სანაპირო (თავი 3)
ირაკლი -რამდენი ხანია რაც აქ ხარ?-საწოლზე წამომჯდარი ბიჭი მშვიდი ხმით ეკითხება და წელში მოხრილი სიგარეტს უკიდებს -ხომ იცი რომ არ შეიძლება აქ, -კაი რა ამათ რომ ვუსმინო ხვალ მოვკვდები,-ცალყბად,სავდიანად ჩაიცინა და ირაკლისაც გაუწოდა,მან ხარბად ჩაუშვა ფილტვებში კვამლი და ფანჯრიდან გაიხედა, -არ ვიცი,ორ წელზე მეტი იქნება, -აუჰ შენ ადგილას ალბათ გავაფრენდი,-ის იყო რომ ნიკამ სიტყვა დაამთავრა,მედდა პალატაში შემოვიდა,ირაკლიმ სწრაფად გადააგდო სიგარეტი და მორჩილად ჩამოჯდა საწოლზე, -დილამშვიდობისა აბა როგორ ხართ?-ენერგიულად მიმართა ბიჭებს და წამლები დაულაგა სათითაოდ,-დღეს გამოკვლევები გექნებათ ,აბა წარმატებები,-მხიარულად თქვა და გასვწლის წინ ირაკლის წამიერად მიაპყრო მზერა. -ვახ ბიჭო დავიწვი ამ გოგოს საცოდაობით,უკვე ორი დღეა აქ ვარ და დღეში ათჯერ შემოდის რო გნახოს,მაგრად მოწონხარ,-ნიკამ ღიმილით მიუგო,საწოლზე დაეხეთქა,ხელები თავქვეშ ამოიდო და ჭერს მიაშტერდა,-მაინც რა გჭირს აქ რომ ამოყავი თავი,-სევდიანად მიუგო და განაგრძნო უსასრულობაში ყურება -ლეიკემია დამიდგინეს 2წლის წინ,-ირაკლიმ მაგიდაზე დადებული ტაბლეტები დალია,-იმედია საბოლოოდ მიშველა აქაურობამ ერთი სული მაქ როდის დავუბრუნდები ძელ ცხოვრებას...-თითქოს კიდევ უნდოდა რამის თქმა მაგრამ გაჩერდა -რა იყო,გოგო გყავს არა?-ნიკამ ეშმაკურად შეხედა -არ ვიცი,არც იცის აქ რომ ვარ,ვუთხარი ჯარში მივდივარ თქო მე კიდევ იმის გამბედაობაც არ მეყო,რომ ამდენი ხნის განმავლობაში რამე მეთქვა,სავარაუდოდ დამივიწყა კიდეც მაგრამ ეგ არაფერია,მაინც გავახსენებ თავს და იმ გრძნობას რომელსაც დღემდე გრძნობს და უბრალოდ ვერ ხვდება.-გადაჭრით თქვა ირაკლიმ,მალევე მედდა შემოვიდა და პალატა დატოვეს,ახლა გადაწყდებოდა ირაკლის ცხოვრება როგორ წარიმართებოდა,ყველაფერი გამოკვლევების პასუხზე იყო დმაოკიდებული. ნინა -დარეკე დროზე... -სასწრაფო სადაა ამდენხანს... -ცოცხალია ტატო მოდი,თავი დაუჭირე და ნუ პანიკობ... -კისერი დაუფიქსირეთ და დროზე დააწვინეთ საკაცეზე, -აუ ჩემი,რა გვინდოდა რას დავიწყეთ ეს უაზრო „რბოლები“,ყველაფერი ჩვენი ბრალია,-ტატო ოფლს იწმენდდა შუბლიდან და აქეთ-იქით დადიოდა შეშლილი სახით -დამშვიდდი,გავყვეთ სასწრაფოს წამოდი ჩაჯექი მანქანაში,-გიომ მშვიდად უპასუხა და სისხლიანი ხელები მაიკაზე შეიწმინდა -მამაშენი მოგვკლავს ჰო იცი,გაგიჟდება ბიჭო ჭკუიდან შეიშლება-ტატო იმჟამინდელ დაძაბულობას ასმაგად აუარესებდა, -აუუ ეს ვინაა ტო,მოკეტე ცოტახანი... გიო და ტატოც ბათუმში მიდიოდნენ,როცა ნინას მანქანას დაეწივნენ და სულელურ საქციელს დიდი უბედურება მოყვა.გიოს მამა პოლიციის თანამშრომელი იყო,ტატო ბავშვობის ძმაკაცი.საავადმყოფოში საათები გავიდა,ელენეს და ნინას სერიოზული ოპერაციები უტარდებოდათ,დერეფანში თავჩარგული იჯდა გიო და იმ მომენტში საკუთარი თავი ყველაზე მეტად ეზიზღებოდა -ბიჭო,-ჩუმად გაკრა იდაყვი ტატომ,-მამაშენი მოვიდა,-გიომ აიხედა და დერეფანში სწრაფი ნაბიჯებით მომავალი პოლიციელი დაინახა,რომელსაც ადამიანის სახე არ ქონდა. -რა ხდება,როგორ არიან,-ყველას გასაკვირად გაწონასწორებულად დადგა ბიჭების წინ და საქმის გამოკითხვა დაიწყო. -რამოდენიმე საათია საოპერაციოში ყავთ,ჯერ არ ვიცი ექიმს ველოდებით, -მე მოვაგვარებ ყველაფერს,მაგრად გაგიმართლათ საერთოდ რომ მიცნობთ,-გიოს თვალებში შეხედა და დერეფანს გაუყვა. გიოს დედა მშობიარობას გადაყვა,მას მერე მამა ზრდიდა,მართალია საუკეთესო მამაშვილობა არასდროს ქონიათ მაგრამ გასაჭირში ერთმანეთის გატანა იცოდნენ. -სახელი -გიორგი -გვარი -აუ კაი რა აუცილებელია?ვითომ არ ციოდე,-სიგარეტს მოუკიდა და სკამს მიეყუდა -მოყევი რა მოხდა,-მტიკცე შესახედაობის,ასაკოვანი ქალი,მაგიდასთან იჯდა ,ლამპა აენთო და ფურცლებს ჩასჩერებოდა. -არაფერი,ტრასაზე მივდიოდი მანქანით როცა გოგოების მანქანა ახლად გამოსულ სხვა მანქანას დაეჯახა,მე და ტატო გადმოვედით და დავრეკეთ სასწრაფოში,-გიომ ყველაფერი ისე გაიმეორა როგორც მამამისმა დაავალა,სიგარეტი საფერფლეში ჩააგდო და ოთახიდან გავიდა. -ვახ ბიჭო ვნერვიულობ,- ამოილუღლუღა ტატომ და თმები შეისწორა -აუ კაი რა ტატო ,მთავარია კარგად არიან შემო ეხლა რას ბავშვობ შეჩ***,-გიომ პალატის კარები გააღო,ხელში ხილით სავსე კალათა ეჭირა და შექმნილმა სანახაობამ ნაწილობრივ გააკვირვა მაგრამ თან ძალიან გაახარა.ნინას მოტეკილი ფეხი ჰაერში ეკიდა,ელენე ყავარჯნებით იდგა და რაღაცას ახატავდა გიფსზე,თან გაუგებრად ბურტყუნებდნენ და კვდებოდნენ სიცილით.ბიჭების დანახვაზე გჩერდნენ და გაკვირვებული სახეებით იყურებოდნენ.გიომ არ იცოდა რა ეთქვა,ტატოს იმედიც არ ქონდა და ისევ თვითონ დაიწყო საუბარი -გამარჯობა,იმედია გიყვართ ხილი,-მაგიდაზე დადო კალათა და გაიღიმა -კი მადლობა,-ნინა წამოჯდა და ელენეს ანიშნა დაჯექიო. -ყველა ამბობს სასწაულად გადარჩნენო,აი ჩენ საერთოდ არ გვეგონა რომ...-გიომ ტატოს გაკრა ხელი და დროზე მოაკეტინა სანამ მორიგ სისულელეს იტოდა. -კი ნამდვილად გაგვიმართლა... -ბოდიში გვინდა მოგიხადოთ შექმნილი ვითარების გამო,-გიო თავჩახრილი,დამნაშავე ბავშვივით იდგა და მრისხანების მოლოდინში მოულოდნელი დამოკიდებულება მიიღო. -არაუშავს,ჩემი ბრალია არ უნდა აგყოლოდით,ერთი ისაა რომ დაბადების დღის საჩუქარი ცუდი გამოგდა,-იუმორით თქვა ნინამ და ჰაერში ჩამოკიდებული ფეხი გაამოძრავა. -ეგ არაფერია,დარწმუნებული ვარ საუკეთესოდ გაატარებ დაბადების დღეს,ეჭვიც არ შეგეპაროს აი ნახავ ყველაფერი იდეალურად იქნება.-ღიმილით უპასუხა გიომ და მალევე დაიწყეს საუბარი სხვადასხვა თემებზე. მაშინ როცა ირაკლი გამოკვლევებს იკეთებდა,მაშინ როცა ნინას ცხოვრებაში ახალი ადამიანები გამოჩდნენ,როცა ირაკლის იმედი ქონდა რომ შინ დაბრუნებული ნინას ნახავდა და მას ისევ „საკუთარ გოგოს“ დაუძახებდა მოხდა ის გარდატეხა რამაც ორივეს ცხოვრება შეცვალა სამუდამოდ...რათქმაუნდა ირაკლიმ არაფერი იცოდა ავარიაზე,მათ ადგილსამყოფელზე....ისევე როგორც ნინამ.მას არც კი ახსენდებოდა ირაკლი,რომელსაც ძელ სიყვარულად მიიჩნევდა და ცხოვრების გზაზე ახალ ნაბიჯებს დგავდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.