შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორმაგი ცხოვრება (2 თავი)


3-04-2016, 23:03
ავტორი lisebeth
ნანახია 2 987

ანას არაფერი უთქვამს. პირი იბრუნა და სამზარეულოში შევიდა. დედამისი ქალბატონი მზია კიდევ ერთ წუთს იდგა და უიმედოდ , მაგრამ მაინც ელოდა რომ თავის შვილს რაღაც შეაწუხებდა თუმცა ამაოდ. ქალი ოთახიდან არ გამოსულა. მზიამ კიბეები ბოლომდე აიარა და ლილის საზინებლის კარს მიადგა.
-ბებო შეიძლება შემოვიდე?
-კი შემოდი! თვალები მოიწმინდა ბავშვმა.
-რა მოხდა სკოლაში? არ მოგეწონა იქაურობა?
-არაფერი...
-როგორ თუ არაფერი?
-არაფერი და სწორედ ესაა პრობლემა. ძაღლადაც კი არ ჩამაგდეს. ალბათ ბუზს რომ გაეფრინა კლასში ამას უფრო დიდ ყურადღებას მიაქცევდნენ. ასე უბრალოდ ადგნენ და ფეხებზე დამიკიდეს.
-ეს ჩვეულებრივი ამბავია საყვარელო. ახალი ხარ და ალბათ მოერიდათ შენთან გამოლაპარაკება.
-ასე არ იყო. სკოლაში დღეს პირველად კი არ წავსულვარ? ახალ მოსწავლეს ყურადღება უნდა მიექცია. ჩემით დაინტერესებულიყვნენ ,მაგრამ არა. თვალში არავის მოუვიდა ჩემი იქ გადასვლა. ჩვეულებრივი გათავხედებული ბავშვები არიან. თავი სამყაროს ცენტრი რომ ჰგონიათ. თვალებში ეტყობოდათ ,რომ თავის დონის ადმიანად არ მივაჩნივარ არც ერთს.
-ხომ არ გადაამეტე საყვარელო.
-არა...მთელი ცხოვრება ასე არაა? დიდი ამბავი...
-საყვარელო...შენ ყველას უყვარხარ...
-კარგი რა. მატყუებ? აღარ ვარ ორის...
-შვილო...
-ნუ მეძახი ბოლოს და ბოლოს მასე.
-რა დაგემართა ლილი?
-ბევრი სამეცადინო მაქვს და მარტო მინდა დავრჩე.
-ლილი...
-გთხოვ ბებია. უბრალოდ მარტო ყოფნა მინდა. ძალიან დაღლილი ვარ.
-კარგი. დაისვენე.
ლილიმ სიბრაზით ამოყარა ჩანთიდან წიგნები და საწოლზე დაახეთქა. ერთად დახვავებულს , რომ შეავლო თვალი მიხვდა მეცადინეობა არ უნდოდა. ფანჯარასთან ჩამოჯდა და ინტერნეტი ჩართო. ის ბავშვები მოძებნა რომელთა სახელებიც კლასიდან დაიმახსოვრა. ყველაზე თავი და თავი მის უკან მჯდომი გოგონების წყვილი იყო. მათგან ერთ-ერთი ვიკა აბულაძე. მისი ქერა თმა მაშინაც კი იცნო როცა საძიებო სისტემაში ამოაგდო პროფილი. ფოტოებმა ზუსტად ის ცხადყო რასაც მოელოდა. მდიდარი მშობლების თავნება შვილი. აქა-იქ თავის მეწყვილესთან გადაღებული ‘’სელფებიც’’ ჭარბობდა, რომელთანაც დაახლოებით ერთი საათის წინ ‘’მაკდონალდსიდან დაჩექინებაც’’ მოესწრო.
-ჩემი ადგილი ამ სკოლაში არ იყო_ლეპტოპი დაკეცა და თავი ფანჯრის რაფას ჩამოადო.

ქალბატონმა თამარმა შემოსვლისთანავე ნაყიდი ნივთებით სავსე ჩანთები მსახურს მიაწოდა და მისაღებში შევიდა. თან მისი ახლად შეძენილი მეგობარიც ახლდა, რომელიც ორი თვის წინ გადმოსახლდა მათი ვილის მოპირდაპირე სახლში.
-გაზაფხულია, მაგრამ გარეთ ძალიან ცივა. ზამთრის სუსხია_ხელები გაისვა ქალმა მხრებზე.
-სახლში სითბოა.
-კი აქ საკმაოდ თბილა.
-ვიკა სადაა? _გასძახა თამარმა
-არ დაურეკავს. მაგრამ მგონი უკვე უნდა მოსულიყო.
-ღმერთო ჩემო. მძღოლიც არ მოსულა?
-არა...
-ღმერთო სად არის?
-ნუ ვარდები პანიკაში თამუ, ალბათ სადმე გაყვანა სთხოვა.
-როგორ არ მომწერა?_ფერი წაერთვა ქალს სახეზე და ტელეფონი მოიმარჯვა. როგორც კი ‘’ბლოკი’’ ახსნა მაშინვე გაუნათდა სახე.
-რა მოხდა?
-წერილი მომსვლია და ვერ გავიგონე დაწეული მქონდა ხმა.
-სად არის?
-ბანკის წერილი მომივიდა. ფული მოხსნა ბარათიდან ‘’მაკდონალდსის’’. მაგის ბარათი ჩემსა და მამამისის ბარათზეა მიბმული.
-დამშვიდდი?
-კი ,მაგრამ რით ვერ ისწავლა ,რომ როცა სადმე მიდის დამირეკოს. ნუთუ ასე ძნელია?
-ამით დღევანდელი ახალგაზრდები ამტკიცებენ ,რომ თავისუფლები არიან. ცამეტი წლის ბავშვს კი არა სტუდენტია ჩემი ბიჭი და იმას ვერ გავაგებინე ,რომ ვნერვიულობ. მოსთხოვე ახლა პასუხი უტვინო ბავშვს.
-უტვინო? მაგას რაც აწყობს იმაში უტვინო სულაც არაა. ყველაფერი იცის რომ ჰკითხო.
-ისე კარგა ხანს კი მალოდინე იმ კრების გამო მანქანაში. მეგონა დღესაც გადაიფიქრებდი მისვლას.
-პრინციპის ამბავი იყო. თანაც მართლა მომწყინდა ეს ტყუილა ყოფნა რა. რამე ხომ უნდა ვაკეთო. რა ვქნა სხვაგან წავიდე სამუშაოდ?
-მეორე ბავშვი,რომ გააჩინო არ გინდა? ჩემი ქმარი დღემდე მაგიჟებს მაგ თემით.
-დამცინი? რა მეორე ბავშვი?
-რატომაც არა? ახალგაზრდა ხარ და ლამაზი .დედობა მეორედაც მოგიხდება. ვიკას არ უნდა?
-თავზე დაგვამხობს მთელ სახლს მაგას,რომ მეორე მოუყვანო ახლა სახლში. შენ წარმოდგენა არ გაქვს რა ეგოიისტია. მგონი ისიც კი აგიჟებს ,რომ მე და გოჩანს მის გარეშე გვძინავს ოთახში
-როგორ იცი ხოლმე ხუმრობა.
-გგონია ვხუმრობ? მამამისის სიყვარულს ვერავისთან გაიყოფს. მეც კი...
-ამდენი წელი ერთად როგორ იყავით? არასდროს დაშორებიხარ? აი მე მაგალითად შვიდი წლის კრიზისს რომ ეძახიან მაშინ გადავბარგდი დედაჩემთან. ორი თვე ვიყავი იქ სულ მუხლზე დაჩოქილმა მევედრა.
თამარი წამით დაფიქრდა. თითქოს მიტკალი გადააკრეს სახეზეო ისეთი ფერი დაედო. ეტყობოდა ,რომ შინაგანად ყოყმანობდა ეთქვა თუ არა. სტუმარი უკვე მიხვედრილი იყო პასუხს და დამალვას აღარანაირი არსებითი აზრი აღარ ჰქონდა.
-თუ არ გინდა ნუ მეტყვი_შეყოყმანდა თიკო
-ცამეტი წლის წინ უკანასკნელად დავშორდით.
-უკანასკნელად?
-მანამდე ორი წელივიყავით ცოლ-ქმარი. შვილი არ გვყავდა. არ ვაჩენდი იმიტომ რომ გოჩა არაპროგნოზირებადი იყო. ეს აქამდე არავისთვის მომიყოლია. მგონი საკუთარ თავსაც კი არ ვახსენებ ხოლმე.
-თუ გინდა ნუ მოყვები. დღეს მშვენიერი დღე იყო. მძიმე წლებს ნუ გავიხსენებთ.
-ახლა ისე მძიმე აღარაა.
-კარგი... მაშინ მომიყევი...
-თხუთმეტი წლის წინ დავქორწინდით თუმცა მალევე დავშორდით. ორი წელი ცალ-ცალკე ვცხოვრობდით. გოჩა ალკოჰოლიკი იყო და ვერ შევეგუე.
-რაა?გოჩა? შენს ქმარზე ამბობ?
-კი... მაშინ ძალიან ახალგაზრდა იყო. თავნება და დაუმორჩილებელი. მამამისი ყველა სურვილს უსრულებდა და მანაც ბოლომდე შეტოპა. მაშინ ახალი დაქორწინებულები ვიყავით. ჩემმა მამამთილმა მანქანა უყიდა . ორ კვირაში დალეწა მის ძმაკაცებთან ერთად. სიკვდილს ძლივს გადაურჩა,მაგრამ ვერც ამან გამოასწორა. იმ დღეს მანქანაში მეც უნდა ვმჯდარიყავი , მაგრამ რატომღაც ისე მოხდა რომ არ ვახლდი. ეს რომ წარმოვიდგინე ისტერიკა დამეწყო და სახლიდან წამოვედი. ვუთხარი აღარ დავბრუნდები მეთქი. მარტო მე ვიცოდი რა ხდებოდა სინამდვილეში. ხანდახან წამალზეც არ ამბობდა უარს. მოკლედ ბოლომდე შეტოპა. ისე, რომ ვეღარ გამოვიდა. იძულებული ვიყავი წავსულიყავი. ასეთ ცხოვრებას ვეღარ გავუძლებდი. ვიცოდი ,რომ ადრე თუ გვიან მიმსხვერპლებდა.
-ამას გოჩაზე ვისმენ? შენს ქმარზე? შოკში ვარ თამუ...
-ერთხელ ჩემთან მოვიდა. იმ დღეს სრულიად ფხიზელი იყო. არც ნასვამი და არც გაკეთებული არ ქონდა. მარტო ვიყავი სრულიად. დრო და დრო კი ვნახულობდი მაგრამ ორი წელი იყო გასული მას მერე რაც ერთად აღარ ვყოფილვართ. არ ვიცი რა სიგიჟემ მაიძულა რომ მაშინ მასთან დავწექი. შერიგებას არც ვაპირებდი უბრალოდ...არ ვიცი...დღემდე არ მახსოვს რატომ. უკვე ღამდებოდა რომ გამომიცხადა ბარგი ჩაალაგე ჩემს ძმაკაცებთან ერთად ბათუმში მივდივარო.იქვე ვიცოდი ვინც იყვნენ მე ხომ ყველას ვიცნობდი.
-წაჰყევი? რათქმაუნდა არა... სახლიდან გავაგდე შენი გამოსწორება არ იქნება-თქო. თურმე იმ ღამესვე წასულან ძმაკაცის მანქანით. შოთა ერქვა იმ ბიჭს, ამდენი წელი გავიდა და მას მერე არ გვინახავს. დაახლოებით ორი დღე იყო გასული შუაღამეს მირეკავს თამუნა გოჩა დაიკარგა ვერსად ვპოულობთო. შემესინდა ,მაგრამ ერთი წამით დავუშვი რომ შეიძლებოდა მატყუებდნენ ჩემს იქ ჩასატყუებლად. დავუღრიალე მერე მე პოლიცია ვარ-თქო? დარეკეთ ,გამოიძახეთ და ისინი დაგეხმარებიან-თქო. ეგრე კი ვუთხარი მარა მთელი ღამე ვერ მოვისვენე. არც ჩემებისთვის მითქვამს არაფერი. როგორც კი გათენდა შოთას დავურეკე ხუმრობასავით რა ქენი ნახე შენი ძმაკაცი მეთქი?
-მერე? სულ დამაჟრიალა გოგო...
-პასუხმა რომ დაიგვიანა მივხვდი წინა ღამით არ მატყუებდა და რაღაც იყო მომხდარი.
-რა მოხდა?
-წარმოდგენა არ მაქვს. დღემდე არ ვიცი. გოჩა პლაჟზე ნახეს თავგახეთქილი და საავადმყოფოში გადაიყვანეს. დღემდე იფიცება რომ არ ახსოვს რა მოხდა.ალბათ ჩემი გაქურდვა უნდოდათო, მაგრამ...
-მაგრამ რა?
-რაღაც მოხდა იმ ღამით ვიცი. იმის მერე შეიცვალა. ჩემს მამამთილს სთხოვა კლინიკაში დაეწვინათ და ემკურნალათ. ერთი წელი მკურნალობდა სასმელზეც და წამალზეც ,რომ გადაეგდო. ძალიან გაუჭირდა. ისე,რომ ვერც წარმოიდგენ. ლამის გააგიჟა მათზე უარის თქმამ.
-მაგრამ ხომ გამოკეთდა?
-კი საბოლოოდ. ვიკა წლინახევრის იყო რომ შევრიგდით. ერთი წელი სარეაბილიტაციოდ იწვა. რომ გამოვიდა კარგა ხანს არ ველაპარაკებოდი. არ მჯეროდა მისი გამოსწორების ,მაგრამ დავიჯერე. ერთხელ მოვიდა და მიტხრა ,რომ ჩემს გამო ისეთი შეცდომა დაუშვა რასაც თავს ვერასდროს აპატიებდა. მითხრა თუ გინდა ,რომ საბოლოოდ არ დავიღუპო ჩემთან დაბრუნდითო. ბევრი ვიფიქრე და ბოლოს დავთანხმდი.
-და რა შეცდომაზე საუბრობდა?
-რავიცი, მე დავასკვენი რომ ბათუმში ჩემს ჯინაზე წავიდა და იქ უბრალოდ დოზას გადააჭარბა. სხვს ვერაფერს ვფიქრობ. ეს ჩემი ვერსიაა და არც ვაძალებ ,რომ მან იფიქროს ამაზე. არ მინდა ის დროგაიხსენოს და ისევ რამე სიგიჟე ჩაიდინოს. მიუხედავად იმისა ,რომ დარწმუნებული ვარ აღარაფერი მოხდება ამის მაინც მეშინია
-და თქვენს შორის ყველაფერი საბოლოოდ მოგვარდა?
-კი, გამოგიტყდები და დღემდე მაღელვებს იმ ღამით რა დააშავა მაგრამ წლებმა ამაზე ფიქრის დავიწყებაც მასწავლა. უბრალოდ შევეშვი.მთავარია ,რომ ჩვენ ისევ ერთად ვართ. ვისღა ანაღვლებს ვინ იყო ‘’ლორდი’’ ...გეხვეწები რა...
-ლორდი?_ სიცილისგან ლამის მიწაზე გაწვა თიკოკო
-ხო ,რომ ‘’კაიფობდნენ’’ მერე ვითომ თავის ბენდში უკრავდნენ. გოჩა ლორდი იყო ანუ ე.წ. სოლისტი. ხო მერე ისე აურეკეს ბენდიც ჩამოაყალიბეს. ნეტა მოგესმინა მაგათი შემოქმედება. გოჩა ისე იყო აჭრილი ამ თემით კისერზე ტატუც კი გაიკეთა. ძალიან უხდებოდა, მაგრამ მერე მოიცილა. საავდმყოფოდან ,რომ გამოვიდა მაშინ.
-კარგია წარსულის ყველა კვალი წაუშლია.
-ჰო თუმცა მგონი იმიტომ მოიცილა ,რომ დაზიანება ქონდა ტატუზე და აღარ იყო ისეტი ლამაზი.
-რა დაზიანება? რომ დაეცა ქვას ჩამოარტყა ალბათ და გადატყაული ქონდა. პირდაპირ იმ ადგილას სადაც ამოსვირინგებული ქონდა.
-კისერი ისე როგორ დაარტყა რომ გადაიტყავა?
-მე რა ვიცი? მოდი და გაიგე ...რას გაიგებ ...
-ბენდი არ ვიცი ,მაგრამ სკოლის ‘’კავეენში’’ ორი წელი გამოვდიოდი. არ დაიჯერებ რა იყო. სასაცილო და ამავე დროს ძალიან კარგად მოსაგონარი. ჩემი ქმარი იქ გავიცანი.
-უნივერსიტეტში, რომ ვსწავლობდი მაშინ ვესწრებოდი ხოლმე მაგ გამოსვლებს. ვიკა მოვიდა... შვილო...
-დედა?
-რამდენჯერ გითხარი გამაგებინე როცა გაგვიანდება-თქო?
-ბანკიდან ხომ მოგივიდა წერილი?მეგონა საჭირო აღარ იყო დარეკვა. თან ფეისბუქზეც ‘’დავჩექინდი’’
-მოიცა ახლა ფეისბუქზე ვეძებო საიდან ‘’დაჩექინდი’’?
-დედა ნუ ვარდები რა პანიკაში. წავედი წყალს გადავივლებ და ინგლისურზე მივდივარ.
-შეეშვი_მკლავზე მოქაჩა თიკომ და ძველ საუბარს დაუბრუნდა.

VVV
უკვე საღამოვდებოდა ლილი სამზარეულოში, რომ ჩამოვიდა. ანა გასქურასთან იდგა და საჭმელს ამზადებდა. ბავშვმა ოთახს თვალი მოავლო და ბებია ,რომ ვერ დაინახა გაბრუნება გადაწყვიტა, მაგრამ მერე დაფიქრდა მე რატომ უნდა წავიდეო და თამამად შევიდა ოთახში. მაცივრიდან წვენი გამოიღო ,რომ დაესხა ჭიქების თაროსთან კი დედამისი იდგა. დღეს იმდენად დიდ გულზე იყო ,რომ არც მის მოღუშულ წარბებს მორიდებია ისე გამოუცხადა ჭიქა ჩამომიღეო. ანა ადგილზე გაშეშდა. მოულოდნელობისგან ის ვერ გაიგო ჩამოეღო თუ ოთახი დაეტოვებინა. უბრალოდ ხახვის ჭრას განაგრძნობდა და თან უმისამართოდ იყურებოდა.
-ჭიქა ჩამომიღე ან გვერდზე გაიწი რომ მე თვითონ ავიღო_ უკან არ დაუხევია გოგონას.
ქალი არ გარყეულა. ლილის კი ნერვები უკვე კისრამდე ახრჩობდა. ერთი წამით სურვილი გაუჩნდა კისერში წვდომოდა და დაეხრჩო ,მაგრამ მზია შემოვიდა.
-ანა ბავშვი გეუბნება ჭიქა მომაწოდეო_ გაისმა ქალის შეუალი ხმა ოთახში.
ანამ ხელის ნელი მოძრაობით ასწია კარადის კარი და გამწვირვალე ჭიქა მაგიდაზე ისე ჩამოდო,რომ ბავშვისთვის ზედაც არ შეუხედავს. მზიას ღიმილმა გადაჰკრა სახეზე, მაგრამ ეს სულ ერთ წამს გაგრძელდა სანამ ჭიქის ლაწანის ხმა ყავისფერ მეტლახზე არ გაისმა და კრისტალებად არ მოიბნა ძირს.
-ლილი..._დაყვირება მოასწრო ქალმა და მას წვენის დოქიც მიჰყვა უკან. ერთმანეთის მიყოლებით ყველაფერი რაც მაგიდაზე ეწყო.
-რა გჭირს ჩემო სიხარულო? გეყოფა პარარავ... მაჯაში ჩაავლო ქალმა და მისკენ მოქაჩა , მაგრამ ბავშვი რასაც წვდებოდა ყველააფერს ძირს უშვებდა.
-ასე როგორ ვეზიზღები...ასე როგორ ვეზიზღები...ასე როგორ ვეზიზღები...
მონოტონურად იმეორებდა უფრო და უფრო ხმამაღლა და არაფრით ემორჩილებოდა ხანში შესული ბებიის მკლავებს. ანა გასქურასთან აიწურა. შოკისგან გაქვავდა ,მაგრამ ადგილიდან არ ან ვერ გაირყა.
ისტერიკაში ჩავარდნილი ბავშვის ხმა რამდენიმე წუთს ზარივით ისმოდა ოთახში სანამ ბოლომდე არ გაწყდა და ძირს არ დაეცა.
-სასწრაფოში დარეკე_ თვალები დაუბრიალა შვილს მზიამ. ანას მაგიდის ტილო ხელებში ჩაებღუღა და დრო და დრო ქაჩავდა.
-მე...მე...მე ... არ მახსოვს...ნომერი არ მახსოვს. არაფერი მახსოვს..._ყურებზე ხელები აიფარა ანამ და ადგილზე ჩაიკეცა_მე არაფერი მახსოვს...
-მე არაფერი მახსოვს...


__
მადლობა ყველას ვინც კითხულობთ



№1  offline წევრი mani156

რამაგარიიაა ^^^ მალე გააგრძელე და უფრო დიდი თავი დადე რა ^_^

 


№2 სტუმარი ემი

ძალიან ემოციური იყო.... ცოტა დაათბე ანა, რააა... მართლა ხომ წარმოუდგენელია, შვილი არ უყვარდეს, მიუხედავად იმისა, როგორ გაჩნდა ეს ბავშვი....

კარგი ხარ და გელოდებით.... love

 


№3  offline წევრი anuka1994

დააგვიაჯე :D ლილი მეცოდება ძალიან მეტი მათი ისტორია მინდა

 


№4  offline წევრი lisebeth

მადლობა ჩემო კარგებო

 


№5  offline წევრი Mariami_MariamOo

"daglija" :D dzalian magaria, momenatree ise da ar daigviano xolme ra.

 


№6  offline წევრი anuka1994

როდის დადებ?

 


№7  offline წევრი lisebeth

Mariami_MariamOo
"daglija" :D dzalian magaria, momenatree ise da ar daigviano xolme ra.

მადლობა დიდი მახარია თუ ვინმეს მოვენატრე <3
anuka1994
როდის დადებ?

დღეს დაიდება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent