შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაბიჯი წინ (თავი 10 )


12-04-2016, 08:31
ნანახია 1 742

მზის სხივები ჩემს სახეზე დათარეშობენ.ვხვდები გაღვიძების და ადგომის დროა,მაგრამ იმდენად მსიამოვნებს მათთან ბაასი,რომ თავს უფლებას ვაძლევ კიდევ რამოდენიმე წუთი წავუძინო.საიდანღაც ტელეფონი იწყებს რეკვას.უკმაყოფილოდ ვახელ ჯერ ერთ,შემდეგ მეორე თვალს და ვშეშდები.სხეულის ყოველი წერტილი მიმძიმდება.უცხო ოთახში ვარ.აპარტამენტის ეს ინტერიერი ჩემსას საერთოდ არ ემთხვევა.საწოლზე ვსწორდები.გაშეშებულ კისერს ვიზელ და მახსენდება,რომ რამოდენიმე საათის წინ ამ ოთახში მირზასთან ერთად ვიჯექი და ვლაპარაკობდი.უსიამოვნო შეგრძნება მთელ გულ-მუცელს მიწვავს.შემორჩენილი ძალით ფეხზე ვდგები,ძირს მიფანტულ ტანსაცმელს ვიცვამ და ოთახს ვტოვებ.სასტუმროს ადმინისტრაციაში ყალბი ღიმილით ახალგაზრდა გოგონა თავს მიკრავს და სასიამოვნო დღეს მისურვებს.მე ხმის ამოუღებლად ვტოვებ იქაურობას და არ მაინტერესებს გადაიხადეს თუ არა წინა ღამის თანხა.
ტაქსის ვაჩერებ.მანქანაში რადიო გაჰკივის.თავის ტკივილი ყურებს მიგუბებს, მაგრამ ულვაშიან მძღოლს სიმღერის გამორთვას არ ვთხოვ.მუსიკა ტვინში მიძვრება და არ მაძლევს საშუალებას ჩემს შეცდომებზე დავფიქრდე.ამის არც სურვილი მაქვს და არც ძალა.
ჩემი საძინებლის კარს ვაღებ.ტანზე მიკრულ, წინა ღამის ტანსაცმელს ვიძრობ და გადასაგდებად გვერდზე ვდებ.საშხაპეში დიდხანს ვდგავარ.მსიამოვნებს როგორ დაძრწიან წყლის წვეთები ტანზე.დაახლოებით ერთი საათის შემდეგ,დასვენებული,მაგარ ყავას ვიკეთებ და ტელევიზორს ვრთავ.ეკრანს თვალებგაშტერებული მივჩერებივარ.თავში არაფერი შედის.არხიდან არხზე უაზროდ დავხტივარ.მერე ნერვებმოშლილი პულტს გვერდით ვისვრი და დივანზე ვიკუნტები.
არ მეძინება.
ერთ წერტილს ვუყურებ,პარალელურად ყავას ვწრუპავ.
-შენი ბრალი არ არის-ხმამაღლა ვამხნევებ საკუთარ თავს და ნატას ვურეკავ.
კარზე ზარის ხმა მაკრთობს.
-ასე სწრაფად?-გაკვირვებას ვერ ვმალავ და სახლში ვუშვებ.
-სად გაქრი გუშინ?სულ გააფრინე?კინაღამ გავგიჟდი.რა აღარ ვიფიქრე.მეგონა მოგიტაცეს და ძალა იხმარეს.ისიც კი ვიფიქრე პოლიციას დავურეკო და შენი გაქრობის ამბავი ვამცნოთქო,მაგრამ მერე გამახსენდა 72 საათის განმავლობაში არაფრის გამკეთებლები რომ არ არიან და გადავიფიქრე.
-დაამთავრე?
-არა,-მოთმინებადაკარგულმა წამოკივლა-სრულ ჭკუაზე თუ ხარ?
-მომისმინე არაფრის თავი არ მაქვს,ისედაც ძლივს ვლაპარაკობ და ძალიან გთხოვ ახლა ნუ მომთხოვ ახსნას.
ცოტახნით თვალებში მიყურა.მერე თავი დამიქნია და სამზარეულოსკენ წავიდა.ალბათ მიხვდა მართლა რომ ვერ ვიყავი კარგად.
-მარინა სადაა?
-არ ვიცი,სახლშია რ დამხვდა-მხრები ავიცეჩე მე.
-არ დაგხვდა?-თვალებმოჭუტულმა მკითხა-და შენ სად იყავი?
-ვჭამოთ-მოსალოდნელ დიალოგს გვერდი ავუარე და მაცივარში თავი შევყავი.
-მაინც მოგიწევს თქმა-გამაფრთხილებლად აწია ხელი და ვაშლს წაავლო ხელი.

უმცროსი ამირეჯიბი რომ გავაცილე მივხვდი, ისევ მარტო მომიწევდა ყოფნა,ამიტომ ტანსაცმელი გამოვიცვალე და მაღაზიებში გავლა გადავწყვიტე.
რუსთაველზე ჩემი ძველი კლასელი შემხვდა.ისეთი ემოციებით და წივილ-კივილით შემომაფრინდა,შემეშინდა და წავბარბაცდი.
-ნინააა-პირდაპირ ყურში ჩამყვირა.
-კარგი ნუ დამაყრუებ-სიცილით ვუთხარი და რამოდენიმე დანიჯი უკან გადავდგი.
-საუკუნეა არ მინახავხარ.სად დამეკარგე მეტრეველო.
ვერაფერი ვუპასუხე.მხრები ავიჩეჩე და თავი ცავხარე.
-აუ,აუ მოვკვდები ახლა რაღაც-რაღაცეები რომ არ მოგიყვე-წარბები აათამაშა,ხელი დამავლო და ახლომდებარე კაფეში შემიპატიჟა.მეც მეტი რა მინდოდა.ყურადღებას მაინც გადავიტანდი.კომფორტულად მოვკალათდი,მიმტანს მანგოს წვენი შევუკვეთე და ახალი ამბების გასაგებად მოვემზადე.
-მოკლედ,-არ დააყოვნა მანაც-მაიკო ზედგენიძე ხომ იცი? ჩვენი პარალელური კლასელი იყო.რამოდენმე დღის წინ პლეხანოვზე დავინახე, ვიღაც შარვალ-კოსტუმიან ბაბუასთან ერთად.გვერდით ჩამიქროლა და გაკრიალებულ „რეინჯ-როვერში“ ჩაჯდა.წარმოგიდგენია?სკოლის პერიოდში გადაბმულები დავდიოდით ხოლმე,ახლა კი ისე გამიარა გვერდით,არც კი შემოუხედავს.გადავირიე პირდაპირ-აღშფოთება ვერ დამალა და წყალი მოსვა.უცებ მოვიღუშე.არ მინდოდა იმ ადამიანთან გამეტარებინა დრო,რომელიც ყოფილ დაქალს ზურგს უკან ჭორავდა.წვენი შეძლებისდაგვარად სწრაფად დავლიე და ფეხზე წამოვდექი.
-სხვა დროს იყოს,ახლა მაგვიანდება-გადავკოცნე და წამოვედი.
რამოდენიმე დღეში სერგოს დაბადების დღე ჰქონდა.გადავწყვიტე სანამ სახლში ავიდოდი,მისთვის რამე შემერჩია და ‘ვულე ვუ’-ში შევედი.სხვადასხვა სუნამოს სუნმა თავი ამატკია.კონსულტანტის დახმარებით, არჩეული საჩუქარი შევფუთე და სახლისკენ წავედი.
სახლში სამზარეულოში მოტრიალე მარინა დამხვდა. ხან გაზქურაზე შემოდგმულ საჭმელს ამოურია,ხან ტაფაზე მოშუშხუნე ხახვს,ბოლოს მე შემომხედა და ისეთი ღიმილი მაჩუქა ყველაზე მეტად რომ მიყვარდა.
-დე,შენ ბავშვთან როდის მიდიხარ?-დასვრილი ხელები წინსაფარზე შეიწმინდა.
-ვინ ბავშვთან?-გაკვირვებულმა ვკითხე და ჩანთა მაგიდაზე დავდე.
-მოსამზადებლად რომ აიყვანე.
გულმა რეჩხი მიყო.ახლაღა გამახსენდა ჩემი ახლად შეძენილი სამსახური და ტანში უსიამოვნოდ გამცრა.გული დამწყდა.იქ მისვლას ვერ შევძლებდი.არ შემეძლო მირზას დისთვის ინგლისური მესწავლებინა და თან პარალელურად მისი ძმის ნახვის შიში მქონოდა.
-არ გამოვა ეგ საქმე დე.დავურეკავ დღეს და ვეტყვი,რომ ვერ შევძლებ ანუშკის მომზადებას.
-რატო შვილო?-შეშფოთდა დედაჩემი.
-უბრალოდ ამ ეტაპზე არ შემიძლია.
-რა ეტაპი გაქვს ამისთანა, ძლივს ნაშოვნ სამსახურზე რომ ამბობ უარს.
მხრები ავიჩეჩე.
მე და დედას ყოველთვის შეხმატკბილებული,თბილი და მეგობრული ურთიერთობა გვქონდა.ეს ყველაფერი ყოველთვის სცდებოდა დედა-შვილურ საზღვრებს.მე რომ თავის დროზე მისთვის დამეჯერებინა,ახლა ალბათ ამ სიტუაციაში არ აღმოვჩნდებოდი.მეყოლებოდა მოსიყვარულე ქმარი და ჩემს ასაკს თუ გავითვალისწინებთ დედის როლიც მექნებოდა მორგებული.მოკლედ,გადავწყვიტე მარინასთვის ყველაფერი მომეყოლა.ჯერ საგარეო ტანსაცმელი სახლის ტანსაცმლით ჩავანაცვლე,მერე ჩაი გავიმზადე და მის წინ ჩამოვჯექი მაგიდასთან.
სახეზე ემოციები ერთმანეთის მიყოლებით ეცვლებოდა.წარბებს ხან უკმაყოფილებისგან შეჭმუხნიდა,ხანაც გახსნიდა და უბრალოდ თავს მიქნევდა.მოყოლა რომ დავასრულე ღრმად ამოიოხრა.რამოდენიმე წამიანი სიჩუმე მე საუკუნო მომეჩვენა.ნერვიულობისგან შუბლი ოფლით დამეცვარა.
-მისმინე,როგორც დედა ამ საქციელის გამო დაგიჭერდი და კარგად მიგტყიპავდი,მაგრამ პატარა აღარ ხარ და უნდა ხვდებოდე სად გადის ზღვარი ადამიანურ შესაძლებლობებს შორის.ქალი ხარ ნინა,ქალს კი გათიშვამდე დალევა არ უხდება.სწორედ მანდ დაუშვი შეცდომა,რომ არ დაგელია არც არაფერი მოხდებოდა,მაგრამ კარგი შევეშვათ ამას.მე ახლა შენი მეგობარი უფრო ვარ ვიდრე დედა და სწორედ როგორც მეგობარი გირჩევ,რომ ადგე და მირზას დაელაპარაკო.მომისმინე ძვირფასო,ის რომ რაღაც დააშავე და თან მითუმეტეს ცოლიან კაცთან არ გაძლევს უფლებას,რომ ადგე და კარი გაიჯახუნო.უნდა მისცე საკუთარ თავს უფლება ის შეცდომა გამოასწორო რასაც თავადვე ხვდები.ვფიქრობ კარგია ამდენს რომ აანალიზებ,მაგრამ უკეთესი იქნება თუ არასწორ ნაბიჯს ხელმეორედაც არ გადადგავ.ნუ მიატოვებ შენს სამუშაოს მხოლოდ იმიტომ,რომ მისი ნახვა მოგიწევს.ცხოვრებას ნუ შეუშინდები ნინა,თორემ ისე გადაგთელავს ფეხზე წამოდგომის არანაირ შანსს დაგიტოვებს.თავს ნუ დახრი.ვისზე ნაკლები ხარ.ამ ქვეყნად არაფრის უნდა გრცხვენოდეს.არც ბოდიშის მოხდის,მიუხედავად იმისა რომ არსებობს ისეთი სიტუაცები,რომელთაც ბოდიში ვერ უშველის და ეს სწორედ ასეთი შემთხვევაა.შენ შენი გააკეთე.ეკლესიაში წადი,მამაოს აღსარება ჩააბარე.გულით მოინანიე და დამიჯერე ყველაფერი გამოვა,ყველაფერი დალაგდება და შენც შეძლებ თავისუფლად ამოსუნთქვას-თავზე ხელი გადამისვა,სწორედ ისე როგორც ბავშვობაში იცოდა ხოლმე და საჭმლის დასამთავრებლად მიბრუნდა.მე ვიჯექი ჩუმად,დედაჩემის ნათქვამ სიტყვებს გონებაში ვხარშავდი და ნელ-ნელა ვრწმუნდებოდი რომ მასთან საუბარი ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იყო.

"დავბდუნდი ამ ისტორიით.ვიცი რომ დიდხანს არ ვდებდი,მაგრამ მინდოდა სრულად დამედო ამიტომ თავს ვიკავებდი.თანაც ვერც ვწერდი,მაგრამ გუშინ დავჯექი და დავწერე.მომენატრა თქვენი კომენტარების კითხვა"




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent