შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პოლიტიკის თეორია [ნაწილი მეცამეტე]


9-04-2016, 11:33
ავტორი N7
ნანახია 3 044

XIII.
ცხოვრება გრძელდება, ამაში ეჭვის შეტანაც კი დანაშაულია. ჟრუანტელად გივლის შენი გადაწყვეტილებები, გიკვირს - როგორ შეგეძლო იმის ჩადენა, რასაც აპირებდი. გიკვირს, როგორ ცდილობდი გამარჯვებას მაშინ, როცა ბევრად მკაცრად ამარცხებდი საკუთარ თავს. გიკვირს, რად გიღირდა თვითმკვლელობა. მითუმეტეს მაშინ, როცა სიკვდილი უკვე ნახე, საკუთარ თავზე გამოსცადე. არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე გაცნობიერება იმის, რომ ყელამდე ტალახში ხარ ჩაფლული, თუმცა გულის გაჩერება შენ კი არ ამოგიყვანს ტალახიდან, არამედ უარესად ჩაგფლავს.
მთავარია გამბედაობა გეყოს და გააგრძელო არაფრისთვის არსებობა.

იმ დღიდან დავისახე ცხოვრების მიზნად ჩემი შვილის მკვლელის განადგურება.
– დეპორტი გაუკეთდა, შემოპარული იყო ყალბი საბუთებით, - მითხრა კოკამ და სიგარეტი გამომიწოდა.
– ვირთხა, - ჩავილაპარაკე ბრაზით.
სიგარეტს მოვუკიდე. ახლა შემეძლო დავბრუნებოდი ცხოვრების იმ რუტინას, რომელიც დამანგრევდა და მოპარვით გამანადგურებდა.
– მაპატიე, სხვა ვერაფრის გაკეთება შევძელი, – ამოიოხრა და სიგარეტს მოუკიდა თვითონაც.
– ვალდებული არ ხარ, პატიება მთხოვო. არაფერია საპატიებელი, – მექანიკურად ჩავილაპარაკე.
– თუმცა მაინც, მაპატიებ? – გაიცინა და ჩემს თაროზე უფუნქციოდ დარჩენილ მტევანზე თავისი თითები გადამატარა.
– არაფერია საპატიებელი–მეთქი, – ღიმილით გავუმეორე.
– ლილი, ძლიერი ხარ! – გამამხნევა. – ყველაზე ძლიერი ქალი ხარ მათ შორის, ვისაც კი ოდესმე შევხვედრილვარ.
ამოვიოხრე.
– ნეტავ მასე იყოს და... – გამეღიმა ტკივილით.
– მასეა, ლილ, – ჩემი თითები თავისაში მოიქცია, ტუჩებთან მიიტანა და შემახო.
– აღარ ვიცი, რა გავაკეთო... – სიგარეტს ღრმად ვისუნთქავდი მე. დახრჩობამდე.
– არაფერი არ გააკეთო, დინებას მიჰყევი... და ცოლად გამომყევი! – დაამატა სიცილით.
– აღარ მჭირდება შენი დახმარება, – მივხვდი, უხეშად გამომივიდა, თუმცა იმდენიც ვიცოდი, რომ ამით ჟორჟოლიანს ვერ გავანაწყენებდი.
– ახლა მე მჭირდება, – თვალი ჩამიკრა.
– რად გიღირს ეს ქორწინება? – მობეზრებული მზერით შევხედე.
– ხომ ვისაუბრეთ ამაზე?! – რბილ ტონში შეუმჩნეველი სიმკაცრე შეეპარა.
– ვისაუბრეთ, – თავი დავუქნიე და სიგარეტის ნამწვი დაბლა გადავადგე.
– შენ რომ ჩემს ადგილას იყო, რაში გარგებდა ეს ქორწინება?
რომ დავფიქრებულიყავი, ოდნავ დამეძაბა გონება, ანდა, უბრალოდ, ისე მეფიქრა, როგორც იყო, ადეკვატურ დასკვნას გამოვიტანდი, თუმცა ისეთი პერიოდი მქონდა, აღარ მსურდა რეალობისთვის თვალებში ჩახედვა, რადგან მატკენდა, მე კი ამდენ ტკივილს ვერ გადავიტანდი. მეტჯერ ვეღარ...
– მე ვერ გაიძულებ, რომ ცოლად გამომყვე, მითუმეტეს კი იმის მერე,რაც ჩვენ შორის მოხდა, – ჩემი თითებისგან თავისი გაითავისუფლა და სავარძლისკენ წავიდა, დინჯი ნაბიჯებით.
განსაკუთრებული მანერები ჰქონდა კოკას. მამაკაცური და თან იმდენად ახალგაზრდული, ვერ იტყოდით, რომ ეს ადამიანი მალე ორმოცს მიუკაკუნებდა. საშინლად მომწონდა მისი სხეული... გამოგიტყდებით ამაში. მისი თითოეული გარეგნული დეტალი მომწონდა, მაგრამ არ ვიცი, რამდენად ძლიერი იყო ჩემი სიმპათიები. მხოლოდ თვალი მატყუებდა. ყოველშემთხვევაში, მინდოდა თვალი ყოფილიყო დამნაშავე.
– ბევრი გადავიტანე... მთელი ცხოვრება არ მიცხოვრია, ახლა კი ქარიშხალივით დამატყდა თავს რეალობა, – ტკივილი ხმას მითრთოლებდა და სხეულს ვეღარ ვიმორჩილებდი. ცოტაც და გახსნილი ფანჯრიდან უნებურად გადავეშვებოდი. იქნებ ამას მაინც მოეტანა თავისუფლება... ინციდენტს, რომელსაც ჩათვლიდნენ სუიციდად. ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ, არ მადარდებს!
– და გგონია მე ბევრი რა მაქვს ნანახი? – თავისას არ იშლიდა კოკა. – არაფერია ოჯახზე ძვირფასი, მე კი ვერც ერთხელ ვერ შევძელი ამ ძვირფას ტვირთს შევჭიდებოდი. შენ ჩემზე ძლიერი ხარ და არ გაქვს უფლება ჩრდილში მოისროლო ეს სიძლიერე!
– შენ არ იცი, მე რა ცხოვრება მქონდა, – ღიმილმა სახე გამიპო. უდიდესი ტკივილის მატარებელი იყო ჩემი ღიმილი, რომელიც თითქოს ჟორჟოლიანსაც გადასდებოდა.
– ის ცხოვრება, რაც გქონდა, წარსულს დარჩა. მესმის, რომ მწარეა აწმყო, მაგრამ შენ თუ ახლა სისუსტით გადაფარე, ამით არაფერი შეიცვლება.
– ოქროს ხალიჩა მეფინა და ფორთოხალს ვჭამდი, ყველა სეზონზე, – ვაგრძელებდი ისევ.
– ახლა კი ბევრად ბედნიერი ხარ! – არც კოკა თმობდა.
თითქოს არ მინდოდა ეს ომი, რომელიც საკუთარ თავთან გამემართა. თითქოს მე არ ვსაუბრობდი, მე არ ვმოქმედებდი, მე არ მსურდა. ჩემში რაღაც ბნელით მოცული ჩასახლებულიყო თითქოს და მთელს არსებას თავის ბნელ ბურუსში ხვევდა. რთული იყო ფიქრი ჩემს სიძლიერეზე მაშინ, როცა ასეთი მწირი გარემოების მსხვერპლი ვიყავი.
– ბედნიერი? – გამეღიმა და კიდევ ერთ ღერს მოვუკიდე. – რას ამბობდი, რა არისო ყველაზე დიდი ბედნიერებაო? – შევახსენე წუთის წინ ნათქვამი.
– ოჯახი, ლილი, ო–ჯა–ხი! – გამიმეორა მკაფიოდ, გასაგებად.
– და რომელი ოჯახი მყავს მე? სრულიად მარტო ვარ დედამიწაზე... საბოლოო იმედი მომიკლეს, კოკა, საბოლოო! – ხმას ავუწიე. წყობიდან გამოვედი, ოღონდ არც ეს იყო ის ‘მე’, რომელიც მსურდა.
– გთავაზობ გყავდეს ოჯახი, – ამოიხვნეშა და თბილ ჰაერს ამოაყოლა ბგერები. – აღარც კი ვიცი, რა მხრიდან მოგიდგე, ლილი...
ვეღარაფერი ვუპასუხე. გავიყინე. მხოლოდ სიგარეტს ვეწეოდი. ამის იქით თითქოს არაფერი გამაჩნდა... თითქოს მთელი ცხოვრება უნდა მომეწია და სიგარეტის კვამლში გამეხვია დარჩენილი ცხოვრება.
– არ მინდა საბუთები... თუ შევძლებთ, ისეც ვიქნებით ერთი მთლიანობა. შენ შენთვის სასარგებლოდ გამოიყენებ და მე – ჩემთვის, რამდენადაც შევძლებ, – ვუთხარი რამდენიმე წუთიანი პაუზის შემდეგ.


ნუცა და ვაკო მოვიდნენ ჩემთან. ვერ აღგიწერთ, როგორ გამიკვირდა, ვაკო რომ მოვიდა, მერე გადამკოცნა, თბილად მომიკითხა. მისგან ასეთებს ვერ ვცნობდი.
– ყოჩაღ, კარგად გიმუშავია! – ვუჩურჩულე ნუცას და ვაკოზე ვანიშნე.
– მარტო არ ხარ? – შეცბა.
– არა, კოკა არის ჩემთან, მიდით, – ვანიშნე მისაღებზე.
ვაკოს სიხარულმა გაუბადრა სახე, ნუცას კი იმდენი კითხვისნიშანი გამოესახა სახეზე, ახლა რომ არაფერი მეთქვა, თავის დროზე უარესად დამაყრიდა.
– ახლავე გავამზადებთ რაღაცებს, – თავი შევყავი მისაღებში და მოსაუბრე ბიჭებს სათითაოდ ჩავუკარი თვალი.
სამზარეულოსკენ წავფრუტუნდი. ნუცაც უკან გამომყვა. წამით ვინატრე, რომ დროის უკან გადახვევა შემძლებოდა და კარი არ გამეღო. ისედაც დამძიმებულ გულზე, ლოდად მემატებოდნენ ახლა ესენი.
– რა ხდება თქვენ შორის? – მკითხა მაშინვე, როგორც სამზარეულოს კარი დავკეტე.
– არაფერი, ნუც.. – ვუთხარი გულწრფელად, – ძალიან არეულები ვართ.
– როგორ არაფერი... კოკა ვიღაც არის და შენ სახლში გიზის? – გაუკვირდა გულწრფელად.
– ხო, კოკა ვიღაც არის და ძალიან ბევრ რამეში მეხმარება! – შევუსწორე და თვალები დავუბრიალე.
უკითხავად შემოდგა ჩაიდანი ქურაზე, მაცივარი გამოხსნა, სავსე რომ იყო.
– გადიხარ უკვე გარეთ? – შემომხედა აციმციმებული თვალებით.
– არა, კოკამ მომიტანა. სულ მოაქვს და ვერ ვჭამ... – ამოვიხვნეშე.
– უყვარხარ? – დასვა ლოგიკური კითხვა, რომელსაც უფრო ადრეც კი ველოდი.
– არა, – მოვუჭერი მოკლედ.
– მაშინ რატომ ზრუნავს შენზე? – ეშმაკურად ჩამიკრა თვალი.
სიგარეტს მოვუკიდე.
– პოლიტიკა, ნუც... პოლიტიკა, – მეც გავიმეორე მისი ჟესტი.
– კარგი, გაჩერდი რა! პოლიტიკა ხომ დიდი ხნის წინ მოიტოვეთ უკან!
– სამსახურეობრივი პოლიტიკა დავტოვე, მაგრამ თვითონ არ მტოვებს. თუ გავყვები, მისი რეიტინგი აიწევს, მე კი უზრუნველსა და ბედნიერ ცხოვრებას მპირდება, – განვუმარტე და ახლად ადუღებული ყავა მოვსვი.
ცხელსა თუ ცივზე რეაქცია არ მქონდა. ვსვამდი ადუღებულს, ვსვამდი გაყინულს, თუმც მხოლოდ გემოს ვგრძნობდი. ბოლო დროს დამჩემებოდა ეს საშინელი ჩვევა.
– არ გაყვე! – მითხრა მკაცრად.
– ნუ იქნები მსგავსად განწყობილი, რადგან ის ერთადერთია, ვინც მართლა აასრულებს პირობას. ვენდობი ჟორჟოლიანს, ათასი პროცენტით!
– შენ ყველას ენდობი და ვერც კი იაზრებ, სადამდე მიგიყვანს ამ გომბეშოების რწმენა!
იმდენად გამაღიზიანა ნუცას სიტყვებმა, ვეღარ მოვთოკე თავი და ვუთხარი:
– შენ ხომ ენდე ვაკოს? იყო ნდობის ღირსი? მაგრამ ენდე და დღეს ის ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნე! არ თქვა, რომ ადამიანების მოთოკვა არ შეიძლება, რადგან ეს იმაზე ნორმალური და რეალურია, ვიდრე წამით გაიფიქრე ახლა. ნებისმიერის გამოსწორებაა შესაძლებელი. და კოკას არაფერი სჭირს საიმისო, რომ მე ვცადო მისი გამოსწორება. აქ ერთადერთი, ვინც ამოსაყვანი იყო ტალახიდან, ეს ვაკოა!
მერე დიდხანს ვნანობდი ჩემს სიტყვებს და ვეძებდი გზას, რომ ნუცასთვის პატიება მეთხოვა. არ აქვს მნიშვნელობა, მაპატიებდა თუ არა, მთავარია სცოდნოდა, რომ ვნანობდი, რომ გადავაჭარბე და ეს დეპრესიის გამო იყო. დეპრესიის, რომელიც წინამორბედმა გარემოებებმა გამოიწვიეს.
ნუცა წავიდა იმ დღეს ჩემგან. წავიდა დაუმშვიდობებლად. მას არ სჭირდებოდა ზედმეტი სენტიმენტები, მას უნდოდა გულწრფელობა, ოღონდ ზომიერი. მე კი ზედმეტად გადავაჭარბე და მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე ეს, როცა მის აწყლიანებულ თვალებს შევეჩეხე.
კიდევ ერთი დანაკარგი, კიდევ ერთი ტკივილი და კიდევ ერთი დასასრული იყო ნუცა ჩემთვის.
შემეძლო გავყოლოდი, მეთხოვა პატიება, რომ მე არ ვიყავი, მაგრამ ეს არ იყო სიმართლე. მაშინ ნუცას კოკა ვამჯობინე და სჯობდა ამისთვის მეზღვია.

არასდროს გააკეთოთ არჩევანი.
არასდროს ატკინოთ ერთს, მხოლოდ იმიტომ, რომ გაახაროთ მეორე.
ეს სიხარული დროებითია, წყენა კი ადამიანს ბოლომდე მიჰყვება.
სიხარული მრავალი სახისაა და ჩვენ შეგვიძლია ამ დაუსრულებელი ჩამონათვალიდან გავაბედნიეროთ ‘ობიექტი’.
თუმცა არ გვაქვს არჩევის უფლება.
მე გავაკეთე, შევცდი და დროა თქვენ ჩემს მაგალითზე ისწავლოთ.
რადგან ჩემი ისტორია მხოლოდ სიტყვებით გადმოცემული მაგალითებია.
კოკა თუ ნუცა? აღარასდროს დავუშებ მსგავს შეცდომას.
მორჩა!


მომიტევეთ, ძალიან დავაგვიანე და თან პატარა თავია.
პროექტზე ვარ გადართული და დრო ვეღარ გამოვნახე...
ბევრი ბოდიში და სიყვარული თქვენ ჩემგან!
ბევრი სათქმელი აღარც დამრჩა ამ ისტორიაში და ცოტაც ამიტანეთ რა <3



№1  offline წევრი Pepper

კარგი ისტორიაა
სიამოვნებიტ ვკითხულობ ყველა თავს <3
ერთი ამათ სიყვრულს მომასწრო ოღონდ დააა :დ
კარგი თავი იყო <3

 


№2  offline მოდერი Eleniko13

ცოტას და ბევრს აგიტან,
იმიტომ რომ საიტზე შენს გამო შემოვდივარ,
გეფიცები.
მხოლოდ შენს თეორიას ვკითხულობ ამჟამად
და არც მაქვს სხვა რამის წაკითხვის სურვილი.
"რომ გავიზრდები" წიგნად დაგიბეჭდავ :3
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№3  offline წევრი N7

Pepper
კარგი ისტორიაა
სიამოვნებიტ ვკითხულობ ყველა თავს <3
ერთი ამათ სიყვრულს მომასწრო ოღონდ დააა :დ
კარგი თავი იყო <3

უღრმესი მადლობაა, მიხარია, რომ მოგწონს❤❤❤
მაგათ სიყვარულს ვნატრობთ ყველა და ვერ მოესწროთ რააა :D❤

Eleniko13
ცოტას და ბევრს აგიტან,
იმიტომ რომ საიტზე შენს გამო შემოვდივარ,
გეფიცები.
მხოლოდ შენს თეორიას ვკითხულობ ამჟამად
და არც მაქვს სხვა რამის წაკითხვის სურვილი.
"რომ გავიზრდები" წიგნად დაგიბეჭდავ :3

შენ ხარ დიდი ბედნიერება ჩემი! ❤❤❤ გამაღიმე კი არა, ყურებამდე გამკრიჭე❤
ბევრი მადლობები შენ❤
ჩემო ელენიკო!
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№4  offline წევრი teddy))

Rogor moemnatrnen! Nucas rac utxra ar momewona! Martalia simarttle utxra, magram es ar unda etkva da gmiric sworad moiqca rom inana :* nucac unda wasuliyo... Dzalian momwons! Shemecoda bavshvi rom dakarga, titqos cota mainc ragac xalisi daubrunda da shemdeg isev misi imedi argar arsebobs

 


№5  offline წევრი N7

teddy))
Rogor moemnatrnen! Nucas rac utxra ar momewona! Martalia simarttle utxra, magram es ar unda etkva da gmiric sworad moiqca rom inana :* nucac unda wasuliyo... Dzalian momwons! Shemecoda bavshvi rom dakarga, titqos cota mainc ragac xalisi daubrunda da shemdeg isev misi imedi argar arsebobs

love love მიხარია, რომ მოგწონს, საერთო ჯამში.. <3
--------------------
ქოქოსის გოგო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent