–მკრთალად გავუღიმე და ფანჯარაში გავიხედე. მინა წვიმის წვეთებს დაეფარათ,ცაზე კი შავი ღრუბელი გაშლილიყო.წვეთები ნელ–ნელ მოსრიალებდნენ მინებზე,საბოლოოდ კი ეთმანეთს ეჯახებოდნენ და ერთ მთლიანობად იქცეოდნენ. როგორც ბავშვობაში მეგონა,ისინი გასწობანას თამაშობდნენ. ჩამეღიმა…ადრე რორიმ მასწავლა რგორ გმეკონტროლებინა შიში და ღამე ადვილად დამეძინა.
1.უნდა ვიფიქრო ისეთ რამეზე რაც მინდა მოხდეს ან რამე სასიამოვნოზე.
2.საბანი თავზე არ უნდა გადავიფარო.
3.უბრლოდ უნდა მჯეროდეს რომ აქ საშიში არაფერია.
ამ სამი წესიდან მხოლოდ პირველს ვასრულებდი როცა ბანაკში ვიყავი.
ეს ნამდვილად მეხმარებოდა.
თითქმის ორი დღეა რაც გავიგე რომ რორი გარდაიცვალა. საბოლოოდ მჯერა რომ ის მოკლეს,იმ კოლექციონერმა მოკლა…და მე ამას არ ვაპატიებ,თუნდაც სიცოცხლის ფასად დამიჯდეს!
ფიქრებიდან ჩემი ტელეფონის ბზუილმა გამომაფხიზლა.
უცხო ნომერი.
–გისმენთ?!
–ქალბატონო დიზი.დიდ ბოდიშს გიხდით რომ ასე დაუკვირვებლად მოვიქეცი.ნამდვილად არ ვიცოდი სანგსტერების ვაჟიშვილის რჩეული თუ ბრძანდებოდით…დიდი ბოდიშით.თქვენი ვიზა უკვე მზადაა ხვალ მოგიტანთ .კიდევ ერთხელ ბოდიშით..
–უკ…
გოგონამ ყურმილი გათიშა. გაკვირვებული სკამზე გავქვავდი. ქალბატონი როდის გავხდი? ეგ გოგო არ იყო ორი საათი რო მიმტკიცებდა ვიზას ვერ მოგცემო? და საერთოდ სანგსტერები ვინ არიან?! რა რჩეული…?
–ეიი!დიზი კარგად ხარ?–თვალწინ ამიფრიალ ხელი მეგმა.
–ა..ხო..კი..და სანგსტერები ვინ არიან ხომ არ იცი?–მეგმა გაიცინა.
–როგორ გეტყობა ,რომ აქ საზაფხულო ბანაკში ხარ ჩამოსული –ცალი წარბი აწია.–ეგენი ყველაზე დიდ კაფეების და სასტუმროების ქსელის პატრონები არიან. შვილი ყავთ ერთი–ტომასი,მაგრამ როგორც ვიცი აქ არ ცხოვრობს ლონდონშია ხოლმე, იქ საიდუმლოდ მუშაობს.
–მემგონი დავიღუპე…–თავი ხელებში ჩავრგე.
–მოხდა რამე?
–რამე კიარა ყველაფერი!...იმ გოგომ დამირეკა,სულ ქალბატონოთი მელაპარაკა,ბოდიში არ ვიცოდი სანგსტერების ვაჟიშვილის რჩეული თუ იყავიო…ვიზას ხვალ მოგიტანთო…
–ვაიმე.. ვაიმე არ მთხრა რო … შენ რა თომასს ხვდები?–თვალები გაუფართოვდა მეგს.
–რა თომასს.არც კი ვიცი ვინ არის…–წარბები შევკარი და სკამიდან ავდექი–უნდა წავიდე.
მეგი ისევ შოკირებული იჯდა პატარა მაგიდასთან და სახეზე ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent