დედის სურნელი (სრულად)
როგორც გაზაფხული იწყება მარტით ისე თითეული ჩვენგანის სიცოცხლე იწყება დედით. დედა ყველაზე თბილი,ყველაზე ტკბილი სიტყვაა რაც კი ოდესმე წარმოუთქვიათ ჩვენს ბაგეებს.ქალი რომელიც ცხრა თვე მუცლით გვატარებს,ერთი წელი ხელით და მთელი ცხოვრება გულით ეს მხოლოდ დედაა.რა ასაკშიც არ უნდა დაგვტოვოს დედებმა სახელი დედა უკვდავია.დედა მუდამ უკვდავი რჩება ჩვენს მეხსიერებაში.სანამ დედა გვყავს არ გვეშინია რადგან რაცარუნდა დიდი ასაკის გავხდეთ დედის დარიგება ყოველთვის გულთან მისატანია და დასაჯერებელი.დედა,დე,დედიკო. სიტყვა რომელმაც ასაკი არ იცის.სიტყვა რომელიც არასოდეს არ გაუფერულდება და არ დაკარგავს მის ელვარებას,სიდიადეს და ბრწყინვალებას.დედის ამაგის და საერთოდ მშობლის ამაგის გადახდას შვილი ვერასდროს ვერ შეძლებს.დედა სიცოცხლის წყაროარამდენჯერ წარმოგითქმიათ ,,ვაიმე დედა მიშველე'' და რატომ? იმიტომ რომ დედასავეთ არავის შეუძლია მოგეფეროს და შეგიმტკივნოს.შვილი დედასთვის ყველაზე ძვირფასი და ძვირადღირებული განძია რომელიც მას ღმერთმა აჩუქა.ის ყოველთვის მიგიღებს და დაგიცავს ყველგან და ყველასგან მიუხედავად შენი შეცდომებისა და არასწორი საქციელისა.შენ ხომ მისი გულის ძგერის ერთ ერთი მიზეზი ხარ.დედა ყოველთვის,ყოველ ასაკში ,,მთელი სამყაროს სუნთქვაა''. ამ შესავლით მე მინდა ის ტანჯვა-წამება გადმოვიტანა ამ ფურცელზე რომელიც მე გადამხდა თავს და ჩემს ოჯახს...ყველანაირ გაჭირვებას ვუძლებ დღესაც,რადგან ბავშობიდან დღემდე ასე მომყვება.მე დაბადებისას ბედად ტანჯვა დამაწერეს ალბად და უბედობა,გაუხარებლობა,სიმარტოვე.მაგრამ მადლობა ღმერთო რომ ქალად გამაჩინე და თანახმა ვარ მიწოდეთ სუსტი, დედა შვილთათვის კურთხეულია.მშობლებით მინდა დავიწყო წერა.მამა პედაგოგი იყო 27 წლის დედა კი ამ დროს მე-10-ე კლასელი იყო,სკოლის მოსწავლე.ძალიან შეუყვარდათ ერთმანეთი,თითქმის ვერ ძლებდნენ ერთმანეთის გარეშე.ვერ ამჟღავნებდნენ რადგან ეს გრძნობა მოსწავლესა და მასწავლებელს შორის დიდი დანაშაულის ტოლფასი იყო.დაელოდა მამამ და როცა დედამ სკოლა დაასრულა დაქორწინდნენ და ცხოვრობდნენ ბედნიერად მანამ სანამ დიდი „ბედნიერება“ არ დაატყდა თავს ყველას.დაიწყო დიდი სამამულო ომი და მამაც გაიწვიეს ბრძოლის ველზე.მე ერთი თვის დამტოვა.იწერებოდა ბრძოლის ველიდან წერილებს: -მენატრებით ყველანი.ჩემი პირველი სიხარული მენატრება,ჩემი პირველი მტრედი,ჩემი მონატრება გოგო....ხომ არაფერი გაკლიათ,არ ინერვიულო საყვარელო მე კარგად ვარ თქვენზე ფიქრი და თქვენი მონატრება მაცოცხლებს.ძალას მმატებს ჩემი გოგოს პატარა ხელები რომ მახსენდება და ლამაზი პირ-სახე.აბა თქვენ იცით.გახსოვდეს საყვარელო რომ მე გულით გატარებ სადაც არ უნდა ვიყო.უზომოდ მინდა ჩაგეხუტო და მოგეფერო.დავბრუნდები აუცილებლად დავბრუნდები.მიყვარხარ ელეონორა ძალიან მიყვარხარ!!! ასე ეფერებოდა მამა მის საყვარელ ცოლს და მის პირველ მერცხალს.მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ შეწყდა წერილების მოსვლა.რამდენი ხანი ელოდა დედა მისი ხელით დაწერილ წერილს მაგრამ ესეც სანატრელი გაუხდა.მალე ოჯახმა შავი ქაღალდიც მიიღო,ის ბრძოლის ველზე დაიღუპა.დიდი ტრაგედია დატრიალდა ოჯახში.დაგროვილი ტკივილი ამოუშვა ბებომ გულიდან და ვულკანივით ამოხეთქა მისმა ხმამ რომელმაც გადაფარა მთელი სოფელი.მაინც ვერ გატეხა ამოდენა დარდმა და შვილის სიკვდილმა.ქორივით დაგვადგა მე და დედას ბებია და ბაბუა და ცდილობდნენ არაფერი არ მოგვკლებოდა დედა ხომ რაღაც 18 წლის ბავშვი გოგო იყო.ჩვენ ხომ მამისგან დატოვილი დიდი საგანძური ვიყავით ოჯახში.როცა მე წამოვიზარდე და გავხდი 6 წლის დედამ მიმატოვა,მიმატოვა და ჩემთვის უცნობ და უცხო ადამიანს გაჰყვა ცოლად.რამდენჯერ მიტირია ჩუმად,რამდენჯერ მომნატრებია მისი მოფერება და ჩახუტება,სითბო,ის სითბო რომელსაც ვნატრობდი და მე არ მქონდა სულ მაკლდა.ბებია და ბაბუა მზრდიდა,ჩუმად,ჩემთვის ბალიშზე ვქვითინებდი,თავთან მამის და დედის ფოტო მქონდა და მას ვესაუბრებოდი თან ვტიროდი: -რატომ დამტოვეთ დედა-მამა. რა დაგიშავეთ,ასე ტკივილისთვის რატომ გამიმეტეთ,მე ხომ ასე ძალიან მჭირდებით.მოდი დედა ძალიან გთხოვ.ერთხელ მოდი მოგეფერო,ჩაგეხუტო,შენი სული შევიგრძნო და დაგიმახსოვრო.ასე გადიოდა წლები დედის ნატვრაში თუმცა ამდენი ტრავმისა და ტკივილის მიუხედავად საუკეთესო მოსწავლე ვიყავი მთელს სკოლაში.როცა მასწავლებელი მშობელთა კრებას მოიწვევდა,ჩენს მშობლად ბებია ითვლებოდა.მე კი იმ მოლოდინში ვიყავი რომელიმე მშობელთა კრებაზე დედა კარებს შემოაღებდა და მომეფერებოდა,შემაქებდა და გულში ჩამიხუტებდა.იამაყებდა ჩემი წარჩინებული სწავლით.მაგრამ ეს ოცნებები მხოლოდ სიზმარში ხდებოდა.მე-10-ე კლასში ვიყავი როცა ჩემმა მასწავლებელმა პირველად დედას შემახვედრა. როცა გაკვეთილი დადგა და ჩვენ ბავშვები ჩვენს ადგილებზე დავნაწილდით მასწავლებელმა ხელი მომხვია და მითხრა: -წამოდი ჩემო გოგო დედა უნდა განახო !!! დავიბენი მე ხომ მას არ ვიცნობ,ის ხომ მე არ მიცნობს.როგორი იქნებოდა ჩვენი შეხვედრა.მაგრამ მე ხომ ვნატრობდი,მე ხომ ვეძახდი,მე ხომ ის მჭირდებოდა და გვერდით არ მყავდა,რატომ არ მყავდა ეს მინდოდა გამეგო მისგან. -წავედით! ხელი-ხელ ჩაკიდებული მიმიყვანა იმ ოთახში სადაც დედა მელოდა.დამინახა თუ არა ერთი ამოხეთქა გულიდან საშინელმა ხმამ -შვილო! და იქვე ჩაიკეცა.გონება დაკარგა.დედა რომ გულ შეწუხებული დავინახე მეც შევწუხდი.დაიბნა ნუნუ მასწავლებელი რომლისათვის მოეხედა არ იცოდა.როცა თვალი გავახილე ბურუსად ჩანდა დედა ახლოს იჯდა ჩემთან და ჩემს ხელს ეფერებოდა თან ტიროდა.შემეცოდა,მართლა გულით შემეცოდა.ძალა მოვიკრიბეთ ორივემ და ერთდროულად გადავდგით ნაბიჯი ერთმანეთისკენ. ვიპოვე,ის თბილი მკერდი ვიპოვე რომელიც ჩემი იყო და არც იყო.მე ხომ დედის სითბო რაა არ ვიცოდი.მომიყვა დედამ ის რაც ასე ძალიან მაინტერესებდა,რატომ ვერ მნახულობდა. -როდესაც სახლიდან წამოვედი მე უკვე ვიცნობდი ერთ მამაკაცს რომელსაც ცოლად გავყევი.თავიდან ყველაფერი კარგად იყო,ცოტა ხანში შენც უნდა წამეყვანე და ერთად ვიქნებოდით.სულ ცოტა ხანში ყველაფერი შეიცვალა მე ძალიან ცუდი დიაგნოზი დამიდგინეს ექიმებმა ტუპერკულიოზი.ამიტომ არ მომცა უფლება ჩემმა მეუღლემ შენ ჩემთან და შენთვის დედობა გამეწია.მამის სითბოს მოკლებულს დედის სითბო გეგრძნო!დედა ცხარე ცრემლით ტიროდა.თითქოს მწვავდა მისი ცრემლები,თითქოს შიგ გულზე მეწვეთებოდა და ყინულად ქცეულ გულს ალღობდა, ვაპატიე დედას და ჩუმად ვნახულობდით ერთმანეთს, ეს რამდენადაც შესაძლებელი იყო.ვეფერებოდით ერთმანეთს და ჩუმად მიკოცნიდა თვალებს და მეუბნებოდა: -მე არ ვნანობ ჩემს წარსულს,მე ვნანობ იმ დაკარგულ დროს რომელიც უშენოდ გავატარე შვილო! -გვიან გაგიცანი დედიკო მაგრამ ძალიან მიყვარხარ! თან ვტიროდი,თან დედას ვეფერებოდი! ის გულში მიხუტებდა იმ გულში რომელმაც დიდხანს ვერ შეძლო ჩემთვის ძგერა. მალე წავიდა იქ საიდანაც აღარ ბრუნდებიან უკან.მაგრამ ვიცი რომ ბედნიერი წავიდა,იცოდა მალე წავიდოდა და მოასწრო შვილის მოფერება და გულში ჩახუტება. უფალმა კიდევ ერთი მწარე ტკივილისთვის გამიმეტა.ეხლა დედაც წამართვა,დედა რომელსაც სულ ვნატრობდი.ასეთი მონატრება მხოლოდ ქართველ დედას შეუძლია.ქართველი დედის სიყვარული არანაირი მიწიერი საზომით არ იზომება. ასე გადიოდა დრო დავრჩი მარტო,სულ მარტო.შემიცოდა უფალმა მარტოდ მარტოდ მყოფი და ჩემსკენაც მოიხედა.გავიცანი ადამიანი რომელიც ჩემი ცხოვრების დიდი სიყვარული გახდა.ბედნიერ ქალად მაქცია.ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი.ერთმანეთს ვავსებდით და უერთმანეთოდ ვერ ვძლებდით მაგრამ აქაც უბედო გამოვდექი.ორი შვილის დედა გავხდი,ორი ვაჟკაცი გაუზარდე სამშობლოს.ვამაყობ რომ სულ მცირე ხანი მაინც ვიყავი ბედნირი. ყველა დედას ვთხოვ რომ,არ მიატოვოთ შვილები.რაცარუნდა მოხდეს თქვენს ცხოვრებაში. გაუფრთხილდით, გიყვარდეთ, გესმოდეთ, აპატიეთ!!! ცხოვრება უკან არასოდეს დაბრუნდება.... და თუ თქვენ ამას არ გააკეთებთ.... მოვა დრო და ძალიან, ძალიან ინანებთ. ძვირფასო მკითხველო ეს ისტორია მთხოვა დამეწერა ერთმა ხანში შესულმა მანდილოსანმა. მე შეძლებისდაგვარად ვასრულებ მის თხოვნას და შეფასება თქვენზეა. მადლობთ რომ იზიარებთ ჩემს გრძნობით ნაწერ ისტორიებს და სტიმულს მაძლევთ. მადლობა ყველას ყურადღებისათვის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.