შურისძიების წყურვილი 6
გავემართე. ახლა მივდიოდი ქალაქში სადაც არავინ მელოდა, არავინ მიცნობდა და მეც სწორედ ეს მჭირდებოდა!!!! რამდენიმე საათიანი მგზავრობის შემდეგ, მიუნხენის აეროპორტში დავეშვით და როდესაც აეროპორტიდან გამოვედი მივხვდი, რომ სულ სხვა განზომილებაში ამოვყავი თავი, სხვა გარემო, სხვა ხალხი, ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა, მაგრამ იმდენად არ არის ეს ყველაფერი ჩემი, რომ ეს განსხვავება შიგნიდან მანადგურებს. შენობიდან გავედი თუ არა ტაქსი გავაჩერე და წინდაწინ დაქირავებული სახლის მისამთი ვუკარნახე. შემდეგ ტაქსის უკანა სავარძელზე კომფორტულად მოვთავსდი და გარემოს დათვალიერება დავიწყე. ვუყურებდი შენობებს, ვაკვირდებოდი ხალხს და ვხედავდი არა ცალკე ინდივიდებს, არამედ ერთ მექანიზმად მომუშავე უზარმაზარ საათს, რომელიც შვეიცარიულ საათებს მოგაგონებთ, მათი პუნქტუალობა ზედმეტად შესაშურიც კი იყო ჩემთვის, მაგრამ ისინი თითქოს არა ადამიანებს, არამედ საუკეთესო, ბოლო თაობის რობოტებს გვანან, რომელთათვისაც უპირველეს ყოვლისა სამუშაოსადმი დიდი რაოდენობით შესრულების პასუხისმგებლობა ჩაუბეჭდავთ ტვინში. ამ ფიქრებში გართული მივადექით კიდევაც ჩემს ახალ დროებით საცხოვრებელს, მძღოლი დამეხმარა ჩანთების გადმოტანაში, შემდეგ ფული გადავუხადე და გავუშვი. სახლში შესვლისას ის ქალი გამოვიდა ვისგანაც ვაპირებდი ქირაობას და სახლში შემიძღვა, არაჩვეულებრივი იყო ყველაფერი, პატარა მყუდრო კოტეჟის სტილის სახლი სადაც თავისუფლად შევძლებდი განმარტოებას. ჩემი პატარა სახლი შედგებოდა: ორი ოთახისგან, მისაღებისგან, ორი სააბაზანოსგან, სამზარეულოსა და პატარა სპორტული დარბაზისგან სადაც ასევე შეგეძლო განტვირთვა, მომცრო ზომის აუზის საშუალებით. ყველაფერი ძალიან მომეწონა ამიტომ გადავწყვიტე ამ სახლში დავრჩენილიყავი, ასეც მოვიქეცი, ქალბატონ თანხაზე შევუთანხმდი და გავაცილე. ოთახში შევედი ჩემი ტანსაცმელი კარადაში შევალაგე, შემდეგ გავემზადე და სააბაზანოსკენ გავემართე, სადრღაც ერთი საათის შემდეგ გამზადებული გამოვედი და სამზარეულოში შევედი, მთელი დღის უჭმელობამ ახლა შემაწუხა, რადგანაც საღამო იყო გადავწყვიტე მსუბუქად მევახშმა და რადგანაც საჭმელი არაფერი იყო გარეთ გასასვლელად გავემზადე, რომ საჭმელი მეყიდა, მაგრამ მანამდე ჩემებს დავურეკე და ველაპარაკე, ვუთხარი, რომ მშვიდად ვიმგზავრე და არ ენერვიულათ შემდეგ ტელეფონი გავთიშე, მანტო მოვიცვი,რადგან უკვე ნოემბერი იწურებოდა და საკმაოდ ციოდა და გარეთ გავედი, იქვე მდებარე მაღაზიაში შევედი, რაც მჭირდებოდა ყველაფერი ვიყიდე და სახლში დავბრუნდი. პარკები სამზარეულოში გავიტანე, გამოვბრუნდი ქურთუკი საკიდზე დავკიდე და ისევ სამზარეულოში შევბრუნდი, რადგან მომემზადებინა ჩემთვის ვახშამი, რაც სალათისთვის დამჭირდებოდა მხოლოდ ისინი დავტოვე მაგიდაზე, დანარჩენი კი მაცივარში შევალაგე. სალათისთვის საჭირო ინგრედიენტები გავრეცხე და შუშის ჯამში ჩავჭერი ზემოდან კი ყველი მოვაყარე, თეფში გამოვიღე და ჩემს ვახშამს შევექეცი. ვფიქრობდი ჩემს ცხოვრებაზე და კიდევ ვერ დამეჯერებინა, რომ ერთ დროს დალაგებული ცხოვრება ასე ამერეოდა, მაგრამ თურმე ყველაფერი ხდება ჩვენ ხომ ცხოვრების მარიონეტებად ვიბადებით, ხოლო ვისაც გაუმართლებს თოკებისგან თავს იხსნიან, მაგრამ ასეთები მილიონში, მხოლოდ ერთი თუ მოიძებნება, მათ კი ვისაც ეს ბედნიერება წილად არ ხვდება მანამ არიან თოკებზე გამობმული მარიონეტრები ცხოვრების, ადამიანების თუ ნებისმიერი პიროვნების სანამ მიწა არ გახდება ჩვენი ერთადერთი საყდარი და თავშესაფარი, მაგრამ ვაი, რომ მას უკვე იმდენად ვერევით მისივე შიგთავსში, რომ ის მარიონეტული ცხოვრება გვირჩევნია, რადგან იქ იმედი ხომ მაინც გვქონდა, რომ ადრე თუ გვიან ჩვენც მოვიპოვებდით თავისუფლებას!!! „მიწა ვართ და მიწად ვიქცევით“ ამ ფიქრებში მოვრჩი ვახშმობას გასარეცხები ნიჟარაში ჩავდე, შემდეგ მაგიდა მივალაგე და ისევ დასარეცხ ჭურჭელს მივუბრუნდი. ჭურჭელიც, რომ დავრეცხე დასაძინებლადს წავედი რადგან ხვალ რთული დღე მელოდა წინ.!!! დილით 7 საათი იყო, რომ გავიღვიძე შეხვედრა 9 საათზე მქონდა დანიშნული. ამიტომავდექი თავი მოვიწესრიგე, იქაურობა მივალაგე და ქვემოთ ჩავედი, პირდაპირ სამზარეულოსკენ წავედი მაცივარში შევიხედე და გუშინდელ დატოვილ სალათს დავავლე ხელი, გემრიელად შევექეცი, რის შემდეგაც სახლი დავტოვე და იმ კოლეჯისაკენ გავემართე სადაც უნდა მესწავლა ყველაფერი, საკუთარი თავის დაცვის ჩათვლით, ამ კოლეჯში ნებისმიერი ვერ მოხვდება, მეც ბატონი თამაზის დამსახურებით ვარ აქ, როდესაც ვუთხარი თუ რას ვაპირებდი ეს ადგილი შემომთავაზა და თვითონვე დამეხმარა აქ მოხვედრაშიც. ახლა კი ვდგევარ ამ უზარმაზარი კარიბჭის წინ და ველოდები, როდის გაიხსნება, რომ მიზნისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგა!!! ლოდინმა დიდხანს არ მომიწია კარიბჭე გაიღო იქიდან კი ორი უზარმაზარი ახმახი შემიძღვა მათ იცოდნენ, რომ მოვიდოდი და მელოდებოდნენ, როგორც სჩანს უკვე. ეზოში შევედით იქ კი უზარმაზარი შენობა იდგა. შენობის მარცხნენა და მარჯვენა მიმდებარე ტერიტორია ენით აღუწერელ სილამაზეს გადმოგვცემდა. მისი მწვანეში ჩაფლული მიდამო გულგრილს ვერავის დატოვებდა. ასე ფიქრებში გართული მივადექით უზარმაზარ კარს, დავაკაკუნე და შესვლის ნებართვამაც არ დააყოვნა. -მობრძანდით! -უცნობი (მისი ხმა ისე მძიმედ გაისმა ოთახის შიგნით, რომ ერთ წამს ვიფიქრე განაჩენის მოსასმენად შევდივარ თქო!!! ოთახში შევედი და იქით გავემართე, სადაც ასე 45 წლამდე, სანდომიანი სახით მომზირალი კაცი იჯდა შავი თმით და მუქი შავი თვალებით. მივუახლოვდი მას და... -გამარჯობათ მე აილინ ყიფიანი ვარ! ალბათ უკვე შეგატყობინებდნენ ჩემს შესახებ! -დიახ აილინ დამირეკა თამაზმა! მე დავით ხარძიანი ვარ თამაზის ძმა!!! რა არის შენი მიზანი აქ რისთვის მოხვედი? ალბათ გესმის, რომ შენ მოკვლაც მოგიწევს და შენ ამისთვის ხაარ მზად?! ხარ მზად შეასრულო ყველანაირი დავალება მიზნის მისაღწევად!? მზად ხარ ამისთვის?! გაკვირვებულმა შევხედე კაცს, არა კი ვიცოდი, რომ ტასოს ბიძა ჰყავდა მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი თუ ეს იქნებოდა.მე ვინმე გერმანელი ცივი კაცი მეგონა!!! მაგრამ არც ეს იყო სიცივეში ნაკლები, მაგრამ მას მაინც ჰქონდა თბილი გამოხედვა!!! თავი მაღლა ავწიე და მის კითხვას პასუხი გავეცი... -მე იმისთვის ვარ მზად რის გამოც აქ ვარ. არ ვაპირებ ჩემს მიზანს გადავუხვიო, ყველაფერს გავაკეთებ, რომ გავძლიერდე. ყველაფერს რათა მიზანს მივაღწიო და სამართალმა იზეიმოს! -სამართალმა? საინტერესოა და შენ რატომ უნდა აღასრულო სამართალი? მკითხა და გამომცელად ჩამაშტერდა თვალებში!!! -იმიტომ, რომ მათთვის ციხე მხოლოდ და მხოლოდ სამოთხეა მე კი მათ ჯოჯოხეთი უნდა მოვუწყო!!! (ამდროს ჩემს თვალებს იქვე მდებარე სარკეში ჩავხედე და მე თვითონ შემეშინდა იქ დანახულის, რადგან მათში ლამდვილი ცეცხლი გიზგიზებდა და ელოდა მსხვერპლს, რომელსაც უახლოეს მომავალში მიიღებდა) დავითს შევხედე გაჩუმებული და ჩაფიქრებული მაკვირდებოდა და უცებ მან საუბარი დაიწყო.... -კარგი და იმედია არ ინანებ ამ გადაწყვეტილებას, რადგან უკან დასახევი გზა აღარ გექნება!!! აქ მხოლოდ საუკეთესოები არიან და ასრულებენ სხვადასხვა დავალებებს, რასაც შემდგომ შენც სეასრულებ!!! სანამ არ დაიხვეწები!!! -მე არასდროს ვნანობ იმას რასაც გადავწყვეტ რა შედეგიც არ უნდა მოჰყვეს მას! მაგრამ უკან დასახევი გზა ყოველთვის არსებობს, როგორც უკანასკნელი შანსი, რომელსაც ჩვენი შეშინებული გონება ბლოკავს, მაგრამ მე არასდროს ვიმართები გულის ან გონების მიერ, რადგან სწორედ მე ვმართავ მათ!!! კაცმა ოდნავ შესამჩნევად ჩაიღიმა და მითხრა... -მაშ კარგი მიღებული ხარ ჩვენს დიდ ოჯახში!!! უცებ ტელეფონი მოიმარჯვა და სადღაც დარეკა... -ლილი ჩემთან შემოდი!!! ყურმილი დაკიდა და რამდენიმე წუთში ოთახში ასე 18-20 წლის გოგო შემოვიდა. ლამაზი ყავისფერი თვალები და ყავისფერი თმები ჰქონდა, ლამაზი პატარა ცხვირი, სწორი ფეხები, არც ძალიან გამხდარია და არც მსუქანი (გოგონამ, როგორც წეღან გავიგეთ ლილემ ერთი შემომხედა, მზერა შემავლო და შემდეგ ლაპარაკი დაიწყო) -გისმენთ! -ლილე ეს აილინია მინდა შენობა დაათვარიელებინო და თავისი ოთახი აჩვენო!!! ლილე მე მომიტრიალდა და მითხრა... -სასიამოვნოა აილინ! იმედია დავმეგობრდებით! ( ეს მითხრა და გამიღიმა ძალიან საყვარელია) -ჩემთვისაც! იმედია მეც მოკლედ ვუპასუხე და გავუღიმე -როგორც ჩანს ერთმანეთს გაუგებთ!!!-დავითი -ახლა წამო, ჯერ შენს ოთახს გაჩვენებ და შემდეგ აქაურობას დაგათვალიერებინებ!!! ეს მითხრა და გასასვლელისკენ დაიძრა!!! -კარგი!!! ბატონ დავითს დავემშვიდობე და უკან გავყევი დიდ დერეფანს დავუყევით და ბოლოში ჩავედით, სადაც სულ ორი ოთახი იყო. დერეფნის მარჯვენა ოთახში შემიყვანა! ძალიან მომეწონა ზუსტად ისეთია, როგორიც მომწონს!! -აბა მოგეწონა? მკითხა ლილიმ და გამიღიმა -კი ძალიან კარგია ! მეც ღიმილით ვუპასუხე -კარგი რაც დაგჭირდება ყველაფერი აქ არის, სავარჯიშო ფორმის ჩათვლით! ახლა კი წამო ცოტახანს თან ვისადილოთ და თან დანარჩენებს გაგაცნობ! -კარგი! წამო ოთახიდან გამოვედით ისევ იმგზით წავედით საიდანაც მოვედით და დაბლა პირველ სართულისკენ გავემართეთ, სადაც სავარაუდოდ მსარები და სამზარეულო უნდა ყოფილიყო. ოთხ სართულიან სასახლის პირველი სართული უზარმაზარ მისაღებს სავარჯიშო დარბაზებს და სამზარეულოს ეკავა! მეორე სართულზე კი ჩემი ოთახი იყო!!! მისაღებში შევედით! იქ ასე 50-მდე ბავშვი იყო და ზოგიერთი ერთად იჯდა და საუბრობდა, ზოგიც წიგნს კითხულობდა, ზოგიც კი ტელეფონზე თამაშობდა!!! -ბავშვებო ერთ წამს ყურადღებას ვითხოვ-მიმართა იქ მყოფ საზოგადოებას ლილემ -ეს არის აილინი ჩვენთან ერთად გაივლის წრთვნას!!!შემდეგ კი მე მომიბრუნდა -დროთა განმავლობაში ყველას გაიცნობ!!! მითხრა და ისევ ისე საყვარლად გამიღიმა, როგორც იცის ხოლმე!!! -გამარჯობა ყველა ერთად მომესალმა -გამომყე ჩემს მეგობრებს გაგაცნობ მითხრა ლილემ და წინ წავიდა!!! -მეც ღიმილით მივესალმე მათ და ოთახის მარცხენა კუთხისკენ წავედი, სადაც სამი გოგო იჯდა პუფებში!!! მივუახლოვდი და კიდევ ერთხელ მივესალმე მათ! -გამარჯობა! -სალამი აილინ მე თეაკო ვარ! საშუალო სიმაღლის ქერა ცისფერ თვალება გოგონამ მითხრა და გამიღიმა! -მე მარიშკა ვარ!!! მას მიჰბაძა მაღალმა ყავისფერ თმიანმა გოგონამ, რომელსაც საუცხოო ლურჯი თვალები აქვს!!! -მე კიდევ ნაინა ვარ, მათ მიბაძა შავთმიანმა მაღალმა სუსტმა გოგონამ, რომელსაც საოცარი ჭაობისფერი თვალები აქვს -ჩემთვისაც სასიამოვნოა მითუმეტეს ქართველებთან ურთიერთობა მახარებს!!! გავუღიმე და მათ გვერდით ადგილი დავიკავე. გაცნობის შემდეგ კიდევ დიდხანს ვისაუბრეთ. მოგვიანებით კი წავედით ჩვენს ოთახებში. მეორე დღეს იწყებოდა ვარჯიშები ამიტომ დასვენება ნამდვილად გვჭირდებოდა. დღეები გადიოდა ხან ისე სწრაფად, რომ გაფიქრებას ვერ ვასწრებდი, ხან კიდევ, როდესაც უსაშველოდ მომენატრებოდნენ ჩემები მეგონა, რომ ის დღე აღარ დამთავრდებოდა და მე სულ ერთ ადგილას მომიწევდა ყოფნა ასე ყოველდღიური ფიქრებით ათი წელი გავიდა უსაშველოდ მენატრებოდნენ ჩემები მიუხედაბად იმისა, რომ ტასო ხშირად ჩამოდიოდა ჩემთან. ყოველდღიურმა წვრთნებმა და სპეც ოპერაციებში მონაწილეობამ შედეგი გამოიღო და ჯგუფში საუკეთესო შედეგი ვაჩვენე, ამის გამო გერმანიის სპეც დაზვერვიდან შემოთავაზება მივიღე, მაგრამ უარი განაცხადე, რადგან დრო იყო დავბრუნებოდი ჩემს სამშობლოს, მაგრამ კიდევ ერთ წლის გატარებას ვაპირებდი, რომ არა ტასოს გატაცების ამავი. დღეს დილით ბიძიამ დამირეკა, რომ ტასო გაიტაცეს და სასწრაფოდ დახმარებას მთხოვდა, თავის ძმას ვერ ჩარევდა, რადგან მათზეც გააფრთხილეს ასევე ვერ ჩარევდა პოლიციას, რადგან ეჭვი ჰქონდა, რომ რამოდენიმე გამტაცებელი პოლიციის თანამშრომელი უნდა ყოფილიყო.ამიტომ ეხლა აეროპორტში ვდგევართ მე, ლილე, თეაკო ნაინა, მარიშკა და ჩვენი რეისის გამოცხადებას ველით. და აი დაიწყო. რეგისტრაცია გავიარეთ და დავიკავეთ ჩვენი ადგილები. არავინ არ იცოდა, რომ ვბრუნდებოდით, არც თაზომ ამიტომ ყველასთვის მოულოდნელი იქნებოდა ჩვენი დაბრუნება, ფიქრებში ჩამეძინა და ვერც კი გავიგე როგორ დავეშვით. ძილიდან ხელის შეხებამ და ხმამ გამომიყვანა. -აილინ ადექი ჩამოვედით-თეაკო მეც თვალები გავახილე და, როდესაც დაბლა ჩავედი მივხვდი რას ნიშნავს, როდესაც რაღაც გენატრება და იმ ნატვრას ისრულებ. ეხლა ვხვდები, რომ მე კი არ ვცხოვრობდი, არამედ ვცოცხლობდი და ახლა, როდესაც ვიგრძენი ჩემი სამშობლოს სურნელი ხელახლა დავიბადე, გვერძე გავიხედე და დავინახე გოგონების ცრემლიანი თვალები, რაც იგივე მიზეზმა გამოიწვია რასაც სამშობლოს მონატრება ჰქვია. ამ ფიქრებით დავტოვეთ აეროპორტი და გარეთ გასულებმა მანქანა ვიქირავეთ (ხო სულ დამავიწყდა მეთქვა ჩვენები ჩემი გერმანიაში წასვლის შემდეგ საქართველოში დაბრუნდნენ) შავი ბრაბუსი ჩანთები უკან ჩავაწყეთ, მანქანაში ჩავჯექით დავძარი და ჩემს მონატრებულ გზას დავადექი. და მანამდე არ გავჩერებულვარ სანამ დიდი სახლის ჭიშკარს არ მივადექით, ჭიშკარი ავტომატურად გაიღო ჩვენც შიგნით შევედი და გაოცებულმა მოვავლე თვალი იქ არსებულ სიტუაციას და სანამ მანქანიდან გადავიდოდი ერთი ღრმად ჩავისუნთქე, რადგან ჩემი თავი ხელში ამეყვანა. გაინტერესებთ იქ რა დამხვდა არა?! როდესაც მეგონა, რომ ტასოს ეძებდნენ ძალიან შევცდი და არა იმიტომ, რომ ტასო არ აინტერესებთ არაა ის სულაც არ გაუტაცებიათ და ეხლა ეზოში სხედან მთელი ოჯახი და კიდევ სხვები და მხიარულად შეექცევიან ვახშამს.მანქანა ვეღარ დავიმორჩილე და ძლიერად მომიწია დამუხრუჭება ამ ხმაზე კიდევ იქ მსხდომებმა მოიხედეს გაკვირვებულებმა და დაიწყეს ლოდინი, როდის გადავიდოდით მათ ხომ არც კი იციან რა სიუპრიზი ელოდათ. მანქანის კარი გავხსენი გადავედი და მათკენ დავიძარი გოგონებიც უკან მომყვებოდნენ და ვგრძნობდი მათ დაძაბულ სხეულებს . ნელი, გრაციოზული დაბიჯებით მივიწევდით მათკენ და თან თვალს ვადევნებდი, როგორ ეცვლებოდათ ფერი და გულში მეცინებოდა, რადგან ახლა უკვე ნათლად ვგრძნობდი მათ მონატრებას და ამ ტყუილს მნიშვნელობას აღარ ვანიჭები, უფრო მეტიც მიხაროდა კიდეც, რომ მოიტყუეს და ისე ჩამომიყვანეს, მაგრამ ისე, როგორ ცოტა რომ არ მენერვიულებინა?! როდესაც უკვე მათ მაგიდასთან ვიყავი თვალი მოვავლე გარემოს და მკვეთრი ძლიერი ხმით მივესალმე იქ მყოფ საზოგადოებას. -გამარჯობათ!!!-მე იგივე გაიმეორეს გოგონებმაც და გაოგნებული საზოგადოება ფიქრებიდან გამოარკვიეს. -არ გველოდით?-მარიშკა ირონიულ სახეს იღებს და ისე ელაპარაკება, არ ვამტყუნებ სანამ ჩამოვიდოდით ერთი სიცოცხლე გავათავეთ ნერვიულობით და აქ კიდევ ისეთი მხიარულება სუფევს რომ მეტიც არ შეიძლება. სიტუაცია დაიძაბა და ჩვენი ფილმის მთავარი გმირიც გამოჩნდა. დამინახა თუ არა სირბილით გამოიქცა ჩვენსკენ და გახარებული გადაგვეხვია ყველას მე კიდევ მანამ არ მომეშვა, როგორც ბავშობაში, ისე არ დამიკოცნა ლოყები. დანარჩენებს კი ამის შემხედვარეს სიცილი აუტყდათ, ჩემი გოგონებიც გამხიარულდნენ მაგრამ არა ისე, როგორც იციან ხოლმე ჯერ კიდევ ელოდნენ პასუხს თუ რატომ მოგვატყუეს. ჩახუტებას რომ მოვრჩით დავინახეთ ჩემსკენ მომავალი ბებო, რომელსაც თვალებიდან ცრემლები სდიოდა მე კიდევ ყველაზე მეტად ვერ ვიტანდი, როდესაც ის ტიროდა. ერთი ნაბიჯი გადავდგი და გავჩერდი, მაგრამ არ დიდიხნით უცებ ფეხს ავუჩქარე და ერთი სიფრიფანა ქალი ხელში დავატრიალე. მთელი სახე დავუკოცნე და მონატრებულს ისე ძლიერ ჩავეხუტე ძვლებმა ტკაცუნი დაიწყო, როდესაც ბებოც მოვისიყვარულე ახლა ჩემ უსაყვარლეს თამარასაც მივუახლოვდი, ქალს ცრემლიანი ჰქონდა თვალები, მივედი და ის ცრემლები კოცნით ამოვუშრე , საოცრად მიყვარს ეს ქალი და რა ვქნა, შემდეგ ძლიერად ჩავეხუტე და გავცილდი ახლა კი ბატონ ტამაზსაც მივუბრუნდი წარბ აწეული და დავიწყე... -ბატონო თამაზ რამე ხომ არ გაქვთ სათქმელ?! წარბაწეული ვუყურებდი და გულში მეცინებოდა მის სახეზე პატარა ბავშვივით იყო, რომელსაც რაღაც დანაშაულზე წაასწრეს, ერთი შემომხედა და დაიწყო. -კაი რა აილინ აბა ისე ვერ ჩამოგიყვანეთ და-თაზო -ხოოო თავპირის მტვრევით ჩამოვედით 5 სპეც ოპერაცია ჩავაგდეთ და დაახლოებით 30 სპეც წვრთნა, ახლა რაღას იტყვით გასასამართლებლად ტავის?-მე -რას და მომენატრნენ ჩემი გოგოები-თაზო გაგვიცინა და ძლიერად ჩაგვიხუტა ყველა. ჩვენც მოვეშვით ბოლოს და ბოლოს ჩვენ სამშობლოში ვიყავით ჩვენს საყვარელ ხალხთან. წეღან ავღნიშნე უცხოებიც არიან თქო და ახლა კი მათ შევხედე და მათკენ გავემართეთ მაგიდას მივუსხედით ყველა ერთ მხარეს ჩვენ ვისხედით მეორე მხარეს კი ბიჭები , უფროსებმა დაგვტოვეს და დაგვიბარეს ეხლა ახალგაზრდები გაერთეთო. ჩვენც გავითვალისწინეთ და წავიდა ჩვეულებრივი გაცნობის ცერემონია . მაგრამ მანამდე ბოდიში მქონდა მოსახდელი.... -ბოდიშს გიხდით, აქ შესწრებული სცენის გამო გთხოვთ მოგვიტევოთ- მე ვუთხარი და თბილად გავუღიმე. -ბოდიში მიღებულია- უცნობი უმალ გამცა პასუხი ერთ-ერთმა და მანაც ღიმილით მიპასუხა აშკარა, რომ საოცრად კომუნიკაბელური და მხიარულია. -გაცნობის პასუხისმგებლობა ტასომ აიღო თავის თავზედა დაიწგაცნობის პასუხისმგებლობა ტასომ აიღო თავის თავზედა დაიწყო -ეს საბაა მის პირდაპირ მჯდარზე მიგვითითა, -გამარჯობა და სასიამოვნოა-საბა -ჩვენთვისაც- მეც ღიმილით ვუპასუხე - ეს ლადოა ახლა ნაინას პირდაპირ მჯდარზე მიუთითა, ჩემი დეიდაშვილი. მანაც თბილად გაგვიღიმა და თავი დაგვიკრა მისალმების ნიშნად -ეს გიჟი კიდევ დემეტრეა მარიშკას პირდაპირ მჯდარზე მიუთითა. ესეც ჩემი დეიდაშვილია ოღონდ მეორე დეიდასი. -ეტყობა- ჩუმად ჩაიქრქილა მარიშკამ, მაგრამ მაინც გავიგეტ და გაგვეცინა. დემეტრემ კი წარბაწეულმა გადახედა და როდესაც პირი გააღო რაღაცის სათქმელად ტასომ გააჩერა -დემეტრე ახლა არა-ტასო ისიც მორჩილი ბავშვივით გაჩუმდა, მაგრამ ვაი ამ გაჩუმებას მარიშკას ისეთი თვალებით გადახედა მტრისას:დ -ეს ანდრეაა ახლა თეაკოს წინ მჯდარზე მიგვითითა -სასიამოვნოა-ანდრეა თქვა და თბილად გაგვიღიმა -ეს კი იოანეა ჩემი სისხლის გამშრობი- ღიმილით გადახედა და ლილეს პირდაპირ მჯდარზე მიგვითითა -იოანემაც გაგვიღიმა (მოკლედ სულ ღიმილები არიან ეს ბიჭები რა:დ) და მანაც ტავი დაგვიკრა მისალმების ნიშნად -აი ეს კი (ახლა მაგიდის თავში მჯდომზე მიგვითითა უფრო კონკრეტულად, რომ ვთქვათ ჩემ გვერძე მჯდომზე)ერეკლეა ჩემი ბიძაშვილი. -შენ ბატონი დავითის შვილი ხარ?-მარიშკა ის კითხვა დასვა, რომელიც იმ წამს მეც და დარწმუნებული ვარ ყველას გაუჩნდა. -მან ერთი ამოგვხედა და თავი დაგვიკრა. -უიმე უჟმური, ერთი, რომ გაეღიმა მოკვდებოდა, სულ არ გავს ბატონ დავითს?! ტასომ ახლა ჩვენზე მიუთითა და სათითაოდ დაიწყო სახელების ჩამოთვლა -ეს ნაინაა, ეს მარიშკა, მარიშკას სახელის ხსენებაზე დემეტრემ თბილი კომენტარი არ დაიშურა. -ქაჯი-დემეტრე არც მმარიშკამ დააკლო -ქაჯის ხმა მესმის ნეარდელტალელო-მარიშკა რატომღაც ძალიან ჩხუბობენ ესენი:დ -ვინაა გოგო ნეარდელტალელი უცხოებთან მოქცევა არ გასწავლეს?უზრდელო-დემეტრე -შენ ვის რას ეუბნები გაუთლელო- მარიშკა ასე გრძელდებოდა კარგა ხანს ჩვენ კი ამ დროს უკვე გავიცანით ერთმანეთი მარტო ის უჟმური ვერ ავალაპარაკეთ. -წავედი თორემ რა გაუძლებს ამ ნეარდელტალელის ყურებას კიდევ ნახევარი საათი-მარიშკა -წადი წადი უკვე ვერაღ გიტან აქ, რომ გხედავ- უთხრა დემეტრემ და როდესაც მარიშკას შევხედე თვალები აცრემლიენებოდა, მაგრამ უცებ თავი შეიკავა სახე მიაბრუნდა და წასასვლელად მოემზადა,(ჩემი საბრალო გოგო, მიუხედავად იმისა, რომ საოცრად ძლიერი ხასიათი აქვს მაინც გულჩვილია და რა ქნას) -დაგველოდე ჩვენც მოვდივართ-ნაინა,ლილე, თეაკო.( სულ დამავიწყდა მეთქვა მათი მშობლები საქართველოში არიან და არც კი ელიან მათ შვილებს აქ. როგორც იცით ჯერ არ ვაპირებდით დაბრუნებას.) -კარგად იყავით მოხარულები ვართ, რომ გაგიცანით- ყველა ერთად დაემშვიდობა და როდესაც ბიჭებისგანაც იგივე მოისმინეს გასასვლელისკენ დაიძრნენ. მაგრამ ბიჭების ხმამ გაჩერა -ჩვენ წაგიყვანთ დაგველოდეთ. გოგონებს უარის თქმა უნდოდათ მაგრამ ბიჭებმა თქმა არ დააცადეს და რამოდენიმე მანქანაში გადანაწილდნენ. კონკრეტულად ლილე და იოანე ერთად რადგან ერთი გზა ჰქონდათ გასავლელი. ანდრეა და თეაკო ერთად ანდრეას სამსახურისკენ არის თეაკოს სახლი. ლადო, ნაინა,მარიშკა და დემეტრე კი ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი იჭიჭყინა მარიშკამ. მაგიდასტან მათი გაცილების მერე მხოლოდ მე ტასო საბა და ის უჟმური დავრჩით ცოტახანს კიდევ ვიყავით და უკეთ გავიცანით ერთმანეთი, შემდეგ კი ჩვენც დავიშალეთ და დასაძინებლად წავედით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.