შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ შეგიყვარდეს. წესი 14


3-04-2016, 00:11
ავტორი Supreme
ნანახია 3 360

-ნუ მაშინებ. რა მოხდა?-ნუცას შეშფოთება დაეტყო.
-ორ დაქალს ერთი და იგივე ბიჭი რომ შეუყვარდეს, რა უნდა ქნან?
-ჰო გითხარი, ეგეთ სისულელეებზე ნუ ფიქ...
-სისულელე არაა!-ხმას მოვუმატე.-იოანე მიყვარს!
-რა?-ნუცა აშკარად შოკში იყო.
-მაპატიე...ვიცი, არ უნდა შემყვარებოდა, შეცდომაა ჩემი გრძნობები, ჯერ კიდევ იანვარში უნდა ჩამეკლა ეს ყველაფერი ჩემში, მაგრამ...თავს ვეღარ ვძლევ. არ შემიძლია...
-შენ...გიყვარს...იოანე?-ხმა ჩაუწყდა.
-მაპატიე.-ცრემლები მომადგა.
-რაზე მიხდი ბოდიშს?-ხმაში სიმკაცრე შეეტყო.
-იმაზე რომ იოანე შემიყვარდა...
-ხოდა ძალიან ცდები თუ გგონია რომ მაგის გამო უნდა მომიხადო ბოდიში.-მითხრა უფრო მკაცრად.
-რა?-გაკვირვებულმა ავხედე.
-ნუ გადმომიგდე თვალები, შენზე გაბრაზებული ვარ!-დაიბღვირა.-რა წესია. იანვრიდან მოყოლებული გიყვარს იოანე და ეს მხოლოდ ახლა გავიგე? რომელი დაქალი იქცევა ასე? ძალიან მაწყენინე.
-ამ წამს გითხარი იოანე მიყვარს-მეთქი და შენ იმაზე გაბრაზდი, რომ არ გითხარი?-გაოცებას ვერ ვმალავდი.
-აბა რას ელოდებოდი?-გაეცინა.-თუ იმ ტიპის მეგობარი გგონივარ, ასეთ სიტუაციებში მაშინვე რომ შორდება და მერე ზურგს უკან ენას იფხანს?
-არა...
-ხოდა, მაშინ რა გიკვირს?-ისევ ძველებური მხიარული ღიმილით მიღიმოდა.
-უბრალოდ მეგონა ძალიან გეწყინებოდა.
-თავიდან რომ მითხარი, ეგ მეც გამიკვირდა. მეგონა უფრო დამწყდებოდა გული, მაგრამ ეგრე არაა. ალბათ შეგუებული ვარ იმას რომ იოანეს არასდროს შევუყვარდები.
-ნუცა...
-უყვარხარ?-გამომხედა.
-მგონი...დღეს ის 1 საათი იოანესთან ერთად გავატარე.
-ანუ ჟაკეტში არ შევმცდარვარ.-გაეცინა.-თუ უყვარხარ, მაშინ ნუ იკავებ თავს. ერთადერთი იმის მეშინია, რომ მერე გული არ გატკინოს.
-მეც მეშინია მაგის...
-მაგრამ! ვინც არ რისკავს, ის არ სვამს შამპანურს.-გაღიმებულმა გამომხედა.
-რატომ ხარ ასეთი...კეთილი, საყვარელი, გულწრფელი, არ ვიცი, საოცარი ადამიანი.
-არანაირად არ ვარ საოცარი, უბრალოდ ჩემთვის შენთან მეგობრობა იოანეზე ძვირფასია. ვიცი შენთვისაც. რადგან ჩემ გამო იკავებდი თავს ამდენი ხანი და უბრალოდ საცოდაობაა ის, რომ ერთმანეთი გიყვართ და შენ გაურბიხარ მხოლოდ იმიტომ რომ ჩემთვის გულის ტკენის გეშინია. რაც არ უნდა მოხდეს, იცოდე რომ მე მხოლოდ შენი ბედნიერება მინდა, მეტი არაფერი და თუ ეს შენი და იოანეს ერთად ყოფნაა, მაშინ არასდროს ჩავდგები თქვენს შორის, პირიქით, ყოველთვის გვერდით გეყოლები, როგორც მრჩეველი, როგორც საუკეთესო მეგობარი, როგორც დაქალი, და, ამიტომ გთხოვ, იყავი ბედნიერი.-ნუცამ გამიღიმა.
  გული აჩქარებით მიცემდა და ცრემლები მახრჩობდა. მაგრად ჩავეხუტე. ყველაზე დიდი ბედნიერებაა ასეთი დაქალის ყოლა.
-დაწყნარდი?-თბილად გამიღიმა.
-კი.-გამეცინა.-მადლობა.
-მოკეტე, სანამ რაღაც დაგარტყი.-გამიღიმა.-ყავას დალევ?
-კი, სიამოვნებით.
-ახლავე.-გავიდა.
  ღამის 2-მდე აივანზე ვისხედით და ვლაპარაკობდით. ვგრძნობდი რომ დავახლოვდით. ალბათ ეს არის ის ურთიერთგაგება, რომელიც ადრე გვჭირდებოდა.
  გათენდა. ჩვეულებრივ პლიაჟზე გავედით.
-მერე შევიაროთ შენი იოს კაფეში?-მკითხა ნუცამ სიცილით.
-ჩემი იოს?-თავი ვერ შევიკავე და მეც ავყევი.
-დიახ.
  როგორ მაინტერესებს რას გრძნობს, როცა იოანეზე ასე მელაპარაკება. მაგრამ, ახლა ვხვდები რომ შემიძლია თავს ბედნიერების უფლება მივცე. აღარ მომიწევს ჩემი გრძნობების დამალვა. ნებართვა მჭირდებოდა ბედნიერებაზე.
-მუდმივ კლიენტობაზე გაქვთ პრეტენზია?-გავიგე იოანეს სიცილი.-კაფესგან საჩუქრებს ნუ ელოდებით.-მხარზე დამადო ხელი.
-რას შვები, იო?-ნუცამ გაუღიმა.
-რამდენი ხანია იოთი აღარ მომმართავ.-გაეცინა.
-იოიო, გახსოვს?-ნუცაც აყვა.
-იო?-მეც ჩამეცინა.
-შენც ნუ დამიძახებ მაგას, თავი პატარა მგონია.
-იოიო.-მაშინვე ავიტაცე.
-ანუკა!-თმა ამიჩეჩა.
-ო, იდიოტო, გამისწორე.
  ძალიან ბუნებრივად ვიქცეოდი.
-რა საყვარლები ხართ.-ნუცამ გაგვიღიმა, იოანეს კი აშკარად გაუკვირდა ეს ფრაზა.-ახლა კიდე, ბოდიშით, მაგრამ იო, 2 ცივი ყავა ნაყინით მოგვიტანე.
-კარგი, კარგი, ახლავე.-ბოლომდე ვერ გარკვეულა ნუცას საქციელში.
  იოანე გაგვეცალა.
-მგონი შოკშია.-ვთქვი სიცილით.
-აშკარად.-ნუცაც ამყვა.-მერე აუხსენი რაც მოხდა.
-ჰო.
  კაფეში 1 საათი ვისხედით, მაგრამ იოანეს ჩვენთვის არ ეცალა. ბოლოს წასვლა როცა დავაპირეთ, შემაჩერა. ნუცა მიხვდა რომ რაღაცის თქმა უნდოდა, ამიტომ გზა განაგრძო.
-დღეს 8-ზე კაფესთან.-გამიღიმა, ლოყაზე მიჩქმიტა და მუშაობა განაგრძო.
  ყურებამდე ასული ღიმილით დავეწიე ნუცას.
-პაემანი?-ცნობისმოყვარეობით სავსე მზერით გამომხედა.
-რაღაც ეგეთი.-გამეცინა.
-რა რაღაც ეგეთი, მგონი ცოტა გაკლია. პაემანია და მორჩა, ანუ ლამაზად უნდა გამოეწყო.
-ოო, მოიცა რა.-ავწითლდი.
-ნუ ხარ იდიოტი. ყველა ბიჭს სიამოვნებს, როცა მისი გოგო კარგად გამოიყურება.
-მაკიაჟი არ მინდა.-დავიბღვირე.
-მსუბუქი, სულ ცოტა.
-ზღვაზე ვართ, რა დროს ეგაა. ჯინსი, მაიკა, კედები, აწეული თმა და მზად ვარ.-გავიცინე.
-შენ ვერაფერი გამოგასწორებს. კარგი ხო, იოანეს ეგეთიც მოეწონები.-გამიღიმა.
  სახლში მივედით. ოთახში შესვლისთანავე ლოგინზე დავეგდე. ნუცაც გვერდზე მომიწვა.
-შენი ნებართვა მჭირდებოდა ამ ბედნიერებისთვის.-ვთქვი ისე, რომ ნუცასკენ არც გამიხედავს.
-ეგ სისულელე მეორედ არ თქვა. ნუ მაბრაზებ ამ იდიოტობებით. ბედნიერებისთვის არავის ნებართვა არ გჭირდება. უბრალოდ შენი თავი დაარწმუნე ამაში და მეტი არაფერი.
-ალბათ მართალი ხარ.-თავი ჩავხარე და გამეღიმა.
-ნერვებს მიშლი, ანუკი.-გაეცინა.
-ვიცი...ნინო სად არის?
-მეგობრებთან ერთად. ამიტომ მიყვარს დეიდაჩემთან ერთად დასვენება, არასდროს მაკონტროლებს, სულ გასულია.
-იმიტომაც ხარ გაფუჭებული.-გამეცინა.
-ვინაა გაფუჭებული? ჰა?-თავში ბალიში ჩამარტყა.
-ვინ და შენ!-მეც ვუპასუხე.
  ბალიშების ომი დაიწყო. ჩემი და თოკოს ჩხუბი გამახსენდა. როგორ მომნატრებია. 5 საათზე ისევ გავედით პლიაჟზე.
-აუ, ანუკი, რატომ ხარ ასეთ კარგ ფერზე?-წაიწუწუნა ნუცამ, როცა სახლში დაბრუნებულები სარკის წინ ავიტუზეთ.
-რავი აბა.-გამეცინა.-შენც კარგ ფერზე ხარ, ნუ ნერვიულობ.
-შენნაირზე არა. აუ, სულ დამავიწყდა მეთქვა, ნიკამ დამირეკა.
-ჯაზ.ფესტზე რომელიც გაიცანი?
-ჰო, მაგან. გუშინ გასული როცა იყავი, მაშინ.
-მერე? რა გითხრა?
-შეხვედრა მთხოვა.
-დათანხმდი?
-არა, ჰო გითხარი, ჩემი ტიპაჟი არ არის-მეთქი, მაგრამ ისე ცუდი ბიჭი არაა.
-რა არ გაკმაყოფილებს მაგ ბიჭში, მე რომ ვნახე, ძალიან მიმზიდველად გამოიყურებოდა.
-ეგრე არ იყო დემეტრეც?
-აუ, ეგ საერთოდ აღარც მახსოვდა.-გამეცინა.- რა ცუდი ადამიანი ვარ.
-აღარ შეგხვედრია?
-არა. მგონი დღეს მიდის თბილისში. კაფეში როცა ვიყავით, მაშინ მითხრა.
-საინტერესოა, არ აპირებს დაგემშვიდობოს? ხო იცის ამ სახლის მისამართი?
-კი, მაგრამ არ მგონია მოვიდეს, თან რა მნიშვნელობა აქვს.
-ნუ, პრინციპში ახლა თავიდან ბოლომდე იოანეზე ხარ გადართული, ამიტომ, არანაირი.-გაიცინა.
  თეთრი ბრეტელებიანი მაისური, მუქი ლურჯი ჯინსი და კედები ჩავიცვი. თმა გავიშალე. 8-ს აკლია წუთები. სახლიდან გავედი. კაფესთან მივედი თუ არა, იოანეც გამოვიდა.
-დიდხანს გალოდინე?-მკითხა და ლოყაზე მაკოცა.
-არა, მეც ახლა მოვედი.-გავუღიმე.
-ნუცას ელაპარაკე?-თვალები აუციმციმდა.
-კი.-სიხარულს ვეღარ ვმალავდი.
-ჰო გითხარი, თუ მართლა დაქალია და უყვარხარ, გაიგებს-მეთქი.-ჩემკენ გადმოიხარა და ცხვირზე მაკოცა.-შეგიძლია მშვიდი გულით იყო ჩემთან.-ხელი მომკიდა.-ჰო არ გცივა?-ჟაკეტისკენ წაიღო ხელი.
-არა, მადლობა. სად გავიაროთ?
-სადაც შენ გინდა.
-ბულვარში გავისეირნოთ.
-კარგი.-გამიღიმა.
  ჩვენთვის ვსეირნობდით. უცებ ვიღაცამ დამადო მხარზე ხელი.
-ანუკა?-დემეტრე იყო.
-არ წასულხარ?-ვკითხე გაკვირვებულმა.
-ახლა უნდა გავიდე მალე.-შეწუხებული სახე ჰქონდა.-შენი შეყვარებულია?-ჩვენს ჩაკიდებულ ხელებს დააკვირდა, შემდეგ იოანეს ახედა.
-რა სახით მიყურებ?-იოანეს გაუკვირდა.
-არა, უბრალოდ ვფიქრობ როდის მოასწრო.-გაეცინა.
-რას ნიშნავს როდის მოასწრო?-იოანეს ხმაში აღელვება დაეტყო.
-გუშინ წინ მე ვიყავი სათადარიგო ვარიანტი, როგორც ჩანს შენ დღევანდელი ხარ. აი როგორ ერთობიან ანუკასნაირი გოგოები.-დამცინავი ტონი არ უქრებოდა.
  რატომ მაყენებდა შეურაცხყოფას? არანაირი სერიოზული ურთიერთობა არ მქონია მასთან. ნერვები მომეშალა.
-მომის...-სიტყვა ვერ დავამთავრე.
  დარტყმის საშინელი ხმა გავიგე.
-ანუკაზე რამე ზედმეტი რომ თქვა, არ გაცოცხლებ!-უღრიალა იოანემ.



№1 სტუმარი Maria_mari

Sityvebi ar myopnis dzaan kaia <3 <3

 


№2  offline წევრი natia-natia

ჰაჰ ეგრე მოუხდება ძაან კაია

 


№3 სტუმარი Violet

:D Isa girsi iyo anuki martla cudad moeqca demetres. nuca sagol <3

 


№4 სტუმარი Uhuu

Nucaaze gavgijdi ra magarii gogoaa<3 xo rac sheexeba amat dzaalian sakvarlebi arian magram ert rchevas mogcem tu ar micken ratkmaunda.
Ioane dzaan shekvarebuli bichivit iqcevaa,cota ufro gaanagle,kvelaferze madlobaa eubneba es gogo,ragac ufro gaaxalgazrdavee da gaalage amati urtiertobaa

 


№5  offline წევრი Supreme

ძალიან დიდი მადლობა ყველას რომ კითხულობთ <3 და მადლობა რჩევისთვის, უბრალოდ მოთხრობა უკვე დასრულებული მაქვს <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent