შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Ты мой Космос(თავი2)


11-04-2016, 17:58
ავტორი Pink Floyd
ნანახია 3 283

-გისმენთ!მკაცრი ხმით ვუპასუხე და თვალები ძლივს გავახილე
-ადე გოგო ადე მსუქანო წამო სავარჯიშოდ რა არავინ მომყვება მარტო ხო არ წავალ დამლაპარაკებელი ხო უნდა მყავდეს.არ გამიტეხო რა
-აუ თორდინავა გიორგი თუ არ უნდათ შენს მშობლებს ზარალში ჩავარდნენ დაკრძალვის ხარჯების გამო შენი ნებით დაზადნე გათიშე და ეცადე ნახვამდე ეს წუთები დამავიწყდეს თორე განანებ!
-აუ მაგრად მიტეხავ ბაბი რა.დაიწყო წუწუნი
-ადამიანო დილით 6საათზე რომ მაღვიძებ თან ვის?მე ბარბარე ჟორჟოლიანს ძილზე უსაზღვროდ შეყვარებულს სანდროც რო ეჭვიანობს მასზე მირეკავ და მეუბნები რო მოვწყდე ამ ნეტარებას და წამოგყვე სადღაც თან დაკლების სურვილიც არ მაქვს მოკლეთ მადლობა მითხარი მესამე მსოფლიო ომი რო არ ავტეხე!ჩაო.ვუთხარი მის პასუხს აღარ დაველოდე,გავთიშე და მეორე მხარეს გადავტრიალდი.მალევე ჩამეძინა ისედაც ჩემი თავის დადება და დაძინება ერთია.ყველგან მძინავს:მანქანაში,სახლში ხო საერთოდ მნიშვნელობა არ აქვს ვისი სახლია,ტრანსპორტში...
იმის გააზრება რომ სანდრო აქაა და ჩემი ფეხზე წამოხტომა ერთი იყო.ტელეფონს ვეცი და ეგრევე სანდროსთან გადავრეკე
-გავიწყდება შეყვარებული რომ გყავს ხო?დილიდანვე ვიღრინებოდი
-გავიწყდება 3 საათამდე რომ არ დამაძინე დაღლილი ნამგზავრები ადამიანი?ძლივს მესმოდა ხმა ნახევრად მძინარე მელაპარაკებოდა
-ადრე რა სანდრო ადე გთხოვ და გამო სადმე წავიდეთ დღეს კვირაა ერთი დღე მაქვს დასვენება ხომ იცი სულ გადარბენაზე ვარ როდისღა გნახავ?ვწუწუნებდი და არ ვრჩებოდი
-ეს რადიო გამორთეთ და დამაძინეთ რა.სიცილი თქვა და ერთხელ კიდევ მთხოვა ცოტახნით დამაძინეო,რა უნდა მექნა.გავუთიშე,მაგრამ განა იმიტომ რომ მთხოვა არა!უბრალოდ იმიტომ რომ ახლა რო ვაწვალო მერე ცოლად აღარ მომიყვანს.ეს რომ გავიფიქრე გამეცინა ჩემთავზე და ჩაცმა დავიწყე.შავი შარვალი,თეთრი ზედა,საროჩკა შემოვიცვი,ფეხზე მარტინესები და მაკოსთან გავვარდი

***
-სად ხარ გოგო?ტელეფონში ლამის გამოძვრა ანიკა
-მაკოსთან ვარ ამოხვალ?
-კი მე და თორდინავა ვართ და ამოვალთ 5წუთში.რამე ხო არ გინდათ?
-მაგათ რატო ეკითხები მთელი მაღაზია უნდა წავიღოთ ისეთი პრეტენზიულები არიან.თორდინავა იჭიმებოდა
-არაფერი მინდა თქვენი ამოდით მალე.ვუთხარი პასუხს აღარ დაველოდე ისე გავთიშე
-გოგო სანდრო სადაა?მკითხა და გაკვირვებულმა შემომხედა
-საყვარელთანაა.ვუთხარი სიცილით.-სძინავს გოგო ვერ ავაგდე მერე შემეცოდა ჩემი თავი ისე ვაწვალებ ცოლობაზე უარს მეტყვის.ამაზე ორივეს გაგვეცინა და ყავის სმა გავაგრძელეთ.თორდინავა და შევჩენკო რომ ამოვიდნენ დოინჯშემორტმული ავესვეტე გიორგის წინ
-აუუუ.გაიწელა და კედელს აეკრო.ბარბარე დეიდა მომიტევეთ მეტს აღარ ვიზავ.საწყალი ბავშვის სახე მიიღო იცოდა ამით გულს მომილბობდა და ასეც იყო ერთი გამეცინა და ისევ ჩემს ადგილს დავუბრუნდი
-ახლა სანდრიკა რო ჩამოვიდა უნდა დაგვიკიდოთ და მარტოებმა იაროთ?სამზარეულოში მოფუსფუსე ანიკამ გამომძახა
-არა რატომ?ყველა ერთად ვივლით ნუ ხშირად მაგრამ სულ არა ხომ იცით?!
-მაგაზეც თანახმა ვართ.თქვა სიცილით და მაგიდასთან დაჯდა.ბევრი ვილაპარაკეთ,ვიცინეთ,რაღაცეებიც გავიხსენეთ ბოლოს სანდრომ დამირეკა და კორპუსთან ჩავედი.არ ველოდი მისი ნახვისას ასეთ აჩქარებულ პულსს,რატომღაც მეგონა რომ დღეს შედარებით ნაკლებად განვიცდიდი მის ნახვას,მაგრამ ყველაფერი პირიქითაა.მთელი ძალით ჩავეხუტე და მისი სუნამოს სუნში ჩავიძირე.რა ტკბილი ხარ,ვფიქრობდი ჩემთვის და ხელებს უფრო მაგრად ვუჭერდი.მიყვარდა?არა მოგატყუებთ!მაგიჟებდა,ჭკუიდან მშლიდა,მისი გაღიმებისას უფრო მეტად მიყვარდებოდა,უფრო მითბებოდა გული და თითქოს ის რაღაც გარდამავალი 1წელი არც არაფერი ყოფილიყოს,თითქოს მივივიწყეთ.მახსოვს როგორ მიჭირდა მისი გაშვება და როგორ მტკიოდა გული მისი თითოეული შეხებისას,გამოხედვისას,სევდიანი თვალების დანახვისას
-ზღვს ფერი გაქვს თვალები და თავად გავხარ ზღვას.ვთქვი ხმადაბლა,თითისწვერებზე ავიწიე და შუბლზე ვაკოცე.ხელები კისერზე შემომხვია და თავზე მაკოცა!დიდხანს ვიდექით ასე,უსიტყვოდ არაფერს ვამბობდით,მაგრამ ზუსტად ვგრძნობდით ერთმანეთის რითმულ გულისცემას.ბოლოს სიმშვდე ისევ სანდრომ დაარღვია
-წამოდი ძალიან მაგარი კაფე ვიცი ყავას არ დალევ?თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და მანქანაში ჩავსხედით.ტელეფონი აწრიალდა
-ხო ლილე
-ბარბი დღეს ნიკუშასთან ვიკრიბებით 9ზე და ხო მოხვალთ?თ უკვე მომწონდა და ბედნიერმა გავიღიმე სანდროს არ გამოპარვია ეს ღიმილი
-კი კი ლილე მოვალთ აუცილებლად.ვუთხარი და სანდროს გავხედე ბედნიერი სახით.
-ლილე იყო ხო ამოხვალთ დღეს ჩოხელთანო.არაფერი უპასუხია გამიღიმა და სიჩქარეს მოუმატა.რომ გითხრათ კაფეს რა ერქვა დავაკვირდი თქო მოგატყუებთ,მეტეხთან იყო,საოცარი ხედით და ალბათ ამიტომაც გადამავიწყდა სახელი რომ
მეკითხა.ხელები მოაჯირს დავადე და ჩაფიქრებულმა გავხედე ნარიყალას.საოცრება ხარ სანდრო.ვფიქრობდი ჩემთვის და ვიღიმოდი.საოცრებაა რომ მისი საელიც კი ღიმილს მგვრის სახეზე,განა ეს სასწაული არაა?ბედნიერდებოდე მხოლოდ მისი სახელითაც კი.გამაგიჟა,სიგიჟემდე შემაყვარა თავი და ყოველ დღე უფრო მაყვარებს.მიკვირს ზოგჯერ სერიოზულად მიკვირს ეს პატარა გული ამხელა სიყვარულს როგორ იტევს.ამ ფიქრებში ვიყავი უკნიდან რომ სანდრომ შემომხვია ხელები და ყურთან ახლოს მაკოცა.მისკენ შევტრიალდი კისერზე ხელები შემოვხვიე და ტუჩის კუთხეში ვაკოცე
-მიყვარხარ!
-მიყვარხარ!
გაგვეღიმა ორივეს და ჩვენი ადგილები დავიკავეთ.საოცარი საღამო იყო,მშვიდი!გარემოც მიჩალჩებს ამ ბიჭის სიყვარულს გავიფიქრე და ყურებამდე ავხურდი,ვიგრძენი როგორ გავწითლდი და სანდროს გავხედე
-რა იყო პრინცესავ ჩემზე ფიქრობდი ხო?მკითხა სიცილით და ყავა მოსვა
-მე შენზე სულ ვფიქრობ.გავუღიმე და თავი მოაჯირზე ჩამოვდე.ჩემთვის გავფიქრე "შენ ჩემი პულსისცემის დამაჩქარებელი ხარ-მეთქი" და საოცრად მომინდა მაგრად მოვხვეოდი და მთლიანად შემეგრძნო,მთლიანად შემომეშვა ის ჩემში.
გაწვიმდა...ასე მულოდნელად გაწვიმდა.ფეხზე წამოვდექით,თანხა სანდრომ გადაიხადა და მანქანისკენ წავედით.
.ხელზე ხელი მაგრად ქონდა მოკიდებული და ვგრდძნობდი როგორ აყოლებდა ფეხის რითმს ჩემს გულის ცემას.გამეღიმა და სანდროს მივეხუტე,ხელი მხარზე მომხვია და შუბლზე მაკოცა
-არა რა მაინც რა პატარა ხარ.მითხრა სიცილით და თავისი თეთრი გპილები გამოაჩინა
-პატარა და საყვარელი ვარ მერე რა.ვუთხარი ცოტა გაბუსხვით და ტუჩებგამოწეულმა შევხედე.სანდროს ერთხელ კიდევ გაეცინა და მანქანის კარები გააღო.სველები,გასაწურები და გაყინულები ავედით ნიკუშა ჩოხელის სახლში.ბავშვების გვერდით ადგილი დავიკავეთ და ერთმანეთს შევხედეთ.
-აუ დღეს ყველა ჩემთან დარით და სული გამოვიძახოთ
-არა ხო გეუბნებით ნიკუშა ტვინით ყვრლასგან გამოირჩევა მეთქი და არ მიჯერებთ.ასეთ სისულელეს ანიკაც კი არ იტყოდა.გავიცინე და ანიკას გავხედე.ყველას გაეცინა ანიკას და გიორგის გარდა ან რატო გაიცინებდნენ ყველა ბარბარე კი არ იყო თავის თავზე ღადაობა ხუმრობად მიეღო და გაეცინა.თვალები დამიბრიალეს და მეც გავჩუმდი.არ ღირდა აყოლა სანდროსთან ნამდვილად ვერ ვიქაჯებდი
-სულს რომ გამოიძახებ და ის სული რო ვეღარ დააბრუნო რას აპირებ?კითხა ილიამ
-მოცა მოიცა ბექა სადაა?იკითხა უეცრად სანდრომ.სანდრო ბექასთან ყველაზე ახლოს იყო ამიტომ მისი იქ არყოფნა არ გამოპარვია
-ა ბექა წყნეთშია რაღაც სახლის სავუთებზე.თქვა თეკლამ და ყველამ მას გავხედეთ.
-და სხვებმა რატომ არ ვიცოდით?ეჭვისთვალით შევხედეთ თეკლას,რომელიც ყურებამდე გაწითლებული იყო.არავის არაფერი უთქვამს ვინმე დაიწვებოდა რამის დამალბაში და წითელიც აენთებოდა.
-მოდით სიმართლე თუ მოქმედება ვითამაშოთ.ეს თამაში თეკლას გამო ავირჩიე.რა მაიმუნი ხარ ბარბარე,ჩამჩურჩულა სანდრომ რომელმაც ეგრევე გამოიცნო ჩემი გულისწადილი.ყველა დამთანხმდა ან მე უარს ვინ მეტყოდა.
-ბარბარე სიმართლე თუ მოქმედება?(ილია)
-მოქმედება.სიმართლეზე რა უნდა გითხრათ რაც არ იცით.ვთქვი სიცილით და თეკლას გავხედე,შერცხვა და თავი ჩახარა.
-ახლა ადგები და შაქარს და მარილს ერთად შეჭამ.მითხრა და ბოლოტულად გაიცინა
-ვა საღოლ ილო მე შენ დებილი მგონიხარ.სიცილით უთხრა თორდინავამ და თავში ხელი წამოარტყა
-თუ არ გინდა ტრავმატოლოგიურში მოხვედრა ხელებ გააჩერე თორე მესამედან იფრენ
-ეე შენ არ იცი გიორგი იაღოველია და ფრენა შეუძლია.(მაკო)
-იღადავე მაკო?გაიკრიჭა გიორგი
-მე შენსკენ ვარ შენ ეშმაკებისკენ.უმადურო.უთხრა მაკომ და ცხვირი აბზიკა.ჩემი სურვილის შესრულება და ტუალეტში გავარდნა ერთი იყო.ამაზე საშინელება არაფერი გამისინჯავს და თუ გსურთ ვინმეს რამე საშინრლება გააკეთებინოთ არ გამაზოთ ეს სურვილი.
-თეკლა სიმართლე თუ მოქმედება?თეკლა დაიბნა იცოდა მოქმედება რომ ეთქვა მართლა მოხვდებოდა ტრავმატოლოგიურში ამიტომ ამაყად განაცხადა მე სიმართლეს ვირჩევო და ჩემს დასმულ შეკითხვაზე ბექას მიმართ გრძნობა ქონდა თუარა წუთიერი დუმილის შემდეგ ძლივს ამოილუღლუღა
-არ მინდოდა თქვენთვის დამემალა და ვიცი ეს თამაში ბარბარემ ამის გამო მოიგონა,არ მინდოდა ბექას გაეგო და ან მე გამპუჭებოდა მასთან ურთიერთობა ან თქვენთან.ვიცი გამიგებთ ეხლა და აღარც დამალვას აქვს აზრი მე ბექა მიყვარს.თქვა თუარა ფეხზე წამოდგა,ცრემლები მოიწმნდა და კარისკენ წავიდა
-შენ თუ ახლა ამ სახლუდან გახვალ მაგრად გამიტყდება.უთხრა ნიკუშამ და ისიც ფეხზე ადგა.თეკლა ერთხელ შემოტრიალდა და სააბაზანოში შევიდა.ჩვენ ყვრლამ ერთმანეთს გავხედეთ,ყველას სახეზე გაოცება ეტყობოდა.მხრები ავიჩეჩე და სანდროს მივეხუტე.
მალევე დავიშალეთ მარტო ბიჭები დარჩნენ
-გიორგი ხვალ არ მოდიხარ სკოლაში?კითხა შევჩენკომ
-აუ არა მე აქ ვრჩები.თქვა და დივანზე გაგორდა
-მე გავაცილებ გოგოებს და მოვალ.თქვა სანდრომ ჟაკეტი აიღო და უკან გამოგვყვა.ყველა დავტოვეთ სახლებთან და ბოლოს მე და სანდრო დავრჩით მარტოები.
-დილით მე წაგიყვან სკოლაში.მითხრა და შუბლზე მაკოცა
-ო სსან კა რა ანიკას გავუვლი და ერთად წავალთ.გთხოვ დაისვენე არ მინდა მართლა წავალ მარტო წამოსვლისას მომაკითხე
-კარგი პატარავ როგორც გინდა იცოდე ჭკვიანად იყავი რა გთხოვ არ მანერვიულო.ტკბილი ძილი.მითხრა და კიდევ ერთხელ მაკოცა ჯერ შუბლზე მერე ტუჩებში
-ტკბილი ძილი სან.ვუთხარი და კიბეები სწრაფად ავირბინე.გავიხადე და თბილ ლოგინში შევგორდი.ჯერ კიდევ სანდროს სუნამოს სუნი ამდიოდა და ალბათ ამიტომ დამეძინა ასე ტკბილად ამდენი ხნის მერე.
ღამით რაღაც ხმაურმა გამაღვიძა,მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ ყურადღება არ მიმიქცევია და ძილი გავაგრძელე.

***
-აუ სანდრო რატო არასდროს მისმენ?
-დავიღალე ბარბარე შენი ეჭვიანობით მოდი თავი დამანებე ცოტახანი დამასვენე რა გთხოვ ასეთი ძნელია?
-ასე ძაან გინდა?
-კი მინდა!მითხრა მკაცრად და შუბლი მოისრისა.ცრემლები წამომივიდა
მოულოდნელად ლოგინიდან წამოვხტი,თვალები სველი მქონდა და გული აჩქარებული.არა მადლობა ღმერთს რომ ეს მხოლოდ სიზმარი იყო.ღრმად ჩავისუნთქე და ფანჯარა გამოვაღე.იმ წუთასვე დატრიალდა ცივი ჰაერი ოთახში ან მე მომეჩვენა ნერვიულობისგან.ლოგინში დავბრუნდი და სანდროს შეტყობინება გავუგზავნე
"რაც არ უნდა მოხდეს,არასდროს გაბედო ჩემი მიტოვება"
ტელეფონი დავბლოკე და თვალები დავხუჭე


დიდი ბოდიშის მოხდით ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს და როცა ვახერხებ ვდებ. :/ ზოგჯერ პატარა თავი იქნება ზოგჯერ დიდი და ამის გამო ნუ გამინაწყენდებით
დიდი სიყვარულით PINK FLOYD



№1  offline წევრი natia-natia

Kargia veli shemdegs

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent