შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თუ მექალთანეს შეუყვარდი, ესე იგი დაგერხა. (3)


13-04-2016, 00:08
ავტორი Supreme
ნანახია 5 691

-ნინა-
  მეზიზღება! მეზიზღება ლუკა. არა, ხალხი ისედაც არ მეხატება გულზე, მაგრამ ამ დონემდე შემზიზღებოდა ვინმე? ლუკა პირველია.
  ჩემთვის მივდიოდი ნერვებათხრილი, არც ვიცი სად. ჩემს წინ პატარა კრემისფერი ლეკვი დავინახე. სასწრაფოდ ავიყვანე. კანკალებდა.დედამისის ძებნა დავიწყე, მაგრამ რადგან ვერსად ვნახე, ლეკვი დავიტოვე. ისეთი მშიერი თვალები ჰქონდა, შემეცოდა და წყალი და ორცხობილა ვუყიდე. აი ასე და ამგვარად შევიძინე ჩემი შინაური ცხოველი, პატარა ოთხფეხა მეგობარი, მიკი.
  ისეთი პატარა იყო, მაისურში ჩავისვი და ისე წამოვიყვანე. იმედია ახლა არ მოუნდება ყველაფერი. სტადიონს მივუახლოვდი. ლუკა აზიდვებს აკეთებდა. ვაღიარებ, კარგად გამოსდიოდა. ზიზღმა თითქოს გადამიარა. ნეტა ვიცოდე რას ვგრძნობ ამ ბიჭის მიმართ. როგორც ჩანს დამინახა და მაშინვე ჩემკენ წამოვიდა.
-რას მიყურებ, ხო არ მოგეწონე?-მკითხა სიცილით.
-ეს იმედები...-ჩავილაპარაკე ჩემთვის.
-რა იყო? დავიჯერო საერთოდ არ გესიმპატიურები?-სტადიონის ბადეს მიეყრდნო, თვალებში ჩამაშტერდა და ცალყბად გამიღიმა.
-ნწ.-უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე.
-ეჭვი მეპარება.
-მთავარია სხვა რაღაც არ გეპადებოდეს.-გამეცინა.
-რაც გაგიცანი, ჩემი დამცირების მეტს არაფერს აკეთებ.
-ერთადერთი დადებითია შენთან ურთიერთობაში შენი დამცირება, ამიტომ...
-გამოუსწორებელი ხარ.-გაეცინა.-ისე, ძაღლს უფრო მეტი პატივი რატომ ერგო, ვიდრე მე? რით დაიმსახურა იქ ძრომიალი?-მიკის მიაშტერდა.
-იმით რომ შენთან შედარებაც კი არ შეიძლება.
-აუცილებლად მიგაღწევ.-ჩაიცინა.
-აბა შენ იცი.-სახლისკენ წავედი.
  ვფიქრობ, ვფიქრობ, ვფიქრობ და ვხვდები რომ ჩემი ფიქრის მთავარი საგანი ლუკაა. ერთადერთი ადამიანია, ვინც ასე ღრმად გაიდგა ფესვები ჩემში და ვერ ვაგდებ. ადრე, ვისთანაც არ უნდა მქონოდა ურთიერთობა, მხოლოდ ორი სიტყვით ვიფარგლებოდით ის ან უკიდურეს შემთხვევაში მე, მაგრამ ახლა...ახლა ასე მარტივად არ მოხდა ურთიერთობის დასრულება. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს შეყვარებული გოგოსავით ვიქცევი. ცოტა ამაზრზენია.
  ლოგინზე წამოვწექი. ფიქრებში გართულს მალე ჩამეძინა. რაღაც ხმაურმა გამაღვიძა.
-დედა? აქ რა გინდა?
-შენი ლეკვია?
-ხო, დღეს მოვიყვანე.
-მიხედე, თორემ ბოთესავით დაწანწალებდა აქეთ-იქით.-გამიცინა.
-კარგი, მადლობა რომ ამომიყვანე.-გავუღიმე და მიკი გამოვართვი.
  საათს შევხედე. უკვე თორმეტი ხდებოდა. მიკის საჭმელი ვაჭამე და აუზზე წასასვლელად გამოვეწყე.
  ისევ სტადიონით გავედი. მგონი ეს მავნე ჩვევაში გადამეზარდა.
-უკარება!-ლუკამ დამიძახა.
  რატომღაც მის ხმაზე მაჟრიალებს ხოლმე და გული ერთიანად მიჩქარდება.
-კიდე ერთხელ მოგვესალმე, რა მოგივა.-გაიცინა.
-არ ვაპირებ.-გაღიზიანებულმა მივაძახე.
-რატომ? ეს ხომ ელემენტარული ზრდილობაა.-ხმამაღლა გაიცინა.
  მთელ სხეულში დამიარა სიბრაზებ და იქაურობას გავეცალე. გამაღიზიანებელი, ნერვების ჭია.
  აუზზე ისევ დახამებული ბიჭების მზერების "მსხვერპლი" გავხდი.
-ლუკა-
  უკარება. იდიოტივით მეღიმება მასზე ფიქრისას.
-, სულ გამოთაყვანდი?-ნიკამ ბურთი მესროლა.-სად დაფრინავ? გვერდზე გაიხედე რა გოგოები მოდიან.
-დიდი ვერაფერი.-უხალისოდ ჩავილაპარაკე.
-კარგად ხარ?-ცალი წარბი ამიწია.-სერიოზულად, ძალიან შეიცვალე. გუშინაც რა გოგოები გაგვამაზინე სასტავს, დღესაც არ აქცევ ყურადღებას არავის. იმ უკარებამ შეგცვალა ასე?
-რა?-გაოცებულმა გავხედე.
-რა კი არა, მგონი მართალი ვარ. საერთოდ აღარავინ გაინტერესებს იმ შენი უკარებას გარდა.
-ცდები ძმაო, მაგრად ცდები.-ბურთი კალათაში ვისროლე.
  ნიკამ აღარაფერი მიპასუხა, თუმცა ზუსტად ვიცი, მას ისევე არ ჯეროდა ჩემი სიტყვების, როგორც მე.
  თითქოს ბედზე, გავიხსენეთ და გამოიარა უკარებამ. თმა და მაისური აშკარად ცოტა სველი ჰქონდა.
-სად იწუწავე?-მივაძახე სიცილით, თუმცა ვიცოდი რომ პასუხს ალბათ არც ვეღირსებოდი.
  მაინც არ მოვეშვი. სტადიონიდან გავიქეცი და გავაჩერე.
-რატომ არ მპასუხობ?-გავუღიმე.
-დაიმსახურე?-ცალი წარბი ამიწია, ისე საყვარლად.
-და რატომ არ დავიმსახურე?-გამეცინა.
-იმიტომ რომ...-ჩემ სახეს მოუახლოვდა, მერე ყურისკენ წაიწია და ძალიან ჩუმი და გამომწვევი ხმით მითხრა:-მე ასე მინდა.
  სიამოვნებისგან სუნთქვა გამიხშირდა. ჩამეცინა და ქვევიდან ავხედე, მასაც გაეღიმა, ოღონდ როგორ, არ ვიცი. გაბრუნდა და წავიდა.
-მაინც მიგაღწევ.-ჩავილაპარაკე და ცას კმაყოფილმა ავხედე.
  სტადიონზე დავბრუნდი. ნიკა თვალებით პირდაპირ მეუბნებოდა "კიდე იტყვი ცდებიო". ჩაეცინა და ბურთი მესროლა.
  საღამოსთვის ბიჭები შევიკრიბეთ ეზოში.
-ნინა-
  ამ ბოლო დროს სულ გარეთ გასვლა მინდება. ლუკას ნახვის სურვილი არ მიქრება. როგორ მიიქცია ჩემი ყურადღება, აზრზე არ ვარ, მაგრამ ფაქტია, გამუდმებით მასზე ვფიქრობ.
  ტანსაცმელი გამოვიცვალე და სასეირნოდ გავედი. სტადიონთან ბიჭები იდგნენ და სვამდნენ. მათ შორის ლუკაც დავინახე. რატომღაც ჩამეღიმა. ცოტა რომ მივუახლოვდი, მივხვდი, მთვრალი იყო.
-უკარება, როგორ ხარ?-თბილად მომესალმა.
  ხმა არ ამომიღია. როგორც ადრე, ისე გადავწყვიტე მისი დაიგნორება.
-შეგიძლია ხანდახან მაინც იყო ზრდილობიანი?-გამაჩერა და თავისკენ მიმაბრუნა.
-რა საჭიროა.-ჩავილაპარაკე უკმაყოფილომ.
-ერთ წამს, წამოდი.-ხელი მომკიდა და გვერდზე გამიყვანა.
-რას აკეთებ? რამდენის უფლებას აძლევ შენ თავს.-გავმწარდი.
-უბრალოდ გვერდზე გაგიყვანე.
-კარგად.
-ნუ გამირბიხარ, როცა გელაპარაკები.-მითხრა ცოტა მკაცრად.
-მთვრალთან სალაპარაკო არაფერი მაქვს.-ხელი გავაშვებინე.
-მაინც გახდები ჩემი.-ჩაიცინა.
  გავმწარდი და იქაურობას სასწრაფოდ გავეცალე. კლუბში წავედი. ბევრი ხალხი, ხმამაღალი მუსიკა, ცეკვები მთელი ღამე, ალკოჰოლური სასმელები, გართობა. ღამის ცხოვრება ერთი შეხედვით ძალიან მაგარი ჩანს, მაგრამ მომბეზრდა. ღამის 2-ისთვის წამოვედი. დაღლილი ვიყავი და უაზროდ მივაბიჯებდი სახლში. სტადიონს როცა მივუახლოვდი, ისევ დავინახე მთვრალი ბიჭები. ლუკამ გაოცებულმა შემომხედა.
-შენ კიდე არ წასულხარ სახლში?-მკითხა თითქოს შენიშვნით.
-არა, ახლა მივდივარ.
-ასე გვიან გარეთ რატომ ხარ?
-რა შენი საქმეა.
-რა მნიშვნელობა აქვს. გოგო ამ დროს მარტო არ უნდა დაწანწალებდეს.-ხმა გაუმკაცრდა.
-უფროსი ძმის როლს ნუ ირგებ რა.-მინდოდა გვერდი ამეარა, მაგრამ გამაჩერა.
-ეგეთ აგდებულ ლაპარკს ბევრი არ გაგიტარებს, ამიტომ გირჩევ გადაეჩვიო.
-არ ვაპირებ.
-ყველა ჩემსავით მომთმენი არაა.
-ვისთანაც როგორც საჭიროა, ისე ვლაპარაკობ.-იაზვურად გავუღიმე.
-ძალიან ცდები თუ გგონია რომ ჩემთან ასეა საჭირო ლაპარაკი.-ხელი გამიშვა.-წამოდი, სახლამდე მიგაცილებ.
-არ მჭირდება.
-მარტო ვერ გაგიშვებ.
-არაფერი მომივა, ამიტომ დაეტიე.
-სიტყვები შეარჩიე.
-ისე ვლაპარაკობ, როგორც საჭიროა.-სანამ რამეს მეტყოდა გავრბუნდი და წავედი.
  ჩემი მშობლებისგანაც კი არ მიმიღია ასეთი შენიშვნა და ლუკა ვინ მიგდია? ვიღაც გამოთაყვანებული. როგორ მაღიზიანებს.
-ლუკა-
  დალევის მეორე დღე ალბათ ყველაზე საშინელია, თან ვერაფერს ვიხსენებ ხოლმე. თავი მძიმედ ავწიე და ოთახში მიმოვიხედე. გიო ლაშას ეწვა ზედ, ზუკა იატაკზე ეგდო უსულოდ, ნიკა ჩემზე იყო მოხუტებული. ეს სურათი არასდროს დამავიწყდება და სამწუხაროდ არც შემდეგი სიახლეები, რომელიც ბიჭებისგან გავიგე. სტრიპტიზი შუა ქუჩაში და მსუბუქი ჩხუბი უკარებასთან. ასეთი სიმთვრალე, ყველაზე დიდი საშინელებაა.
-ნინა-
  ჩვეულებრივი დღე. მიკისთან ერთად გავედი სასეირნოდ. გუშინდელი ბიჭები სტადიონზე კალათბურთს თამაშობდნენ.
-უკარება!-ლუკას, რა თქმა უნდა, არ გამოვრჩენივარ.
  გაბრაზებული ვიყავი, ამიტომ დავაიგნორე, მაგრამ აქ უკვე ბედის ამბავია. სულ ერთი წამით გავუშვი მიკის ქამარს ხელი და ის უკვე სტადიონზე შევარდა.
-მიკი!-სასწრაფოდ გავეკიდე.
  მეც შევვარდი სტადიონზე და მიკის გავეკიდე. ალბათ ძალიან სასაცილო სანახავი ვიყავი. ძლივს დავიჭირე, მაგრამ ვიღაცას შევეჯახე. ნუ, ეს ვიღაც ლუკა აღმოჩნდა.
-კარგად ხარ?-გამიღიმა.
-კი.-მოკლედ მოვუჭერი და სტადიონიდან გამოვედი.
  ცოტა გავასეირნე და სახლში დავბრუნდი. ლოგინზე წამოვწექი და ფიქრი დავიწყე, რაზე მეც  არ...არა, ვიცი, ლუკაზე ვფიქრობდი და მის ღიმილზე. სიბრაზე გამიქრა. რატომ ვარ ასე ლუკაზე, ვერ ვხვდები.
  ჩამეძინა, მაგრამ საღამოს ყვირილის ხმამ გამაღვიძა. სამზარეულოში ჩავედი. დედაჩემი, მამაჩემი და ჩემი ძმა რაღაცაზე გაცხარებით კამათობდნენ.
-რა გაყვირებთ?-ვკითხე გაბრუებულმა.
-წადი, შენი საქმე არ არის.-აკაკიმ ხელით გასასვლელისკენ მიმითითა.
-მგონი მეც ამ ოჯახის წევრი ვარ.-გავმწარდი.
-რაღაც არ გეტყობა.-ამ სიტყვებმა უზომოდ გამაღიზიანეს.
  უხმოდ გავბრუნდი. ჩქარა გამოვიცვალე, მიკის დავავლე ხელი და სასეირნოდ გავედი.
  ბიჭები ისევ სტადიონზე იყვნენ. სულ გარეთ როგორ არიან? სახლი არ აქვთ?
  რატომღაც ლუკამ არ დამიძახა. ალბათ ზედმეტად იყო თამაშით გართული. სტადიონის ახლოს ხეებით დაფარული პატარა ადგილია. იქ შევედი. ტრენაჟორები დგას. ველოსიპედზე დავჯექი, მიკი ზევით დავსვი და მუსიკების მოსმენა დავიწყე. რატომღაც ძალიან უხასიათოდ ვიყავი. ცოტა ხანი ასე გათიშული ვიჯექი, მაგრამ ვიღაცამ გვერდებში მომიჭირა ხელები. მაშინვე წამოვხტი და ხელი უაზროდ გავიქნიე უკან. როცა მივიხედე, ლუკა დავინახე, ჩემი ხელისგან აწითლებული ლოყით. მიცინოდა.
-გეტკინა?-ვკითხე შეწუხებული სახით.
-არა, ნუ ნერვიულობ.-საყვარლად ჩაიცინა.
  გულისცემა ამიჩქარდა და უნებურად მეც გამეღიმა.
-ბოდიში.-მითხრა უცებ, მე გაოცებულმა შევხედე.-გუშინ ზედმეტი მომივიდა. შენი ცხოვრებაა და შენი ნებაა რას და როგორ გააკეთებ.
-მაგაზე არც გავბრაზებულვარ.
-არა?-დაეჭვებით ამომხედა.
-არა, თავიდან კი გავბრაზდი, მაგრამ მალევე გადამიარა.-გამეცინა, მასაც გაეღიმა.
-იცი, ჩვეულებრივი გოგოსავით როცა იქცევი, უზომოდ საყვარელი ხარ.
-როდის ვიქცევი ეგრე?-გავიკვირვე.
-ახლა.-გამიღიმა, მერე მიკის გახედა.-დღეს რა გაგიჩალიჩა.-გაეცინა.
-აუ ხო, არც თქვა. ალბათ სასაცილო ვიყავი.
-სასაცილო? არა, ძალიან სასაცილო იყავი.-ხმამაღლა გაიცინა.
  ისეთი სახით შევხედე, მაშინვე გაჩუმდა. პირდაპირ თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს. ვიგრძენი როგორ ამიხურდა სახე. მაშინვე მეორე მხარეს გავიხედე. ლუკა ჩემკენ გადმოიხარა და ნიკაპით მხარზე დამეყრდნო. კისერთან ვგრძნობდი მის ცხელ სუნთქვას. ყველაფერი ერთდროულად მოხდა. გული ამიჩქარდა და გამიჩერდა. სახე მოვაბრუნე. რაღაცნაირად მიყურებდა ქვევიდან. ყველაფერი ისეთი სასიამოვნო და რომანტიული იყო, სუნთქვაც კი შემეკრა.
-ლუკა-
  ისე მინდოდა უკარებას კოცნა, ისე, რომ ლამის გავგიჟდი. მის მსხვილ მუქ ვარდისფერ ტუჩებს ვუყურებდი და მზად ვიყავი ამ კოცნისთვის სული ეშმაკისთვის მიმეყიდა. აი რას მიშვებიან ვნებები. ყველაფერი იმდენად იყო იდეალურთან მიახლოებული, თითქმის დავიჯერე, რომ რაღაც გამოვიდოდა, მაგრამ მიკი აყეფდა.
-მიკი.-გამწარებით ჩაილაპარაკა, თან ალბათ ეგონა რომ მე ვერ გავიგე.
  ჩამეცინა.
-გავასეირნებ.-უკარება ველოსიპეტიდან ჩამოძვრა.
-მეც გამოგყვები.
  აღარაფერი უთქვამს და დუმილი კი ჩემთვის ყოველთვის თანხმობას ნიშნავს. გავყევი. ზოომაღაზიაში შევედით და მიკის რეზინის ბურთი ვუყიდეთ. საყვარელი წყვილივით დავდიოდით. ისევ იმ მყუდრო ადგილას დავბრუნდით.
-შეიძლება მიკი ავიყვანო?
-კი აიყვანე, ოღონდ სიდებილით ნუ დააავადებ მაინც, ჩემი მისახედია.-გაეცინა.
  როგორ მიყვარს მისი ეს გულწრფელი სიცილი. მიკი ავიყვანე და თამაში დავიწყე. მიღრენდა, მაგრამ არ შევიმჩნიე. სახე ახლოს მივწიე და ცხვირზე მიკბინა. ტკივილისგან წამოვიყვირე, უკარებამ კი ისე ხმამაღლა გადაიხარხარა, საერთოდ სხვა ადამიანი მეგონა.
-კარგი, მორჩა.-ვუთხარი, როცა მივხვდი, გაჩერებას არ აპირებდა.
-მიკი, ნამდვილი მეგობარი ხარ.-სიცილისგან მომდგარი ცრემლები მოიწმინდა.
-რატომღაც ისეთი შთაბეჭდილება შემექნა ახლა შენზე, თითქოს მიკის გარდა ნამდვილი მეგობარი არ გყავს.
-მეგობარი საერთოდ არ მყავს.
-ეგ როგორ?
-აი ასე, უბრალოდ არ მყავს.
-რატომ?-გულწრფელად გამიკვირდა.
-ხალხს ვიცნობ.
-თუ გეშინია?
-რისი უნდა მეშინოდეს.
-იმედგაცრუების.
-არ მეშინია.
-მე კი მგონია რომ გეშინია.
-შენი უაზრო დასკვნები შენთვის შეინახე.
-მე უაზროდ არ მიმაჩნია. ნიღაბი გაქვს გაკეთებული და არ იშორებ. ყველასთან ცივი, მიუწვდომელი უკარებას ავტორიტეტი გაქვს, მაგრამ შენს რეალურ სახეს მალავ.
-ისეთი ვარ, როგორსაც მხედავ.
-ხოდა მაგაშია საქმე, რომ ახლა ისეთი დაგინახე, როგორიც ხარ და არა ისეთი, როგორადაც აჩვენებ თავს.
-ცდები...
-არ ვცდები და ადრე თუ გვიან ამას შენც მიხვდები.
-ცდები-მეთქი.-ჩაილაპარაკა ჩუმად, ველოსიპეტიდან ჩამოძვრა და მიკისთან ერთად წავიდა.
-ნინა-
  სახლში მივედი თუ არა, ლოგინზე დავეგდე. ცდება...ცდება ხო? ნამდვილად ცდება. არ ვარ მშიშარა. რატომ მეტირება? ახლა თავს ისე სუსტად ვგრძნობ. ერთი ჩემს წინააღმდეგ ნათქვამი სიტყვა და წავიქცევი. ვგრძნობ რომ ასეა და ძალიან არ მსიამოვნებს. თითქოს ფარი გამიხვრიტეს. ნელ-ნელა ქრება ჩემი დაცვა...მართლა მეშინია. კარებზე კაკუნი.
-ნინა, შემომიშვი.-აკაკი იყო.
-რა გინდა?-ვუპასუხე გაღიზიანებულმა.
-სალაპარაკო მაქვს.
-რაზე უნდა მელაპარაკო?
-ისე, დიდ არეფერზე. არ გამიღებ კარებს, დაიკო?
-ახლა შენი დაიკო ვარ? მეგონა ოჯახის წევრად არ მიმიჩნევდი.
-ნუ სულელობ. შემომიშვებ?
-არა.
  არ ვიცი აკაკი ისევ იქ იდგა თუ არა, მაგრამ აღარ მაინტერესებდა. თვალები დავხუჭე. ცრემლები მომადგა და...ავტირდი. რამდენად უჩვეულო ყოფილა ტირილი. ძალიან მაგრად ვტიროდი და ვერ ვჩერდებოდი. ვტიროდი ყველაფრის გამო. რაც კი ცხოვრებაში დამგროვებია, ყველაფერმა ერთიანად ამომასხა და ცრემლებად დაიღვარა.
  პირველად ვიგრძენი თავი თავისუფლად და მივხვდი, რომ ღამეს დავშორდი.
  ყველაფრის ამოსაღებად მთელი ღამე დამჭირდა, ანუ, მთელი ღამე გაუჩერებლად ვტიროდი, ვტიროდი მთელი დღეც და აი, ისევ ღამე. გვერდით მხოლოდ მიკი მყავდა.
  10 საათია. ლოგინიდან წამოვდექი და აბაზანაში შევედი. ტირილისგან დასიებული სახე ცივი წყლით მოვიბანე.
-თურმე როგორი მახინჯი რეალური სახე მქონია.-სუსტად ჩამეცინა.
  ტანსაცმელი გამოვიცვალე. სანამ სახლიდან გავიდოდი, ჩემი ძმის ხმა გავიგე.
-არ მოეწონება.-ვის, რა და რატომ, ინტერესი არ გამჩენია.
  მიკი ჩემი სახლის წინ გავასეირნე, უკან ავიყვანე და ისევ სტადიონისკენ წავედი. ბიჭები თამაშობდნენ. ლუკას დანახვისას საშინელმა ტკივილმა გამიარა გულში და  თითქოს წავბორძიკდი.
-დაწყნარდი, ნინა.-ჩავისუნთქე.
ხალხს ვუყურებდი, მაგრამ ზიზღის მაგივრად შიშს ვგრძნობდი. სუნთქვა შემეკრა. უჰაერობა. ეს აუტანელი გრძნობა მახრჩობდა. თავი საგიჟეთში მეგონა, რაღაც დახურულ სივრცეში, სადაც არც კარია, არც ფანჯარა და არც ადამიანი. მძიმე ნაბიჯებით მივდიოდი, თან მაკანკალებდა.
-უკარება!-ლუკას ხმა ბოლო წვეთი იყო.
  თავბრუ დამეხვა და ფეხებში ძალა გამომეცალა. უცებ ყველაფერი დაბნელდა.



№1  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Ra kargi xar ;*

 


№2 სტუმარი Nini

Momwons kargia,tu shegidzlia ojaxtan daaxlove,uketesi iqneba.

 


№3  offline წევრი gvanciii kereselidze

Dzaliann magariaa :*
--------------------
G.ke

 


№4  offline წევრი Supreme

aanamaria
Ra kargi xar ;*

გავწითლდი^^ მადლობა <3

Nini
Momwons kargia,tu shegidzlia ojaxtan daaxlove,uketesi iqneba.

მადლობა^^

gvanciii kereselidze
Dzaliann magariaa :*

მიხარია რომ მოგწონს^^ მადლობა^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent