თანამედროვე ურჩხულის ოდნავ შერეკილი პრინცესა(4)
.... სესილი დაემშვიდობა ლაზარეს და ანას, მანქანაში ჩაჯდა და მშვიდად დაიძრა.. ნახევარი საათი არ იყო გასული, როდესაც მის მანქანას უკნიდან მსუბუქად შეეჯახნენ.. სესილიმ დაამუხრუჭა, რათა წინა მანქანას არ შეჯახებოდა და ამ დროს საჭეს თავი ჩამოარტყა.. გონება არ დაუკარგავს, მაგრამ წარბის ზემოთ შუბლი გაუტყდა და სისხლი წამოუვიდა... მანქანა მალევე გააჩერა.. იმ მანქანაიდან, რომელიც დაეჯახა, შუახნის კაცი გადმოვიდა, მოუბოდიშა და არ მოეშვა, მანამ საავადმყოფოში არ წაიყვანა.. სულ პატარა ჭრილობა ჰქონდა სესილის შუბლზე, მაგრამ იმხელა ბინტი დაადეს, რომ გაეშალა მუმიასავით მთლად გაეხვეოდა შიგ.. ძლივს დაარწმუნა სესილიმ უცნობი კაცი, რომ კარგად იყო და არ იყო საჭირო სახლამდე მიცილება.. მართალია, სესილის ჭრილობა პატარა იყო, მაგრამ ყოველთვის, როდესაც სისხლს კარგავდა, თავბრუსხვევა ეწყებოდა.. ახლაც ასე იყო, ამიტომ ლაზარეს დაურეკა და ისიც ელვის სისწაფით გაჩნდა მასთან.. გული შეუწუხდა საწყალ ბიჭს მის დანახვაზე, ბინტი ისე ედო, ყითქოს მთლიანი შუბლი გატეხილი აქვსო.. - გინდა გაგაცინო? - ჰკითხა სესილიმ მხიარულად.. - კიდევ გეცინება შენ? - ჟითხვა დაუბრუნა გოგონას.. ამ დროს, სესილიმ შუბლიდან ბინტი მოიხშნა და ლაზარეს დააკვირდა - უჰ, მეთქი გადახსნილი აქვს მთელი შუბლი - ამოისუნთქა ლაზარემ და სესილი სახლში წაიყვანა.. იქ მისულმა ნიაც გაიცნო და გულ დამშვიდებული დაბრუნდა თავის სახლში.. გადაირიენ ნია და მაია.. სესილი ეს ხომ არ გინდა, სესილი ასე, სესილი ისე.. როგორ სიამოვნება სესის მათი ყურადღება. აქამდე მხოლოდ მამა და ლაზარე ჰყავდა, ახლა კი ნიაც ყავს და მაია, რომელიც როგორც შვილს ისე უვლის.. - იცი ჩვენს უნივერსიტეტის კორპუსდი სწავლა ორი კვირით შეწყდა - ჩამოუჯდა გვერზე ნია.. - უი, არ ვიცოდი.. რატომ? - რატომ და კედელი ჩამოინგრა.. მის შეკეთებას კი დრო სჭირდება... - გასაგებია - გაუღიმა სესილიმ - იცი, ისევ მოწყენილი მეჩვენები, მე კი ეს არ მომწონს.. ერთ კვირაში ჩემი უფროსის დეიდაშვილის დაბადების დღეა და მინდა წამომყვე, გთხოოვ - შეეხვეწა სესილი.. - სირცხვილი თუ არ იქნება, წამოვალ... - უპასუხა ნიამ.. - სირცხვილი? სირცხვილი ისაა, როდესაც შენი შვილი მეზობლის კაცს დაემსგავსება - გაიცინა სესილიმ.. - ეგ იქით იყოს და რატომ მუშაობ? - იკითხა ნიამ.. სესილიმ კი ყველაფერი უამბო და ბლოკნოტიც კი აჩვენა.. - შერეკილი ხარ სესილი.. - ეგ არაა ახალი ამბავი, ე.ი წამოხვალ... - წამოვალ - თბილად გაუღიმა ნიამ და ოთახი დატოვა.. რა ნაცნობი ეჩვენა ნაიას ღიმილი.. გონებაში ძველი დრო ამოუტივტივდა, როდესაც ის და მარიამი(ლაზარეს და) ერთად თამაშობდნენ.. მარიამს ჰქონდა ასეთი თბილი ღიმილი და გამოხედვა.. არ იცის რატომ, მაგრამ დედა საერთოდ არ ახსოვს, მარიამი კი ახსოვს.. ახსოვს მისი ღიმილი, სახე, მაგრამ ხმა, ხმა აღარ ახსოვს.. ვერ იხსენებს როგორი ხმა ჰქონდა მარიამს.. ხშირად იმასაც ცდილობს, რამე გაიხსენოს დედაზე, მაგრამ ამაოდ.. მისი სახეც კი უბრალოდ სურათებიდან აქვს გონებაში ჩაბეჭდილი.... ფიქრებში ჩათვლიმა.. ცოტა ხანში კი ისევ კოშმარმა გამოაღვიძა.. სულ ერთსა და იმავე კოშმარს ხედავს.. ის წყალშია, საშინელი ქარიშხალია, ჭექა-ქუხილი აყრუებს არემარრს, ელვა კი ნათლად ირეკლება შავად მოკამკამე წყალში.. სიზმარში დედას უყვირის და დახმარებას სთხოვს, მაგრამ უშედეგოდ, მერე თითქოს ხელს კრავენო და ისევ რეალობას უბრუნდება.. ახლაც იგივე დაემართა.. საათს დახედა და სამი ოყო.. რის ვაივაგლახით მოახერხა ჩაძინება... დილით როდესაც ადგა, აღმოაჩინა, რომ არ აგვიანდებოდა.. ცოტა ხანი მომზადებას დაუთმო, ცოტაც ჭამას და გადაწყვიტა, რომ ურჩხულის სახლში წასულიყო.. თავზე ამჯერად ბინტი აღარ ედო.. თუმცა ე.წ ''სანტავიკი'' მაინც მიიკრა ჭრილობის დასაცავად.. მალე მივიდა დანიშნულების ადგილზე და მხიარულად შეაბიჯა კაბინეტში. - დღეს რა მევალება სერ - იკითხა იმ წამსვე და სავარძელში ჩაეშვა.. - დღეს რამდენიმე შეხვედრას გავმართავთ.. შენ კი გევალება, რომ უბრალოდ ხელი არ შემიშალო- ისე თქვა, რომ სესილისთვის არც შეუხედავს.. - სიტყვაძუნწი ურჩხული - ჩაილაპარაკა სესილიმ.. ამ დროს ამოიხედა დემეტრემაც და სესილის თვალი გაისწორა.. რატომღაც აშნებს სესილის დემეტრე, მაგრამ არ იმჩნევს.. - შუბლზე რა გჭირს - ჰკითხა დემეტრემ.. - თითქის ედარდებოდეს- ვაილაპარაკა ჩუმად- ავარიაში მოვყევი- ეს უკვე ხმამაღლა თქვა... - ოჰ, გაგიჭირდებოდა.. ალბათ როგორც ყოველთვის საუბრობდი.. - ჰმ, გაგიკვირდებათ და არა... - მხრები აიჩეჩა სესილიმ.. ცოტა ხანს ისაუბრეს და შეთანხმდნენ თუ როგორ ფორმატში წაიყვანდნენ შეხვედრას.. სესილი დაბლა ჩავიდა და იქვე მჯდარი ლუკა დაინახა, რომელიც იჯდა და რაღაცას ხატავდა.. გვედზე ჩამოუჯდა და ნახატს დააკვირდა.. - რა ლამაზია, კარგად ხატავ - გულწრფელად უთხრა ლუკას.. - გმადლობ.. - უთხრა ლუკამ.და ხატვა განაგრძო.. - დიდი ხანია ხატავ? - კი, საკმაოდ.. ყოველთვის მინდოდა მხატვარი გავმხდარიყავი.. - ხელი რამ შეგიშალა - ჰკითხა გოგონამ... - რამ კი არა, ვინ.. ჩემს მშობლებს უნდოდათ, რომ ბიზნესი მემართა და ასეცაა ახლა.. როცა ვთქვი მხატვრობას ვირჩევ-მეთქი მამას ლამის გულისშეტევა დაემართა.. შეიცხადეს, რას იტყვის ხალხი.. მამა ცნობილი ბიზნესმენია, შვილი კი რაღაცეებს ჯღაბნისო და აი.. - მხრები აიჩეჩა - ცუდია არა? როდესაც უველა შენზე საუბრობს, ყველა თავში გიძვრება.. შენ კი უბრალოდ გინდა საკუთარ გულისთქმას უსმენდე, თუმცა ამასაც ვერ ახერხებ... მერე ერთ დღესაც, სარკეში იხედები და საკუთარ თავს ვეღარ ცნობ, იქიდან სულ სხვა ადამიანი გიყურებს.. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ნელ-ნელა სარკის ანარეკლს ემსგავსები.. - ამბობდა სესილი და თითქოს საკუთარ ემოციებს გაფმოსცემდა.. - ცუდი კი არა საშინელებაა სესილი.. ასე არ უნდა იყოს, თუმცა ასეთები არიან მშობლები.. მათ ყოველთვის უკეთესი უნდათ ჩვენთვის.. ხატვას კი არ შევეშვი, უბრალოდ უკანა პლანზე გადავწიე.. - ალბათ მასეა კიდეც - დაეთანხმა სესიც, საუბარს დიდ ხანს გააგრძელებშნენ, რომ არა დემეტრე, რომელიც სესილის ეძახდა.. - გავიგე, რომ დროებით სწავლა შეწყდა თქვენს კორპუსში, ამიტომ ეს პერიოდი კიდევ რამდენიმე საათს იმუშავებ ჩემთან... - დიახ - მხრები აიჩეჩა გოგონამ.. უკვე ხუთი საათი იყო.. სესილი კიდევ რამდენიმე ხანს აპირებდა დარჩენას.. ახლა დრო იყო გაემწარებინა ურჩხული.. აიღო დიდი ბლოკნოტი და მის კაბინეტში შევიდა.. გადაღლილი იყო დემეტრე და სავარძელში ისვენებდა.. - მოკლედ, ლუკას დაბადების დღესთან დაკავშირებით ყველაფერს ვაგვარებ.. დავიწყოთ... - ნახევარი საათი მაინც არ გაჩუმდა სესილი, უკვე ცუდად იყო დემეტრე.. თან ბრადებოდა, თან ვერ გაეჰო, საიდან ჰქონდა ამ გოგოს ამხელა ენერგია.. - სახლში აღარ მიდიხარ? - გაღიზიანებულმა ჰკითხა სესის... - არა, უფროსმა. სამუშაო საათები გამიზარდა.. - შეგიძლია წახვიდე.. - უჟმურად უთხრა და ოთახი დატოვა.. დაბლა როცა ჩავიდა იქ ლაზარეც დახვდა.. - ლაზოო - გაუცინა და ჩასახუტებლად გაექანა.. - რა კარგია, რომ გამოჩნდი.. ახლა ვუყვებოდი ანას, თუ საიდან ვიცნობთ ერთმანეთს - უთხრა ლაზარემ.. - მაგარია - თქვა სესილიმ და თავადაც ჩაება მათ საუბარში.. სესილის არ გამოპარვია მათი რაღაცნაირი მზერა.. მანქანაში ჩასხდნენ თუ არა ჰკითხა.. - ანა მოგწინს არა?.. - კი სესი.. უკვე იმდენი ხანია.. არც კი ვიცი, როგორ არ გადამავიწყდა აქამდე.. - ადრეც იცნობდი?.. - კი.. შენ ჯერ კიდევ პატარა იყავი.. არც იცნობდი მათ..ერე საერთოდ წავიდნენ და ვერც გაგაცანი.. მე და დემეტრე კლასელები ვართ.. ანა ჩვენზე ორი წლით პატარაა.. სულ ყოველთვის ლამაზი იყო და რაც მთავარია ძალიან თბილი.. ამიტომ შეუძლებელი იყო არ მოგწონებოდა.. ის გრძნობა კი აქამდეც მოვიდა.. არასოდეს მითქვამს, რადგან ყოველთვის მეგობრად მივაჩნდი.. - ახლა არამგონია მეგობარივით გიყურებდეს.. მისი თვალები სულ სხვა რამეს იძახიან.. - არ ვიცი - მხრები აიჩეჩა ლაზარემ.. დღეები ააე გაფიოდა.. ყოველ დღე სესილი ერთ პუნქტს ამატებდა თავის ბლოკნოტში, დემწტრეს კი მერვები აცრჩობდა.. ლუკას დაბადების დღეც მოახლოვდა.. სესილიმ ნია დაიჭირა და მთელი დღე მაღაიიდან მაღაზიაში ატარა.. საბოლოოდ ორივე ქალბატონი ულამაზესად გამოეწყო და ლუკას დაბადების დღეზე გაემართა.. სესილის მოკლე, ნაზი ნაჭრისგან შეკერილი იისფერი კაბა ეცვა.. ამ გერზე კი მისი ცისფერი თვალები უჩვეულოდ ლურჯდებოდა.. ნიას გამოყვანილი წითელი კაბა და შესაბამისი ფეხსაცმელი.. ყოველ წუთს მალაბდა დემეტრე ემოციებს, მაგრამ იმ წამს, როდესაც სესილი დაინახა, ყველაფერი სახეზე დაეწერა, თუმცა მალევე მოთოკა თავი და იქვე მყოფ ლიკას მიუბრუნდა.. ყველაფერი კარგად მიდიოდა.. ნია ცოტა მორცხვად იყო, ამიტომ სესილის არ შორდებოდა.. ცოტა ხანში სესილი საპირფარეშოსკენ გაემართა, თუმცა ვიღაც ძლიერად მიეჯახა და დაეცემოდა, რომ არა დემეტრეს ძლიერი მკლავები.. რამდენიმე წამში მოექცა მის მკლავებში და მისი სურნელით გაბრუვდა.. ასე ემართებოდა ბოლო დროს, რატომღაც მთლად გულგრილი ვერ იყო და ამ გრძნობას ებრძოდა, რადგანაც ფიქრობდა, რომ ეს მას კარგს არაფერს მოუტანდა.. გონს მალე მოეგო, ჩვეული მხიარულებით გადაუხადა მადლობა და გზა განაგრძო.. თავად ვერ შენიშნა, მაგრამ არც დემეტრე იყო კარგ დღეში.. რაღაც უცნაურს გრძნობდა, თითქოს გააშეშა სესილის მზერამ.. სირნელმა კი მთლად გათიშა ამ სამყაროსგან.. ისევ სესილის სიტყვები ჩაესმა - გმადლობ - ამის შემდეგ ძლივს მოეგო გონს, მაგრამ.სეაილი მასთან არ იყო.. მთელი ის პერიოდი კი, როდესაც სესილი გასული იყო, ნიას ლუკა მარტო არ ტოვებდა.. უამრავ თემაზე დაელაპარაკა.. საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება შეექმნათ ერთმანეთზე... მალე კი წყნარი მელოდია გაისმა და დანარჩენებივით ცეკვა დაიწყეს.. ლაზარეც იყო მიწვეული.. თუმცა მისი ინტერესის ობიექტი მხოლოდ ანა იყო.. თავიდან თვლიდა, რომ უბრალოდ მოსწონდა, შემდეგ ფიქრობდა, რომ ბავშვური აკვიატება იყო, თუმცა არა და არ დაავიწყდა.. ახლა კი გრძნობამ ისევ გამოიღვიძა.. რაც მთავარია, ახლა ანასგანაც სხვანაირ დამოკიდებულებას გრძნობდა.. მართალიც იყო.. ანას უცნპბი გრძნობებოს კორიანტელი ჰქონდა თავში, თუმცა საკუთარ თავთან არ ტყდებოდა.. ვალსის მელოდიას ორივემ ერთად ააყოლა ტანი... შუაგულ დარბაზში იდგა დემეტრე და ლიკას ეძებდა, როდესაც ისევ ვიტაც შეეჯახა და ეა ვიღაც ისევ სესილი აღმოჩნდა.. დემემეტრემ დაიჭირა და მკლავებში მოიქცია.. შთაბეჭდილება შეიქმნა იმის, რომ ცეკვავდნენ.. სესილი წასვლას აპირებდა, როდესაც გაუცნობიერებლად მოუჭირა დემეტრემ ხელი და ოქვე დატოვა.. ასე ცეკვავდნენ, მანამ ლიკა არ გამოჩნდა.. სეაილი მალევე მოშორდა დემეტრეს და თავის ადგილს დაუბრუნდა.. მუსიკა არა და არ ჩერდებოდა.. უყურებდა სესილი დემეტრეს და ლიკას და რატომღაც ცუდ ხასიათზე დგებოდა.. დიდ ხანს არ დატოვეს სესილი დამჯდარი.. ვიღაც მიუახლოვდა და მოხდენილად გაიწვია საცეკვაოდ.. მხოლოდ თავად იციან, როგორ უნდოდათ ერთმანეთთან ცეკვა, თუმცა არ აკეთებდნენ ამას.. დემეტრეს მუშტი შეეკრა.. სესილი კი არც უყურებდა მას.. სიმღერაც როგორც იქნა დამთავრდა და სესილიმ გადაწყვიტა ლუკასთვის საჩუქარი გადაეცა.. - მე მინდოდა ჩემი საჩუქარი დიდ ხან გხსომებოდა, ამოტომ აი - გასაღები გადასცა - ეს შენი სამხატვრო სახელოსნოს გასაღებია, იმედი მაქვს, რომ იქაურობა მოგეწონება.. ძალიან გაახარა ლუკა სესილის საჩუქარმა.. ეს მართლაც ძალიან სასიამოვნო იყო მისი მხრიდან.. დღემ შესანიშნავად ჩაიარა.. არც ისე ადრე დაიშალნენ. სესილის ერთი ჭიქა შამპანიირი დაეჭია და საოცრად მსუბუქად გრძნობდა თავს.. წასვლის წინ თავისი ტელეფონის ძებნა დაიწყო.. ახსოვდა, რომ სამზარეულოში, რომრლიღაცა კარადის თაროზე შეინახა.. შევიდა და ფეხის წვერებზე აიწია, რომ ტელეფონს მიწვდომილიყო.. უეცრად იგრძნო ვიღაცის მიახლოვება.. დემეტრე ცალი ხრით ეხებოდა მას და სესილის ტანში სასიამოვნოდ ცრიდა.. დემეტრემ ხელი ასწია და ტელეფობი ჩამოიღო.. სესილიმ.გამოართვა და მადლობა გადაუხადა.. დემეტრეც სასმლისგან იყო გაბრუებული და თავს ვეტარ იკავებდა.. ნელ-ნელა სახე სეაილისკენ მიჰქონდა, რომ ეკოცნა, მაგრამ სწორედ ამ დროს შემოვიდა ლაზარეც და სესილი ოთახიდან გაიყვანა.. დემეტრეც გონს მოეგო.. - რა მჭირს, ასეთი სუსტი არასოდეს ვყოფილვარ - მუშტი დაარტყა კედელს და ურცრად საკუთარი გულისცემა იგრძნო, რომრლიც გაორმაგებოდა.. თავი აქეთ-იქით გააქნია და ოთახი დატოვა.. სესილი საწოლზე ვარსკვლავის ფორმაზე ეგდო და ფიქრობდა.. ეს გრძნობა მისთვის რაღაც ახალი იყო.. არც იცოდა რა იყო ეს.. წამოდგა და საკუთარი გულისცემის ხმაც ლამის გაიგო.. ხელი მიიჭირა გულთან და თვალები დახუჭა.. წამით ისევ დემეტრე წარმოიდგინა.. ურჩხული, რომელშიც ნელ-ნელა, თიმცა მაინც ამჩნევდა ადამიანს.. მისი შეხება, ისევ დაბურძგლა ამის წარმოდგენისას.. ცოტა ხანს ასე იყო, შემდეგ წამოწვა და დაზინება სცადა.. შუაღამისას ძლივს მიეკარა ძილი.. თუმცა ეს სასიამოვნო დღე მაინც კოშმარმა ჩააშხამა.. ამჯერად ძილში ყვიროდა.. ლაზარე კი, რომელიც მათთან დარჩენილიყო, უკვე ოთახში იყო და ამშვიდებდა.. . მეორე დილით ყველაფერი თავის ადგილზე დადგა.. ლაზარემ, როგორც ყოველთვის ივარჯიშა და სამსახურში წავიდა.. სად იყო და სად არა ანამ მისწერა და შეხვედრა დაუნიშნა.. კაფეში დასხდნენ და საუბარი დაიწყეს.. დიდ ხანს გაუგრძელდათ საუბარი.. ანა სახლში მიაცილა და იფიქრა, რომ ბარემ სესილისაც გაიყოლებდა.. თუმცა სესილი სულაც არ აღმოჩნდა მათ სახლში.. ამინდი ირეოდა, ამიტომ გადაწყვიტა დალოდებოდა და წაეყვანა... ... დილით სესილი ჩვეულებრივ გამოცხადდა სამსახურში.. დემეტრემ კი გადაწყვიტა, რომ მასთან ასე ახლოს აღარ ყოფილიყო და ამიტომაც მშემებლობაზე გაგზავნა, რაღაც საბუთების გადასაცემად.. რა თქმა უნდა საქმე მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ უფრო მეტად მისგან შორს ყოფნა უნდოდა დემეტრეს, რადგან მის გვერდით ისეთი ვეღარ იყო, როგორიც ჩვეულებრივ არის ხოლმე.. მის გვერდით სუსტი და უნებისყოგო ხდება, ამიტომაც ამას როგორც შეუძლია ისე ებრძვის..... ... ლუკას გაეღვიძა თუ არა თვალში კამოდზე მდგარი სადა შავი ყუთი მოხვდა თვალში.. გახსნა და საათი დაინახა, წერილთან ერთად.. ნიას წერილი იყო.. ვერ მოახერხა საჩუქრის პირადად გადაცემა, ამიტომ დაუტოვა ოთახში.. ლუკას ბაგეები ღიმილმა გააპო.. იყო რაღაც ისეთი ნიაში, რაც სხვა გოგოებში ვერ შეამჩნია.. მეხსიერებაში ნათლად შორჩა მისი ლამაი სილუეტი, დახვეწილი მანერები და მეტყველება.. მერე რა, რომ ნია არ იყო შეძლებული, მას ყოველთვის დახვეწილი მანერები ჰქონდა.. მისი ღიმილი გაიხსენა ლუკამ და საოცარი გრძნობა დაეუფლა.. პირდაპირ საცელოსნოში გაემართა და დასახატად მოემზადა.. დიდ ხანს ამპძრავებდა ფუნჯს აქეთ-იქით.. ხატავდა მთელი შთაგონებით, მთელი სინაზით.. სურათს ბოლო შტრიხიც შეჰმატა და დააკვირდა.. სურათიდან მომღიმარი ნია უცქერდა.. უყირებდა და მეხსიერებიდან არ ეშლებოდა ის.. მისი ნახვა უნდოდა, მაგრამ მასზე ბევრი რამ არ იცოდა, ამიტომ ჯერ სესილისთვის უნდა გამოეკითხა ყველაფერი, ამიტომ სახლში დაბრუნდა.. გზად გამუდმებით ნიას ნაყიდ საათს დასცქეროდა.. ძალიან მოსწონდა, უპირველწსად იმიტომ, რომ ის ნიას ნაყიდი იყო.. ერთი ნახვით შეძრა ნიამ მისი არსება.. ახლა კი უნდოდა, რომ უფრო მეტად დაახლოვებოდა გოგონას, რომელიც მხოლოდ ერთხელ ნახა და ასეთი მოჯადოებული დარჩა.. ****** ესეც შემდეგი თავი.. იმედი მაქვს მოგეწონებათ.. ველოდები თქვენს კომენტარებს... შეცდომებისთვის ბოდიში, ტელეფონით ვწერ და ისე ვტვირთავ, რომ არ გადამიკითხავს.. მიყვარხართ და გელით კომენტარებში ♥♥♥ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.