შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სფეარმენთის ეფექტი (თავი 3)


4-04-2016, 21:40
ავტორი Ioana
ნანახია 2 415

ული უაზრობა იყო,თუ რამდენიმე ლექტორთან კამათას არ ჩავთვლით.მაისმა ჩაგვიქროლა ქორივით და დადგა ნანატრი ზაფხულიც.უნივერსიტეტის ტრიპაჩ სასტავს ქეიფი მოუნდა და თავიც მოაბეს.ხო და ლიკუნა ვისზე ნაკლები ტრიპაჩი იყო,იქ რომ არ წასულიყო.ხო და მე ამ ტრიპაჩი გოგოს ახლო მეობარს,მისივე დაჟინებული მუდარით გავყევი ამ წვეულებაზე.წვეულება ცოტა ელიტური ნათქვამია ამ "ბოღაზოსთან" შედარებით.ვინ ვის თავზე იჯდა ვერ გაიგებდით,აი ყველაზე მაგარი გითხრათ საერთოდ.ხო მივედი ამ "ბოღაზოში" ჩემი შავი შორტით,გამჭირვალე შავი ზედით და თავზე ჩამომხობილი,ოღონდ შემოტრიალებულად ჩამომხობილი კეპით.მაგრამ იქ დამხვდნენ სასწაული არსებები,ყანჩასავით გოგოები,ასეთივე ყანჩას ქუსლებზე,ბატის ტყლაპუნა სიარულით,საბანკეტო კაბებითა და კიმ კარდაშიანის მაკე-აფით!მოკლედ კაი ცირკი თუ გინდათ,ბილეთები ოპტომ ყრია,მობრძანდით.მთავარ როლში ყანჩები გვყავს,ეგენიც ოხრად.ხო და მე ასე ეზოს ზმანით გამოწყობილი დავეხეტებოდი აქეთ-იქით.ახლა თქვენ წარმოგიდგენიათ ეს საზოგადოება ლაშა მესხისა და მისი ამალის გარეშე? არც მე წარმომიდგენია,ხო და მაგიტომაცაა ახლა ჩემ წინ მდგარ მათ ბრობს რომ ვუყურებ.ბატონი ლაშა როგორც ყოველთვის ყურადღების ცენტრშია,ყველა მის ირგვლივ შემოკრებილა ბიჭებიდან დაწყებული,იმ ყანჩა გოგოებით დამთავრებული.აი შენი ნინო მელიქიშვილი კი ყველას სულ ფეხზე ჰკ..დია.მაგრამ უარესი ისაა,რომ მე უფრო მაგრად მკ..დია ეს "ბოღაზო".ბევრი რომ არ მივედო,ლიკუნა ვნახე,ცოტა ვისაუბრეთ,მაგრამ ვინ მაცადა?! ჩვენმა კურსელმა ბიჭმა საცეკვაოდ წაათრია,ხო და მეც მარტო დარჩენილი იქვე სკამზე ჩამოვჯექი,ფეხები მაგიდაზე შევაწყე.თავი კი უკან გადავაგდე და ამოტრიალებული კადრით დავუწყე ჭერს ყურება.აი ნუ იტყვით ისეთი მაგარი გასართობია!თქვენც სცადეთ! ეგეც მომწყინდა და შეწუხებულმა,მიმტანს იმხელაზე ვუღრიალე რომ ხმა მიმეწვდინა,ჩემ გვერდით მჯდარმა ყანჩამ ყურებზე ხელი აიფარა.მიმტანს ერთი დიდი თეფში ჩიფსი და ლუდი შევუკვეთე.მოკლედ შემომხედავდნენ და კაი ძველი ბიჭი ვარ,ფეხები მაგიდაზე,კალთაში ჩიფსი,ცალ ხელში ლუდი.ბევრი რომ არ გავაგრძელო,მომენტალურად ჩემ გვერდით ლაშა გაჩნდა.
-შენთვის არ უსწავლებიათ,რომ ფეხები მაგიდაზე არ უნდა შეალაგო?
-უზრდელს რაც გინდა ასწავლე,მაინც უზრდელია!
-და იცი რომ უზრდელ გოგოებს ვერ ვიტან?-აშკარად ვიღაცამ გააბრაზა და მე დაბალი ღობე მნახა,თუ რა თემაა?ამას ვანახებ უზრდელობის მასტერ კლასებს.
-და რა გინდა ლაშა? ამის გამო ვიდარდო,რომ შეასძლოა ვინმე ლაშა მესხმა დამიწუნოს?
-კიი,უნდა იდარდო!-იყო მკაცრი ბგერები მის ხმაში,რაც მაღიზიანებდა.ამიტომ უარესი გავაკეთე.პირში ლუდი ჩავიგუბე და მერე შადრევანივით მივაპკურე არემარეს.
-აბა ბატონო ლაშა,ამ უზრდელობას როგორ შემიფასებდით?-ვკითხე მხიარულად და ჩიფსი გავიქანე ყბაში.არ დამავიწყდება მისი გაოგნებული თვალები და ოდნავ შეპარული ღიმილი.ვგიჟდები,როცა მისი ღიმილის მიზეზი მე ვარ.
-ნინუუუც,ნინუუუც არ გიფიქრია რომ გოგო ხარ და მეტი სინაზე გმართებს?
-ეგეთ უაზრობებზე ფიქრით ტვინს არ ვიტვირთავ.
-წავიდეთ ხულიგან!
-სადმე მეპატიჟები?-წამოვიყვირე და უკვე ფეხზე მდგარ მესხს ავხედე,მაგრამ მაინც ვერ ავწვდი მზერით.
-ყველგან,ოღონ აქედან წავიდეთ!
-მე არ მოვდივარ,შენ შეგიძლია პირდაპირ და მარცხნივ წახვიდე!
-და მანდ რა მინდა?
-კარებიი ლაშაა,კარებია მანდ.
-მორჩი უაზრო საუბარს და გამომყევი რაა,არ თქვა ახლა ეს სიტუაცია მხიბლავსო-მკითხა დაეჭვებით და ჩემკენ დაიხარა,ძალიან ახლოს სახესთან.
-არ მხიბლავს,მაგრამ ლუდსა და ჩიფს შენ გამო ვერ ვუღალატებ!
-მერე თან წავიღოთ-ისე მითხრა თითქოს საკუთარ სახლში იყო და პრობლემა არ იქნებოდა.
-რა ჭკვიანი ხარ პატარა კაციიი,მიმოიხედე აბა აქეთ იქით,შენ სახლში კი არა ვართ!-სანამ სათქმელს დავამთავრებდი,ლაშამ მიმტანს დაუძახა და მთლად გაოცებული დამტოვა.
-უკაცრავად,შესაძლებელია ლუდი და ჩიფსები თან წავიღოთ? თეფშის ფულს გადავიხდი.-მიმტანმა ერთი წუთითო,გაუჩინარდა და მალევე დაბრუნდა.მენჯერს თანხმობა უთქვამს და ლაშამაც მიყიდა ჩიფსი თეფშით.მერე ჩემ გაოცებულ სახეს შეხედა და სიცილი ატეხა.
-წავედით ხულიგან,მიზეზი აღარ არსებობა აქ დარჩენის-უცებ მიაყარა,ხელი ჩამკიდა და წამომახტუნა ფეხზე.მიმათრევდა და მეც მივყვებოდი უკან.მანქანაზე უარი ვუთხარი,ამიტომ ფეხით გავისეირნეთ.ძალიან სასცილოები ვიყავით,ლაშას თეფში ეჭირა,მე ლუდი.ხმამაღლა ვიცინოდით და გაოცებულ ხალხს არ ვიმჩნევდით.
-ისე ოდესმე იფიქრებდი,რომ გოგოს თეფშს აჩუქებდი დღეს?-ვკითხე სიცილით და ლუდი მოვსვი.
-მთავარია,როკოკოს ვაზა არ მომთხოვო და ასეთს გიყიდი კიდევ-მითხრა სიცილით და უცებ ლოყაზე მაკოცა.მერე იყო გაუთავებელი სიცილი,ბევრი საუბარი და სხვა თვალით დანახული ლაშა,მისი ნათქვამი ნინუუც და ჩემი უმიზეზოდ აჩქარებული გულისცემა.

ბევრად მხიარულად დაიწყო მეორე დღე.ვიცოდი რომ იქ,მეორე კორპუსის კიბეებთან ლაშა მელოდებოდა და მეც რაღაცნაირად ვბედნიერდებოდი ამ ფაქტით.მაგრამ ზოგჯერ იმედები გვიცრუვდება,ყველაფერი ისე არ ხდება როგორც გვინდოდა.აი უკვე უნივერსიტეტთან ვიდექი და ვხედავდი მესხს მომღიმარი სახით.მისი სიცილი მეც ღიმილს მგვრიდა და ის იყო მისკენ უნდა წავსულიყავი,რომ უცებ ვიღაც გოგომ დამასწრო და ზედ შეახტა.გული ჩამწყდა,თან როგორ.თითქოს გუშინდელი ლაშას სახე წაიშალა მეხსიერებიდან და ისიც აქ მდგარ "ტიპშებს" დაემსგავსა. დავინახე,როგორ გამომხედა და მზერა ამარიდა.არც უფიქრია მოსალმება,ისე ცივად გაიხედა და მე ამჯერად მეორედ მომიკვდა ის იმედი,გუშინ რომ ასე ნათელ ფერებში მეხატებოდა.გავმწარდი,საშინელმა სიბრაზემ მომიცვა,მინდოდა ვინმე მეცემა,ვინმესთვის მეტკინა და ღმერთიც ხო არ დამილევდა საჩხუბარ მიზეზს?! ასე ვიყავი გაცეცხლებული,უცებ ვიღაც რომ დამეჯახა მთელი ძალით და მოულოდნელად ძირს დავვარდი.ეს კი ბოლო წვეთი იყო,სიმწარისგან ლამის მეტირა.ცოტაც და გული გასკდებოდა,სწრაფად წამოვდექი და იმ ტუტუცს,რომელიც ასე დამეტაკა ხელი ვკარი.ლაშაზე გამწარებულმა მასზე ვიყარე ჯავრი,ბოლო ხმაზე ვლანძღავდი და ხელებს ჰაერში ვიქნევდი.დარწმუნებული ვარ,ყველა იქ მდგომ ინდივიდს შეშლილი ვეგონე.მე კი ყველა და ყველაფერი მეკ..და.მინდოდა ის წყენა და გულისტკივილი მომეშორებინა და დამევიწყებინა ყველაფერი.უცებ ვიგრძენი ვიღაცის ხელი წელზე,რომელმაც ჰაერში ამწია და რასაც ქვია გამათრია იქიდან.მე კი კვლავ უშვერ სიტყვებს ვყვიროდი და ხელ-ფეხს ერთიანად ვიქნევდი.როგორც იქნა დამსვეს და ლაშა რომ დავინახე უფრო გავბრაზდი.მხოლოდ ერთხელ შევხედე თვალებში და ზურგი ვაქციე.წესვლას ვაპირებდი ისევ რომ დამიჭირა,თავისკენ შემატრიალა და ჩამეხუტა.

ერთი ჩახუტება და დამშვიდებული ნინო მელიქიშვილი,კვლავ დაბრუნებული ბედნიერების შეგრძნება და დავიწყებული რამდენიმე წამის წინანდელი ბრაზი თუ ტკივი.ასე შეეძლო ლაშა მესხის ერთ ჩახუტებას,დაუმორჩილებელი ნინოს დამშვიდება და დაჭკიანება.ვგრძნობდი მის ცხელ სუნთქვას კისერზე და მის გრძელ თითებს ჩემ გრძელ თმებში.და ეს იყო ყველაზე დასამახსოვრებელი წამი ჩემს ცხვრებაში.


პ.ს. კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ ყველას



№1  offline წევრი Ioana

არ ვიცი რატომ,მაგრამ რაღაც ნაწილი დასაწყისში წაჭრილია :(( ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არაა გამოტოვებული და რა ჭირს [left][/left]

 


№2 სტუმარი Maria_mari

Dzalian kaia dzaan momwons ar daagviano <3 <3

 


№3 სტუმარი hipo

rogori kargi xarr

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent