სუხარი(დასასრული) "ცხოვრება მშვენიერია"
თავიდა დავიბენი,მაგრამ მერე ნიკას გბრაზება მონიდა -რა შენი საქმეა?-ვკითხე და გვერდი ავუარე,მაცივართან მივედი,წვენი გამოვიღე და თაროზე,რომ ავიწიე ჭიქის ასაღებათ უცებ მწვდა კლავში და თავისკენ მიმაბრუნა -რას ქვია ჩემი საქმე არ არის?აბა ვისი საქმეა გოგო?ჭკუიდან გინდა გადამიყვანო?-გაცეცხლებული თვალებით მიყურებდა და თან მკლავებზე მთელი ძალით მიჭერდა-მიპასუხე,რომ გეკითხები! -გამიშვი დეგენერატო მეტკინა-თავი ვეღარ შევიკავე და ცრემლები წაომცვივდა,ასეთ მდგომარეობაში,რომ დამინახა ეგრევე მიშვა ხელი -მაპატიე ანა,უბრალოდ თავი ვეღარ შევიკავე,მე არც კი ვიცი,მართლა ორსულათ ხარ?-დაბნეულმა და ნაღვლიანმა ამოილაპარაკა და იმედიანი თვალებით მომაჩერდა.ძალიან შემეცოდა,მივხვდი,რომ ცუდათ მოვიქეცი,ასეთი თამაში არ უნდა წამომეწყო -არა,მე არა, მეგია ორსულათ,უბრალოდ ძალიან გამიხარდა და ემოციებს ავყევი-ვეცადე უემოციოთ მეთქვა,მაგრამ მის გაღიმებულ სახეს,რომ დავაკვირდი მეც გამეცინა -რა გაცინებს გოგო?მე კიდევ რა არ ვიფიქრე,ლამის ჭკუიდან გადავედი. -ისე რომც ვყოფილიყავი შენ რაა?-არ ვეშვებოდი მის გაბრაზებას,მაინტერესებდა რამდენ ხანს გასტანდა ეს თამაში.ამაზე იმაზე მეტად დამიქაჩა თვალები ვიდრე წეღან -იცოდე მაგ ენას ამოგაძრობ! თუ ოდესმე ვინმესგან ბავშვს გააჩენ ის ვიღაც მე ვიქნები-მითხრა და მომიახლოვდა. გავბრაზდი, თან მისი საქციელი მაოცებდა.ხან ცივი იყო,ხანაც კი გრძნობების კარნავალს მიწყობდა,ვხვდებიდი,რომ მასაც ჰქონდა რარაც გრძნობა ჩემს მიმართ,მაგრამ ამას რატომ არ ამჟღავნდება არ ვიცი. -შენი არ მესმის,ჯერ უთქმელად მიდიხარ და იკარგები,მერე უეცრად ვხვდებით ერთმანეთს და ცივად მეპყრობი გეგონება მე დაგიშავე რამე,ალა კი სცენებს მიმართავ და რაღაც უაზრობებს ამბობ,დავიღალე ასეთი გაურკვევლობით,ან ამიხსნი ყველაფერს ან ახლავე წავალ აქედან და საერთოდ ვეღარასოდეს მნახავ-გაბრაზებულმა დავიყვირე -რა გინდა აგიხსნა? დავიჯერო ვერ ხვდები რა მინდა? ანა,ნუთუ ასეთი სულელი ხარ,რომ ვერ მიხვდე,როგორ მიყვარხარ,მაშინ,მამაჩემი იყო ძალიან ავად,მეგონა მოკვდებოდა,დიდი ხნით მომიწევდა წასვლა,ასეც მოხდა ამდენი წელი ვიყავი იქ და არ მინდოდა ჩემთვის გეცადა,მიყვარდი ხო,იმდენად,რომ არ მინდოდა ჩემს გამო დატანჯულიყავი და დღეები იმაზე ფიქრში გაგეტარებინა,როფის დაგირეკავდი ან ჩამოვიდოდი.მაგრამ ახლა,როცა კვლავ შეგხვდი აღარ გაგიშვებ,შენ რომც არ გინდოდეს მაინც არ გაგიშვებ-მითხრა და ჩამეხუტა. მართალია მიზეზი ვიცოდი,მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ვამართლებდი,ახლა კი მივხვდი ამ ყველაფერს მხოლოდ ჩემს გამო აკეთებდა.უზომოდ გამაბედნიერა მისმა სიტყვებმა,მას მე ვუყვარდი,მეც მიყვარდა ის,ახლა ამდენი წლის,დარდისა და ცრემლების მერე,შეგვეძლო ორივეს ერთად ყოფნით დავმტკბარიყავით. -გიყვარვარ?-მისი მკლავებიდან წამოვიწიე და სევდიან თვალებში ჩავხედე -შენ ვერც კი წარმოიდგენ,როგორ მიყვარხარ ანა-მითხრა და მაკოცა. იმ წამს ჩემზე ბედბიერი არ მგონია ვინმე ყოფილიყო.ვგრძნობდი მის ხელებს ჩემს წელზე შემოხვეულს და დავფრინავდი,უსასრულო, ბედნიერების გალაქტიკაში დავფრინავდი სადაც მხოლოდ მე და ის ვიყავით... ****** ამის შემდეგ 6 თვე გავიდა,მე და ნიკა ერთად ვართ და ძალიან ბედნიერებიც.იმ ღამეს,როცა მეგის ორსულობის ამბავი გავიგეთ,ამ ამბავმა მეც მომიტანა ბედნიერება და ილიასაც,რომელმაც ყველაფერი დილას გაიგო.თქვენ მისი სახლე უნდა გენახათ,გაოგნებისგან ხმა ვერ ამოიღო და შემდეგ ყველამ ერთად ავღნიშნეთ ახალი ამბავი.ცოტა ხანში კი მე და ნიკამ გავამხილეთ,რომ ერთად ვართ,ამას კი მხიარულების შემდგომი ტალღა მოჰყვა,ლიკა ბედნიერებისგან დაფრინავდა,სხვებსაც გაუხარდათ. ცხოვრება თითქოს დალაგდა,ყველა ბედნიერები ვიყავით,წარსულის ტკივილი დავივიწყეთ ორივემ და დაკარგულს წლებს ახლა ვანაზღაურებდით. მახსოვს პირველად,რომ წავედი ნიკას ოჯახის გასაცნობათ,მართაია აქამდეც ვიცნობდი,მაგრამ ოფიციალურად არა.იმ დღეს ძალიან ვინერვიულე,რასაც ვერც კი ვხსნი. ქალბატონი ელენე ძალიან თბილათ შემხვდა,მაშინ მივხდი ნიკას რომ უყავრდი,ხელში აყვანილი,რომ მოგიყვანა სახლში,ზუსტად ისეთი თვალებით გიყურებდა,როგორც მე ახლაგაზრდობაში ნიკას მამა,ლექსოო.მისმა ნათქვამმა გამახარა,ცოტა ხანში კი დაძაბულობაც მომეხსნა და საღამო სასიამოვნოთ გავატარეთ. ჩემებსა გაუხარდათ ახალი ამბავი,დედა იმედოვნებდა ნიკა გადამაფიქრებინებდა ჩემს თავთან დადებულ პირობას და 27 წლის ასაკში არ გავთხოვდებოდი.უნდოდა ახალგაზრდა ბებია ყოფილიყო. ახლა კი უკვე მაგისტრატურაზე ვსწავლობ და ველოდები ნანას მოსვლას,ყველა ვიკრიბებით მეგისთან სახლში,მისი დაბადების დღეა.ლოდინით,რომ დავიღალე ტელეფონი ავიღე და დავრეკე,ცოტა ხანშში მუპასუხა -ანა,თითქმის მოვედი,ბარემ აღარ ამოვალ და ჩამოდი კორპუსთან-უცებ მომაყარა -კარგი ხოო-ბუზღუნით ვუპასუხე და სახლიდან გავედი. უკვე უნდა გავსულიყავი ეზოში,რომ ჩემი ტელეფონი აწკრიალდა,ეკრანს დავხედე და „ნიკა“,რომ ამოვიკითხე გაღიმებულმა ვუპასუხე -რას შვრება ჩემი გოგო? -ეხლა ნანას ველოდები,მერე მაღაზაში გავივლით რაღაცებს ვიყიდით და მეგისთან ავალთ,შენც ხომ მალე მოხვაალ? -აუცილებლად მოვალ,ცოტა შეიძლება შემაგვიანდეს მაგრამ არ ინერვიულო -კარგი,დაგელოდები,მიყვარხარ-მხიარულათ ჩავძახე -მეც მიყავრხარ-მითხრა და ერთად გავთიშეთ. ნანაც მალევე მოვიდა,მაღაზიები მოვიარეთ და მეგისთვის ლამაზი სამკაული და ბავშვის ტანსაცმელი შევარჩიეთ.როცა ჩვენი შერჩეული საჩუქრები დაინახა ძალიან გაუხარდა,განსაკუთრებით ვარდისფერი გოგოს კაბები და მაისური.მალე სხვებიც შემოგვიერთდნენ და სუფრსაც შემოვუსხედით.2 საათი,რომ გავიდა და ნიკა არ ჩანდა,ცოტა ავნერვიულდი,ტელეფონზეც რამდენჯერმე დავურეკე,მაგრამ არ მიპასუხა,უკვე ნერვიულობას და ბიჭებისთვის თქმას ვაპირებდი,ეოდან ხმაური,რომ მოისმა.ტავიდან მეგონა მომეჩბვენა,მაგრამ მერე ყველა წამოიშალა ფეხზე და ფანჯარასთან მივიდა -ასეთის რამე ვინმეს,რომ ეთავა ნაღდათ არ დავიჯერენდი ტო-უცებ გიოს ხმა გავიდე -მოდი ანა,თორე სულ მალე დაიწვება ეს ბიჭი შენი სიყვარულითაც და იმ თასითაც-სიცილით თქვა ლანამ და მე გამომხედა.გაურკვევლობაში მყოფი მივუახლოვდი ფანჯარას და ეს გაოგნება ბედნიერებამ ჩაანაცვლა,სადღაც გაქრა ის ნერვიულობაც და ახლა მხოლოდ ნიკას ვხედავდი,ხელში ცეცხლის ფიალით მდგარს,რომელიც გულმოდგინეთ სცდილობდა ჩემთვის ემღერა.ახლა უფრო დავრმუნდი ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში და გამეღიმა.ცოტა ხანს კიდევ ვტკბებოდით ამ სიმღერით,მერე გაჩერდნენ და ნიკამ ამომძახა -ანა,ჩემო მშვენიერებავ,დამდებთ პატივს და გახდებით ჩემი მეუღლე,მომავალი შვილების დედა,მეგობარი და იქნები ჩემთან ჭირსა და ლხინში,სიცოცხლეშიც და მას შემდეგაც? ეს სიტყვები ექოსავით ჩამესმოდა,მანამ სანამ ნანამ არ შემანჯღეია -უპასუხე გოგო,თორე ეგონება უაზრე ხარ,ვერ ხედავ როგორ ნერვიულობს?-სიცილით მითხრა და ხელი გამიშვა -თანახმა ვარ-ბოლო ხმაზე გადავძახე ფანჯრიდან და კიბეებზე კისრისტეხით დავეშვი,ჩემი სიყვარულის შესახვედრათ. პ.ს.იმაზე პატარა გამოვიდა ვიდრე ველოდი,მაგრამ უეცრად ახალი ისტორიის იდეა დამებადა,ამიტომ ამის მუზაც სადღაც გაიპარა და ასე მითხრა კარგათ იყავიო. ხო და მეც რას ვიზამდი,კარი გავუღე ახლალ მუზას.ცოტა ხანში ახლალ ისტორიასაც შემოგთავაზებთ.უღრმესი მადლობა ყველას ვინც კითხულობთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.