შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სუხარი (1 თავი)


5-04-2016, 23:35
ავტორი nasia
ნანახია 2 359

-კარგი რა ანა,არ დაიღალე მაინც ამ სუხარის ჭამით?-მეჩხუბებოდა ხრამუნისგან შეწუხებული ჩემი დეიდასშვილი ნანა
-ოო ნანა რით ვერ გამიცანი,ხო იცი ამის გარეშე არ შემიძლია-ვუთხარი მობეზრებულმა და სავარძელში უფრო კომფორტულათ მოვთავსდი.
-არა თან არც არასდროს არ თავსდება,ეს უფრო მიშლის ნერვებს,ახრამუნებ, ახრამუნებ და ტვინიც წაიღე
-მამა ამას მომაკლეებს? ხო იცი,რომ მასაც ძალიან უყვარს
-კარგი,კარგი,შენ ის მითხარი ბარგი თუ ჩაალაგე?
-კი ყველაფერი მზადაა,მთავარია შენმა ძამიკომ არ დააგვიანოს თორე,ხომ იცი დილას თუ ვერ წავედით მერე მანქანაში ცუდათ გავხდები სიცხეში
-რო დააგვიანოს მოვკლავ რა,თან ვიღაც მეგობრებიც მომყავსო-მითხრა და ნაყინი გემრიელათ ჩაკბიჩა
-აუუ,მეც მინდა ნაყინი-დავიწყე წუწუნი და წამოვდექი-მოიცა მოვიტან და მოვალ
სამზარეულოდან უცებ გამოვიტანე ჩემი საყვარელი სასუსნავი და ისევ განვაგრძეთ ბაასი
-რას ამბობდი,ვინ მეგობრებიო??-ჩავეკითხე ინტერესით
-არც მე ვიცი კარგათ,რომ ჩამოვალ გაგაცნობთ ჩემი ძმები და დები არიანო-თქვა ნანამ და ახლა ტელევიზორის პულტს დასწვდა
-ვაა დაჟე გოგო მეგობრებიც ყაავს? შეყვარებული არ ეღირსა მაგას თორე ისე ყველაფერი მოასწრო უკვე
-კარგი რა ანა,რა დედაჩემივით ლაპარაკობ,ჯერ ერთობა რა ბიჭი,თან 25 წლისაა კი არ დაბერდა-მითხრა ნანამ და თან გაიცინა
-არ დაბერდა,მაგრამ მინდა პატარებმა მალე ირბინონ სახლში
-გათხოვდი და გააჩინე მერე,ვინ გიშლის?
-27 წლამდე მოგიწევთ ჩემი ატანა,ხო იცი ჩემ თავ პირობა მივეცი,მანამდე არ გავთოვდები თქო-ვთქვი და სასაცილოთ დავმანჭე სახე
-ჯერ 22-ის ხარ და აბა დარჩენილხარ შინაბერა და ეგაა,ეეჰ ნეტავ კი ვინმე გამოჩნდეს და ხვალვე გავთხოვდები-სინანულით ჩაილაპარაკა ნანამ და მზერა ჭერს გაუშტერა
-შენც ისე ამბობ თითქოს 24 წლის კი არა 54-ის იყო,ან კიდევ მახინჯი,კაი რა
-კაი ხო ნუღარ მაცდენ,წავალ ნინო დეიდას დავეხმარები ნამცხვრის გამოცხობაში,აბა შენ ხომ არაფრის მაქნისი არ ხარ-მითხრა და სამზარეულოსკენ გაეშურა.
არა ნანა მართალი იყო,ასეთი რაღაცები არ მეხერხებოდა,თუმცა არც არასდროს მიცდია რაიმეს გაკეთება,ყოველთვის დედა იყო მზარეული და დიასახლისი ჩვენს ოჯახში თან არც მუშაობდა ამიტომ მშვენივრად უძღვებოდა ამ საქმეს.მე კიდევ,როგორც დედისერთა განებივრებული ვიყავი.ვაღიარებ ეგოისტი არ ვარ,არც მარტოობა მიგრძვნია არასდროს,ჩემი დეიდაშვილების გიოს და ნანას დამსახურებით.
მამაჩემი ვაჟა დადიანია,წარმოშობით სამეგრელოდან,თუმცა იქ არასდროს ვყოფილვარ და ჩემი ოცნებაა იმ ადგილების დათვალიერება.დედა ნინო ბარბაქაძეა,23 წლის წინ დაქორწინდნენ და სულ ცოტა ხანში მეც გავჩნდი.სწავლა წელს დავამთავრე, იურიდიული ფაკულტეტი და სამომავლოთ ადვოკატობას ვაპირებ.მომავალი წლიდან კი მაგისტრატუტაზე განვაგრძობ სწავლას.
მამაჩემს ღვინის კომპანია აქვს და გიორგისთან ერთად ამ ბიზესს უძღვება.ნანა კი მათემათიკის ლექტორია ერღ-ერთ კერძო უნივერსიტეტში.
ახლა კი ყველამ გადავწყვიტეთ ზაფხულში დაგვესვენა და ბათუმში წავსულიყავით.ძალიან მაინტერესებს გიორგის მეგობრები,რადგან არასდროს ახსენებს ხოლმე მათ.ბათუმში ნანას დედის ლანას სახლში მივდივართ,მაგრამ იქ არავინ დაგვხვდება,სახლი ჩაკეტილი აქვთ და მხოლოდ ზაფხულობით იყნენებენ.
სულ ცოტა ხანში ნაყინიც,რომ გამითავდა და ტელევიზორის ყურებაც მომბეზრდა,სამზარეულოში გავედი
-აბა შოლოლადის ნამცხვარს მიცხობთ?-თავი შევყავი და ისე ვკითხე საქმეში გართულ ქალბატონებს
-ხო დედი,თქვენ,რომ გიყვარს ზუსტათ ისეთს ვაცხობთ-მითხრა და გამიღიმა-ისე შენც თუ ისწავლი არ იქნება ურიგო
-კარგი რა დედა,ვისწავლი აბა რა,ოღონდ ჯერ არა,დრო ბევრი მაქვს-გავუღიმე მეც და თითით შოკოლადიანი ცომი ამოვიღე-აი ამ გემოზე ვგიჟდები-ჩავილაპარაკე და გემრიელად ჩავიტკბარუნე პირი
-ნეტა შენ რა,რო გათხოვდები და დედამთილი გამოგაბრუნებს უკან მერეც იძახე დრო მაქვსო-ვითომ გაბრაზებულმა ჩაიდიუდღუნა ნანამ და თან ეშმაკურად მიყურებდა
-ოო რა დროს გათხოვებაა და დამანებე საერთოდ თავი,წავედი მე ლანა უნდა ვნახო,ჩემი სათვალე უნდა დამიბრუნოს
-მერე უთხარი და ამოვიდეს,სად უნდა ნახო?-მკითხა გაოცებულმა ნანამ
-არა,ეჩქარება გოგო,დედამისის უნდა მიეხმაროს მაღაზიაში-ვუთხარი და კარისკენ წავედი.
ლანა ჩვენი საუკეთესო მეგობარია,ნანას კლასელი იყ და იქიდან მოყოლებული ერთად ვართ სამივე.
გარეთ საშინლად ცხელოდა,ახლა მართლაც მისწრება იქნებოდა ჩემი შანელის სათვალეები.
იმის გათვალისწინებით,რომ მე საბურთალოზე ვცხოვრობ,ლანა კი რუსთაველზე,თათბირის შემდეგ გადაწყდა,რომ ერთმანეთს კაფეში შევხვედროდით მარჯანიშვილზე.
კაფეში ტაქსით გასვლამ მომიწია,აბა მანქანა ჯერ ვერ მაღისეს დაა,თუმცა რას ვბრაზობ მართვის მოწმობის აღებას მე თვითონ არ ვჩქარობ.თან თეორია ნასწავლი მაქვს,მხოლოდ პრაქტიკული გაკვეთილების გავლაღა მინდა და მანქანასაც მიყიდის მამიკო.მაგრამ რა ვქნა,ზარმაცი ვარ,ძალიან ზარმაცი,შემიძლია რამოდენიმე დღე გადავაბა და სახლიდან საერთოთ არ გავიდე,თუ მომარაგებული მექნება საჭმელი და სასუსნავები.სიმსუქნეს არ ვუჩივი,აღნაგობა და გენეტიკა მაქვს ისეთი,რომ რაც არ უნდა ვჭამო 50 კილოზე ზემოთ არ ავდივარ,სიმაღლითან 177სმ-ი ვარ,ხანდახან ნანა მეუბნება,ბავშვობაში წყალს გისხამდნენო მე კიდე სიცილით ვეწინააღმდეგები -არა,სტაფილო მიყვარდა და იმან გამზარდა ასეთქო.
სახით დედას ვგავარ,მასავით ღია ყავისფერი თმა და ამავე ფერის თვალები მაქვს,აი ცხვირში და ტუჩებში კი ბებოს გავემსგავსე კურნოსა ცხვირი და პატარა ზედა თხელი ტუჩი მაქვს.მამის კი წარბები,თხელი და ოვალური.გარეგნობას არ ვჩივი,ბევრჯერ იყო შემოთავაზება სმოდელო სააგენტოებიდან,მაგრამ არასდროს მიზიდავდა ეს სფერო.
ამ ფიქრებში კაფემდეც მალე მივედი,იქ მისულს კი ლანა ადგილზე დამხვდა
-ჩემო გოგო,როგორ ხარ?-გადამკოცნა და თან მკითხა
-რა ვიცი ლანა,ამ სიცხეში ძლივს ვარსებობ-დაღლილმა ვუთხარი და ტელეფონი მაგიდაზე დავდე
-ხო ცხელი ზაფხული გველის, კიდევ კარგი ზღვაზე მივდივართ თორემ რა გვეშველებდა
-აბაა,მე ბარგიც ჩავალაგე უკვე,იცი რა გუმლავიწყიც ვარ და რაიმე,რომ არ დამრჩეს წინ წავიგდე საქმე-ვუთხარი გაღიმებულმა და ჩვენთან მოსულ ოფიციანტ გოგონას ავხედე
-რას ინებებთ-თავაზიანათ გვკითხა მან
-მე ცივ ყავას დავლევ-უპასუხა ლანამ და ჩანთიდან კოლოფი ამოიღო
-მეც იგივე-გავიმეორე და დაქალს დავაკვირდი
-აი გამომართვი,კარგი გოგო ხარ,რომ მათხოვე,ვგიჟდები ამ სათვალეზე
-კარგი რა,რა მადლობებით ამავსე,მეც ძალიან მიყვარს და თუ კიდე დაგჭირდა უბრალოდ თქვი-გავუღიმე და სათვალე ჩემს ჩანთაში ჩავიდე
-ყავა დავლიოთ და მე უნდა გავიქცე,დედა მელოდება
-ხო,მეც მეჩქარება-ჩაფიქრებულმა ვთქვი.ამ დროს ოფიციანტმა ყავებიც მოგვიტანა და ისევ წავიდა,ლანამ გაკვირვებულმა შემომხედა
-შენ სადღა გეჩქარება?
-მელოდებიან-უდარდელათ ჩავილაპარაკე და მისი კიდევ უფრო გაოცებული სახე არ შევიმჩნიე
-ვინ გელოდება გოგო,არ გამაგიჟო-ბოლოს გაცხარებულმა ლამის მიყვირა,მე კი სიცილს ძლივს ვიკავებდი
-კარგი,კარგი,არ მცემო,ვინ მელოდება და დედას გამომცხვერი შოკოლადის ნამცხვარი-დავასრულე ნათქვამი და ბოლო ხმაზე ავხარხარდი
-მასხარა ხარ რა-მითხრა და წამოდგა-კარგი წავედი მე ეხლა და ზეგ შევხვდებით,გამოვალ მე თვითონ
-კარგი აბა პაკა.
ლანა წავიდა,მე კი ჩემი ცივი ყავა ბოლომდე დავლიე ანგარიში გავასწორე და კაფე დავტოვე.
მომდევნო ერთმა დღემ ზერელეთ ჩაიარა,სახლში ვიყავით მე და ნანა,როგორც ყოველთვის ახლაც ვერთობოდით და სიცხეს ვებრძოდით.მერე ლანამაც შემოგვირბინა და ვიწუწავეთ კიდეც,გიჟები არ გეგონოთ უბრალოდ ყველაფერი სპონტანურად მოხდა და ერთმანეთს ავყევით.შემდეგ ყველანი დავიშალეთ და დასაძინებლათ წავედით.რახან ღამე იყო ბარემ დარჩნენ გოგოებიც,მეორე დღეს ვერც კი გავიგე,როგორ ადგნენ.მე,რომ გამოვფხიზლდი,უფრო სწორეთ მაღვიძარამ დარეკა,ისინი საწოლში არ იწვნენ.მისაღებიდან კი ხმაური გამოდიოდა,მივხვდი,რომ გიორგი მოვიდოდა,ამიტომ მოკლე შორტით და ჩემი ტოპი საღამურით გავტანტალდი.ცოტა ხანში კი უცხო 5 წყვილი უცხო თვალი გაკვიტვებულები მიცქერდნენ,მე კი ისინი არც შემიმჩნევია ისე გავიქეცი გიორგისკენ და კისერზე ჩამოვეკიდე.
-როგორ მომენატრე დამპალო ბავშვო,იცოდე ამდენი ხნით აღარ წახვიდე ხოლმე-ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე
-მაგას მე მეუბნები გოგო?-მითხრა სიცილით-შენზე 3 წლით დიდი ვარმ,თითქმის 4 ით
მერე უცებ გამოვძვერი მისი მკლავებიდან და იქვე მდგარ ბავშვებზე გადავიტანე მზერა.გავოცდი,როცა ერთ-ერთ მათგანში ჩემი ყოფილი შეყვარებული,ნიკა ამოვიცანი,მართალია ერთმანეთი თითქმის 6 წელია არ გვინახავს,მაგრამ მაინც მივხდი ვინც იყო.
-ანა,გაიცანი ჩემი მეგობრები,ნიკო,ნიკა,მეგი,ილია და ანრი-სათითაოდ გამაცნო ყველა-ეს კი ჩემი გიჟი დეიდასშვილია ანა
თავიდან დავიბენი,არა ნამდვილად ნიკა იდგა ჩემს წინ,მაგრამ გამაოცა იმ ფაქტმა,რომ ის არც კი მამჩნევდა,ნუთუ დავავიწყდი?!
-სასიამოვნოა ბავშვებო თქვენი გაცნობა,იმედია დავმეგობრდებით და ერთად შესანიშნავ დროს გავატარებთ-ვუთხარი ყველას და თან გავოიღიმე
-ჩვენც გვიხარია შენი გაცნობა-მორცხვათ მითხრა მეგიმ და ხელი ილიას მოკიდა,მივხვდი ალბათ ესენი შეყვარებულები არიან
-კარგით ეხლა,აბა ავიბარგეთ და გავნაწილდით მანქანებში-თქვა გიორგიმ და მაშინვე წამოვიშალეთ.
მალე მოვწესრიგდი,ჩემი გამზადებული ნივთები ავიღე და მშობლებთან გავედი მისაღებში
-სად არიან ბავშვები-ვიკითხე,როცა აღარავინ დამხვდა
-მანქანებში გელოდებიან დედიკო,მალე თორე წავალთო-სიცილით მითხრა და ლოყაზე მაკოცა
-აბა ჭკვიანად იყავი ჩემო გოგო და იცოდე გიორის დაუჯერე-დამარიგა მამაჩემმა და მანაც მაკოცა-თუ რამე დაგჭირდა დამირეკე-ბოლოს დაამატა და ხელი გამიშვა
-ჩემოდნები ჩაიტანეს უკვე-მითხრა დედამ-შენი ჩანთა აიღე და წადი.
კიდევ ერთხელ მოვეხვიე მათ და გარეთ გავედი.ისევ ისე ცხელოდა,კიდევ კარგი შორტები და თხელი მაისური ჩავიცვი.გიორგის მანქანისკენ წავედი და როცა კარი გამოვაღე ადგილი არ იყო ლანა წინ იჯდა,ნანა,მეგი,ილია და ნიკო კი უკან
-ჰეი,მე სადღა უნდა ჩავეტიო?-ვკითხე გაბრაზებული ტონით
-ნუ დაიგვიანდებიდი და ჩაჯდებოდი ჩემთან-მითხრა გიორგიმ და ტან გაიცინა
-აუ,კარგით რა ეხლა რა ვქნა,ფეხით წამოვიდე?
-არა,ნიკას მანქანაშია ადგილი და წადი იქ ჩაჯექი.
საშინლად არ მინდოდა მის მანქანაში ჯდომა,მაგრამ რას ვიზამდი,ბუზღუნით წავედი თეთრი მანქანისკენ და უკანა კარი გამოვაღე,წინ ის ვაჟბატონი და ანრი იჯდნენ



№1 სტუმარი Dolo

Dzaan kaia damainteresa male dade raa

 


№2 სტუმარი mariami

dadera male shemdegitavi *-* usazgvrodd momewona :)) ogond dzaan banaluri argaxadora

 


№3  offline წევრი MegMorgan

ველოდები, მალე დადე,უმაგრესია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent