შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

13 თვე (15)


4-04-2016, 01:20
ნანახია 2 456

***


საპასუხო გრძნობაზე ამაღელვებელი არაფერია.
ეს ის მომენტია, როცა სამყარო შენს გარშემო წყვეტს არსებობას.
დედამიწა ჩერდება..
აღარც მზე ანათებს იმიტომ, რომ შენი პირადი მზე გყავს..
აღარც ვარსკვლავები კაშკაშებენ იმიტომ, რომ შენი პირადი ვარსკვლავი ყველა ვარსკვლავზე მეტად კაშკაშებს.
აღარც დროს აქვს მნიშვნელობა და საერთოდაც, ყველაფერი კარგავს აზრს ერთის გარდა..
რომ შენი პირადი ბედნიერება იყოს სულ შენთან..
სასაცილოა, მაგრამ ამ პირადი ბედნიერებით სუთქავ.
თავს შეკითხვას უსვამ. რა ვიყავი აქამდე? რა მინდოდა? რა ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში? და მერე ხვდები პასუხს წამებშივე. არანაირად არ გპასუხობს შენი ალტერ-ეგო. ეს ის მომენტია, როდესაც ალტერ-ეგო ბედნიერებით დადუმებულია და უბრალოდ, ისიც ბედნიერია.
ცხოვრებაში არის მომენტები, როცა ფიქრობ რა სიყვარული, რის სიყვარული! ერთ გამოგონილ გრძნობას როგორ შეუძლია შეცვალოს ადამიანის ცხოვრება, მაგრამ როგორც კი აგხლართავს ეს ზუსტადაც რომ გამოგონილი გრძნობა და თან დაურთავს უშრეტ ენერგიასა და გრძნობების ნაზავს, მერე კი ხვდები რომ ეს არ ყოფილა გამოგონილი და მართლა, ჰყვარებია რომეოს ჯულიეტა და შენც წამსვლელი ხარ შენი პირადი ბედნიერების გამო აბსოლუტურად ყველაფერზე, რასაც კი მისი კარგად ყოფნა მოითხოვს.
უკვე აღარ ფიქრობ შენ რა გაგახარებს.. მეორე ხარისხოვანი ხდება შენი პირადი მე და უკვე სადღაც მიკარგულში ფიქრობ მასზე.
ალბათ, ერთგვარი ეგოიზმია..
ან უბრალოდ სიგიჟეში გადასული ქარცეცხლი..
ნუ, რავიცი რაც არის..
მე კი ძალიან მომწონს.



***


სესილიამ ხელები ჩამოუშვა დათას კისრიდან და თავი დახარა. მიხვდა დათა, რომ შერცხვა სესილიას თავისი გამოუცდელობისა და გულში გაეღიმა. თავდახრილი და დამორცხვებული გოგო გულზე მიიხუტა და თითები მის თმაში ახლართა.

-თავს რითი იბან?-ჰკითხა დათამ. სესილია გაოცდა ამ შეკითხვაზე და დაბნეულმა ახედა დათას, რომელიც სრული სერიოზულობით უყურებდა.
-შამპუნით.-უპასუხა დაბნეულმა. დათას გაეცინა სესილიას პასუხზე და უფრო მეტად მიიკრო გულზე საყვარელი გოგო.
-ვიცი, რომ საპნით ან სარეცხი ჟელეთი არ დაიბანდი, მაგრამ გაცნობის წუთიდანვე მიდვრის ყვავილების სურნელი გაქვს. ისეთი, რომელიც არავის არასოდეს არ ჰქონია!
-რავიცი, უბრალო შამპუნია. არაფერი, განსაკუთრებული. ეს შენ გეჩვენება, რომ რაღაც „ფოე ფოე“ შამპუნია,-გაეცინა სესილიას.
-ჰო, ალბათ მეჩვენება. ზედმეტად ხარ ჩემ გულში და ტვინში და ალბათ, მაგიტომ მგონიხარ განსაკუთრებული,-უპასუხა დათამ და სესილიას რეაქციას დაელოდა. სესილია ვერ მიხვდა თავიდან დათას ნათქვამს არ იცოდა წყენოდა, თუ გახარებოდა.
-ჰო, გგონივარ.. -ჩაილაპარაკა ჩუმად.დათას ისევ გაეღიმა სესილიას რეაქციაზე.
-მგონიხარ კი არა, შენზე განსაკუთრებული დედამიწაზე არავინ მყავს..!-უთხრა და ველურად დაეტაკა სესილიას ტუჩებზე. მომთხოვნად უკოცნიდა ჯერ ზედა ტუჩს, შემდეგ კი ქვედას. სესილიაც აჰყვა კოცნაში და ისევ, დაიკარგნენ სამყაროს იქეთ, სადაც მარტო ისინი იყვნენ. დედამიწაზე ანკას კივილმა ჩამოიყვანათ.
-ვაიმე! ჩემი გულის კოკროჭინები,-დაიყვირა ანკამ და მაშინვე მათკენ გამოვარდა. გიჟივით ჩაეხუტა ერთმანეთზე მიხუტებულ წყვილს,-არა, კი ვიცი რომ ცუდ დროს შემოგეჭერით, მაგრამ იცი როგორ გამიხარდა რო შემოგეჭერით? რა კარგები ხართ, რომ იცოდეთ!
-ძვირფასო რძალო, ძალიან კი მიყვარხარ მარა როგორც ყოველთვის უდროო დროს ჩნდები ხოლმე,-უთხრა დათამ.
-ვაიმე, ჩემი თვით ზე-სერიოზულობა მაზლუშკა,-სიცილით უპასუხა ანკამ და მაშინვე გავარდა ოთახიდან.
-აუ, ეხლა ეს ყველას ეტყვის!-თქვა სესილიამ და დათას მოშორდა. კარებისაკენ წასულ სესილიას დათამ უთხრა:
-პირველი კოცნისთვის სუპერ გოგო ხარ!
-უტაქტო!-მიაძახა სესილიამ დათას, ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და სამზარეულოსკენ წავიდა, სადაც მეგობრები ისხდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა უგონოდ ნასვამი იყო ტაშებითა და ოვაციებით შეეგებნენ სესილიას და მის უკან ადევნებულ დათას.

-ბავშვიკო მომენტალურად გახდა პოტენციური რძალიკო,-თქვა სიცილით ირაკლიმ და გადახედა წყვილს, რომელიც გვერდი-გვერდ იჯდა.
-ენა ბიჭო!-გაუბრაზდა დათა ირაკლის.
-აუ, შე ფსიხო სანამ შენ გამოჩნდებოდი მე ვიყავი და არც მაღადავო ეხლა..!
-არაფერი გეშველება შენ,-უპასუხა მობეზრებულმა დათამ და არაყი ჩამოისხა.

ყველა ერთად აღნიშნავდა სესილიას „გასტუდენტებასა“ და ჯანხოთელ-ანდრონიკაშვილის „გაწყვილებას“. სესილია გახარებული და ბედნიერი უყურებდა მეგობრებს და კიდევ ერთხელ დარწმუნდა იმაში, რომ ძალიან გაუმართლა. ერთმანეთზე მხიარულები და კარგები იყვნენ. მათთან ნამდვილად არ მოიწყენდი. მარიამი და ანკა ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს, ერთი ჭკუისები იყვნენ. თიკა და დათა ერთნაირები, საჭირო დროს საჭირო ხასიათებით. ირაკლი, სესილია და კოტოშა ძალიან ნეიტრალურები და ყველა სიტუაციას რომ ეგრებოდნენ ისეთები.

-აუ, რამდენს ტლიკინებ, ტო..-თქვა მარიამის მისამართით კოტოშამ. მარიამმა შეხედა კოტოშას და უპასუხა:
-ზოგიერთები, რომლებიც არაფერში არ წერიან რატომ იღებენ ხმას?
-ეს ზოგიერთები ძვირფასო მარიამ, ამდენს არ ტლიკინებენ და თავს არ აბეზრებენ ხალხს.
-ანუ, რა გინდა თქვა რომ შენსავით მუდო უნდა ვიყო?-აღშფოთდა მარიამი.
-მუდო ვარ, ტო? ეგ პირველად გავიგე..-გაეცინა კოტოშას და სიგარეტს მოუკიდა.
-რაღაც ძაან ალაპარაკდი შენ და ხო მშვიდობით ხარ?
-ავლაპარაკდებოდი შენი შემხედვარე.
-ზედმეტები ხომ არ მოგდის?-დაიძაბა მარიამი.
-არა, ტო! მე და ზედმეტები? უბრალოდ, რაცაა იმას ვამბობ.არადა, იყო დრო სადაც მე ვიყავი ხმას არ იღებდი. როგორ იცვლება არა ყველაფერი?-თქვა კოტოშამ და ქვემოდან ახედა მარიამს. მარიამს ძალიან მოხვდა გულზე ეს საუბარი და ერთი წუთით გავალო და ოთახიდან გავიდა. თქვენც გაგიჩნდათ ხო შეკითხვა რატომ არ ჩაერივნენ სხვები? იმიტომ, რომ უცებ მოხდა ეს ყველაფერი. უცებ შეეკამათნენ ერთმანეთს და უცებ გავარდა მარიამი ოთახიდან. აი, რომ იტყვიან თვალის დახამხამებაც კი ვერ მოასწრეს სხვებმა.
-შენ ბიჭო ხო არ გაუბერე?-მაშინვე შეუტია დათამ.
-რა გავუბერე ენა არ გაუჩერებია!-თქვა კოტოშამ ისე, რომ არც კი შეუხედავს არავისთვის.
-რა უზრდელი ხარ, კოტე!-უსაყვედურა თიკამ და წამოდგა მაგიდიდან.
-რა დავაშავე, ტო?
-რა დააშავე კი არა. მეც ვლაპარაკობდი და რადგანაც ირაკლი მიზის გვერდზე ვერაფერი მითხარი ხო? რა უტაქტობა გამოიჩინე პროსტა შოკში ვარ!-აღშფოთდა ანკა.
-კაი, დავიშალოთ ეხლა რა.. ძალიან გვეძინება ყველას ფაქტია,-თქვა სესილიამ და წამოდგა.
-წამო ბიჭო, დავეგდოთ. ხვალ დაგელაპარაკები წესიერად,-უთხრა ირაკლიმ და უგონოდ ნასვამი კოტოშა ააყენა. ბანცალ-ბანცალით გაუყვნენ ოთახისკენ გზას. დათა გოგოებს ეხმარებოდა. ხალისიანად აალაგეს და დარეცხეს ყველაფერი. ანკა ალაგებდა, სესილია რეცხავდა, დათა კი-ამშრალებდა გარეცხილებს. ზემოთ რა იყო დასადები დათა აღარ აწავლებდა გოგოებს და თვითონ დებდა კარადაში.
-აუ, ძაან ბედნიერი ვარ რა..-თქვა ანკამ და დაამთქნარა.
-რატო ვითომ?!-გაეცინა დათას ანკას ნათქვამზე.
-რავიცი, რაღაც ძაან ოჯახური სიტუაციაა რა. მე ვალაგებ, სესო რეცხავს, შენ ამშრალებ, ირაკლის ძინავს,-თქვა სიცილით ანკამ,-აი, ზუსტად ასეთი წარმომიდგენია ჩემი ოჯახი.
-ხოდა, ხო აპირებთ ჩემს შვილებას. აგერ დათა კი ირაკლის ძმაა და ბიძად მეყოლება და ასე ვიცხოვროთ ერთად და ბედნიერად,-თქვა სესილიამ.
-ვაიმე, სესილი რა აღადავებული ხარ დედი შენ,-თქვა ანკამ და მაგიდა გადაწმინდა.
-კი, ძალიან აღადავდა და მგონი ერთი კაი გამოფხიზლება სჭირდება,-თქვა მკაცრად დათამ და ბოლო თეფში შედო კარადაში.
-კაი, რა მოხდა? ვიხუმრე.. ყველა ხუმრობაზე უნდა გამომეკიდო?
-აუ, მე წავედი და დანარჩენი აბა, თქვენ იცით.. სესო, გელი ჩემო გიჟო..ამჯერად მე მოგიწყობ ცეცხლოვან ღამეს!-თქვა ანკამ და მაშინვე გავარდა სამზარეულოდან.
-დეგენერატი გოგო ხარ!-დაუყვირა აწითლებულმა სესილიამ და ჭიქებს წყალი მოავლო. უცებ, დათას ხელები იგრძო წელზე, ცხვირ-პირი კი მის კისერში. მოულოდნელობისგან ჭიქა ხელიდან გაუვარდა.

-ჩემს ყველა შეხებაზე ასე უნდა დაყარო ნივთები?-გაეცინა დათას.
-კაი, რა ! ნუ, შვები ეგრე..-შეეხვეწა სესილია.
-იცი? არ მყოფნი საერთოდ!
-რამდენიმე თვის წინ რომ გეკითხა ჩემთვის როგორი იქნება შენი ცხოვრებაო საერთოდ სხვა რაღაცას ვეტყოდი..
-აბა, რას?
-ჩავაბარებ, დავისვენებ, გავერთობი და წავალ მერე უნივერსიტეტში-თქო,-უთხრა სესილიამ და ფრთხილად შემოტრიალდა დათასკენ.
-ახლა რითია შენი ცხოვრება შეცვლილი? ჩააბარე, ისვენებ და ერთობი და კი წახვალ უნივერსიტეტშიც.
-ჩავაბარე, მაგრამ ვერ ვისვენებ. როცა შენს გვერდით ვარ ვერ ვისვენებ. ემოციები და გრძნობები არ მაძლევს ამის საშუალებას, რომ მშვიდად ვიყო.
-მერე, ცუდია ეს ყველაფერი?
-არა, ცუდი არ არის. პირიქით! მინდა, რომ ჩემი ბედნიერება ყველას გავუზიარო, მინდა რომ ვიყვირო ბოლო ხმაზე, რომ..რომ შენ მიყვარხარ. ემოციებს ვერ ვიტევ, გესმის?
-რა პრობლემაა? ყველას გავუზიაროთ და ვიყვიროთ!-უთხრა დათამ და ხელი დაავლო სესილიას. ჩქარი ნაბიჯით აივანზე გაიყვანა და შეხედა გაოცებულ გოგოს.
-მზად ხარ?
-რისთვის?
-მე მიყვარს სესილია!-დაიღრიალა დათამ ბოლო ხმაზე. სესილიას გაეცინა დათას სითამამეზე და გულში სითბო ჩაეღვარა.
-მიდი, შენი ჯერია.. გავაგებინოთ ხალხს!-უთხრა დათამ. სესილიამაც ერთი ღრმად ამოისუნთქა და დაიყვირა:
-მე მიყვარს დათა!
-მიყვარხარ სესილია!
-მიყვარხარ დათა!- ასე, ბავშვურად ერთობოდნენ ყვიროდნენ და აგებინებდნენ მთელ ბათუმს, რომ უყვარდათ ერთმანეთი. ქვემოდან ისმოდა შეძახილები „მაგრები ხართ! დაგვაძინეთ! რა დროს სიყვარულია, დაგვათენდა სმაში! სულ გიყვარდეთ ერთმანეთი“ და ასე შემდეგ.


***

დილას ადრე გაეღვიძა სესილიას. 8 საათი ხდებოდა თვალები რომ დაჭყიტა და ვერაფრით შეიბრუნა ძილი. გვერდზე გადაბრუნდა და გოგონებს გახედა, რომლებსაც ისე ღრმად ეძინათ რომ ბომბი რომ აგეფეთქებინა ვერ გააღვიძებდი. მხოლოდ მარიამს ეღვიძა და მიშტერებოდა ერთ წერტილს. მზე უკვე ამოსულიყო და სუფთა ჰაერი აღწევდა ოთახში. სესილიას ერთი კარგი იდეა დაებადა და მარიამს ჩუმად დაუძახა:

-მარ, დიდიხანია გღვიძავს?
-კი, სესუკა. გამეღვიძა და ვერ ვიძინებ.
-ჰოდა, წამო რა ვირბინოთ და მერე ზღვაში ჩავიდეთ.
-დიდი სიამოვნებით,-მაშინვე დათანხმდა მარიამი და წამოდგა ლოგინიდან. გოგოებმა საცურაო კოსტუმები ჩაიცვეს, ზემოდან კი სპორტულები გადაიცვეს და გავიდნენ ბულვარში სარბენად. ჯერ ნელი სვლით დაიწყეს, შემდეგ კი ტემპს მოუმატეს და ასე ძუნძულით გაუყვნენ ბულვარს. ცოტა დაღლილები ჩამოჯდნენ ერთ-ერთ სკამზე.

-დიდიხანია არ მივარჯიშია. სულ გადამიყოლა ამ გამოცდებმა,-ამოისუნთქა სესილიამ.
-ჰო, მე საერთოდ არ ვვარჯიშობდი.
-თბილისში რო ჩავალთ კუს ტბაზე ვირბინოთ ან ლისზე, გინდა?
-კი, დიდი სიამოვნებით. ისე მესიამოვნა სირბილი,-თქვა კმაყოფილმა მარიამმა და ნახევრად გაწვა სკამზე.
-მარ, რა ხდება შენსა და კოტოშას შორის?-ჰკითხა სესილიამ მარიამს.
-ძალიან დიდი ისტორიაა,-აღელვებული ხმით უპასუხა გოგონამ.
-შენ თუ არ გეჩქარება არსად, არც მე მეჩქარება.-უთხრა სესილიამ და მარიამს შეხედა.
-პატარები ვიყავით, ასე 16-17 წლისები და ხო იცი როგორც ხდება ამ ასაკში. რაღაცა ურთიერთობა გვქონდა. შეყვარებულებსაც რომ ვერ დაარქმევდი,-დაიწყო მოყოლა მარიამმა,- ერთად ვიყავით ძალიან ცოტახანს და მერე.. მერე კოტემ ვერ შეგიყვარე და ვიმეგობროთო. კაი მეთქი. რა უნდა მექნა? თავს ხო არ დავიმცირებდი აბა არ დავშორდეთ-თქო! ხოდა, „ვმეგობრობთ“. მერე ხან ვისთან ერთად იყო, ხან ვისთან.
-და შენ მერე ამ დროს?
-ჰოოო.. მე მერე ამდროს კოტე მიყვარდა. მე დებილს შემიყვარდა და დღემდე მიყვარს. ყველანარიად ვცდილობ, არ შემემჩნეს და მგონი გამომდის. მაგრამ ბოლო პერიოდია ხან როგორ მახსენებს თავს ხან როგორ. ძველ ურთიერთობას უსვამს ხაზს..
-და შენ არავინ გყოლია?
-არა. ვერ შევძელი უბრალოდ რა.. არ შემეძლო მართლა.. ხო არის რაღაც.ვინც კი გამოჩნდებოდა კოტოშას ვადარებდი და მივხვდი, რომ გავაფრინე და კი ხედავ ამ ასაკში დავრჩი გაუთხოვარი,-ძალით გაიღიმა მარიამმა.
-მარი, კოტოშას უყვარხარ,-უთხრა სესილიამ მარიამს. ამის გაგონებაზე მარიამი ადგილზე შეხტა. გულმა გამალებით დაუწყო ძგერა.
-კარგი, რას ბოდავ?!
-კაი, რა.. ასე უმიზეზოდ რატო დაგიწყებდა ტვინის ბურღვას? ჩემი აზრით, უნდა სცადო ურთიერთობა ვინმესთან. უბრალოდ სცადე რას დაკარგავ? და დააიგნორე კოტოშას უაზრო რეპლიკები. როდემდე უნდა იყო ესე ერთ ჩარჩოში გამოკეტილი? მშვენიერი გოგო ხარ და ნამდვილად არ უნდა გადაყვე არავის! კი ძალიან მიყვარს კოტოშა, მაგრამ ესე უფრო სწორია.. ისე, რაც უფრო არ შეიმჩნევ და შენ თავს მიხედავ უფრო მეტად დაინახავ გინდა ეგ ადამიანი თუ არა..-უთხრა სესილიამ და ბოთლიდან წყალი მოსვა. მარიამი ჩაფიქრებული იჯდა და ფიქრობდა სესილიას სიტყვებზე. არა, რაღაც სიმართლის მარცვალი იყო და ნამდვილად იცოდა უკვე რას იზამდა.
-აუ, შენ ხარ სუპერ გოგო! იმენა, შენზე მაგარი დედამიწაზე არ არსებობს!-თქვა მარიამმა და ჩაეხუტა სესილიას. სესილიაც გაოგნებული ეხუტებოდა მარიამს, არადა, ისეთი არაფერი უთქვამს, რომ ესე გახარებოდა გოგონას.

-რა ჩახუტებები მოინდომეთ ამ დილაუთენია?-თავზე დაადგა ახალგაღვიძებული სპორტულებში გამოწყობილი დათა.
-უი, დათი.. აქ რა გინდა?-გაუკვირდა სესილიას.
-მე კი არა შენ რა გინდა აქ? რო აგაფეთქე ტელეფონი სად გაქვს?-გაუმკაცრდა ხმა დათას.
-ჯიბეში. ხმა გამორთული მქონდა.
-რას აკეთებთ აქ?
-ვაიმე, რას უნდა ვაკეთებდეთ ვვარჯიშობთ,-თქვა გაღიმებულმა მარიამმა.
-შენ ღიმილის თუ ვარჯიში უშველიდა გერბინა ამდენი წლის განმავლობაში ჩემთან ერთად,-უთხრა დათამ მარიამს და სესილიას ბოთლიდან ერთიანად დალია წყალი.
-ვარჯიში კი არა დათა! ისეთი, მაგარი გოგო გყავს! ისეთი.. აი, რო არ დაგესიზმრება რა..! ყველაზე მაგარი და მაგარი..! გავიქეცი და „პლიაჟზე“ გნახავთ გოლუბაჩკებო,-თქვა მარიამმა და კუნტრუშით წავიდა.

-ამას რა დაემართა?-იკითხა გაოცებულმა დათამ.
-რავიცი, კოტოშაზე ვლაპარაკობდით..
-ა, მაგათ ლუბოვნი თემებზე?
-შენც იცი?
-კი, ყველაფერს მიყვებოდა მარიამი..
-მერე ამხელა კაცმა ერთი კარგი რჩევა ვერ მიეცი?-გაეცინა სესილიას.
-რა უთხარი ასეთი რო გამოაფხიზლე გოგო?
-ქალური თემებია რა,-უთხრა სესილიამ და სკამიდან წამოდგა.
-ისე შენს უკანალს კი ესაჭიროება ცოტა გამკვრივება,-უთხრა დათამ და გვერდზე ამოუდგა. სესილიას თითქოს ცივი წყალი გადაასხეს, ისე გაოცდა დათას ნათქვამზე.
-რას უწუნებ ვერ გავიგე?!-გაბრაზებულმა ჰკითხა დათას.
-რაღაც ცოტა ჩამოწეული გაქვს,-არ წყვეტდა დათა სესილიას ნერვებზე დაკვრას.
-ჰო, რავიცი.. სხვებს კი მოსწონთ და..-თქვა სესილიამ ნიშნსმოგებით და სირბილი დაიწყო.
-სხვები არ ვიცი მე!-გვერდით ამოუდგა დათა სესილიას,-ეგ ლამაზი და მრგვალი ფორმის უკანალი ერთ ადგილას დააყენე, თორემ გაიტყიპება ძლიერად!
-უტაქტო,-ჩაიფრუტუნა სესილიამ და ნაბიჯს აუჩქარა.
-გავიგე!-უკან დათას გაბრაზებული ხმა მოესმა. გაეღიმა და მიხვდა, რომ უკვე მეორედ დათას დაწყებულ თამაშში დათავე დარჩა წაგებული. მაშინვე შეტრიალდა დათასკენ და მისკენ გაიქცა. კისერზე ხელები შემოხვია და როგორც დათას სჩვევია დააკვდა ტუჩებზე. ნეტარებას რომ მორჩა ტუჩებს ოდნავ ჩამოშორდა და უთხრა:
- 1:0 დავით ჯანდიერო.. ჩემს სასარგებლოდ,-თვალი ჩაუკრა და ძუნძულით გაუყვა ბათუმის ბულვარს.


***

ვაიმე, თქვენს კომენტარებს რომ ვკითხულობ გული სითბოთი მევსება!
დიდი მადლობა ასეთი თბილი შეფასებებისთვის..!

ყოველდღიურად რომ ვერ ვდებ დიდ ბოდიშს გიხდით!
ვეცდები შემდეგი თავიც ძალიან მალე დავდო.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა!
სუპერ-ბუპერები ხართ!



№1  offline წევრი gvanciii kereselidze

Aufff ra kargiii iyooo momwonss
--------------------
G.ke

 


№2 სტუმარი tamuna

Auuuuu dzaan magari iyooooo

 


№3  offline წევრი natia-natia

ძაან საყვარლები არიან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent