შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სვანი


15-04-2016, 01:42
ავტორი CMHBS
ნანახია 2 439

გამარჯობა,მე იოანე ვარ და მე 18წლის ასაკში მომკლეს! იქმადე სანამ ჩემ ისტორია ასეთი ტრაგიკული დასასრული ექნებოდა,იყო შეუდარებელი 18 წელი ჩემს ცხოვრებაში.აწმყოში ვილაპარაკებ,ჯერ არ უპოვნია არავის ჩემი სხეული ,რომელიც ალბათ უკვე გაყინულია,ვინ იცის. მესტიაში ვცხოვრობ დედასთან მამასთან და 6 და-ძმასთან ერთად.. მე მესამე ვარ სიაში ჩემამდ არიან ქეთო,ბექა შემდეგ მე(იოანე),ლუკა,პეტრე და ყველაზე უმცროსი ანა გასვიანი.. ნამდვილად ბევრნი ვართ,ასევე მყავს 3 ძმად ნაფიცი იასონი,საბა და ნიკოლოზ გეგეჭკორები. ჩემიცხოვრება მშვენიერი იყო,არც გოგოებს ვუჩიოდი იმდენად ბევრი ტურისტი ჩამოდიოდა ამ ბოლო პერიოდში,ლამაზ გოგოებს ვეღარც ვითვლიდი..ზაფხულის ერთ ჩვეულებრივ დღეს მდინარეზე წავედით ჩვენი ოთხეული (მე,იასონა,საბა და ნიკო)კანადიდან ტურისტები ჩამოვდინენ გზა აებნათ და 4 უულლამაზესი გოგო,ჩვენკენ მოდიოდნენ ოთხი მუტრუკისკენ მიუხედავად იმისა,რომ მე ყველაზე სიმპატიური ვარ,იასონა მაინც ყველაზე სიმპათიური გამოჩნდა,გაჭირვებული ქართულთ მოგვესალმნენ
-გამარჟობათ
-ჟორაც ხარ და ჟენიაც (იასონა)
-what?
-რა და ზახრუმა (იასონა)
ე,ბიჭო ეხა გეყოფა
-მაიცა მაინც არ ესმით
-გამარჯობათ,მე თარჯიმანი ვარ
ეს გოგო,აი ეს გოგო რალამაზია როგორი თვალები აქვს,როგორ უბზინავს თვალები,თმა იმდენად მუქი ყავისფერია რომ შავში გადადის,წელამდე მუქი თქმა,შავი თვალები,მისი თვალები შავ ბრილიანტს გავდა,დიდი წამწამები,სქელი და გრძელი წარბები.. მისი ხმა? ახლაც ყურებში ჩამესმის როგორი ხმა აქვს ღმერთო რას მიკეთებ,ჩემ ცხოვრებაში ასე არავინ მომწონებია,აქამდე აქ არასდროს მინახავს,ქალაქელია თბილისელი იქნება,ისე ვერ გავუშვებ რომ არ გავეცნო
-მე გიხდით ბოდიშს,ამ უზნეოს გამო
-არაუშავს
-იაონე
-მარიამი
-გზა აგებნათ?
-დიახ,სვანეთში პირველად ვართ,გვითხრეს აქვე სასტუმროაო ამგზას გაუყევიტ და შემდეგ მარჯვნივ აუხვიეთო,მერე მესამე შესახვევი და მარხნივო,ფაქტია რაღაც აგვერია
-გასაგებია რა სასტუმროსაც ეძებთ (ეს ჩემი ოჯახის სასტუმროა,მამაჩემმა და ბიძაჩემმა ააშენეს რამდენიმე წლის წინ)
-ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ,იქნებ მგვასწავლოთ
-რა პრობლემაა წამობრძანდით (ნიკო,იასონა)
გავიგე იმ გოგოებმა როგორ უთხრეს მარიამს რაღაც და თვალით ჩემზე როგორც ანიშნეს მაგრამ,იოანე გასვიანი ასე მარტივადარაფერს იმჩნევს
-იოანე ხომ?
-კი
-ის სასტუმრო თქვენია?
გამიკვირდა საიდან მიხვდამეთქი მაგრამ ალბათ უთხრეს მესტია ხომ არც ისე დიდია..
-დიახ,ჩემი ოჯახისაა
-შეგიძლიათ წაგვიყვანოთ?
-რა თქმა უნდა. ბიჭები უკან მომყვწებოდნენ სასტუმრომდე მივაცილე გოგოები და უკან წამოვედით,რა შეუდარებელი გოგოა,ჩავილაპარაკე ჩემთვის
-შენთვის ეგეთი შეუდარბელი ყოველ წელს ჩნდება და 2 კვირაში ქრება
-არა ბიჭებო გჯერათ,მომხლიბლა საოცრად მომხიბლა
-ე მგონი მართლა მოეწონა (საბა)
-აბა გამომხედე ვერაგო (იასონა)
-თქვენ ყბაში ჩემი მტერი ჩავარდეს
საღამოს სახლში მივედი,შეშა შევიტანე ბუხარისთვის,ანა კალLაში ჩავისვი და ვეთამაშებოდი,იქამდე სანამ საშინელი ხმა არ შემოგვესმა გარედან.. მე მამა და ჩემი ძმები გარეთ გავვარდით, ჩვენი გვარიდან ვიღაც ძირს ეგდო,ახლოს რომ მივედი პავლე დამხვდა,პავლე სისხლში ცურავდა,რომ დავინახე ხელები ამიკანკალდა,ჩემი ბიძაშვილი ცოცხალი აღარ იყო.. აი აქედან იწყება ჩემი ისტორიაც, სისხლის აღების ტრადიცია სვანეთში დღემდე დიდი სიმჭირდოვითაა დაფუძნებული,ჩემი ბიძაშვილიც ამ ტრადიციას შეეწირა, გურჩიანების გვართან პრობლემები ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო როდესაც პატარაა ვიყავი,როგორც მე ვიცი ბავშვები აერიათ,მათი გვარის ბავშვი ჩვენებთან გაიზარდა ჩვენი კი მათთან,როდესაც ეს გაიგეს მტრობაც მაშინ დაიწყო,ჩვენიანებმა უარი უთხრეს ბავშვის მოძებნაზე და გაცვალზე რადგან იმ ამბის შემდეგ დიდი დრო იყო გასული.. გურჩიანებმა კი ფიცი დადეს რომ იპოვიდნენ თავისი გვარის ბავშვს მაგრამ არ აცოცხლებდნენ.. ჩემი ბიძაშვილის სიკვდილი არ მიუთითებდა იმაზე რომ ის იყო მათი გვარის წარმომადგენელი რადგან პავლე 24 წლის იყო ეს ამბავი კი 17-18 წლის უკან მოხდა..
პავლე დავკრძალეთ,ახლა ჩვენი გარის ყველა წარმომადგენელს სვანური ქუდი გვაფარია,ეს იმის ნიშანია რომ ტრადიცია ფესვების გადგმას არ ამთავრებს.. ახლა გვარებს შორის ომი გარდაუალია,ჩვენთვის არაქვს მნიშვნელობა ვინ არის ის ბავშვი რომელიც სინამდვილეში გურჩიანია,ის გასვიანებში გაიზარდა ამიტომ გასვიანია! ეს დღეები სულ სახლში ვიყავი,ვთხოვდი დედაჩემს და ჩემს დებს გარეთ არ გასულიყვნენ,რამე რომ მომხდარიყო ჩემ თავზე პასუხს არ ვაგებდი.. სახლიდან გამოვედი და დავინახე მარიამი თავ დახრილი,კიბეებთან იდგა
-გამარჯობა
-გაგიმარჯოს მარიამ
-ძალიან ვწუხვარ შენი ბიძაშვილის გამო,რაცარუნდა იყოს ჩემი გვარის წარმომადგენლებს ამის უფლება არ ქონდათ..
ამ ბოლო ფრაზამ ჭკუიდან შემშალა! ის გურჩიანია? ის ჩემი მტერია? მტერი რომელიც ჩემს გულში დამკვიდრდა?
-შენ გურჩიანი ხარ?
-კი ვარ, მე კანადაში ვცოხვობ,დიდი ხნის წინ წამიყვანეს ჩემმა მშობლებმა,იქ ვისწავლე დავამთავრე სკოლა,და ახლა ჩამოვედი.. მე მართლა ძალიანნ ვწუხვარ
-მჯერა,მადლობა მარიამ
გამოვეცალე,წამოვედი,ჩვენ კოშკს გურჩიანების კოშკისგან გეგეჭკორების კოშკი ყოფდა,ავედი კოშკში და ყურება დავიწყე,უბრალოდ ჰორიზონტს ვუყურებდი. მარიამი?რატომ წაიყვანეს? ნუთუ ის ის ბავშვიია რომელიც აერიათ? ცხოვრება არც ისე კარგად განეცკვო ჩემს მიმართ,ფიქრებში გართულს იარაღის ხმა შემომესმა,წარბიც არ შემხრია ომი დაიწყო,გურჩიანების გვარის წარმომადგენელი ამ წამს მიწაზე დაემხო.. თითქოს არაფერი მაგრამ როცა გამახსენდა მარიამიც გურჩიანი იყო,კოშკიდან ჩამოვედი და დავინახე მარიამი სისხლში ამოსვრილი,მეგონა მას ჭირდა რამე მაგრამ შევცდი,ბიძაჩემმა მისი ბიძაშვილი გაიმეტა სასიკვდილოდ.. ომი გარდაუალია ომის დასასრული მხოლოდ იმ ორი ბავშვის სახელის გაგებით მოგვარდება,ყველანაირად ვეცდები გავიგო ვინარიან ისინ.მარიამთან ახლოს არმივსულვარ სახლში წავეიდ,იმ საღამოს გარეთ არც გავსულვარ,მესმდა როგორ ტიროდა ხალხი,მათი მწუხარების ხმები სახლში ექოსავით ტრიალებდა,გეგეჭკორები არმოსულან ალბათ აგვარებენ საქმეებს,მამაჩემი ბუხარს ანთებს,დედა ანას აძინებს,მე,მე უბრალოდ ვზივარ,მარიამი თავის ბძაშვილს დასტირის ბიძაჩემს კი სასაფლაოზე ძინავს,პავლეს დასაფლავების შემდეგ ყოველ ღამეს იქ ათენებს,სვანეთი,მთები,რამდენ საიდუმლოს და რამდენი ადამიანის ძვლებს ინახავს,ეს ადგილი,შეუცნობბელი მიწა-წყალი,მეც წამოვდექი,შევედი ჩემს ოთახში ქუდი მოვიხადე,ჩემ ძაღლს საჭმელი დავუყარე და დავიძინე,დავიძინე თუ ამას ძილი ერქვა.



№1  offline წევრი gvanciii kereselidze

Dzaliann kargiaa gaagrdzelee
--------------------
G.ke

 


№2  offline წევრი qetiqetiA3

მიყვარსსსსსს სვანებიიი ძალიიააანნნნ ძალიანნნ <333333 ჰოდა ეს ისტრიაც დიდი სიამოვნებით წავიკითხე. ♥ ♥ ♥ ♥ კარგი იყო დაველოდები შემდეგ თავს <333 მაგრამ მოვლენებს ძალიან ჩქარა ანვითარებ :( ველი შემდეგ თავს დიდი ინტერესით <33

 


№3  offline წევრი CMHBS

gvanciii kereselidze
Dzaliann kargiaa gaagrdzelee

მადლობა,აუცილებლად

qetiqetiA3
მიყვარსსსსსს სვანებიიი ძალიიააანნნნ ძალიანნნ <333333 ჰოდა ეს ისტრიაც დიდი სიამოვნებით წავიკითხე. ♥ ♥ ♥ ♥ კარგი იყო დაველოდები შემდეგ თავს <333 მაგრამ მოვლენებს ძალიან ჩქარა ანვითარებ :( ველი შემდეგ თავს დიდი ინტერესით <33

მადლობა დიდი,მიხარია რომ მოგეწონა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent