შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თანამედროვე ურჩხულის ოდნავ შერეკილი პრინცესა(5)


7-04-2016, 00:51
ავტორი tsn
ნანახია 4 793

სესილი

დილით ადგომა ძალიან გამიჭირდა.. ძლივს ავითრიე წელი და მოვემზადე... დროულად ვიყავი დემეტრეს კაბინეტში.. ჩვეული ფრაზით შევვარდი
- შღეს რას დამავალებთ ბატონო ურჩხ.. დრმეტრე- შევასწორე უცებ... ის გაბრაზებული მეჩვენა.. უჟმურად შემომხედა და მითხრა
- დღეს შენთან ერთად მუშაობის განწყობა არ მაქვს, ამიტომაც მშენებლობაზე უნდა წახვიდე და გაარკვიო როგორი სიტუაციაა - ისე მითხრა თავი არ აუწევია, შემდეგ მისამართიც გამომიწოდა და მეც წავედი.. დღეს მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი მეცვა, მართალია არც თუ ძალაინ დიდი ქუსლით, მაგრამ მაინც მტკენდა ფეხებს.. ვამჩნევდი, რომ ამინდი იცვლებოდა და ამიტომ ვჩქარობდი.. საშინლად მეშინია ჭექა-ქუხილის და კიდევ დიდი წ....ბის.. ბავშვობიდან ასეა, თანაც კოშმარშიც ამას ვხედავ.. ზღვას, ქარიშხალს და ჭექა-ქუხილს.. ამიტომაც შიში მიორმაგდება.. ვჩქარობდი, რომ სახლში ამინდის არევამდე მივსულიყავი, მაგრამ ამაოდ.. მშენებლობაზე მივედი, მაგრამ ყურადღებას არც არავინ მაქცევდა, ყველა თავის საქმეს აკეთებდა.. თითქმის ყველას ვეკითხებოდი, სად მენახა ბატონი ნიკოლოზი (ვისგანაც გავიგებდი ყველაფერს, რაც დამავალეს), ყველა მეუბნებოდა, რომ მაღლაა, მეც ნელ-ნელა ზევითა სართულებისკენ მივიწევდი.. თუმცა საჭირო სართულზე ასულს არავინ დამხვდა.. არ მომწონდა აქაურობა.. აქ. ყველაფერი ისეთი მოუწესრიგებელი იყო.. უეცრად გაისმა ძლიერი ქუხილი და შევხტი.. წვიმაც წამოვიდა.. შიშის გრძნობა დამეუფლა.. წვიმის წვეთები ნახევრად გაკეთწბული სახურავიდან წვეთავდა და მასველებდა.. ქარი უბერავდა, სხვადასხვა მასალები ერთმანეთს ეჯახებოდნენ და საშინელ ხმებს გამოსცემდნენ.. ინსტიქტურად უკან ვიხევდი, მაგრამ საბედნიეროდ დროულად შევამჩნიე ელექტრო სადენი, რომელიც ქარმა ჩამოწყვიტა და ძირს ეცემოდა.. იქვე მდგარ ლოდებს შევახტი ზედ, რადგან იატაკზე უკვე იმდენი წყალი იდგა, რომ ცალკე საფრთხეს ქმნიდა.. დავინახე, როგორ ჩავარდა სადენი წყალში და როგორ გაიელვეს ელექტრონებმა, ჩემი სიზმარი გამახსენდა, თუმცა სიზმარში დიდი წყალია და თან უბრალოდ ირეკლავს ელვას, აქ კი.. ეს სასიკვდილო საფრხეს იწვევს.. მინდოდა ვისმესთან დამერეკა, ჯიბეები მოვისინჯე და ტელეფონი ვერ ვიპოვე, ალბათ ჩანთაში მაქვს, რომელიც ამ ლოდებზე ამოსვლისას ძირს დამივარდა.. შენობადი წყალი ისევ ჩამოდიოდა, ყველაზე მაღალ სართულზე ვიყავი, სახურავიც კი არ იყო ნორმალური, ამიტომ თითქმის ღია ცის ქვეშ ვიყავი.. თავი მუხლებში ჩავრგე და ვცადე ემოციებს არ ავყოლოდი.. შიშის გრძნობა, რომელსაც მთელი ჩემი არსება მოეცვა, მოქმედების საშუალებას არ მაძლევდა.. იქ, სადაც ვიჯექი. საფრთხე არ მემუქრებოდა, თუმცა ქუხილი, ეს ხმა ძალიან მაშინებდა.. ამ დროს ყველაზე დაუცველი ვხდებოდი..
- იდიოტი, თვითკმაყოფილი ურჩხული.. ის მართლაც ურჩხულია, ასეთ მდგომარეობაშია ეს შენობა, მე კი მაინც გამომგზავნა.. ხო, შეიძლება ამინდის ცვლილება ვერ გაითვალისწინო, მაგრამ ასეთ შენობაში ადამიანი როგორ უნდა გაგზავნო.. ხელოსნები და მუშები ალბათ მიჩვეულებიც კი არიან ასეთ პირობებს, მაგრამ აქ ჩემი ადგილი ნამდვილად არ იყო.. ასეთი ორგვარი ბუნების როგორ შეიძლება იყოს.. გუშინ ვიფიქრე, რომ სულაც არ იყო ურჩხული, მაგრამ დღეს, ახლა ვაცნობიერებ, რომ სახელი სწორად შევურჩიე.. აქედან გავაღწიო და სესილი არ მერქვას, თუ არ ვანანო ეს საქციელი.. ალბათ ჩემზე უკვე ნერვიულობენ.. ლაზარე აუცილებლად შეამჩნევდა ჩემს არ ყოფნას.. ალბათ ნია და მაიაც ნერვიულობენ..
- ჯანდაბა, ვერ გიტან ურჩხულო დემეტრეე - ვიყვირე ბოლო ხმაზე.. არა, მაინც რა დავუშავე... აი, კიდევ ერთხელ დაიქუხა, მე კი შიშისგან ავკანკაკდი.. თავიდან შიშს ვებრძოდი, მინდოდა ნორმალური ადამიანივით მეცხოვრა, ქუხილის დროს არ დავმალულიყავი, ცურვა მცოდნოდა.. ჯერ მდინარეში ფეხიც კი არ შემიდგამს, მითუმეტეს ზღვაში.. თუმცა დღემდე არავის უთქვამს, რატომ მაქვა ამის შიში.. არავის უთქვამს რა შემემთხვა ისეთი, რომ ამ დონეზე მეშინია ქუძილის, ელვის, წყლის.. იცით, ხანდახან ვგიქრობ, რომ კოშმარი უბრალო სიზმარი არ არის, არამედ მოგონებაა, მაგრამ.არავინ იხსენებს ჩემ გარშემო არაფერს.. წყალი დიდადაც არ მატულობდა, მაგრამ მაინც იგა საკმაო რაოდენობის და თანაც ელექტრო სადენიც ერთვოდა ამ ამბავს.. მკაფიოდ მესმოდა იმის ხმა, თუ როგორ ნაწილდებოდნენ ელექტრონები წყალში, სადენთან კი მცირე ზომის ელვაც ჩნდებოდა.. საკმაოდ სველი ვიყავი უკვე და ქარის გამო მციოდა კიდეც.. ნეტავ თუ მეძებს ვინმე, ან თუ ამოვა ამხელა მანძილზე.. ვინ იფიქრებს, რომ ასეთ ამინდში აქ დავრჩი, თხელი მაიკით, ცივ ბეტონებზე, სველი და თუ ჩავალ შესაძლოა მოვკვდე.. არა და არ მინდა, რომ რამე დამემართოს.. მე მყავს ოჯახი, საყვარელი ადამიანები.. მეგობრები... ისინი ვისაც ვუყვარვარ და მიყვარს.. მამა, რომელმაც მთელი ცცოვრება მე შემომალია.. საოცარი კაცია მამაჩემი, თხუთმეტი წელია, რაც ქვრივია, მაგრამ აღარ უქორწინია.. ეს წლები ისე გავიდა სხვისკენ არც კი გაუხედავს.. არანაირი სერიოზული ურთიერთობა არ ჰქონია.. მყავს ლაზარე, რომელიც ჩემი არაბიოლოგიური ძმაა, რომელსაც ისევე ვაღელვებ, როგორც მამას.. მან ყველაფერი იცის ჩემზე.. ისიც იცის, რომ ასეთი ამინდი მაშინებს და აუცილებლად მიპოვის.. ან ნეტავ ურჩხული რას ფიქრობს, რომ აღარ დავბრუნდი.. წუთებ წუთები მიჰყვებიდა, მაგრამ ჯერ არავინ ჩანდა.. წვიმაც არ იკლებდა..

.......
სახლში დარჩენილი დემეტრე უკვე ღელავდა, მაგრამ ამას არავის უმხელდა.. რეკავდა სესილისთან, მაგრამ ვერ უკავშირდებოდა.. ამ დროს ლაზარემ ანა მოიყვანა და სესილიზეც გაიგო..
- გაგიჟდი? სესი იქ გაგზავნე? იმ ადგილზე, სადაც ყოველ ნაბიჯზე საფრთხეა? რა დაგემართა, ის ხომ ჯერ ბავშვია, მერე რა რომ ოცი წლისაა, ისევ პატარაა.. - თავს ძლივს იკავებდა ლაზარე, დემეტრე კი ხმას არ იღებდა.. შემდეგ მის ტელეფონზე ზარი გაისმა.. უპააუხა და მშენებლობის გამგე იყო..
- ბატონო დემეტრე, იმიტომ გირეკავთ, რომ გაგაფრთხილოთ, მშენებლობაზე ცუდი ვითარება შეიქმნა.. არსებული ამინდის გამო სახურავი ჩამოიშალა, შენობაში წყალი ჩადის.. ზევითა სართულზე განსაკუთრებით, ასევე ჯერ კიდევ გაუმართავი ელექტო მოწყობილობებიც ცალკე საფრთხეს ქმნიდნენ, ამიტომ ყველანი წამოვედით.. ხო კიდევ, ხელოსნები ამბობენ, რომ ბიღაც გოგონა გამოგზავნეთ, ის მე არ მინახავს, მაინტერესებს დაბრუნდა? თუ არ დაბრუნდა მას საფრთხე ემუქრება - დემეტრეს ლამის სუნთქვა გაეყინა, როდესაც ბოლო სიტყვები გაიგონა.. გაახსენდა, როგორ უთხრა დღეს შენს ხასიათზე არ ვარო.. ლაზარესაც ესმოდა საუბაღი და უკვე აღარ ჰგავდა... დემწტრემ გასაღებს დაავლო ხელი და წავიდა, ლაზარეც მას გაყვა.. ჯერ წყნარად ისხდნენ..
- იქნებ სუკაც არაა მშენებლობაზე, იქნებ წავიდა - იკითხა დემეტრემ..
- ჩვენ მაინც უნდა შევამოწმოთ.. არა მგონია წასულიყო.. მას ზოგადად ამ ამინდის ეშინია.. წარმოდგენაც არ მინდა, რომ შეიძლება რამე დარმართოს.. იცოდე, რომ ამას არასოდეს გაპატიებ, თუ მას შენ გამო რამე მოუვა.. ის ჩემთან ერთად გაიზარდა, მეც ვზრდიდი მას.. ჩემი ხელებით მეორედ ვაჩუქე სიცოცხლე, ახლა კი არც ვიცი სადაა ასეთ ამინდი, ამინდში, რომლის დროსაც ოთახში იკეტება.. შენ კი.. არ ვიცი რა გჭირთ ორივეს, ასე რატომ ხართ ერთმანეთის მიმართ აგრესიულად განწყობილები.. შენ ხომ მას საერთოდ არ იცნობ - თითქმის ყბიროდა ლაზარე და დემეტრე ხმას არ სცემდა.. გულის სიღრმეში ის უფრო მეტად ღელავდა, მაგრამ მის სახეზე ამას ვერ ამოიკითხავდით..
- მე ის არ მძულს და არც აგრესიულად ვარ განწყობილი, უბრალოდ ის ძალიან თავის მომაბეზრებელია, მაგრამ რომ მცოდნოდა, რა სიტუაცია იქნებოდა, საერთოდ არ გავგზავნიდი - თქვა დემეტრემ..
არც თუ დიდი ხნის სიარულის შემდეგ მშენებლობაზე მივიდნენ.. მართლაც რომ საშინელი თავსხმა იყო, ხანდახან დაიქუხებდა კიდეც. მანქანიდან ორივე სწრაფად გადავიდა და შენობაში, თუ შეიძლება ვუწოდოთ, შევიდნენ.. რეკავდნენ სესილისთან, მაგრამ ვერ უკავშირდებოდნენ.. მაღლა სართულებზე მიდიოდნენ და თან სესილის ეძახდნენ, თუმცა პასუხს არავინ უბრუნებდა.. მაღლა მიდიოდნენ, ყველა სართულზე ეძებდნენ, მაგრამ ვერ პოულობდნენ.. ბოლო სართულსაც მიადგნენ.. ის ის იყო ფეხი უნდა დაევიჯებინა ლაზარეს, როდესაც სესილის ხმა გაიგო
- წყალში ელექტრო სადენია, ფრთხილად - ამოისუნთქეს ბიჭებმა, ახლა რაიმეს იღონებდნენ, რომ ელექტრობა გართიშათ და სესილი წაეყვანათ..
- საიდან ითიშება ელექტრო ენერგია- იკითხა ლაზარემ..
- აი იქიდან - ხელი გაიშვირა ოთახის ერთ ერთ მხარეს.. - ნაპირებზე წყალი არაა, მე გავალ და გავთიშავ, შენ აქ იყავი - დაამატრ დემეტრემ და კუთხე-კუთხე გაუყვა გზას.. ძლივს ინარჩუნებდა წონასწორობაშ.. ბოლოს როგორც იქნა გათიშა.. ლაზარე სესილისთან მივიდა.. ძალიან იყო გოგონა შეშინებული, ლაზარეს ჩაეხუტა და უთხრა
- ვიცოდი, რომ აუცილებლად მიპოვიდი და აქ არ დამტოვებდი..
- რა თქმა უნდა.. - გაუღიმა ლაზარრმ და ბოლომდე ჩამოსვლაში დაეხმარა..
- სულ მთლად სველი და გაყინული ხარ - უთხრა ლაზარემ და მანქნაში ჩასვა..
- აი მოიცვი - გაუეოდა მოსაცმელი დემეტრემ.. უცნაურად შეხედა სესილიმ დემეტრეს, თუმცა ძალიან სციოდა და გამოართვა.. საშინლად იყო გაბრაზებული სესილი, დემეტრე თვლიდა დამნაშავედ ყველაფერში.. ის შეიძლებოდა მომკვდარიყი, იმის გამო, რომ დღეს დემეტრეს მასთან მუშაობის განწყობა არ ჰქონდა.. რაში სჭირდება ასეთი სამსახირი, მას არც ფინანსურად უჭირს და არც რაიმე აკლოა, უბრალოდ უნდოდა, რომ მისთვის დაემტკიცებინა, რომ ძლიერია და გამოწვევების არ ეშინია, უნდოდა დაერწმუნებინა, რომ არც სამკაულებს დახარბებული იყო და არც ფულს..აგრამ ასე არაფერი სჭირდება, სიცოცხლეს ამოს გამო საფრთხეს ვერ შეუქმნის, მის უკან დგას მისი ოჯახის ბედნიერება.. ამ ფიქრებში იყო, როცა ჩათვლიმა...
- კარგადაა? - იკითხა დემეტრემ
- ამას კარგად არ ჰქვია - ბრაზობდა ლაზარე..
- უბრალოდ შეეშინდა..
- უბრალოდ კი არა ძალიან შეეშინდა.. ხუთის წლის არ იყო, როდესაც ის და დედამისი ზღვაზე იყვნენ.. დედამისი კარგად ცურავდა, ღრმად იყო შესული, სესილი ნაპირზე თამაშობდა.. მეც იქ ვიყავი, შორი-ახლოს, წამებში აირია მაშინა, ამინდი, მოიღრუბლა, გაიელვა.. ქუხდა, და საშინელი ქარი ქროდა.. სეშილის შეეშინდა და წყალში დაიწყო შესვლა, უცებ გავეკიდე და დახრჩობისგან გადავარჩინე, მაგრამ დედამისს ვეღარ დავეხმარე, შორს იყო, ტალღები კი არ მაძლევდნენ მიახლოვების საშუალრბას, თორმეტი წლუს ვიყავი და ძალა არ მეყო, რომ მისთვისაც მეშველა.. სესილის ეს არ ახსოვს.. აღარ ახსოვს, მაგრამ მის მერე უბრალოდ კი არ ეშინია, პანიკაში ვარდება.. ღამით ის დღეც კი ესიზმრება.. შენ კი ამბობ, რომ უბრალოდ შეეშინდა.. სხვა რომ იყო, ალბათ სადინლად გცემდი, მაგრამ შენ შენ ხარ.. - დემეტრე გაჩუმებული უსმენდა და თავს საშინელ დამნაშავედ თვლიდა.. უცებ დაამუხრულა
- გგონია მინდოდა ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნილიყო? ასეთი უგულო კი არ ვარ.. არ ვიცოდი, რომ იქ ასეთი მდგომარწობა იყო, თორემ მას ნამდვილად არ გავუშვებდი - ხმამაღლა ამბობდა ის..
....
სესილი
როდესაც გავიღვიძე, ჩემს საწოლში ვიწექი და მშრალი ტანსაცმელი მეცვა.. ბევრი არაფერი მახსოვდა.. პანიკაში ვიყავი და არც კი მახსოვს როგორ გადავრჩი.. საშინლად მშიოდა.. ავდექი და პირდაპირ სამზარეულოში გავედი.. მაცივარი გამოვაღე და სალათის მომზადება დავიწყე.. თავს სუსტად ვგრძნობდი, სავარაუდოდ გავცივდი..
- ნეტავ სად გაქნენ ყველანი - მხრები ავიჩეჩე გაურკვევლობის გამო და ჭამა გავაგრძელე.. ასეთი ჩვევა მაქვს, თან ვჭამ, თან ვამზადებ და როცა უკვე მზადაა ხანდახან აღარც კი მშია.. ჭამას რომ მოვრჩი სამზარეულოდან გავედი და მისაღებისკენ წავედი.. თვალები გამიფართოვდა, როდესაც მამა დავინახე, გავექანე და ყელზე ჩამოვეკიდე..
- როგორ მომენატრე, არ გელოდებოდი ჯერ - ვუთხარი, როცა მოვშორდი..
- ხო, საქმეებს დროზე ადრე მოვრჩი და წამოვედი.. ამ დროს ნია შემოვიდა და მას მაიაც მოჰყვა..
- ხო მაა, გაიცანი ნია და დედამისი მაია, რომ გელაპარაკე
- სასიამოვნოა, ლევანი - გაუწოდა ხელი
- მაია - ხელი შეაგება ქალბატონმა მაიამაც, ამ დროს ნიაც ჩაერია და გაცნობა შედგა.. მე თავს ცოტა სუსტად ვგრძნობდი.. ნელ-ნელა ტემპერატურა მაღლა და მაღლა მიწევდა და მეც თვალებიდან გახედვა მიჭირდა.. თხუთმეტ წუთში მაგიდასთან ვისხედით, ვცდილობდი ცუდად ყოფნა არ შემეტყო.. კარგი სიტუაცია იყო.. შევნოშნე, რომ მაია და მამა ერთმანეთს ეპრანჭებოდნენ და გამეღიმა..
- მე და ნიას პროექტი გვაქვს დასაწერი - ვუთხარი მამაშ და ნიას ხელი ისე უცრბ ჩავჭიდე, რომ ლამის ჩანგალი გაიყარა ყელში.. ხველებ-ხველებით წამოდგა ნია და ოთახში შემომყვა..
- ჩვენ ერთ კურსზეც კი არ ვართ, რა პროექტია ეგეთი - ჩაიბურტყუნა ნიამ..
- დაიცა, წამოდი... წავიყვანე და ჩუმად დავანახე, როგორ საუბრობდნენ მაია და ლევანი... სასიამოვნო შესახედი იყო.. ეს უბრალოდ მოწონების ამბავი იყო, მაგრამ შეიძლებაო უფრო სერიოზულში გადაიზარდოს..
-კარგი რა სესილი, უბრალოდ საუბრობდნენ...-თქვა ნიამ
- არ იყო ეს უბრალო საუბარი.. ხო, კარგი, შეიძლება იყო კიდეც, მაგრამ.. ჯანდაბა, იმდენი ხანია რაც მამა მარტოა, არავისთვის შეუხედავს სერიოზულად..
- შენ გინდა, რომ..
- ხო, მინდა.. მე ვინ მეკითხება, მაგრამ მაინც.. მისმინე, ისინიც ხომ უნდა იყვნენ ბედნიერები..
- სესილი, ეგ მათი საქმეა.. - მითხრა და ხელი ჩამჭიდა.. - სესილი ცხელი ხარ.. ფეხზე როგორ დგახარ კიდევ, დაწექი ახლავე..
- არა, უნდა მოვემზადო და სამსახურში წავიდე..
- ამ მდგომარეობაში იმუშავებ? რას სულელობ..
- ვინ გითხრა, რომ სამუშაოდ მივდივარ, დემეტრე უნდა გავლანძღო..
- მაგას მერეც მოასწრებ, დაწექი რა..
- ოო, მერე ბრაზი გადამივლის..
- მაშინ მე წაგიყვან.. სესილი მაღალი სიცხე გაქვს, ალბათ თავს ცუდადაც გრძნობ, რატომ არ გინდა, რომ უბრალოდ დაისვენო..
- ვერ მპვისვენებ, მანამ სანამ იმ უკუდო ამპარტავან.დემეტრეს ადგილს აროვუჩენ, არ მპვისვენებ.. შენს ხასიათზე არ ვარ დღესო და იქ გამაგზავნა, ფაქტობრივად სიკვდილისთვის გამიმეტა..
-მან.თქვა რომ არ იცოდა რა ვითარებაც იყო მშენებლობაზე..
- ნუ ამართლებ, სიტყვაძუნწი კი არის, მაგრამ თავის დაცვა მაინც არ შეეშლება - ვეუბნებოდი და თან ვემზადებოდი.. ცოტა ხანში ოფისში ვიყავი, გზად ლიკა შემხვდა..
- შენ, ისევ მოხვედი?
- შენს ხასიათზე არ ვარ, ან მეტყვი დემეტრე სადაა, აან ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ..
- ოფისში არაა, რა იყო, სამსახურიდან წასვლა გადაწყვიტე? ასე უნდა დაყარო ფარ ხმალი? - მეკითხებოდა დამცინავად
- იცი მემგონი ტონალურის წასმა იმდენად ბევრი მოგივიდა, რომ ეგ ცხვირი შემთხვევით გეყოფინება სხვების საქმეში... - ხმაც არ ამოიღო ისე გატრიალდა.. მეც დემეტრეს სახლში წავედი.. მის კაბინეტში მალევე ავედი.. ის თავის სავარძელში იჯდა და საქაღალდეებს ათვალიერებდა.. მივედი და მაგიდაზე ფურცელი დავუდე
- ეს რა არის?- მკითხა ისე, თითქოს თვითონ იყო წუხანდელი გაუგებრობის მსხვერპლი..
- განცხადება წასვლის შესახებ'. თქვენი ხელმოწერა აკლია, ხომ ასე ძალიან გინდოდათ ჩემი წასვლა.. ხო და აი, მოაწერეთ ხელი.. - ოგიციალურ ტონზე გადავედი
- სესილი, მე მართლა არ ვიცოდი რა სიტუაცია იყო მშენებლობაზე.. წინააღმდეგ შემთხვევაში..
- წინააღმდეგ შემთხვევაში აქამდე გამაგზავნიდით იქ... არ ვიცი რა დაგიშავეთ, ჩვენ შევთანხმდით, რომ მე უნდა მემუშავა, ამას ვაკეთებდი, პატიოსნად.. მაგრამ ის, რაც გუშინ მოხდა, ეს ყველა საზღვრებს სცდება..
- გითხარი და გიმეორებ, რომ არ ვიცოდი რა ვითარება იყო
- ეგ არ გამართლებთ.. იქ, იმ ჯურღმულში გამიშვით, იმიტომ, რომ ხასიათზე არ იყავით.. ეს მე ვიჯექი გაყინულ ბეთონზე, მე მაწვიმდა, რომ არ შემემჩნია როგირ მოწყდა სადენი, აქ აღარც კი ვიქნებოდი.. შეიძლება თქვენ არა, მაგრამ მე მყავს ადამიანები, რომლებსაც ვიყვარვარ და ცოცხალი ვჭირდები.. მაჰრამ ეს რომ გაიგო გული ინდა გქონდეს, რაც შენ არ გაქვს..
- მე გითხარი, რომ წარმოდგენა არ მქონდა იქ შექმნილ ვითარებაზე, წინააღმდეგ შემყხვევაში არ გაგიშვებდი.. - მითხრა ხმამაღლა და ხელი ჩამავლო. მე კი გავაშვებინე, როგორც შემეძლო..
- რა გჭირს, ძალიან ცხელი ხარ..
- ეგ არაა თქვენი საქმე.. იმედია ხელს მოაწერთ.. მე დროს აღარ დავკარგავ.. - ვუთხარი და გამოვბრუნდი..
...

მას მერე რაც ლაზარემ სესილიზე უამბო, დემეტრეს მოსვენება დაეკარგა.. სესილი პირდაპირ თავის სახლში წაიყვანეს, მასთან ლაზარე დარჩა, თავად კი წავიდა.. გვიანობამდე იარა მანქანით.. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ხვდებოდა, რომ არასწორად იქცეოდა.. რის გამო? თავადაც არ იცის.. ებრძოდა იმ გრძნობას, რომელიც არც კი გაეაზრებინა ბოლომდე.. სახლში დაბრუნდა, გამოიცვალა და საწოლში დაწვა.. ფიქრებმა ვერ მოასვენეს, აინტერესებდა, როგორ იყო იმ წუთს სესილი, რამე ხომ არ უჭირდა, ან იქნებ სჭირდებოდა რამე.. ისევ ადგა, ჩაიცვა და მანქანა დაძრა.. სესილის სახლისკენ წავიდა.. კარზე ძლივს დარეკა ზარი და თმა გაბურძგნულმა ნიამ გაუღო..
- მაინტერესებს, როგორაა სესილი- უთხრა მას..
- შემოდი და ნახე - უპასუხა ნიამ.. სესილის ოთახამდე მიაცილა და წავიდა.. საწოლში შეწუხებული სახით იწვა სესილი.. ეძინა, მაგრამ ძილშიც შფოთავდა.. ახლოს მივიდა და დააკვირდა.. მისი აბრეშუმივით კანი, ლამაზი ტუჩები, სასაცილოდ დაყრილი თმა, ყველაფერი ისე მოსწონდა.. როცა უყურებდა სულ სხვა სამყაროში გადადიოდა.. ხელები თავად გაექცა და თითები მის ლოყებზე დააცურა.. მალევე მოეგო გონს და ოთახიდან გავიდა.. ძლივს დაიძინა იმ ღამით.. დილით ადგა თუ არა კაბინეტში გავიდა.. იჯდა სავარძელი და ფიქრობდა რა იქნებოდა.. ახლა მართლა წავიდოდა სესილი სამსახურიდან, მაგრამ უნდოდა თვითონ ეს? გულის სიღრმეშივარ უნდოდა, მაგრამ ისე ფიქრობდა, რომ უკეთესივიქნებოდა, თუ მას აღარ შეხვდებოდა.. მხოლოდ სესილის კი არა, სიყვარულსაც გაურბოდა ყოველთვის.. ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ ყავდა შეყვარებული, მაშინ არც თუ მდიდარი იყო იმ გოგომ კი სიმდიდრე ამჯობინა.. მას მერე სულ ფიქრობს, რომ სიყვარული არ არსებობს.. თანაც მას ლიკა ჰყავს.. მართალია არ უყვარს, მაგრამ უგებს..
მალევევშევიდა მის კაბინეტში სესილი და როგორც მოელოდა, მასთან ჩხუბი დაიწყო.. ვერც კი გააცნობიერა, როგორ ჩასწყდა გულშიბყვეკაფერი. როცა მან წასვლის განცხადება აუფრიალა.. ბევრჯერ უთხრა, რომ არ იცოდა რა სიტუაცია იყო მშენებლობაზე, თუმცა ეს მაინც ვერ ამართლებდა.. როცა ხელი მოჭიდა, მიხვდა, რომ მაღალი სიცხე ჰქონდა, თუმცა არავისთან იმჩნევდა.. ფანჯრიდან გადახედა და დაინახა, რომ მარტო იყო მანქანით და არ მოეწონა ეს ამბავი.. ჩუმად აედევნა უკან.. ცოტა ხანს მისფევდა, უცებ კი დაინახა, როგორ გადაუსწრეს სეაილის და მანქანა როგორ მოუცურდა.. ნაპირზე გადავიდა და ხეს შეასკდა.. მალევე გაჩერდა თვითონაც და გადავიდა.. სირბილით მივიდა მის მანქანასთან, კარი გამოაღო და სესი გადმოიყვანა.. გოგონა გონზე იყო, სისხლი ისევ შუბლიდან სდიოდა, ასევე მუხლიც ნატკენი ჰქონდა... ხელი ისევ გამოსტაცა დემეტრეს, მაგრამ ესეც გაჯიუტდა და ისევ ჩასჭიდა, დასვა და თავისი მანქანიდან დასამუშავებელი საშუალებები ამოიღო..
- არ მინდა - იუარა სესილიმ..
- უბრალოდ დავამუშავებ - უთხრა და დაიყოლია კიდეც.. მალევე დაუმუშავა ჭრილობები და მანქანაში ჩაისვა..
- თავად წავალ - ხმა ამოიღო სესილიმ..
- უბრალოდ გაჩუმდი და ღვედი შეიკარი.. - ამ დროს ისევ გაჯიუტდა სესილი და დემეტრეს თავად მოუწია მისთვის შეეკრა ღვედი.. მიუახლოვდა თუ არა ისევ ოგრძნო მისი თავბრუს დამხვევი სურნელი და ძლივს მოსწყდა.. მალევე მიიყვანა სახლში, ნიას ჩააბარა და თავის გზას დაადგა...



******
იმედია მოგეწონებათ.. ველი თქვენს აზრებს.. მიყვარხართ ყველა და გმადლობთ თბილი კომენტარებისთვის.. ველი თქვენს აზრებს... შეცდომებისთვის ბოდიში, ტელეთი დავწერეე...



№1  offline წევრი natia-natia

მომწონს კარგია ველი შემდეგს ძვირფასო

 


№2  offline მოდერი tsn

natia-natia
მომწონს კარგია ველი შემდეგს ძვირფასო

გმადლობ ♥♥

 


№3 სტუმარი Teo..

Dzalian kargia .kargad wer.cota gaawvalos demetre.mouxdeba magas.

 


№4  offline მოდერი tsn

Teo..
Dzalian kargia .kargad wer.cota gaawvalos demetre.mouxdeba magas.

გმადლობ.. მიხარია, რომ მოგეონს ♥♥♥

 


№5  offline წევრი S.likuna

dzalian kargia dzaliaan !!!!

 


№6  offline მოდერი tsn

S.likuna
dzalian kargia dzaliaan !!!!

გმადლობ love

 


№7  offline მოდერი bibo

აუ რამპრა მომწონს ვერ წარმოიდგენ შენ შოკი მოკი ხარ სასწაული ეს დემეტრე ნახე რა ველურული ბიჭია სასწაული მარწყვი ხარ

 


№8  offline მოდერი tsn

bibo
აუ რამპრა მომწონს ვერ წარმოიდგენ შენ შოკი მოკი ხარ სასწაული ეს დემეტრე ნახე რა ველურული ბიჭია სასწაული მარწყვი ხარ

დიდი მადლობაა love request

 


№9  offline წევრი salo7

ძალიან მაგარია ესე გააგრძელეე love

 


№10  offline მოდერი tsn

salo7
ძალიან მაგარია ესე გააგრძელეე love

გმადლობ request love

 


№11 სტუმარი Black

Tkbilo<3kargi iyo da veli shemdeg tavs;) ..

 


№12  offline მოდერი tsn

Black
Tkbilo<3kargi iyo da veli shemdeg tavs;) ..

გმადლობ request love

 


№13  offline აქტიური მკითხველი lalita

ძალიან კარგია მალ- მალე დადე.

 


№14  offline მოდერი tsn

lalita
ძალიან კარგია მალ- მალე დადე.

აუცილებლად, გმადლობ ♥♥♥

 


№15  offline წევრი lilearchvadze:)

ვაიმე რა სჭირს ამბიჭს? როდის მიხვდება რო სიყვარული არსებობს კიარა ეგაა რაცააა! ძალიან მაგარი გოგო ხარ <3 ველოდები შემდეგს

 


№16  offline მოდერი tsn

megikeshelava))
ვაიმე რა სჭირს ამბიჭს? როდის მიხვდება რო სიყვარული არსებობს კიარა ეგაა რაცააა! ძალიან მაგარი გოგო ხარ <3 ველოდები შემდეგს

გმადლოობ ♥♥

 


№17  offline წევრი Teo Gvinianidze

ძალიან კარგი ისტორია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent