შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გ ა ქ ც ე ვ ა…..


3-04-2016, 00:35
ავტორი nucikela
ნანახია 3 563

დღეს ჩემი ქორწილია , მაცვია ულამაზესი საქორწილო კაბა...ლამაზი ფეხსაცმელი,ძვირად ღირებული ბეჭედი მიკეთია და მაკიაჟიც მაქვს გაკეთებული....მოკლედ გამოწყობილი ვარ
....მაგრამ რაც მთავარია ბედნიერი არვარ....მამაჩემი კარგი გარიგებით მათხოვებს ვიღაც ფულის ტომარეზე ,რომელიც არასდროს მინახავს.....
წესით ყველა პატარძალი ბედნიერი უნდა იყოს...მაგრამ რატომღაც ჩემს შემთხვევაში ესე არხდება....
ვის გავყვე ფულის ტომარას?რომელიც მამაჩემისთვის საუკეთესო გარიგებაა? და რომელიც არასდროს მინახავს?....სისულელეა ესყველაფერი,არა!უბრალოდ არგავთხოვდები!

კარი დედაჩემმა შემოაღო და მომახარა
-ლიკა ძვირფასო მანქანა მოვიდა უკვე....
-დედა არმინდა გათხოვება ,რაგჭირთ რა ?რამგაგაგიჟათ? ფულში ცვლით ერთადერთ ქალიშვილს?
მაგდა ჩემთან მოვიდა, გაბრაზებული სახით და მთელი ძალით სილა გამაწნა
-გეყოს!რავერგაიგე მამაშენისთვის და ჩემთვის საუკეთესო გარიგებაა,მარტო შენს თავზე ფიქრობ სხვა არაფერი გაინტერესებს არა?გათხოვდები და მორჩა! მაჯაში ხელი დამავლო და ძალით მიმათრევდა, მანქანაში ჩავჯექით და მანქანაც დაიძრა.

შუაგზაში,შეწუხებული სახე მივიღე ვითომ ცუდათ ვიყავი

-ცუდადვარ ერთი წუთით მანქანა გააჩერეთ...გთხოვთ

მანქანაც გაჩერდა და მეც გადმოვედი

გზიდან გადავედი და სანამ დედაჩემი გადმოვიდოდა მთელი ძალით მივრბოდი....
უკანიდან კი დედაჩემი შეძახილებით მამკობდა

ტაქს მოვკარი თვალი და გავაჩერე...მანქანაში ჩავჯექი-გთხოვთ სწრაფად წადით...მძღოლს შევევედრე
დავინახე უკან დედაჩემის მანქანა მომყვებოდა
-იცით თუ უკანა BMW-ს გაექცევით ორმაგად გადაგიხდით გპირდებით...გთხოვთ.... გთხოვთ
-კარგით ქალბატონო...მძღოლს ფულის გაგონებაზე თვალები გაუბრწყინდა და ადგილიდან მოწყდა, მთელი სისწრაფით.......
მთელი გზა ვნერვიულობდი,ყოველთვის იმას ვაკეთებდი რაც ჩემს მშობლებს სურდათ....ეხლა...ეხლა კი პირველად ვიქცეოდი ესე...

როცა მანქანა თბილისის გზას დაადგა მაშინ ტაქსის მძღოლს გავხედე
-შეგიძლიათ დამარეკინოთ?
-დიახ ახლავე....ტელეფონი ჯიბიდან ამოიღო და მომაწოდა
ნომერი ავკრიფე და ლელას დაურეკე
-გისმენთ
-ლელა მე ვარ ლიკა...
-ლიკა გამოიქეცი?....შენზე იცი როგორ ვნერვიულობდი....ჩემთან ჩამოდი ვერაფერს გაიგებენ...
-მოვდივარ ლელა მალე შენთან ვიქნები,იცი....სანამ მუშაობას დავიწყებ შეგაწუხებ და მერე გადავალ კაი?
-შენ რა გაგიჟდი?რამდენი ხანიც გინდა დარჩი ჩემთან ან სულაც ჩემთან იცხოვრე...
-არა.....მთლად ეგრე ვერშეგააწუხებ
-კაი ჩამოდი და მაგაზე მერე ვილაპარაკოთ........

*******
ეკლესიაში მყოფი ანდრო დათოს თვალებს უბრიალებდა,მაგდა კი გაფითრებული სახით მიდიოდა...-იცით ის თავხედი გოგო გამექცა....ძალიან ვწუხვარ.

-ვწუხვარ ბატონო ანდრო...ჩემი შვილი ძალიან არის გათამამებული და თავი მომჭრა თქვენს თვალში,ტუტუცი ,თავხედი შვილი მყოლია და ეხლა ვხვდები.
-არაფერია ბატონო დავით.... ლიკას მე მივხედავ- თქვა და ავხორცული ღიმილი გადაეკრა სახეზე.......
*******
-აი იქ სანამ შეუხვევთ გააჩერეთ.....მძღოლმა მანქანა გააჩერა
ხელიდან ბეჭედი მოვიხსენი და მივაწოდე....ბეჭედი გამომართვა და შეეათვალიერა
-ქალბატონო ეს ხომ საქორწინო ბეჭედია?თანაც ძალიან ძვირად ღირებული....
-თქვენთვის მიჩუქნია....ვუთხარი და მანქანიდან გადმოვედი

ლელას სახლთან გავჩერდი და ზარი დავრეკე.....მანაც არდააყოვნა და კარი გამიღო
-ლიკა როგორ მომენატრე როიცოდე -თქვა და გულში ჩამიკრა
-მეც მომენატრე ლელა...
-შემოდი ჩემს სამფლობელოში მითხრა,გვერდზე გაიწია და გამიღიმა
მართლაც რომ სამფლობელო იყო ,სახლი 3სართულიანი იყო,აუზით,შადრევნებით...სახლში უამრავი ოთახი იყო....ბევრი ძვირად ღირებული ნივთით,ნახატებით და ავეჯით სავსე....
-ლელა აქ მარტო ხარ?
-რათქმაუნდა ლიკა აბა რაო სად გადავალო?რამითხარი არსადაც არგაგიშვებ!
-შენები სადარიან?
-მშლობლები ამერიკაში წავიდნენ, ჩემი ძმა კი ერაყშია...საკონტრაქტო მალე უმთავრდება და დღე-დღეზე ველოდები როდის ჩამოვა.
ლელამ სახლი დამათვალიერებინა, უამრავი ტანსაცმელი ქონდა და მეც მიწილადა.
-იცი ლიკა თმა შეიღებე....
-რატო?
-ესე ვეღარავინ გიცნობს...გაუჭირდებათ
-რა ფრად?
-მგონი ქერა ძაან მოგიხდება?რას იტყვი?
-კარგი რაცარი არის შევიღებავ....

ამჯერად ისე მოვიქცევი როგორც მომესურვება კმარა იმაზე ფიქრით დედა რასიტყვის ან მამა .მათ ფულში გამცვალეს, რომელ პატივისცემაზეეა საუბარი.....

ქერა თმაში ჩემი თავი მეუცხოვა მაგრამ მაინც....მომწონდა
-აუ ძააან გიხდება...ესემგონია სუ სხვა ადამიანს უყურებ
-მართლა?
-ხო მართლა...აი ნახავ...ძაანაც რომ უნდოდეთ შენი ნახვა ვერგიცნობენ....
მე და ლელამ ბევრი ვიჭორავეთ,დავლიეთ ვიმხიარულეთ და უკვე 12იწყებოდა რომ დავწექით მშვიდად ჩაიარა იმ დღემ...

დილით....წივილ კივილის ხმამ გამომაღვიძა....

დაფეთებული წამოვფრინდი საწოლიდანდა გიჟივით გამოვედი ოთახიდან ,ქვედა სართულზე ჩავედი თავპირისმტრევით, არვიცოდი ვინ იქნებოდა,რა მელოდა იქნებ..... დათომ მომაგნო...ან უფრო უარესი ჩემმა ძალათ საქმრომ მომაგნო, სანამ ჩავედი ჩემი დამემართა.....

******
ხო ვიცი რომ ძალიან პატარა თავია...მაგრამ გამოვასწორებ შეცდომას
რასიტყვით გავაგძელო?



№1 სტუმარი 456

გააგრძელე კაია love

 


№2  offline წევრი chupika

Gaagrdzeleee

 


№3  offline წევრი kiko

კარგია და გააგეძელე ❤

 


№4 სტუმარი A

Aucileblad gaagrdzele ra....

 


№5 სტუმარი M

vuimee ragansxvavebuliistriaa *--* augaagrdzelemalera

 


№6  offline წევრი tatushki1995

Kargia Gaagrdzeleee

 


№7 სტუმარი smile

საინტერესოა ნამდვლად, გააგრძელე და ცოტა თავებიც გაზარდე love

 


№8  offline წევრი Diosa Dela Tristeza

Kii kiii gaagrdzelee aucileblad

 


რაგაცნაირია მაგრამ კარგია გააგრძელე
--------------------
romantikosi mwerali

 


№10 სტუმარი teo

gaagrdzele da male dadeviii

 


№11  offline აქტიური მკითხველი lalita

საინტერესო ჩანს გააგრძელე და შემდეგში უფრო დიდი თავი დადე, ცოტა მეტი ემოცია ჩადე.

 


№12  offline წევრი niino

გააგრძეელეეეე რააა..მალეე დადეეე...ძაან საონტერესოო დასაწყიისიიააა

 


№13  offline აქტიური მკითხველი aanamaria

აუ რა კარგია როგორ მომეწონა love მაგარი ტიპია ეს გოგო wink

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent