შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის დოზა (1)


5-04-2016, 20:45
ავტორი Kyla
ნანახია 1 501

თავჩაღუნული შევედი კლასში და ნრლი ნაბიჯით წავედი ჩემი მერხისკენ. დავინახე როგორ აიბზუეს ცხვირი ჩემი დანახვისას და თვალებზე ცრემლი მომადგა. ფრთხილად წავიღე ხელი სახისაკენ და შეუმჩნევლად მოვიწმინდე ცრემლი. რათქმაუნდა შემჩნევლად, მე ხომ ყურადღებას არავინ მაქცევს. არც მიკვირს, ამას უკვე შეჩვეული ვართ. დახეული ჩანთა სკამზე გადავკიდე და მეც იქვე დავჯექი. ერთ რამეში მაინც გამიმართლა, აქ მაინც ვახერხებ შედარებით თბილად ვიყო. სასაცილოდ ჟღერს არა, თქვენ ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ სადაც მე ვცხოვრობ იქ ამის ფუფუნება არ არის. მარტო ამის კი არა, საერთოდ არაფრის ფუფუნებაა. იქ მხოლოდ ჩემნაირები ცხოვრობენ. რამდენი ხანია ასე გრძელდება? 1წელი, 3, 7 თუ უფრო მეტი. არა, არც ამდენი. მაგრამ ჩემთვის ეს „არც ამდენი“ მთელი ცხოვრებაა. ბავშვობაა რომელიც წესით უდარდელი და ლაღი უნდა ყოფილიყო ჩემთვის. მაგრამ ასე არ მომხდარა. პირიქით... ერთი უკიდურესობიდან მეორეში ავღმოვჩნდი, იქ საიდანაც უკან დაბრუნება თითქმის შეუძლებელია. სწორედ ეს „თითქმის“ არის ჩემთვის ერთადერთი იმედი. იმედი წარსულისა და მომავლისთვის, იმედი იმისა რომ მეც ამ საზოგადოების ნაწილი ვარ. იმ საზოგადოების რომელიც ერთ დროს ჩემს გარშემო ბრუნავდა. მაგრამ ალბათ თავის დროზე საკმარისად ბევრი ვისწავლე, იმისათვის რომ დღეს ამ ყველაფერს შევეგუო და დავამარცხო. დავამარცხო ჩემზე მოშტერებული ამაზრზენი, ზიზღით სავსე თვალები, რომლებშიც სიძულვილი ჩანს. ბევრს უთქვამს ვერ შევეგუებუ როდესაც ვგრძნობ რომ ადამიანს ვებრალებიო. მაგრამ მე ასე სულაც არ ვფიქრობ, პირიქით სიბრალული გრძნობაა, საზღვარია სიძულვილსა და სიყვარულს შორის. შეუძლებელია იმ ადამიანს ებრალებოდე ვისაც სძულხარ. ეს მხოლოდ მას შეუძლია ვისაც უყვარდი, მერე რა რომ აღარ უყვარხარ, ის მაინც ვერასდროს შეძლებს შენს შეძულებას, მას შეებრალები, შეებრალები შენი ცხოვრების გამო.



№1 სტუმარი mariami

gaagrdzele rada gazarde tavebirapataraa:(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent