შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბროწეულისფერი. (თავი პირველი)


8-04-2016, 16:33
ავტორი მიაჩკა.
ნანახია 2 058

-რაო?!ლელე კიზმინსკაია ჩამოდისო,მართალია?
-ჩამოდისო,ჩამოდისო. მშობლიურ ქალაქს უბრუნდებაო.
-მამამისი?
-მამასთან და ძმასთან ერთად, თბილისსშიც ბიზნესს აკეთებენ თურმე.
-ჰმ,უყურე ერთი მაგათ შენ.
-აბა,აბა.ფული ჯოჯოხეთს ანათებსო!
-ეგ კაცი ნამდვილი ეშმაკია. არამგონია შვილები თავისზე ნაკლები ჰყავდეს.
***
-გისმენთ.
-ლელე, არ მითხრა რომ ჭორები მართალია და.. გოგონამ სიტყვა გააწყვეტინა.
-ჰო,ჰო მართალია. თბილისსში ერთ კვირაში ვიქნები.
-ვაიმე არ მჯერა! ტელეფონიდან წვრილმა ხმამ შეჰკივლა.
-რახან შენ ჩამოდიხარ და გნახავ,რასაც გინდა იმას შეგისრულებ,ვსო.
-კარგი ნინა დაწყნარდი,მეც ძალიან მომენატრე და აუცილებლად გნახავ. ახლა მეჩქარება უნდა წავიდე,გკოცნი. პასუხს აღარ დალლოდებია ლელე ისე გათიშა ტელეფონი.
საღამომდე კიდევ რამდენიმე ასეთი ზარი მიიღო ახლო მეგობრისგან.ყველა დაამშვიდა და დაპირდა რომ აუცილებლად ნახავდა მათ.
ცოტა გაღიზიანებული იყო იმით,რასაც მასზე წერდნენ სოციალურ ქსელში. მათ ხომ არც კი იცოდნენ სინამდვილეში მდიდარი,განებირვრებული გოგონას მიღმა რა იმალებოდა. ვერცერთი მათგანი წარმოიდგენდა ლელეს რამდენის გადატანა მოუხდა წარსულში, ან თუნდაც როგორი ძნელია ასეთი ცხოვრება. როდესაც ყველაფერი ხალხის გადასაწყვეტია. როდესაც შენ შენი პირადი არ გაგაჩნია და ის უნდა აკეთო რაც მათ მოსწონს და არა შენ. ცხოვრება უნდა მიუძღვნა სრულიად უცხო ადამიანებს, მაშინ როდესაც ისინი ოდნავადაც არ გაფასებენ.
ლელე კიზმინსკაია: 18 წლის. მაღალი,გამხდარი,ქერა,მუქი მწვანე თვალებით და პატარა,კურნოსა ცხვირით. მოცეკვავე, მწერალი.
ამჟამინდელი მდგომარეობა:დასაოჯახებელი.
მუშაობს მამამისთან არქიტეკტურულ კომპანიაში, მიუხედავად თავისი დაუოკებელი სურვილებისა.
უყვარს ადრენალინი,დრიფტი და მეგობრებთან ერთად გართობა. აქვს კლაუსტროფობია, საოცრად ეშინია დახურული სივრცის. შეყვარებული მამამისის მკაცრი ხასიათის გამო,შეყვარებული არასდროს ჰყოლია. გიჟდება ბროწეულზე! სადაც კი მიდის ყველგან ბროწეული და ბროწეულისფერია!
ჰყავს ძმა:ნიკა კიზმისნკაია. მაღალი,შავგვრემანი,თხელი ცხვირით და მუქი შავი თვალებით. პროფესიით არქიტეკტორი. მუშაობს მამამისის გიორგი კიზმინსკაიას კომპანიაში. ჰყავს შეყვარებული ელენე მაღალაშვილი.
გიორგი კიზმინსკაია:მაღალი,შავგვრემანი,სასიამოვნო გარეგნობის.საშუალო ასაკს გადაცილებული მამაკაცი. ქვრივი. ჰყავს ორი შვილი:ლელე და ნიკა კიზმინსკაიები. არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის არტიტეკტურული კომპანიის მფლობელი და დამაარსებელი. მკაცრი მამა და დირექტორი.
ამჟამინდელი მდგომარეობა:მეორედ დაოჯახებული.
ეკა მეტრეველი:საშუალო ასაკის. 1.68, ქერა თმით და ყავისფერი თვალებით. გიორგის მეორე ცოლი.
***
-ქალბატონო ლელე, ამაზეა ხელი მოსაწერი. და აი, ამაზეც. შუახნის ქალმა ფურცლები დაუდო წინ გოგონას.
-ახლავე ვიკა.
-გმადლობთ ქალბატონო ლელე. მაგიდა ფურცლებისგან განთავისუფლდა. გოგონამ სიგარეტს მოუკიდა და ფინჯნიდან ვისკი მოსვა.
-ლელეან,რამდენჯერ გითხარი მუშაობის დროს ალკოჰოლს ნუ იღებ-მეთქი. ოთახში შუახნის მამაკაცი შემოვიდა. გოგონა ვერ იტანს,როდესაც სრული სახელით მიმართავენ.
-კარგი რა გიორგი,ხომ იცი ისე ვერ ვმუშაობ. სიმწრისგან გაიცინა ლელემ.
-ჩააქრე ეგ სიგარეტი. ლელემ ამოიოხრა და სიგარეტი საფერფლეში ჩაწვა.
-კმაყოფილი ხარ? ირონიულად ჩაიღიმა ლელემ.
-მამაშენს როგორ ელაპარაკები.არ გცხვენია?!
-თუ შეიძლება ნუ მაცდენ,სამუშაო მაქვს! თქვა ლელემ და კარები გამოაღო. გიორგიმ ერთი შემოხედა,თავი გაიქნია და ოთახიდან გავიდა. ლელემ ამოიოხრა, დივანზე დაჯდა და თავი საზურგეს მიაყრდნო.
როგორ ღლიდა ეს ყველაფერი. მამასთან კარგი ურთიერთობა დედის გარდაცვალების შემდეგ გაუფუჭდა. რადგან დედა მამაზე ნერვიულობას გადაყვა. ხვდებოდა რომ საყვარელი ჰყავდა და ხმას ვერ იღებდა. ლოგინად ჩავარდა და რამდენიმე კვირაში გარდაიცვალა. მაშინ ლელე ცხრა წლის იყო,ნიკა ცამეტის.
ბავშვობიდან და-ძმას არაფერი აკლდა, გარდა ოჯახური სითბოსა, რომელიც ჩაცმა-დახურვაზე მეტად მნიშვნელოვანია მცირეწლოვანი მოზარდისათვის. ისინი ბავშვობიდან დამოუკიდებლად იზრდებოდნენ,თუმცა მამის სიმკაცრის ქვეშ. განსაკუთრებით ლელეს მიმართ. გიორგის იგი ყველაფერზე დაჰყავდა,მაღალ ელიტაში საუკეთესო შვილად აჩენდა. თუმცა სინამდვილეში საშინლად მკაცრად ექცეოდა. უკრძალავდა მეგობრებთან ერთად საუბარს,შეყვარებულის ყოლას და სხვა.
ლელესაც სხვა რა გზა აქვს. სანამ თვამეტი წლის არ გახდება ვერაფერს გააწყობს. ერთი სული აქვს გახდეს სრულწლოვანი და სამუდამოდ წავიდეს აქედან. აკეთოს ის რაც უნდა,და როგორც მოესურვება. ეს კი სულ ექვს თვეში მოხდება.
-ლელეკუნა,მოვედი. კარები სიცილით შემოაღო ნიკამ და ჰალსტუხი გაისწორა.
-ნერვებს მიშლის ეს ყ**ნჯი. ლელემ გადაიხარხარა და ძმას ყელიდან პომადის ნაკვალევი მოაშორა.
-შენი გამოსწორება არ იქნება. სიცილით უთხრა დამ. -ან რა იაფასიანი სუნამოს სუნი გდის,როდიდან დაიწყე ასეთებთან სიარული,ძმობას გაფიცებ?
-ოჰ,ავღადავდითო? ხმა წამში დაუსერიოზულდა ნიკას.
-ჰო კარგი,სიგარეტი მომაწოდე რა. ლეკვის თვალებით შეხედა ლელემ.
ნიკამ ჯიბიდან შავი სობრანიე ამოიღო.
-კიდე გამოგართვა გიორგიმ? იკითხა ნიკამ. ლელემ თვალები აატრიალა და ნიკამაც სიმწრისგან ჩაიღიმა.
-აბა დღეს რა გეგმები გვაქვს? ბოლოჯერ არ ჩავისუნთქოთ რუსეთის სურნელი?
-რა თქმა უნდა. დღეს ვიმხობთ ყველაფერს. სიცილით უპასუხა ლელემ. -ამ ფურცლებს მოვაწერ ხელს და გნახავ.
და-ძმის ურთიერთობა კიდევ უფრო გამყარდა როდესაც გიორგიმ მეორე ცოლი,ვიკა მოიყვანა. რომელიც გიორგიზე ორჯერ უარესია სწერვობით,თუმცა არც ლელე და ნიკა აკლებენ.
ორივე გიჟდება ერთმანეთზე,და უერთმანეთოდ ვერ ძლებენ ვერც ერთი წუთი და წამი.
ყოველთვის როცა გიორგი ლელეს ტუქსავდა, ნიკა იცავდა და ისიც ისჯებოდა. ახლაც,დის გამოა აქ, ვერ ტოვებს მარტო და ელოდება როდის გახდება სრულწლოვანი რომ აქედან წაიყვანოს და ახალი ცხოვრება დაიწყოს. ორივემ ერთად..



№1  offline მოდერი Amalthea

მე საიტზე ერთადერთი ბროწეულისფერი ვიცი და ისიც ფორთოხლის.
სხვა სათაური რომ მოგეფიქრებინა უკეთესი იქნებოდა.
ისტორიას გადავხედე. არის რა.
--------------------
I want to sleep with you. Doesn't mean to have sex. I mean sleep together under my blankets in my bed. With my hand on your chest. And your arm around me. No talking. Just sleep, blissfully happy, silence.

 


№2  offline წევრი ფორთოხალი

სგსგ. კიდე დააკოპირე ხოლმე სათაურები :)

 


№3  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

სათაურში წერტილი არ იწერება.

 


№4  offline აქტიური მკითხველი grafo

სათაურში მე ამ საიტზე წერტილი, კი არა საოცრებები მინახავს, ამიტომ ეს შენიშვნა მგონი ცოტა უადგილოა...თან, ავტორზე მეტად მე ამ ამბავში ის ადამიანი მგონია "დამნაშავე" ვინც ისტორია გამოაქვეყნა და არც უყურებს რას აქვეყნებს. ეს იმდენად განსხვავებული "ბროწეულისფერია", რომ მგონია არც იცის ამ ავტორმა ფორთოხლის არსებობა,ისევე როგორც ბევრმა შეიძლება არ იცოდეს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent