ვენდეტა - დიაგნოზი
-ლოლიკო, ღვედი შეიკარი,- როგორც იქნა ასაკოვანმა მამაკაცმა მიაწვდინა ხმა ახალგაზრდა გოგონას, რომელიც მაღალ ხმაზე უსმენდა "გიტარის რახა-რუხს", როგორც ეძახდნენ მის საყვარელ მუსიკალურ მიმდინარეობას მშობლები. გოგონამ წარბი აზიდა და ხელის ზანტი მოძრაობით აჩვენა ზედამხედველს, რომ ღვედი შეკრული ჰქონდა, მერე კი ისევ დახუჭა თვალები. რაც თავი ახსოვს, ლოლიკო გასვიანი ყველასთვის შურის საგანი იყო. მდიდარი, ლამაზი, ჭკვიანი... მაგრამ თავად გოგონა თავს ყველაზე უბედურ არსებად თვლიდა, რადგან არასოდეს ჰყოლია გულითადი მეგობარი, ყველას რაღაც უნდოდა მისგან. ბავშვობაში - თოჯინები, სკოლაში - ლამაზი საკანცელარიო ნივთები და ტანსაცმელი, უნივერსიტეტში კი - საჭირო ნაცნობობა. პლიუს ამას, ლოლიკოს არასოდეს უგრძვნია მშობლების სითბო და სიყვარული, რადგან მათ დრო არასოდეს ჰქონდათ, ძიძებზე მინდობილი შვილის ყიდვა კი სხვადასხვა სათამაშოებით, ტექნიკითა და საზღვარგარეთ კურორტებზე დასვენებით შეიძლებოდა. მათი აზრით... ამიტომაც თავისი 20 წლისათვის ლოლიკო იყო არაკონტაქტური, საკუთარ თავში ჩაკეტილი და დეპრესიული... იმდენად დეპრესიული, რომ ერთი თვის წინ სარკეში ყურებისას რატომღაც გადაწყვიტა, რომ მშობლების ყურადღების მიქცევა რადიკალური მეთოდებით იყო მხოლოდ შესაძლებელი და ვენები გადაიჭრა. მაგრამ ამან უკუ შედეგი გამოიღო. დედამ დააბრალა, რომ უმადური იყო და არ აფასებდა რასაც მისთვის აკეთებდნენ მშობლები, მამამ კი "გატუტუცებული ლაწირაკი" უწოდა. ამის შემდეგ ლოლიკო საერთოდ ჩაიკეტა საკუთარ თავში. ადრე ძიძას მაინც ენდობოდა, ამ ამბის მერე კი აღარავინ აინტერესებდა. მისთვის ყველამ და ყველაფერმა ფასი დაკარგა. იჯდა უსულო თოჯინასავით და მუსიკას უსმენდა. როკის მძიმე ჰანგები არწმუნებდნენ რომ ცოცხალი იყო და მის გულსაც შეეძლო სწრაფად ძგერა. ახლაც თვითმფრინავში იჯდა, ბრუნდებოდა სეიშელის კუნძულებიდან და ერთადერთი რაც სიცოცხლის ხალისს სძენდა, მუსიკა იყო. არც უცდია აღექვა მთელი ის სილამაზე, რაც მის თვალწინ გადაიშალა ბევრი მისი თანატოლის ოცნების ადგილას მოხვედრისას. ერთადერთი რასაც გრძნობდა, ზიზღი იყო. მშობლებს არ ეცალათ მის დაბადების დღეზე და ამიტომაც თანაშემწე გააყოლეს და დასასვენებლად გაუშვეს. ისევ მისი ყიდვა სცადეს. ისევ მარტო დატოვეს. ისევ ვალუტაში შეაფასეს მისი ბედნიერი ღიმილი... "ნეტავ ახლა თვითმფრინავი რომ ჩამოვარდეს რა რეაქცია ექნებათ ადამიანებს, რომლებიც თავს ჩემს მშობლებს უწოდებენ? ალბათ ერთი-ორ ცრემლს ჩამოაგდებენ ხალხის წინ, დიდ დაკრძალვას მოაწყობენ, სადაც დედა დიზაინერულ შავ კაბას ჩაიცმევს და სამსახიობო ნიჭს არ დაიშურებს, რათა თავისი ერთადერთი ქალიშვილი. მერე კი ცხოვრებას განაგრძობენ, ვითომც არაფერი მომხდარა. იქნებ კიდევ ერთი შვილიც კი გააჩინონ. იდეალური შვილი... უფრო სწორედ იდეალური მარიონეტი, რომელიც ყველა მათ სურვილს უსიტყვიდ შეასრულებს და მადლიერი იქნება. სხვები კი მიუსამძიმრებენ ასეთი ნიჭიერი შვილის დაკარგვას და ისევე დაივიწყებენ ჩემს არსებობას, როგორც წინა სეზონზე ნაყიდ შუბას. რა საზოგადოებაში ვცხოვრობთ... რატომ გახდა ხალხი ასეთი ცივი და უხეში? რატომ არის პირველ ადგილზე ფული და ყველაფერი მატერიალური?" -ლოლიკო, დავფრინდით,- ფრთხილად შეეხო მამაკაცი გოგონას ხელზე,- შეგვიძლია გავიდეთ. -ოკსი,- ასწია ლოლიკომ ცერა თითები და ღვედი გაიხსნა. დიდი ყურსასმენები მოიხსნა და წამოდგა. ამ დროს მის გვერდით პატარა გოგონა გაჩერდა. მას ვარდისფერი რუშებიანი კაბა ეცვა, კიკინები ვარდისფერი ბანტებით ჰქონდა შეკრული, ხელში კი ვარდისფერი ფუმფულა დათუნია ეკავა. იმ წამს, როდესაც მათი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ, თანაშემწეს მობილურმა დაურეკა, პატარა გოგონამ კი სიმღერა დაიწყო: <<Rain rain go away, Come again another day. Teddy bear wants to play, Come again another day.>> მისი წვრილი, მელოდიური ხმისაგან ლოლიკოს გააჟრჟოლა. იყო მასში რაღაც არაამქვეყნიური და მისტიური. -ეს როგორ მოხდა?- თანაშემწის ხმამ გამოაფხიზლა მოზარდი,- რას ჰქვია მოულოდნელად გადაწყვიტეს? კერძო თვითმფრინავი არ იყო შემოწმებული? რა ზრაპრებს ჰყვებით...- მამაკაცი ყვირილზე გადავიდა. ლოლიკო გაოგნებული უყურებდა. ბატონ კოტეს არამცთუ ხმაზე არ აუწევია მისი თანდასწრებით, არამედ თვალიც კი არ გაუსწორებია მისთვის არასოდეს. ახლა კი ასე ეჩხუბება ვიღაცას და სიბრაზისაგან სახეზე აწითლდა კიდეც. -რა მოხდა, ბატონო კოტე? მშვიდობაა?- ჰკითხა ლოლიკომ მას შემდეგ, რაც მამაკაცმა ტელეფონი ხელის ერთი მოჭერით დაფშვნა. ამჯერად გოგონა მიხვდა თუ რატომ დასდევდა თანაშემწე მას ყველგან. ის მისი მცველიც იყო. მიუხედავად ასაკისა, ის მაინც საკმაოდ ძლიერია. ყოჩაღ მშობლებს, კარგი არჩევანია. თუმცა მაინც გააკვირვა გოგონა იმ ფაქტმა, რომ თანაშემწის შესახებ არაფერი იცოდა. ისიც კი არ უკითხავს, ჰყავს თუ არა მას ოჯახი. "აუცილებლად ვკითხავ, როგორც კი ამის საშუალება მომეცემა" დაჰპირდა საკუთარ თავს მოზარდი. -წავედით, ლოლიკო,- მისი ხმა მოლბა როდესაც შეხედა მოზარდს, მაგრამ კითხვაზე არ უპასუხა. სახლში მისულებს კი შემზარავი სიახლე დაახვედრეს. ქალბატონმა და ბატონმა მოისურვეს ლოლიკოსთან ერთად გაეტარებინათ მისი დაბადების დღე, ამიტომ კერძო თვითმფრინავი იქირავეს, რათა მალე ჩაფრენილიყვნენ შვილთან. გზად კი თვითმფრინავი შტორმში მოხვდა. პილოტი ვერ შეეწინააღმდეგა ბუნების მრისხანებას, კატასტროფა მოხდა და თვითმფრინავი ჩამოვარდა. ორივეს სხეული უკვე იპოვეს და ლოლიკოს ამოცნობაზე იბარებდნენ. -მეხუმრებით?- თქვა ჩახლეჩილი ხმით მოზარდმა და თანაშემწეს შეანათა გაფართოებული თვალები. -შენი ბრალია ყველაფერი,- გაისმა ქუხილივით მამაკაცის უხეში ბარიტონი,- ისტერიკა რომ არ მოგეწყო და სცენები არ გაგემართა, ხომ არ გამოფრინდებოდნენ შენს სანახავად და ახლა ცოცხლები იქნებოდნენ. -რას გულისხმობ ბიძია?- ჰკითხა გოგონამ უემოციო ხმით და შეხედა ოთახში შესულ მამაკაცს. ის, როგორც ყოველთვის იდეალურად გამოიყურებოდა, მხოლოდ კუპრივით შავი თვალები უელავდა უცნაური ცეცხლით. -რატომ დაიჩემე, რომ ჩამოსულიყვნენ იმ წყეულ კუნძულებზე?- არ მშვიდდებოდა კაცი. -ბიძია საიდან მოიტანე ეს სისულელე? რას ბოდავ?- ჰკითხა გაღიზიანებულმა ლოლიკომ. -კიდევ მე ვბოდავ? გესმით?- მიმოიხედა კაცმა, თითქოს მოწმეებს ეძებსო. -ბატონი კოტე ჩემთან იყო, მას ჰკითხეთ,- მოთმინებამ უღალატა მოზარდს,- არც არასოდეს მითხოვია მშობლების მოსვლა, მით უმეტეს სხვა კონტინენტზე არ მომითხოვია მათი ჩამოსვლა. -სადაა შენი ბატონი კოტე?- იქუხა ისევ კაცმა. ლოლიკომ მიმოიხედა, მაგრამ თანაშემწე ვერსად დაინახა. -აქ იყო. ალბათ გავიდა,- აიჩეჩა მხრები გოგონამ. -შენი ბრალია ჩემს დაიკოს ასეთი რამ რომ დაემართა,- ამოიხვნეშა კაცმა. -დაიკოს?- გაოცებისაგან ლოლიკოს თვალები გაუფართივდა,- შენ არ ეძახდი კუდიანს? როდის აქეთ გახდა დაიკო? -გესმით რას იძახის? ეს ბავშვი არაადეკვატურია. არანორმალურია. ტყუილად კი არ სცადა . ახლა კი, მის გამო დაიღუპნენ ჩემი და და სიძე. -ჩემს გამო?- ლოლიკოს სიბრაზისაგან ცრემლი მოერია,- როგორ ბედავ... ჩემს გამო მეორე ოთახშიც კი არ გამოვიდოდნენ, შენ კიდევ იძახი, რომ სხვა კონტინენტზე გადმოფრენა გადაწყვიტეს? -ამას უყურეთ,- დაქაჩა თვალები მამაკაცმა,- მშობლები ყველაფერს აკეთებდნენ მისთვის, თავს არ ზოგავდნენ, რომ არაფერი მოჰკლებოდა, ეს უმადური კი რას აკეთებს... რას იძახის. არ გრცხვენია მაინც? -ბიძია,- იკივლა მოთმინება დაკარგულმა მოზარდმა,- მე სასირცხვილო არაფერი გამიკეთებია,- ხოლო როდესაც კაცმა მისკენ გადადგა ნაბიჯი, იყვირა,- გაეთრიე...- გოგონას ნერვებმა უმტყუნეს. დაღლა, მოულოდნელი ამბავი, დაუმსახურებელი დადანაშაულება... ეს ყველაფერი მეტისმეტი იყო მისი ნაზი ფსიქიკისათვის. სადაც იდგა, იქვე ჩაჯდა, მუხლებზე ხელი მოიხვია და ხმადაბლა დაიწყო სიმღერა: <<Rain rain go away, Come again another day. Mommy wants to play, Come again another day. Rain rain go away, Come again another day. Daddy wants to play, Come again another day.>> ასე იჯდა მანამ, სანამ თეთრებში ჩაცმულმა სანიტრებმა არ წამოაყენეს და არ გაიყვანეს. გოგონა მხოლოდ გასასვლელთან გაუძალიანდა, მაგრამ მაშინვე ნემსი გაუკეთეს და მოთენთილი მაშინვე ტომარასავით დაეკიდა ერთ-ერთ სანიტარს. აზრზე უცნობ კაბინეტში მოვიდა. გარშემო ყველაფერი თეთრი და ცივი იყო. მასიურ მაგიდასთან ჭაღარა თმიანი ექიმი იჯდა. როგორც კი გოგონას მზერა იგრძნო, მაშინვე ახედა. -გამარჯობა ლოლიკო,- მიესალმა მშვიდი ხმით. -გამარჯობა. ვინ ხართ და სად ვარ?- იკითხა დაბნეულმა. -ეს ნომერი მერვე ფსიქიატრიული კლინიკაა. შენ კი დღეიდან ამ დაწესებულების პაციენტი ხარ,- აუხსნა ექიმმა აუღელვებლად,- მე კი შენი მკურნალი ექიმი, რომეო ლატარია ვარ. სახელის და გვარის გაგონებისას გოგონას სიცილი აუტყდა, მაგრამ მალევე აიყვანა თავი ხელში. -უკაცრავად ექიმო,- დახარა თავი შერცხვენილმა. -არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი ვისაც ასეთი რეაქცია აქვს. -ასაკის ბრალია ექიმო, ჯერ გამოცდილება არ მყოფნის და ვერ ვიკავებ ემოციებს. ნელ-ნელა ვისწავლი,- დაჰპირდა გოგონა. ექიმმა გაუღიმა. -ჭკვიანი გოგო ხარ, ლოლიკო. იმედია მალე აიყვან თავს ხელში და გახვალ ამ ადგილიდან,- ამ სიტყვებზე ექიმმა მზერა აარიდა. -ექიმო, არ ვიცი აქ ვინ და რატომ მომიყვანა და დამტოვა, მაგრამ ნამდვილად მალე გავალ,- დაუბრუნა ღიმილი მოზარდმა. ექიმის სახეზე გაოცება გაკრთა, მაგრამ მალევე დაიბრუნა აუღელვებლობის ნიღაბი. -მაგრამ არის ერთი პატარა ნიუანსი...- დაიწყო ექიმმა. -რა ხდება?- დაინტერესდა ლოლიკო. -ქალბატონების კორპუსი სავსეა და... -ო, მამაკაცებთან ერთად უნდა ვიცხოვრო?- ამ სიახლემ კიდევ უფრო დააბნია მოზარდი. ის ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა ვის დასჭირდა მისი "დურკაში" გამოკეტვა. ახლა კი ეს სიახლე... -დიდი ხნით არა, ვეცდებით მალე გავათავისუფლოთ ადგილი. -იმედია არ აპირებთ ელექტროშოკით მოკლათ რომელიმე ნაკლებ "მომგებიანი" პაციენტი,- ვერ დაფარა ხმაში შხამი გოგონამ. -ვხედავ კარგი წარმოდგენა გაქვს ექიმებზე,- გაეცინა ექიმს. -დამნაშავე ვარ,- ჩაეცინა ლოლიკოსაც,- ხშირად ვუყურებ მსგავსი შეინაარსის ფილმებს. შეიძლება ჩემი დიაგნოზი გავიგო?- იკითხა გოგონამ ინტერესით. -რეაქტიული ფსიქოზი,- უპასუხა ექიმმა. -ეგ ხომ ფსიქიკური ტრავმის შედეგია?- გაოგნდა მოზარდი. -ბევრი რამ გცოდნია ფსიქიატრიაზე,- მასზე არანაკლებ გაოცებული სჩანდა ექიმი,- საიდან ასეთი ცოდნა? -სკოლიდან საწყისები, უნივერსიტეტიდან გაგრძელება,- აიჩეჩა მხრები გოგონამ. -რას სწავლობ?- დაინტერესდა ექიმი. პაციენტის დოსიეს შესწავლა ვერ მოასწრო. გოგონა მას სულ უფრო და უფრო მოსწონდა. სხვა შემთხვევაში არაფრით არ დატოვებდა კლინიკაში, მაგრამ ამჯერად სხვა გზა არ ჰქონდა. ეს განსაკუთრებული შემთხვევა იყო. ლოლიკო კი განსაკუთრებული პაციენტი. -მომავალი ბიზნეს ვუმენი ვარ,- სევდიანად გაიღიმა ლოლიკომ. -მაგრამ დიდად არ მოგწონს პროფესია როგორც ვატყობ. -სწორად ატყობთ, მაგრამ ახლა ამაზე საუბრის დრო არაა დოკ. იქნებ ის მაინც მითხრათ რატომ მაინცდამაინც ეს დიაგნოზი და რა ფსიქიკური ტრავმა მქონდა? იქნებ ტვინი კეტავს ამ ინფორმაციას ჩემთვის, რათა აბსტრაგირდეს ტკივილისგან? -მშობლების დაკარგვა,- არც უცდია დამალვა ექიმს. თუმცა ლოლიკოსთვის ეს სიახლე არ ყოფილა. მშვენივრად ახსოვდა ყველაფერი. „იმედია მეტი არაფერი მომხდარა“,- გაიფიქრა მან. -გასაგებია,- ამოიოხრა ლოლიკომ,- ანუ დაკრძალვაზე არ გამიშვებთ? -გინდა წასვლა?- დაინტერესდა ექიმი. გოგონა დაფიქრდა. უნდოდა კი? არა! აშკარად არ უნდოდა, მაგრამ არც ის უნდოდა მერე ენანა. ასეც უთხრა ექიმს. -არა, მაგრამ მეშინია, რომ მერე ვინანებ. -ახლა პალატაში შედი და დაისვენე. კარგად დაფიქრდი და თუ მეტყვი, რომ გინდა წასვლა, მე წაგიყვან. -მადლობა დოკ,- გულწრფელად გაუღიმა გოგონამ. -სანიტარი გაგაცილებს,- უთხრა ექიმმა და მდივანს სთხოვა გამოეძახა თამარა დეიდა. სანამ სანიტარი შევიდოდა, ლოლიკო ფიქრებმა გაიტაცა. "რატომაც არა! დავრჩები და აზრებს დავალაგებ. საკუთარ თავში გავერკვევი და როდესაც მომინდება, სახლში დავბრუნდები"- ფიქრობდა თავისთვის გოგონა. მაშინ არ იცოდა რაზე თანხმდებოდა, რომ ასე მარტივადაც არ იყო საქმე და მით უმეტეს არ იცოდა რა შედეგამდე მიიყვანდა ეს გადაწყვეტილება. რომ სცოდნოდა, იქნებ თავიდანვე ეცადა გაქცევა, თუმცა არავინ ჰყავდა გარანტად, რომ ეს გამოუვიდოდა. -ლოლიკო,- დაუძახა ექიმმა და გოგონა გამოფხიზლდა,- ეს თამარა დეიდაა,- ანიშნა კარგად ჩასუქებულ სანიტარზე. გოგონამ თავი დაუკრა. ქალმა აათვალიერ-ჩაათვალიერა და მზერა ექიმზე გადაიტანა. -317 ოთახში,- უთხრა ექიმმა. ქალის სახეზე შიშმა გადაირბინა. ლოლიკომ კი ეს დაღლას და შუქის თამაშს მიაწერა,- მისი ნივთები აქაა,- ანიშნა საკმაოდ მოზრდილ ჩემოდანზე. "ნეტავ ვინ ჩაალაგა? თუმცა რა კითხვა უნდა, ალბათ ბატონმა კოტემ"- კაცის გახსენებაზე გოგონამ შუბლი შეკრა. პირველად გაიფიქრა, რომ უცნაური იყო მისი მარტო ყოფნა ისეთ დაწესებულებაში, როგორიც ფსიქიატრიული კლინიკაა. -ექიმო ვინ მომიყვ...- ექიმმა გააწყვეტინა. -ხვალ… ახლა პაციენტები მყავს,- სანიტარმა კი ხელი მოჰკიდა და ოთახიდან გაიყვანა. -ეს სამზარეულოა,- ანიშნა რკინის კარზე ქალმა,- იქ პაციენტებს შესვლა აკრძალული აქვთ. იქით მწვანე კარს ხედავ?- ჰკითხა და პასუხს არც დაელოდა ისე განაგრძო,- სამრეცხაოა. ყველა თავად რეცხავს თავის ნივთებს, თუ აქვს ამის ტვინი. თუ არა, ყველას სარეცხი ერთად ირეცხება, ამიტომ გირჩევ შენი ცალკე გარეცხო. მარჯვნივ სასადილოა. ყოველ დღე 8 საათზე, 12-ზე, 4-ზე და 8-ზე ვჭამთ. სჯობს დროზე მიხვიდე, თორემ ხორცი და თევზი არ შეგხვდება. შენ სანიტრების აბაზანას გამოიყენებ, მეორე სართულზეა, დერეფნის ბოლოში. აი შენი ოთახიც,- აჩვენა ქალმა და კარი შეაღო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.