შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედისწერა (თავი 6)


11-04-2016, 02:17
ავტორი ერკე
ნანახია 2 082

-კახა, შე კახპა რავა ხარ? - გაეღიმა რატის, მაგრამ ისეთი ეშხით არ გამოუვიდა, როგორც სჩვეოდა ხოლმე. - შემოდი, შემოდი.
-რავი, . ვლპები ამ უსაქმურობისგან და ვარ, შენ რას შვრები?
ერთად მისაღებში შევიდნენ, გზად სამზარეულოში რატის მშობლებს მიესალმა კახა და ისე ჩამოჯდა სავარძელში და სასოწარკვეთილი მზერა მიაპყრო ბიჭს. რაღაც ვერ იყო, რატიმ თავიდანვე შენიშნა, თუმცა თვითონ თავისი გასაჭირის დამალვას უკეთ ახერხებდა, ვიდრე მისი მეგობარი, რომელიც ერთ ადგილზე სავარძელზე ჩამომჯდარიც ვერ ჩერდებოდა და ნერვიულობისგან თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა.
-რა ხდება, რამ მოგიყვანა ჩემთან? სერიოზულია?
-ჰო, რაზე მოვედი ახლა შენთან, შენ ძმობას ვფიცავარ, - ხელები გადაიჯვარედინა, უმალვე ჩამოუშვა და ერთმანეთს ხელის გულები მიარტყა. საოცრად მოძრავი იყო. ერთი წამით სამზარეულოსკენაც გაიხედა, ხომ არ მოგვისმენენო და განაგრძნო. - ხომ იცი, სერიოზული რომ არ იყოს აქ არ მოვიდოდი და შენთან არ დავიწყებდი თავის მართლებას, აზრზე ხარ? ჩემი ძმა ხარ, ჩემი საყვარელი ძამიკო და აი, ვინც შენ გაგაბრაზებს და გაწყენინებს ყველას დედას მოვუ*ყნავთ ბიჭო. მაგრამ გავიჭედე ტო.
-რა მოხდა აღარ მეტყვი? - შეშინდა უკვე რატი.
-ლევანა ხომ იცი.
-კი, როგორ არ ვიცი. შენი მამიდაშვილი.
-ჰო, ეგ გათახსირებული ეგა ტო. თუმცა რას ვერჩი, გუშინ მის ცოლს უმშობიარია...
-გადასარევი ამბავია მერე, რა განერვიულებს ვერ ვხვდები? - წამოიჭრა და ყალბი აღფრთოვანებით სამზარეულოსკენ გასძახა ღვინო და ჭიქები წამოიღეთო, მაგრამ კახამ შეაჩერა. არ გინდაო, სასოწარკვეთილება და სახეზე სითეთრე უფრო მეტად ემჩნეოდა, მცირე ხნით ხმას ვეღარ იღებდა და ჩახლეჩილი ხმით, რაღაც უსიამოვნოდ უხრიალებდა შიგნიდან ამონასუნთქი ჰაერი. გულზე ხელი დაიდო და ფიქრებში წავიდა, მაგრამ წყლიანი თვალებით შეხედა რატის. - რა? - ჰკითხა ისევ და თვითონაც ანერვიულდა. გული ცუდს უგრძნობდა, თუმცა აღარ იცოდა რა ეფიქრა. - დროზე ამოღერღე ბიჯო!
-მოკლედ, ბავშვს სისხლის გადასხმა დასჭირდა, ძალიან ცუდად იყო და ამას გარდა საოპერაციოში შეიყვანეს... წამლები და ათასი რამ დაუნიშნა ექიმმა. მე რაც მქონდა მივეცი და პლუს კიდე სესხიც გამოვატანინე, ჰოდა არ გაქვს ხუთასი ლარი? ხომ იცი დაგიბრუნებ არა?
-ლევანას ცოლი თუ ჰყავდა არ ვიცოდი. - ეჭვით შეხედა კახას, ამ დროს ღიმილი შეეპარა.
-კარგი ჰო, ვიხუმრე . ტუსოვკას ვაწყობთ მე და ლევანა და გეპატიჟებით რა. ძალიან გაგვიხარდება თუ მოხვალ... - რატიმ საათს დახედა. უკვე საღამოს შვიდის ოცი წუთი იყო. თვითონაც უნდა გასულიყო, ახლა ნამდვილად არ იყო წვეულების ხასიათზე. სულ სხვა გეგმები ჰქონდა, დღეს ის ლომიასთან სახლში უნდა მისულიყო, რომ დაეხვედრებინა კარგი ამბავი, უკვე გაგებული ექნებოდა მისამართი, რაც გაუადვილებდა სანუკვარი ქალის მოძებნას, მაგრამ რაც უფრო მეტად წელავდა დროს, მით უფრო ეკარგებოდა იმედი, რომ რაიმეს მიაღწევდა და ძველ თეას შეხვდებოდა, რომელმაც წიგნზე ის წარწერა გააკეთა. თეას, რომლის ღიმილიც ღვთაების არაჩვეულებრივ და მომაჯადოვებელ ღიმილს ჰგავდა, რაც სიტყვებით იყო რთული აღეწერა. მისი ოცნება, მასთან შეხვედრის ტოლფასი იყო, თუმცა ყველაფერი საკმაოდ რთული იყო.
-როდის?
-ხვალ საღამოს, ყველა დაპატიჟებულია. მაგრად გავერთობით შენ ძმობას ვფიცავარ. - გაწელა ბოლო სიტყვა და თვალი ჩაუკრა. თითქოს წეღან არც უთქვამს ისეთი საშინელი ტყუილი, ისე მზაკვრულად იღიმოდა და გვერდიდან უყურებდა რატის.
-ვერ მოვახერხებ. სხვა საქმეები მაქვს მაპატიე. ახლაც გავდივარ უკვე.
-შემოიარე რა, თუნდაც ერთი საათით. დიდი ხანია რაც აღარ გამოჩენილხარ ბირჟაზე. ასე ხარ დაკავებული, რომ ერთი წლის განმავლობაში არავისთვის გეცალა? დაფიქრდი, ძმები ვართ? ვართ. ერთმანეთის გატანა უნდა შეგვეძლოს და ყველაფერს უნდა ვეუბნებოდეთ ერთმანეთს, აი შენ კი ვგრძნობ რაღაცას მალავ და გაწუხებს, მაგრამ რას ამას ვერ ვხვდები.
მის სულში ჩააღწია კახას სიტყვებმა, გვერდით გაიხედა და კარებისკენ დაიძრა. ჩაცმა დაიწყო, უხმოდ, არ სურდა ახლა ხმის ამოღება, რადგანაც ეს მის ეჭვებს უფრო გააღრმავებდა და მეტად მოუწევდა რაღაცების ახსნა. ამასთან ახლა რომ ხმა ამოეღო იცოდა ვერ გაუძლებდა და აქვითინდებოდა, ასეთი კი არ უნდოდა ვინმეს ენახა. სისუსტის გამომჟღავნებად მიაჩნდა და ესირცხვილებოდა.
ისე დატოვა სახლი ხმა არ ამოუღია. უკან კახაც გამოჰყვა, მაგრამ არც გზაში ულაპარაკიათ. მეგობარიც გრძნობდა ახლა სიჩუმე სჭირდებოდა და გარეთ არასასიამოვნო, თუმცა უცნაურად შეციებულ ჰაერში გააბიჯეს. ხელები ჯიბეში ჩაიწყო და კახას დაემშვიდობა. რამდენიმე წუთში ლომიას კარებთან იდგა და უკვე ყოყმანობდა, სირთულეების წინაშე მდგარი ყველაზე არაპროგნოზირებად მდგომარეობაში მყოფი, საშიშ თამაშს თამაშობდა. გტძნობდა სულის ჭურჭელში მარტოსულად როგორ დარჩა, იმ ნაწილაკში ერთადერთი იყო, სადაც არავინ ეგულებოდა, ვინც შეუვსებდა ჭურჭელს და სიცარიელის სავანეში ყველაფერი სხვაგვარად იყო. მის სულს შევსება არ ეწერა, რაღაც ჭამდა, გულს უღრღინდა, მაგრამ რა? არ იყო ეს მხოლოდ მარტოსულობის გრძნობა, არ იყო ეს წინასასიკვდილო განცდა, თითქოს ყველაფერი დასრულდა, თუმცა რაღაც ამ ორი გრძნობისგან შეკრული და გადაჯაჭვული ერთად შემოსაზღვრული გრძნობა იყო. რასაც ალბათ ერთ დროს ყველა გრძნობს, როცა ამ ნაბიჯამდე მიდის, იმ შედეგამდე, რასაც სიყვარულის დაკარგვა და სარკეში რეალობისთვის გასწორება ჰქვია. გრძნობდა საკმაოდ ბევრი დრო დაკარგა.... ერთი წელი იმისთვის, რომ ემოქმედა... კიდევ უფრო მეტ დროს კარგავდა და წარმოდგენა არ ჰქონდა რა დახვდებოდა იმ გზის ბოლოს, მკრთალი სინათლე თუ სრული სიბნელე, სადაც გზას მეტად ვეღარ გააგნებდა.
თეთრი, რკინის კარები გაიღო და ლომიას ნაცვლად ლიკუნა გამოჩნდა. ლომიას ელოდა, მაგრამ ჩვეულებისამებრ გოგონა გადაკოცნა და პარკი მიაჩეჩა, სადაც შოკოლადი და ტკბილეული ეწყო. მისთვის დროული იყო, უკვე ეტანებოდა ტკბილეულს და ყოველთვის ლომიას მოჰქონდა ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში რატის თავად სურდა რაიმე მიეტანა. რა თქმა უნდა, ლიკა ხომ უკვე მეცხრე თვეში იყო და მეორე პატარას ელოდნენ, რომელიც ამჯერად გოგო იქნებოდა.
-როგორ ხარ რატი? ლომიამ მომიყვა შენი ამბავი... იცოდე შუა გზაში არ დანებდე გესმის? ეს ჩვენზე კარგად ვინ უნდა იცოდეს.
-მადლობა ტკბილო. საოცარი გოგო ხარ. როგორ შეხვდი ლომიას ასეთი კარგი არ მესმის.
-ლომიასაც არაუშავს. - ჩაიცინა ლიკამ და სახლში შეიპატიჟა.
-გაიგე? - შევიდა თუ არა ოთახში მაშინვე საქმეზე გადავიდა რატიანი. სძულდა უსაქმურად ყოფნა, მით უმეტეს მას შემდეგ, როცა მიხვდა ამდენი დრო დაკარგა და შეეძლო აქამდე მოეძებნა, რომ მოესურვებინა.
-კი. დაჯექი ჯერ დაისვენე.
-გიგა სად არის?
-სძინავს რატი. თქვენ კი არ გგავთ, ის უკვე ძილში საქმიანობს და მას თავისი არაჩვეულებრივი ანგელოზი უკვე სიზმრებში სტუმრობს. - გაეღიმა ლიკას.
-ჰო? სერიოზულად? მაინც ვინ არის? - სცადა გაღიმება რატიმაც, რაც არც ისე კარგად გამოუვიდა, თუმცა სცადა.
-ლიზი ჰქვია. ბაღში ერთად სწავლობენ. დღეს რომ ვნახე იცი როგორ უყურებდნენ ერთმანეთს? შეგშურდებოდა.
-ნუ მიხსენებ სიყვარულზე ნურაფერს. ამ თემაზე რაღაც არ მინდა ლაპარაკი.
-მაპატიე.
-არაუშავს.
-თუმცა იცი, რომ შენს გვერდით ვართ. - მხარზე ხელი დაადო ესმერალდამ და გვერდით მიუჯდა.
-კი, ასეა მეგობარო. შენშიც ვხედავ ცვლილებებს.
-ლომია, რა ცვლილებებზე მელაპარაკები? - დაიღრინა ბიჭმა. მის არსებაში ორი უზარმაზარი ჩიტი იბრძოდა, რომელთაგან ერთ-ერთს გაფრენის სურვილი კლავდა, მეორეს კი ერთი სული ჰქონდა მიწაზე როდის დაენარცხებოდა და იქიდან მეტად აღარ ადგებოდა. სურვილი დანებების, რომელიც ასე ახლოს იყო მასში, თითქმის იმარჯვებდა, თუმცა ლომიას სიტყვები ყოველთვის აღვიძებდა ფრთიან ფრინველს, რაც ცაში აჭრის მცდელობით სრულდებოდა. - არასდროს არ მსურდა ვინმე შემყვარებოდა. ხომ გესმის არა? - სახე მოეღრიცა. - ვერასდროს წარმოვიდგენდი როგორ ვიცხოვრებდი ერთ გოგოსთან სიბერემდე. გარეთ გაიხედე ლომია, დააკვირდი ქუჩაში წყვილს, ყველას დააკვირდი, ვინც არ უნდა იყოს. არ მინდოდა ასე დავბმრავებულიყავი და ამ ხაფანგში მეც გავბმულიყავი არა! ვერ ხედავ, როგორ აბრმავებს სიყვარული ადამიანს? აი იმათ შეხედე, გოგოს ცხვირი ამწეს ხელა, რომ აქვს ბიჭს კი მუწუკებით სავსე სახე და სრულიად მახინჯი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით... ეს არის სიყვარული? ასე აბრმავებს ის.. ვეღარ ხედავ და ასხვავებ სილამაზეს, თვალზე ბინდი გეკვრის და შენ წინ ვინ დგას ვერ ხვდები. ღმერთო ჩემო... რატომ უნდა დამმართნოდა ეს მე.
-ჩუმად ბავშვს გააღვიძებ. - გვერდზე გაიყვანა ლომიამ. - ჩემო კარგო, სუფრა გაშალე... მე და რატის ბევრი გვაქვს სალაპარაკო. - მიუბრუნდა ცოლს და გულწრფელად გაუღიმა. ლიკა ძლივს დადიოდა, თუმცა ლომიას თხოვნას რასაკვირველია დაჰყვა და მარტო დატოვა ისინი, სანამ სუფრას გააწყობდა. - ერთმა, ჩემთვის ძვირფასმა გოგომ, როცა კი მე ვკითხე, რატომ ამირჩიე და რატომ შემიყვარე, მე ხომ არ ვარ ისეთი, ვისაც იდეალურ მამაკაცს დაარქმევ მეთქი, იცი რა მითხრა? ადამიანს ადამიანობა აქცევს ლამაზად და არა მისი გარეგნობაო. ისინი, ვიზეც ხელი გაიშვირე, მართალია არ არიან იდეალურნი და რომც მოინდომონ გარეგნულად იდეალურები ვერ იქნებიან, მაგრამ მათ ერთი რამ აერთიანებთ, ისინი ერთმანეთით არიან ბედნიერები, ერთმანეთს ავსებენ და მთელ სამყაროში სხვას ვეღარაფერს არჩევენ და აქცევენ ყურადღებას. მათი სიყვარულის ჭურჭელი ბოლომდეა შევსებული, რაც დამატებას აღარ საჭიროებს, შენი კი ვხედავ როგორი ცარიელია.
-უბ... უბრალოდ მეშინია ლომია. ჩემივე თავის მეშინია, რადგან ვიცი არ ვარ ისეთი, როგორიც მას ენდომებოდა ვყოფილიყავი. ვერც შევიცვლები, მაგრამ მინდა ბედნიერება, რაც არასდროს მოვა ჩემამდე.
-სამყაროს კანონი იცი? გაეცი ბედნიერება და მოგეცემა, გაეცი ფული და მოგეცემა... გაეცი სიყვარული და მოგეცემა. შენ იცვლები, შეიძლება ვერ ატყობ, მაგრამ იცვლები. მე ერთი ტყვია დამჭირდა გულთან ახლოს, რომ შევცვლილიყავი და რაიმე ღირებული გამეკეთებინა ცხოვრებაში. შენ თუ ეს ერთწლიანი განშორება და მისტიკური ამბავი გჭირდებოდა, მოხდა. და შენ შეიცვალე. მაგრამ არ მესმის რატომ ხარ ასეთი პესიმისტი და რატომ ფიქრობ, რომ ბედნიერი არ იქნები? - ინტერესით შეხედა ლომიამ და ყური უგდო პასუხს, რომელიც არ ჩქარობდა აჟღარუნებას. ჩუმად იდგა რატი და ფიქრობდა ლომიას სიტყვებზე, რომელიც ასე ბრძნულად მოეჩვენა. ვერაფრით დაეჯერებინა, რომ ასეთ სისუსტეს იჩენდა, ვერაფრით გრძნობდა თავს ძლიერად, რაც არ უნდა მომხდარიყო მას ეშინოდა.
და ამ სიჩუმის ტყვეობაში სასწაულიც იხილა ცოლ-ქმარმა. რატის ცრემლები წასკდა, რასაც აქამდე გულში მალავდა და მხოლოდ მარტო ყოფნისას გადმოაგდებდა თითო ცრემლს, ახლა ჩანჩქერივით სდიოდა. თავს ვერაფერს უხერხებდა, მზად იყო მთელი სევდა ისევ შეენახა მასში, მაგრამ ეს აღარ გამოდიოდა. აივსო და იმდენად დაღალა ამდენმა ტკივილმა და გულის უაზრო ბაგა-ბუგმა, რომ ნიაღვარი გამოიწვია.
-რატი, შენი გმირობის შესახებ ვიცი, შენი წიგნის დაწერის ისტორიაც. თქვენზე ყველაფერი ვიცი, - ესმერალდაც მიუჯდა მათ, როცა ყველაფერს მორჩა და მაგიდასთან მიიხმო. ისიც დანაღვლიანებულიყო, როცა რატის ასეთ დაღვრემილს უყურებდა. - ვიცი რაც გადაიტანეთ, რაც გამოიარეთ და ამას ყველაფერს მაგალითად ვიღებ ხოლმე ყოველთვის, მაგრამ რთულია, როცა შენში სრულ სიცარიელეს გრძნობ, როცა გრძნობ როგორ გემსხვრევა სულის ჭურჭელი და ხვდები, რომ აქამდე სრულიად უმიზეზოდ ცემდა გული, რომელიც ჩემში უნამუსოდ ცემს ისევ. რთულია საკუთარ თავთან იმის აღიარებაც, რომ ტყუილად ვიცხოვრე, სიყალბეში, ყოველგვარი სიყვარულისა და ბედნიერების გარეშე. არ მინდა ისევ ჩავიკეტო საკუთარ თავში. ვაპირებ დავარღვიო ჩემს მიერ შექმნილი ჩაკეტილი წრე, რომელიც ერთ დროს ნამდვილად მეხმარებოდა, რადგან იცით რას მივხვდი მთელი ერთი წლის განმავლობაში? - თავი დაუქნიეს და კარგად დააკვირდნენ. ხელსახოცი მიაწოდა ესმერალდამ ცრემლების მოსაწმენდად. რატიმაც მოიწმინდა, მაგიდასთან დაჯდომისთანავე ღვინის ერთი ჭიქა გამოცალა, რომელიც წინ დაედგა და ისევ მკერდშეღეღილმა და სირთულეების შეჭიდების მიზნით ყოველგვარი ცრემლების გარეშე განაგრძო. - რომ მარტოსულობა საშინელებაა. მარტო ბედნიერებას და სიმშვიდეს ვერ მოიპოვებ სულში, აფორიაქება დაგტანჯავს და რაღაც გაგაწვალებს შინაგანად, რომც ვერ გაიგო ეს რა არის. არ აქვს შენ მიერ გაკეთებულ არც ერთ ღირებულ რამეს აზრი, თუ ის სხვას არ გაუზიარე. აზრი არ აქვს იმ ბედნიერებას, რომელიც სხვასთან ერთად არ განიცადე, ამ შემთხვევაში, რაც კი თეასთან ვერ განვიცადე, ან აქამდე ამას ჩამოშორებული რომ ვიყავი, ახლა თვალი ამეხილა. მინდა და ვიბრძოლებ. - ბოლოს შემართებით დაასრულა სიტყვა და მის წინ მსხდართ გადახედა. ორივეს კმაყოფილების ღიმილი ეწერა, ლომიას სიამაყით ეღიმებოდა და თავს უქნევდა მართალი ხარო, იმდენად გაშრა, ვერც ვეღარაფერი დაამატა. მხოლოდ თანხმობის ნიშნად ჭიქა აწია და თვითონაც დალია.
-თეას გაუმარჯოს!
-გაუმარჯოს! - გაიმეორა რატიმ.
-თქვენ სიყვარულს გაუმარჯოს. იმ სიყვარულსაც, რომელიც მომენტს ელოდება და იმ მომენტში, როდესაც გრძნობა საკმარისად გამომჟღავნებადი იქნება, რომ თვალებს უხელს ადამიანს. მარადიულ სიყვარულს გაუმარჯოს, ტკბილს, საოცარს და ისეთს, მხოლოდ ერთ ადამიანთან ყოფნა რომ გინდება და მთელი სამყარო გ*იდია.
-გაუმარჯოს.
ლომია ესმერალდას მიეფერა.
-რას არქმევთ?
ერთმანეთს გადახედეს. ლიკამ თვალი ჩაუკრა ლომიას, ლომიც მიხვდა მინიშნებას და გაჩუმდა. სრული სიჩუმე ჩამოვარდა, რაც უფრო და უფრო ინტერესს იწვევდა რატისთვის. უსიტყვოდ ეკითხებოდა და თვალებს ჭიმავდა.
-ამას ბევრი ფიქრი არ სჭირდება თუ რას დავარქმევთ მას. - გაიღიმა და გაბრწყინდა მთელი ოთახი. - თეას!
-ვახ, რძალო რა ოქრო ხარ... - თვალზე მარგალიტივით ჩამოკიდებული წვეთი ცრემლი გადმოუგორდა ლოყაზე რატის და ფეხზე წამოიჭრა, რომ ჩახუტებოდა. - შენ არ იცი როგორ მიყვარხარ.
-ვიცი რატი, მეც ძალიან მიყვარხარ. შენ ყოველთვის კარგი მეგობარი იყავი ლომიასთვის და მეც გაფასებ, გვერდში დგომისთვის და იმისთვის, რომ ახლა სწორედაც შენი ძლიერი მხარე დაგვანახე. ადრე თუ გვიან ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება ის მომენტი, როცა სწავლობს ცხოვრებისეული მაგალითებიდან რაღაცას და თავს კი აღარ ხრის, ბოლომდე აწვება თავის პრინციპებს.
-კი ბატონო... აუ, მართლა როგორ გამიხარდა ვერ წარმოიდგენ. საოცარი ქალი ხარ ჩემო ლიკუნა. - ესმერალდას მხარს ზემოდან ლომიას გადახედა და თითი დაუქნია. - ლომია, იცოდე ასეთ ოქროს კარგი გაფრთხილება უნდა, მგონი ამას ათასჯერ და მილიონჯერ გეტყვი, არ მომბეზრდება, რადგან სწორედ ასეა. გაუფრთხილდი, შენ ეს ყველაფერი კარგად გამოგდის.
-შენ კი თეა უნდა მოძებნო...
-ჰო, დროის დაკარგვა აღარ მინდა. - ხელებს უსვამდა ერთმანეთზე მოუსვენრობის გამო. - დროზე მისამართი დადე ბიჭო! ამაღამვე უნდა ვესტუმრო, მოცდა აღარ შემიძლია.
-წამო, მანქანით გაგიყვან. - თვალი ჩაუკრა. - თან მანქანაშიც ვისაუბრებთ. ყველაფერს იქვე გეტყვი, გაგიჟდები რომ გაიგო სადაც ცხოვრობს...
-ახლოს?
-აბა რა! ჩვენს ცხვირ წინ...
-რა?
-გავედით. - ბრძანა ბატონმა ლომიამ და გარეთ გავიდნენ. ესმერალდა ღიმილს ჩუქნიდა ორივეს, რაც იმედს და სიხარულს ერთად ფანტავდა. ლომიას ესმერალდა აძლიერებდა, თავად ლომია კი დანარჩენ მსოფლიოს აძლევდა ცხოვრების და ბედნიერების იმედს.
მანქანაში საკმაოდ თბილოდა. ორივემ დაიკავა წინ ადგილი და ღვედები გადაიჭირეს. ერთხანს უმოძრაოდ იდგნენ და ჰორიზონტს გასცქეროდნენ. ღამე იყო და ლამპიონების შუქი გადმოსტყორცნოდა ნაწვიმარ ტრასას. გრძელი და უკიდეგანოდ თვალუწვდენელი გზა მანქანის ფარებისა და ლამპიონების შუქთა ბრჭყვიალებაში იყო ჩაფლული. ირგვლივ ყველაფერი საუცხოოდ წყნარი და ალაგ-ალაგ მუსიკაში ჩაფლული იყო, როცა სიოს ნოტები ეხმიანებოდნენ და საოცარ სიჩუმეშიც კი აკორდებს იღებდნენ, ერთმანეთს ეალერსებოდნენ. რატის გული იმაზე მეტად უცემდა, ვიდრე წამი მოასწრებდა გავლას. ყველაფერს ყურადღებას აქცევდა, აქეთ-იქით აკვირდებოდა მთელ ჩაბნელებულ და განათებულ ადგილებს და ცუდი წინათგრძნობა იპყრობდა.
-ლომია, შენი აზრით, რა არის სიყვარული? - როცა დაძრა მანქანა, მაშინღა ძლივს ამოიღო ხმა და ისიც კანკალით ჰკითხა. როცა ლომიამ შენიშნა, რატიმ სიცივეს დააბრალა, მაგრამ ცხადი იყო სიცივე აქ არაფერ შუაში იყო. ღელავდა. საკმაოდ ღელავდა და აღარ იცოდა რა ექნა, სხეული უკვე მას აღარ ემორჩილებოდა.
-ვფიქრობ, საკმაოდ რთული კითხვა დამისვი, რაზეც პასუხს ასე მარტივად ვერ გაგცემ... თვითონ დარწმუნდები, რაც არის სიყვარული, როცა მას შეხვდები და გულში რაღაც საოცარს იგრძნობ. ის გრძნობა გრძნობადია და არა სიტყვებით აღქმადი.
-საით?
-გრიბოედოვზე. შენი სატრფო დარწმუნებული ვარ იქ გელოდება. თან კაი მხატვარიც უნდა იყოს, სამხატვრო აკადემიასთან ასე ახლოს. - კბილები გამოაჩინა ლომიამ და მთელი ძალისხმევით გაიხედა წინ. მანქანა ფრთხილად მიჰყავდა, კარგი მძღოლი იყო, თუმცა მაინც არ ჩქარობდა, რატის კი ეჩქარებოდა. მანძილის კლებისას უფრო ცუდად ხდებოდა და ვერაფრით წყნარდებოდა. მის გულს რაღაც გრძნობა დაჰპატრონებოდა, რაც მოსვენებას არ აძლევდა და აკლდამაში ჩაკეტილ სულს ისე მჭიდროდ იქცევდა კლანჭებში გეგონებოდათ მოკვლას უპირებსო, მაგრამ ტკივილს ვერ გრძნობდა. გალიაში გამომწყვდეული პატარა ჩიტივით გრძნობდა თავს, რომელსაც გასასვლელი აღარ ჰქონდა, არსად.
-იცი, ვღელავ.
-რატომ? - გაუკვირდა ლომიას.
-არ ვიცი.
-მესმის რასაც გრძნობ. ალბათ იმაზე კარგადაც, ვიდრე წარმოგიდგენია. მეც ვიყავი ასეთ სიტუაციაში, მე კი პირდაპირ ეკლესიაში ჯვრისწერისას დავადექი, რადგან სხვა გზა არც მქონდა. გინდა გითხრა მაშინ რას ვგრძნობდი? - ბიჭმა თავი დაუქნია. - სიყვარულს, სიამაყეს, სასოწარკვეთას, მაგრამ იმედიანი ვიყავი, რადგანაც გვერდში მყავდნენ ისეთი მეგობრები, ვისი იმედიც მქონდა. მეგობრები, ვისთვისაც მიღირდა ბრძოლა, ყოველ წამს, რაც ჩემს სიძლიერეში შთამაგონებდა. იმ დღეს შევიცვალე სრულიად, როდესაც მისი ხელი მეჭირა და უფლის წინაშე ვიწერდით ჯვარს. მე და ის... მხოლოდ მე და ის.
-ჩემ შემთხვევაში არაფერი რომ არ გამოვიდეს?
-ჩემი ხომ გჯერა?
-კი... რა თქმა უნდა.
-ყველაფერი გამოვა. არ არსებობს ადამიანს გულით უყვარდეს, რაიმე გულით უნდოდეს და არ გამოუვიდეს. სამყაროს კანონია ასეთი... ის ადამიანის გულის სიღრმეებს სწვდება, გებულობს რა სწადია ყველაზე მეტად და უგზავნის ადამიანებს, ვინც მისი სურვილების ასრულებაში ეხმარება.
-შენ!
-რა მე?
-სამყარომ შენი თავი მაჩუქა, რომ ყველაფერი ასრულებულიყო, რაც ახლა მსურს.
ლომიას გაეღიმა და საოცარ განწყობაზე დადგა. გაზის პედალს უფრო მაგრად დააჭირა ფეხი და მანქანამაც სიჩქარეს უმატა. ცოტა ხანში ადგილზე იყვნენ. წვიმა შემწყდარი იყო, მაგრამ აქა-იქ ისევ წვეთავდა სახურავებიდან მარგალიტები. ჩაბურული მინების მიღმა ჩამოფარებული წითელი ფარდები და ფარდებს იქით ოდნავ ბჟუტავდა შუქი. მარცხენა მხარეს მინი მარკეტი იყო, წინ პატარა ყავისფერი კარი, რომელსაც შენობაში შეყავდი. მარკეტთან უცხო მამაკაცები ჯგუფად იდგნენ და რაღაცაზე ბჭობდნენ, ხმა არ ისმოდა, ან რატის არ ესმოდა, რადგან გულის ფეთქვა იმაზე მეტად აღწევდა ყურებში, ვიდრე ნებისმიერი რამ, ეს მათი ლანძღვა-გინების თუ მანქანის ჩავლის და სიგნელის ხმები იქნებოდა. მისთვის ყველაფერი დახშული იყო, გარდა გულის ულმობელი დარტყმებისა.
რატის ხელით ანიშნა ლომიამ რომელი შენობის მიმართულებით უნდა წასულიყვნენ. ყავისფერ კარში შევიდნენ, გრძელი და ოვალური, ნელ-ნელა უფრო რომ მოკლდებოდა კიბეების სიგრძე და თავში ექცეოდა, აიარეს და დახურულ თეთრ კართან გაჩერდნენ. ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. თითქოს ამ სახლში დიდი ხანია არავის უცხოვრია ჩქამიც კი არ გამოდიოდა, მაგრამ რატის გული მზად იყო ყველასა და ყველაფრის მაგივრად ეხმაურა.
-იქნებ ჯობდეს, რომ წავსულიყავით? - უკან გადადგა ნაბიჯი რატიმ, მაგრამ ხელი ჩაავლო ლომიამ და ისევ წინ დააყენა.
-რა სისულელეებს ლაპარაკობ, გაგიჟდი? რამხელა გზა გამოვიარეთ იმ წიგნის ძებნიდან ამ სახლის კარის პოვნამდე, ახლა გინდა დანებდე?
-ხო, მაგრამ რა ვუთხრა? იცი, თეა, მე ის ვარ ნიუ-იორკში, რომ გაიცანი და ძალიან მიყვარხარ-მეთქი? არ იფიქრებს ხომ არ გაგიჟდაო? ეს უფრო სულელური აზრია ნამდვილად.
-ეტყვი, რომ დიდი გზა გამოიარე მის საძებნელად, წიგნი ხელში ჩაგივარდა და რომ ეს ბედია, ისევ ბედისწერამ შეგახვედრათ ერთმანეთს. ჰო და ესმერალდას ავტორი აქ ვდგავარ.
-შენ წადი!
-რატომ?
-გითხარი ადრეც. არ მინდა კარები გააღოს, შენ დაგინახოს და მაშინვე შენ შეგახტეს კისერზე. გესმის რასაც ვამბობ. ასე არ მაწყობს, რაც არ უნდა პატივს გცემდე და მიყვარდე არ მინდა, რომ ასე მოხდეს. არც ის, რომ მისი გრძნობები მაშინ გახდეს სიყვარული ჩემ მიმართ, როცა დაგინახავს შენ და დაინახავს, იმას რომ გიცნობ. სწორად გამიგე. გთხოვ.
-კარგი, კარგი... გარეთ დაგიცდი. - ხელი ჩაიქნია წყენით და ისევ კიბეებს დაუყვა დაბლა. რაღაცაც ჩაიბუტბუტა გაურკვევლად, აშკარა იყო ეწყინა რატის სიტყვები, გულში შეესო პირდაპირ, მაგრამ როგორც იტყოდა ისე მოიქცეოდა თავადაც. როცა განსაჯა ცარიელი გონებით, სიმართლეც დაინახა მის ნათქვამში. კი, ნამდვილად შეიძლებოდა ასე მომხდარიყო, როგორც ამბობდა რატი. – „რა სულელი ვარ. მისთვის მე ვარ გმირი, თუ ყველაზე მაგარი ავტორი, კარების გაღებისას კი რატის რასაკვირველია დავჩრდილავდი. შესაძლებელი იყო რატი ვერც გაეხსენებინა, როგორც თავად ამბობს, მე კი... მე ყველა მიცნობს, ასე ნამდვილად არ შეიძლება. მესმის მისი.“
იმედგაცრუებული რატიანი ლომიას შეუერთდა და სველ ასფალტზე გაუაზრებლად ჩამოჯდა.
-ჰა? რატომ მობრუნდი ბიჭო!
-არავინ აღებს კარებს.
-აკაკუნებდი ნამდვილად?
-კიი, ვაკაკუნე! - დაიღრიალა. - მაგრამ არავინ აღებს და გვერდითა მეზობელმაც სახლში არ არიანო.
-9 საათია, სად უნდა იყვნენ?
-არ ვიცი.
ლომია მარკეტისკენ დაიძრა გაუფრთხილებლად. თვალი გააყოლა რატიმ, მაგრამ იმის თავიც კი არ ჰქონდა წამომდგარიყო, ან დაეძახა. თავის ფიქრებში ჩაფლული, ვეღარაფერს აზროვნებდა. ეს არ იყო პირველი იმედგაცრუება, მაგრამ გული უგრძნობდა, რომ არც უკანასკნელი. იმდენად ეწვოდა სული, თითქოს სიცივეს დაესადგურებინა, მაგრამ რაღაც მაინც წვავდა, ყინვა წვავდა, რომელიც ელოდა თეას ცხელ კოცნას, პირდაპირ გულში.
ბუნდოვნად, მაგრამ მის სმენას მაინც ჩასწვდა ერთ-ერთი მამაკაცის სიტყვები, რომელიც მარკეტის გამჭვირვალე მინას მიყუდებულიყო და სიგარეტს აბოლებდა.
-ირემაშვილების ოჯახმა აქ უკვე დიდი ხანია ბინა გაყიდეს და გადავიდნენ.
-სად გადავიდნენ, ხომ ვერ მეტყვით? - ჰკითხა გარსევანიძემ და თვალები დაძაბა. რატისკენ გაიხედა, დარწმუნდა ისევ იქ იჯდა და პირდაპირ მდგარ შენობას გასცქეროდა გაშტერებით.
-იტალიაში. კი, კი... როგორც ვიცი.
-ისინი რამდენიმე თვის წინ გადავიდნენ აქედან. ჩემს მეზობლად ცხოვრობდნენ, ახლა ის სახლი ცარიელია. - ამოიღო ხმა მეორე უცნობმა. მას გამჭვირვალე სათვალე ეკეთა ცხვირზე და ინტერესით ათვალიერებდა ლომიას.
-ამის მიზეზი?
-მგონი.... - სიტყვა გაწელა სათვალიანმა. - ჩემთვის როგორც ცნობილია, მათი გოგო თხოვდებოდა, თუ დანიშნული იყო, რომ გადავიდნენ. ზუსტი მიზეზი არ ვიცი, მაგრამ კი, საქმრო მახსოვს, წვერებიანი, ახალგაზრდა, სადღაც ოცდაოთხი წლის ბიჭი, ერთი შეხედვით შეიძლება არ მოგეწონოს, მაგრამ ახლოს რომ გაიცნობ კარგი ტიპი ჩანს. რა ერქვა? ერთი წუთით... ჰო... მგონი თომა. მე თუ მკითხავ ძმაო, ერთმანეთს სულ არ უხდებიან.
-დანიშნული? - ვერც კი გაიაზრა ლომიამ, როგორ გაჩნდა რატიანი მის სიახლოვეს და იმედგაცრუებულმა, ტკივილნარევი ხმით, რომელსაც ყველაფრის ხალისი დაჰკარგვოდა, ეს ერთი სიტყვა ძლივს ამოთქვა.
-ნამდვილად. რაღაც პრობლემები ჰქონდათ ოჯახსაც, მატერიალურად, ამიტომ იტალიაში გაემგზავრნენ, საქმრომ შესთავაზა.
რატის თითქოს ცივი წყალი გადაასხესო, ძლივს გაიაზრა მომხდარი. თეა... დანიშნული... დანიშნული... თეა... მხოლოდ ეს სიტყვები უტრიალებდა გონებაში და ტროტუარზე ბარბაცით, მთვრალი ფიროსმანივით ეულ ქუჩას გაუყვა, ზუსტად იქითკენ, საიდანაც მანქანის ფარები მოჩანდა.
ბიჭი მანქანას წინ გადაუდგა და სიკვდილს უყოყმანოდ ელოდა. დასაკარგი უკვე დაკარგა, მეტი აღარაფერი ჰქონდა დასაკარგი, თავისი უბადრუკი და უაზრო სიცოცხლის გარდა, რომელსაც ბედნიერების გარეშე, მისი გაზიარების გარეშე დაასრულებდა.
არავინ იცის, როგორია იმ ადამიანის ცხოვრება, ვისაც დასაკარგი არც არაფერი აქვს და არც ის იცით, როგორ ეწვის სული მთლიანად, როგორ სტკივა შიგნით ჩარჩენილი ერთადერთი იმედის მარცვალიც, რომელიც სადაცაა გაქრება და ყველაფერი გადაინაცვლებს შავ-ბნელ სარდაფში, სადაც უმზეოდ იასამანიც და ბზაც არ ხარობს. არავინ იცის რა ხდება ადამიანის სულში, როცა გრძნობს, რომ მთელი ცხოვრების ერთადერთი სიყვარული, რომლის ნახვის სურვილიც მთელ დედამიწას შემოატარებდა, რომ არა გადაულახავი ზღვარი, რასაც ის ერთადერთი სიტყვა ჩაჰყვიროდა „დანიშნული“. თითქოს ფრთები წააჭრეს ძირში, თითქოს მისი სულიც კი გათელეს და უკანასკნელად მიაფურთხეს ზედ. ასეთი ადამიანის ტკივილს ვერ გაიგებს ის, ვინც უკვე სიყვარულით ტკბება, ვერც ის ვინც ფულში იხრჩობა და ბედნიერებას აღარ ეძებს. რატის წყურვილი აწუხებდა, მას თეას ნახვის სურვილი კლავდა, რამაც ნამდვილად მოკლა.
„ასეთია სწორედ ჩემი ბედისწერა. ამდენი ხნის უმოქმედობის გამო, ეს არის ჩემი სასჯელი. როდესაც ნამდვილად მივხვდი რას ნიშნავს სიყვარული და რას ნიშნავს გაწუხებდეს ვინმეს ბედი, გარდა მხოლოდ შენი სიცოცხლისა, მაშინ გაქრა ყველაფერი. გაქრა მომავალი, საითაც მსურდა წასვლა, გაქრა იმედი, რისკენაც მართლა მივილტვოდი. თეა, ერთადერთი გოგო აღმოჩნდა ვისი ნახვის შემდეგაც, ვეღარცერთ გოგოს ვერ ვუყურებდი სხვანაირად და აი როგორ მომექცა ბედი. ის ქალღმერთი იყო... ნეტავ რის იმედი მქონდა, ქალღმერთი მე მიმიღებდა? ვერა... ყალბი იმედები ჩემთვის გამოიმეტეს მხოლოდ ჩემმა ფიქრებმა.“ - ამას ფიქრობდა, როცა ფარების შუქი თვალებში ეხლებოდა და მანაც ნებით დახუჭა თვალები და მიენდო საკუთარ ბედისწერას.

პ.ს.
ვიცი ისეთი დასასრული არ არის, როგორსაც თეა და რატი იმსახურებენ, მაგრამ უნდა მაპატიოთ... :(
არც ცხოვრებაა მხოლოდ თეთრი ფერებით ნახატი... შავიც ურევია, რაშიც ყველა დამეთანხმებით...
და ფლიზ, კომენტარებიიი. თენქს იუ.



№1  offline წევრი მოლურჯო

თავიდან უნდა წავიკითხო ყველა თავი
რაღა მახსოვს ისე აგვიანებ ცუდო ერკე winked
--------------------
მარიამი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent