შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვერ ვხვდები როგორ შემიყვარდი(5)(დაგინახე!შენ გაიღიმე!)


13-04-2016, 23:41
ავტორი nutsa214
ნანახია 2 454

ვსი ხდებოდა სოფის ზარმა რომ გამაღვიძა. თავი წამოვწიე და ვუპასუხე.
-ალო
-თააკ როგორ ხარ?
-კარგად...
-რახმა გაქვს რაიყო?.
-მეძინა...
-აა უი.
-შენ როგორ ხარ?
-რავი კარგად, როგორ იმგზავრეთ აბა თქვი.
-მთელი გზა იჯდა მუდოსავით გასუსული, კიდევ კარგი ნახევარი გზა მეძინა თორემ ალბად მოწყენილობისგან მოვკვდებოდი. სოფის ჩემს ნათქვამზე გულიანად გაეცინა.
-დილოთ ლუკა შემხვდა.
-ლუკა?
-აჰა.
-მეც შემხვდა დღეს. დილით სად შეგხვდა?
-შენ როდისღა შეგხვდა?.
-დღეს კაფეში მე და ლილე ვიყავით და ეგ შეგვხვდა.
-მერე ლილემ რაო? გააგდო შენი თავი არგვაქვსო?-გადავიკისკისე მე.
-არა სხვათაშორის მოეწონა.
-ჰოო?
-აბა.
-აშკარად მიხვდა.
-ვინ? რას?
-ლილე იმას რასაც მე უკვე დიდიხანია მივხვდი-ჰამომცდელი ტონით წარმოვთქვი.
-მაინც რას?
-მე დილით შემხვდა-მის კითხვას თავი ავარიდე.
-სად?
-სადარბაზოში, ჩემოდანი მაგან ჩამატანინა-ვთქვი და კიდევ რაღაცეების მოყოლას ვაპირებდი რომ უცებ ტვინში დამარტყა დღეს საღამოს დაგეგმილმა ვახშამმა, რომლებსაც ჩვენი ბიზნესპარტნიორები მართავდნენ და ჩვენც მიწვეული ვიყავით.
-ვაიმე სოფი რვისნახევარზე ვახშამია როგორ დამავიწყდა! გავიქეცი გკოცნი.-მობილური ისე გავუთიშე ხმის ამოღება არ ვაცალე. საწოლიდან რასაც ქვია წამოვხტი. წინასწარ მქონდა დაგეგმილი ვახშამზე ჩასაცმელი. მეც ჩავიცვი მთლიანი შავი ტანზე მჭიდროდ მომდგარი მუხლამდე კაბა რომელიც საკმაოდ მიხდება და კიდევ უფრო გამხდარს მაჩენს. ფეხზე მაღალქუსლიანები მოვირგე. მაკიაჟი გავიკეთე თმებს სასურველი ფორმა მივეცი და გავიშალე. უკვე მზად ვიყავი. მობილურმა რომ დარეკა უცხო ნომერი იყო.
-გისმენთ.
-ალო გამარჯობა ქალბატონი თაკო ბრძანდებით?-იკითხა გოგომ ბავშვური ხმით. მე სიტყვა ქალბატონზე ღიმილი მომერია.
-კი თაკო დამიძახეთ.
-გამარჯობათ თაკო მე ბატონი ირაკლის მდივნის მოადგილე სესილი ვარ მის მაგივრად ბატონ ირაკლის თანმხლები მე ვიქნები-დაიწყო გოგომ, ირაკლი ერთ ერთი ბიზნეს პარტნიორია.-მანქანა უკვე თქვენის სასტუმროსთან გელოდებათ.
-გასაგებია სესილი.
-კარგით შეხვედრამდე-დამემშვიდობა ცქრიალა ხმით.
-დროებით.
მობილური გავთიშე თუ არა დათის დავურეკე. მობილური გათიშული ჰქონდა, კიდევ რამოდენიმეჯერ ვცადე მაგრამ უშედეგოდ. ოთახიდან გამოვედი ვიფიქრე იქნებ გამოვიდესთქო მაგრამ ბოლოს სხვა გზა აღარ დამრჩა და ნომერის კარზე მივუკაკუნე. კარი საშინაო ფორმაში გამოწყობილმა გააღო.
-ბატონო დათი არ გაცვიათ?-ხმაში ერთდროულად გაკვირვება და შენიშვნანარევი ტონი იგრძნობოდა.
-მზად რომ ვიქნები მეთვითონ მოგიკაკუნებ.-თვალებში მოშტერებულმა მითხრა. ჩვეული სერიოზული სახე ჰქონდა და უცებ გამახსენდა სტატია რომელიც რამოდენიმე წლის წინ წავიკითხე და ღიმილი მომერია. სტატია ქალზე იყო რომელსაც მთელი ორმოცდაათი წელი ოდნავადაც კი არ გაუღიმია და ორმოცდაათი წლის ასაკში მოსი კანი ჩვილი ბავშვის კანს გავდა. 
უცებ ფიქრებიდან გამოვედი და მივხვდი რომ დათის წინ იდიოტივით გაღიმებული ვიდექი.
-კარგით, მზად რომ იქნებით შემატყობინეთ.-დენდარტყმულივით მოვშორდი და საკუთარ ოთახში შევედი. ზუსტად ხუთ წუთში ოთახის კარზე მოაკაკუნა. ასე მალე? გავიხედე და წინ ასვეტილი რასაც ქვია გამოწკეპილი დათი მედგა. 
-წავედით?-იკითხა, მე ენაჩავარდნილმა თავი დავუქნიე და უკან კაკუნით გავყევი. უკან მივყვებოდი თან გვერძეც, რატომღაც დიდი ყურადღება მივაქციე მის კისერს ყელს და ყბას. ხელებთან შედარებით კისერზე ძარღვები თითქმის არ ეტყობოდა, ისედაც საკმაოდ გამოკვეთილი ყბა კი რაღაცნაირად დაჭიმული ჰქონდა. ყურადღება მალევე გამეფამტა რადგან ლიფტი დავინახე.
-აუ ლიფტი-ამოვიწუწუნე.
-ჩასვლა უფრო ადვილია-გამომხედა ღრმა ჭაობისფერი თვალებით.
-არა პირიქით-ამოვიდუდღუნე და ლიფტის შესასვლელთან დავყოვნდი.
-შემოდი რაღას ელოდები.ხრლები მკერდზე გადააჯვარედინა მან. მე თვალები დავხუჭე და პირველი ნაბიჯი შევდგი ლიფტში. თვალდახუჭულს ფეხი გადამიბრუნდა და ალბათ ლიფტში გავიშხლართებოდი ან კედელს თავს მივახეთქებდი რომ არა დათის ხელები. წამში ერთი ხელი წელზე შემიცურა მეორე კი მკლავში ისე ძლიერად წამავლო ტკივილი ვიგრძენი. მთლიანად გავთბი არა კი არ გავთბი უცებ გავხურდი, მის შეხებაზე არ ვიცი რა დამემართა უბრალოდ გული ამიჩქარდა. უცებვე გავსწორდი მაგრამ ჩემი წელიდან ხელს არ იღებდა. გასწორებისას შემთხვევით მხარზე დავეყრდნე და უკვე ისე ახლოს ვიდექი სუმთქვა შემეკრა. მკლავიდან ხელი მომაშორა ჩემსკენ წამოიწია ისე ახლოს მოვიდა ლამის ნაწილებად დავიშალე, ხელი ჩემს ზურგს უკან მოთავსებული ღილაკებიდან ერთერთს მიაჭირა და ლიფტის კარი დაიკეტა. მე გაშეშებული ვიდექი და ვერ ვინძრეოდი მისმა სიახლოვემ და სასიამოვნო აუნამოს სუნმა კი საერთოდ გამაქვავა. კარისდაკეტვისთანავე მთლიანად მომშორდა. 
-თვალდახუჭული სიარული არც ისე კარგი იდეაა.-ჩამომხედა და თავიდან ფეხებამდე კარგად შემათვალიერა. ჯანდაბა! სულ რატომ იცის ისეთი მზერით შეთვალიერება რომ ადგილზე მიგყინავს. თუმცა მე რაღა მიყინვა მინდოდა ისედაც გაქვავებული ვიდექი. აზრზე მკლავის ტკივილმა მომიყვანა ნატკენ ადგილზე დავიხედე და ხელი მოვისვი.
-ჩემი ბრალი არ არის-სერიოზული ტონით მითხრა და ოდნავ წარბები შეათამაშა.
-მადლობა.-ამოვილაპარაკე ჩემთვის და მის გვერდით დავდეჭი სახით კარისკენ. ჩემდა გასაკვირად პირველსართულზე ისე ჩავედით ცუდად არ გავმხდარვარ, თუმცა სად მქონდა ცუდად გახდომის დრო. ჩვენი მანქანა სასტუმროს შემოსასვლელშივე იდგა. დათიმ კარი გამიღო და მეც ჩემი ადგილი დავიკავე თვითონ მეორე მხრიდან ჩაჯდა.
მძღოლი მოგვესალმა და მანქანა დაძრა. სასურველ რესტორანთან მისასვლელად ათი წუთიც არ დაგვჭირდა. იქ კი ჩვენი ბიზნესპარტნიორები დაგვხვდნენ. ყველა გულთბილად მოგვესალმა. სუფრასთან რათქმაუნდა დათის გვერძე ვიჯექი. ძირითადად საუბრობდნენ, მეც საერთოდ არ მშიოდა და ცოტა ვჭამე. ყველა ჩართული ოყო ლაპარაკში ჩემს გარდა. აღმოვაჩინე რომ დათის ლაპარაკის მოსმენა საკმაოდ მსიამოვნებდა ალბათ არამარტო მე მთელ იქ შეკრებილ საზოგადოებას, ყველა გულისყურით უსმენდა. ვახშმის შემდეგ ისევ მანქანაში ჩავსხედით და წამოვედით. მე სამი ჭიქა ღვინო მქონდა დალეული. ეს ღვინო ისეთი მაგარი აღმოჩნდა სამიჭიქა საკმარისი აღმოჩნდა ჩემს დასათრობად. 
-ხვალ დილით გაგაღვიძებთ ბატონო დათი, კომპანიაში ვართ წასასვლელები.-დავიწყე სასტუმროში შესვლისთანავე.
-კარგი რომელზე უნდა ვიყოთ?
-თორმეტზე.
-ანუ შენი გაღვიძება არ დამჭირდება-თქვა და ლიფტის გამოსაძახებელ ღილაკს დააწვა.
-ნტუ... ისევ ლიფტი.
კარი გაიღო და დათი ლიფტში შევიდა.
-ისევ თვალდახუჭული ნუ შემოხვალ თუ არ გინდა მეორე ხელიც დაგილურჯდეს.-მითხრა დათიმ და თვალები ჩემს მკლავს მიაპყრო. მკლავზე დავიხედე მართლაც დალურჯებულიყო.
ლიფტში შევედი და სანამ ბოლომდე არ ავიდა კედელს ვიყავი აკრული და სუნთქვის დარეგულირებას ვცდილობდი. თვალები მაინც დავხუჭე და რობ გავახილე დათის შევხედე,პროფილში იდგა და აშკარად ეტყობოდა იღიმოდა, კი ამჯერად არ მეჩვენებოდა ეტყობოდა რომ იღიმოდა ოღონდ ოდნავ სულ ოდნავ ისიც ყუჩის კუთხეში.
-დაგინახეთ-ცალიწარბი ავწიე და ეშმაკური ღიმილით დავუდექი გვერძე სახით გასასვლელისკებ.
-რა?-გაიკვირვა მან და მე შემომხედა.
-თქვენ გაიღიმეთ-ვთქვი ისე რომ მისთვის არ შემიხედავს და მაინც ის თვალისმოუშორებლად მიყურებდა მანამ სანამ ლიფტიდან არ გამოვედით.
-ღამემშვიდობის-დავემშვიდობე მას. ხმა არ გაუღია მხოლოდ ერთი შემომხედა უემოციოდ და ოთახში შევიდა.
-ასეთი რავთქვი?-მხრები ავიჩეჩე და ოთახში შევედი. შხაპი მივიღე ხალათი შემოვიცვი და დასაძინებლად მოვემზადე როცა მობილურზე დათიმ დამირეკა.
-ალო-ცოტა გამიკვირდა.
-ყველა ის საბუთი შემომიტანე რაც შაბათისთვის იქნება საჭირო, ყველაფერს ახლა გადავხედავ შაბათისთვის გეგმები შეიცვალა.-გასცა ბრძანება და მობილური გათიშა.
ავდექი სარაფანი გადავიცვი საბუთები შევაგროვე და დათის კარზე მივაკაკუნე. კარი მოკლემკლავიან ტანზე მომდგარ მაისურში და შორტებში ჩაცმულმა გამიღო.
-აი- გავუწოდე საბუთები.
-შემოდი-თავით მანიშნა ოთახისკენ და კარი ფართოდ გამიღო. მე ეს იდეა დიდად არ მომეწონა მაგრამ დავემორჩილე და შევედი.
-რათაც მაქვს გასარკვევი.-მითხრა და მდივანზე ჩამოჯდომა მანიშნა მეც ჩამოვჯექი თვითონ გვერძე მომიჯდა და საბუთები მდივნის წინ ჟურნალების მაგიდაზე დააწყო.
-აქ რამდენიმე საბუთზე დამრჩა ხელი მოსაწერი. ხელს მოვაწერ შენ კი გადახედე რომ ყველაფერი ისე იყოს როგორც ჩვენ გვაწყობს.
თითქოს მომეჩვენა რომ ხმა უფრო ბოხი ჰქონდა ისე ლაპარაკობდა მე მხოლოდ თვალებში ვუყურებდი და თავს ვუქნევდი. მომდევნო რამდენიმე წუთის განმავლობაში უხმოდ ვიჯექით, ის ხელს აწერდა საბუთებს ჩემგან თანხმობის მიღების შემდეგ, თან ტელევიზორი ჰქონდა ჩართული. ცოტახანში უკვე დამცხა საკმაოდ დამცხა, მარჯვენა მხარე რომელიც მის თითქმის მთელ მარცხენა მხარეს ეხებოდა უკვე მეწვოდა. ოდნავ მოვშორდი თუმცა მაგიდა პატარა იყო და ასე ჯდომა არაკომფორტული, უკვე ერთი სული მქონდა როდის მოვრჩებოდით.
-შაბათს გეგმები რატომ შეიცვალა?-შევხედე მას.
-დედაჩემის მამიდის გამო.-მოკლედ მიპასუხა ისე რომ ჩემთვის არც შემოუხედავს.
-დედაშენის მამიდის გამო?-გამიკვირდა მე. ვიფიქრე რომ მეღადავებოდა.-კარგით რა მართლა-დავიწუწუნე მე.
-მართლა მართლა-ოდნავ თავი დაიქნია და მე შემომხედა. ჩემი კითხვისნიშნებით სავსე თვალები რომ დაინახა ახსნა.
-აქვე ცხოვრობს ბათუმთან ახლოს, რომ გაიგო აქ ვარ გაგიჟდა და შანსი არაა არ ვნახო, მერე ისიც რომ გაიგო მდივანი გოგო მახლავს, უშენოდ სახლში აღარ შემიშვებს. ამიტომაც ვარჩიე შაბათი დღე შაბათს მაინც ნახევარი დღე უნდა გვემუშავა.
მე შევცქეროდი როდის მორჩებოდა საუბარს.
-კარგი-მხრები ავიჩეჩე.
-კარგი ახლა მოვრჩეთ გვიანია უკვე.-თქვა და მეც გამიხარდა თუმცა არ შევიმჩნიე.
-კარგი -თავი დავიქნიე და წამოვდექი .
ჩემს ოთახში რომ შევედი კარგა ხანი თვალი ვეღარ დავხუჭე. საღამოთი ისევ სოფიმ დამირეკა.
-ჰოო
-გოგო-ისეთი გახარებული ხმა ჰქონდა საწოლზე წამოწოლილი წამოვჯექი.
-ჰოო?-მოუთმენლად ვკითხე.
-აბა თუ გამოიცნობ რა მოხვდა?
-ოო კაი რა თქვი ახლა თუ ამბობ!
-ლილე და დაჩი!
-რააააა? არააა-წამოვხტი ფეხზე.
-კიი გოგო დაჩიმ სყვარული აუხსნა.
-შანსი არაა.
-ჰო აბა შენ ეგ თქვი ერთმანეთში სულ დაჭმა ჰქონდათ.
-და ლილემ რაო?
-მაგასაც უყვარს.-ამაზე რამდენიმე წამოთ ენა ჩამივარდა.
-შეყვარებული ლილე....-ჩავილაპარაკე-ვაიმეე რას მოვესწარი!!! ლოლეს პირველად შეუყვარდა ბიჭი და ის ბიჭი დაჩია-აღრფთოვანებულმა წარმოვთქვი.
-აბა
-აუ მაგრა გამიხარდა.
-აუ ჰოოო მეც გავგიჟდი.
ლილე და დაჩი! ეს ის წყვილია რომლებსაც ყველა იცნობს, ოღონდ სხვა წყვილებისგან განსხვავებით ყოველდღე სიყვარულს კი არა სიძულვილს უმტკიცებდნენ ერთმანეთს. ერთიდაიგივე სამეგობრო წრე ყავთ და რამდენჯერაც შეხვდებოდნენ მესამე მსოფლიო ომს აჩაღებდნენ, თურმე კიდევ ერთმანეთი უყვარდათ და ვერაფერს ხვდებოდნენ. რა სასაცილოა, ზოგჯერ ისეთი ადამიანი შეიძლება შეგიყვარდეს რომ ვერ წარმოიდგენ თან ისე რომ ვერც მიხვდები!



№1  offline წევრი natia-natia

Auu magariaa

 


№2  offline წევრი nutsa214

natia-natia
Auu magariaa

mixaria rom mogecona♥♥♥♥

 


№3 სტუმარი ;))

შემდეგ თავს არ დაამატებ ((((

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent