შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოქროსფერგულა (სრულად)


10-04-2016, 11:44
ავტორი sopiko
ნანახია 4 292

''ოქროსფერგულა''
ის, რაც ოქროსფერია, ერთ დღეს აუცილებლად დაიწყება...
დაიწყო კიდეც!
არავინ იცოდა, როდის შეხვდა მეორეკლასელი ანოს და მეოთხეკლასელი ივას თვალები ერთმანეთს... მხოლოდ მათ იცოდნენ... უხაროდათ, ეს დღე რომ არსებობდა მათ ცხოვრებაში! ერთმანეთი უხაროდათ!
იმ დილით მზე განსაკუთრებით კაშკაშებდა... ოქროსფერ სხივებს ფენდა დედამიწას. ანოს წინა დღეს მულტფილმისთვის ეყურებინა, სადაც პატარა ბავშვებს ფრენა შეეძლოთ. ეგონა თვითონაც შეძლებდა ამას. მისი ბავშვური გონება ასე ნსჯიდა სულელურ გადაწყვეტილებას. ავტოფარეხის სახურავზე მოხერხებულად აძვრა და დაბლა გადმოიხედა. ცოტა კი შეეშინდა, მაგრამ ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და სახურავის კიდეს მიუახლოვდა.
-ერთი, ორი, სამი...-ითვლიდა გაბრუებული და გული გაასმაგებულად უცემდა.
ფეხის წვერებზე აიწია და უცებ...
-ეი, ახალკაცო!-მოესმა ვიღაცის წკრიალა ხმა და თვალები ჭყიტა.
ავტოფარეხის წინ, დაბლა ივა იდგა. ის ანოს სკოლაში სწავლობდა, თუმცა მასზე ორი წლით დიდ ბიჭს ყოველთვის ცხვირაწეული უვლიდა ხოლმე გვერდს ახალკაცი და მისი სახელიც მეგობრებისგან იცოდა.
-შენ აქ რა გინდა? ვერ ხედავ, ფრენას ვსწავლობ!-წამწამები საყვარლად ააფახულა და კვლავ გადმოსახტომად მოემზადა.
-შენ ისედაც აფრენ, ახალკაცო! ახლა კი ჩამოდი!-მბრძანებლურად ჟღერდა მისი სიტყვები... უფრო სწორად კი არ ჟღერდა, ანომ გაიგო ასე... სინამდვილეში მეგობრული კილოთი მიმართავდა ივა მას.
-მე ფრენა მინდა!-ჯიუტად განაცხადა გოგონამ.
-ახლა თუ ჩამოხვალ, გპირდები, რომ ფრენას ერთ დღეს მე გასწავლი.-შეპირდა ბიჭი.
-ხომ არ მატყუებ?-თვალები აუცრემლიანდა ანოს და კიდეს მოშორდა.
-რას ამბობ, სულელო... რატომ უნდა გატყუებდე?-ხმა ალერსიანი გაუხდა და ამის შემჩნევამ თვითონვე გააოცა.
-მაშინ ჩამოვალ!-დათანხმდა გოგონა და სახურავიდან ჩამოძრომა დაიწყო, მაგრამ ბოლო წუთს ფეხი დაუცდა და მიწაზე გაიშხლართა.
-ახალკაცო!-შეჰყვირა მის დანახვაზე ივამ და იმ ადგილას მიირბინა.-რა სულელი ხარ! ფეხი სულ გადაგიყვლეფია...
-მტკივაა...-ღრიალებდა ანო და სისხლიან მუხლს დაჰყურებდა.-ფრენა რომ შემძლებოდა, არ ჩამოვვარდებოდი... შენ ცუდი ბიჭი ხარ!
გაბრაზებულმა ძალა მოიკრიბა, ფეხზე წამოდგა და კოჭლობით დაადგა სახლის გზას. თან იმაზე ცხარობდა, რომ ივა უკან არ გამოყვა.
-მომიშორა! უჰ, ალბათ რა ბედნიერია! ცუდი ბიჭია! ძალიან ცუდი!-დუდღუნებდა და თან ცრემლებს გამალებით იწმენდდა.
დედამ ასეთ დღეში რომ დაინახა, სახეზე ფერი წაუვიდა. შვილს სისხლი მობანა და დოლბანდით შეუხვია.
იმ ღამით ერთი წუთითაც არ მოკიდებია რული ანოს... სულ ივა ედგა თვალწინ... მისი ელვარე, თაფლისფერი თვალები... ხან სიბრაზით ივსებოდა მის მიმართ, ხანაც საკუთარ თავს იდანაშაულებდა, ცუდად მოვიქეციო. მერე ამდენი ფიქრისგან დაიღალა და თავი ატკივდა. ეცადა დაეძინა, მაგრამ ქუთუთოების კასკადებიდან ივა უღიმოდა და ამის ატანა უკვე აღარ შეეძლო.
ხო, მეორე დღიდან კი მისი ტანჯვა დაიწყო... ეს მართლა ტანჯვა იყო! რეალური წამება! ივას სახელს გაიგონებდა თუ არა, აბა, რას ამბობენო, ყურებს ცქვეტდა. კარს ამოფარებული უყურებდა, თუ როგორ ესაუბრებოდა ივა მეგობრებს და იმ ბიჭების ჯერ კიდევ ძალიან პატარას შურის გრძნობა უჩნდებოდა. ერთხელ ბიჭს კლასში შარფი დარჩა და ერთი საათი კოცნიდა მას ანო. ივას სურნელი შემორჩენოდა თხელ, ფარფატინა ნაჭერს, ივას კი საოცარი სურნელი ჰქონდა! რისი? ყვავილის... რომელიღაც ყვავილის... რომელიღაცის კი არა, გვირილის სურნელი! ამის შემდეგ გვირილა შეუყვარდა ანოს, მერე სახელი ივა, ის ბრენდი, რომლის სუნამოსაც ივა ისხამდა, ის დღეები, როდესაც მის გვერდით იყო და მისი ჰაერით სუნთქავდა.
წლები დასჭირდა იმის გასააზრებლად, რომ ყველაფერი, რაც ამ ხნის განმავლობაში შეუყვარდა და შესძულდა, ივას უკავშირდებოდა. ივა იყო ყოველი დღის დასაწყისი და დასასრული! ივა იყო საუზმეც, სადილიც და ვახშამიც! ივა იყო სკოლაც, ეზოც, ნაყინიც და ტელევიზორიც! მეცხრე კლასში იყო და მეგობრებთან ერთად მგონი ერთხელაც არ გაესეირნა. სულ ივას დასდევდა უკან. დააავადა, იმ ოქროსფერმა დღემ დააავადა.
მეთერთმეტე კლასში მყოფი ივა უკვე კაცობდა. გოგონებს დასდევდა უკან და ჩუმად სიგარეტსაც ეწეოდა. გულსატკენი ის იყო, რომ რაც წლები გადიოდა, მით უფრო ივიწყებდა ანოს არსებობას... მეცხრე კლასის კარებისკენ აღარ იხედებოდა და პირადად შეხვედრის დროსაც კი მხოლოდ გამარჯობით შემოიფარგლებოდა. განა ეს იყო ანოს გრძნობების პასუხი მისგან? რატომ იყო სამყარო ასე მოწყობილი? რატომ ვერ იღებდა ადამიანი იმას, რასაც გასცემდა? სიყვარულს, ბედნიერებას, ტკივილს! ვერ ხედავდა ივა ანოს... მას მხოლოდ კიკინებიან გოგონად აღიქვამდა, რომელსაც სკოლის იქით აღარაფერი ახსოვდა. მან რა იცოდა, რომ ანომ სწავლასაც მოუკლო, ინგლისურის გამოცდაშიც ჩაიჭრა და რის გამო? მაგნიტის თვისებებით დაჯილდოვებულ ივას რომ ვერ შორდებოდა!
ძალიან ეჩხუბა მაშინ დედა. სად დაეთრევიო, ჰკითხა. ვერაფერი უპასუხა ანომ. თავი ჩაღუნა და მაპატიეო, ჩაილუღლუღა. შენ კი არ უნდა მიხდიდე ბოდიშს, იმან უნდა გთხოვოს პატიებაო, თვალებში სევდა ჩაუდგა დედას და თავის ოთახში ჩაიკეტა. დედა იყო, ანო მის გულს რას გამოაპარებდა! არადა უყვარდა... ივა მართლა უყვარდა!
სიყვარული რა არისო, ვინმეს მისთვის რომ ეკითხა, დადუმდებოდა და რომ მოგეკლათ, ხმას არ ამოიღებდა, რადგან თვლიდა, რომ ეს სიყვარული მხოლოდ მასა და ივასთვის იყო. სხვას უკვე აღარ ეყოფოდა, მაგრამ თვით ივა რომ უარს ამბობდა თავის წილზე?
კალენდრები ჯერ თხელდებოდა, მერე კი საერთოდ თავდებოდა. მეთორმეტეკლასელებს ბანკეტი ჰქონდათ. ივას ბანკეტი იყო. დილით ბოლო ზარი, საღამოს კი გართობა რესტორანში. პირველად ხდებოდა ასე. პირველად იყო ბანკეტი და ბოლო ზარი ერთ დღეს. მაინც და მაინც იმ დღეს აწერინეს შემაჯამებელი წერა ანოს კლასს. ქოშინით გარბოდა სკოლის გასასვლელისკენ და თვალებგაფაციცებული ეძებდა ივას. კარებთან მოჰკრა თვალი. სახე გაუნათდა. სუნთქვა აუჩქარდა. ბიჭი პირველკლასელებს გვირილებს ურიგებდა, თან ღიმილით უმასპინძლდებოდა მათ. ერთი მეც გამიღიმოსო, ღმერთს შესთხოვა ანომ და სწორედ ამ დროს გამოხედა ივამ.
გააცია, გააცხელა, რა არ დაემართა... ყველა ორგანო შეეკუმშა და აღელვებისგან გული კინაღამ განუტევა... აქ მოდიო, ხელის დაქნევით ანიშნა ივამ. ნაბიჯებს ძლივს დგამდა, მაგრამ ბოლოს მაინც მიაღწია იმ ადგილს, სადაც ბიჭი იდგა.
–არ მომილოცავ, ახალკაცო?–ტუჩის კუთხეში ჩაიცინა ივამ, მოულოდნელად ხელი ასწია და შემორჩენილი უკანასკნელი გვირილა თმაზე გაუკეთა ანოს.
–გილოცავ, მაგრამ... არ მინდა, რომ წახვიდე...–ამოღერღა როგორც იქნა და იგრძნო, რომ აკანკალებდა.
–რატომ არ გინდა, ანო?–ხმა ჩაეხლიჩა ბიჭს და მყის უცნაურმა ფორიაქმა შეიპყრო.
–იმიტომ, რომ შენ ცუდი ბიჭი ხარ!–ქვედა ტუჩი გადმოატრიალა გოგონამ, ხელები გაშალა და ატირებული მიეხუტა ივას.
მისთვის ეს ყველაზე ბედნიერი წუთები იყო! პირველად ეხებოდა ივას! სულ, სულ პირველად! მისი სითბოთი და სიმხურვალით დაიმუხტა... მთლად ივამ შთანთქა... მისმა გულმა, მისმა არსებობამ! როგორ ღვივდებოდა სიხარულის თესლი ანოს მთელ არსებაში... როგორი სასიამოვნო იყო ეს პროცესი და როგორ გულისგამაწვრილებლად ირეკებოდა ანოს გონებაში ზარები, რომლებიც წინასწარ აჩვევდა იმ აზრს, რომ მალე ეს ყველაფერი ისევე დამთავრდებოდა, როგორც კონკიას პრინცთან შეხვედრის ღამე.
–დავბრუნდები, ანო! მაშინ დავბრუნდები, როცა ჩემი პირობის შესრულებას შევძლებ!–შუბლზე ნაზად ეამბორა ივა და მძიმე ნაბიჯებით გავიდა სკოლიდან.
გვირილა კი დარჩა!
ოქროსფერგულა გვირილა!
–არ დაგავიწყდეს, შენც ოქროსფერი გული გაქვს, ანო, მაგ გვირილასავით! ოქროსფერი თმა და საერთოდ... შენ ოქროსფერი ხარ!–მიაძახა ბიჭმა, სანამ ანოს თვალსაწიერიდან გადაიკარგებოდა.
გვირილა დაჭკნა, მაგრამ ანოს გულში პირიქით, უფრო და უფრო იფურჩქნებოდა... შლიდა თავის ლამაზ, თეთრ ფოთლებს... გოგონა იმ დღეს ელოდა, როცა გვირილას ოქროსფერი გული გამოჩნდებოდა...
სწამდა, რომ მაშინ ივა დაბრუნდებოდა!
თქვენი აზრით მას იმედი გაუცრუვდა? არა, შეუძლებელი იყო ივა რამეს შეპირებოდა და ეს პირობა დაერღვია...
ერთ ზაფხულს დედის მეგობრის სოფელში ისვენებდა ანო... კლდის ქიმზე იდგა და მდინარეს დიდი სიმაღლიდან გადაჰყურებდა. მოჩვენებად ჩათვალა გვირილის სურნელი და ეს ივას გაუსაძლის მონატრებას გადააბრალა, მაგრამ ხმა? ნუთუ ამდენად უახლოვდებოდა სიგიჟის ზღვარს?
–გახსოვს, გითხარი, დავბრუნდები_მეთქი!
–მაშინ, როცა პირობის შესრულებას შევძლებო...–ჩაილუღლუღა ანომ, მაგრამ უკან მიბრუნება მაინც ვერ გაბედა.
–წარმოიდგინე გვირილა, ახალკაცო! ოქროსფერი გვირილა წარმოიდგინე!–ხელები წელზე შემოხვია ბიჭმა.
ანოს ჟრჟოლვისგან და ცახცახისგან არაფრის წარმოდგენა არ შეეძლო, მაგრამ შეეცადა... თვალები დახუჭა და მის გაკვირვებას სზღვარი არ ჰქონდა, ყოველგვარი ძალდაუტანებლობის გარეშე რომ დაინახა ფართოდ გაშლილი გვირილის ფოთლები.
''მართლაც ოქროსფერი გული ჰქონია...''–გაიფიქრა და იმ წამს საოცარი სიმსუბუქე იგრძნო.
მიფრინავდა... მიფრინავდა, სანამ წყალში დგაფუნით არ ჩავარდა... სუნთქვა საერთოდ არ გაჭირვებია. შეეძლო დაეფიცა, რომ ჟანგბადს თავისუფლად ისუნთქავდა... ივა იყო მისი ჟანგბადი! ივას წელზე შემოჭდობილი მარჯვენა ფილტვებს მაცოცხლებელი აირით ამარაგებდა...
მართლაც, რაც ოქროსფერია, ის არასდროს რჩება აუხდენელი...

^^^
ესეც შეპირებული ოქროსფერი ისტორია თქვენ!
ველი შეფასებებს, მოწონებას და კრიტიკას, ჩემო ძვირფასებო!
უყვარხართ სოფიკოს...
პ.ს. ეძღვნება ყველა ანოს, ანის, ანას, ანუკის და ანუცს...



№1  offline წევრი ივინე

ძალიან მაგარია
--------------------
ივინე.პიპი პი ემი

 


№2  offline წევრი qetiqetiA3

უფფ რა ტკბილი და ტბილი ისტორია იყო..ძალიან ლამაზი და სასიამოვნო..ძაიან დიდი საიმოვნება მივიღე წაკითხვით ძალიან მაგარი იყო შენც ძალიან მაგარი ხარ <333333333

 


№3 სტუმარი Black

Sagol sop ra tkbili da surnelovani istoria iyo:D<3

 


№4  offline წევრი mimimimo

პატარა, თბილი და ცოტა სევდიანი ისტორია.

ეს რა კარგი წასაკითხი იყო.

ცრემლიც კი წამომივიდა..

მეც მინდა ფრენა ვისწავლო...

სოფაჩკა, ასეთი ისტორიები მინდა. feel

 


№5  offline მოდერი sopiko

ივინე
ძალიან მაგარია

გმადლობ, ივინე love
qetiqetiA3
უფფ რა ტკბილი და ტბილი ისტორია იყო..ძალიან ლამაზი და სასიამოვნო..ძაიან დიდი საიმოვნება მივიღე წაკითხვით ძალიან მაგარი იყო შენც ძალიან მაგარი ხარ <333333333

უჰ, ქეთი, ძალიან გამახარე love
Black
Sagol sop ra tkbili da surnelovani istoria iyo:D<3

სურნელოვანი? ეს მართლაც განსაკუთრებული დამახასიათებელი სიტყვაა ჩემი ისტორიისთვის და დიდი მადლობა შენ ამისთვის request
mimimimo
პატარა, თბილი და ცოტა სევდიანი ისტორია.

ეს რა კარგი წასაკითხი იყო.

ცრემლიც კი წამომივიდა..

მეც მინდა ფრენა ვისწავლო...

სოფაჩკა, ასეთი ისტორიები მინდა. feel

მიმიმო, შენ არ იცი, მეც როგორ მინდა... ასეთებიც იქნება და ისეთებიც, ოღონდ თქვენ უნდა იყოთ ჩემს გვერდით love

sopiko
ივინე
ძალიან მაგარია

გმადლობ, ივინე love
qetiqetiA3
უფფ რა ტკბილი და ტბილი ისტორია იყო..ძალიან ლამაზი და სასიამოვნო..ძაიან დიდი საიმოვნება მივიღე წაკითხვით ძალიან მაგარი იყო შენც ძალიან მაგარი ხარ <333333333

უჰ, ქეთი, ძალიან გამახარე love
Black
Sagol sop ra tkbili da surnelovani istoria iyo:D<3

სურნელოვანი? ეს მართლაც განსაკუთრებული დამახასიათებელი სიტყვაა ჩემი ისტორიისთვის და დიდი მადლობა შენ ამისთვის request
mimimimo
პატარა, თბილი და ცოტა სევდიანი ისტორია.

ეს რა კარგი წასაკითხი იყო.

ცრემლიც კი წამომივიდა..

მეც მინდა ფრენა ვისწავლო...

სოფაჩკა, ასეთი ისტორიები მინდა. feel

მიმიმო, შენ არ იცი, მეც როგორ მინდა... ასეთებიც იქნება და ისეთებიც, ოღონდ თქვენ უნდა იყოთ ჩემს გვერდით lol

love

 


№6  offline წევრი teddy))

Anuca me var :D mec medzgvneba :D dzalian momewona! Patara iyo, tumca yvelaferi srulad, kargad, oqrosfrad gqonda gadmocemuli! Dzalian kargi iyo sopo! Warmatebebi oqrov! :D <3

 


№7  offline მოდერი sopiko

teddy))
Anuca me var :D mec medzgvneba :D dzalian momewona! Patara iyo, tumca yvelaferi srulad, kargad, oqrosfrad gqonda gadmocemuli! Dzalian kargi iyo sopo! Warmatebebi oqrov! :D <3

რა თქმა უნდა, შენც გეძღვნება, თედ'უნიავ love შენმა ოქროსფერმა შეფასებამ ძალიან გამახარა...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent