შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

13 თვე (16)


5-04-2016, 23:51
ნანახია 2 603

***


შეზლონგებზე იყვნენ დაყრილები და მზეს ეფიცხებოდნენ გოგონები. ბიჭები კი ზღვაში იგრილებდნენ თავს. მარიამი უჩვეულოდ გაღიმებული იწვა და მზეს უშვერდა სახეს.

-მარიამ, რა ჩაიფიქრე?-ჰკითხა თიკამ.
-ო, აი სარძლოს ჰკითხე და გეტყვის,-უპასუხა მარიამმა.
-მე? მე რა შუაში ვარ!-გაიკვირვა ანკამ. მაიამმა სესილიასკენ მიანიშნა მეგობარს.
-ო, ეხლა რაღაცა სისულელეს იზამს და დააბრალებს ამ გოგოს რა!-აღშფოთდა თიკა.
-მარი, რა ჩაიფიქრე თქვი..!-უთხრა სესილიამ.
-აი, ცოტაც მოიცადეთ და ნახავთ!-ეშმაკურად გაიღიმა მარიამმა. რამდენიმე წუთი იყო გასული და მათკენ საკმაოდ სიმპათიური ბიჭი გამოემართა. მაღალი, თმა დაბალზე ჰქონდა, საკმაოდ ნავარჯიშევი სხეული და დიდი გაბუშტული ტუჩები. პერანგი ჰქონდა მოცმული და ისე მოაბიჯებდა ქვებზე. მარიამმა ბედნიერმა დაუქნია ხელი და ანიშნა მათთან მისულიყო. გოგოებმა გაოცებულებმა შეხედეს მარიამის გვერდზე დამჯდარ ბიჭს, რომელსაც კისერზე ჩამოკიდებოდა მარიამი.

-გაიცანით, ჩემი გუგაააა...-ბოლო ასოები გაწელა მარიამმა. თიკას გაეღიმა და დანარჩენები კი გაოცებულები უყურებდნენ. ბიჭის დანახვაზე მაშინვე ამოვიდნენ ზღვიდან ბიჭები და წარბაწეულები დაადგნენ თავზე. გუგა წამოდგა და სათითაოდ ხელი ჩამოართვა ბიჭებს.
-მარიამ იქნებ გაგვაცნო სახელის გარდა უფრო კარგად?-ჰკითხა ირაკლიმ.
-ეს არის ჩემი გუგა.. გუგა, ესენი ჩემი ახლო მეგობრები არიან ირაკლი, დათა და კოტე.-ისე უთხრა არც კი შეუხედავს ბიჭებისთვის. ირაკლი და დათა მაშინვე მიხვდნენ მარიამის ჩანაფიქრს და აყვნენ მარიამს. მარტო კოტოშა იდგა შუბლშეკრული და ზიზღით უყურებდა ბიჭს. დრო და დრო მარიამი კისერზე ეკიდებოდა გუგას და გუგაც არ აკლებდა კომპლიმნტებსა თუ საალერსო სიტყვებს. ყველა ძალიან ხალისობდა კოტოშას სახეებზე და ელოდებოდნენ ბომბის აფეთქებას. ძალიან მალე კოტოშა წამოხტა და სანაპიროდან წავიდა. ბავშვებმა ყურადღება არ მიაქციეს და გააგრძელეს გართობა.
უკვე ძალიან რომ დაცხა ყველანი სახლისკენ წავიდნენ და გუგას საღამოს შეკრებაზე შეუთანხმდნენ. სახლში ასულებს მისაღებში ტელევიზორთან დამჯდარი კოტოშა დახვდათ.

-ვაიმე, როგორ ცხელა..-თქვა მარიამმა და მის გვერდზე სავარძელში ჩახტა, სადაც კონდენციონერი უფრო მეტად უბერავდა. მეგობრები მაშინვე აორთქლდნენ ოთახიდან და დატოვეს წყვილი მარტო.
-გეთქვა შენი გუგასთვის და როგორც გაგახურებდა ისე გაგაგრილებდა კიდეც,-თქვა იორნიულად კოტოშამ და ლუდი მოსვა.
-ვაიმე, კოტ! არ გიხდება ცინიზმი..-არანაკლებ ირონიულად უთხრა მარიამმა.
-არც შენ გიხდება ვიღაც გუგები.
-ჩემს ცხოვრებას როგორ მივხედავ, ოკ?
-რაღაც ვერ ვატყობ რო კარგად აქცევ ყურადღებას შენს ცხოვრებას.
-როგორც შენ გესიამოვნება ისე ვერ ვიცხოვრებ, ბოდიში რა..-უთხრა მარიამმა და სავარძელში გადაწვა.
-უნდა იცხოვრო
-ბატონო?-გაიკვირვა მარიამმა.
-რაც გაიგე.
-ბევრის უფლებას იბრალებ, იცი?
-ხო იცი რომ კარგი მინდა შენთვის?
-მე რავიცი? საიდან უნდა ვიცოდე?
-კაი, ტო.. დებილი ხარ მართლა?-გაეცინა კოტოშას.
-თავი გაბია.
-არა, მამენტ მეც კაი დებილი ვარ აქამდე რომ მოვედი.
-კი, ნამდვილად.
-კაროჩე, შეეშვი მაგ გუგას.
-ძაან გამეცინა,-ძალით გაიცინა უკვე აფორიაქებულმა მარიამმა.
-კაი, მარი რა.. ნუ, მაიძულებ დათასავით მოვიქცე და ყველა შენს გვერდზე მდგომი თუ გამვლელი ვცემო ან ლექციები ვუკითხო..-მშვიდად უთხრა კოტოშამ მარიამს.
-მგონი, თავი დაარტყი ხო რაღაცას?-წარბაწეულმა შეხედა მარიამმა.
-თავს გარტყმევინებ შენ თუ ისე არ მოიქცევი, როგორც მე გეუბნები,-ისევ მშვიდი იყო კოტოშა.
-კაი, დამღალე უკვე. ნუ, ერევი ჩემს ცხოვრებაში.-თქვა მარიამმა და წამოდგა. კარებთან მისული არ იყო ძლიერი დატყმა იგრძნო, ძლიერი ხელები მის მხრებზე, რომელმაც კედელზე ააწება და დაინახა კოტოშას განრისხებული სახე.
-შეეშვი ერთი ადგილის თამაშს და გაახილე თვალები ცოტა!
-შენ ხო არ გააფრინე? შენი მორიგი ნაშა ხო არ გგონივარ აგრესიას რო დაანთხევ?-გაუყვირა მარიამმა.
-ნაშა არა, მაგრამ ჩემი მომავალი ცოლი რომ მგონიხარ ეგ კი ნამდვილად ვიცი,-უთხრა კოტოშამ და უცებ აკოცა. აკოცა და მარიამიც დარჩა გაოგნებულად!
-იმედია, ეხლა ბევრ რამეს მიხვდი, ხო?
-გაიწიე, რა..-ამოიხრიალა მარიამმა. კოტოშამაც ხელი გაუშვა და რამდენიმე ნაბიჯით უკან გაიწია.
-იმედია, იმას მაინც მიხვდი, რომ ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო,-ეშმაკურად გაეღიმა მარიამს და სანამ მართლა რამე მოხვდებოდა გავარდა ოთახიდან.

***
წინა ღამე იყო, სანამ თბილისში დაბრუნდებოდნენ. საყვარელ აივანზე ისხდნენ სესილია და დათა.

-მეშინია.-უთხრა სესილიამ დათას
-რისი?
-მომავლის
-რატო? გგონია ერთ დღეს აღარ ვიქნებით ერთად?
-მეშინია, რომ მიმატოვებ.
-მე შენ არასოდეს მიგატოვებ.
-როგორი ჯადოსნური სიტყვაა „მიყვარხარ“, არა? რაღაცა მთელ გრძნობას რომ ამოაყოლებ ისეთი..
-და ისეთი ჯადოსნურიც ვალდებულებებიც რომ მოჰყვება.
-რა იყო ნანობ?-შეცბა სესილია.
-არ ვნანობ. კიდე როდემე ვიქნებოდით მეგობრები?
-მარტო ეგ არის მიზეზი?-აუცრემლიანდა თვალები სესილიას.
-არა, ჩემი უსაზღვრო და უკიდეგანო სიყვარულია მიზეზი. მე ყველაფრისთვის მზად ვარ. ხედავ, როგორ შეცვალა „მიყვარხარ“-მა ჩვენი ურთიერთობა? მეშინოდა, რომ ასეთი არ იქნებოდა. მაგრამ იმაზე კარგია, ვიდრე მოველოდი..
-ეკა რომ არა..
-ეკა.. ეკა..-ჩაეცინა დათას,-ძალიან უყვარს ეკას ლაპარაკი, თან შენ ძალიან უყვარხარ და მოწონხარ.
-დათა..
-ჰო, ვიცი, ვიცი. ჯერ არ ხარ მზად, რომ გივიმ ან ნინამ გაიგოს.
-მაგიტომ მიყვარხარ.. უსიტყვოდ გესმის ყოველთვის ჩემი..-თქვა სესილიამ და დათას კალთაში გადაჯდა. თავი კისერში ჩაუდო და ღრმად შეისუნთქა დათას სურნელი.
-მე მინდვრის ყვავილების სურნელი მაქვს შენ კიდევ შენი, პირადი სუნი, რომელიც ჩემი პირადი სურნელია და არც შანელი, არც გუჩი და არაფერი შეედრება!-უთხრა სესილიამ და ჩაეხუტა საყვარელ მამაკაცს.

***
უნივერსიტეტი იწყებოდა. სესილიაზე მეტად ანკა ნერვიულობდა და იხვეწებოდა გაგაცილებ უნივერსიტეტშიო ჯერ მაინც არასრულწლოვანი ხარ და ვინმემ რამე არ გაკადროსო. ძლივს გადააფიქრებინეს ანკას, რომ არ გაჰყოლოდა პირველ დღეს უნივერსიტეტში სესილიას. იმიტომ გადაიფიქრა, როცა დათა თქვა რა გინდა უნივერსიტეტში არც მე ვაპირებ თუნდაც სესილიას მიყვანასო. რაღაცნაირად ეჭვიანობდა დათაზე ანკა. ირაკლის გამოჩენით სესილიას არასოდეს უგრძვნია დისტანცია ან ის, რომ ანკა აკლდა. ანკა კი გრძნობდა, რომ სესილიას იმდენი დრო აღარ ჰქონდა მისთვის, როგორც ადრე.. ადრე თუ სალაპარაკო ირაკლი იყო ან უბრალოდ ბევრი,ბევრი ბიჭები ახლა მხოლოდ ძმები ჯანხოთელებით თუ შემოიფარგლებოდნენ. მაგრამ! საშინლად მოსწონდა... იმიტომ რომ ნამდვილად ღირდა დათა იმად, რომ სესილიას მისთვის უფრო მეტი დრო დაეთმო ვიდრე ვინმე სხვისთვის.

პირველმა დღემ ძალიან კარგად ჩაიარა. კმაყოფილი ბრუნდებოდა სესილია სახლში, როცა ანკამ დაურეკა და ირაკლისთან სახლში „დაიბარა“ ეკამ მაგარი ნამცხვარი გამოაცხო და ბავშვები ვართ ამოდითო. ეკა იმ დღის მერე არ უნახავს და რაღაცნაირად ერიდებოდა კიდეც. არა, მართლა ძალიან ბევრს ნიშნავს „მიყვარხარ“. ბევრი იტყვის მთავარია მოქმედებით დაგანახოს, რომ უყვარხარ თორემ სიტყვები რა საჭიროაოო.. არა, მეგობრებო. ერთ სიტყვასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.. თან, აი, ასეთს არასოდეს რომ არ ცვდება!
დიახ, მიყვარხარ გაუცვეთელი სიტყვაა..
მხოლოდ მაშინ გვეჩვენება, რომ ხუნდება და ფერის გადასდის, როცა ხშირად ვამბობთ.
არა, იმას კი არ გეუბნებით ყოველ დღე არ უთხრათ საყვარელ ადამიანებს-მეთქი?!
მაგრამ..
იშვიათად ნათქვამ მიყვარხარს მე მჯერა, რომ უფრო მეტი ემოციის ამოფრქვევა შეუძლია.
უფრო მეტად აგაფორიაქებს და ზოოპარკს გამოაღვიძებს მუცელში..
რავიცი, რავიცი..
მე ასე მგონია..
სიყვარული ხო ინდივიდუალურია და ყველას სხვანარიად ესმის.

*****
-წამო რა, გავისეირნოთ. ჯერ ხო არ გაქვს სამეცადინო?
-დათი, რომელი საათია ხედავ?
-11 არის დაწყებული, მერე რა..
-რა ვუთხრა მშობლებს?
-რომ უთხრა დათა მოვიდაო ჩავალო უსიტყვოდ გამოგიშვებენ ვიცი, მაგრამ ამას ბევრი შეკითხვებიც მოჰყვება. ნუ, რადგან შენ არ გინდა, მაშინ დააბრალე ანკას ყველაფერი..-გაეცინა დათას,-ანკა ისეთი ავადმყოფია, არ გაუკვირდებათ ღამის 11 საათზე რომ სეირნობა შემოგთავაზოს!
-კაი, დამელოდე ჩავიცვამ და უცებ, ჩამოვალ..-გაეღიმა სესილიას. როგორ არ უნდოდა მშობლების მოტყუება, მაგრამ არც ის უნდოდა დათასთან ურთიერთობა გაესერიოზულებინა. არა იმიტომ, რომ დათა დააძალებდა იმიტომ რომ გივი და ნუგზარი იყვნენ ისეთი კატეგორიები გაოფიციალურებისთანავე მალე უბიძგებდნენ ქორწინებისთვის. შეიძლება ადამიანი იყო მზად ურთიერთობისთვის, მაგრამ ქორწინება უდიდესი პასუხისმგებლობაა! ოჯახი, ქმარი, შვილი.. ამის გაფიქრებაზე სესილიას გააჟრიალა. თუმცა, ვერ ვიტყოდი რომ ბოლომდე უსიამოვნოდ.

-დე..-სამზარეულოში შევიდა ნინოსთან, რომელიც ტელეფონზე ლაპარაკობდა.
-რა იყო, დე? უცებ მითხარი ეკას ვეჭორავები,-მიაყარა ნინომ.
-დე, გავისეირნებ რა.. რაღაც კარგი ამინდია, ძალიან არ ცივა და თუ წინააღმდეგი არ ხარ. მამა არაა სახლში და..-თქვა თავდახრილმა სესილიამ.
-კაი, დედიკო მაგაზე უარს როგორ გეტყვი? მამაშენი დღეს გვიან მოვა და ჩადი გაისეირნე,-უთხრა ნინომ და ტელეფონზე ლაპარაკი გააგრძელა. სესილია მაშინვე ოთახში შევარდა, ჩაიცვა და ნინოს გასძახა:
-დე, წავედი..
-დედიკო, მაგ შენს ამინდს უთხარი მალე მოგიყვანოს სახლში და თვითონაც მალე მივიდეს წინააღმდეგ შემთხვევაში ტორნადო დახვდება,-გაეცინა ნინოს. სესილია კი სახეზე მთლიანად აწითლდა და დედამისს დარცხვენილმა შეხედა.
-წადი, გაიქეცი. დედები გელოდებით, იცოდე,-უთხრა ნინომ და კოცნა გაუგზავნა სამზარეულოდან შვილს. სესილიაც ბედნიერი გავიდა სადარბაზოდან და დათას მანქანაში ჩაუხტა. გაღიმებულმა აკოცა შეყვარებულს, ღვედი გადაიკრა და ღიმილითვე მოათვალიერა გარშემო.

-რატო ხარ გაღიმებული?-ჰკითხა დათამ და ტუჩის კუთხე ჩატეხა.
-როგორ გამიმართლა მაგაზე ვფიქრობ და მეღიმება,-უპასუხა ბედნიერმა სესილიამ და დათას გადახედა, რომელიც წარბშეკრული უყურებდა გოგონას.
-ასე ძალიან თუ გაგიხარდებოდა ჩემი ნახვა, შემიძლია ამ წამსვე შევცვალო სიტუაცია,-ღიმილით დაემუქრა დათა.
-ხო, არ გავიწყდება რომ არასრულწლოვანთან გაქვს საქმე?-ჰკითხა სესილიამ.
-ჰო, ნუ ჯერ-ჯერობით,-ჩაეღიმა დათას. ბევრი იბოდიალეს, ისეირნეს ქალაქში. აი, იცით როგორ? კინოებში რომ არის ან ძალიან მაგარ სურათებში ( ზე-რომანტიულ სურათებში) ბიჭი, რომ საჭესთან ზის და გოგოს ხელი უჭირავს. მომენტებში, რომ კოცნის და ეფერება მის ხელს. წყნარი მუსიკა და რა გინდა ადამიანს ბედნიერებისთვის?! 12 საათი ხდებოდა თითქმის, როცა ნინომ ტირილით დაურეკა სესილიას:

-აუ, დედიკო.. გივი არ მოსულაა და ნუციკო ტირის ვერ ვაჩერებ. მალე მოდი, რა..-სესილიას მაშინვე თავბრუ დაეხვა. ნუციკოს იქნებ რამე ტკიოდა? არ იყო ნუცა მტირალა ბავშვი. მაშინვე გაფითრდა და შეშინებულ დათას გახედა:
-დათა.. ნუცა.. წამიყვანე რა..-დათამაც მაშინვე მოატრიალა მანქანა სახლისკენ და რაც შეეძლო სისწრაფით გაუყვა სესილიას სახლისკენ გზას. მაინც და მაინც მაშინ შეხვდათ წითელი შუქნიშნები.. სესილიამ ნერვიულობისგან ფრჩხილებზე წასმული ლაქი დაიჭამა.. დათამ სადარბაზოსთან მიაყენა მანქანა და გადმოვიდა.
-წამო, მარტო ხო არ გაგიშვებ..-უთხრა და ხელი ჩასჭიდა. სანამ ლიფტით სახლამდე ავიდნენ სესილია სულ მთლიანად კანკალებდა. სახლის კარი მაშინვე გააღო. ძალიან ბნელოდა სახლში..

-დედა..-დაიყვირა სესილიამ და უცებ, მთელი სახლი განათდა. მთელი სახლი მორთული იყო სხვადასხვა ენაზე მისალოცი ტექსტებით.ყველა იქ იყო..! ანკა და მისი მშობლები, ირაკლი და მისი მშობლები, კოტოშა, თიკა და მარიამი, ნინა და გივი.. დღეს ხომ სესილია 18 წლის გახდა..! ნინოს ტორტი ეჭირა ხელში, რომელსაც წამებშივე ანკამ მოუკიდა ცეცხლი და მისკენ სიმღერ-სიმღერით გამოემართა მთელი არმია. სესილიამ დათაზე ჩაკიდებული ხელი უფრო ძლიერად ჩასჭიდა და აცრემლებულმა ახედა ბიჭს, რომელიც ღიმილით უყურებდა:
-ჩაიფიქრე სურვილი და ჩააქრე..!-დაიძახა ანკამ. სესილიამაც ჩააქრო თუ არა ტორტი მაშინვე შუშხუნები აანთეს ბიჭებმა და შეძახილებით დააყრუეს მთელი სადარბაზო.

-ვაიმე, დიდი მადლობა ყველას! ანუ, ეს დაგეგმილი იყო?-იკითხა სესილიამ, როცა უკვე ყველაფერი დაწყნარდა და მაგიდას მიუსხდნენ.
-კი, დედიკო ყველაფერი აი, ამ ვაჟბატონმა მოიფიქრა,-თითით ანიშნა გივიზე,-და,აი, ამ ბიჭმა მოიფიქრეს!-ანიშნა დათაზე.
-ვაიმე, დიდი მადლობა..! ძალიან მიყვარხართ, რა..!-თქვა სესილიამ და კინაღამ ატირდა.
-კაი, შენი ჭირიმე არ გვინდა ეს ცრემლთა უღიმღამო დენა..! დღეს შენი დაბადების დღეა.. გეღირსა გოგო, დამეწიე..!! 18 წლის გახდი და რამე,-გაუცინა ანკამ და ჩაეხუტა მეგობარს. რა თქმა უნდა, მამა-პაპური ქეიფი გაიმართა. ნინო ნამცხვრებს ალაგებდა, როცა მასთან დათა შევიდა.

-ნინა, წყალი დამალევინე რა..-მორიდებით უთხრა დათამ. ნინომაც უხმოდ დაუსხა წყალი და მიაწოდა მორიდებით მდგარ ბიჭს.
-დათა, მადლობა.
-რისთვის?
-იმისთვის, რომ შენ ხარ სესილიას გვერდზე და არავინ სხვა..-უთხრა ნინომ და გაუღიმა. დათასაც გაეღიმა და გული გაუთბა პოტენციური სასიდედროს სახეზე. სესილიაც შემოუერთდა მოლაპარაკე დედასა და საყვარელ ადამიანს.
-აუ, ძალიან დიდი მადლობა რა!პროსტა, საიდან მოიტანე ნუციკოზე? იცი, როგორ ვინერვიულე?
-რა ვქნა დედიკო სხვა ვერაფერი მოვიფიქრე, რა..-უთხრა ნინომ და ღიმილით გახედა გვერდიგვერდ მდგარ დათასა და სესილიას.
-ძალიან კარგები ხართ, რა.. ცალ-ცალკე ჰო, მაგრამ.. ერთად? ვაფშე, პელეები ხართ როგორც ანკა იტყოდა!-უთხრა ნინომ და ორივეს ჩაეხუტა. სესილიას გული ამოვარდნას ჰქონდა.. ასეთი მოულოდნელობები დღეს საკმარისი იყო..! როგორ გააბედნიერა ოჯახმა, მეგობრებმა და დათამ ხო საერთოდ..
-შენი საჩუქარი..-დაიწყო დათამ. სესილიამ გააჩუმა ტუჩზე თითი მიადო:
-ჩემი საჩუქარი შენ ხარ..!-უთხრა და კარისაკენ გაიხედა. როცა დარწმუნდა, რომ ჩამი-ჩუმი არ ისმოდა მოწყვეტით აკოცა დათას და ნელი სვლით კარისაკენ გაემართა.
-ამ ყველაფერს ვიმახსოვრებ იცოდე და ერთ დღეს აუცილებლად, ასმაგად აგინაზღაურებ,-დაემუქრა დათა და მოსასულიერებლად წყალი დაისხა.


***

უხ...!! დიდი მადლობა ყველას..!
ძალიან კარგები ხართ და მადლობა ამ კარგი და თბილი დამოკიდებულებისთვის..!:)
ცოტაც დარჩა და ისტორიაც მალე დასრულდება:)



№1  offline წევრი mani156

აუურა საყვარლები არიიან^^ კოტოშას აფეთქებას ველოდებოდიი :დდდ

 


№2  offline წევრი gvanciii kereselidze

Dzaliann kargebii ariann data ra sayvareliaa
--------------------
G.ke

 


№3 სტუმარი tamuna

Es istoria yvelaze tbili da tkbilia

 


№4  offline წევრი ელენა ილდანი

როგორ მახარებთ !:)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent