შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ შეგიყვარდეს. წესი 16.


5-04-2016, 00:04
ავტორი Supreme
ნანახია 3 125

  იოანე წავიდა. შემდეგ დღეს ჩვენც წამოვედით თბილისში. ძალიან ვნერვიულობდი მის მდგომარეობაზე. სოც.ქსელში ყოველ ღამე ვლაპარაკობთ. რამდენჯერ უთქვამს რომ ახლა ჩემი ჩახუტება გაახარებდა ყველაზე მეტად. მისი მონატრება მკლავს. სანამ წავიდოდა, თავისი საყვარელი ჟაკეტი მაჩუქა. ღამე მის ჩაუხუტებლად ვერ ვიძინებ. ჩემი ცხოვრება თითქოს ისევ ერთფეროვანი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ საყვარელი ადამიანი მყავს, თავს მაინც მარტო ვგრძნობ, რადგან ის შორსაა, ძალიან შორს.
  სკოლა დაიწყო. აბიტურიენტი ვარ. როგორც ადრე, ახლაც გადატვირთული გრაფიკი მაქვს. ქართული, ინგლისური, უნარები და ქიმია. სამედიცინოზე გადავწყვიტე ჩაბარება. ჩემი ბავშვობის ოცნებაა თეთრ ხალათში გამოწყობილი პაციენტებს ვეხმარებოდე და როგორც იქნა მივედი ჩემი ცხოვრების იმ ეპიზოდამდე, როცა ეს შემიძლია რეალობად ვაქციო. ბედნიერი ვარ.
  გათენდა. ჩვეულებრივ წავედი სკოლაში, მაგრამ ისევ თავიდან მომიწია იმასთან შეგუება, რომ იოანე ჩვენთან არ იყო. მისი ცარიელი მერხი ჩემმა კლასელმა დაიკავა, არადა მე მინდოდა. რას გავაწყობთ. კლასმა სიარულის გრაფიკი შევადგინეთ. მოკლედ, ჩვეულებრივ ცხოვრებას დავუბრუნდი. ჩემი და იოანეს ღამის საუბრები არსად გამქრალა, უბრალოდ გაიშვიათდა, რადგან ხან მე არ მეცალა, ხან მას. ისიც სწავლობდა, ისიც აბარებდა უნივერსიტეტში, ფაკულტეტი-ბიზნესის მართვა. უზომოდ გაიზარდა იმ დროის განმავლობაში, რაც არ მინახავს.
  ქიმიიდან ვბრუნდებოდი, სამშაბათს, 8 საათზე.
-ავალიანო!-უზომოდ ნაცნობი ხმა და მომართვა.-როგორ ხარ?-კაკიმ მხიარულად გამიღიმა.
-კარგად, შენ? აქ რა გინდა?
-მასწავლებლიდან მოვდივარ, შენ?
-ასევე. რას შვები?
-ვცდილობ ცოცხალი დავრჩე, როგორც აბიტურიენტების უმეტესობა.-გაეცინა.-შენც ეგრე ხარ, გეტყობა.
-ჰო, ისე რა. ჯერ კარგად მივდივარ.
-მომენატრე, ავალიანო. სულ დაგავიწყდი. შემპირდი ზღვიდან რომ ჩამოვალ, გნახავო.-დაიბღვირა.
-ბოდიში.-თავი დარცხვენილმა დავხარე.
-არაუშავს, დღეს ხო გნახე.-გამიღიმა, თან თვალები უბრწყინავდა.
-შემთხვევითობა, მადლობა რომ არსებობ.-გავიცინე.
-დრო გაქვს?
-კი, ცოტა ხანი მცალია, რა იყო?
-წამოდი, შენს შეუცვლელ დანკინის ყავაზე გპატიჟებ.
-კარგი.-გავუღიმე.
  არ ვიცი როგორი დაპატიჟება იყო, ვითომ მეგობრული? იმედია. ძალიან მალე იქ ვიყავით და ყავას ვსვამდით.
-არაფერი გაქვს მოსაყოლი?-თვალები ინტერესით აევსო.
-ისეთი არაფერი, გარდა იმისა რომ შეყვარებული მყავს. შენ?
-აა...მე?-სახე აშკარად შეეცვალა.-მე არაფერი მაქვს სათქმელი, ზედმეტად უინტერესო ცხოვრებით ვცხოვრობ.-ჩაიცინა.-ის ბიჭია, ვის გამოც იტანჯებოდი ადრე?
-როგორი მიხვედრილი ხარ.-გამეცინა.
-მე ყოველთვის ასეთი ვარ.-თავმომწონე ღიმილით აათამაშა წარბები.
  9 საათისთვის წამოვედი. სახლამდე მიმაცილა.
-კიდევ გავიდეთ სადმე მერე, როცა გვეცლება, თუ წინააღმდეგი არ ხარ.
-კაკი...
-როგორც კარგი მეგობრები.-გამიღიმა.
-კარგი, ვნახოთ.-გადავკოცნე და სახლში ავედი.
  იოანემ ღამე ჩატში დამირეკა.
-რას შვები?-გამიღიმა.
-ვმეცადინეობ, შენ?
-მეც. უკვე წიგნებზე მეძინება.
-მეც ეგრე. რაღაც უნდა გითხრა.
-გისმენ.
-დღეს ქიმიიდან რომ მოვდიოდი კაკის შევხვდი შემთხვევით და დანკინში ყავა დავლიეთ.
-შემთხვევით?
-ჰო...
-თუ ესეც იმ იდიოტივით დაიმედებული და მერე მიგდებული ბიჭია?
-იოანე!-საოცრად მომეშალა ნერვები.-ეგეთი რატომ გგონივარ?
-არ მგონიხარ, უბრალოდ ფაქტი სახეზეა. მერამდენე ბიჭს მიეცი ასე იმედი?
-არავისთვის არ მიმიცია არანაირი იმედი.-სიმშვიდეს ძლივს ვინარჩუნებდი.
-დარწმუნებული ხარ? იქნებ კაკიც სათადარიგო ვარიანტია, სანამ მე გვერდზე არ გყავარ.
-რატომ მელაპარაკები ასე?-ცრემლები მომადგა.-რამე დავაშავე? რა ხასიათზე ხარ, მზად ხარ ყველაფერზე წამომეკიდო.
-გაღიზიანებული ვარ.
-მერე ეს გასასამართლებელი მიზეზი არ არის. მეც ვარ ხოლმე გაღიზიანებული, მაგრამ სხვაზე არ ვანთხევ ყველაფერს. იმისთვის მოგიყევი, რომ მერე ცუდად არ გამოჩენილიყო.
-რომ არ მოგეყოლა, ვერც გავიგებდი.
-არ შემიძლია ასე. ჩემი შეყვარებული ხარ და ალბათ იმსახურებ იმდენს რომ იცოდე სად და როგორ დავდივარ.-ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი.-არ მეგონა თუ ასე დამელაპარაკებოდი. ხვალამდე.-გავუთიშე.
  ლოგინზე წამოვწექი და ტირილი დავიწყე. რა დაემართა? სად გაქრა თბილი და მოსიყვარულე იოანე, რომელიც მიგებდა. არ ვიცი. მოგვიანებით ბოდიში მომიხადა. ვაპატიე. მასაც გავუგე. არც ისეთი ადვილი პერიოდი აქვს. მამა ცუდადაა და ნებისმიერ დროს შეიძლება ყველაფერი კატასტროფულად დასრულდეს. ნერვებზეა. ყველაფერი მესმის და ამიტომ არ მინდა რამენაირად უფრო დავუმძიმო მდგომარეობა. ყველანაირად მხარში დავუდგები. ვიცი ასეთი არ არის, ვუყვარვარ.
  უკვე დეკემბერია. მე და იოანემ ათასჯერ მოვასწარით თავიდან ჩხუბი და შერიგება. ადრე ვერ ვხვდებოდი, აზრადაც არ მომდიოდა რაზე შეიძლება ეჩხუბათ შეყვარებულებს, ახლა კი ვხვდები, რომ ნებისმიერი წვრილმანიც კი შეიძლება გახდეს კამათის მიზეზი.
  ზამთრის არდადეგები დაიწყო. 25 დეკემბერია, ვისვენებ. კაკიმ მომწერა.
"-არ გინდა სადმე გავიაროთ?
-ახლა?-საათს შევხედე, 9 იყო დაწყებული.
-ხო, რა იყო?
-არა, არაფერი. გავიაროთ."
  ადგილზე შევთანხმდით და გარეთ გავედი. უხასიათოდ ვარ. იოანე მენატრება.
-იქნებ გამცდე?-აზრზე კაკის სიცილმა მომიყვანა.
-ბოდიში, ჩავფიქრდი.-მკრთალად გავუღიმე.
-რა გჭირს?
-არაფერი.
-იჩხუბეთ?
-დღეს არა.
-დღეს არა? ამდენად ხშირად ჩხუბობთ?-გაუკვირდა.
-ჰო, მაგრამ დაიკიდე.-გავუღიმე.-ახლა უბრალოდ უზომოდ მენატრება. ძალიან ძნელია კარგი ურთიერთობის შენარჩუნება ამხელა მანძილზე. ჩვენს გრძნობებს ვერ გამოვხატავთ ბოლომდე, ხშირად ვერ ვიგებთ რეალურად რა როგორ არის და ამიტომ ვჩხუბობთ. მინდა მალე ჩამოვიდეს, მიდა ჩავეხუტო, ძალიან მაგრად, ისე მაგრად რომ ვერასდროს დაივიწყოს ეს გრძნობა.-გული ამიჩქარდა.-მინდა...მინდა ჩემთან იყოს...-ავტირდი.
-ანუკა...-კაკიმ თავზე გადამისვა ხელი.-ნუ ნერვიულობ, მალე ჩამოვა და ისევ ერთად იქნებით, ისევ ბედნიერად.-გამიღიმა.
  თვალებში ვუყურებდი და ვხვდებოდი რომ ამ სიტყვებს დიდი ტკივილით ამბობდა, ეს ღიმილშიც ეტყობოდა, მაგრამ ცდილობდა არ შეემჩნია, რადგან იცოდა, უნდა დავემშვიდებინე.
-კაკი, ასე რატომ მექცევი?-ვკითხე ჩახლეჩილი ხმით.
-ასე როგორ?-გაუკვირდა.
-არ ვიცი, აი ასე, როგორც ახლა იქცევი.
-უბრალოდ გაწყნარებ.-გამიღიმა.
-ადრე გიყვარდი?-მეც გამიკვირდა ჩემგან ეს კითხვა.
-რა მნიშვნელობა აქვს.-გაიცინა და გვერდზე გაიხედა.
-მაინტერესებს.
-რომ გითხრა კი-მეთქი, რას იზამ?
-არაფერს. უბრალოდ ადრეც ვგრძნობდი რომ მოგწონდი.
-ეგ უკვე დიდი ხანია მოწონება აღარ იყო.-ჩაიცინა.-მაგრამ ყველაფერმა ჩაიარა.-თვალებში ჩამხედა.-პირდაპირ გეტყვი რომ მიყვარხარ, დღესაც, უზომოდ, თავდავიწყებამდე, მაგრამ არასდროს...გესმის...არასდროს არ დავანგრევ შენს ძლივს აშენებულ ბედნიერებას. რაც არ უნდა მოხდეს, თუნდ ეს პატარა უაზრო ჩხუბი, კამათი, გაბრაზება, ყველაფერი გაივლის. ასეთი მომენტების გარეშე ურთიერთობა უინტერესო ხდება. ეს პერიოდი ყველა შეყვარებულთანაა. თუ ამას გადალახავთ, აუცილებლად უბედნიერესები იქნებით.-გამიღიმა.
  აღარ ვიცი რატომ ამიჩქარდა გული ასე ძალიან. იმიტომ რომ სიყვარული ამიხსნა? თუ იმიტომ რომ მისმა სიტყვებმა დამაწყნარეს და იოანე ორმაგად შემაყვარეს? არ ვიცი...უბრალოდ არ ვიცი.
  მაისია. საატესტატოები, ეროვნულები, ყველაფერი ახლოვდება. მიუხედავად იმისა რომ ვიცი, ჩავაბარებ, ნერვებს მაინც ვერ ვიწყნარებ.
-ნუცა, მგონი მთელი მასალა მავიწყდება, რაც ვისწავლე.-ვწუწუნებდი.
-ნუ ხარ იდიოტი გოგო.-გაიცინა.
-შენ არ ნერვიულობ?
-მთელი წელი იმიტომ არ ვასხამდი ტვინს წიგნებს, რომ ჩავიჭრა. ნუ გეშინია, ჩავაბარებთ, თან ჯერ ახლა დაიწყო მაისი.-ნუცას პოზიტივი ყოველთვის გადამდებია.
-როგორ მიხარია რომ ჩემი დაქალი ხარ.-ჩავეხუტე.
  ივლისია. ყველა გამოცდა ჩაბარებულია. ასე თავისუფლად თავს ბოლოს როდის ვგრძნობდი, არ ვიცი.
  საღამოა. მე და ნუცა სკვერში ვისხედით.
-ნაყინი გინდა?-უცებ შემომთავაზა.
-აუ, კი, უზომოდ.
-კარგი, ვიყიდი და მოვალ.
-მეც წამოგყვები.
-იყოს არ შეწუხდე.-გამიღიმა და სკვერიდან გავიდა.
  უაზროდ ვიყურებოდი წინ. უცებ კისერზე ცივი თითების შეხება ვიგრძენი, შემდეგ ნაზი კოცნა ლოყაზე. უკან შევბრუნდი.
-იოანე!-ვიყვირე ბოლო ხმაზე, მან კი მთელი ძალით ჩამიკრა გულში.



№1  offline წევრი Pepper

ვავავა იო ჩამოვიდა <3
კარგი თავი იყო
კაკი შემეცოდა ძალიან საყვარელია
კარგი თავი იყო

 


№2  offline წევრი natia-natia

ვაიმეე საყვარლებიი

 


ამ...კაკიზე ძალინა გული დამწყდა ძაან საყვარრლია საყვარელ ადამიანს ბედნიერების საშუალებას რომ.აძლევს იოანეც ჩამოვიდა რამაგრიააა
--------------------
romantikosi mwerali

 


№4 სტუმარი Uhuu

Auu kakiii:(((( dzaaan sakvareliaa

 


№5  offline წევრი gvanciii kereselidze

Exaaa kakisac moudzebne kargi gogoo .... ise dzalian magari iyoo
--------------------
G.ke

 


№6  offline წევრი Supreme

ძალიან დიდი მადლობა ყველას ვინც კითხულობთ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent