შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თუ მექალთანეს შეუყვარდი, ესე იგი დაგერხა. (2)


12-04-2016, 00:01
ავტორი Supreme
ნანახია 5 970

-ნინა-
  საღამოს წვიმა წამოვიდა. ისეთი გრილი და სასიამოვნო ჰაერია, გულს მიხარებს. მაინც, რატომ დამამახსოვრდა ლუკა? სისულელეა, მაგრამ რა კარგი ღიმილი აქვს...
  მომშივდა. სამზარეულოში ჩავედი. შოკოლადის ნამცხვარი მარწყვით. უცებ შუქი აინთო და დედაჩემი შემოვიდა.
-ნინა?-აშკარად შეეშინდა.-ჩვენთან ერთად რატომ არ ივახშმე?
-არ მშიოდა და საერთოდ როდიდან მეკითხები მაგას?
-არა, უბრალოს ახლა აქ რომ დგახარ ასე, გამიკვირდა.
-აა, ხო.
-გემრიელად მიირთვი. სენდვიჩებიცაა და სალათაც. მარტო ნამცხვარზე ნუ იქნები.
-კარგი.
  დედაჩემი სამზარეულოდან გავიდა. პირველად მომენატრა მშობლის ყურადღება. რა გრძნობაა ასეთი, როცა დამოუკიდებელი არ ხარ და ძალიან ბევრ რამეზე რჩევას მშობლისგან იღებ? არასდროს გამომიცდია.
  ოთახში ავბრუნდი. ისევ წვიმდა და მარტო ეს ხმა მესმოდა, სხვა არაფერი. მე და ღამე ისევ ერთად ვიყავით. მეძინებოდა, მაგრამ ის არ მიშვებდა. მელაპარაკებოდა, მელაპარაკებოდა, მელაპარაკებოდა და ასე დილამდე. 
  გამთენიისას ჩამეძინა. პირველად მოხდა ისე, რომ დედაჩემმა დილის 9-ზს გამაღვიძა, თან საოცრად აფორიაქებულმა.
-საღამოს უცხოელი ინვესტორები მოდიან. გთხოვ, წადი რამე კარგი კაბა იყიდე. სერიოზულ გოგოს როგორიც შეეფერება, არ მინდა შევრცხვეთ.
-შერცხვეთ?-ეს სიტყვა უზომოდ არ მესიამოვნა.-ანუ შენ მე და ჩემ სტილს ოჯახის შემარცხვენელ სიმბოლოებად მიგვიჩნევ?
-არა, უბრალოდ მამაშენს უნდა რომ ყველაფერმა იდეალურად ჩაიაროს.
-მაშინ იქნებ საერთოდ არ დავესწრო ამ ვახშამს?
-არა, არა, მამაშენს მთელი ოჯახი უნდა.
-კარგი, კარგი, ოღონდ დაწყნარდი.
  ლოგინიდან ავდექი და ჩემი შეგროვებული ფული ავიღე.
  სახლიდან გავედი. რატომღაც ვერ მოვისვენე და ისევ სტადიონის მხარეს წავედი. ლუკა ისევ იქ იყო, ძმაკაცთან ერთად.
-ჰეი, უკარება!-დამიძახა.-გამარჯობა.-გამიღიმა.
-ჰა?-გამიკვირდა, მერე მეც გავიღიმე.-გამარჯობა.-ვუთხარი და ჩემი გზა განვაგრძე.
-ლუკა-
  ისე გამიკვირდა უკარებას საპასუხო რეაქცია, ადგილზევე გავშრი, მაგრამ ნიკამ აზრზე მომიყვანა, თავისი უაზრო ღადაობებით. რა ლამაზი ღიმილი ჰქონია...
-ნინა-
  ძლივს ვიპოვე წესიერი შავი კაბა. სიგრძე-მუხლებამდე, ქვევით თავისუფალი, ლამაზი და არაგამომწვევი დეკოლტე, თხელი ბრეტელები. ძალიან ჩვეულებრივი და ამავდროულად საკმაოდ "სერიოზული" სახის კაბა იყო. ნუ, ამ საღამოს მოუხდებოდა.
  სახლისკენ წასულმა ისევ სტადიონით გავიარე. ლუკა მაშინვე გამოვარდა და წინ ამეტუზა.
-რა გინდა?-შევუღრინე გაღიზიანებულმა.
-ველოდები შენს თბილ ღიმილს.-გამიცინა, რატომღაც გული ამიჩქარდა.  
-აბა შენ იცი, გათენებამდე შემიძლია ვიდგე და არ გავიღიმო.
-დღეს ხო გამიღიმე.-ბავშვივით დაიბღვირა.
  მის ასეთ სახეზე სიცილი ძლივს შევიკავე.
-ელემენტარული ზრდილობაა მისალმებისას ადამიანს გაუღიმო.-თავი გავიმართლე და გზა განვაგრძე.
-ისე მე ნიკა მქვია.-მომაძახა მისმა ცისფერთვალება ძმაკაცმა.
-სასიამოვნოა.-უკან არც მიმიხედავს.
  მივხვდი, ამით ჩემი სახელის გაგება უნდოდა, ძმაკაცის გულის გასახარებლად.
  სახლში მივედი. დედაჩემი მაშინვე ამ კითხვით შემომეგება.
-როგორია?
-შავი.
-სტილი?
-ნუ გეშინია, ამ საღამოსთვის გამოდგება.
  დედაჩემს სუფრის გაშლაში დავეხმარე. ყველაფერი მზად იყო. სახლი დალაგებული, სუფრა გაშლილი, ყველა ნაბანავები და აყროლებული ორიგინალი სუნამოებით. რა თქმა უნდა, ჩემი ძმაც მოვიდა. 5 საათი ხდებოდა. ჩქარა ჩავიცვი ახალი კაბა, მაღალქუსლიანი შავი ფეხსაცმელები და ნელა დავეშვი კიბეებზე. სასადილო ოთახში გავედი, სადაც სტუმრებს უნდა შევხვედროდით. ცოტა ხანი დავჯექი და ტელევიზორის ყურება დავიწყე. ამასობაში გავიდა ერთი საათი და ინვესტორებივ მოვიდნენ. მგონი ცხოვრებაში პირველად ვთქვი ამდენი ფრანგული სიტყვა. ამ ენის გარდა ვიცი ინგლისური, რუსული და ესტონური და ვფიქრობ ახლა რომელი ვისწავლო. საღამომ "მშვენივრად" ჩაიარა. ნუ, ვისთვის როგორ. სტუმრები ღამის პირველი საათისთვის წავიდნენ. რაღაც პრობლემას გაცხარებით განიხილავდნენ და ვერ მივხვდი რაში ჭირდებოდათ ჩემი იქ ყოფნა. არც არაფერი მესმოდა და არც არაფერი მესაქმებოდა მათთან. "დახვეწილმა" ფრანგმა სტუმრებმა მთლიანად გამომფიტეს, ამიტომ, მოვრჩი თუ არა სახლის დალაგებას, ავედი ოთახში, ფეხსაცმელები სადღაც მოვისროლე, ლოგინზე დავეგდე და ჩამეძინა. ღამეს ვაწყენინე. პირველად მოხდა ისე, რომ მასთან დარჩენას ტკბილი ძილი ვამჯობინე.
-ლუკა-
  მთელი ღამე ვერ დავიძინე. უკარებაზე ფიქრები არ მასვენებდნენ. იმდენად მაინტერესებს, აღარ შემიძლია. ეს ინტერესი ბოლოს მომიღებს...უბრალო ინტერესი...
  ფანჯარასთან დავდექი და გარეთ დავიწყე ყურება.
-ნინა-
  გამეღვიძა. საათს შევხედე. ჯერ მხოლოდ 6-ის ნახევარია. თენდება.
  ლოგინიდან წამოვდექი და გარეთ დავაპირე გასვლა სავარჯიშოდ, მაგრამ გამახსენდა რომ კაბა მეცვა. უცებ გამოვიცვალე. სპორტული შორტები, ბრეტელებიანი მაისური, ბოტასები. მოკლედ სავარჯიშოდ მზად ვიყავი. ფარეღიდან ჩემი ველოსიპედი გამოვიყვანე, ყურსასმენები გავიკეთე და...ესეც ჩემი სრული იდილია. სტადიონი, რა თქმა უნდა, ცარიელი იყო, ამიტომ შემთხვევით ვისარგებლე და წრეებზე დავიწყე სირბილი. ყველაფერი კარგად იყო, სანამ არ გამოჩნდა ლუკა. ამ "არასასურველმა" შეხვედრამ ცოტა დამაბნია, ცოტა გული ამიჩქარა, მაგრამ მაინც გადავწყვიტე ჩემთვის ჩვეული პრინციპით მემოქმედა. სრული იგნორი.
-ლუკა-
  იმდენად უაზროდ დავყვებოდი უკარებას წრეებზე, ჩემ თავზე მეცინებოდა.
-უკარება! უ-კა-რე-ბა!-ყველანაირად ვცდილობდი მისი ყურადღება მიმეპყრო.
  რა თქმა უნდა, ჩემმა მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა. ბოლოს ვეღარ მოვითმინე, ნერვები მომეშალა, დავეწიე, ხელი მოვკიდე და ჩემთან ერთად წავაქციე.
-შენ კარგად ხარ?-გამწარებით მომაძახა.
-თავს დავდებ რომ არა.-გამეცინა.
-გამიშვი!-არ წყნარდებოდა.
-ჯერ შენი სახელი მითხარი.
-დაახვიე რა, შენი თავი არ მაქვს.
-აბა რისი თავი გაქვს?-გამეცინა და მისი თმის ბოლოებს წავეთამაშე.-აქ ხვეული გაქვს.-თმა მხრიდან გადავუწიე.
-ა, ხო, მანდ...-ჩაეღიმა, მერე კი უცებ მოვიდა აზრზე.-თავი გამანებე რა.
-რატომ მიშორებ?
-იმიტომ რომ ჩემ გარდა ათასი გოგო დადის და შენ მაინცდამაინც მე მიშხამებ ცხოვრებას.
-იმიტომ რომ სხვას არ გავხარ და დამაიტერესე.
-ბოდიში, მაგრამ შენს ინტერესს ვერ დავაკმაყოფილებ.
-რატომ ხარ ასეთი უკარება?-გამეღიმა.
-უბრალოდ. ვარ და მორჩა. ახლა კიდე, იქნებ მომცე ადგომის საშუალება? თუ ძალიან გსიამოვნებს ასეთ პოზაში ყოფნა?-უკმაყოფილომ შეხედა ჩვენს, ცოტა არ იყოს, უხერხულ პოზას.
-მე კი მსიამოვნებს, მაგრამ როგორც ვხვდები, შენ გაწუხებს.-გამეცინა.
-კარგია თუ მაგდენს ხვდები.
  ჩქარა წამოდგა, ზურგი დაიფერთხა და სტადიონიდან გავიდა.
-საით?-მივაძახე იმედგაცრუებულმა.
-შენგან შორს.-ერთხელ ჩაიცინა უზომოდ საყვარლად და წავიდა.
  წავიდა, თან ისე ეშხიამად, რომ უნებურად გავაყოლე თვალი. აჩქარებილი გულისცემა არ მიწყნარდებოდა. ბალახზე გავწექი და უაზროდ დავიწყე ღიმილი.
-უკარება...-ჩამეცინა.-ასე როგორ დამაინტერესე...



№1 სტუმარი )))

kaiaaaaa gaagrdzele da gazarde tavebi❤

 


№2  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Auuuu ra kargia

 


№3  offline წევრი Supreme

)))
kaiaaaaa gaagrdzele da gazarde tavebi❤

მიხარია რომმოგწონს^^ დღეს დიდ თავს დავდებ:3 <3

aanamaria
Auuuu ra kargia

ჰეჰეჰ^^ რაკაია რომმოგწონს^^❤

 


№4  offline წევრი Annlabel

მომწოონს ძალიან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent