შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯანდაბას ყველაფერი,მე მაინც მიყვარხარ 2


11-04-2016, 23:02
ავტორი Gauqmda Gauqmda
ნანახია 2 159

ლილეს გიგიას მხარზე ჰქონდა თავი ჩამოდებული და ხმას არ იღებდა.დამიანე მივიდა მასთან.
-ლილე,ფერია,რა მოგივიდა?რა მოხდა არ მეტყვი?გვერდით მიუჯდა გოგოს და გოგოს სახე ხელებში მოიქცია.ლილეს კანკალი აუვარდა,ხმას ვერ იღებდა,თვალები ისევ ცრემლებით აევსო.
-ლილე რა გჭირს?რატომ არაფერს მეუბნები?
-არაფერია ძმა,უბრალოდ რაღაც გაახსენდა და ცუდად არის ახლა,მერე ყველაფერს მოგიყვები,ახლა კი ნურაფერს კითხავ,მოდი ლილეს სახლში წავიყვან და მერე ერთმანეთს შევხვდეთ.გოგოს ხელი მოკიდა გიგიმ და დამიანეს ხელი გააშვებინა.
-შენ რატომ?მე წავიყვან.
-არა არ არის საჭირო,მე მივხედავ,შენ მერე შეუარა. დამიანემ გიგის ხელი მოკიდა და გვერდზე გაიყვანა.
-ვიცი ძმა რომ ლილესთან ყოფნა გინდა,მაგრამ ზედმეტი ხომ არ მოგდის?რაღაც ხდება და უნდა გავარკვიო,ამიტომ ლილეს მე წავიყვან.
-მომისმინე ძმა,ახლა ნურაფრის გარკვევას დაიწყებ,გოგო ისედაც ცუდადაა და თუ გინდა რომ რამე გაიგო ეგ მოგვიანებით გააკეთე.ხო და კიდევ,ძალიან გთხოვ ნურაფერს გააკეთებ ისეთს რომ ლილეს ეტკინოს.
-მოიცადე რას ნიშნავს ლილეს ეტკინოს?ვერ გავიგე ამას რატომ მეუბნები?
-დაფიქრდი და ასეთი ბრმა ნუ იქნები. გიგია გოგოსთან დაბრუმდა,ხელი მოკიდა და მასთან ერთად წავიდა.დამიანე კი გაკვირვებული დარჩა.
-კი მაგრამ ეს რას ნიშნავდა?მე რა შუაში ვარ ლილეს ცუდად ყოფნასთან? ალბათ რამე ისეთი ვთქვი რამაც ის გაახსენა ვინც მას უყვარს და შეიძლება მსგავსი სიტუაცია იყო მასთანაც.ჯანდაბა მაინც ვინ უყვარს?ან საერთოდ ვინ არის?უნდა გავიგო,აუცილებლად უნდა გავიგო.
ლილე გიგიამ სახლში მიაცილა.
-გიგა გთხოვ,არავისთან არაფერი თქვა.ვიცი რომ დამიანე ისე ვერასდროს აღიქვამს როგორც ქალი,ეს რომ გაიგოს ვერ გამიგებს და მისი დაკარგვა მომიწევს სამუდამოდ.
-იქნებ გაგიგოს კიდეც და საერთოდ იქნებ ისიც გრძნობს რამეს შენს მიმართ,ამაზე არ გიფიქრია?
-არა ეს გამორიცხულია,მაშინ რამეს მაინც ვიგრძნობდი მისგან.
-მისი დავიწყება გინდა?
-კი მაგრამ როგორ?მის გულიდან ამოგდებას დიდი ხანია ვცდილობ მაგრამ ამაოდ,რაც უფრო ვცდილობ მით უფრო მიყვარდება.
-მე დაგეხმარები,თუ თანახმა იქნები.
-კი მაგრამ როგორ გიგა?
-ლილე,მე საკმაოდ დიდი ხანია უკვე შენზე ვარ შეყვარებული,ამას შენ ისევე ვერ ამჩნევდი,როგორც დამიანე ვერ ამჩნევს შენსას.მოკლეთ ჩემთვის იმაზე მეტს ნიშნავ ვიდრე შენ გგონია.ამიტომ დაგეხმარები,მომენდე,ჩემთან იყავი და მე დაგეხმარები მის დავიწყებაში.
-გიგა შენ მე გიყვარვარ?ღმერთო,ალბათ როგორ გტკენდი გულს ჩემი ყოველი სიტყვით.არა შენ ვერ დამეხმარები,ეს ჩემგან ძალიან დიდი ეგოისტობა იქნება,შენ უნდა გამოვიყენო მის დასავიწყებლად?არა,ასე არ გამოვა.
-არა,შენ არ მიყენებ უბრალოდ,ამას მე თვითონ გთავაზობ.ერთად ვიყოთ და თუ შენ მის დავიწყებას შეძლებ და მე შემიყვარდი,ამისთვის მზად ვარ გამომიყენო კიდეც.
-კი მაგრამ გიგა...
-არავითარი კი მაგრამ,ჩვენ შეყვარებულები გავხდებით სულ მალე,მომეცი იმის უფლება რომ დაგანახო ჩემი სიყვარული და შეგაყვაროთ თავი.
მოკლეთ ბევრი ყოყმანის შემდეგ ლილე დათანხმდა მას ამ გეგმაზე.მერე დაემშვიდობა და სახლში შევიდა.ლილე დაძინებას აპირებდა როდესაც ტელეფონი აწკრიალდა.ნომერს დახედა და დამიანეს ფოტო რომ დაინახა,გადაწყვიტა არ ეპასუხა.ძალიან უჭირდა მასთან დისტანციის დაცვა,თუმცა ეს აუცილებელი იყო.რამდენჯერმე დარეკა დამიანემ,თუმცა ლილემ არ უპასუხა.ბოლოს კი შეტყობინება მოვიდა."ლილე რა გჭირს?რამე გაწყენინე?მაპატიე გთხოვ ჩემო ფერია,ხომ იცი როგორ მიყვარხარ?ჩემო პატარავ დაელაპარაკე გთხოვ,ხომ იცი შენს გარეშე დიდ ხანს ვერ ვძლებ,თან რა გჭირს მითხარი,თორემ ხომ იცი მაინც გავიგებ,რადაც არ უნდა დამიჯდეს.მიყვარხარ ჩემო ფერია და შენს ზარს ველოდები."
შეტყობინება წაიკითხა,შემდეგ წაშალა და ტელეფონი გვერდზე დადო.დასაძინებლად დაწვა,თუმცა თვალს რული არ მიეკარა,საბოლოოდ იფიქრა,რომ მისი ასეთი ქცევით დამიანეს დააეჭვებდა და შეიძლებოდა რამეს მიმხვდარიყო,ამიტომ ტელეფონი აიღო და ამჯერად შეტყობინება მან გაგზავნა.დამიანე ამ დროს ანასტასიას თან ერთად იყი.შეტყობინება მიიღო,ლილესგან როგორც კი დაინახა მაშინვე გახსნა."მაპატიე დამი,შენ არაფერ შუაში ხარ.უბრალოდ მე მოვიქეცი ცუდად,შენ რა შუაში იყავი,ისეთი აღტაცებული იყავი გოგოთი და მე ხასიათი გაგიფუჭე.მაპატიე რა,ხვალ გნახავ რეპეტიციაზე."
-ჯანდაბა,ვერაფერი გავიგე,რაღაც ძაან არეულია ეს გოგო რა.
-რა ხდება დამიანე,რამე პრობლემაა?
-არა,ან არ ვიცი.ლილე ხომ იცი,მასზე ხომ მოვუყევი,ხოდა დღეს...მოკლეთ დამიანე დაწვრილებით მოუყვა ყველაფერს.
-დამიანე ლილეს უყვარხარ?
-რა?მე?გამორიცხულია,რა სისულელეა.
-არამგონია სისულელე იყოს,რასაც შენ ამბობ,ალბათ ჩვენზე რომ უთხარი,იეჭვიანა,მერე მოთმენა ვეღარ შეძლო და ტირილიც მაგიტომ დაიწყო.
-არა,არა.უბრალოდ რაღაც ისეთი ვთქვი რამაც მასზე ცუდად იმოქმედა,ალბათ რამე გაახსენა.
-შეიძლება ასეც არის და მე ვცდები,თუმცა მე რომ მართალი ვიყო და შენ გაიგო რომ ლილეს უყვარხარ როგორ მოიქცევი?
-არ ვიცი,ის ისეთი განსხვავებული და გამორჩეულია,ვერ გეტყვი,ის სულ სხვაა.მას რატომღაც ჩემს გვერდით ვერ წარმოვიდგენ და თან მას ჩემზე უკეთესი ეკუთვნის,ხომ იცი ჯერ პატარა,ჯერ მხოლოდ 16 წლისაა,ბავშვია,ასე რომ გამოჩნდება მის ცხოვრებაში მისი შესაფერისი.
-ჩემს გვერდით ხარ,მართალია სულ რაგაც ორი დგეა,თუმცა მიმტკიცებდა რომ ძალიან მოგწონვარ,შესაძლოა ეს სიმართლეც იყოს,მაგრამ შენ მე ვერასდროს შემიყვარებ.
-და ამას რატომ მეუბნები? დრო მოვა და მიხვდები რომ სიმართლეს ვბობ.ახლა აღარ გვინდა ამაზე ლაპარაკი და სანამ ზედმეტად შორს შეგვიტოპავს ჩვენი ფლირტიც დავასრულოთ რა.
-კი მაგრამ სტას...
-არავითარი მაგრამ,სჯობია ხვალ ელენე ნახო და მას მიხედო,მას ახლა ყველაზე მეტად შენ სჭირდები.შენი გვერდში დგომა და დახმარება სჭირდება.მე სახლში უნდა წავიდე,თუ გინდა გამაცილებ მაგრამ აუცილებელი არ არის.კარგად დაფიქრდი ყველაფერზე,ელენე თუ პატარაა,შენ არ ხარ მასსავით პატარა და წესით სწორი დასკვნების გამოტანა უნდა შეძლო.
-გაგაცილებ,თუმცა ვერ ვხვდები რაზე მიმანიშნებ.
-მშვენივრად ხვდები,უბრალოდ თავს ისულელებ და შენს თავს ატყუებ.კარგი,გაცილება არ არის საჭირო.დარჩი მარტო შენს თავთან და ყველაფერში კარგად გაერკვიე.ანასტასიამ დამიანე მარტო დატოვა და წავიდა.დამიანე ცდილობდა გაეგო რას გულისხმობდა ანასტასია და მიხვდა კიდეც,თუმცა ის მართალი იყო,არ სურდა ამის აღიარება.ხვდებოდა რომ ლილე მისთვის არ იყო უბრალოდ მეგობარი,რომლისთვისაც ის იქნებოდა ძმა,ამას მხოლოდ ახლა მიხვდა როდესაც გაიგო რომ ლილეს ვიღაც უყვარს და შეიძლება დაკარგოს და თან სამუდამოდ.ამას კი ნამდვილად ვერ გადაიტანს,მას ხომ არ შეუძლია ლილეს გარეშე გაატაროს თუნდაც ერთი დღე.ექვსი წლის განმავლობაში ალბათ,რამდენიმე თვე იქნება,ყველა დღე ერთად აღებული როდესაც ვერ ნახულობდა და თავს მარტოსულად გრძნობდა ხოლმე მის გარეშე.
ახლა კი საერთოდ სასოწარკვეთა მოიცვა,რადგან თავის გრძნობებში გაერკვა,თუმცა ის ფაქტი რომ ლილე შეყვარებული იყო სხვაზე ბოლოს უღებდა.თუმცა მაინც გადაწყვიტა მასთან დალაპარაკება. "მივალ ახლა ლილესთან და ყველაფერს ვეტყვი,ვეტყვი რომ მიყვარს,ხო მიყვარს,აი ასე უბრალოდ,მე შენ მიყვარხარ ლილე.ვეტყვი და დაველოდები რას მოიმოქმედებს.ახლავე წავალ მასთან,თუმცა არა,ახლა გვინია,ალბათ ეძინება,ხვალ ვეტყვი ყველაფერს." დამიანემ ლილესთან შეხვედრა მეორე დღისთვის გადადო.მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა,მეორე დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე ფიქრობდა და იმაზე თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები.
მოკლეთ როგორც იქნა გათენდა მეორე დღე.ლილეს გამოცდა ჰქონდა ამიტომ დილით ვერ ნახა,ლილეს სკოლასთან ელოდებოდა,ამასობაში გიგაც მოვიდა,მისი დანახვა არ გაჰკვირვებია დამიანეს,თუმცა ახალმა ამბავმა უბრალოდ კი არ გააკვირვა,სრული შოკი მიიღო და კარგახანს ხმის ამოღება კი არ შეეძლო.გიგამ უთხრა რომ ის და ლილე შეყვარებულები იყვნენ და ამას თუ არ იჯერებდა,შეეძლო ლილესთვის ეკითხა და ისიც დაუდასტურებია ამ ამბავს.ამ დროს ლილემაც დატოვა სკოლის შენობა და გასასვლელისკენ წავიწავიდა.
-გიგია მისკენ წავიდა,დამიანე ისევ გაოგნებული იდგა და აზრზე ვერ მოდიოდა რა ხდებოდა.მას ეს ხუმრობა ეგონა,იმის წარმოდგენაც კი არ უნდოდა რომ ეს სიმართლე იყო,რადგან თავის საუკეთესო ძმაკაცს ვერ გადაუვიდა და შეყვარებულს ნამდვილად ვერ წაართმევდა.ლილე გიგას მოეხვია,მერე მასთან ხელჩაკიდებული წამოვიდა დამიანესკენ.ბიჭს ამის დანახვაზე ძარღვები დაებერა,თვალები აემღვრა და სურვილი გაუჩნდა იმ წუთს გიგა იქვე მიეხრჩო,თუმცა იმასაც ხვდებოდა რომ მას არაფრის უფლება არ ჰქონდა,გიგა იბრძოდა ლილეს სიყვარულისთვის,თვითონ კი იმასაც ძლივს მიხვდა რომ ლილე უყვარდა და ყოველდღე ახალ ახალი გოგო ჰყავდა.
-დამი როგორ ხარ?მოეხვია გოგო და მალევე მალევე მოშორდა მას.გოგოს ასეთი ქცევა არ ესიამოვნა დამიანეს,რადგან ის მიჩვეული იყო რომ გოგო როცა მას ნახულობდა,მათი ყოველი ჩახუტება საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა,შემდეგ კი ლილე იყო მის მკერდზე მიყრდნობილი,ამიტომ ვერ დაკმაყოფილდა გოგოსთან წამიერი შეხებით.შემდეგ ნაძალადევი ღიმილით გაიღიმა და ლილესთან საუბარი დაიწყო.
-შენ როგორ ხარ?მარათალია რაც გიგამ მითხრა?თქვენ მართლა შეყვარებულები ხართ? გოგო დაიბნა თუმცა თავი აწია,თამიანეს თვალებში უყურებდა და პასუხიც ისე დააბრუნა,ეს რათქმაუნდა მეტი დამაჯერებლობისთვის.
-კი დამიანე მართალია,ჩვენ ერთად ვართ.ახლა შეიძლება მკითხო რომ მე რომ გკითხე რატომ იუარეო,მაგრამ მიზეზი ის იყო რომ თქვენ ძმაკაცები ხართ,შემეშინდა შენთვის ამის თქმა,თუმცა როცა გავიგე რომ გიგასაც ვუყვარვარ,მეც ვაღიარე,ხო ვაღიარე რომ მე გიგა მიყვარს. ბოლო ორი სიტყვის გაგონებისას დამიანეს რეაქციამ ორივე გააოგნა.მან გიგას საყელოში წაავლო ხელი,თავისკენ მოქაჩა და ისეთი თვალებით შეხედა და ისეთი ხმის ტემბრით გააგრძელა ლაპარაკი ლილეს გააჟრჟოლა,
-შეუძლებელია,შენ ვერ იქნები მისი შეყვარებული და დარწმუნებული ვარ არც მას უყვარხარ,თქვენ ვერასდროს იქნებით ერთად,გასაგებია შენთვის?ვერასდროს.
-დამიანე ძმა,რა მოგივიდა?რა გჭირს ბიჭო,როგორ იქცევი? მხოლოდ ახლა გააცნობიერა დამიანემ რას აკეთებდა,მაშინვე ხელი გაუშვა ბიჭს,საყელო გაუსწორა,მერე მხარზე ხელი დაჰკრა და გაუღიმა.
-რა იყოთ,გეხუმრეთ,რა სახით მიყურებთ ტო,უბრალოდ ბრაზიანი ძმის როლი მოვირგე რა.მოდით ახლა მოგილოცოთ.ჯერ ძმაკაცს მოეხვია,გილოცავ ძმა,შენი ოცნებაც ხომ ეს იყო,ხოდა აგიხდა.მერე ლილესკენ შებრუნდა.ჩემო ფერია მოდი მოგილოცო.გოგო თავისკენ მიიზიდა და მკერდში ჩაიკრა,მის ყელში ჩარგო თავი და ღრმად შეისუნთქა საყვარელი სურნელი,ისე თითქოს ფილტვებში მარაგი გაიკეთა.მერე გოგოს მოშორდა,მიუხედავად იმისა რომ ეს სულაც არ უნდოდა,ჩემო პატარავ მიხარია რომ ბედნიერი ხარ.შენ ამას ადვილად იმსახურებ.შენ ყველაზე კარგი ხარ მათა შორის ვინც კი ოდესმე შემხვედრია.შენ ნამდვილად იმსახურებ ბედნიერებას.მერე ისევ მოეხვია და თ ალზე მომდგარ ცრლებს უფლება არ მისცა რომ თვალებიდან გამოსულიყვნენ.
იმედია ჩემი ასეთი ხუმრობის გამო არ გამიბრაზდებით.
-დამშვიდდი ძმა,ვიცი რომ ნამდვილად გიხარია ჩვენი ერთად ყოფნა.ახლა უნდა წავიდეთ ძმა,საღამოს შევხვდებით ვარჯიშზე. დამიანეს რაღაცის თქმა უნდოდა,მაგრამ ტელეფონის ზარმა შეაწყვეტინა.
-გისმენთ. ..........
-ვინ,კატო?შენ მართლა დაბრუნდი?რათქმაუნდა გნახავ. ........ მითხარი სად ხარ და ახლავე წამოვალ. ........
-კარგი მალე მანდ ვიქნები.
-ვინ კატოზეა ლაპარაკი ძმა?არ მითხრა ახლა რომ ...(გიგა)
-ხო ძმა,სწორედ ის,ერთადერთი გოგონა რომელიც მყვარებია,ის დაბრუნდა,თან ლილესკენ ჩუმად გააპარა თვალი და ლილეს თ ალებს რომ წააწყდა და შიგ ძალიან დიდი ტკივილი ამოიკითხა,გული საშინლად ეტკინა,თუმცა ამ ტკივილის მიზეზს ვერ მიხვდა.
-კარგი ჩვენ წავალთ და საღამოს აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ ძმა,აუცილებლად.(გიგა) დამიანე წავიდა.ლილე იქვე პარკში ჩამოჯდა და ცდილობდა ცრემლი არ გადმოეგდო თ ალიდან,გიგა გვერდით მიუჯდა.
-მაპატიე გიგა,მაპატიე გთხოვ,უბრალოდ იმდენად ძალიან მიყვარს რომ თავს ვერ ვერევი.ახლა კი როცა გავიგე რომ მისი ყოფილი შეყვარებული არსებული დაბრუნდა და თანაც ისეთი შეყვარებული რომელიც ნამდვილად უყვარდა,ჩემში რაღაც ჩამწყდა,რაც მაძლევდა ძალას ფეხზე ავმდგარიყავი.მაპატიე შენ არ იმსახურებ ამას,გთხოვ შევწყვიტოთ ეს ფარსი,ამით შენც და იტანჯები და მეც.
-ლილე,საღამომდე მომეცი დრო კარგი? -და რა ხდება საღამოსთვის?
-გთხოვ,მენდე,ყველაფერი კარგად იქნება,მანამდე კი დამიანეზე აღარ იფიქრო და არაფერზე ინერვიულო.ლილემაც დაუჯერა,დრო საკმაოდ სწრაფად გავიდა და საღამოც მალე მოვიდა.უკვე ყველა რეპეტიციაზე იყო,როდესაც ბატონი დამიანე კატოსთან ერთად შემობრძანება დარბაზში.ლილე ვეღარ აზროვნებდა მათი დანახვის შემდეგ.გიგამ ხელი მოჰკიდა და ყურში უჩურჩულა
-არ ინერვიულო,დამშვიდდი,თავი ხელში აიყვანე.ლილემ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.გოგო იქვე ჩამოჯდა,დამიანე კი ლილესკენ წამოვიდა,თუმცა გიგამ არ აცადა,მკლავში ხელი წაავლო და გასახდელისკენ წაიყვანა.
-ბიჭო შენ სულ გამო....დი?რას აკეთებ ტო?(გიგა)
-რას აკეთებ ბიჭო ნორმალური ხარ?და გინდა ვერ ვხვდები(დამიანე)
-ჰაჰ ვერ ხვდება,ჯერ ეჭვიანობის სცენა მომიწყვე,ჩემი და ელენეს ამბავზე,შენ მე დებილი გგონივარ რომ ვერ მოვმკვდარიყავი რომ ეგ უბრალოდ ბრაზიანი ძმის ხუმრობა არ იყო?შენ გგონია ვერ ვხვდები რომ ლილეზე ვგიჟდები?ასეთი იდიოტი როგორ ხარ,გოგო შენზე გიჟდება შენ კი რას აკეთებ,მაქსიმალურად ცდილობ ატკინო.იცი რომ გოგოს უყვარხარ,ხო იცი,იცი რომ ლილე შენზე სიგიჟემდეა შეყვარებული,ეს მას მის ყოველ ქცევასა და ქმედებაში ჩანს,შენ კი თავს იბრმავებ და ვითომ ვერაფერს ხვდები.ახლა კი ვაფშე რა გააკეთე,ის გოგო აქ რატომ მოიყვანე?სულ გინდა გამაგიჟო ლილე?მის გრძნობებზე თამაში არ მოგბეზრდა?იქნებ ერთხელ კაცურად მოიქცე,მასთან მიხვიდე და იმის ნაცვლად რომ ატკინო,გააბედნიერო.
-რას ამბობ?გიგა რას ამბობ,ლილეს მართლა ვუყვარვარ?მაშინ თქვენი შეყვარებულობის ამბავი?
-იმაზე მეტად იდიოტი ხარ ვიდრე მე მეგონა.ჩვენი შეყვარებულობის ამბავი უბრალოდ ფარსი იყო.მე მიყვარს მარათალია,მაგრამ მას არ ვუყვარვარ,ეს უ რალოდ იმიტომ მოხდა რომ შენი დავიწყება უნდოდა,თუმცა არაფერი გამოუვიდა.შენ ჩემი ძმაკაცი ხარ,ის კი გოგო რომელიც სიგიჟემდე მიყვარს,მაგრამ თუ შენ იტყვი რომ გიყვარს და მას ბედნიერს გახდი,მე გვერდზე გავდგები,გესმის ბიჭო რას გეუბნები? დამიანე ბიჭს მოეხვია.
-მადლობა ძმაო,მადლობა რომ ამიხილე თვალები.მადლობა რომ იმ ერთადერთს მითმობ ვინც ასე ძალიან გიყვარს ეს.მართალი ხარ მიყვარს და ის მე ცხოვრებას მირჩევნია.ამას ძალიან გვიან მივხვდი და ძალიან ცუდად ვიყავი რომ თქვენ ერთად ყოფნაში ხელს ვერ შეგიშლიდით.ახლა კი შემიძლია მასთან მი იდე და ყველაფერი ვუთხრა,მას მე ვუყვარვარ.მადლობა ძმა.გიგას თავი დაანება და გაბრწყინებული თვალებით გაიქცა დარბაზისკენ,გიგა კი იქვე იატაკზე ჩამოჯდა და კედელს მიეყრდნო.ძალიან სტკიოდა,იცოდა ლილეს სამუდამოდ კარგავდა,თუმცა იმასაც კარგად აცნობიერებდა რომ მასთან ყოფნით ლილეს მხოლოდ ატკენდა და ბედნიერს ვერასდროს გახდიდა.


ბოდიში დაგვიანებისთვის,ასევე შეცდომებისთვისაც,რატომღაც ისეთი არ გამომდის როგორსაც ვფიქრობ მაგრამ მაინც იმედი მაქვს რომ მოგეწონებათ, დიდი თავი არ არის,ამისთვისაც ბოდიში,ველი თქვენს შეფასებას :*




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent