შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნოემბრის წვიმა XV


15-04-2016, 00:29
ავტორი MariLerman
ნანახია 1 948

დილის 10 საათი იქნებოდა. შაბათი დღე.
ნინამ დამიძახა. მის ოთახში შევედი, ცოტა სუსტად მომეჩვენა, სახეზე ფერი არ ედო. უზარმაზარი გარდერობი გამოეღო და ტანსაცმელებს საგულდაგულოდ არჩევდა, ზოგს მარცხნივ - პუფზე ყრიდა, ზოგსაც კი ისევ შიგნით აგდებდა.
- დღეს თანამშრომლები ვიკრიბებით სან–რემოში, - ჩვენი დაწესებულების უფროსიც იქნება, რამე არაორდინალური საღამოს კაბა მინდა, ყველასგან გამორჩეული უნდა ვიყო. მინდა, რომ ჩემი გამორჩეულობა ნიკომაც იგრძნოს, რომელიც მომყვება.
წამიერად სუნთქვა შემეკვრა.
„დღეს ხომ ერთად უნდა წავსულიყავით ერედელში? ყველას შეუთანხმდა, ზუკას და ელენეს, ლაშას, გიორგის, ბექას.. როგორ გართობას ვაპირებდით..“
შევეცადე თავი ხელში ამეყვანა, რომ ნინას არაფერი შეემჩნია, რაც არაჩვეულებრივად გამომივიდა, როგორც ყოველთვის.
- და მას შეუთანხმდი უკვე? იქნებ, არ უნდა წამოსვლა? - ერთ-ერთი კაბა პუფზე განრისხებით მიაგდო და ცალ-წარბ-აწეული სახით მომაშტერდა.
- იცი, არ გამიკვირდება, ძალიან შეცვლილია ამ ბოლოს.. ვერ ვცნობ.. როგორ ფიქრობ უარს მეტყვის? მასე დამამცირებს?
ნიკოს სურვილების წინააღმდეგ წასვლა არც თუ ისე ადვილი საქმეა. ვერასოდეს დააძალებ, თუ რაღაც არ სურს. ამის დიდი გამოცდილება მქონდა, სწორედ ამიტომ შემეცოდა ნინა, ერთი მხვრივ, მჯეროდა, რომ ნიკო არ წაყვებოდა, მაგრამ მეორე მხვრივ, ფაქტი, რომ საღამოზე ქალები ქმრებთან ერთად მიდიოდნენ, იმედებს მიცრუებდა მიუხედავად იმისა, რომ ნიკოს შეეძლო ნინასთვის უარის თქმა...
ნინას ოთახის კარი განგებ მივხურე და შემოსასვლელში დავჯექი. ველოდები, როდის შემოაღებდა კარებს, ვიცოდი, რომ სადაცაა უნდა მოსულიყო. მისი მანქანის ჩვენს სახლთან გაჩერების ხმა გავიგონე და ავნერვიულდი, მაგრამ ამჯერად ნამდვილად ვიყავი ნაწყენი და გაბრაზებული. შემოვიდა თუ არა, წარმომიდგენია რა რეაქციაც ექნებოდა, როდესაც დედამთილივით ატუზული დავხვდი.
ჩემს დანახვაზე განსაკუთრებული რეაქცია არ ქონია, რამდენიმე წამით მომაშტერდა, შემდეგ მაცივრიდან გამაგრილებელი სასმელი გამოიღო. შემომთავაზა, მაგრამ უარი ვუთხარი. ერთმანეთს თვალებით ველაპარაკებოდით..
- ოთახის კარი მიხურული აქვს.. - ამ სიტყვებით ვანიშნე, შეგიძლია დამელაპარაკო, ვერ გაგვიგონებს მეთქი.
- გასაგებია.. დაგელია ლუდი...
– არ მაქვს სურვილი. ამ საღამოს თურმე, ნინას თანამშრომლები იკრიბებიან რესტორანში, მათი უფროსიც იქ იქნება.. „არაორდინალური“ კაბის შერჩევის პროცესშია ამ წუთას. - რამდენიმე წამიანი ინტერვალის შემდეგ დავუმატე, - ქალები ქმრებთან ერთად მიდიან.
აქამდე რომ, შემოხედვის გარეშე მისმენდა, ისეთი სწრაფი მოძრაობით შემოაბრუნა თავი ჩემკენ, გულში ჩამეცინა..
- როგორ თუ.. ქმრებთან ერთად?
- როგორ და აი ასე! მოგიწევს წასვლა.. - ამ წინადადებით ვცდიდი, მაინტერესებდა ახსოვდა თუ არა ჩვენი გეგმები.
თავზე ხელი გადაისვა და მომიახლოვდა.
დიდი სავარძლის საზურგეზე ვიყავი მიყრდნობილი. წინ დამიდგა და წელზე ხელი შემომხვია. ვიგრძენი, იმწამსვე ვიგრძენი, რომ რაღაც ისეთს მეტყოდა, რითაც მაწყენინებდა.
- მიწევს წასვლა.. - არაფერი ვუპასუხე, თავი გვერდით გავწიე..
- ანნა, იქნებ გამიგო.. - კლავ უპასუხოდ დავტოვე.
- მომისმინე! შეგიძლია თუ არა, რომ ნინა არ აქციო ჩვენი კამათის მიზეზად?! ერთხელ მაინც?!
- ეგ შეუძლებელია ნიკო და ეს შენ კარგად იცი!
- რა თქმა უნდა, მაგრამ ვერ გავიგე რას მთხოვ, ხალხში მასზე არ უნდა დავილაპარაკო, რადგან შენ იქვე იქნები და იეჭვიანებ, სახლის გარდა მასთან ერთად არსად არ უნდა გავიარო. ანნა ჩვენი ურთიერთობის შესახებ ერთეულებმა იციან ხოლო ნინა კი ჩემი ცოლია! ხედავ განსხვავებას? მე ვხვდები შენ რასაც ითხოვ, მაგრამ ძალიან არ მინდა, რომ ეგ ყოველდღე მიხსენო რადგან ჯერჯერობით ეგ შეუძლებელია. –ხმას ვერ ვიღებდი. მისმა საუბარმა გამაოცა. წარმოდგენაც კი არ მქონდა, რამ გამოიწვია მასში ასეთი უეცარი აზრთა ცვლილება. ზედმეტად გაოგნებული ვიყავი იმისთვის, რომ მეჩხუბა. ჩვენზე არავინ იცის, ნინა კი ჩემი ცოლიაო, ისე მითხრა, თითქოს ორსულადაც იყო ნინა და ნამდვილად სერიოზული ურთიერთობა ჰქონოდათ.
მიხსენა, რომ ნინას ვერ გაშორდებოდა იმ მომენტისთვის, რაც ჩემი ხასიათისთვის და პიროვნებისთვის იმ დროს დიდი შეურაცხოფა იყო, ეჭვიანობა მკლავდა, ხოდა რა თქმა უნდა არ ვუფიქრდებოდი სიტყვებს.
- ჯერჯერობით შეუძლებელია? - ვუთხარი და დამეტყო, რომ ავნერვულდი. - ნიკო შენ მაგ „ჯერჯერობით“-თი ცდილობ სიტუაციის შემსუბუქებას და თითქოსდა მაძლევ იმედს მაგრამ ჩვენ ორივე ვხვდებით რომ შენ ნინას არ გაშორდები, - ამ ფრაზის წარმოთქმისთანავე სიმწრის სიცილი დამეწყო. - ხო რა თქმა უნდა, აქამდე რაზე ვფიქრობდი? რისი იმედი მქონდა? რომ შენ ნინას გაშორდებოდი? რომც გაშორდე მაინც არაფერი შეიცვლება ჩვენ არ გვიწერია ერთად ყოფნა!
- მაოცებს შენი წინასწარმეტყველური ნიჭი. - ჩაიცინა.
- ნიკო მე არ ვხუმრობ!
- არც მე, არც მე არ ვხუმრობ ანნა! არ გვიწერია ერთად ყოფნა? აცნობიერებ რომ ძალიან ბევრს ითხოვ თან ძალიან მოკლე ხანში?
- ჩემთვის უკვე საკმარისად დიდი დრო გავიდა, იმისათვისაც დიდი დრო გქონდა, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბებულიყავი. იცოდე ნიკო, მე დიდხანს არ დავიცდი.
ნინას კარების გაღების ხმა გავიგონეთ ამიტომ, თვითონ ჩემგან მოშორებით, განზე გაიწია, მე არც კი გავქანებულვარ და დაჟინებით შევცქეროდი.
- ნიკო, საყვარელო.. მოხვედი?! აბა! რას ფიქრობ, როგორია? - თქვა და წელზე ხელი ჩამოისვა, ამით თითქოსდა ხაზი გაუსვა თავისი კაბის არაორდინალურობას, როგორც თავად იტყოდა. კლასიკური კაბა ეცვა, ვიშნისფერი, სიგრძით ზუსტად მუხლებამდე. მართლა ძალიან უხდებოდა, დედაჩემის სილამაზემ ნიკო კი არა, მომენტალურად მეც დამაბრმავა.. თვალში როგორც რამდენიმე წუთის წინ, მაშინაც მომხვდა მისი უძლურობა, თვალები ძველებურად აღარ უბრწყინავდა, ქუსლებზე იდგა მაგრამ მუხლები აუკანკალდა და იძულებული გახდა გაეხადა. ვერაფერი ვუთხარი, მაგრამ აუცილებლად მიხვდებოდა ჩემი გამომეტყველებით, რომ მომწონდა მისი ჩაცმულობა.
- ჰე, ამოიღეთ ხმა! აშკარად ზედმეტად ვულგარულია, ჩემთვისაც კი!
- ერთადერთი ნორმალური კაბა.. - ამოვიღე ხმა.
- მე ძალიან მომწონს, სიგრძე განსაკუთრებით.
- ნიკო, ალბათ ანნა გეტყოდა, დღეს სადაც მივდივართ..
- ხო, მივდივართ.. კი.. რომელზეა ეგ წვეულება?! - მისმა სიტყვებმა მოხლები მომკვეთეს ნინას კი უსაზღვრო სიხარული დაეტყო.
- რვა საათზე ნიკო, რვა საათზე! - უთხრა აღტაცებით და ნიკოს თანხმობით გახარებულმა ვნებიანად აკოცა. – გასაქცევი ვარ სამსახურში, შენ თუ გინდა იყავი, ანნა ყავას დაგალევინებს.
„პროტესტის“ ნიშნად ოთახი დავტოვე და ჩემს ოთახში შევედი.
არც ნინას მიმართ ვგრძნობდი სიძულვილს, არც ნიკოს ვუბრაზდებოდი..
მგონი სწორედ ამ დღეს გავაცნობიერე, რომ ასეთი ცხოვრებისათვის ვიყავი განწირული, ნელ-ნელა ვეჩვეოდი, რომ ამ სახლში ყოველთვის ასეთი დაძაბული მდგომარეობა იქნებოდა..
შემოსასვლელი კარების ხმა გავიგე. მაინტერესებდა, ნიკო დარჩა სახლში თუ ნინასთან ერთად წავიდა. დროს არ ვკარგავდი, ამიტომ ოთახიდან თამამად გამოვედი. ფანჯასრასთან იდგა, სიგარეტს ეწეოდა და თან გარეთ იყურებოდა. რა თქმა უნდა მიხვდა, რომ მივუახლოვდი მაგრამ მზერას მარიდებდა.. თითქოსდა იგრძნო, რაც უნდა მეთქვა, პასუხი კი არ ჰქონდა. მის ზურგს ავეფარე და ვუთხარი:
- მითხარი რომ არ გაყვები ნინას. - არ ჩამთვალა პასუხის ღირსად.
- მითხარი, რომ არ გაყვები ნინას.. - გავუმეორე, შედარებით მშვიდად, რადგან უკვე მივხვდი, რომ არ ჰქონდა შესაფერისი პასუხი.
აუღელვებლად დამხედა და ისევ შებრუნდა.
- შენი დუმილი ტყუილს გავს ნიკო.. საშინელ ტყუილს და უარს.
ვუთხარი და წამებში მოვშორდი იქაურობას.

******
საღამოს, გადავწყვიტე თინასთან მივსულიყავი.
მისვლამდე, ასჯერ მაინც გავიმეორე აზროვნებაში, თუ როგორ მოვუყვებოდი მომხდარ ამბავს.
წინასწარ, თითქოსდა წარმომედგინა, რა პასუხსაც გამცემდა, როგორაც დამარიგებდა, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ვიყავი დარწმუნებული, რადგან თინას რეაქციები ყოველთვის მოულოდნელობითაა სავსე..
მის ოთახამდე გაუბედავი ნაბიჯებით მივედი.
კარები ფრთხილად შევაღე, ფანჯარაში იყურებოდა, ნაღვლიანად..
მალევე მივხვდი, რაც იყო მისი მოწყენილობის მიზეზი..
სწორედ იმ ხეს გასცქეროდა, რომელიც დიდი ხნის წინათ, ქმართან ერთად დარგო. ეს ხე, მათი ოჯახის ბედნიერების ნიშანი უნდა ყოფილიყო.
ჩუმად მივუახლოვდი და ხელები მოვხვიე.
- ანნას ძალიან მოენატრე..!
- ჩემო ლამაზო.. მეც ძალიან მომენატრე, ცოტა ნაწყენიც ვარ, ამდენი ხნით რომ დამივიწყე.. - მითხრა და მანიშნა გარეთ გავიდეთო.
სოფიასთვის ყურადღება არცერთს არ მიგვიქცევია მაგრამ შემაჩერა და მომახსენა, ვაჟამ გაიგო შენი მოსვლის შესახებ და როდესაც ლაპარაკს დაამთავრებენ, ჩემთან შემოვიდესო.
ოჯახის ხესთან ახლოს მდებარე სკამზე მოკალათდა.
- რამდენი რამ მახსენდება, ამ ხეს რომ ვუყურებ.. ერთდროულად სასიამოვნო და მტკივნეულიც.. ვუყურებ, და მახსენდება. ვაჟა ძალიან გავს მამას... საოცარი მსგავსებაა, არა მარტო გარეგნულად, ხასიათებშიც. როგორც შენი და ნინას შემთხვევაშია.
- სისულელეა, მე და ნინა არ ვგავვართ ერთმანეთს! - არ მესიამოვნა ნათქვამი.
- ანა სარკეში ჩაიხედე. როგორი შარმიანი ხარ, რა გგონია, საიდან გაქვს ასეთი უცხო გარეგნობა ? შენ დედაშენში მარტო უარყოფითს ნუ ხედავ, სილამაზის ეტალონია! კაცები ისე ესეოდნენ, რომ ვაჟას ყოველ კვირაში ჩხუბი მოსდიოდა უცნობ მამაკაცებთან. სლავურ გარეგნობას რა ჯობია.
- ეგ გასაგებია, მაგრამ ხასიათები სრულიად განსხვავებული გვაქვს ორივეს, უდავოდ.
- არა ანნა, ცდები. თქვენი უთანხმოება სწორედაც ერთნაირი ხასიათების ბრალია. შენ რა, გგონია რომ თუ ერთნაირი ხასიათები აქვთ ადამიანებს, ურთიერთგაგებაც იქნება?
- მაინც ვერ ვხვდები რატომ მამსგავსებ დედაჩემს! - პირველად ცხოვრებაში დამღალა თინას საუბარმა. არ მესმის რატომ არ მსიამოვნებდა რომ დედაჩემს მამსგავსებდა.
- დედაშენია და იმიტომ! გინდა თუ არ გინდა, ვერსად გაექცევი იმ ფაქტს, რომ თქვენ ორი ერთმანეთს ძალიან გავხართ.
- იცი რა, ვაჟასთან შევალ. - ვუთხარი და სკამიდან წამოვვარდი.
- არ შეწუხდე ქალბატონო, მოდის.
- ბებიაშენი არაფრით არ მადგმევინებს ამ ადგილას პატარა მაგიდას სკამებით, ფიქრობს რომ ამით ამ ბაღის ბუნებრივობა შეილახება!
- რა აზრი აქვს ჩემს ლაპარაკს, მაინც შეუკვეთე უკვე.
- საიდან იცი, ვინ გამცა ? - გაკვირვებულმა მოჩვენებითი სიცილი დაიწყო.
- გავიგონე, მობილურზე რომ საუბრობდი. მოკლედ სასიამოვნოა აქ ჯდომა მაგრამ ძილი მირჩევნია.
- სად გაგონილა ამდენი ძილი, რა მოსაწყენი ბებია ხარ!
- წავალ, წავალ. ხვალ ისევ შემოიარე. - მითხრა და სახლში შევიდა.
- სოფიამ მითხრა, რაღაც საქმე აქვსო. - სახლიდან წამოსვლის შემდეგ იმდენად გულდაწყვეტილი ვიყავი, რომ თუ საუბარი შედგებოდა, ვაჟას თანხმობას განვუცხადებდი საფრანგეთში გამგზავრებასთან დაკავშირებით. უკვე დაღლილი ვიყავი ამდენი გაუგებრობისგან.
- მგონი ხვდები, რაზეც უნდა გელაპარაკო. მოდი ანნა, მიკიბულ-მოკიბული საუბარი რომ არ გამოგვივიდეს, პირდაპირ მითხარი პასუხი, რადგან არც დრო იცდის, არც ნათლიაშენი და მეც დავიღალე ამდენი ხვეწნა-მუდარით! რას მიკეთებ, მთელი დღეები სახლში ხარ, სწავლით შენ არ სწავლობ და სამსახური შენ არ გაქვს.. წინ მთელი ცხოვრებაა, ვის იმედზე აპირებ ყოფნას?
ჩემს აზროვნებაში ვფიქრობდი, მისთვის რა პასუხი გამეცა..
ცოტა დიდხანს მომიწია ფიქრი, სანამ არ მანიშნა, პასუხი გამეციო, ჩუმად ვიყავი და მას შევცქეროდი.
„არამგონია, ეს რამდენიმე სიტყვა მერე ვინანო..“ გავიფიქრე და ვაჟას მკლავზე წელი ჩავჭიდე.
- იცი რაა, მამა?! - ღრმად ჩავისუნთქე.- დავფიქრდები! თან სერიოზულად დავფიქრდები. რამდენიმე დღეში პასუხს ელოდე.
ვუთხარი, ლოყაზე ვაკოცე და სირბილით მოვშორდი მის ეზოს.
„სახლში ცხრის წუთებზე დავბრუნდი.
ცარიელი დამხვდა.
იმ წამს გავაანალიზე, რატომ დუმდა..
ბრაზისგან ღაწვების სიმხურვალე ვიგრძენი..“

****

- გისმენთ გოგონა.
- *****, ორი ფირფიტა, თუ შეიძლება.
- რა თქმა უნდა. ახლავე! ჯანმრთელობას გისურვებთ!
მაღაზიაში შევირბინე, სიგარეტი და წყალი ვიყიდე.
ქუჩა ზოზინით გადავჭერი და ზღვისპირისკენ ავიღე გეზი.
ცუდი ამინდი იყო, იგრძნობოდა, რომ წვიმას აპირებდა.
12 ცალი პატარა თეთრი ტაბლეტი ხელისგულზე დავიყარე, ღრმად შევისუნთქე ცივი ჰაერი და ყველა ერთბაშად პირში ჩავიყარე. წყალი მალევე მივაყოლე, ხახა ამეწვა. არაადამიანური ხმით ამოვიხვნეშე და ნაპირზე გავწექი. ქვების უხეშ შეხებას შეჩვეულს წარბიც არ შემრხევია.
მზე უკვე დიდი ხანი აღარ ჩანდა, ზღვის ტალღების ხმის ფონზე ჩავრთე საყვარელი სიმღერა და ვაკვირდებოდი, როგორ ენაცვლებოდა ღამე დღეს.
სიგარეტს მოვუკიდე, წამოდგომა მინდოდა მაგრამ ტვინში სისხლმა ამასხა და ვერ მოვახერხე.
პულსი მალევე ამიჩქარდა მაგრამ არ შევიმჩნიე.
უსასრულობას გავცქეროდი ზემოთ და მკლავდა ერთდროულად სამი სურვილი..
გაფრენა მინდოდა, შორს გაფრენა, რომ ვერავინ დამწეოდა და ვყოფილიყავი მარტოდ მარტო უსასრულო სივრცეში.
მინდოდა მთელი ცხოვრება მასთან ერთად გამეტარებინა..
ნოემბრის წვიმაც მინდოდა.. ნოემბრის წვიმა, რომელიც იმ მომენტში, არა უბრალოდ მინდოდა, რომ შემეგრძნო, არამედ მჭირდებოდა კიდევაც.. ის ხომ ყოველთვის მეხმარებოდა, მაბედნიერებდა..
სამწუხაროდ, იყო სხვა სეზონი, სხვა დრო, სხვა მდგომარეობა..
მახსენდებოდა მისი დუმილი და, თითქოსდა ვადანაშაულებდი ჩემს თავს, რატომ მჯეროდა, რომ ჩემთან დარჩებოდა, აღვნიშნავდით იმას, რისი აღნიშვნაც გვინდოდა..
რატომ ვარწმუნებდი ჩემს თავს, რომ მე ნინაზე წინ ვიდექი!
საკუთარ ფიქრებს გავურბოდი რადგან მეშინოდა ის დაუვიწყარი ღამე არ გამხდარიყო ჩემი სინანულის მიზეზი..
„მე ის მჭირდება, რომ ჩემი გული სრულფოყილად ძგერდეს..“
ვიწექი უხეშ ქვებზე, მეხებოდა ცივი ჰაერი მხურვალე ღაწვებზე,
ვიწექი და ვფიქრობდი, თუ როგორ მჭირდებოდა ის..
რომ მის გარეშე არცერთი წამი არ მინდოდა, რომ გასულიყო..
რომ მის გარეშე მე არარაობა ვიყავი ,
ვიყავი მკვდარი, არ ვარსებობდი ..
არ ვიყავი სრულყოფილი და მუდამ რაღაც მაკლდა ..
ის ყოველთვის უფრო მეტი იყო, ვიდრე დარდი, ის ყოველთვის უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ ტკივილი, რომელსაც ძალიან განვიცდიდი ..
იმის გასაანალიზებლად, რომ უკვე მოქმედებაში იყო შესული წამალი, სულ რამდენიმე წამი დამჭირდა, მივხვდი მაშინ, როდესაც
თვალთ დამიბნელდა, უკვე ვკანკალებდი, ცივმა ოფლმა დამასხა, გამიჭირდა სუნთქვა, მეგონა ყელში რაღაც ძლიერად მიჭერდა..
ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ძალიან დიდი სიმაღლიდან ვეშვებოდი ქვემოთ რადგან გული აუღწერლად ჩქარა მიცემდა, ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს საგულედან ამოვარდნას ლამობდა..
ვენებს დავხედე, რამაც უარესად შემაშფოთა..
განაბული ვიწექი სანაპიროზე და განვიცადე აუღწერელი გრძნობა, რომელიც იმ მომენტისთვის იყო დამახასიათებელი.
ამ ყველაფერ საშინელებასთან ერთად, ვიგრძენი სიამოვნება, მინდოდა, რომ მუდამ ასეთ მდგომარეობაში ვყოფილიყავი, რადგან მახსოვდა მხოლოდ ერთი სიტყვა, მხოლოდ ოთხი ასო, მახსოვდა მხოლოდ ერთადერთი სახე, ერთადერთი სითბო..
ნიკო..
ნ ი კ ო ...
მის გარდა მე იმ მომენტში არავინ მახსოვდა და ასეც უნდა ყოფილიყო..
გული მიცემდა, საშინლად მიცემდა, ამჯერად უკვე სიყვარულისგან..
ფიქრები ყოველთვის მიმართლდებოდა,
წვიმის წვეთი ვიგრძენი და მივხვდი, რომ ყოველი წვიმა მეძღვნებოდა მე, ყოველი წვიმა..

„თითქოს ახლოს ხარ, აქვე ..
მაგრამ სივრცე მებევრა და გევედრები,
უფრო ახლოს მოხვიდე, თითებით რომ შეგეხო.“


****
სიმხურვალის გამო მთლიანი ტანი მეფხანებოდა.
ვიფიქრე, რომ გუშინდელი დღე არ მახსოვდა მაგრამ შემდგომ საკუთარ გრძნობებს ვეღარ მოვერიე და გამახსენდა აბსოლიტურად ყოველი დეტალი.
„შეცდომა იყო. რაღას ვერჩი ჩემს ორგანიზმს, რომელსაც ისეც არ აკლია ჩემგან ცუდი მოპყრობა.“
ერთი მხვრივ, საკუთარ თავს ვლანძღავდი,რომ დილით სანაპიროზე გამეღვიძა, მეორე მხვრივ კი ვაცნობიერებდი რომ ის ღამე ჩემთვის აუტანელზე აუტანელი იქნებოდა, ამიტომ სანაპიროზე „უნებლიედ“ გათენებული ღამე ჩემთვის სასიკეთო აღმოჩნდა.

****
ზოგადად ბათუმში, როგორ საკურორტო ქალაქში, სექტემბერი საუკეთესო თვეა. არის ძალიან ცხელი დღეები რომლებიც რაღაც მომენტში აუტანელიც კი ხდება და ასევე ისეთი დღეებიც ხშირადაა, როგორიც მაგალითად მარტს ახასიათებს. გარდამავალი ამინდი - დილით მატყუარა მზე, შუადღის საათებში კი კოკისპირული წვიმა.
იმ დღეს, სხვათაშორის ძალიან გამიმართლა, რადგან მომდევნო დილას სანაპიროზე მხოლოდ აქა-იქ თუ მოკრავდი თვალს ადამიანებს, მაგრამ ბათუმის სანაპიროს ჩვეულებრივ მდგომარეობასთან შედარებით შემიძლია ვთქვა ცარიელი იყო. სეზონი მიილია, ხალხი სახლში ბრუნდება... შენთვის კი, ბათუმი ისევ ბათუმია.
დაახლოებით საათ ნახევარი დავყავი სანაპიროზე.
ცრიდა, რაც არანაკლებ სიამოვნებას მანიჭებდა.
მარტოობა იყო იმ დროს ჩემთვის საუკეთესო წამალი, როგორც იტყვიან „საკუთარ თავთან და ფიქრებთან მარტო დარჩენა ხშირად საუკეთესო გამოსავალია“-ო. ამ მოსაზრებას ნაწილობრივ ვეთანხმები, მაგრამ მეჯავრებოდა საკუთარი თავი რადგან რამდენიმე საათის განშორების შემდეგ ისევ მენატრებოდა.
მივხვდი, რომ მე მასზე დამოკიდებული ვიყავი, მისი დანახვაც კი მავსებდა შინაგანად, ხოლო როდესაც ჩემს გვერდით არ იყო, ვგრძნობდი, რომ რაღაც მაკლდა რაც ყველაზე საშინელი გრძნობა იყო. ვიცოდი, მეტიც - დარწმუნებული ვიყავი რომ ნინა მსგავ გრძნობას ნიკოს მიმართ არ განიცდიდა.

****
გზაში გადავწყვიტე, რომ სახლში მისვლა არ მინდოდა, ვიცოდი რომ იმ დროს მამა სახლში არ იქნებოდა.
ვაჟას სახლის კარი შევაღე და პირდაპირ მომტირალი ანასტასია შემომეჩეხა რომელიც როგორც ჩანს კიბეებიდან მორბოდა.
- რა ხდება ანა? - ვკითხე იტერესით. - სად მირბოდი?
ამის კითხვა და თინა, სოფია და ვაჟა ვაჟას კაბინეტიდან გამოცვივდნენ.
განცვიფრებული სახეები გქონდათ, ოდნავ დამზაფრეს.
- ოჰოჰო, რა ხდება? ფილმში მგონია თავი.. - ვთქვი სიცილით.
- ანნა ხუმრობის დრო არ არის, დედაშენია ცუდად.
მითხრა თინამ და სასწაული სისწრაფით გავარდა გარეთ, სოფიაც მოდიოდა, აცრემლიანებული თვალების დანახვაზე მუხლები ამიკანკალდა და მეც შევეცადე რაც შეიძლება ჩქარა, მათ გავყოლოდი.
ამ დღესთან დაკავშირებული მეტი აღარაფერი მახსოვს...



№1  offline წევრი natia-natia

Dzaan momewona

 


№2 სტუმარი m

momwons yvelasgan gansxvavebuli istoriaa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent