შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაინც ჩემი გახდები ! (ნაწილი1)


7-04-2016, 07:30
ავტორი ყვითელგულა
ნანახია 2 708

*ნია*
-ნია საყვარელო ადექი.- თბილად გადამისვა დედამ თავზე ხელი და შუბლზე მაკოცა.- ყავა უკვე გაგიკეთე.- გამიღიმა და ხელზე დამქაჩა
-ვდგები დედიი... 5 წუთიც და...
-საყვარელო დღეს პირველი დღეა არ მინდა რომ დაგაგვიანდეს.- ჯანდაბა!!! ფეხზე წამოვვარდი და აბაზანაში შევედი, შხაპი მივიღე და კარადას მივუახლოვდი, დღეს პირველი დღე იყო ჩემს ახალ სამსახურში. შავი მოკლე კაბა და ასეცე შავი მაისური ავირჩიე და სარკესთან მივედი, ქერა თმა ჩამოვივარცხნე და მხრებზე ჩამოვიყარე, რატომღაც თავს უცნაურად ვგრძნობდი... რაღაც შიგნიდან მღრღნიდა... ჩანთა მხარზე გადავიკიდე და ოთახიდან გამოვედი, დედამ გამიღიმა და ყავა მომაწოდა, მეც ღიმილი დავუბრუნე და უკვე ცივი ყავა წამში მოვსვი
-მადლობა დეე.- ლოყაზე ვაკოცე და სახლიდან კინწისკვრით გამოვვარდი, ავტობუსმაც დააგვიანა და სამსახურში ნახევარი საათის დაგვიანებით მივედი, ხელების მტვრევით მივედი მდივანთან და გავუღიმე.- გამარჯობათ.- ჩემი ხმის გაგონების თანავე სათვალე მოიხსნა და კარგად შემათვალიერა
-სახელი ? გვარი ?.- მკითხა უემოციოთ
-ნია გოგიბერიძე.- ფეხზე წამოდგა და ხელით მანიშნა რომ უკან გავყოლოდი. მთელს სხეულში ჟრუანტელმა დამიარა როცა ერთერთი ოფისის კარებს მიუახლოვდით გარკვევით წავიკითხე სახელი და გვარი "ვაჩე ახვლედიანი". ქალმა კარებზე დააკაკუნა და ღრმად ამოისუნთქა
-შემოდი.- მომესმა ბოხი ხმა, ქალმა კარები შეაღო და მე გამომხედა
-შემოდით ნია.- ხელი დამავლო და ვაჩეს ოფისში მარტო დამტოვა. გაყინული ვიდექი ერთ ადგილას და არ ვინძრეოდი, ვაჩესაც არ მოუქცევია ჩემთვის ყურადღება რაღაც საბუთებს ჩასჩერებოდა და დიდი გულისყურით ათვალიერებდა, ოდნავ შევბორძიკდი და რაღაცას მივეჯახე, სწორედ ამ დროს შევეჩეხე მის წაბლისფერთვალებს სადაც მხოლოდ სიცარიელეს ვხედავდი
-დაჯექი.- სკამზე მიმითითა და გასწორდა, სკამზე ძლივს ჩამოვჯექი და ხელები ნერვიულად დავილაგე მუხლებზე, ჩაეღიმა და ისევ საბუთებს დააჩერდა.- ნია არა ?.- წარმოთქვა ისე რომ ჩემთვის არც კი შემოუხედავს
-დიახ.- ძლივს ამოვილუღლუღე
-აქამდე გიმუშავია სადმე ?.- ამომხედა, თავი გავაქნიე და თვალებში ჩავაშტერდი... რატომ იყო ასეთი სიცარიელე მასში ? არანაირი გრძნობა, არანაირი იმედი... საერთოდ არაფერი გარდა სიცარიელისა.- კარგი... ანუ გამოცდილებაც არ გაქვს რათქმაუნდა.- ბოლო სიტყვები ირონიულად წარმოთქვა და ამათვალიერა
-ბატონო ვაჩე მე უბრალოდ.... უბრალოდ შანსი მჭირდება.- ამოვილუღლუღე, გაეცინა და ფეხზე წამოდგა
-ანუ შანსი ?.- მომიახლოვდა და ოდნავ დაიხარა, ხელები აქეთ-იქით დაალაგა და მომიმწყვდია.- კარგი ნია მოგცემ შანსს, მაგრამ არცერთ შეცდომას არ გაპატიებ!.- მკაცრად მითხრა.- შევთანხმდით ?
-დიახ ბატონო ვაჩე.- ხელები მომაშორა და ისევ თავის სკამზე მოკალათდა.
-შეგიძლია გახვიდე.- ხელი აიქნია და ისევ საბუთეებს ჩააშტერდა
-ბატონო ვაჩე....
-მე უკვე გითხარი შეგიძლია გახვიდე მეთქი!.- ზიზღნარევი თვალებით ამომხედა. და აი კიდევ ახალი გრძნობა მასში, მის თვალებში ზიზღი...
-არ ვიცი სად უნდა წავიდე.- ფეხზე წამოვდექი და გავბრუნდი, კარები გამოვაღე და გასვლა დავაპირე როცა ხელი ძლიერად ჩამავლო და უკან შემაბრუნა. კედელს ამაკრო და ჩემთან უფრო ახლოს მოიწია, მისი სუნთქვა სახეზე მეხეთქებოდა, წამიერად თვალები ერთმანეთს დავაჭირე და ღრმად სუნთქვა დავიწყე
-შეგიძლია გვანცას სთხოვო დახმარება.- მითხრა უდარდელად ისე რომ მისი ტუჩები ჩემს კისერს ეხებოდა
-ბატონო ვაჩე... მე...მე უნდა გავიდე.- თავი ძლივს დავახწიე და ოფისიდან გამოვედი.- ღმერთო...
გვანცას მოძებნა დავიწყე, მთელი მეორე სართული მოვიარე თუმცა მაინც ვერსად ვიპოვე, ბოლოს დაღლილი ჩამოვჯექი სკამზე და თავი ხელებში ჩავრგე
-რატომ არის ყველაფერი ასეთი რთული.- ამოვიბუზღუნე ჩემთვის
-ჯერ კიდევ ბავშვი ხარ.- მომესმა ვაჩეს ხმა, თავი მაღლა ავწიე და სწრაფად წამოვდექი ფეხზე.- წამოდი მე გაჩვენებ შენს სამუშაო ადგილს ნია.- ჩემი სახელი სულ სხვანაირი ტონალობით წარმოთქვა და ხელით მანიშნა გავყოლოდი. უკან პატარა ფინიასავით დავდევდი, სადღაც მიყუჟულ ადგილას მიმიყვანა და კარები შეაღო.- ეს არის შენი სამუშაო ადგილი
-კი მაგრამ....
-რამე პრობლემაა ?.- გამომხედა
-ეს... ეს... ხომ დამლაგებლის...
-დიახ სწორედაც რომ.- ჩაიღიმა და გამცილდა, ცრემლები წამსკდა, თუმცა ხელით მოვიშორე და ჩემს ტანსაცმელს დავხედე, მწარედ ჩამეცინა და თავი აქეთ-იქით გავაქნიე "სხვას რას ელოდი სულელო ბავშვო ?" გამოვლანძღე საკუთარი თავი და დამლაგებლის ფორმა ჩავიცვი, მთელი მეოთხე სართული დავალაგე, ყველა ოფისი, კაბინეტი, მოვწმინდე იატაკი და გადავწმინდე უშველებელი მტვერი... საშინლად დავიღალე და იქვე კედელს მივეყრდენი, ცრემლები ისევ მომადგა თვალებთან თუმცა ჯიქურად ისევ უკან გადავუშვი და ხელი შუბლზე მოვისვი, კაბინეტიდან ვაჩე და კიდევ ორი ბიჭი გამოვიდნენ, ვაჩეს სახეზე ღიმილი გადაჰკვროდა როგორც კი დამინახა მომიახლოვდა და ამათვალიერა
-გიხდება.- გაიცინა და ფორმაზე მიმანიშნა, სიმწრის ღიმილი ავიკარი სახეზე და უკან გავბრუნდი. რატომ მექცეოდა ასე ? რა დავაშავე ესეთი ? ეს კითხვები მთელი დღე მიტრიალებდა თავში. როგორც იქნა ეს მტანჯველი სამუშაო დღეც დასრულდა და ისევ ჩემი ტანსაცმელი მოვირგე ტანზე. სახეზე ცივი წყალი შევისხი და ხელები კარგად დავიბანე რომ სარეცხი საშუალების სუნი არ ამსვლოდა. როგორ უნდა მეთქვა დედასთვის რომ მისი ერთადერთი შვილი ახლა დამლაგებელი იყო როცა დიდი იმედით მიდიოდა სრულიად სხვა ადგილის დასაკავებლად... ფიქრების გასაფანტათ, თავი გავაქნიე და ლივტს მივუახლოვდი, წამით შევჩერდი და აქეთ-იქით მიმოვიხედე ყველა წასული იყო... მხოლოდ მე ვიდექი ამ უზარმაზარ შემოსასვლელში და ღრმად ვსუნთქავდი... მხოლოდ ჩემი ნაბიჯების ხმა ისმოდა, ერთერთ მაგიდას ხელი დავუსვი და გავიღიმე
-ოდესმე მაინც შევძლებ.... მაინც ჩემი გახდები.- სულელო ბავშვო რამდენს ოცნებობ, საკუთარ თავს დავცინე და ლივტს გვერდი ავუარე. ყოველთვის მეშინოდა "ლივტების" მხოლოდ ერთხელ ვიმგზავრე მისით და მაშინ ეს ყველაფერი საშინლად დასრულდა
კიბეები სწრაფად ჩავირბინე და კარები გამოვაღე, წვიმა თქეშით მოდიოდა, მთელი სამყარო მოეცვა და ცაც კი მოეღრუბლა. სიმართლე ვთქვა ასეთი ამინდი მიყვარდა ჩემთან ყველაზე ახლოს იყო, ყველაზე მეტად გრძნობდა იმას რასაც მე... განიცდიდა ჩემს ცრემლებს და ჩემთან ერთად ისიც ტიროდა და მიმეორებდა "მარტო არ ხარ... ხედავ მეც შენთან ერთად ვტირი". მამის გარდაცვალების შემდეგ შეიცვალა ყველაფერი, აფსოლიტურად ყველაფერი დაინგრა, ჩვენი ნაშენები კედელი სულ მთლად გაუფასურდა და გაიბზარა... ჩამოინგრა და ახლა დავრჩით მხოლოდ მე და დედა... ჩვენი საყრდენი კი სადღაც გაქრა.
სახლში გალუმპული მივედი, ტანსაცმელი გავიხადე და მაშინვე საშხაპეში შევედი, ცხელი წყალი მალამოსავით მოედო მთელ ჩემს სხეულს, ხელი მხრებზე მოვისვი შემდეგ ოდნავ დაბლა ჩავუყევი, მაჯა ოდნავ მტკიოდა, ვაჩეს თითები ჯერ კიდევ ეტყობოდა ჩემს ხელს... ცრემლები.... ცრემლები... ცრემლები ისევ დაუკითხავად წამოვიდნენ თვალებიდან, ისევ მტკენენ და ისევ მიცარიელებენ ყველაფერს...
ცრემლები მოვიწმინდე და საშხაპიდან გამოვედი, პირსახოცი შიშველ სხეულზე მოვიხვიე და გამოვედი. გამეღიმა როდესაც ჩემს მაგიდაზე ლანგრით საჭმელი დამხვდა ასევე ღიმილით მიმზერდა ცხელი ჩაიც რომელსაც საამური სურნელი დასტრიალებდა თავს, დედის გამომცხვარი კრუასანები ხომ სულ მთლად გადასარევად გამოიყურებოდნენ. სხეული სწრაფად შევიმშრალე საღამური გადავიცვი და ჩაი და კრუასანები გემრიელად დავაგემოვნე, ლანგარი სამზარეულოში გავიტანე და ჭურჭელიც დავრეცხე. მომღიმარი გავედი დედას ოთახში და მძინარეს რამდენჯერმე შუბლზე ვაკოცე
-ანგელოზი ხარ დეე.... ჩემი ანგელოზი.- კიდევ ერთხელ ვაკოცე შუბლზე და საბანი გავუსწორე. მერე მეც თბილათ შევწექი საწოლში და დაღლილს გემრიელად ჩამეძინა

*ვაჩე*

-ბატონო ვაჩე შეტევა აქვს.- გავიგონე ყვირილი და ფეხზე წამოვვარდი, ლიკას ოთახისკენ გავიქეცი და კარები სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით შევანგრიე
-ლიკა.... ლიკა შემომხედე.- მისი სახე ხელებში მოვიქციე და მაგრად ჩავეხუტე.- ლიკა გევედრები.- ვგრძნობდი როგორ მეცლებოდა ხელიდან, ვხედავდი როგორ სდიოდა სისხლი ცხვირიდან, მთელი ხმით დავიღრიალე და ფეხზე წამოვდექი, ხელი დავავლე მის ფარფატა სხეულს და ხელში ავიტაცე. კიბეები სწრაფად ჩავირბინე და გარეთ გამოვვარდი, ლიკა უკანა სკამზე დავაწვინე და საავადმყოფოში წავედი.
საავადმყოფოს მოსაცდელში ორი საათი ვიჯექი და ექიმს ველოდებოდი, ხელები ნერვიულად მოვისრისე და თავი დაბლა დავხარე.
-ბატონო ვაჩე ?.- მომესმა ნაზი, წკრიალა ხმა, მაღლა ავიხედე და ნია დავინახე
-შენ აქ რა გინდა ?.- კბილებში გამოვცერი და ხელი მაგრად დავავლე და საავადმყოდან გავიყვანე.- მოქცლია არა ? შენც დამპალი ჟურნალისტი ხარ ?.- დავუღრიალე, შევამჩნიე როგორ კანკალებდა, თვალები ცრემლებით ავსებოდა. რას აკეთებ ვაჩე ? გაუშვი ხელი. მეუბნებოდა ჩემი მეორე მე, რომელიც მხოლოდ აცახცახებულ გოგონას ხედავდა რომელსაც თვალებიდან ღაპაღუპით მოსდიოდა ცრემლები, ხელი გავუშვი და თითები ნერვიულად შევიცურე თმებში.- მაპატიე.- ძლივს გასაგონი ხმით ამოვილუღლუღე.- მაპატიე ნია
-ბატონო ვაჩე...- არა ამას ვერ ავიტანდი!!! ყველაზე მეტად ამას ვერ ვიტანდი და სწორედ ამ დაწყევლილ გრძნობას ვამჩნევდი მის თვალებში
-გეცოდები არა ?.- ირონიულად ჩამეცინა და გავხედე
-არ მეცოდებით, უბრალოდ ვხედავ რომ ისევე გტკივათ როგორც მე.- თავი დაბლა დახარა და ადგილიდან სწრაფად მოწყდა, დავინახე როგორ შეაშველა ხელი ქალს, რომელსაც თვალები ჩასისხლიანებული ხოლო ხელები კი დალურჯებული ჰქონდა.- აქ დამელოდე დედი.- მხოლოდ ეს სიტყვები გავიგონე და შემდეგ საავადმყოფოში შევბრუნდი, ნიაც შემომყვა, ექთანს რაღაც ფურცელი გამოართვა და წამშივე გაუჩინარდა.
15 წუთის შემდეგ ექიმი მომიახლოვდა
-ბატონო ვაჩე.- ამოიგმინა და გამომხედა.- ლიკას შეტევები ძალიან საშიშია, მისი ორგანიზმი საშინლადაა დაზიანებული, ასევე მისი ფსიქიკური მდგომარეობაც არ არის ნორმალური... ჭრილობები კი რომლითაც თქვენ მოგყავთ არ არის უბრალო... ლიკა აუცილებლად უნდა დავაწვინოთ ფსიქიატრიულში, თუ მისთვის კარგი გინდათ!
-ხვდებით რას მეუბნებით ბატონო ალექსანდრე ? საკუთარი და როგორ გავამწესო ფსიქიატრიულში. მის გარდა არავინ დამრჩა როგორ არ გესმით ჩემი!
-თუ ფსიქიატრიულში არ დააწვენთ, თუ არ უმკურნალებთ ჩათვალეთ რომ საკუთარი ხელით უთხრით საფლავს!.- ეს სიტყვები დამიტოვა და წავიდა. მობილური ამოვიღე და გიორგისთან დავრეკე
-გიო შენი დახმარება მჭირდება!
*გისმენ ვაჩე*
-ლიკა უნდა დავაწვინო ფსიქიატრიულში.- ძლივს ამოვილუღლუღე.- ასევე კარგი ფსიქოლოგიც მჭირდება
*კარგი არ არის პრობლემა. ხვალ შეგეხმიანები*
-მადლობა კარგად.- მობილური ჯიბეში ჩავიცურე და სკამზე ჩამოვჯექი.- შენც ვეღარ დაგკარგავ ლიკა.... შენღა დამრჩი მარტო!



№1 სტუმარი tamuna

Kargi iyo dzalian tkiviliani da gaagrdzeleeee<3

 


№2  offline მოდერი tsn

კარგი იყო, გააგრძელე winked smile

 


№3 სტუმარი Teo..

Dzalian momewona .gaagrzele oxond nu daagvianeb ,gtxov..warmatebebi....

 


№4 სტუმარი Guest მარიამი

მაგარია ეხლა წავიკითხე და ძალიან მომეწონა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent