შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამიხდინე ოცნება (1 თავი)


10-04-2016, 21:18
ავტორი nasia
ნანახია 1 719

სიყვარული დიდი ტვირთია,
სუსტი,უძლური და უნიათო,ვერ ასწევს,ვერ ატარებს....
თუ სიყავრული შეგიძლია,
ბევრი რამ კი არა,ყველაფერი შეგიძლია,
შეუძლებელიც...
:-ოტია იოსელიანი-:
სად მივყავართ ოცნებებს?ალბათ ზღაპრების სამყაროში,რომელიც თავად გამოვიგონეთ და ვტკბებოდით ამ ყოვლისშემძლე ძალაუფლებით.ამბობენ,ადამიანი რომ იბადება მისი ბედის წერილიც მაშინვე იწერება და მისი განუყრელიაო.ალბათ ასევე მოხდა ჩემს შემთხვევაში,თავიდანვე ბედის წიგნაკში განწერილი იყო ბედი და ხვედრი,რომელი არც ისე მოკირწყლულიყო ბედნიერებით.
14 წლის ასაკში ლეიკემიის დიაგნოზი დამიდგინეს,ახლაც მახსოვს დედას შეშინებული თვალები და მზერა,რომელშიც,თითქოს უიმედობას ვგრძნობდი.თავიდან ვერ ვხვდებოდი ამ ყველაფერს,მანამ სანამ მკურნალობის კურსი არ დაიწყო.
ქიმიოთერაპიის დაწყებიდან ორი თვის თავზე მეც ვიგრძენი ის,რასაც ყველა ამ სენით დაავადებული ადამიანი განიცდის.მივხვდი,თურმე რეალურად ყველაფერი უფრო რთული იყო,ვიდრე ეს ოდესმე წარმომედგინა.მუდმივი სისუსტე,თავბრუსხვევა,შიგადაშიგ ცსვირიდან სისხლდენა და ტკივილები,ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.
მაშინ მახსოვს დედა,როგორ მამხნევებდა და მაიმედებდა,ექიმიც გვაძლევდა დიდ იმედს,რომ შევძლებდი გამოჯანმრთელებას.
მკურნალობის კურსს ძირითადათ ქიმიოთერაპია და პრეპარატები შეადგენდა,1 წლის შემდეგ რადიოთერაპიაც დაემატა.სწავლას ჩამოვრჩი,ცხოვრებასაც,მაგრამ უფლის იმედი და ოცნება,რომელიც სანუკვარად გადამექცა ძალას მაძლევდა.
შავი თმა დედისგან დამყვა,ასევე მასავით ლამაზი ლურჯი თვალები და საოცრად ნაზი ხელები.მამას სიმაღლეში დავემსგავსე 177 ვარ 18 წლის ასაკში უკვე.ამაზე დედა მეხუმრება ხოლმე,მეც კი გამასწარიო.მიუხედავათ მდგომარეობისა,მაინც სულ მხიარული ვარ და არც მათ ვაძლევ მოწყენის საშუალებას.მინდა იმ ტკივილსა და გათენებულ ღამეებიში გატარებული დღეები შევუმსუბუქო მშობლებს.
მიკვირს,ჩემს მერე დედამ ბავშვი რატომ აღარ გააჩინა,ალბაღ შეეშინდა მასაც რაიმე არ დამართნოდა.სულ ვნატრობდი დედმამიშვილი მყოლოდა და მასთან მეთამაშა. არაა გვიანი დედა ჯერ 38 წლისაა და ღმერთს ხშირად შევთხოვ,ხოლმე ახლა მაინც ამიხდინოს ეს ოცნება.
ბავშვობაში მხოლოდ ლაშა და სანდრო თუ გამართობდნენ,ხშირად ჩვენთან რჩებოდნენ და ეს უზომოთ მახარებდა,მეგობრები თითქმის არ მყოლია,უფროს წორედ თითქმის კი არა,საერთოდ არ მყოლია მათ გარდა.
17 წლის,უკვე შედარებით კარგათ ვიყავი,სწავლას დავუბრუნდი,მკურნალობის კურსიც დავასრულე,მაგრამ შეზღუდვები და მედიკამენტები არ შეუწყვეტიათ.ვაკონტროლებდი კვებას,მარიდებდნენ ხალხმრავალ ადგილებს,ოდნავ გაციებაზეც საავდმყოფოში ვიყავი,რადგან მაღალი ტემპერატურა ძალიან ცუდი იქნებოდა ჩემი ორგანიზმისთვის.
ახლობლებიდანაც მხოლოდ ცოტამ თუ იცოდა ჩემზე,მაგრამ ისინიც არ ლაპარაკობდნენ ამაზე,თითქოს ეს თემა ტაბუდადებული იყო საახლობლოში.
ამის გამო ცხოვრების ეს მონაკვეთი თითქმის სულ სახლში გავატარე.მახსოვს ეროვნულ გამოცდებზე გასვლა,რომ გადავწყვიტე დედა,როგორი წინააღმდეგი იყო,მამაც არ მთნხმდებოდა თავიდან,უნივერსიტეტში სხვადასხვა დაავადების გადადების რისკი უფო მაღალიაო,მაგრამ ბოლოს მაინც დამთანხმდნენ და უბედნიერეს ადამიანათ მაქციეს.
ავადმყოფობისგან უარყოფითის გარდა დადებითიც შევიძინე,ცოდნა,ხო არ მოგესმათ,ახლა უკვე ვიცოდი ყველაფერი ამის შესახებ და ბიოლოგიის სწავლასაც უფრო გულმოდგინეთ შევუდექი.მსურდა მეც ექიმი გავმხდარიყავი,რათა ჩემნაირებისთვის მემკურნალა და მათთვის მომავლის იმედი ჩამენერგა.ასეც მოვიქეცი,სამედიცინოზე ჩავაბარე.
მახსოვს,ივნისში,გამოცდების ჩაბარების დღეებში,როგორ მგულშემატკივრობდნენ დედა და მამა
-ლილე,საყვარელო,პირადობა ხომ არ გვრჩება?-სამზარეულოდან გამომძახა დედამ და ჩანთაში ქექვა განაგრძო-ეს მანქანის გასაღებიც კიდე,სად წავიდა ნეტა
-დედა აქ მაქვს დამშვიდდი,ყველაფერი გუშინ გავამზადე,შენ მაგაზე არ იდარდო-გავუღიმე და ლოყაზე ვაკოცე
-კარგი მაია,დაანებე ბავშვს თავი-სითბოთი სავსე მზერით გახედა მამამ დედას-ლილე პირბადე არ დაგავიწყდეს სიხარულო-ახლა მე მომიბრუნდა და უსიამოვნო ყოველდღიურობამაც უცებ იჩინა თავი.მოღუშული გავლასლასდი საძინებელში და ჩემი პირადი აფთიაქის ყუთიდან პირბადე ოსტატურად ამოვაძრე,გასვლამდე მოვირგე და ისევ მშობლებთან დავბრუნდი
-შეგვიძლია წავიდეთ-განვუცხადე და სახლიდან გავედი.ისინიც მალე გამოვიდნენ და მანქანაში დაიკავეს ადგილი
-ლევან,შენ სხდომიდან რამდენ ხანში დაბრუნდები?-უცებ იკითხა დედამ
-არ ვიცი,ალბათ საღამომდე გაიწელება,თან დემეტრეც ჩამოვიდა უკვე და ჯერ მას გავაცნობ წევრებს
-ჩვენი დემეტრე ჩამოვიდა-ღიმილით ჩაილაპარაკა დედამ და მერე მე გამომხედა-ლილე,გახსოვს დემეტრე?
-არა დედა,უნდა მახსოვდეს?-მობეზრებულმა ვკითხე და ისევ ფიქრებში გადავეშვი,ახლა მხოლოდ მათემატიკაზე და ფორმულებზე ვიყავი ორიენტირებული,რომ ყველაფერი კარგათ დამეწერა.
-როგორ ლაპარაკობ გოგო,დემეტრე ჩვენი პარტნიორის,თამაზის შვილია,ზაფხულობით,რომ ჩამოდიოდა ხოლმე სოფელში არ გახსოვს?
-არა დე,არ მახსოვს
-კარგი მაია,დაანებე ბავშვს თავი,საიდან ემახსოვრება,პატარა იყო მაშინ,თან დემეტრე მაქსიმუმ ორი კვირა თუ დარჩენილა იქ-შეუბღვირა მამა და გზას გახედა
-არაუშავს,გაიცნობ და ნახავ რა კარგი ადამიანია,ხო მართლა ლევან,დღეს ხომ იცი,მეც შეხვედრა მაქვს კორეელებთან,მემორანდუმი უნდა გავაფორმოთ,ლილეს შენ ვერ წამოიყვან?-გახედა მამას და ალბათ გულში ლოცულობდა,საქმე არ ჰქონოდა მაგ დროს,რომ მარტო არ წამოვსულიყავი.აღარც მახსოვს,ბოლოს მარტო,როდის ვიმგზავრე ან ქუჩაში გავედი.
-აბა როგორ?შეხვედრა მაქვს,ვეცდები მალე გავთავისუფლდე,შენ წყნარად იყავი,თუ არა და მღოლს გავუშვე
-არაა პრბლემა მა,ჩემითაც წამოვალ-ჩუმათ შევაპარე ჩემი იდეა და მათმა რეაქციამაც არ დააყოვნა
-არა!-ერთხმად შესძახეს და ისე გამომხედეს,ლამის რაღაცას სევასკდით
-ვაიმე გზას,რომ უყუროთ არა? კარგი,ხო ვიხუმრე-ვთქვი და ჩავიფხუკუნე-ვიცი,რომ მარტოს მაინც არ გამიშვებთ-სევდიანათ გავიღიმე და გზას გავხედე.
გეპეისთან მალევე მივედით,ირგვლივ ხალხი ბუზივით ირეოდა,გამიხარდა საზოგადოებაში გარევა და აჩქარებით გადავდი მანქანიდან
-ლილე მოიცა-დამიძახა დედამ-პირბადე არ დაგავიწყდეს და ჩანთა-უცებ შემახსენა და ორივე გამომიწოდა.
ცოტა ხანს რიგში ვიდექი სანამ შევიდოდი,შემდეგ მშობლებსაც დავემშვიდობე და კიბეზე ნელა ავედი,ჩემი აუდიტორიაც მალევე მოვძენბნე და ადგილიც დავიკავე.
დრო უცებ გავიდა,მეც გულისფანცქალით დავასრულე წერა და გამოვედი.ვიცოდი მაღალი ქულა გარანტირებული მქონდა,რადგან ზუსტათ ის მასალები შემხვდა რაშიც ვმეცადინეოდბი.გავედი თუ არა ტელეფონი ავიღე და მამას დავურეკე,მალევე მიპასუხა
-მა,ეხლა გამოვედი,ყველაფერი დავწერე,ადვილები იყო-უცებ მივაყარე გახარებულმა
-გილოცავ ჩემო ლამაზო,ამაში ეჭვიც არ მეპარებოდა
-მალე მოხვალ?-ვკითხე და პაუხის მოლოდინში გავისუსე
-ლილე,პრინცესა,მე ვერ ვახერხებ მოსვლას,დედასაც წეღან ველაპარაკე და აეროპორტშია იმათ აცილებს,ამიტომ დემეტრე გამოვუშვი
-ვინ?-ჩემს გაოცებას საზღავრი არ ჰქონდა ეს სახელი,რომ გავიგე
-დემეტრეს ვთხოვე წამოსულიყო,სხვას არ ვენდობი,თანაც გაიცნობდი კარგათ-თითქოს თავის მართლება საიწყო
-კარგი ხო და მალე მოვა?-ვკითხე ინტერესით
-კი ლილე,დიდი ხანია გამოვიდა შენ გაჩერებასთან დადექი და შავი აუდით მოვა-„ოჰ,გემოვნება კარგი ჰქონია ბიჭს,თუმცა რა მიკვირს,მაგის ფულის პატრონს ეგ გაუჭირდებოდა?!“გავიფიქრე ჩემთვის
-კარგი მამა,გკოცნი და მიყვარხარ-მხიარულათ ცავძახე და ტელეფონი გავუთიშე.
გაჩერებასთან დიდხანს დგომა არ მომიწია,მაგრამ სიცხემ მაინც იმოქმედა ჩემზე და დავიღალე.შავი აუდის დანახვისთანავე გავემართე მანქანისკენ და წინა სავარძელზე კომფორტულათ მოვკალათდი.
საჭესთან მჯდომ დემეტრეს გადავხედე და მივესალმე
-გამარჯობა
-გაგიმარჯოს-გამომხედა და სათვალე მოიხსნა,ვაღიარებ სიმპატიური იყო,მარტო ჩემ დეიდასშვილ ბიჭებთან მქონია ასეთი ახლო ურთიერთობა,მაგრამ მაინც თავისუფლად გვრძნობდი თავს-მე დემეტრე ვარ-მითხრა და ხელი ჩამომართვა
-ხო ვიცი,მამამ მითხრა უკვე-ცოტა ზერელეთ ვუპასუხე და ტელეფონს ჩავხედე,საათის გასაგებათ
-ლილე არა? ლევანი ბიძია მიყვებოდა ხოლმე შეზე,სამედიცინოზე აპირებ ჩაბარებას?
-კი,ექიმობა ჩემი ოცნებაა-არ ვიცი,რატომ მაგრამ მასთან ლაპარაკი მსიამოვნებდა,რაც ლაშა და სანდრო ამერიკაში წავიდნენ მას შემდეგ ასე კომფორტულად არავისთან მიგრძვნია თავი,თუმცა ეს ალბათ უფო ურთიერთობის ნაკლებობის გამოა
-კარგია და რამ გადაგაწყვეტინა?ალბათ ბავშვობის ოცნებაა ხო?-მკითხა ცოტა ირონიულათ,ამ ჟესტს ვერ მივუხვდი,ნუთუ არაფერი უთხრა მამამ ჩემს ავადმყოფობაზე?
-მამაჩემს ეგ არ უთქვამს?-ჩავეკითხე ინტერესით
-აქ იშვიათად ვარ ხოლმე,ძირითადათ საზღვარგარეთიდან ვმუშაობ,ბევრსაც არ ვლაპარაკობთ ხოლმე პირად საკითხებზე,ასე,რომ ეს არ უთქვას-განმიმარტა და ხალა დარწმუნებული ვიყავი,უკვე,რომ მან არაფერი იცოდა.
უცებ დავფიქრდი, ახლაიმ ადამიანთანერთად ვზივარ მანქანაში ვინც არ იცის დაავადების შესახებ,პირბადეც მაქვს,რომ მაინც ფრთხილად ვიყო და თანაც საუკეთესო შანსია ქალაქში გავისეირნო,თანაც კაცმა არ იცის ესეთი საშუალება კიდევ,როდის მომეცემა.უცებ ერთი იდეა დამებადა და ბედნიერი გამომეტყველებით მივუბრუნდი დემეტრეს
-რაღაც,რომ გთხოვო შემისრულებ?-თვალებმოჭუტულმა გავხედე და პასუხს დაველოდე, ჩაეღიმა და მიპასუხა
-მაინც რა უნდა მთხოვო?
-შეგიძლია ნაყინის საჭმელათ წამიყვანო?-ანთებული თვალებით მივაჩერდი პასუხის მოლოდინში.არ ვიცი ასე რა იმოქმედა მასზე,მაგრამ პასუხით სასიამოვნოთ გაოცებული დავრჩი
-შემიძლია,რა თქმა უნდა შემიძლია-სიცილით მითხრა და მანქანა მოაბრუნა.

ბედნიერი ვიყავი,არ მეგონა წესების დარღვევა ასეთი სახალისო თუ იქნებოდა.ყოველთვის დამჯერი და დინჯი ბავშვი ვიყავი,ყველაფერს ისე ვაკეთებდი,როგორც მასწავლიდნენ,ყოველგვარი გადახვევების,გარეშე.მაგრამ ახლა,რატომღაც ასე მომინდა
-შენ ვერც კი წარმოიდგენ,როგორ გამახარე-ბედნიერათ ვუთხარი დემეტრეს და ტელეფონი გამოვრთე.
-რა იყო,ისე იქცევი თითქოს ნაყინის საჭმელად არასდროს წასულხარ-სიცილით მითხრა და სათვალე მოირგო,მზეს,რომ არ შეეშალა ხელი
-შეიძლება ასეც ითქვას-მეც ღიმილით ვუთხარი და მანქანის ფანჯარა ჩავწიე.საოცრად მსიამოვნებდა ოდნავ გრილი ჰაერის შეხება სახეზე,პირბადე კი ამის უკეთ შეგრძნებაშ ხელს მიშლიდა,მოვიხსენი.ახლა კი სრულ ნეტარებაში მყოფი,სამყაროს მშვენიერებაზე ვფიქრობდი,რამხელა ძალა ჰქონია ამ ბუნებას,ესე,რომ აჯადოებს ადამიანის ცნობიერებას,გავიფიქრე და გადავიკისკისე
-ეს პირბადე რატომ გიკეთია?-უცებ მისი ხმა გავიდე და დავიბენი,არ მსურდა ჩემი ამბავი გაეგო და თან შეიძლება უკანაც დავებრუნებინე,ამიტომ მოტყუება გადავწყვიტე
-ისე უბრალოთ,დაბალი იმუნიტეტი მაქვს და დედამ დაიჩემა გაიკეთო-ვუთხარი და ხედით ტკბობა განვაგრძე.
მალევე მივედით ძველი თბილისის ერთერთ სანაყინესთან და პატარა ბავშვივით გადმოვხტი მანქანიდან,დემეტრეს ჩემი საქციელი აოცებდა,ალბათ გიჟი ან რაღაც ამის მსგავსი ვეგონე
-ძალიან ხმიარული ხარ შენი ასაკის კვალობაზე-მითხრა დ გამიღიმა-თან ასე მგონია გარეთ პირველად ხარ ისე იქცევი
-არა,უბრალოთ დიდი ხანია არსად წავსულვარ-უცებ ვიცრუე და დაველოდე მანქანას როდის დაკეტავდა,შემდეგ კი ორივე ერთად შევედით სანაყინეში
-აბა,რომელს აიღებ-გამომხედა და შემდეგ ნაყინით სავსე დიდ ჯამებს დააკვირდა,სადაც სხვადასხვა ფერის ერთობლიობა მეტად სასიამოვნო ფერთა გამმას ჰქმნიდა
-მე მინდა,მარწყვის,შოკოლადის,ვანილის,ალუბლის და კივის-ანთებული თვალებით ვუთხარი
-შენ რა არმდენის ჭამას აპირებ?-გაკვირვებულმა შემომხედა და გამყიდველს ანიშნა იმდენი მოეცა რაც მე ვთქვი
-ძალიან მიყვარს ნაყინი,მაგრამ დედა და მამა ხშირად არ მაჭმევენ ხოლმე,ეხლა მაინც ვჭამო-ჩემთვის ჩავილაპარაკე და დიდ სანაყინეს ხელი დავტაცე,სადაც ჩემთვის განკუთვნილი სხვადასვა ფერის გაყინული ბურთულა იდო
-ასე მგონია 5 წლის ბავშვს ველაპარაკები-თქვა დემეტრემ და თავისი კუთვნილი ნაყინი აიღო.იქვე დავსხედით კაფეში,ერთერთ მაგიდასთან
-შენზე მომიყვები დემეტრე?-გათამამებულმა ვკითხე და დაველოდე მის პასუხს
-რა გითხრა,მე ვარ დემეტრე ქარდავა 25 წლის,ვმუშაობ მამაშენის და მამაჩემის საერთო კომპანიაში,ვსწავლობდი იელში და ახლა აქ ვარ,საქართველოში
-დედამ მითხრა დღეს,რომ ჩამოხვედი,თავიდან უჟმური და ამპარტავანი მეგონე,მაგრამ კაი ადამიანი ჩანხარ-ურცხვად ვუთხარი ის რასაც ვფიქრობდი და მისი გაოცებული მზერაც დავიმსახურე
-შენ რა პირდაპირი ყოფილხარ-სიცილით მითხრა და ტელეფონს დახედა,რომელიც ზუზუნებდა-ბოდიში ლილე ვუპასუხებ და მალე მოვალ
ტელეფონი აიღო და გარეთ გავიდა.ეჰ,ალბათ რეკვით სკდება მამა,მაგრამ ხო იცის სად ვარ და ვისთან ერთადაც ვარ,თუ რამეა დემეტრესაც დაურეკავს,არა ისე მაგრათ მოვიფქრე ნაყინის საჭმელათ წამოსვლა რა,თან ისეთი გემრიელია.
დიდხანს არ მიცდია დემეტრესთვის,მალევე შემოვიდა
-ბოდიში ლილე,ჩემმა ძმაკაცმა დამირეკა დაჩაზე ავდივართ ხვალ ყველა და შენც ამოდიო-მითხრა და სკამზე ჩამოჯდა
-აუ რა მაგარია მეგობრებთან ერთად დროის გატარება-სინანულით ჩავილაპარაკე და ნაყინს ჩიჩქვნა დავუწყე
-თუ გინდა შენც წამოდი,როგორც ვიცი ეს ბოლო გამოცდა იყო ხო?-ინტერესით მკითხა.გავპგნდი,არ ვიცოდი რა მეპასუხა,რა თქმა უნდა მინოდა წასვლა,მაგრამ გაშვებიშ შანსები ნულს უტოლდებოდა
-ვაიმე მინდა,როგორ არა,მაგრამ არამგონია მამამ გამომიშვას-მოწყენილმა ვუთხარი
-კაი რა,უკვე დიდი ხარ,თანაც მეც იქ ვიქნები
-შენ თუ თხოვ,შეიძლება გამომიშვას კიდეც-იმედიანათ შევხედე დემეტრეს
-კარგი,წამო ეხლა სახლში წაგიყვან და თან დაველაპარაკები ლევანი ბიძიას.
მალევე დავტოვეთ კაფე,დღევანდელი დღით ძალიან კმაყოფილი ვიყავი,ახლა სრული ბედნიერებისთვის მამას დათანხმებაღა მაკლდა და მართლაც უზომოთ გამიხარდებოდა.
სახლში მალევე მივედით,როგორც კი ზარი დავრეკე ეგრევე გააღო დედამ
-ლილე,სად ხართ?ტელეფონი რატომ გაქვს გამორთული,რომ ვრეკავ არ უნდა მიპასუხო?მეგონა რამე დაგემართა,ძალიან ვინევიულე-ნამტირალევი დედა მეხვეოდა და თან მიბრაზდებოდა,ამ ყველაფერს კი დემეტრე გაოცებული სახით უყურებდა
-მაია დეიდა,ბოდიში,უბრალოთ ნაყინის საჭმელათ ვიყავით,არაფერი მომხდარა-დამნაშავის ტონით უთხრა და თავი პატარა ბავშვიით ჩახარა
-ვაიმე შვილო ძალიანვინერვიულეთ,მეგონა ცუდათ გახდი-ახლა მამამ გამომხედა და გადამეხვია
-კარგათ ვარ,უბრალოთ ნაყინი ძალიან მომინდა მა,ხო არ მიბრაზდები-შრეკის კატის თვალებით გავხედე მამას
-არა ჩემო პატარა,მაგრამ ხო იცი,ფრთხილათ უნდა იყო,პირბადე რატომ არ გიკეთია?-გაბრაზებულმა მითხრა,როცა სახეზე ვერაფერი დაინახა
-ძალიან შემაწუხა და მოვიხსენი
-ლევანი ბიძია,არამგონია ასეთი საგანგაშო იყოს,გასეირნება,თან რაღცის თხოვნა გვინდოდა თქვენთვის
-გისმენთ-ყურადღება მოიკრიბა მამა და სავარძელში მოთავსდა
-ხვალ ჩემი მეგობრები აგარაკზე ვიკრიბებით,ლილესაც ვუთხარი წამოსულიყო,ის კი დამეთანხმა მაგრამ თქვენი აზრი აინტერეებს
-არც კი ვიცი რა ვთქვა,არამგონია ლილემ წამოსვლა მოახერხოს-თქვა ჩაფიქრებულმა და მე გამომხედა
-დემეტრე შეიძლება არ გაგიგია შენ,მაგრამ ლილე ავადაა-ახლა დედა ჩაერია-ლეიკემია ჰქონდა და ძლივს დავამთავრეთ მკურნალობის კურსი,ახლაც არაა კარგათ,ამიტომ ვარიდებთ ხალხმრავალ ადგილებს
არ მსურდა ამის შესახებ დემეტრეს გაეგო,იმიტომ,რომ ისე თავისუფლად აღარ იქნებოდა ჩემთან.
-მე...მე...არ ვიცოდი-დაბნეული ალაპარაკდა და გამომხედა,მე კი თავჩაქინდრული ვიჯექი
-ხო,ვცდილობთ ყველამ არ გაიგოს,მაინც,ამიტომ ვეჭვობ ეს ამბავი ვერ გამოვა
-კი მაგრამ ლევანი ბიძია,იქაც ისევე დაიცავს წესებს,როგორ აქ,გპირდებით გავუფრთხილდები
-დემეტრე,შვილო,ამხელა პასუხისმგებლობას ვერ აგკიდებ-უარობდა კვლავ მამა
-არა,მე ასე არ ვთვლი,პირიქით,სულ ცოტა ხანია რაც ვიცნობ და უკვე საკუთახი დასავით შემიყვარდა-თბილათ თქვა და გაიღიმა
-ლევან-ახლა დედა ჩაერთო-იცი,მგონი არაფერი დაშავდება თუ ცოტა ხნით გავუშვებთ,თან ლაშა და სანდროც ჩამოდიან ხვალ და ერთად წავიდოდნენ.
ამ სახელების გაგონებაზე ბედნიერების ტალღამ დამიარა
-დე,მართლა?მართლა ჩამოდიან?-გახარებული ვეკითხებოდი
-კი შვილო,ცოტა ხნის წინ დარეკეს
-ხოდა მითუმეტეს,ყვეანი ერთად წავალ,მაია დეიდა მადლობა,რომ დათანხმდით
-აუ,ძალიან მიყვარხართ,წავალ მე ოთახში ჩავალაგებ რაღაცებს,თან იმ ბედოვლათის დასახვედრათ მოვემზადები-ვთქვი და კიბისკენ წავედი,როცა დემეტრე გამახსენდ
-მადლობა დემეტრე,შენ ვერც წარმოიდგენ რა ბედნიერება მაჩუქე-უცებ ვაკოცე ლოყაზე და კიბე ავირბინე.

პ.ს. ჯერ დადებას არ ვაპირებდი,მაგრამ ვეღარ მოვითმინე :) იმედია მოგეწონებათ



№1 სტუმარი N. M

Dzalian momewona ❣❣ gaagrdzele da male dade

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent