შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ХуЛиГаН'ка №2


4-04-2016, 15:32
ავტორი ХуЛиГаНка
ნანახია 2 895

მეორე დღეს რომ ვნახე შემომხედა და ჩემსკენ წამოვიდა! (ვაი!!)
ნელნელა მიახლოვდებოდა, გულის ცემა კი გამიასმაგდა. ბოლოს როგორც იქნა მოაღწია და მკითხა:
-როგორ ხარ? უი იცი რა არის... არ გიცნობ და... (დემეტრე)
-ლიკა!
ხელი გავუწოდე და გავუღიმე. მანაც ჩამომართვა და მითხრა:
-დემეტრე.
ჰაჰ! თითქოს არ ვიცოდი. მაგრამ ჩვენი ხელები ერთმანეთს შეეხო და კინაღამ სიხარულისგან ვიკივლე! თვალები სითბოთი ამევსო, მაგრამ მას დიდი რექცია არ ჰქონია, აუღელვებლად დამელაპარა თუ როგორ ვიყავი, რა მჭირდა:
-დღეს ხომ უკეთ ხარ? (დემეტრე)
-კიი! მადლობა, შენ რო არა ღმერთმა იცის რა მომივიდოდა! (გავუღიმე)
-არა რა მადლობა, ექიმთან შეგიყვანე, სხვა რა? (ჩაეცინა)
ერთ ხანს გაშტერებული ვიდექი, ოცნება კი მან შემაწყვეტინა:
-კაი წავედი. (დემეტრე)
-კაიი! კარგაად! (თბილად ვუთხარი)
ისეთი ბედნიერი ვიყავი კლასში სულ ფრენით შევედი. მარის მივვარდი და კივილით შევახტი ზურგზე.
-აეე გოგოო რას შვებიი?! (სიცილით დამიყვირა მარიმ)
-ვაიმე!! ხელი ჩამომართვაა და მკითხა როგორ ხაროო! (ვწიოდი და ერთ ამბავში ვიყავი)
-მართლაა?! (მარიმაც გაიზიარა ჩემი სიხარული)
-ძააან ცუდად ვარ! ცუდად! ეხა ინფარქტი დამარტყამს! წამო რა საპირფარეშოში გამომყევი. ცივ წყალს შევისხამ! (მე)
-კაი წამო, წამო (გაეცინა მარის)
გიჟივით გავარდი. ისეთ დღეში ვიყავი მეგონა მოვკვდებოდი. დემეტრე მესამე კლასიდან მომწონს, მართლია ახლაც ცივად მელაპარა, მაგრამ პირველად შემომხედა. არა უშავს! მოვა დრო...
იმ დღეს უმაგრეს ხასიათზე ვიყავი. რაღაც წყენა კი ჩამრჩა გულში. მეგონა უფრო თბილად დამელაპარაკებოდა. მაგრამ მთავარია რომ მომიკითხა. მან რო თვალებში შემომხედა ეს იყო BOOM!
გაკვეთილების შემდეგ უნიდან ბუბამ, ლუკამ და თორნიკემ გამოგვიარეს. ჩავსხედით მანქანაში.
-აბა სად წავიდეთ? (თოკო)
-Subway-ში არ გინდათ? (მარი)
-აუ კიი რა, წამოდით. (მე)
-კაი.
Subway-ისკენ გავემართეთ. რავი გავერთეთ, ვისადილეთ ასე ვთქვათ, ვისაუბრეთ. თემა რო დემეტრეზე გადაიყვანა მარიმ ყველაფერი მოვყევი. ჩემი დიდი ბედნიერება ბიჭებს გავუზიარე. მათაც როგორც ჩემ ძმებს ეს ყველაფერი გაუხარდათ. მოყოლის დროს ლუკა შეწუხებული და სევდიანი გამომეტყველებით გარეთ გავიდა.
-ლუკა სად მიდიხარ? (მე)
-მოვალ ეხლავე (ცივად გამიღიმა და გარეთ გავიდა)
-საით წავიდა ე? (ბუბა)
-ნახე ბიჭო ეწევა (თოკო)
-ეგ ჰო არ ეწეოდა? როდის დაიწყო? (მარი)
-ნუ გეშინია, ეწევა აბა რას შვება... ოღონდ როცა ბრაზდება ან ნერვიულობს... როცა დამშვიდება სჭირდება რა. (ბუბა)
ამ სიტყვებზე ჩემი თავი გამახსენდა. მეც, როცა ვნერვიულობ ვეწევი. რა ვიცოდი თუ ლუკაც მსგავსი თვისებით გამოირჩეოდა...
-წავალ რა მოვიყვან! (მე)
გარეთ ჩუმად გავედი და ლუკას უკნიდან მივეხუტე. თითქოს შერცხვაო, მაგრამ ბოლოს მოტრიალდა და ხელები მანაც მომხვია. რა თქმა უნდა ეს და-ძმური ჩახუტება და სითბო იყო... აუ მარა რა დიდი სითბო ვიგრძენი თქვენ არ იცით! იცით რა მაღალია. ცისფერთვალება და შავგვრემანი. ძალიან საყვარელია! უი მაღალზე დემეტრე გამახსენდა. დემეტრეც მაღალი და სუსტია, როგორც ლუკა. ოღონდ ის ქერა და წაბლისფერთვალებაა. ჰოდა რაზე მოვაყოლე... ლუკა ჰო მაღალია და მისი თბილი ცხვირი თავზე დამადო და მაკოცა. ხელები ნაზად ჰქონდა შემოხვეული. რაღაც უცნაური გრძნობა დამეუფლა, ისეთი რომელიც ჯერ არ მიგვრძვნია! ლუკასთან ჩახუტებული ვიდექი და სულ ფერადი გრძნობებით ვიყავი დამუხტული. ბოლოს ხმა ამოვიღე:
-ლუკა რა გჭირს? რატომ მოიწყინე? (თბილი ხმით მივმართე)
-არაფერი... ნუ ღელავ. ვსო, ვსო კარგად ვარ. (ლოყაზე მაკოცა და სიგარეთი გადააგდო)
ვაიმეე ძალიან მომეწონა ასე თბილად რომ მომექცა. არ იფიქროთ ის, რომ მე მისადმი გრძნობა გამიჩნდა არა რას ამბობთ?! უბრალოდ მეგობრული სიყვარული ვიგრძნები და მეტი არაფერი...
-წამო შევიდეთ რაა (სიყვარულით გავუღიმე)
-კაი წამო... (მანაც გამიღიმა)
რა მოუვიდა ნეტა? ძალიან გამიკვირდა მისი ასეთი რეაქცია. ჩემმა სასტავმა ძალიან კარგად იცის რო დემეტრეზე მეკეტება... ნეტა მაგაზე გაბრაზდა? ან რატო? მოკლედ, ვერ მივხვდი რა...
ჩახუტებულები შევედით შენობაში და ისევ ჩვენს მაგიდას მივუსხედით.
-რა მოხდა?? (ბუბა)
-ჰოო რა იყოო? (მარი)
-არა, რა იყო? რა უნდა ყოფილიყო... არაფერიც არ იყო... (მე)
ლუკას ხმა არ ამოუღია. რაღაც შეწუხებული იჯდა. ნუ რავი ცუდად გრძნობდა თავს. ბოლოს წამოდგა და:
-მე წავედი რა. თავი მტკივა დაა (ლუკა)
თან კიდევ ერთი ღერი სიგარეტი ამოიღო და დაუმშვიდობებლად წავიდა.
-ამას რა სჭირს ტოო? (მარი)
ბუბამ და თორნიკემ ისეთი სახეები მიიღეს რო თითქოს რაღაც იცოდნენ.
-რა ხდება აქ?! (მე)
-არაფერი, რა უნდა ხდებოდეს? (თორნიკე)
მე გავბრაზდი და დანარჩენები მარტო დავტოვე. ტაქსი გავაჩერე და სახლში ავახვიე. რა მოხდა იქ? რა ყველამ უკმაყოფილო სახე მიიღო? არ გაუხარდათ ჩემი ბედნიერება? ოო! არაუშავს! მე ჰო მიხარია! მთავარი ესაა... მე დარწმუნებული ვარ რომ მათაც გაუხარდათ, მაგრამ რავი იქ რა მოუვიდათ? შეიძება სხვა რამე გაახსენდათ ან რავი... რაღა ვიფიქრო არ ვიცი!
ცხელი ჩაი მოვიმზადე და საწოლზე დავეცი. თან ფანჯრიდან გადავიხედე... ცას ავხედე და ოცნება დავიწყე! ლამაზი და მარავლფეროვანი აზრებისგან სმს-ის ხმამ გამომაღვიძა. ლუკასგან იყო:
-ლიკა სახლში ხარ?
თავიდან ვიფიქრე არაფერს მივწერ-თქო, მაგრამ ვეღარ მოვითმინე და ვუპასუხე:
-კი, რა იყო?
იმ წამსვე მომწერა:
-შენთან უნდა ამოვიდე.
კარზე ზარის ხმაც გაისმა. გავლასლასდი მისაღებში და კარი გავაღე:
-რამე მოხდა? (მე)
მომვარდა და ჩამეხუტა. ძალიან დავიბენი, მაგრამ მეც მივეხუტე. ჩახუტებულმა უკანსვლით შემიყვანა სახლში და სავარძელზე დამსვა... ასე ჩახუტებულები ვიჯექით...
-რა მოხდა? ლუკა, მითხარი რა გჭირს რა? (თავი მოვისაწ....)
ხმას არ იღებდა... ბოლოს ამოილუღლუღა:
-არაფერი ლიკა, არაფერი! მაპატიე რა! მაპატიე! ჩემი ბრალია! ისე იცოდე რო... არაფერი! წავედი რა! (წამოხტა და გარეთ გავარდა)
არ ვიცოდი რა მექნა! გავეკიდე, რომ დავეწიე ხელზე ნახად შევეხე და შემოვატრიალე.
-ლუკა, მითხარი რისი თქმაც გინდა! (მე)
-არაფრის! არაფრის თქმა არ მინდა! (ლუკა)
კიდევ გამექცა და დაიკარგა... ვეღარ დავეწიე რა თქმა უნდა! რა მექნა? ავარდი სახლში და ბიჭებს დავურეკე.
-ბუბა! ლუკა სად არის?! თქვენთან მოვიდა?! არ გინახია?! (მე)
-რა გჭირს გოგო? სახლში წავიდა. რაღაც ცუდად ვარო და. (ბუბა)
-კაი, მადლობა.
მობილური სადღაც მივაგდე, სასწრაფოდ ჩავიცვი და ლუკას სახლისკენ გავემართე.
კარი ღია ჰქონდა, სასწრაფოდ შევარდი. მის ოთახში შესვლაც დავაპირე, მაგრამ კარი ჩაკეტილი ჰქონდა.
-ლუკაა! კარი გამიღე! რა გჭირს ამ ბოლო დროს ვერ მეტყვი?! (მე)
არავის ხმა არ გაუღია.
-ვაიმე რა ვქნაა? (მე)
ისეთი გაბრაზებული, შეშინებული და გაკვირვებული ვიყავი სულ ვაფშე დავიბენი. რა მექნა არ ვიცოდი.
-აა! თმის სამაგრი!
თმიდან მოვიხსენი და კარის გაღება დავაპირე. მამაჩემმა მასწავლა ნემსით და თმის სამაგრით კარის გაღება და...
-დროზეე რაა!
ძლივს გავაღე რაა! შევარდი ოთახში. იქ არავინ იყო... ღია აივნის კარი შევამჩნიე და აივანზე გავედი, თვალები გამიფართოვდა!


----------------------------------------------------------------------------------------

გავაგრძელო? როგორია?



№1 სტუმარი Tako

Magaria lukas araferi daushavo raaa

 


№2  offline წევრი lagvilava lagvilava

Au dzan magaria, ra tqma unda gaagrdzele aba ra mal-male dade ra axali tavebi da ufso gazarde

Au dzan magaria, ra tqma unda gaagrdzele aba ra mal-male dade ra axali tavebi da ufso gazarde

 


№3 სტუმარი Eku

Ai exla tavi oarmoikla too mase armawyobs momewona lukaa

 


№4  offline წევრი lilearchvadze:)

გააგრძელე მარა ლუკას ასე ნუ გაიმეტებ რაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent