სუხარი (3 თავი)
დილით საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა,ძლივს გავახილე თვალები და ირგვლივ,რომ მოვიხედე გარემო ვერ ვიცანი,უცხო ოთახში ვიყავი,თავიდან სასმელს დავაბრალე ყველაფერი,მაგრამ კარგათ რომ გამოვფხიზლდი და ხედი იგივე დარჩა,მერე ავფოქრიაქდი,უკვე სისულელეების ფიქრი უნდა დამეწყო ოთახის კარი ნანამ,რომ შემოაღო,დედას გეფიცებით ასეთი შვება ჯერ არ მიგრძვნია -ანა სირცხვილია გოგო,რას იფიქრებს ეს უცხო ოჯახი-ქოთქოთით შემოვიდა და თავზე დამადგა -რას ამბობ გოგო,რა უცხო ოჯახი,სად ვართ?-ვიკითხე გაოგნებულმა -რას ქვია სად ვართ?მოიცა,შენ რა არაფერი გახსოვს? -რამე მოხდა ისეთი,რაც უნდა მახსოვდეს? -ღმერთო შენ მიშველე,გუშინ ბევრი რო დალიე და გამოსკდით გიორგიმ აიტეხა ეხლავე უნდა დავქორწინდეო,ბევრი ლაპარაკის შემდეგ ვერაფერი,რომ ვერ შევასმინეთ მაინც დაიწერეს ჯვარი,მერე აიტეხა სიდედრ-სიმამრს ეს ამბავი,როგორ დავუმალოო და ყველანი თბილისში წამოვეიდით,ჯერ საჭესთან დაჯდომაზე ვიჩხუბეთ,გზაში მანქანა გაფუჭდა და ნიკამ ახლოს მაქვს სახლი და ჩემთან წავიდეთო,მანქანიდან გადმოსვლისას ისეთი გათხლეშილი იყავი გუბეში ჩავარდი და სულ გაიწუწე,მერე ნიკამ აგიყვანა და თავის ოთახში დაგაწვია,ხოდა ახლა ვართ აქ,ადექი ჰა სირცხვილია დედამისთან. ნელ-ნელა გადავამუშავე მიღებული ინფორმაციია,აი თურმე რატომ ვიგრძენი სისველე,ტანზე დავიხედე და მშრალი ტანაცმელი მეცვა -მე გამოგიცვალე,აბა სველს ხო არ დაგტოვედი-დააყოლა -ამდენი რამე მოხდა და მე არაფერი მახსოვს?ღმერთო რა ასირცხვილია ამ ხალხთა,ეხლავე ავდგები-უცებ მივაყარე და ელვის სისწრაფით წამოვდექი საწოლიდან.ნაბახუსევისგან თავი მტკიოდა,მაგრამ ამას ვჩიოდი,უცებ მოვწესრიგდი და ქვემოთ ნელა ჩავედი,მისაღებში შეკრებილიყვნენ,სავარძეკზე უცხო შუა ხსნის ქალი შევნიშნე და მივხვდი ეს იქნებოდა მისი დედა -აი შენც გაიღვიძე ჩემო კარგო,ახლა კი შეგვიძლია დავსხდეთ სასაუზმოთ-მე მომმართა და გამიღიმა -ბოდიში და მადლობა ქალბატონო...-აქ შევჩერდი,რადგან მისი სახელი ნაღდათ არ ვიცოდი -ელენე მქვია,ქალბატონო მოაშორე,უბრალოთ სახელით მომმართე-თქვა და ოთახიდან გავიდა,მალევე ლიკუნამ მოირბინა ჩვენთან -თავი ისე მტკივა ვკვდები-დაიწყო წუწუნი-თუმცა მე რა მაქვს საწუწუნო,შენ ჩემზე უფრო მეტი არ დალიე?-მითხრა და სიცილი ატეხა-არა,გუშინ ისეთი სასაცილო იყავი,თავიდან ნიკამ,რომ შემოგიყვანა დედას ეგონა თქვენ დაქორწინდით,ამაზე იმდენი ვიცინე ლამის მოვკვდი-მიყვებოდა მხიარულათ მე კი უხერხულობისგან სად წავსულიყავი არ ვიცოდი -კარგი ლიკა,მეტი არაფერი თქავა,თორე ისე მრცხვენია დედაშენს ვეღარ დავენახვები -რას ამბობ გოგო,წამოდი ეხლა მალე,დედას ავუხსენით ყველაფერი,თან მარტო შენ კი არ იყავი იმ დღეში-ხელი მომკიდა და სამზარეულოში შემიყვანა,დანარჩენებიც იქ იყვნენ,გიორგი და ლანა ერთათ ისხდნენ,მათ გვერდით კი მეგი და ილია,ისეთი საყვარლები იყვნენ,უცებ მეც მომინდა გათხოვება,მე რომ დამინახეს გიორგიმ სიცილი ატეხა -ეს ვინ მოვიდა ღმერთო,თვით ალკოჰოლის დედა-დამცინოდა და თან ლანას ეხუტებოდა -მოკეტე იცოდე,თორემ ვერ გადამირჩები,რადგან ცოლი მოიყვანე ყველაფრის უფლება კი არ გაქვს-გაბრაზებულმა მივაყარე და ანრის გვერდით დავიკავე ადგილი -ეხლა რა უნდა ქნათ?-იკითხა ლიკამ -ჯერ სიდედრ-სიმამრის ოჯახში მივალთ,მერე ყველაფერს დავგეგმავთ,გავარკვევთ და ისევ ბათუმში წავალთ,თქვენ რა არ გინდათ უკან დავბრუნდეთ?-თქვა გიომ და ყველას შემოგვხედა -როგორ არ გვინდა,ძალიან კარგი იდეაა-უპასუხა ლიკამ ყველას მაგივრათ და საუზმობაც დავიწყეთ.თითქმის სულ ჩუმათ ვიყავი,მაშინ როცა პირს არ აჩერებდა არავინ,რაღაც უცნაურად ვგრძნობდი თავს,ყველაფერი ისე უცებ მოხდა,ამას ემატებოდა ის ფაქტიც,რომ გუშინდელიდან არაფერი მახსოვდა.საუზმობას მალე მოვრჩით და ლანას სახლისკენ მიმავალ გზას დავადექით.თავიდან მის მშობლებს გაუკვირდათ,გაბრაზდნენ გიორგის ამდენი ხანია ვიცნობთ და ეს ამბავი,როგორ დაგვიმალეთო,ან ასე საჩქაროდ რატომ იქორწინეთო,მოკლედ დიდხანს ილაპარაკეს,მაგრამ ბოლოს ყველაფერი მშვიდობით მოგვარდა.კიდევ ოტახანს დავრჩით,სუფრა გაიშალა,მაგრამ წვეთიც აღარ დამილევია მე,ბიჭები სვამდნენ,უცებ გიომ შემთხვევით წვენი გადამასხა დ მეც ლანას ოთახში გავედი გამოსაცვლელათ,ლანამ მითხრა გამოგყვებიო,მაგრამ ამ სახლს ისე ვიცნობ,როგორც საკუთარს,ოთახში შევედი,მაისური გავიხადე და კარადაში ვიქექებოდი კარები,რომ შემოხსნეს -ასეთ ხედს თუ უნდა წავწყდომოდი,ნეტავ უფრო მალე შემოვსულიყავი-ნიკას ირონიული ხმა გავიგე და ერთ ადგილას შევხტი,დაბნეულმა ისიც ერ მოვიფიქრე რამე მომეფარებინა,მაგრამ მერე მისი გაბრაზების გეგმა მომივიდა თავში -აქ რას აკეთებ იდიოტო?შემოსვლამდე,რომ უნდა დააკაკუნო არ გასწავლე?ახლავე გაეთრიე-ვუყვირე გაცოფებულმა -გუშინ დაუკითხავათ მკოცნიდი და ოთახში შემოსვლის უფლებაც აღარ მაქვს? -რაებს ბოდავ?გირჩევნია გახვიდე,თორემ ვიყვირებ და მერე ნახე შენ-რაო მკოცნიდიო?ამის გაგონებაზე გამოვშტერდი -იყვირე,ვეტყვი,რომ შენ თვითონ დამპატიჟე,თან გუშინ ლიკამ დაგვინახა და დარწმუნება არ გამიჭირდება-ამის გაგონებაზე უფრო გავოცდი,ანუ რა გამოდის მართლა ვაკოცეთ ერთმანეთს და თან მისმა დამ დაგვინახა? ო ღმერთო რა სირცხვილია -ტყუილებს მოეშვი და დამაცადე ჩაცმა-ვითომ დაწყნარებული ტონით ვუთხარი და კარადისკენ შევბრუნდი,მაიკის ასაღებათ,უცებ ვიგრძენი ჩემს უკან,როგორ გაჩერდა,ძალიან ახლოს,კისერზე მის სუნტქვას ვგრძნობდი და დამაჟრიალა,მრერე კი მუცელზე მისი ხელი ვიგრძენი.გავქვავდი ,მაისური კი,რომელიც მეჭირა იატაკზე დამივარდა -ახლაც მეტყვი,რომ გავიდე?-ჩუმათ ჩამჩურჩულა ყურში და ბიბილოზე მაკოცა,მერე ნელა შემომატრიალა და თვალებში ჩამხედა-მითხარი ანა,გავიდე? არ ვიცი რა დამემართა უცებ,ან ასე რამ გამათამამა,მაგრამ ფაქტია ის რაც შემდეგ ვთქვი,ნამდვილად ჩემი პირიდან ამოვიდა -მაკოცე.ამის გაგებისას ჯერ დაიბნა,მერე ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა და ხელით უფრო ახლოს მიმიზიდა,ვიგრძენი ჩემში მოგიზგიზე ცეცხლი უფრო აალდა,მეორე კი თმებში შემისრიალა თლილი თითები და ნაზად შემეხო ბაგეეგბზე.ასეთი რამ ჯერ არ განმიცდია,დავდებილდი და ერთ ადგილას გავშეშდი,მუცელში პეპლები აფრთხიალდნენ , კანზე კი ტაომ დამიარა,ჩემს რეაქციაზე ჩაეღიმა და ახლა უფრო მომთხოვნათ დამიწყო კოცნა,მეც ავყევი,ორივე ხელი კისერზე მოვხვიე და ნეტარების სამყაროში გადავეშვი,ალბათ კიდევ დიდხანს ვერ მოვწყდებოდით ერთმანეთს კარები,რომ არ შემოეგლიჯა ვიღაცას -ანა,ლანამ სად წავი...ლიკას სიტყვა შუაზე გაუწყდა,ან რა უნდა ეფიქრა თავის ძმას და 2 დღის გაცნობილ მეგობარს ესეთ დროს თუ ნახავდა,თან წელს ზემოთ ბიუსჰალტერის მეტი არაფერი მეცვა,მის ხმაზე გონს მოვედით ორივე და ერთმანეთს მოვშორდით,სირცხვილისგან გაქცევა მინდოდა -ბოდიში-მხოლოდ ეს თქვა და გაღიმებულმა მალევე დაკეტა კარები.მინდოდა მოვმკვდარიყავი,რას იფიქრებდა ეს გოგო -ღმერთო,როგორ მრცხვენია,ახლა როგორ შევხედო თვალებში,თან შენი დაა,ეხლავე უნდა ავუხსნა ყველაფერი-აფორიაქებული აქეთ-იქით დავდიოდი და ჩემს თავს ველაპარაკებოდი,მერე კი კარისკენ წავედი,როცა ნიკამ დამიჭირა -ესე აპირებ გასვლას?-მკერდზე დამაჩერდა და მიმახვედრა,რომ ისევ შიშველი ვიყავი,მაისური უცებ გადავიცვი -რა გაცინებს ბიჭო?-ახლა მას მივუბრუნდი გაბრაზებული-ახლა რა უნდა ვქნა?მე სირცხვილისგან ვკვდები აქ შენ კიდე იცინიხარ-შევუბღვირე -რო მთხოვდი მაკოცეო,მაშინ არ გრცხვენოდა?-მითხრა და გადაიხარხარა -ვითომ არ გინდოდა ! იცი რაა? დაივიწყე ვაფშე,საერთოთ ხმას აღარ გაგცემ,არც კი დაგელაპარაკები,ეხლავე წავალ აქედან-ვუთხარი გააფთრებულმა და კარისკენ წავედი.ისევ გამაჩერა -ხო არ გაგიჟდი გოგო?რას ქვია წახვალ?შენი აზრით ვთამაშობ ეხლა მე?ან რო არ მდომოდა კოცნის უფლებას მოგცემდი?-მიყვირა და ორივე ხელი კლავებზე მომკიდა -ხმას დაუწიე,სირცხვილია! შენ არავინ გკითხავს მე რას ვიზამ,მინდა წავალ და მინდა არა! ვუთხარი და ოთახი დავტოვე,ქვევით ჩასულმა ლიკა მოვძებნე თვალებით.სუფრასთან იჯდა და ჩემი მზერა,რომ შეამჩნია ჩაეღიმა,მისკენ წავედი -ლიკა წამ რა ერთი წამით-მორცხვათ ვუთხარი და თან ხელის თითებს ვაწვალებდი -კარგი წამო-ეშმაკურათ მითხრა და სამზარეუოსკენ წავიდა -ბოდიში მინდა მოგიხადო,იცი ჩვენს შორის არაფერი ხდება,მართლა,ძალიან უხერხულად ვგრძნოს შენთან თავს,არ მინდა ცუდი ან უწესო ადამიანი გეგონო,მართლა ძალიან მრცხვენია-თავდახრილი ვამბობდი და თან ენა მებმეოდა -კარგი რა,ბოდიშს რატომ მიხდი გოგო,ძალიან მიხარია ჩემ ძმას შენნაირი შეყვარებული თუ ეყოლება,პირველივე დანახვისას მომეწონე -არა,არა,ჩვენ შეყვერებლები არ ვართ-დავიწყე თავის მართლეა,რომ გამაჩერა -კარგი,შეიძლება არ ხართ,მაგრამ რატომღაც დარწმუნებული ვარ მალე იქნებით,ჩემთან თავს ნუ იმართლებ,ჩათვალე,რომ მეც შენი და ვარ,ახლა კი წამო გავიდეთ,მემგონი მორჩნენ ქეიფს და წასვლას აპირებენ. თავს მაინც ძალიან უხერხულად ვგრძნობდი მასთან და ბავშვებთანაც.მაგრამ ისეთი აფორიაქებული ვიყავი ნიკას ტუჩების გარდა ვეღარაფერზე ვფიქრობდი.კოცნამ საბოლოოთ დამარწმუნდა,რომ ძველი გრძნობები ნამდვილი და წრფელი იყო,მე ის ისევ მიყვარდა,მაგრამ ახლა უნდა გამერკვია მიზეზი,თუ რატომ წავიდა მაშინ ასე უთქმელად. ლანას სახლიდნ მალევე წამოვედით,უკვე დაღამებული იყო,ბიჭები კაი შემთვრალები იყვნენ,ამიტომ ბათუმში წასვლა დღეს არ გამოვიდოდა.ნიკას მანქანაში ვისხედით ყველა,წიხლით ჩატენილები,წინ მე და ლანა,უკან კი ლიკა,მეგი და ბიჭები -აბა ეხლა წინ დიდი გზა გვაქვს და ვმღერივართ ყველა-უცებ დაიყვირა გიორგიმ და სიმღერა დაიწყო -ოე მოკეტე,რას ქვია დიდი გზა გვაქვს?ხვალ დილამდე არსად არ წავალთ-გავაპროტესტე მე და დისკომფორტის გამო შევიშმუშნე -გიო,ანა მართალია დღეს დავრჩეთ და ხვალ წავიდეთ-ამყვა ლანაც -კარგი,მაშინ ყველა ჩემთან წავიდეთ და გაპროტესტებას აზრი არააქვს გიოსთან სახლში მალევე მივედით,სახლში არავინ იყო,რადგან ქუთაისში მოუწიათ წასვლა ორივეს -ეხლა განაწილდით და დავიძინეთ ყველამ,მე ჩემს ცოლს წავიყვან-თქვა გიორგიმ და ლანას ხელი მოხვია წელზე-თავი ისეიგრძენით,როგორც საკუთარ სახლში -გოგოებო გამომყევით,ჩემს ოთახში დავიძინოთ-თქვა ნანამ-თქვენ კი ბიჭებო,სასტუმრო ოთახში მოთავსდით.დაღლილები და ემოციებისგან დატვირთულები დიდ ფუმფულა საწოლზე გავიშოტეთ -აუუ აღარ მეძინება რაა,უბრალოდ დავიღალე-დაიწუწუნა მეგიმ -ხოო,მეც არ მეკარება ძილი-ავყევი მეც -შენ რას მოგეკარება გენაცვალე,სხვა რამეებზე ფიქრობ და-სიცილით თქვა ლიკამ და ეშმაკურატ შემომხედა.ამის გაგონებაზე ნანაც უცებ ჩამოჯდასაწოლზე -ანა,რამე ხდება რაც არ ვიცი? -მიდი უთხარი,დამალვას რა აზრი აქვს მაინც მოგიწევს თმა-ჩაგვერია ლიკა და კომფორტულად მოთავსდა -რაგი ხო,მოგიყვებით,მაგრამ ისეთი არაფერია,უბრალოდ დღეს ნიკას ვაკოცე და ნიკა ადრე ჩემი შეყვარებული იყო,მერე უეცრად გამომიცხადა საზღვარგარეთ მივდივარო და დავშორდით,არც კი აუხსნია არაფერი,ახლა კი თუ ჰგონია ასე ვაპატიებ და შევურიგდები ძალიან სცდება-ვთქვი და გოგოების სახეებს დავაკვირდი -რა?!-უცებ დაიკივლა ლიკამ-შეყვარებულები?მოიცა შენ ხარ ის ანა?ვაიმე ამას ვერ წარმოვიდგენდი ნამდვლად-მითხრა გაოცებულმა -ეს ნიკა მართლა ის ნიკაა?-ახლა ნანა მომადგა -ხო ისაა,მაგრამ ვერ ვხსნი მის ქცევებს,ვერაფერი გავიგე-ვუთხარი მოწყენილმა -ანა,მაშინ საზღვარგარეთ წასვლა მოგვიწია მთელს ოჯახს,ამას იმიტომ გეუბნები,რომ არ მინდა ეს გაბრკოლებდეს,ძალიან მომეწონე თავიდანვე და მინდა ჩემი რძალი გახდე,მამა იყო ავათ,ოპერაცია სჭირდებოდა და ყველა მხოლოდ ამ საქმეზე ვიყავით გადართულები,მამას ჯანმრთელობაე ყველანი ძალიან ვდარდობდით,ნიკაც განიცდიდა ამ ამბავს.მსმენია შენს შესახებ,ვიცოდი ვიღაც ანა,რომ უყვარდა მაგრამ არ ვოცოდი ვინ იყო ან რატომ დაშორდა,ახლა კი ყველაფერი გასაგებია,ალბათ არ უნდოდა თავისი პრობლემები შენთვის მოეხვია თავს. ვუსმენდი და ვხსვდებოდი,რომ მართალი იყო ლიკა,მაგრამ ხომ შეეძლო ჩემთვის ეთქვა,აეხსნა გავიგებდი და არც დაშორება მოგვიწევდა,ახლა კი ერთად ვიქნებოდით ბედნიერები,ამდენი წელი და ტყუილად ნაღვარი ცრემლები მენანება,არაფრის გამო მოგვოხდა განშორება,რომ ეთქავა გვერდში დავუდგებოდი,გავამნევებდი,მან კი უბრალოთ გაჩუმება არჩია.სრულიად გაურკვევლობაში ვიყავი,გამიხარდა მიმზეზი,რომ აღმოაჩნდა წასვლის,მაგრამ გულიც ძალიან დამწყდა.ამ ფიქრებში ვიყავი,რომ უეცრად მეგი წამოხტა და სააბაზანოსკენ გაიქცა,ჩვენც გავყევით -რა დაგემართა?კარგათ ხარ მეგი?-ვეძახდით კარის მეორე მხრიდან,ცოტა ხანში თვალებ დასიებული გამოვიდა -გული ამერია უცებ,ამ ბოლო დროს მემართება ხოლმე,არაფერია-მოჩვენებით გაგვიღიმა და გამოვიდა -რას ქვია არაფერია?-გაუწყრა ნანა-დიდი ხანია ასე ხარ? -არც ისე,ალბათ რამემ მომწავლა -მეგი არ მიწყინო მაგრამ,ორსულად ხომ არ ხარ?-ახლა ლიკამ კითხა დაეჭვებით -არა რას ამბობ,არაა,არამგონია,მე,არ ვიცი-ალუღლუღდა და გაოცდა -ეხლავე წავალ და ტესტს მოვიტან,ვაიმე რა მაგარია ორსულად თუ იყავიი-მხიარულათ ჩავილაპარაკე და კარისკენ წავედი -მოიცა გოგო ამ შუაღამისას სად უნდა წახვიდე? -აქვეა აფთიაქი სახლის გვერძე,ტან სადღეღამისოა -კარგი,კარგი წადი და მალე მოდი,ხო და ტელეფონიც წაიღე მაინც,რა იცი რა ხდება-დამარიგა ნანა.მალევე ჩავიცვი ფეხზე,ჩანთიდან საფულე ამოვიღე და აფთიაქში გავედი,გამიმართლა არავინ იყო,ამიტომ მალევე დავბრუნდი -მიდი მალე შედი და გაგვაგებინე. სულმოუთქმელად ველოდით მეგის გამოჩენას სააბაზანოს კარს უკან,ყველას გვიხაროდა მისი ამბავი,წარმოვიდგინე ილიას სახე ამ ამბავს,რომ გაიგება,ალბათ გაგიჟდებოდა,მალევე გამოვიდა გაბადრული სახით -არ მჯერა,მალე დედა გავხდები-თქვა აცრემლებულმა და ერთმანეთს გადავეხვიეთ -გილოცავ,აუ რა მაგარია-ყველა ერთად ვამხნევებდით და ვულოცავდით -მაჩვენე,მაჩვენე ტესტი-უცებ გამოვართვი და ორი წითელიხაზის დანახვისას ისევ ხტუნაობა დავიწყე-აუუ აი ვიცოდი,ვიცოდი,ხომ გითხარი -მადლობა გოგოებო,წავალ წვენს ამოვიტან და ამოვალ-ქვემოთ უნდა ჩასულიყო,რომ შევაჩერე -მოიცა კაცო,შენ დარჩი და მე ამოგიტან წვენს -კარგი-გამიღიმა და ოთახში შევიდა გოგოებთან ერთად,მე კი ტესტით ხელში სამზარეულოსკენ მივიწევდი და თან ემოციებს ვერ ვფარავდი -ვიცოდი,რომ დადებითი იქნებოდა,როგორ მიხარია-უკვე იქ ვიყავი,რომ ადგილზე ხტუნაობა დავიწყე და ვერც კი მივდხვდი,რომ მარტო არ ვიყავი -რა იქნებოდა დადებითი-უცებ ნიკას ხმა მომესმა და ერთ ადგილას გავჩერდი.მისმზარას გავაყოლე თვალი და დავინახე,როგორ მიშტერებოდა ჩემს ხელში არსებულ ტესტს -ეგ რა არის?ორსულობის ტესტია?მოიცა,შენ რა ორსულად ხარ?-გაოგნებულმა მომაყარა კითხვები და ჭიქა ხელიდან გაუვარდა. პ.ს აბა ჩემო კარგებო,იმედია მოგწეონებათ ახალი თავი ♥ მაინტერესებს თქვენი შეფასებები |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.