შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აფერისტი მაჭანკალი –2–


4-04-2016, 17:26
ავტორი sopiko
ნანახია 3 465

[თავი 2]
შუადღისთვის სამზარეულოდან ტელეფონის გამაყრუებელი სიმღერა მესმის და საძინებლიდან ისე გამოვრბივარ, არ არის გამორიცხული, სადმე გავიშხლართო. არა, საცემია ლიკო, საცემი! მობილურზე რომ გირეკავ, არ გესმისო და ისეთი ზარი დამიყენა, ყურის ბარაბანზე ხელი უნდა მიიჭირო, სამუდამოდ რომ არ დაყრუვდე.
ეშმაკი ახსენე და წინ გამოგესახებაო! ეკრანს წამიერ მზერას ვავლებ და ლიკო არ რეკავს?!
–ალო...–უღიმღამოდ წარმოვთქვამ საერთაშორისო სიტყვას და დაბალ კომოდზე მსუბუქად ვჯდები.
–ალო კი არა, ჯანდაბა შენ! რამდენი ხანია გირეკავ, იცი?–მისი მკივანა ხმა დღეს მეორედ მიქვეითებს სმენას.
–შენც ჩემს სასარგებლოდ არ მირეკავდე! ისედაც ნერვებმოშლილი ვარ და იცოდე, შენც მოგიშლი, ფრეთი რომ დავამთავროთ...–დილიდანვე გაფუჭებულ განწყობას რაღა გამოასწორებს... ხოდა ჩემი ცოდვა ლეილას კისერზეა.
–ისევ?–მალევე ხვდება ყველაფერს და გემრიელად ხითხითებს.
–ისევ... ისევ...–ტუჩებს ვწრუპავ და ვხვნეში.–ხოო... რაზე მირეკავ?
–რეიზა და...–აშკარად კარგ ხასიათზეა ის.–შენებურად რომ უბერავდე, მაგიზა...
–გურიიდან თუ გყავს ჩამოსული ახლობელი და მაგით გინდა ჩემი შებერვა, ტყუილად ნუ გაირჯები... მთიულებმა საკმარისად დამატკბეს.
–არა, არა, ამოდი და...–ფხუკუნით ამბობს ის და ტელეფონს მითიშავს.
თავისი საქმე გააკეთა და გამითიშა! ჰმ, აშკარად ჩემი ხელწერაა!
ტანისამოსს ვიცვლი და ხუჭუჭ თმას, რომელიც ქერა და მომწვანო ფერის კონტრასტს ქმნის, სპეციალურად ვხლართავ ერთმანეთში. კიდევ რამდენიმე წუთს ვატარებ სარკის წინ და სახლის კარს ვიკეტავ.
იმედია უკან დაბრუნებისას რაიმე უსიამოვნო სურპრიზი არ დამხვდება...
მე მეორე მ/კ/რ–ში ვცხოვრობ, ლიკო მესამეში, ასე რომ, ათიოდე წუთში უკვე მისი სადარბაზოს კიბეებზე ავრბივარ. თითქოს კართან მდგომი მელოდებოდაო, ისე სწრაფად მიღებს კარს და ორივე ხელით შიგნით მათრევს.
პირდაპირ აივანზე გავყავარ, იქაურობის დანახვაზე კი სახეზე ღიმილი მირბენს. იცის ჩემმა დაქალმა რა უნდა გააკეთოს... როგორ უნდა შემიჭამოს ტვინი, როგორ უნდა მომთაფლოს და როგორ უნდა გამამხიარულოს... ვიწრო აივანზე ძლივსძლივობითაა ჩატენილი პატარა, მოკლეფეხება მაგიდა, ზედ კი ორი ფინჯანი ყავა, საშაქრე და ნამცხვრებით სავსე ლამბაქი დევს.
–ლიკუშ, ზოგჯერ რა საყვარელი ხარ...–მისკენ ვტრიალდები და კისერზე გახალისებული ვეკიდები.–ერთადერთი ჭია ხარ, სახელად ნერვების, რომელიც არ მეზიზღება!
–ხოდა ახლა შენს ჭიასთან ერთად პირი ჩაიტკბარუნე!–მაგიდის ერთ კუთხეში ის ჯდება, თავისუფალ სკამზე კი მე მანიშნებს.
ის–ის არის ყვავილებიანი ფინჯანი ხელში უნდა ავიღო და... კარზე კაკუნის ხმა ლიკოს აიძულებს როგორც ჩაეკვეხა, ისე ამოეკვეხოს და შემოსასვლელი კარი გააღოს.
მე ვინ რას მეკითხება, თუმცა მაინც უკან მივყვები და დაუპატიჟებელი სტუმარი პირველი მე მხედავს. დიდი ვინმეც ეს არის! პირველსართულელი მეზობელი, გალია.
ახლავე გავაშანშალებ ანკეტას!
''ეროვნება: ქურთი.
ასაკი: კი ამბობს, რომ ორმოცდარვისაა, მაგრამ მე რას გამომაპარებს... თურმე ორმოცდარვანახერვისაა.
საცხოვრებელი ადგილი: პარიზი. ქურთული სოფლების შემდეგ თბილისს რომ დაინახავდა, კი ეგონებოდა პარიზი.''
სწორედ ეს გალია რაღაც ფურცელს დებს მაგიდაზე და ლიკოც წამსვე იქ ჩნდება.
–მარტო ჩვენ სადარბაზოში არ არის, შვილო, სინათლე. ღამით რომ ლამპები ინთება...
–ნათურები, ქალბატონო გალია!–საჩვენებელი თითის აწევით ვაწყვეტინებ მე.
–პირველყოფილები ხომ არა ვართ, გადავიხადოთ ეს ორი მანეთი და...
–ლარი, ქალბატონო გალია!–არ ისვენებს ალტერეგო. ძალიან კარგად ვიცი ქართული და რა ჩემი ბრალია...
–დამაცადე, შე ქალო!–ხელებს მიშლის გაცხარებული.
–ნუ მაბერებთ, ქალბატონო გალია!–ქალოს შერჩენა ნამდვილად არ მჩვევია.
–ლიკო, მისმინე შენ! თუ თანახმა ხარ, ხელი მომიწერე, შვილო, თორემ ამის ამბავი რომ ვიცი,–ჩემზე ამბობს ''რაღაცას''–არ შემარჩენს ერთ სიტყვას.
ლიკუნა სიცილისგან სულს ძლივს ითქვამს და ხელს უსიტყვოდ აწერს თავისი სახელისა და გვარის გვერდით.
–რამე საძაგლობაზე არ მოგაწერინოს ხელი, წაიკითხე, გოგო!–ირონიას არ ვიშურებ და ხასიათზე მოსული ფურცელზე ჩამოთვლილი მეზობლების სახელებსა და გვარებს ზერელედ ვკითხულობ.
–ქიარიმე ქურხული?! ქიარიმე?–ქვედა ყბა იატაკზე მივარდება, ისე მაკვირვებს ამ სახელის სიაში აღმოჩენა.
ხო, ქიარიმე... ხო, ქურხული... ხო, ის არის ''ჩემი'' მთიული!
***
ჯერ გალიას გუგებიდან გადმოვარდნილ თვალებს ვაწყდები, მერე ლიკუნას შეშფოთებულ სახეს. ზედ აწერია, ეს გოგო ხომ არ გაგიჟდაო... უხერხულად ვიწურები, სკამს ცალი ხელით ვწევ და მოწყვეტით ვეშვები მასზე.
–გალია, დაგვტოვე!–ვბრძანებ და გულზე ხელს ვიდებ.
რადგან თავისი მიიღო, დამნაშავესავით იძურწება გარეთ და ახლა უკვე შემიძლია ყველაფერი დავყაჭო.
–ქიარიმე ქურხული ის კაცია, ჩემი ცოლად მოყვანა რომ უნდა, ყოველდღე ყვავილებს რომ მიგზავნის და ლექსებს რომ მიწერს.–ერთმანეთს ვაყრი სიტყვებს და მხოლოდ ამის შემდეგ ვმშვიდდები.
–შენი ჭირიმე, რაღაც გერევა ალბათ...–ჩემს მდგომარეობაში ვარდება ლიკოც.
–ახლა გავიგებ, მერევა თუ არა!–ფეხზე ვიმართები, საფეთქელზე გაშლილ ხელს ლეიტენანტივით ვიდებ და თვალებმოჭუტული მეგობარს ვეკითხები.–სართული... ბინა!
–რა სართული? რა ბინა?–ნცვიფრდება ის.
–ბებიაშენის ბინის სართული და ბინა.–მისი მიუხვედრელობა მაგიჟებს.–ქურხულის მისამართი მინდა.
–ჩემოდნებით უნდა მიადგე სახლში?
შეხეთ! დამცინის კიდეც!
–ზუსტად მაგ ჭკუაზე ვარ. მეუბნები თუ იარაღი ვიძრო ჯიბიდან?–ისეთი ტონით ვსვამ კითხვას, თითქოს პოსტოლეტი კი არა, შოკოლადი მეხსენებინოს.
ლიკუნას ალბათ ჩემი მუქარა აშინებს და მისამართს მიმხელს. სასწრაფოდ ვტოვებ სახლს და ორი სართულით მაღლა ავდივარ. მაისურს ვისწორებ, წელში ვიმართები და რკინის კარებზე მომუშტულ ხელს სამჯერ ვარტყამ.
სახლიდან რაღაცის დავარდნის ხმა ისმის, კარი იღება და წინ თმააჩეჩილი და მოუწესრიგებელი მამაკაცი მესვეტება.
ცხადია, ეს ქიარიმე არ არის!
ასეთი შვილი რომ გეყოლება და ქიარიმეს დაარქმევ, ცხვარივით ხარ დასაკლავი!
თანაც მე როგორი წარმომედგინა? დაბალი, მსუქანი, კარტოფილივით ცხვირი, გაქონილი თითები და... ვინ მხვდება? ხო, მაღალი არ არის, მაგრამ არც დაბალია... ცხვირი... ცხვირს წუნს ვერ დაუდებ! თითები ჭუჭყიანი არ უჩანს, მაგრამ ეს შავი მაისური მთლად სუფთა ნამდვილად არ არის... მთლიანობაში კი რომ ვაჯამებ, ვერ ვხვდები, რა მიზეზით წერს იმ ლექსებს და რატომ არ გააჩნია სიამაყე!
–თქვენ...–სანამ მე ფიქრებში ვარ, მამაკაცი ასწრებს ჩემს შეთვალიერებას და შეკრული წარბების ქვეშიდან გამომყურებს.
ნუ, ეტყობა სათანადოდ ვერ შემათვალიერა, თორემ სახე გაებადრებოდა!
–მე...–დაბნეული ვიკლაკნები და მომენტალურად ვიგონებ ტყუილს.–აღწერას ვატარებთ და... უნდა გაგესაუბროთ.
–აღწერა აგვისტოში?–ეჭვდება ის.
–დიახ, ფოტოგრაფთა სხდომაზე ასე გადაწყვიტეს.–ჩემი პროფესიონალიზმი ხელოვნების ამ სფეროში იჩენს თავს და იმასაც ვერ ვხვდები, თუ რამხელა შეცდომას ვუშვებ ასეთი პასუხით.
–ფოტოგრაფთა? მზის დარტყმა ხომ არ მიიღეთ?–უკმეხად მეკითხება და მიუხედავად გაურკვევლობისა მაინც გზას მითავისუფლებს. მეც მეტი რა მინდა, აცუნდრუკებული შევაბიჯებ შემოსასვლელში.
ეთქვა ლეილას, ასეთ ბიჭს თუ მირიგებდა და კი არ ვიტყოდი უარს!

^^^
საღამო მშვიდობისა, ჩემო ძვირფასებო!
წინა თავის კომენტარებმა ძალიან გამახარა და დიდი მადლობა თქვენ ამისთვის... ვინც ჩემი ერთგული მკითხველია, ეცოდინება, რომ ეს ჟანრი ყველაზე მეტად მიყვარს და თქვენი დადებითი შეხედულება ორმაგად სასიხარულოა ჩემთვის!
ხო, კვლავ ველი შეფასებებს... მით უმეტეს გიჟპოეტაც გამოჩნდა!
სიყვარულით სოფო!
აფერისტი მაჭანკალი –2–



№1 სტუმარი nino k.d...

qairime saxelia???? ar sheecodat bavshvi? aseti ra daushavat?
kargia kargi veli shemdeg tavs ogond didi dade raaa flis sofikoooo chemo sofikoo gexvewebi ra

 


№2 სტუმარი kati

vaime cudad var;-)saidan moifiqre es qiarime? velodebi axal tavs sulmoutqmelad. Zalian magari iyo.

 


№3  offline წევრი mimimimo

ძიდუ, ეს რა კარგი იყო.
მაგრამ არ მეყო..
ცოტა გაადიდე..

ქაირიმე..
ლამაზი სახელია..
სხვათაშორის მომეწონა.
ასეთი უცხო(იშვიათი) სახელები მიზიდავს.

სესილი'ც ძალიან საყვარელია.
ქაირიმე'ც მომწონს უკვე..

ველი შემდეგს, წარმატებები! feel

 


№4 სტუმარი Teo...

Ara ra shen romar moifiqreb iseti araferia.vgijdebi shenze sofiiiiiiiiiiii......

 


№5  offline წევრი shany shany

qiarimaaa vaime vgijdebi da gamixarda am saxelis gagoneba... martla saxalisoa da sasiamovnod wasakitxi zedmeti dramebis gareshe... kargi xar vincxa xar :* :D

 


№6  offline წევრი teddy))

Dzalain momwons! Qiarima aros chemi sayvareli saxeli da qiarimec gavs :D dzalain momwons :D gmirebic dzalian kargi gyavs! Velodebii <3

 


№7 სტუმარი Black

Ver movicale da axla wavikitxe 2ive tavi amitom bodishs gixdit magram axla getyvi rom magari tavia sagol,veli shemdeg tavs..moderi tu iyavi ar vicodi<3

 


№8  offline მოდერი sopiko

nino k.d...
qairime saxelia???? ar sheecodat bavshvi? aseti ra daushavat?
kargia kargi veli shemdeg tavs ogond didi dade raaa flis sofikoooo chemo sofikoo gexvewebi ra

ნინუც love ხომ იცი რა, ეს ჩემი ბალანსია... ქიარიმეს კიდევ რას უწუნებ! lol
mimimimo
ძიდუ, ეს რა კარგი იყო.
მაგრამ არ მეყო..
ცოტა გაადიდე..

ქაირიმე..
ლამაზი სახელია..
სხვათაშორის მომეწონა.
ასეთი უცხო(იშვიათი) სახელები მიზიდავს.

სესილი'ც ძალიან საყვარელია.
ქაირიმე'ც მომწონს უკვე..

ველი შემდეგს, წარმატებები! feel

მიმიმო გოგო, დიდი მადლობა love თავების გაზრდას, რა ვქნა, ვერ შეგპირდები...
Teo...
Ara ra shen romar moifiqreb iseti araferia.vgijdebi shenze sofiiiiiiiiiiii......

შიკოლადო, მეც love
shany shany
qiarimaaa vaime vgijdebi da gamixarda am saxelis gagoneba... martla saxalisoa da sasiamovnod wasakitxi zedmeti dramebis gareshe... kargi xar vincxa xar :* :D

ვინცხა მადლობას გიხდის request მე შენ მახსოვხარ, შაკოს რომ გულშემატკივრობდი, ის ხარ lol
teddy))
Dzalain momwons! Qiarima aros chemi sayvareli saxeli da qiarimec gavs :D dzalain momwons :D gmirebic dzalian kargi gyavs! Velodebii <3

თედ'უნია გმადლობთ, გმადლობთ! feel
Black
Ver movicale da axla wavikitxe 2ive tavi amitom bodishs gixdit magram axla getyvi rom magari tavia sagol,veli shemdeg tavs..moderi tu iyavi ar vicodi<3

მთავარია კვლავ ჩემთან ხარ lol მოდერის პრივილეგია ნამდვილად მჭირდებოდა.

 


№9 სტუმარი Black

Eg ratqmaunda;) axla upro shemartebit:D <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent