შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის უფსკრული (თავი 1)


4-04-2016, 18:58
ავტორი Kyla
ნანახია 1 533

********************ლილუ*****************************************
-დილამშვიდობისა მამიკო-მამას ვაკოცე, მისი ყავა მოვსვი და სარკის წინ დავტრიალდი.
-ჩანს დღეს კარგ ხასიათზე ხარ, ეს რას მივაწეროთ?-ფქვილიანი ხელებით გამომხედა დედამ სამზარეულოდან.
-რავიცი სტას, წავედი ეხლა სანამ ლიზამ გაიღვიძა და გაქრა ჩემი კარგი ხასიათი.
-ლილუ წესიერად ილაპარაკე-მკაცრად მითხრა მამამ და ისევ გაზეთს დაუბრუნდა.
ბუზღუნით გამოვედი სახლიდან, უკნიდან შემომესმა ლიზას ხმა. არა, რა. ქართველ სინოპტიკოსებს ვერ ენდობი. აჰა ამათი კარგი ამინდი. მოკლემკლავიანი მაისურითა და დახეული ჯინსებით გამოვედი გარეთ. შინ შებრუნება არ მინდა, თორემ კამათი არ ამცდებოდა. მალე მივედი სკოლასთან. ბავშვები უკვე შეკრებილიყვნენ და ავტობუსიც მოსულიყო.
-გოგო სად ხარ ამდენხანს, გელოდებით ამდენი ხანია, წამოდი დროზე, ლაშა გელოდება-სიცილით გამარკვია სიტუაციაში თაკომ და ავტობუსისკენ მიბიძგა.
მალე ყველამ დაიკავა თავისი ადგილი და აი ავტობუსიც დაიძრა. ლაპარაკის გუნებაზე არ ვიყავი, ამიტომაც ყყურსასმენები გავიკეთე და თავი ძილს მივეცი. რომ გავიღვიძე უკვე შებინდებულიყო. ავტობუსში მარტო მე ვიჯექი. ფანჯრიდან გავიხედე მაგრამ სიბნელის გამო ვერაფერი შევნიშნე, ტელეფონიც არ იჭერდა. უხასიათოდ ჩავედი ავტობუსიდან და ბავშვებს შევიერთდი, რომლებიც ერთად შეკრებილიყვნენ და ჩემთვის გაუგებარ თემაზე საუბრობდნენ.
-რა ხდება?-ვკითხე იქვე მდგომ ბარბარეს.
-უამინდობის გამო გავჩერდით, გზას ვეღარ გავაგრძელებთ.
-კარგი, ხომ არ იცი თაკო სად არის?
-წეხან ტყესთან დავინახე-მითხრა და ისევ დანარჩენებს მიუბრინდა.
უხასიათოდ ვიყავი. სულ ასე მჭირს, თუ შუადღისით დავიძინე, ყოველთვის ცუდ ხასიათზე ვიღვიძებ. თაკოც ვერსად დავინახე და გადავწყვიტე მომეძებნა.
-სად მიდიხარ ლამაზო?-გვერდით ამომიდგა ლაშა.
-სადღაც, გაკმაყოფილებს ეს პასუხი?-გაბრაზებულმა შევხედე
-არა, მაგრამ არაუშავს თანდათან გამოასწორებ. სხვათაშორის მაქეთ წასვლა საშიშია-ისევ აგრძელებდა ჩემთვის ნერვების შლას.
-ლაშა შემეშვი.
მასთან საუბარი საშინლად მაღიზიანებდა. როგორც ჩანს მიხვდა და უკან გაბრუნდა. მე კი გზა განვაგრძე.
-თაკო, თაკო სად ხარ...-თითქმის ნახევარი საათი ვიარე ასე. მერე დავიღალე და იქვე პატარა ქვასთან ჩამოვჯექი. ვიცოდი რომ თაკო აქ არ იქნებოდა, მაგრამ რატომღაც აქ ყოფნა მერჩივნა. სიწყნარე, სიჩუმე, ირგვლივ ხეები. ყოველთვის ვოცნებობდი ასეთ ადგილას მქონოდა სახლი. ფეხზე წამოვდექი და უკან დავბრუნდი. ირგვლივ სიბნელე იყო და ამის გამო ვერ ვარჩევდი სად მივდიოდი. მეგონა სწორი გზა იყო. სიბნელის ბავშვობიდან საშინლად მეშინოდა და უკვე პანიკაში ვვარდებოდი. ტირილი უნდა დამეწყო, როცა ვიღაცის ცივი ხელი შემეხო და ადგილზე გავქვავდი.

*****************************ბექა****************************
-ბექა ადექი რა, გთხოვ დავაგვიანეთ-დილით მესმის ანის ხმა და თვალების გახელა მიწევს-ადექი ბიჭო, გადაირევა ეხლა სოფო, თუ გაიგო რო წუხელ დალიე და ანხავ მერე.
-აუ ანი, რატომ ხარ ჩემს საწამებლად მოვლენილი-წამოვჯექი და დასიებული თვალები მოვისრისე
-გავედი მე და ადექი დროზე-მომაძახა და კარებში გაუჩინარდა.
-რა საშინელებაა როცა ოთხი და გყავს-გავიცინე და ფეხზე წამოვდექი.
თავი საშინლად მტკიოდა. სახეზე ცივი წყალი შევისხი და ცოტა გამოვფხიზლდი. სწრაფად მოვემზადე და მისაღებში გავედი, სადაც უკვე შეკრებილიყო მთელი ოჯახი.
-ბექა, შვილო ამდენი ხანია გელოდებით. მამაშენმა წუხელ დალია, თორემ ხომ იციც, სულ მას დავყავართ.-დედაჩემს საშინლად ეშინია, როდესაც ნასვამი ადამიანია საჭესთან. კიდევ კარგი არიცის მეც რომ დავლიე, თორემ.....
-მეგი და დაჩი სად არიან?-ვიკითხე და თან ანანასის წვენი მოსვსი.
-წავიდნენ უკვე-დაიწუწუნა ანამ.
-ნუც, შენ რა გჭირს. რატო აღარ აქტიურობ?-გამიკვირდა, როგორც წესი ასეთი რაღაცეები მას ყველაზე მეტად უყვარდა.
-არაფერი, უბრალოდ თავი მტკივა. წავალ წამალს დავლევ-თქვა და სწრაფად წავიდა თავისი ოთახისკენ.
როგორც იქნა ორ საათში ყველა მოემზადა და დავადექით სოფლის გზას. იქაურობა ძალიან მიყვარდა მაგრამ ხშირად ჩასვლას ვერ ვახერხებდი. ეხლაც დედაჩემის და ჩემი დების დაჟინებული თხოვნით მვდივართ, უფროსწორად ისინი მიმყავს, მე კი უკან უნდა დავბრუნდე. მარიამის გამო მოგვიწია ნელა გვევლო და ორ საათზე წამოსულები საღამოს შვიდ საათზე ჩავედით სოფელში. რადგან ზამთარი იყო, უკვე ბნელოდა. მეგის უკვე მიელაგებინა აქაურობა და საჭმელს ამზადებდა.
-ბიჭო, დარჩი დღეს, ამ სიბნელეში სად უნდა იარო, რამე შარს არ გადაეყარო-მითხრა დაჩიმ და ლუდის ბოთლი გამომიწოდა.
-ოჰ, რახან თქვენ მთხოვთ სიძე ბატონო.
-შენ ხო ჭკუა ვერ ისწავლე რა, მოიყვანე ცოლი და დასერიოზულდი ცოტა.
-ეშინია, ყველას შენნაირი კარგი ცოლის ძმაა კი არა ყავს, სიძევ-შემოგვიერთდა ანიც და ჩვენს შუაში ჩაჯდა.
-მოკლედ რა, შენ ხო ყველაფერში უნდა ჩაყო ეგ შენი პატარა ცხვირი.
-ჩემს ცხვირს შენ თავი დაანებე და ჯობია თორნიკეს გახედო გარეთ გელოდება-მითხრა გაბუსულმა. ანის ვაკოცე და გარეთ გამოვედი. თორნიკე ბიჭებთან ერთად უკვე მიცდიდა. დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ და ვმეგობრობთ. ამათ სასმელები უკვე მომარაგებული ჰქონდათ. დალევას არ ვაპირებდი, მაგრამ ბოლოს მაინც დამითანხმეს და თორნიკესთან წავედით. პატარა სახლი აქვს ტყის მახლობლად. განსაკუთრებით გვიყვარს ეს ადგილი.
უკვე კარგად ნასვამი ვიყავი, როცა გარეთ გამოვედი. თან ვეწეოდი, თან გრილი ჰაერით ვტკბებოდი. უკვე სახლშ შებრუნებას ვაპირებდი როცა ვიღაცის ხმა გავიგონე. თავიდან ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ როცა გოგოს ხმა მეორეთაც განმეორდა გადავწყვიტე შემემოწმებინა. ამ ადგილს კარგად ვიცნობდი და არ გამჭირვებია მისი პოვნა. ჩემგან ზურგით იდგა და მის სახეს ვერ ვხედავდი. მასთან ახლოს მივედი და ხელი დავადე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent