გიჟი და უფრო გიჟი(დასასრული)
სამი ულამაზესი თვე გავიდა ჩვენს ცხოვრებაში. ოთოს დაბადების დღის შემდეგ ჩვენი ცხოვრება სასიამოვნოდ შეიცვალა, ისედაც ყურადღებიანი მეუღლე უკვე წამით აღარ მტოვებს .ისეთი საყვარელია დავცინი ხოლმე მე უნდა ვიყო ნაზი და საყვარელი და არა შენთქო ,მაგრამ არ მისმენს. ყველაზე დიდი საჩუქარი რაც ღმერთმა გამიკეთა ლაშა ,ის ხდის თითეულ წამს ბედნიერს ,მაშინაც კი როცა საშინელ ხასიათზე ვარ, ვბრაზობ ან ვტირი ისე უცებ ახერხებს ჩემს გახალისებას მერე რომ მინდება გავაბრაზო ვჩერდები. ასე რომ თუ ძალიან არ მომინდა რამე ისე ტყუილად არ ვუშვებ არსად, მირჩევნია გვერდით მყავდეს ვიდრე ირბინოს წინ და უკან. ცხოვრების წესიც შეგვეცვალა, სამსახურში ვეღარ დავდივარ ,სისუსტეს ვგრძნობ და სულ მინდა მეძინოს ,ნუ თუ სახალისო საქმე არ გამომიჩნდა რაც საკმაოდ მაქვს. „მოგვიყრიან“ ამ პაწაწუნა ბავშვებს“ ტყუილად ხართ სახლში ჩვენ შესვენება გვჭირდება, დაგვითმეთ დრო , კარგით რა იყოთ რეპეტიციას გაივლით, თქვენც ბავშვებივით აზროვნებთ“-მსგავსი სიტყვებით გვაბრუებენ მე და ჩემს მეუღლეს და გვყავს კიდეც ჩვენთან პატარა ალასანია, ჟღენტი ,დადეშქელიანს და დევდარიანს რიცხვი გაიზრდება მალე უკვე ველოდებით პატარა ჯაფარიძეების ქალბატონის დაიბადებას ,ანა სიხარულით აღარ იყო რომ გაიგეს სქესი, შემდეგ ჩემი ძმისშვილი დაიბადება და ბოლოს მე ვარ .ისინი კი წამომაზრდევინებენ ამ ბავშვებს და მერე ჩემს პატარას პროფესიონალურად მოვუვლი . ამას რომ ვამბობ სულ დამცინიან ნებისმიერი დედა პროფესიონალი ხდება მაშინვე როგორც კი ბავშვს დაიჭერსო კი მეუბნება სოფიკო მაგრამ მაინც. დილიდან ხომ არ მომასვენებენ მოკლედ . მძინავს ჩემთვის ,ლაშიკოს მკლავებში მოქცეულს ,ჩემი პატარაც არ მეხმიანება ,არც მშია და ამათ რა უნდათ გამაგებინეთ.ჩემი ლაშიკო მაინც დააძინონ წუხელ შუაღამით მომინდა შემწვარი წიწილა. მაგრამ მაინც არ ცერდება კარზე ზარი და რა გავაკეთო? -აუ ვინ არის -იწექი მე გავაღებ მაინც უნდ აგავსულიყავი.-ფრთხილად წამოვდექი ლაშიკო საწოლში დავტოვე და ქვემოთ ჩავედი-ვაიმე მოვდივარ ფეხმძიმე ვარ შვეულმფრენი კი არა -კარი გამოვაღე და აი ისიც ქალბატონი ანაბელი თან ერთი კი არა მთელი საგვარეულოს ბავშვები ჰყავს მოყვანილი -გაგიჟდი? შემოტევაა? რა ხდება რა -უკან მივყევი ცემს სახლში გაბატონებულ არმიას და სავარძელში ძლივს ჩავჯექი- ან ამ პატარა ბავშვს რას დაატარებ აქეთ-იქეთ ან ამათ სკოლა არ აქვთ დღეს? პირველივე კლასში რომ აცდენინებ რა დედა ხარ შენ -ოჰ დამიწყო უკვე რჩევები .მარიამ მოისვენე და ნუ ეჩხუბები დამიანეს მე ავიღე შენი მოსაცმელი და ჩანთაში მიდევს -აი ხომ გეუბნებოდი. ნეტა რაში მჭირდება -აბა დევდარიანებო და დადეშქელიანებო რით შემიძლია დაგეხმაროთ? -ამათ გიტოვებ იმიტომ რომ მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს დღეს კვირაა და ძიძა გავანთავისუფლე ისედაც ვერ იტანს მასთან ყოფნას ჩემი ლილიანა -დილამშვიდობის ლამაზებო და კარგებოოო- ლაშიკო შემოვიდა გაღიმებული, ანაბელს ბავშვი გამოართვა და ფრთხილად აკოცა პაწუწა თითებზე-რა ტკბილი ხარ პატარავ , რაო თორნიკემ და ანაბელმა გამოგაგდეს ისევ? -ასე გამოდის -ლუკამ თქვა და სამზარეულოსკენ აიღო გეზი- აუ კესო ჩემი საყვარელი ნამცხვარი გექნება ,დილით კი არ მიჭამია რამე -ვაიმე ჩემი საბრალო ბავშვი გოგო სიე წამოიყვანე არ აჭამე? რისთვის გყავს სახლში ოცი დამხმარე -არ მყავს ოცი -აუ რიცხვზე გაამახვილა მაინცადამაინც ყურადღება -მოკლედ რა ფეხმძმობამაც არ დაგამშვიდ.. აი მოვიდნენ კიდევ -შანსი არაა კვირას ყველა ისვენებს მე მამუშავებთ მარტო? თან მუცელი დიდი მაქვს თქვენს პუტკუნა ბიჭებს ევრ ვიჭერ და გამიწამდა ქმარი რა არის ეს რა წესია ლაშა გაყარე ყველანი ვსიო -დილამშვიდობის სიძევ ბატონო როგო ხართ?- ცოტნე მოეხვია -ასე ერთად რამ შეგყარათ -არ გითქვამს? -რა უნდა ეთქვა -რაღაც ჯანდაბა კონფერენციაა მერე შეხვედრა ნუ ერთი სიტყვით მთელი დღე ყველანი გასულები ვიქნებით -იქნებ მეც მოვდიოდი -რომ არ დადიხართ თქვენ ორნი ვიცით -კარგი სხვა ღიპუცებიც მოდიან? -არ ვიცი ალბათ კი ტუმცა რაღა დროს სიარულია იმშობიარებენ მალე -არ ვიცი ერთი ...მოიცა მიდიხართ უკვე? -თქვენი იმედი გვაქ -აუ ამათ მოვკლავ- გადავხედე ბაგა ბაღს თუ რაც არის და კიდევ კარგი ყველანი ჩუმად იყვნენ, მჭყავანა ლილიანა კი ეჭირა ხელში ლაშიკოს ,ეგ მთავარია ხელში გყავდეს და ჩუმდება იმ წამსვე ,ვერ იტანს ბავშვი საწოლში ყოფნას და რა გააკეთოს? რაც მუცელში იყო მშვიდად ახლა აწამებს ანაბელს და თორნიკეს. -წავალ მე ჩავიცმევ და მერე ვაჭამოთ -კარგი მიდი- ლაშიკოს ვაკოცე და წავედი. უკვე მიჭირს მოძრაობა არადა მხოლოდ ხუთი თვის ვარ . დიდი მუცელი მაქვს და რა გავაკეთო. სარაფანი მოვირგე და ქვემოთ ჩავედი, კვირა დღე იყო ბავშვები სკოლაში არ იყვნენ შესაბამისად ისხდნენ და ბავშვებს აქცევდნენ ყურადღებას. მარიამიც ეხმარებოდათ . მე და ლაშიკო კი საუზმეს ვამზადებდით ყველასთვის და აი დამხმარეც გამოჩნდა ქალბატონი ლილე . ჩემი გაბერილი , სხვა გაბერილებსაც დაურეკა და როგორც ყოველთვის დიდი ხმაური და არეულობა იყო ჩვენთან, მეც ეს მიყვარდა სწორედ და კი ვიყავი არაჩვეულებრივად. კიდევ კარგი ქალბატონი ნინოც შემოგვიერთდდა . თუმცა რათ გინდა ბავშვს ეგ ვერ იჭერს, ვერ უცვლის, არაფრის გაკეთება არ იცის ერთადერთი ალაგებაში დამეხმარა მე რა ლასას დაეხმარა, არ მაკეთებინებს ბევრ საქმეს . მხოლოდ ბავშვებს ვაჭმევ იმატაც რა ბევრი ამბავი უნდათ წვანან თავისთვის, გაიღვიძებენ ამომყავს ცოტა ხნით დავჭერ ვაჭმევ იძინებენ ,რა ანაღვლებთ რო? -დღეს ძალიან აქტიურობს ჩემი პატარა - ლილემ მუცელზე მოისვა ხელი და სახე დამანჭა- ძალიან მირტყამს -სად გაუშვი მერე ქმარი -მნიშვნელოვანი იყო თორემ არ წავიდოდა -ხო დამიტოვეს ცოლები ზოგმა ბავშვები და ვართ ასე მე და ლაშიკო , იქნებ მშობიარობა დაგეწყოთ -ჯერ ადრეა ექიმმა ორი კვირაო და ნუ დარდობ- დამამშვიდა ანამ ლილეს ნაცვლად რომელიც დაფარფატებდა ოთახში ,მოუსვენრად იყო ,უცებ გაჩერდა ღრმად სუნთქვა დაიწყო და ლამის ბავში დავაგდე კივილი რომ დაიწყო.თუმცა მარტო ანა ასე ვერ დაიკივლებდა ვიღაც არის მეორე? ლილე ვაიმე ორივეს დაეწყო? შანსი არაა მოკლედ რა ვითომ ლიკამ და სოფომ რომ იმშობიარა ერთ დღეს არ იყო საკმარისი,ყველაფერი ამათ როგორ უნდა დაემართოთ და შემაშინონ რა . ამათ საერტოდ ერთდროულად გადაწყვიტეს ,რა გავაკეთო ახლა მე რა უნდა გააკეთო კესარია სასწრაფოდ დაუტოვე ბავშვები ნინოს და გაყევი იმათ . თან უნდა დარეკო,ლაშა ყველაფერს ხომ ვერ გააკეთებს -ისუნთქეთ ღრმად რა დაგემართათ ასე რთულია? -გოგო შენ ნორმალური ხარ? ვერ ვსუნთქაავ დაურეკე გიორგიიიიიიიის- ოპერის მომრერალივით კიოდა ჩემი რძალი, ანა კი იმდენად ცუდად იყო სიტყვასაც ევრ ამბობდა. აი შენი მშვიდი კვირა დრე ქალბატონო კესარია. ვინ ამბობდა მშვიდი ფეხმძმობა მაქო? მე? არა ალბათ სხვა იყო ვიღაც .მოკლედ ეს ბავშვები რომ გაიზრდებიან ამბები მექნება მოსაყოლიი? იმდენი რომ ნებისმიერ ზღაპრებს გადავასწრებ. მოიცა ჯერ დაიბადნონ. ისე მაგარია ერთ დღეს ვხდები მე მამიდა ლაშიკო ბიძა. რამდენიმე სიტყვას რამდენი რამის გაკეთება შეუძლია მოკლედ რა. ასე მშვიდად ვუთხარი,ნუ შევეცადე რომ მეთქვა“ გიო ლილეს მშობიარობა დაეწყო“ „ ოთო ანუშკა მშობიარობს“ იქედან ღრიალის ყვირილის და რა ვიცი კივილის ხმა ისმოდა ისეთი მეგონა ვიღაც გიჟები იყვნენ. დავყრუვდი მგონი. აქეთ ესენი კივიან იქეთ ისინი, საწყალი ბავშვები ამათ ხელში. -აქ ვართ გოგონებო გამაგრდით მალე დედა გახდებით - ლაშიკო დაეხმარა ჯერ ანას შემდეგ ლილეს და ორივენი შეარბენინეს საავადმყოფოში . ჯერ წ....ბი არ იყო დაღვრილი ,თითქოს მამიკოებს ელოდნენ . ერთდროულად შემოვარდნენ დერეფანში ოთო და გიორგი. ვაიმე რა მაგარი მომენტი იყო ახლა ეს ჩემნაირ კრეატიულ და საოცარ მოაზროვნე ადამიანს რომ არ აღებეჭდა კამერით წარმოუდგენელი იყო. სულ რამდენიმე წამით შევიდნენ და კიდეც გამოიყვანეს სამშობიაროდ . საოცრება თუ გინდა ნუ ვიტყუები ლილე უკვე შეყვანილი ჰყავდათ აი ოთო რომ მოვიდა მაშინ გამოიყვანეს ანა . ასე იყო თუ ისე ორივე ცოლთან იყო მშობიარობისას. ლილეს კივილმა მთელი სამშობიარო აიკლო. ამ მშვიდ გოგოს ამხელა ხმა თუ ექნებოდა რას ვიფიქრებდი. -ბავშვები სად არიან- აი დედა ნახევარი საათის მოსულია და ახლა გაახსენდა შვილი -ნინოს დავუტოვე -ვის დაუტოვე? ჩემ მამიდაშილ ნინოს?- ცოტნემ ისე წამოიყვირა შემეშნდა -რა გინდატ ხალხო ბავშვი დავკარგო? ხუთი თვისაა ჯერ ვე რვიმშობიარებ რას მერჩით -მართლა ნინოს დაუტოვე -აბა რა გამეკეთებინა, ანას და ლილეს ნინო ვერ დაამშიდებდა ის ტრავმატოლოგია და ფეხმძმეს რას გაუკეთებდა ამიტომ ბავშვები დავუტოვე, ნუ ღელავთ ეძინათ და ახლაც ძინავთ ალბათ თან დამიანე და ლუკა მიხედავენ თუ რამე -ძიძას დავურეკავ მივა და დაეხმარება -ეგ თუ შეგეძლო დადეშქელიანო აქამდე სად იყავი -გეყოფა კესარია . აი შენი მშობლებიცმოდიან -დედიკო რა ხდება -დედა ხელი მოიტეხა გიორგიმ- სრული სერიოზულობით ვეუბნები და დედაჩემის სახეზე უაზროდ ვიცინი-რა უნდა ხდებოდეს დედა სამშობიაროში ვართ, გესმის კივილი და რა უდნა მოხდეს თუ არა ის რომ პირველი შვილიშილი მოდიიის -გიჟია .ხომ ვამბობდი სულ ეს გოგო გიჟია-თქო -რა გავაკეთო ასეთი გიჟი ვუყვარვარ ჩემს უფრო გიჟ ქმარს და მე რომ ამას არ ვუყვარდე ხომ დავიღუპებოდი -შვილო კარგი რა , ფეხმძიმეები შობიარობას ვერ ესწრებიან ახლოსაც არ ეკარებიან ამ დროს სამშობიაროს და შენ რა გჭირს -მე ძალიან მომწონს ეს მომენტი შეიძლება არც კი გამიჭირდეს მშობიარობა - ღმერთო გევედრები ყველაფერმა კარგად ჩაიაროს და მერე ამ გიჟს გადმოხედე იქნებ ეშველოს ოდესმე და მოემატოს ჭკუა -არასდროს მოხდება ეგ დედიკოო-მოვეხვიე და ვაკოცე, როგორც ყოველთვის დატკბა ჩემი საყვარელი დედიკო დიდხანს გაგრძელდა მშობიარობა, უკვე მეც ვღელავდი .პირველი ჩემი ძმისშვილი დაიბადა უმაგრესი ბიჭი მერე კი ქალბატონი ჯაფარიძეც გამოჩდა . გიორგის ყვირილს ოთოსი დაერთო. რა ხმაურიანი ხალხი ვართ ეს ქართველები . უბედნიერესი ვიყავი, ორი პაწაწუნა ვნახე ,შემდეგ დაიწყეს დალოცვები და ერთი ამბავი გოგონები კი ბავშვებთან დავბრუნდით. ბოლოს ყველაფერი დამშვიდდა, ჩემი სახლიც დაცარიელდა ჩავეხუტე გადაღლილ მეუღლეს და ვაკოცე. ცოტა ხომ არაა ორი მშობიარე ქალი საავადმყოფოშ მიიყვანა როცა თავად ისტერიკა ცოლი ჰყავს ისიც ფეხმძიმე. -მიყვარხარ ლაშ- გავეკრიჭე და ყელში ვაკოცე -ნუ ცელქობ რა . აუ ძალიან დავიღალე, მხოლოდ შენ დარჩი მა მუცელში,. ოთხი თვეც და ხელში დაგიჭერ, შენი ცოტათი უფროსი მეგობრები ლამის ჩემს ხელში იზრდებიან მა. გიჟი მეგობრები გვყავს ,ისეთივე როგორიც ჩვენ ვართ, ძალიან მოგეწონება ყველაფერი აქ . მართალია მშვიდად ვერ იქნები მაგრამ ძალიან მაგრად იქნები , თუმცა მა მანდ ხო გესმის ყველაფერი და რაღა მშვიდად, გირღვევენ სიმშვიდეს მა ?- მუცელზე ედო თავი და ბავშვს ესაუბრებოდა თან მკოცნიდა. ჩემი ნამცეცა კი იქედან ფეხებს ურტყამდა . ამ შეგრძნებას არაფერი სჯობს , როცა გრძნობ რომ იქ შენში ვიღაც არის ,შენი ნაწილია და სიგიჯემდე გინდება გვერდით გყავდეს, მისი სურნელი შეიგრძნო და ფრთხილად მოეფერო. ყველა ოცნება ნელ -ნელა მისრულდებოდა. ბუნებრივად რა თქმა უნდა , ჯერ სიყვარული ვვიპოვნე, ნუ თვითონ მიპოვა მაგრამ მაინც ჩემი აღმოჩენაა, შემდეგ დაიწყო ბედნიერების წამები, დავფეხმძიმდი, პირველად გავიგე მისი გულისცემის ხმა, შემდეგ მოძრაობა დაიწყო, თანდათან გაიზარდა. ჩემი მეგობრები ამ დროს უკვე დედები იყვნენ, ბავშვები იზრდებოდნენ, რაც უფრო ვიბერებოდი მით უფრო ხშირად მოდიოდნენ ერთად და არა მარტო ბავშვების დასატოვებლად . ვსაუბრობდით, ვიწყებდი წიგნების კითხვას, სასიამოვნო მელოდიას ისედაც ხშირად ვუსმენდი, ბავშვს ვესაუბრებოდი, ბოლო ორი თვე ტანსაცმელების, ნივთების შერჩევას დავუთმეთ. ოთახისთვის საჭირო ავეჯი , ფერები მოკლედ ყველაფერი შევარჩიეთ და მშობიარობის მოლოდინში უზარმაზარი მუცლით რომელშიც გოგონა მყავდა თუ ვაჟი ჯერაც არ ვიცოდი, ჩემივე მოტხოვნით, ასე უფრო საინტერესო იყო მოლოდინი ლამის საათების დათვლა დავიწყე მსობიარობამდე, ნივთები მზად მქონდა, ეს მოლოდინიც კი ძალიან ამაღელვებელი იყო. უკვე ყველანი ელოდნენ ჩჩენი პატარას დაბადებას . ეზოში ვისხედით , ჩემი ბაღი ძალიან ლამაზი გამოვიდა ლაშიკოს დამსახურებით. ძალიან მიყვარს აქ ყოფნა ,თბილად ვარ ჩემი ბიჭის დამსახურებით, შეძლებისდაგვარად ვეხვევი და მისი სურნელით ვივსებ ფილტვებს. ღმერთო მსგავსი ნეტარება არ არსებობს , ვიყო მის მკლავებში მშვიდად ღია ცის ქვეშ ,ულამაზეს გარემოში რომელსაც თავად ჩვენ ვხდით საოცარს.ღმერთო როგორი რომანტიკოსი გავხდი ამ ბოლო დროს . ლაშიკო თმაზე მეთამაშებოდა და მუცელზე მოხვეულ ხელს შიგადაშიგ დაატარებდა სხვადასხვა მიმართულებით -გაბელილო შენი აზრით მალე დაიბადება ჩენი ბიჭი თუ გოგო? -არ ვიცი ,დღეს მშვიდად ვარ . არ მოძრაობს ხშირად არის თავისთვის და შიგადაშიგ აფათურებს ხელებს .დინჯი ბავშვია მგონი ,ნეტა ვის გავს? ვითომ გიორგის ემსგავსება? -მე არ მაქ პრობლემა დაემსგავსოს ცოლისძმას - გაიცინა და მუცელზე მაკოდა ტუჩებიდან საკმაოდ გრძელი გზის გავლის შემდეგ - მა დედიკომ გიორგი ბიძას ემსგავესბაო და ვითომ მართლა ასეთი ჭკვიანი ხარ? მიდი ერთი მიპასუხე შენ რომ იცი ისე -კარგი რა იქედან რას გიპასუხებს -აი ნახავ თუ არ მიპასუხებს- ვიცინოდი ის კი მკცნიდა უცებ ტკივილი ვიგრძენი, სუნთქვა შემეკრა იმდენად ძლიერი ტკივილი იყო. დარტყმა დავთვალე და მივხვდი რომ მეწყებოდა. მგონი ხმამაღლა ვკიოდი კიდეც, ლაშა სასწრაფოდ გავარდა , ჩანთა ჩააგდო შემდეგ კი ხელში ამიყვანა და მანქანაში ჩამსვა. უნდა დავმშვიდდე, ვიაზროვნო და შევეცადო ყველაფერმა კარგად ჩაიაროს, ახლა ძალა გვჭირდება პატარავ უნდა გავმაგრდეთ და ჯანმრთელი მოევლინები ამ ქვეყანას . -ყველაფერი კარგადაა ჩვენი ბიჭი მალე დაიბადება , ხელში დავიჭერ აააა როგორ მტკივა ცოტაც რა დეე მალე მივალთ ააა მტკივა ლაშაა ძალიან მტკივა -გამაგრდი ჩემო სიცოცხლე აი უკვე მივედით .მივედით უკვე ... შენთან ვარ ჩემო ლამაზო ღრმად ისუნთქე - საკაცეზე დამაწვინეს და სამსობიარო ბლოკში შემიყვანეს, უამრავი ადამიანი ტრიალებდა ირგვლივ, მე კი ვერაფერს აღვიქვავდი გარდა ტკივილისა და ლაშას შეხების. ბოლო ძალებიც მოვიკრიბე და სანატრელი ხმა გავიგე, რომელმაც ჩემი მისუსტებული გულისცემაც კი გააორმაგა, მთელი ჩემი არსება მოიცვა ამ ხმამ .მოვდუნდი და ვიგრძენი როგორ მიედინებოდა მლაშე სითხე სახეზე. ლაშას მხურვალე კოცნა შუბლზე და ჩემი პატარა გოგონა. თუმცა არ მოჰყავთ და კიდევ ვგრძნობ ტკივილს , ექიმიც მიმეორებს რომ უნდა გავიჭინთო და მეც ინსტიქტურად ვაგრძელებ იგივე მოქმედებებს -ეს როგორ ის ხომ -ტყუპები არიან კესარია ტყუპები -რატომა არ მითხარით აქამდე ააააა -კიდევ ერთიც და შენი ბიჭუნაც აქ იქნება -ვაიმეეე აღარ შემიძლია დეეეეე- დავიყვირე და ისე მოვუჭირე ხელი შოკირებულ ლაშიკოს მგონი დავუმსხვრიე ძვლები. შემდეგ ისევ გავიგე ტირილის ხმა .უკვე თვალები მებიდნებოდა დავინახე მისი პაწაწინა ხელები და ლაშიკოს ცრემლები . როგორ მინდოდა დიდხანს მეყურებინა მათთვის ,მაგრამ არ შემეძლო ძალიან სუსტად ვიყავი . ძლივს ვაკოცე ჩემს პატარებს და გონებას გათიშვის საშუალება მივეცი. გავიგონე ლაშას ხმა თუმცა გამოფხიძლების ძალა ნამდვილად არ მქონდა. წყვდიადი სინათლემ შეცვალა, მზის სხივები მენათებოდა თვალებში, თანდათან ვგრძნობდი და ვიხსენებდი ყველაფერს. ვიგრძენი ცხელი სუნთქვა და სურნელი, ლაშიკოს ჩემს გვერდით ეძინა მაგრამ არ იწვა უბრალოდ თავი ედო ჩემს მხარზე ისე კი საწყლად იყო სავარძელში. ყელი საშინლად მიშრებოდა, ტუჩების გაუხეშებული მქონდა , ფრთხილად დავიხარე და ვაკოცე. როგორ მიყვარს დილის კოცნით დაწყება ,შემდეგ მისი მწვანე თვალების დანახვა და ღიმილი. ესაა ჩემი ცხოვრების მთავარი რიტუალი რომელსაც პატარებიც დაემატნენ, თან ორნი , ტყუპებს თუ გავაჩენდი ნამდვილად არ ველოდი ,არა რატომ ვუთხარი მარტო ჯანმრთეობის შესახებ ცნობები მითხარით ექიმო-თქო მითხარით ერთი რატომ? ხომ მოვამზადებდი ყველაფერს ორისთვის . ღმერთო რაზე ვფიქრობ გიჟი ვარ მართალია დედაჩემი . ორი შვილის დედა ვარ ჩემი ცქნაფა ბავშვები დედიკოსთან იქნებიან მალე ,ჩემი ქმარი კი მკოცნის უკვე და ისეთი ბედნიერია უფრო მიხარია . -მიყვარხარ ჩემო საოცრბავ. ჩემი ბედნიერება ხარ , იცი როგორი პატარები და ლამაზები არიან ? სულ ციცქნები ასეთი პატარა ალასანაიც კი არ იყო . თუმცა ჯანმრთელები არიან ორივენი და მალე მოიყვანენ ჩვენთან-უცებ ჩამოარაკრაკა ყველაფერი, არ გადამღალა ტყუილად და ისევ მაკოცა. მალე ექიმი შემოვიდა , გამსინჯა ნუ პროცედურები გავიარე გაარკვია რომ კარგად ვარ და ჩემი პატარებიც შემოიყვანეს. მართლა ძალიან პატარები იყვნენ ხელებს უმისამართოდ დააცოცებდნენ და ტუჩებით საჭმელს ეძებდნენ. კიდევ ერთი ახალი და მაგარი შეგრძნება იყო როცა ბავშვებს ვაჭმევდი, საოცარი ქმედებები ჰქონდათ, გოგონა მეფერებოდა ,ბიჭს გატრუნულს ერთ ადგილას ედო ხელი და ორივე ისეთ ხმებს გამოსცემდნენ ჭამისას გეგონებოდათ ჩანჩქერივით მოდიოდა რძე. ტუჩები დაუსველდათ რაც იმის მანიშნებელი იყო რომ საკმაოდ ბევრი იყო საჭმელი მათთვის . დავიფიცებ რომ ლაშას იმ წამს ისე უბრწყინავდა თვალები როგორც არასდროს. ბავშვი ფრთხილად აიყვანა და მისი სურნელი შეიგრძნო -როგორი ტკბილი სურნელი აქვს. განსვავებული და ყველაზე კარგი -ოთხი თვის პრაქტიკების შედეგი ნამდვილად საოცარი გამოგვივიდა ლაშიკო -უკეთესი წარმოუდგენელია . რაო მა ვერაფერს იგებ ჯერ? მე შენი მამიკო ვარ .. შენი „გიჟი დედიკოს კიდევ უფრო გიჟი მეორენახევარი“,- როგორც თავად ამბობს მა . ბავშვებით ვტკბებოდი როცა შემოგვივარდნენ ეს გადარეულები. -აბა როგორ ხართ ბავშვებო და დედიკო? -კარგად ცოტნიკო -ვერ გვითხარი გოგო ორნი თუ იყვნენ? -ვიცოდი რო მეთქვა? -არა რა ყველაფერი სიგიჟე შენ როგორ უნდა დაგემართოს -რას არქმევ ამ ანგელოზებს?- ტორნიკე ბავშვებს უყურებდა და იღიმოდა. აქამდე კი არ დავფიქრებულვარ. თუმცა რა დაფიქრება უნდა სახელების ორივე ვარიანტი მოფიქრებული გვქონდა მე და ლაშიკოს. შევთანხმდით ბიჭის სახელი მე მოვიფიქრე გოგონასი მან ასე რომ -გოგონას ალექსანდრა , ბიჭს ალექსანდრე ერთად ვთქვით -მოკლედ რა, ტყუპები ხომ არიან ახლა სახელებიც ერთნაირი უნდა ჰქონდეთ . ყველაფერი გიჟური შენ როგორ გაფიქრდება -რა იყო გიორგი ამას არ ვგეგმავდით უბრალოდ ასე გამოვიდა და ძალიანაც მომწონს -გამარჯობა ალექსანდრა იცი მე სახლში შენსავით პატარა გოგონა მყავს - ოთომ ხელზე აკოცა და გაუღიმა . არ შემიძლია ოთოზე და ანაზე რომ არ გითხრათ. მე ხომ ვაკვირდებოდი ამატ ურთიერთობებს, მოკლედ იმ დღეს რომ აკოცა ანამ ეგ იყო პირველი ნაბიჯი ,თუმცა მაინც არ ჰქონდათ ისეთი ურთიერთობა როგორიც საჭირო იყო. დრო გავიდა და პატარას დაბადების შემდეგ ყველაფერი მწყობრში ჩადგა, უკვე ორივეს თავისუფალი ურთიერთობა აქვთ, მართალია ოთო იჩაგრება, ძირითადად ისაა ბავშვთან რადგან ანასთვის მიცემული პირობა შეასრულა და სწავლაში ხელს არ უშლის. ქალბატონი სანამ უნივერსიტეტშია მას ჰყავს ბავშვი, შემდეგ კი სძინავს ქალბატონს და ამ დროის განმავლობაში მეცადინეობს. მისი ცხოვრება მარტივი არასდროს ყოფილა ,თუმცა ეს უბრალოდ ორი საყვარელი საქმე იყო რომელთაც არაჩვეულებრივად უმკლავდებოდა . ბედნიერია ჰყავს მეუღლე, ქალიშვილი და ძმა რომელსაც ძალიან უყვარს , თანდათან ასრულებს პირობას და გამოსწორების გზაზე პირნათლად მიიწევს წინ. მოკლედ ასე რამდენიმე დღეში ჩვენს პატარებთან ერთად მშვიდადი ვიყავით სახლში. მათ ჩვევებს ვაკვირდებოდით, საკმაოდ მშვიდები არიან ხანდახან ჭირვეულობენ თუმცა მხოლოდ მაშინ როცა შიათ. დედიკო კი ცდილობს საყვარელი საჭმელი არ მოაკლდეთ და იმდენ ჩაის სვამს ბებიკოს რჩევით უკვე ცუდადაა,მაგრამ შველის . ორჯერ ღამით ჭამენ შემდეგ კი მშვიდად ვიძინებ ,დილით ლაშიკოს მოჰყავს ჩემთან და ძალიან არ ვიღლები. ისე კარგად უვლის ბავშვებს ხანდახან მიკვირს. როგორც კი დაიწყებს რომელიმე ტირილს მეორეც რომ ჰყვება ეგ უკვე წინასწარ ვიცი მაგრამ ორივეს ლაშასტან რომ უნდა ვეწვიანობ საშინლად .ბოლოს მეც ლაშიკოს ვეხუტები და ვიძინებთ ასე ოთხივენი. -დილამსვიდობისა დედიკო ,გვაჭამე თოლე ძალიან გვჩიაა მამიკოს კიდე ეგ არ შეუძლია და ფაფებზე რომ გადავალთ ალა შეგაწუხებთოო -აუ ლაშ სულ ცოტაც რაა -კესარია ბავშვები უკვე ჩემს სხეულზე ეძებენ ძუძუს და რა გავაკეთო?- ეს ისეტი ინტონაციით თქვა დიდხანს ვიცინოდი. თან მისი ფიგურა გამახსენდა და ჟრუანტელმა დამიარა. ბავშვები უკვე ჩემს გვერდით იწვნენ თავიანთ ზეწარზე და მიყურებდნენ,მგონი მე მიყურებდნენ . ისეთი ტკბილები,თბილები და კარგები არიან დიდხანს ვერ ვშორდები, რომ ვნაყრდები მათი მოფერებით მერე მათი გამოკვებაც მახსენდება. -აუუ ლააშ საფენები და ახალი ტანსაცმელი მომიტანე რა დღეს კარგი ამინდია და ვისეირნებთ მე და ჩემი ბარტყები -სააბაზანოში ვარ კესარია -აუ როდის მომასწარი შესვლა -ერთი საათია აქ ვარ ახლა გაგახსენდი?- გამოვიდა ჩემი ბიჭი. მეჩვენება თუ ეს კაცი ჩემს ჰორმონებზე უკრავს, ან იქნებ ისე მომენატრა უკვე ცუდად ვხდები. არა დრო უნდა ვიხელთო თორემ შევიშლები მალე . საზიზღარი . მიხვდა რაზეც ვფიქრობ ,როგორ არ მიხვდება კესარია მოიჭამე ლამის ტუჩი და შეჭამე თვალებით, მალე ბოლი აუვა იმ დაკუნთულ პრესზე .შეწყვიტე ფიქრი საერთოდ რა აზრები გაწუხებს . -მგონი დროა ერთი დღით ჩვენც დავუტოვოთ ბავშვები რომელიმეს რას იტყვი?- საწოლზე ამოვიდა და ყელში მაკოცა,არა ვარ კარგად ხალხო -აჰაა -ვიღაცას ძალიან მოვენატრე -საზიზღარო ნუ იცინი თორე გავბრაზდები და საერთოდ ჩაიცვი რას მთამაშები აქ . ბავშვებს ჩააცვი მერე დასჯილი ხარ -წამოვდექი და სააბაზანოში შევედი. როგორ მიტოვებდნენ ბავშვებს ვერ ვხვდები. მე არ შემიძლია, ვერ დავტოვებ ვერც ერთი წამით . რა მომასვენებს ,იქნებ იტირონ, რამე მოუნდეთ და ვერ მიხვდნენ. მეჩვენება თუ პანიკაში ვარ. არადა მეგონა ასეთ დედა არ ვიქნებოდი ,შევცდი. იმ დღით ეზოში ვისეირნეთ. ჩემს ბავშვებს“ სელფის „გადარება ძალიან უყვართ და ვიკრიჭებოდი მეც რა მენაღვლებოდა. რამდენი ხანია სტუმრები არ გვყოლია,თითქოს მოვიწყინე კიდეც, ამ სიმშვიდემ ცოტა დამღალა, მგონი ერთი დიდი შეკრება გვჭირდება და ვიცი როდის მოხდება ეს . არა აქამდე როგორ არ გამახსენდა, საჩუქრისთვის უნდა მოვემზადო ჩემი ბიჭი სულ ხომ არ ხდება 30 წლის. დამიბერდა ქმარი ორი შვილი გვყავს უკვე ეჰ ,მიფრინავს დრო. გეგმებს კი ვაწყობ მაგრამ ხვალაა ეგ დღე და გეგმის დაწყობასაც ვერ ვასწრებ . უნდა ვიჩქარო ,ყველას დავურეკავ და მოვიდნენ .მე მაინც ვერ მოვამზადებ ვერაფერს ქეიფები და ღრეობები არ უყვარს ლასიკოს ,ამიტომ ექსპრონტად სჯობს აღვნიშნოდ ,მთავარია ემოცია . ამაზე კარგს ვერაფერს მოვიფიქრებ . ბავსვებთან ერთად გავატარე დარჩენილი დღე ,ლაშა საქმეზე იყო გასული და გვიან დაბრუნდა. ბავშვებს უკვე ეძინათ და მალე თორმეტი გახდებოდა . მგონი დროა ბავშვები გადავიდნენ მეზობელ ოთახში . გავიგე როგორ ამოდიოდა კიბეებზე , კართან შეჩერდა და ფრთხილად შემოაღო. ბავშების საწოლს შეხედა და იქ რომ არ დახვდა მერე გამოიხედა ჩემი მიმართულებით. -კესო..?-პაუზის შემდეგ აღმოხდა რომ შემათვალიერა და ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია -ბავშვები სად არიან? -ბავშვები თავიანთ ოთახში არიან - პიჯაკი მოვაშორე და პერანგის ღილების გახსნა დავიწყე- მე და შენ შეგვიძლია ცოტა ვიხმაუროთ - ყურთან ვაკოცე და თითები მის პრესს ავაყოლე ,ვიგრძენი როგორ დაეხორკლა კანი, გულისცემა გაუხშირდა მერე კი მხოლოდ მილოცვა მოვახერხე და ნეტარების წამებით დატკბობა დავიწყე. კიდევ კარგი დილით არ მოვიდნენ . შუადღეს ავდექით, ბავშვებს ჩემმა ბიჭმა მიხედა და უკვე ჩემს გვერდით იწვნენ მშვიდად. სანამ დედიკომ მომზადება დაასრულა რაღაც ბგერებს გამოსცემდნენ თითქოს ღუღუნებდნენ. ქვემოთ ჩავედით და მოვიდნენ კიდეც ჩემები . სახლი გაივსო, მივხვდი რომ ჩემი მშვიდად ყოფნა არ შეიძლებოდა, სულ მხიარულება და ჟრიამული უნდა ყოფილიყო ჩემს ირგვლივ. ბავშვები,მეგობრები და ყველა ის ადამიანი ვინც ჩემი განუყოფელი ნაწილია. გავერთეთ ვიგიჟეთ , დალევით ვერ დავლიეთ გოგონებმა მაგრამ ბიჭები კი დათვრნენ , ესეიგი სასაცილოც ბევრი იყო . რა სჯობს მთვრალი ცოტნიკოს მოსმენას პირდაპირ ანეკდოტია ტიპი. -საუკეთესო დაბადების დღეა პირველი წამიდან ბოლო წამამდე ჩემო ალქაჯო- ზურგიდან ამეკრო ლაშა და მაკოცა -ძალიან კარგი , მომდევნო დაბადების დღეზეც იგივე საჩუქარს მიიღებ -ისე მეუბნები თითქოს მარტო მაგ დღეს მივიღებ“ მაგ საჩუქარს“- გაიცინა და ტუჩებზე დამაცხრა. ხანდახან როგორ იცის გადარევა ვეღარ ვსუნთქავ - ჩემი ყველაზე დიდი საჩუქარი შენ და ბავშვები ხართ. მაგრამ სამ საჩუქარზე არ გავცერდები იცოდე ,ხომ ხედავ გეგმა რა მაგრად გამოგვივიდა ,მეორეც უნდა დავიწყოთ აუცილებლად -საინტერესო შემოთავაზებაა, რამდენიმე თვეში აუცილებლად ვიფიქრებ მაგაზე - ამჯერად მე მივიზიდე ჩემსკენ და უკანსვლით წავედი საძინებლისკენ. .. დრო გადის . უამრავი რამ იცვლება მხოლოდ ყველაზე ძლიერი რჩება იგივე :მეგობრები, ოჯახის წევრები ადამიანები რომლებიც გაბედნიერებენ თავიანთი არსებობით . შვილები იზრდებიან, იცვლებიან ,ზოგი რამ მარტივდება ზოგიც რთულდება . თუმცა ყველაფერი მარტივია ჩემთვის ერთი გიჟი გოგონასთვის რომელსაც ერთი საოცარი კაცი შეუყვარდა სამუდამოდ ,ისეთივე გიჟურად როგორც თავად იყვნენ. ესაა „გიჟის და უფრო გიჟის“ ისტორია რომელიც საოცრად დაიწყო და უსასრულოდ გაგრძელდა არ ვიცი რა გამოვიდა. საერთოდ არ ვგეგმავდი გაგრძელებას უბრალოდ თქვენმა კომენტარებმა აიძულეს ჩემი მუზა ცოტა გამოცოცხლებულიყო . რამდენიმე საათი გამოვნახე და მგონი ისეთი დასასრული დავწერე რომელსაც აღიქვამთ დასასრულად. ვიცი ბევრი შეცდომა და უზუზსტობა იქნება და მაპატიეთ გთხოვთ ასეთი გამოვიდა ამ ისტორიის დასასრული და ველი შეფასებებს. მიყვარხართ <3<3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.