თუ მექალთანეს შეუყვარდი, ესე იგი დაგერხა. (1)
ყველა ნორმალურ ადამიანს ღამე ძინავს, მაგრამ მე არა. ღამე ჩემი სტიქიაა. ვცხოვრობ აშვებული ღამის ცხოვრებით, დილით მძინავს. გგონიათ ღამის ცხოვრება მაგარია? არა, საერთოდ არა, უბრალოდ ჩამითრია და ვეღარ ვეშვები. ნარკოტიკივითაა, სულ რამდენიმეჯერ გაერთე და შენ უკვე მასზე დამოკიდებული ხარ. რამდენი დავლიე? არ დამითვლია. ყველა ცეკვავს, მეც ვიცეკვო? ღირს? ჩემ ცხოვრებაში ვარსებობთ მარტო მე და ღამე. ღამის კლუბებში რომ დავდივარ, სიმართლე გითხრათ, არავის ვიცნობ, სახეზეც არ ვიმახსოვრებ. არც არასდროს შემყვარებია, სასაცილოა? იყოს, მერე რა. ჩემი პირველი და ბოლო სიყვარული ღამეა და მეტი არავინ. ნინა ვარ, 18 წლის. გინდათ სიმართლე? ლამაზი ვარ. ლურჯი თვალები და გრძელი შავი თმა მაქვს. მაგარ ტანზე ვარ და მკერდიც ზომიერად დიდი. მდიდარ ოჯახში გავიზარდე. ჩემი მშობლები თავისთვის არიან და ტრიალებენ თავიანთ ბიზნეს სამყაროში, მე ჩემთვის ვცხოვრობ. არაფერს მიშლიან, არც მე ვერევი მათ საქმეებში. გათამამებული არ ვარ. უფროსი ძმა მყავს, აკაკი, 25 წლის. იურისტია, საკმაოდ წარმატებული. ის ცალკე ცხოვრობს, მე მშობლებთან ერთად. მთელი ცხოვრების განმავლობაში არც ერთხელ არ მიტირია. ღამე ისეთი კარგი შეყვარებულია, ჩემ ერთ ცრემლსაც კი ვერ იმეტებს დასაღვრელად, არადა რამდენი ადამიანი ტირის ღამე, მთელი დღით ან საერთოდ ცხოვრებით დაღლილი. მე არ ვარ ასე. სიმართლე ვთქვა, ამ ცხოვრებაში ბევრი არაფერი მსიამოვნებს. ყველაფერი რასაც ვაკეთებ, ჩემთვის უბრალო ყოველდღიურობაა და მეტი არაფერი. უნივესიტეტში ჯერ არ ჩამიბარებია, უბრალოდ იმიტომ რომ ვერ გადავწყვიტე რა მინდა, მაგრამ გაუნათლებელი ნამდვილად არ ვარ. ხალხთან ურთიერთობა დიდად არ მიზიდავს, მაგრამ რომ ვთქვა საერთოდ არ ვლაპარაკობ-მეთქი, ტყუილი იქნება, უბრალოდ ერთ რაღაცას ვერ ვიტან საოცრად. ეს ჩემი სახელის გამხელაა. ზაფხულია. ივნისი. ერთი ჩვეულებრივი დილა გათენდა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ღამე გავათენე, მაინც არ მეძინება. ფანჯრის რაფიდან ჩამოვძვერი და სპორტდარბაზში წასასვლელად გავემზადე. გარეთ გავედი. ერთ წერტილს მიშტერებული, ჩემთვის მივდიოდი და ხანდახან ვუყურებდი ხალხს. სიცხისგან იხუთებოდა ყველა. სახეზე ეტყობოდათ, მარტო ყოფნის შემთხვევაში ტანსაცმელს ზედვე შემოიხევდნენ. მე საერთოდ არ მცხელოდა. თავს ძალიან თავისუფლად ვგრძნობდი, აი ისე, თითქოს მთებში ვიყავი და სუფთა, სისხლის გამყინავ და ერთდროულად სისხლის ამადუღებელ ჰაერს ვისუნთქავდი. ჩემ ეზოში ერთი სტადიონია. ამ მხრიდან იშვიათად გავდივარ, მაგრამ ახლა რატომღაც ეს მარშრუტი ვარჩიე. სტადიონზე ორი ბიჭი კალათბურთის თამაშობდა. რატომღაც ბავშვობა გამახსენდა, როცა ჩემი ძმის სასტავთან ერთად დავბოდიალობდი ეზოში და ვერთობოდი. მაშინ ჯერ კიდევ შემეძლო ხალხთან ურთიერთობა. სახეზე ემოციის შეუცვლელად ჩავუარე სტადიონს. უცებ ბურთი მომხვდა. გაღიზიანებულმა მოვიხედე უკან. -მიზანში მორტყმა ისწავლე.-ეს ვთქვი თუ არა, სტადიონიდან ერთ-ერთი ბიჭი გამოვიდა, თან მიღიმოდა. -მე მიზანს არასდროს ვაცილებ.-ჩაიცინა. -ჰაჰა, გამაცინე.-იაზვურად გავუღიმე. -ლუკა.-ხელი გამომიწოდა, თან ცალყბად მიღიმოდა იმ ღიმილით, რომლითაც გამოუცდელ გოგოებს კერავენ. -გული უნდა დაგწყვიტო, მაგრამ შენი გაცნობა არ მინდა.-შევბრუნდი და ჩემი გზა განვაგრძე. რაღაცნაირად გამაღიზიანა. უბრალოდ ვერ ვიტან ასეთ ტიპებს, თან ჩემ დაკერვას რომ ცდილობდა? მეცინება. თავში აუვარდა, მხოლოდ იმიტომ რომ გარეგნობაზე გაუმართლა. აი ეს ცარიელი კუნთა ბიჭები, ტვინი უადგილო ადგილას რომ აქვთ, ან საერთოდ არ აქვთ. სპორტდარბაზში მივედი. სანამ ვვარჯიშობდი არაერთი კარგ ტანს დახამებული ბიჭის მზერა ავიკიდე, მაგრამ რას ვიზამ. წამოვედი. გარეთ ისევ ცხელოდა, მაგრამ ჩემთვის არა. ყველა წვიმაზე ოცნებობდა და იმდენად იყვნენ ამ ფიქრებში გართულნი, ვერც ამჩნევდნენ, რომ იღრუბლებოდა. ისევ სტადიონით გავედი. ძალიან მინდოდა ის მოტიპე ბიჭი იქ აღარ ყოფილიყო, მაგრამ შევცდი. სხვა გზა არ მქონდა. სტადიონს ჩავუარე და გაშტერებულ ლუკას "ნივიჟუ" ჩავურტყი. რატომ დამამახსოვრდა მისი სახელი? ან მისი მუქი თაფლისფერი თვალები, ოდნავ მსხვილი ბაცი ვარდისფერი ტუჩები...მგონი საბოლოოდ გავგიჟდი. პატარა ბავშვივით მოვიქეცი. მუსიკა გავთიშე, მაგრამ ყურსასმენები არ მომიხსნია. მაინტერესებდა დამიძახებდა თუ არა ისევ. -უკარება!-ჩემმა ექსპერიმენტმა გაამართლა. რა თქმა უნდა, ყურადღება არ მივაქციე. ნელა მივსეირნობდი. ვიღაცამ მხარზე დამადო ხელი და შემომაბრუნა. ყურსასმენები მომხსნა. -ვფიქრობ, ვერ მოგეშვები, სანამ სახელს არ მეტყვი.-ლუკამ საყვარლად გამიღიმა. -სახელს თუ გეტყვი, თავს დამანებებ?-გაღიზიანებულმა შევხედე. -არ მგონია.-გამიღიმა. -კარგად.-გავბრუნდი, მაგრამ გამაჩერა. -როცა დაგიძახე, გაიგე ხო? -არა. -მატყუებ. -საიდან მოიტანე. -ყურსასმენებში მუსიკა არ ისმის. -იქნებ დამთავრდა?-გაღიზიანებულმა ავხედე. -და მაინც, მუსიკას არ უსმენდი.-გამიღიმა.-წამოდი.-ხელი მომკიდა. -შენნაირს არსად გავყვები.-მისი ხელი უხეშად მოვიშორე. -ჩემნაირს?-გაიკვირვა.-ზედმეტად უკარებას როლს რატომ თამაშობ?-გაეცინა. -არავის როლს არ ვთამაშობ. -მაშინ უბრალოდ გამეცანი. -წადი, ვინმე სულელი დაკერე, ხო ხედავ, ჭკვიანებს ვერ ქაჩავ. -აბა დაფიქრდი, ზედტებები ხო არ მოგდის? -არანაირად. შენნაირ უტვინოებთან სხვანაირად ვერ გამოვა ლაპარაკი. -გასაგებია.-გაეცინა.-უკვე გავიგე რაც ხარ.-გაბრუნდა. ცოტა გაბრაზებული, ცოტა ნერვებმოშლილი, ცოტა გაღიზიანებული და საბოლოოდ აფეთქების ზღვარზე ვარ. საიდან გამოიჩეკა ეს ახალი თავისტკივილი, რა უბედურებაა. სახლში მივედი და ჩემს ოთახში ავედი. ახლა მხოლოდ მუსიკა და ხატვა თუ მიშველიდა. საწერ მაგიდასთან დავჯექი და მშვიდი სიმღერების ქვეშ ახალი შედევრების შექმნა დავიწყე. -ლუკა- არასდროს მეგონა თუ ჩემი ცხოვრება, რომელიც მთელი 19 წლის განმავლობაში ასეთი მომაბეზრებელი იყო, რამით გამრავალფეროვნდებოდა, მაგრამ უკარებას გამოჩენამ რაღაც ამიფორიაქა გულის სიღრმეში. რამდენ გოგოსთან მქონია ურთიერთობა, იქიდან გამომდინარე, რომ გამოუსწორებელი მექალთანე ვარ, მაგრამ უკარება? რაღაც სხვაა. უბრალოდ ვერავის ვამსგავსებ. აი, ისეთია, რომ "მოდის და მოაქვს" მიუხედავად იმისა, რომ ასეთი გესლიანი ენა აქვს და მისი სიტყვების მოსმენა ნამდვილად არასასიამოვნოა, მაინც მიზიდავს მასში რაღაც. ალბათ ის, რომ სხვებივით მარტივად წასაკითხი წიგნი არ არის. მისი სახელის გაგება მინდა, უზომოდ... პირველად ვგრძნობდი თავს დამცირებულად, თან გოგოს გამო. ცოტა არ იყოს მიტყდება ნიკასთან, იმიტომ რომ აშკარად დამცინის. -არაუშავს, შენ ოღონდ ამაზე არ ინერვიულო, ყველას აქვს ჩავარდნები, ასაკის ბრალია.-პირდაპირ რომ ვთქვა, ბოლო ხმაზე ხარხარებდა. აი, ბავშვობის ძმაკაციც ასეთი უნდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.